ევროკავშირის პრიზით ხუთი ქართველი ჟურნალისტი დაჯილდოვდა

მთავარი თემა

ევროკავშირის პრიზით ხუთი ქართველი ჟურნალისტი დაჯილდოვდა

2013 დეკ 15 11:38:52

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ინიციატივაა. ის მიზნად ისახავს ქართულ მედიაში იმ ნაშრომების წარმოჩენასა და აღიარებას, რომლებიც პროფესიონალურ ჟურნალისტურ ეთიკასა და პრინციპებს იზიარებენ.

ქართველი და ევროპელი წევრებისგან შემდგარმა ჟიურიმ საკონკურსოდ 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 30 ოქტომბრამდე გამოქვეყნებული ნაშრომები განიხილა.

საუკეთესო საგამომძიებლო სტატია, ან ნარკვევისთვის ბეჭდვით, ან ონლაინ მედიაში გაზეთ "რეზონანსის" ჟურნალისტი მარიამ ოთარაშვილი დაჯილოვდა.

"ომის შემდეგ პირველი რეპორტაჟი ცხინვალიდან" , - ეს იყო ჩემი სტატია, რომელიც გასული წლის ოქტომბრის ბოლოს დავწერე. პირველი ჟურნალისტი ვიყავი, ვინც ომის შემდეგ ცხინვალში ჩავიდა და იქაურ სიტუაციაზე დაწერა. ანუ ის რეალური მდგომარეობა, რაც იყო ცხინვალში, აისახა ჩემს რეპორტაჟში. ახალგორიდან ვარ და არ გამჭირვებია ცხინვალში ჩასვლა, მაგრამ ამას შემდეგ მოჰყვა რეაქციები. იყო მუქარები ოსური მხარის მიერ: "როგორ გაბედა და ჟურნალისტი შევიდა იქ". ახლობლებმა მირჩიეს, ცოტა ხნით კონფლიქტის ზონაში ჩასვლისაგან თავი შემეკავებინა, შემდეგ კი ჩაწყნარდა სიტუაცია. სიმართლე გითხრათ, არ ველოდი გამარჯვებას და ძალიან მიხარია, ევროკავშირის პრიზი რომ დავიმსახურე," _ უთხრა მარიამ ოთარაშვილმა "გურია ნიუსს".

საუკეთესო ტელე და რადიო რეპორტაჟისთვის განკუთვნილი პრიზი სტუდია "მონიტორის" წარმომადგენელმა, გიორგი მგელაძემ მიიღო, ჟურნალისტური გამოძიებისთვის - "აგენტი პროვოკატორი ხელისუფლების სამსახურში".

საუკეთესო ვებგვერდი/ბლოგი/სოციალური ქსელის პროფილისთვის განკუთვნილი პრიზი გიორგი კიკონიშვილს გადაეცა ჟურნალ "ლიბერალში" გამოქვეყნებული ბლოგისთვის - "ადამიანი, შე ჩემა".

"შარშანაც გავიმარჯვე ამ ნომინაციაში. ეს ჩემთვის ორმაგად სასიხარულო ამბავია. წელს გამარჯვებულ ბლოგში ადამიანური ენით ვყვები ადამიანებზე, იმაზე, რომ დღესდღეობით ქართულ საზოგადოებაში ადამიანი არ არის მთავარი ღირებულება. ბევრი ბარბაროსული ფაქტების შემსწრენი ვხვდებით ჩვენ გარშემო. ვისურვებდი, იმ დონემდე მივიდეთ, რომ ადამიანი იყოს ჩვენთვის უმაღლესი ღირებულება," _ აღნიშნა გიორგი კიკონიშვილმა.

ევროკავშირის რჩეული ყველაზე ინფორმატიული ონლაინ გაზეთი, ან საინფორმაციო სააგენტოს ნომინაციაში "ნეტგაზეთი" გახდა.

"ძალიან გაგვიხარდა ეს პრიზი. ძალიან დიდ ენერგიას როცა ხარჯავ და ამას დააფასებენ, ეს ნიშნავს, რომ კარგად აკეთებ რაღაცეებს და ეს არის სტიმული არამარტო ჩემთვის, არამედ "ნეტგაზეთის" ყველა თანამშრომლისთვის," _ განაცხადა სააგენტოს დამფუძვნებელმა ნესტამ ცეცხლაძემ.

წელს პირველად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ (EUMM) მშვიდობის ჟურნალისტიკაში სპეციალური პრიზი დააწესა. პრიზის მიზანია, აღიაროს და დააჯილდოვოს კონფლიქტის მიმართ სენსიტიური ჟურნალისტური ნამუშევრები და სტიმული მისცეს ჟურნალისტებს, კონფლიქტური სიტუაციები კონსტრუქციულად გააშუქონ.

აღნიშნული პრიზი "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტს ოლესია ვართანიანს გადაეცა სტატიისთვის - "იმედი აძლებინებს ნათესავებს".

"ჩემთვის ძალიან დიდი სურპრიზი იყო ამ ნომინაციაში გამარჯვება. რომ მოვდიოდი ნამდვილად არ ვფიქრობდი, რაღაც პრიზს თუ ავიღებდი. სამი ადამიანი ვიყავით "რადიო თავისუფლებიდან" წარდგენილი და ნამდვილად სასიხარულოა, მე რომ ამირჩიეს. რაც შეეხება გამარჯვებულ სტატიას, მე ის აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულებზე დავწერე. ოთხი წელია აფხაზეთში დავდივარ, ვაშუქებ მოვლენებს და გადავწვიტე იმ ადამიანებზე გამეკეთებინა მასალა, რომლებმაც 20 წლის გასვლის შემდეგაც არაფერი იციან თავისიანების შესახებ," _ უთხრა "გურია ნიუსს" ოლესია ვართანიანმა.

გამარჯვებულებს პრიზები გადასცეს პარლამენტის ვიცე სპიკერმა მანანა კობახიძემ, ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა ტოივო კლარმა, ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის ელჩის მოადგილე ბორის იაროშევიჩმა, კონკურსის ჟიურის წევრებმა ზვიად ქორიძემ და თამარ რუხაძემ.

პრიზების გადაცემის შემდეგ კონსერვატორიის მცირე დარბაზში ბაროკოს მუსიკის კონცერტი გაიმართა. კონცერტი პროექტ "ევროკავშირის კულტურის ქარხანა - მუსიკალური ფესტივალის" ფარგლებში ჩატარდა. კონცეტრში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სიმფონიეტამ, თბილისის სახელმწიფო კამერული მუსიკის ორკესტრი კრისტოფ მაიერის დირიჟორობით, ასევე მაგდა უგულავამ (კლავესინი, ფორტეპიანო).




 ახალი ამბები
  • "დააბი პრეზიდენტი" _ აქცია-პერფორმანსი პრეზიდენტის რეზიდენციასთან ახალგაზრდული მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია-პერფორმანსი „დააბი პრეზიდენტი“ გამართეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ მსჯავრდებულებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის რეზიდენციის კარზე სიმბოლურად ბოქლომი დაამაგრეს და სტიკერები მიაკრეს #შეცვალე. მათი თქმით, პრეზიდენტი „დასაბმელია“, ამასთან, აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი იღებს ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებებს. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, აქციებს მომავალშიც გააგრძელებენ. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 27 აგვისტოს, მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 34 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის აღმოჩნდენენ მკვლელობისთვის გასამართლებული სამი პირი და ერთი ძებნილი. ... ...
  • ბახმაროში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს _ დიდთოვლობის გამო დამსვენებლები ბარში ჩამოსვლას ვერ ახერხებენამ წუთებში, ბახმაროში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს _ წუხელ მოსული თოვლის საფარი 30 სანტიმეტრს აღემატება, რის გამოც, დამსვენებლები ბარში წამოსვლას ვერ ახერხებენ. _ დაახლოებით 35 ოჯახი ისვენებს კურორტზე. გამოსვლას ვერ ახერხებენ ის ადამიანები, რომლებიც კურორტზე დაბალი გამავლობის მანქანებით არიან ამოსულები. უკვე დაწყებულია გზების გაწმენდა და მალე, ყველა ადამიანი სამშვიდობოს იქნება, _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას ჩოხატაურის მერმა ირაკლი კუჭავამ, რომელიც შესაბამის სამსახურებთან ერთად ბახმაროში იმყოფება. მისივე თქმით, სპეცტექნიკით დღესვე გაიწმინდება ცენტრალური გზა იმისთვის, რომ ბახმაროში გადაადგილება ყველასთვის შესაძლებელი ... ...
  • "დედა ჩემს შიშველ გადაღებებს ესწრებოდა!" _ ექსკლუზიური ინტერვიუ სექსუალურ ტრეფიკინგში ჩართულ არასრულწლოვნათანდედა მაფრთხილებდა, რომ იმის შესახებ, თუ როგორ მიღებდნენ, არავისთვის მეთქვა, _ ამბობს გოგონა, რომელსაც, ბებიის თქმით, დედის ძალიან ... ...
  • „შემოქმედობა“ _ ორმოციოდე შემოქმედელით და ოთხჯერ მეტი სტუმრით20 სექტემბერს, სოფელ შემოქმედში „შემოქმედობის“ ტრადიციული დღესასწაულის აღნიშვნა ოზურგეთს მუნიციპალიტეტის მერიამ დაგეგმა. ტრადიციული დღესასწაული, როგორც აქ, ისე სხვა სოფლებშიც იმართება და არასდროს აკლია ხალმრავლობა, ხალისი და საინტერესო წიაღსვლები. თუმცა, ამჯერად, როგორც ეს ყველამ იხილა, უჩვეულოდ მცირერიცხოვნობით გამორჩეული „შემოქმედობა“, ძირითადად, მოსული სტუმრების ხარჯზე წარიმართა _ ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ ორმოციოდე შემოქმედელი დაგვეთვალა, რასაც, დაახლოებით, ოთხჯერ სჭარბობდა სტუმარი (ძირითადად, შემოქმედებითი ანსამბლების წევრები, ხელისუფლების წარმომადგენლები და კონცერტში მონაწილე ბავშვთა მშობლები). ღონისძიების დასაწყისში სპორტული აქტივობები შედგა:  გაიმართა შეჯიბრი ნარდში, მკლავჭიდსა და მაგიდის ჩოგბურთში, რომლის  მონაწილეები მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებიც  იყვნენ. აღსანისნავია, რომ უხლოეს პერიოდში გამართულ ღონისძიებებზე ისინი ნარდის თამაშში აქტივობით გამოირჩევიან. „ერთი, მენახა ვინმე, ჭადრაკი ეთამაშა, რა მაგრად ყვარებიათ გურულებსაც ეს კამათლების კოტრიალი და ყირამალა. რა შავდება მაგით, მარა არც არაფერი კეთდება. როგორც ჩვენ ვერაფერი გავაკეთეთ დღეს. დავიძარით ქუთაისიდან, ისეთი რეკლამა იყო ფეისბუკზე, გვეგონა, ცოტას  ვივაჭრებდით, მაგრამ ორი ჭიქა ბატიბუტი ვერ გავყიდეთ, _ ასე გაღარიბდა აქ ხალხი? იქითაც კია გაჭირვება, მარა... რა ვიცი, ასე ხელცარიელი არსად დავრჩენილვართ ამ ბოლო დროს,  _  ღიმილიანი სახით გვითხრა გვითხრა ქუთაისიდან ჩამოსულმა ინდმეწარმე გიორგი ლაცაბიძემ. „რა გინდა? შემოქმედლებს ითვლი? მიდი იქ და ნახე, „პოლონელი შემოქმედელები“ ცეკვავენ, _ ხუმრობა მოგვადევნა რამდენიმე შემოქმედელმა და მიგვითითა სკვერში  მოწყობილი სცენისკენ, სადაც მართლაც სადღესააწაულოდ ცეკვავდა პოლონელი ახალგაზრდების ხალხური ცეკვის ანსამლი, თუმცა, ვერავინ გვითხრა, კონკრეტულად რომელი ქალაქიდან იყვნენ ისინი. „რაა ეს, ახლაც არჩევნები ხომ არაა, ძალით მოყვანა რომ არ უნდათ, კი გააფრთხილეს ხალხი, მაგრამ სამ საათზე იყო დანიშნული და ალბათ, აწი მოვლენ. ისე, შარაშენიძის ამომრჩეველი მაინც მოსულიყო,  _  მცირე  პოლიტიკაც გაურია მცირერიცხოვანი მაყურებლის ყოფნას ღონსძიებაზე რამდენიმე ადგილობრივმა მცხოვრებმა. შემოქმედელებმა _ მედიკო ხვინგიმ და თამუნა აშუბამ, გვითხრეს, რომ დღეს აქ მათი შვილები ცეკვით გამოდიან და იმის სანახავად მოვიდნენ. _ ხალხი? რა ვიცი, რატომ არის ასე ცოტა, ალბათ, ვერ მოიცალეს. ისე, სოფელში კი იცოდნენ და ყველას გააგბინეს,  _ გვითხრეს მათ. „უი, უი, უი, რამ წამომიყვანა, ჩემი  სათამაშო „კეკელობანი“ მაქვს,  წამოვიღე. პატარა სათამაშო ბიზნესია, ერთი ლარი არ ამიღია. არავინ მოსულა. ასე ცოტა ხალხი არც ერთ ღონისძიებაზე არ მხვდება. ინტერნეტში ვეცნობი ასეთ ამბებს და მერე ჩავდივარ ყველგან. ისეთი რეკლამა იყო, ავიბარგე ამ დიაბეტიანმა პენსიონერმა  კაცმა და  წამოვედი. პენსია არ მყოფნის, ვიფიქრე, ორიოდე ლარს ვიშოვი,-მეთქი და დავითარსე.  „პოლიაკები“  კი ჩამოუყვანიათ საცეკვაოდ, მარა გამომცეკვებელია ცოტა... ღმერთმა მისცეთ საქმე საცეკვაოდ, მარა მე მაგი საქმე არ მეხერხება და რაც მეხერხება, ტყუილა ჩამოვათრიე“, _ ბათუმელმა ავთო მეგრელაძემაც ხუმრობა ამჯობინა „შემოქმედობის“ შეფასებისას და იმედი გამოთქვა, მომავალ წელს  ბევრად მეტი ხალხი დახვდება, გურულები ასე ცოტა სანადიროდაც არ დადიან და დღეს რა დაემართათო, _ გვითხრა მეგრელაძემ. მცირერიცხოვანი მაყურებლის წინაშე მოეწყო ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების: ,,გურიას,’’ "აისის," "იადონის," "ვახტანგურის," "ალილუიას," სტუდენტური-ფოლკლორული ჯგუფი ,,იედლინოკის’’ (პოლონეთი)  კონცერტი.  სოლო შემსრულებლის,  რეზიკო ხომერიკის გამოსვლისას მიკროფონი გამოირთო და ჩართვის მომლოდინე მომღერალს  მაყურებლმა თანაგრძნობის ნიშნად ტაში დაუკრა. ღონისძიების დასასრულს, შემოქმედელებს, რომელთა რაოდენობას სულ ცოტა ოთხჯერ სჭარბობდნენ სტუმრები, მიესალმა გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია და თქვა, რომ კულმინაცია ღონისძიებისა  არის დაჯილდოება _  „საპატიო შემოქმედელის“ წოდების მინიჭება.    „საპატიო შემოქმედელის“ წოდება მიანიჭეს „გზამენი 18“-ის დირექტორს, შემოქმედის მკვიდრს,  თემურ ჯახვას და  ამჟამად პენსიონერ ოთარ გეგიაძეს.  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კოტე შარაშენიძემ თავისი გამოსვლის დასაწყისშივე მიანიშნა მოსული ხალხის მცირერიცხოვნობაზე, რითაც, როგორც ეტყობა, თავადაც არ დარჩა კმაყოფილი: _ მთლიანობაში ვერ ვხედავ სოფლის აქტივობას, მაგრამ კარგია, რომ მოვიდნენ ახალგაზრდები, მომავალშიც მრავალჯერ აღვნიშნავთ „შემოქმედობას“, რომელიც უკვე ტრადიციად არის ქცეული, ასევე, მომავალშიც კვლავ დავაჯილდოებთ საპატიო შემოქმედელებს, _ თქვა მან. თემურ ჯახვამ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც სოფლისთვის მისი ღვაწლი შეაფასა და იმ პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელიც უახლოეს დროში უნდა გახორციელდეს შემოქმედში. _ 50 წელია,  საგზაო სისტემაში ვმუშაობ. ბევრი სიკეთე გამიკეთებია ჩემი სოფლისთვის, თუმცა, უფრო მეტი უნდა გამეკეთებინა. დიდ მადლობას ვუხდი ყველას დაფასებისთვის. ახლა გეტყვით, რომ დაპროექტებულია და მალე დაიწყება შემოქმედთან მოსასვლელი გზის კეთება, რომელსაც მარჯვენა მხარეს ექნება ტროტუარი, კედელი და რა თქმა უნდა, გაკეთდება გარე განათება. ასევე, კეთდება გომისმთის გზის პროექტი და მომავალ წელს უკვე მშენებლობა დაიწყება, რის დასრულების შემდეგ უკვე ნახევარ საათში იქნება შესაძლებელი გომისმთაზე ასვლა. გზის მთელ მონაკვეთზე გაკეთდება სამი გადასახედი მოედანი. ასევე, აშენდება ეკლესია, რომლის საძირკველიც გომისმთაზე ჩაყრილია, _ თქვა თემურ ჯახვამ, რასაც გულწრფელი ოვაცია და ტაში ... ...
  • ოზურგეთში იურიდიული მომსახურების ცენტრი გაიხსნა19 სექტემბერს, ოზურგეთში იურიდიული დახმარების ცენტრი გაიხსნა. ლენტი საზეიმოდ გაჭრეს ოზურგეთის მუნიციპალიტტის მერმა კოტე შარაშენიძემ და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა.   რაჟდენ კუპრაშვილმა  დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და წარუდგინა ოზურგეთის ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იამზე მემარნიშვილი. კუპრაშვილმა განმარტა, რომ ამიერიდან გურიის მცხოვრებლები აქ  უფასო იურიდიულ მომსახურებას  მიიღებენ. _ მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერი თქვენგანისთვის ხელმისაწვდომი გახდება უფასო სამართლებრივი დახმარების სერვისი და ბიუროს სპეციალისტები დახმარებას და იურიდიულ კონსულტაციას გაგიწევენ ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე, საადვოკატო მომსახურებაში. ყველა სპეცილისტი, ვინც მოგემსახურებათ, აუცილებლად იქნება მაღალკვალიფიციური, _ თქვა მან. ღონისძიებას ესწრებოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები. გახსნის ცერემონიის შემდეგ, სახელმწიფო ქორეოგრაფილუმა ანსამბლმა „გურიამ“,  სახელმწიფო ფოლკლორულმა ანსამბლებმა _ „შვიდკაცამ“ და „ რეხეულმა“ თავიანთი შემოქმედებით მიულოცეს  ყველას  ეს მნიშვნელოვანი დღე. ცნობისთვის, საქართველოში დღეისთვის ათი საკონსულტაციო ცენტრი და ცამეტი იურიდიული დახმარების ბიურო ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე საშიში ფეხსაცმელი

„შლოპანცები“ შეიძლება საზაფხულო, სრულყოფილ ფეხსაცმელად...

როგორ გამოვფხიზლდეთ ალკოჰოლური თრობისგან

თუ ბევრი დალიეთ,  პირველი, რაც...

ის, რაც არასწორად იცოდით

აუცილებელია 8 ჭიქა წყალი დღეში...

ქალის სილამაზის 10 საიდუმლო

როგორ დავფაროთ დაღლილი და ჩაწითლებული...

სამკურნალო სასმელი

უამრავი ადამიანი სვამს ყოველდღიურად ყავას,...

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...