"ცისფერი მთები" ანუ დაუჯერებელი ამბები კალათბურთის ფედერაციაში...

მთავარი თემა

"ცისფერი მთები" ანუ დაუჯერებელი ამბები კალათბურთის ფედერაციაში...

2013 დეკ 12 19:08:44

ვეტერანმა კალათბურთელმა "ქორთიარდ მერიოტში" გამართულ საარჩევნო ყრილობაზე დელეგატთა 29 ხმა მიიღო. სულ არჩევნებში  40 არსებული დელეგატიდან  მონაწილეობა 32-მა მიიღო, ერთი ხმა მიხეილ ახვლედიანს ერგო, ხოლო ორი გაბათილდა.

ყრილობის დასაწყისში, ერთ-ერთმა კანდიდატმა მიხეილ ახვლედიანმა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებული წერილი წაიკითხა, სადაც ფიბა (კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია) საქართველოს კალათბურთის ფედერაციის წესდებაში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს.  ახვლედიანმა განაცხადა, რომ  ის არაკანონიერ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა.

მას შემდეგ, რაც ახვლედიანმა ყრილობა პროტესტის ნიშნად დატოვა, საარჩევნო პროცესზე დასწრებაზე უარი განაცხადა საკალათბურთო კლუბ "დინამოს" პრეზიდენტმა ვახტანგ ნაცვლიშვილმაც. მისი თქმით, მიზანშეწონილი იქნებოდა წესდების სრულყოფა და შემდეგ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, რაც ყრილობამ არ გაითვალისწინა.

დარჩენილმა ორმა კანდიდატმა ვლადიმერ ბოისამ და კახა შენგელიამ კანდიდატურა მიხეილ გაბრიჩიძის სასარგებლოდ მოხსნეს. კანდიდატების თქმით, მათი ხედვები ქართული კალათბურთის განვითარებასთან დაკავშირებით თითქმის ყველა საკითხში ემთხვევა და აქედან გამომდინარე, გადაწყვიტეს ძალები გაეერთიანებინათ.

დასახელდა კალათბურთის ფედერაციის გამგეობის ახალი შემადგენლობა, სადაც კახა შენგელია და ვლადიმერ ბოისაც შედიან. ფედერაციის გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილი იქნება.

პრეზიდენტის პოსტზე გაბრიჩიძე ბესიკ ლიპარტელიანს შეცვლის, რომელიც ფედერაციას 2001 წლიდან ხელმძღვანელობდა. მიხეილ გაბრიჩიძე კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი შემდეგი 4 წლის განმავლობაში იქნება.

რა ხდებოდა მანამდე და წლების განმავლობაში კალათბურთის ფედერაციაში და რა "უვადო საპრეზიდენტო" წესდებით მოხდა არჩევა? ამაზე პირველად ვრცელი სიუჟეტი გადაცემა "ანატომიაში გავიდა.

"გურია ნიუსი" ქრონოლოგიურად  შემოგთავაზებთ უვადო პრეზიდენტისა და კალათბურთის ფედერაციის დაუჯერებელ ამბავს, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდებოდა.

პრეზიდენტი უვადოდ...

 პრეზიდენტი უვადოდ, ოთხ გვერდიანი წესდება, მტკიცებულებების გარეშე ჩაშლილი ყრილობა,  ზეწოლა ზეწოლის გარეშე, პასპორტები მუქთად და უმისამართოდ და საკალათბურთო მოედანზე შეჭრილი პოლიტიკა. ასეთი იყო საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის  თორმეტწლიანი მმართველობის შედეგებს და მისი გუნდის თამაშის წესებს.

მას შემდეგ, რაც საქართველოს კალათბურთის ფედერაცია "ფიბას" წესდების ხელმომწერი გახდა,  ავტომატურად იკისრა ამ სახელმძღვანელოთი გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. თუმცა ეს ვალდებულებები იმ ოთხ გვერდიან წესდებაში, რომელიც 2001 წლიდან მოქმედებს, არასდროს ასახულა.

იურისტი გიორგი ანთაძე აცხადებს, რომ: "წესდებაში უამრავი ხარვეზია. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ წევრად მიღება ხდება გამგეობის მიერ და მეორე _  ეროვნული ფედერაციის წევრი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური პირი, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული იურიდიული პირი....."

უმაღლესი ორგანო, ყრილობა ირჩევს გამგეობას, მაგრამ ვინ უნდა იყოს ყრილობის შემადგენლობა, ამასაც გამგეობა განსაზღვრავს. ფაქტობრივად, გამოდის რომ გამგეობის წევრები წარმოადგენენ იმ ამომრჩევლებს, რომლებმაც საკუთარი თავი უნდა აირჩიონ. ხშირ შემთხვევაში, ყრილობისა და გამგეობის წევრი ერთი და იგივე სუბიექტია.

კლუბ თბილისის დინამოს პრეზიდენტი ვატო ნაცვლიშვილი, რომელმაც გუშინდელ არჩევნებში მონაწილეობა პროტესტის ნიშნად არ მიიღო, აცხადებს, რომ არსებული წესდების პირობებში, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევას არანაირი აზრი არ აქვს. ამიტომ, თბილისის დინამომ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა.

ვატო ნაცვლიშვილი: " წესდება უნდა იყოს სრულყოფილი და ამ  წესებზე უნდა შევთანხმებულიყავით, მაგრამ ეს ყველაფერი,  სამწუხაროდ, გამგეობამ უგულებელყო..."

შეიძლება თუ არა ყრილობისა და გამგეობის წევრი ერთი და იგივე სუბიექტი იყოს?  რა განმარტებას იძლევა ამასთან დაკავშირებით ფიბას სახელმძღვანელო?

ლევან მიქელაძე ("ფიბას" წარმომადგენელი საქართველოში): "დღეს არსებული წესდება სრულიად შეუსაბამოა ფიბას სახელმძღვანელოსთან და შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობასთანაც, რადგან საქართველოს კანონი სპორტის შესახებ სწორედ ამას გვეუბნება."

წესით, აღნიშნული წესდება, 2013 წლის 10 აგვისტოს შემდეგ ახალი რედაქციით უნდა შესულიყო ძალაში, რადგან ყრილობაზე ასე გადაწყდა ხმათა უმრავლესობით ოცით თორმეტის წინააღმდეგ, თუმცა მაშინ ფედერაციის მოქმედმა პრეზიდენტმა და მისმა გუნდმა ყრილობა ჩაშლილად გამოაცხადა და მიზეზად ზეწოლა დასახელდა. მიუხედავად იმისა, რომ ზეწოლის ფაქტი სამართლებრივად არ დადასტურდა, დღემდე წესდების ძველი რედაქცია მოქმედებს.

მოქმედი წესდების ყველაზე საინტერესო დეტალი მაინც მუდმივმოქმედი საპრეზიდენტო ვადაა. 2001 წლიდან მოქმედი დოკუმენტის თანახმად, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა არანაირ ვადას არ ითვალისწინებს.  შესაბამისად, ბესიკ ლიპარტელიანის მმართველობის პერიოდი უფრო ხანგრძლივი აღმოჩნდა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის.

2001 წლამდე მოქმედებდა წესდება, რომელიც ითვალისწინებდა პრეზიდენტის არჩევას 2-ჯერ ოთხ წლიანი ვადით. ეს წესდება 2001 წლიდან ისე შეიცვალა, რომ არავინ იცის რა ბედი ეწია ძველს.

ბესიკ ლიპარტელიანი აცხადებს, რომ წესდება კანონმდებლობასთან და ფიბასთან მიმართებაში სრულ წესრიგშია: "ამასთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი გასაგები რომ ყოფილიყო კალათბურთის სამყაროსთვის,  კალათბურთის ფედერაციამ შემოიარა ჩვენს სფეროში ყველა, რათა გათვლილი ყოფილიყო ნებისმიერი დეტალი. სწორედ ამ კონსულტაციების შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება.

კალათბურთის ფედერაციაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საქმეში სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროც ჩაერთო, სადაც სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.

2013 წლის 30 ივლისით დათარიღებულ წერილში, რომელსაც ხელს მინისტრი ლევან ყიფიანი აწერს, ვკითხულობთ:

"ვინაიდან ააიპი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ წარმოდგენილი წესდების პროექტი არ პასუხობდა ფიბას ეროვნული ფედერაციების სახელმძღვანელოს მოთხოვნებს, მხარეებმა ზემოთ ჩამოთვლილ პირველ ორ საკითხში ძირითადში შეაჯერეს საკუთარი პოზიციები, რაც გამოიხატა შემდეგში: პუნქტი მეორე: ყრილობის უფლებამოსილებათა ფარგლები განისაზღვროს შემდეგნაირად:

ა) წესდების მიღება და შეცვლა  ყრილობის შემადგენლობის ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით;

ბ) ეროვნული ფედერაციის ბიუჯეტის ძირითადი მიმართულების დამტკიცება; გ) აუდიტის დანიშვნა; დ) საპატიო წევრების არჩევა; ე) რიგგარეშე ყრილობის მოწვევის უფლება აქვს პრეზიდენტს გამგეობას და ფედერაციის წევრთა შემადგენლობის 25 % -ს; "

ფიბას მენეჯერი საქართველოში ლევან მიქელაძე მიიჩნევს, რომ სამინისტროს მიერ განხორციელებული ქმედებები და ღონისძიებები არაეფექტურია.

ლევან მიქელაძე: "მიუხედავად იმისა, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც წესდების სრულყოფასა და დემოკრატიულ პრინციპებთან შესაბამისობაში მოყვანაზე უნდა ესაუბრა, ცვლილებები არ განხორციელებულა."

საკალათბურთო მოედანზე შეჭრილი პოლიტიკა...

სამინისტროს სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა "კალათბურთელთა კავშირის" მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით რეკომენდაციებში შეიტანა შემდეგი საკითხი: "საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის როგორც ასოცირებული, ასევე  ნამდვილი წევრი უნდა იყოს კერძო სამართლის იურიდიული პირი და არა კერძო პირები. ამასვე ითვალისწინებს ფიბას სახელმძღვანელოს მესამე პუნქტიც.

აღნიშნული ხარვეზი ფედერაციის ამჟამინდელმა მესვეურებმა თავისებურად დაარეგულირეს, რასაც მოყვა ერთ დღეში იდენტური წესდებებით რამდენიმე აიპის შექმნა და მათი ფედერაციაში გაწევრიანება

საკალათბურთო მოედანზე შეჭრილი პოლიტიკა გამგეობის შემდეგი წევრებით იყო წარმოდგენილი: ზაზა გოროზია, გიორგი მელაძე, ლევან ბეჟაშვილი. ისინი ზუსტად ისეთივე იდეოლოგიით მოღვაწეობდნენ კალათბურთის ფედერაციაში, როგორც თავიანთ პირველად სამსახურებში _ სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნიასა და აუდიტის სამსახურში. მათ არ სჭირდებოდათ პროფესიონალები, ისეთებიც კი როგორიც კალათბურთის ლეგენდა, მსოფლიო ჩემპიონი ნიკოლოზ დერიუგინი იყო.

ბესიკ ლიპარტელიანი აცხადებს, რომ ეს მათი პოლიტიკური გათვლა იყო: "სანამ ჩვენ სახელმწიფო პროგრამაში ჩავჯდებოდით, მანამდე გვჭირდებოდა ამის დამტკიცება და ამისთვის გამგეობაში შევიყვანეთ ის პირები, რომლებსაც გავლენა ჰქონდათ და გვეხმარებოდნენ, ლობირებდნენ ამ საკითხებს. ამაში ვერანაირ ტრაგედიას ვერ ვხედავ"

ნიკოლოზ დერიუგინი: "მიჭირს ლაპარაკი ჯობია ბატონ ლიპარტელიანს შეეკითხოთ არ ვიცი, ალბათ არ ვჭირდებოდი ან ხმები დადიოდა ქალაქში ვითომ ასაკში ვარ, დავბერდი... როგორც ჩანს, კალათბურთის ფედერაციას ჭირდებოდა ეს ყველაფერი."

სამაგიეროდ ჩამოჰყავდათ და ქართულ პასპორტებს ურიგებდნენ ისეთ კალათბურთელებს, რომლებიც ან თვალით არავის ჰყავდათ ნანახი ან საქართველოს სახელით არც ერთი თამაში უთამაშიათ. სამაგიეროდ, იღებდნენ ქართულ პასპორტებს და მიდიოდნენ ევროპაში.

მათი ჩამონათვალი ასეთია: მელვინ სანდერსკი, კვინტონ ფოსლი, კორი ფიშერი, ლუკ სელერი.

ვატო ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი მოთამაშე საერთოდ არ არის ნამყოფი საქართველოში....

უფრო მეტიც, ქართული კალათბურთის ფედერაციის უახლეს ისტორიას ჰყავს ნატურალიზირებულ ფერადკანიანი ქალი კალათბურთელები და ეს ყველაფერი ხდებოდა მაშინ, როდესაც ყველაზე აქტუალურ საკითხად ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხი იდგა, რომელიც მან მიხეილ სააკაშვილისგან ვერ მიიღო.

რაც შეეხება კალათბურთის ფედერაციის ფინანსური საკითხების შესწავლას, აუდიტის სამსახურს 2010 წლიდან დღემდე უწყება არცერთხელ შეუმოწმებია.

მიზეზი მარტივია, აუდიტის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ლევან ბეჟაშვილი პარალელურად კალათბურთის ფედერაციის გამგეობის წევრი გახლდათ...

პრემიები და ნეტო პრემიები...

კალათბურთის სახელმწიფო მხარდაჭერის ბიუჯეტის ფარგლებში 2012 წლის მონაცემებით საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ნაკრების გუნდის მთავარი მწრთვნელის იგორ კოკოშკოვისა და მწვრთნელის ჯეისონ სტოდტის 2012 წლის სახელფასო ანაზღაურება 244 134 ლარი შეადგინა.

იგივე იგორ კოკოშკოვის ნეტო პრემიით უზრუნველყოფა 104 053 ლარად იქნა შეფასებული.

ლევან მიქელაძე აცხადებს, რომ კოკოშკოვის ანაზღაურების საკითხი გამჭვირვალე არ იყო. მისი ანაზღაურება გაცილებით ნაკლები უნდა ყოფილიყო.

2011 წლის სპორტულ სახეობათა განვითარების პროგრამის ფარგლებში მეტად საინტერესო ხარჯთაღრიცხვაა წარმოდგენილი, მაგალითად: ლიტვაში ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩებზე საქართველოს ნაკრების მხარდამჭერის ორგანიზებაში 95 000 ლარია გადახდილი, ამავე წელს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდის თანხლებით დელეგაციის ხარჯები 50 538 ლარი დაჯდა.

ქალაქ კლაიპედაში 2011 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერთა ჯგუფის მივლინება ქვეყნის ბიუჯეტს 234 949 ლარი დაუჯდა. რაც შეეხება კოკოშკოვს, ხელფასისა და ნეტო პრემიის გარდა, მას ჯილდოც გადაეცა 3574 ლარის ოდენობით

კალათბურთის ეროვნული ნაკრების წევრები თამაშებში, ხელფასის სახით ანაზღაურებას არ იღებენ. ასეთი პატივი წილად მხოლოდ ორ უცხოელ მოთამაშეს ხვდა, ჯაკობ პულენს და ენტონი ფიშერს. მათი მომსახურების ანაზღაურება 2012 წელს ბიუჯეტს 247 500 ლარი დაუჯდა. თუმცა, რა მომსახურება გასწიეს და რაში აიღეს ფული, ეს უცნობია.

საპრეზიდენტო არჩევნები კი ჩატარდა... ძველი წესდებით და უცვლელი მეთოდებით...




 ახალი ამბები
  • ,,ჩვენ ერთად ვირჩევთ მომავალს“ - განათლებისა და თანასწორობის ცენტრმა ოზურგეთში ახალ პროექტი დაიწყო ,,ჩვენ ერთად ვირჩევთ მომავალს“ - ასე ეწოდება პროექტს, რომელიც არასამთავრიბო ორგანიზაცია განათლებისა და თანასწორობის ცენტრი, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დაფინანსებით ახორციელებს. პროექტის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები უმცირესობების წარმომადგენლებისთვის დემოკრეტიულ ღირებულებებზე დაფუძნებული არაფორმალური განათლების შეთავაზება და სამოქალაქო კულტურის განვითარების ხელშეწყობა. 15 ნოემბერს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფორმატი მოიცავდა დისკუსიას თემაზე: რამდენად ახდენს გავლენას არჩევნების შედეგზე დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული საარჩევნო კამპანია. დისკუსიაში  მუნიციპალიტეტში მომქმედი პოლიტიკური პარტიებთან:  პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება  ,,ევროპული საქართველო“, პარტია  ,,სამართლიანობისთვის“, პოლიტიკური პარტია ,,ლეიბორისტული (შრომის) პარტიასთან“  ერთად მონაწილეობდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და  სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ოზურგეთის საარჩევნო ოლქის წევრები და ჟურნალისტები. შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა, დამსწრე საზოგადოებამ ერთმანეთს გაუზიარეს შეხედულებები დემოკრატიულ ღირებულებზე დაფუძნებული საარჩევნო კამპანიის მნიშვნელობაზე. პროექტი ნოემბრის ბოლოს დასრულდება და  არა ერთ აქტივობას პირდება ... ...
  • სემეკმა დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესი დაამტკიცასაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებისთვის დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესები დაამტკიცა. წესის საფუძველზე დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის ფარგლებში დადგინდება, თუ რამდენად სრულყოფილად ასრულებს კომპანია მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს კონკრეტული რეგულირებადი საქმიანობისათვის საჭირო დანახარჯების წარმოშობის, დასაბუთების, გონივრულობის და  სათანადოდ აღრიცხვის კუთხით. სატარიფო რეგულირების პროცესში სემეკი ითვალისწინებს კომპანიის მიერ წარმოდგენილ, დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ შედგენილ აუდიტის ანგარიშს, რომლითაც აუდიტორის მიერ დადასტურებულია კომპანიის ყველა სახის დანახარჯი და არა ამ დანახარჯის მიზანშეწონილობა კონკრეტული რეგულირებადი საქმიანობისთვის. „დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესი“ კი ადგენს პრინციპებს, კონკრეტულ რეგულირებად საქმიანობასთან დანახარჯის კავშირისა და მისი გონივრული ოდენობით განსაზღვრის შესახებ.  ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Fuckup Nights Tbilisi გაიმართა (R)საქართველოს ბანკის პარტნიორობით რიგით მეჩვიდმეტე Fuckup Nights Tbilisi გაიმართა. ღონისძიება განკუთვნილია მეწარმეებისთვის, ბიზნესმენებისთვის, აღმასრულებელი დირექტორებისთვის, მენეჯერებისთვის. მათთვის, ვისაც სურს ისწავლოს სხვის შეცდომებზე, ისაუბროს პროფესიული მარცხის შესახებ, დრო სასიამოვნო გარემოში, საინტერესო ადამიანებთან ერთად გაატაროს. Fuckup Nights Tbilisi არის სივრცე, სადაც მონაწილეები ისმენენ ბიზნესისტორიებს, რომლებსაც მოჰყვა მარცხი და იმედგაცრუება, განიხილავენ პარტნიორულ ურთიერთობას, რომელიც გაფუჭდა, საუბრობენ პროდუქტზე, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა.  Fuckup Nights Tbilisi-ის წლევანდელი სპიკერები იყვნენ:  ლაშა ანთაძე, Shelf Network-ის დამფუძნებელი. Shelf არის ბლოქჩეინ სტარტაპი, რომლის საშუალებითაც ნებისმიერი გასაყიდი ნივთი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ერთდროულად თავსდება ონლაინ მარკეტფლეისებზე და ტარდება სინქრონული აუქციონი ან ვაჭრობა. 2018 წელს სტარტაპმა მოიპოვა $1.6 მილიონი ინვესტიცია.  მარიამ რუსიშვილი, QuickCash AI-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. QuickCash AI ღრუბლოვანი ბიზნეს ბანკინგის მაღალტექნოლოგიური ალგორითმული პლატფორმაა (www.lightspeed.ge), რომელიც ემსახურება მცირე და საშუალო კომპანიების კრედიტუნარიანობის ონლაინ შეფასებას. 2019 წელს კომპანია EMERGING EUROPE AWARDS-ზე, ლონდონში  საუკეთესო სამეულში, როგორც წლის ინოვაციური ინიციატივა მოხვდა.  კრისტინა ავსარქისოვა, მუსიკოსი, რომელიც ცნობილია როგორც Dudey.  ის არის მომღერალი, მუსიკოსი, კომპოზიტორი, რომელმაც house-მუსიკის მიმართულების სინთეზი მოახდინა გოთურ სიმღერასთან, ტექსტებთან და ცოცხალ ვოკალთან.  წარუმატებლობის კიდევ ერთი ისტორია გააზიარა დამსწრეებთან სანდრო გაბელიამ, Metro Production-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა პროდიუსერმა.  Fuckup Nights Tbilisi-ის სცენა ღიაა მათთვის, ვინც არ უშინდება ფართო აუდიტორიასთან საკუთარ მარცხზე საუბარს. Fuckup Nights -ის სცენამ 16 შეხვედრის დროს უკვე უმასპინძლა სტარტაპებს, არქიტექტორებს, ანტრეპრენერებს, ეკონომისტებს, სპორტსმენებს, ხელოვანებს, ჟურნალისტებსა და პრომოუტერებს, უამრავ სხვა საინტერესო პროფესიის ადამიანს, რომლებმაც წარუმატებლობის საკუთარი ისტორია გააზიარეს.  Fuckup Nights არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, რომელიც გადმოსცემს პროფესიული მარცხის ისტორიებს. თვეში ერთხელ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 3-4 წარმატებული ადამიანი საკუთარ საქმიან წარუმატებლობას ფართო აუდიტორიას უზიარებს. Fuckup მოძრაობა 2012 წელს მექსიკაში დაიწყო. დღეს ღონისძიებები ყოველთვიურად მსოფლიოს 300-ზე მეტ ქალაქში იმართება. საქართველო გლობალურ მოძრაობას 2018 წლის 13 აპრილს შეუერთდა და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 86 ქვეყანასა და 318 ქალაქში მიმდინარეობს.  ... ...
  • რა მდგომარეობაა საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით კომპანიებშიCSR- კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, ბიზნეს მოდელში ინტეგრირებული თვითრეგულაციის ფორმაა. სოციალური პასუხისმგებლობა კი მნიშვნელოვანია ნებისმიერი კომპანიისთვის. ეს განსაკუთრებით დიდი ბიზნესის წარმომადგენლების პრ საქმიანობას ეხება. უფრო პატარა კომპანიები ხშირად მთელი პროცესის მაგივრად მხოლოდ ცალკეულ საქველმოქმედო აქციებს მიმართავენ. აღსანიშნავია, რომ საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მიხედვით, ვალდებულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარებისთვის,  ხელი შეუწყოს კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობასა და ანგარიშვალდებულებას. CSR კვირეულის ფარგლებში, ქორთიარდ მარიოტში  კორპორაციული პასუხისმგებლობის კვლევის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია სიდა-ს დაკვეთითა და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა. პროექტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში მოქმედი ბიზნესების გამოკვლევა კორპორაციული პასუხისმგებლობის კუთხით. კვლევა საშუალებას აძლევს ყველა დაინტერესებულ მხარეს, დაინახოს თუ რა მდგომარეობაა საქართველოში მოქმედ მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის კომპანიებში ამ თვალსაზრისით. ორგანიზაციული სტრუქტურა და კორპორაციული პასუხისმგებლობა, კორპორაციულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საქმიანობის/აქტივობების დაგეგმვის, აღსრულებისა და მონიტორინგის პროცესი, კორპორაციულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული რეპორტინგი და საქმიანობის/აქტივობების გაშუქება, ადამიანის უფლები და შრომითი უფლებები,  გარემოს დაცვა და ნარჩენების მართვა, კორუფციასთან ბრძოლა, ქველმოქმედება, სპონსორობა, სხვადასხვა სფეროს განვითარების მხარდაჭერა, პარტნიორობა საჯარო და არასამთავრობო სექტორთან_ ეს ის რამდენიმე ძირითადი ნაწილია, რისგანაც კვლევის კითხვარი შედგებოდა. რა მდგომარეობაა საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით კომპანიებში_ ამ საკითხზე „გურია ნიუსი“ არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ აღმასრულებელ დირექტორს, სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა. ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს მასშტაბით ჩატარებული კვლევის ფარგლებში 1000-ზე მეტი, მსხვილი, საშუალო და მცირე ზომის  კომპანია გამოიკითხა. „გამოვიკვლიეთ ისეთი მიმართულებები, როგორიცაა, კორპორაციული მმართველობა, ადამიანის უფლებების დაცვა, შრომის უფლებების სტანდარტების მიმართულებით რას საქმიანობენ კომპანიები, გარემოს დაცვა, კორუფციასთან ბრძოლა. მათ შორის, გამოვიკვლიეთ ამ მიმართულებებით რა ღონისძიებებს ახორციელებს კომპანია პარტნიორულად სხვა კომპანიებთან ან არასამთავრობო სექტორთან ან სახელმწიფო სტრუქტურებთან. გარკვეული შედეგები დაიდო ამ კუთხით. ერთის მხრივ კომპანიების 26%-მა თქვა, რომ მათ აქვთ გათვალისწინებული კორპორაციული პასუხისმგებლობა სტრატეგიულ დონეზე და ყურადღებას აქცევენ, რომ ამ მიმართულებით გარკვეული საქმიანობა განახორციელონ. 26% ძალიან მცირეა, მაგრამ ამ მიმართულებით გასულ წლებში უფრო ცუდი მდგომარეობა იყო. რაც შეეხება ადამიანის უფლებების სტანდარტებს, კომპანიების დიდი ნაწილი ამბობს, რომ ისინი არა მხოლოდ ითვალისწინებენ ადამიანების უფლებების სტანდარტებს, არამედ თავიანთ კონტრაქტორებს სთხოვენ, რომ სტანდარტები გაითვალისწინონ. გამოვიკვლიეთ, შრომითი უსაფრთხოების სტანდარტები რამდენად არის გათვალისწინებული კომპანიების შიდა დოკუმენტებში და საქმიანობაში, ბავშვთა შრომის საკითხები, ასევე გამოვიკვლიეთ გაერთიანების თავისუფლება და სხვა. მდგრადი განვითარების დღის წესრიგის  შესრულების საკითხიც  იქნა გამოკვლეული და კომპანიების უმრავლესობა აცხადებს, რომ მდგრადი განვითარების პირველ ორ მიზანზე ახდენს ზეგავლენას ძირითადად საქმიანობით, რომელიც არის სიღარიბის დაძლევა და შიმშილის აღმოფხვრა“,_ ამბობს ზურაბიშვილი. როგორც „სიდას“ აღმასრულებელ დირექტორი ამბობს,  კორპორაციული პასუხისმგებლობა არის ძალიან მრავალმხრივი და ამიტომაც  ყველა აღნიშნულ მიმართულებაზე გამოწვევები არსებობს. ადამიანის უფლებების სტანდარტების სტატისტიკური მონაცემები არის ძალიან დაბალი. კომპანიებში ხშირად არ არსებობს საჩივრის მექანიზმები, რაც ადამიანის უფლებების დარღვევის გამოვლენას ხელს უშლის. „რამდენი კომპანია ახორციელებს, რამდენ კომპანიას აქვს პოლიტიკის დონეზე დანერგილი ეს სტანდარტები, რამდენად ახორციელებენ იმის მონიტორინგს ნამდვილად ხორციელდება ის, რაც გაწერილია დოკუმენტში. რამდენად არსებობს საჩივრის მექანიზმები ამ მიმართულებით. ხშირად კომპანიებში არ არსებობს საჩივრის მექანიზმები იმისთვის, რომ გამოვლინდეს ადამიანის უფლებების დარღვევები. შრომის უფლებების დარღვევების სტანდარტების მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული სტანდარტები არის უკვე საკანონმდებლო დონეზე გაწერილი. მაგალითად, შრომითი უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვა და შრომითი ზედამხედველობის მენეჯერის არსებობა კომპანიაში მსხვილი ზომის საწარმოების დიდ ნაწილშიც კი არ არის ეს საკითხი გათვალისწინებული“,_ ამბობს ზურაბიშვილი. სალომე ზურაბიშვილი ასევე კომპანიებში ნარჩენების მართვის მიმართულებით არსებულ პრობლემებზეც საუბრობს. „მიუხედავად იმისა, რომ ნარჩენების მართვა საკანონმდებლო დონეზე გვაქვს გათვალისწინებული, დიდი რაოდენობა კომპანიების ამბობს, რომ ამ საკითხზე ისინი არ მუშაობენ და არანაირ ნაბიჯს არ დგამენ იმისთვის, რომ გარემოზე მინიმალური ზეგავლენა ჰქონდეთ“,_ ამბობს ... ...
  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი: უფრო მეტად, შვილების შემხედვარე, „ბასტი-ბუბუს“ ვუყურებ ხოლმეპარლამენტში, სადაც, ამ წუთებში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, პაატა სილაგაძის მოსმენა მიმდინარეობს, "ევროპული საქართველოს" დეპუტატი ოთარ კახიძე დაინტერესდა, იცნობდა თუ არა „თიბისი ბანკის“ საქმეს  პაატა სილაგაძე, რაზეც მან უპასუხა, რომ ფაქტის შესახებ ტელევიზიიდან გაიგო. „საქმეს არ ვიცნობ. ფაქტი ვიცი, რომ მიმდინარეობს. ტელევიზიიდან გამომდინარე, მაგრამ დეტალები არ ვიცი“, _ აღნიშნა სილაგაძემ, რომლის განცხადებას დეპუტატი ხათუნა გოგორიშვილის გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სილაგაძე არის პირველი კანდიდატი, ვინც თქვა, რომ ტელევიზორს უყურებს. "უფრო მეტად, შვილების შემხედვარე, „ბასტი-ბუბუს“ ვუყურებ ხოლმე“, _ ასე უპასუხა გოგორიშვილის რეპლიკას ... ...

არქივი

ზაფრანი

რა მოხდება მაშინ, თუ ყოველდღე ორ ბანანს მივირთმევთ

ბანანი მნიშვნელოვნად არეგულირებს არტერიულ წნევას,...

არ მიირთვათ ხილი ჭამის შემდეგ

ხილი მიირთვით საჭმლის მიღებამდე, რადგან...

რამდენიმე რჩევა ბავშვის მოვლის შესახებ

როგორ დაიჭიროთ ბავშვი ხშირად მშობელს...

როგორ მოვიშოროთ ნეგატიური ენერგია?

სალბი ( სამკურნალო მცენარე) შორეულ...

ჰოლივუდელების საყვარელი წიგნები

ბრიუს უილისის რჩეული წიგნია, ჰეროდოტეს...

ყველაზე მომხიბლავი ქერა მსახიობები

ქერა თუ შავთმიანი? სხვადასხვა გამოკვლევებით...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...