რა კავშირშია ბადრი პატარკაციშვილი ურეკის პოლიციის ყოფილი უფროსის დაკავებასთან

მთავარი თემა

რა კავშირშია ბადრი პატარკაციშვილი ურეკის პოლიციის ყოფილი უფროსის დაკავებასთან

2013 დეკ 16 19:55:40
და რომ არა მთავრობის ცვლილება, კიდევ მომიწევდა იქ უკანონო სასჯელის მოხდა. შევეცდები, მოკლედ და საფუძვლიანად მოგიყვეთ ის, თუ რა მოხდა 2006 წლის აგვისტოში, _ ამბობს "გურია ნიუსთან" საუბარში ურეკის ყოფილი პოლიციის უფროსი ჯემალ შამათავა, რომელიც საზღვარგარეთაა და იმედი აქვს, მთავარი პროკურატურა მისი საქმით დაინტერესდება. თუმცა, პირები, რომლებიც ამ საქმეში ფიგურირებენ, ახალი ხელისუფლების მიერ მაღალ თანამდებობებზე არიან დანიშნული, რაც, სავარაუდოდ, საქმის სამართლიანად გადახედვის ალბათობას ამცირებს.

_ ურეკში დავინიშნე 2006 წლის მარტის ბოლოს. აპრილის თვეში დამიკავშირდა დასავლეთ საქართველოს კუდ-ის ხელმძღვანელობა და მითხრეს, რომ მოვლინებული იქნებოდნენ ოზურგეთის კუდ-ის თანამშრომლები ურეკში და მათგან მივიღებდი კონკრეტულ დავალებას და უნდა შემესრულებინა. მართლაც, მე შევხვდი მათ ჩემს სამუშაო კაბინეტში და პირდაპირ მომეცა დავალება, რომ ყველანაირი მეთოდით უნდა შევსულიყავი კონტაქტში ბადრი პატარკაციშვილის წარმომადგენლებთან, კერძოდ, ო.დ.-თან. ასევე ისიც მითხრეს, რომ პატარკაციშვილი ქმნიდა რაღაც პარტიას და ის იყო "ნომერ პირველი მტერი ჩვენი სახელმწიფოსი". უნდა მეწარმოებინა თვალთვალი მის საცხოვრებელ სახლზე, დამეფიქსირებინა შემავალი და გამომავალი ავტომანქანების სანომრე ნიშნები, მომეხდინა გადმობირება ბ. პატარკაციშვილის საკუთრებაში მყოფი ობიექტებზე მომუშავე პერსონალისა და მიმეღო ყველა ინფორმაცია ზემოთ ხსენებულ პიროვნებაზე. ასევე მთხოვდნენ, შესაძლებლობის ფარგლებში, გადმომებირებინა პატარკაციშვილის მზარეული. ეს არის ის მოკლე მონახაზი, რაც დაედო საფუძვლად ჩემ დაკავებას. დავალების შეუსრულებლობის გამო, გამომაცხადეს მტრად და ჩემს გვარ-სახელს მიაწერეს მათი დევიზი: "ვინც ჩვენთან არ არის, ის _ ჩვენთანაა" (ანუ ციხეში, მათთან). ეს იყო შინაგან საქმეთა მინისტრის დევიზი.

ასევე მინდა იცოდეს ყველამ, რომ ბადრის წინააღმდეგ, ჯერ კიდევ 2006 წელს გაჩაღებული იყო ბრძოლა. ბოლო გამაფრთხილებელი დავალება მივიღე აგვისტოს თვეში, რომ მომცემდნენ პატარა ნივთს. ეს ნივთი უნდა შემეტანა და დამეტოვებინა ბადრის სახლში. მე მათ ვუთხარი, რომ არ შემეძლო მის სახლში თავისუფლად შესვლა. პასუხად მივიღე, რომ მე შევდიოდი იმ მცირერიცხოვან ადამიანთა სიაში, რომლებიც კარგად ვიცნობდით ო.დ.-ს. თანაც დამიყარეს სურათები, სადაც მე, ო.დ.-თან ერთად ვიმყოფებოდი ბადრის სახლში. ამას მოჰყვა მუქარაც. ჩემი კატეგორიული უარის შემდგომ, მათ მიერ მოვლინებულმა აგენტმა შეცდომით შეასრულა დავალება და ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული იქნა სრულიად უდანაშაულო პიროვნება, რომელიც ჩემთან მუშაობდა რიგით პოლიციელად და პენსიამდე დარჩენილი ჰქონდა თვეები _ ავთანდილ მიქაბერიძე. ამის მერე, დავუკავშირდი დასავლეთ საქართველოს კუდ-ის ხელმძღვანელობას, რომელთანაც მქონდა ნათესაური კავშირი და ვკითხე: მე მიჭერდით-მეთქი? მან მიპასუხა, რომ გაერკვეოდა და დამირეკავდა. მართლაც დამირეკა და მითხრა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მომცემდნენ საყვედურს და არ დამეწერა განცხადება წასვლაზე, რათა არ გამეღიზიანებინა ზემდგომები. მივიღე მათგან პირობა, რომ ჩემს მიმართ არანაირი პროვოკაცია არ იგეგმებოდა. ზუსტად რამდენიმე დღეში დამიკავშირდა აღნიშნული პიროვნება, რომლის სახელს და გვარს შეგნებულად არ ვასახელებ და მითხრა, რომ სტუმრებთან ერთად ურეკში დავალებაზე იმყოფებოდა და დამავალა, პატარკაციშვილის სახლთან მომეხსნა ურეკის პოლიციელების პოსტი. თუ რატომ უნდა გამეკეთებინა ეს, პასუხი ვერ მივიღე, რის შემდეგ დავურეკე ჩემს მოადგილეს ბ.კ.-ძეს და დავავალე აღნიშნულის შესრულება. როგორც ჩემთვის შემდგომში გახდა ცნობილი, ურეკში იმყოფებოდნენ აჭარისა და სამინისტროს კუდ-ის მაღალჩინოსნები, მათ შორის, გიორგი დგებუაძე, მეტსახელად "მასტერა".

რა მოხდა 2006 წლის 14 აგვისტოს

_ ჩემს მოადგილესთან _ ბადრი კორძაძესთან ერთად ვაწარმოებდი შემოვლას ურეკის ცენტრში, სადაც ის გაესაუბრა ბავშვთან ერთად მყოფ ქალს; იგი ჩემი მოადგილის დედის მეზობელი იყო ხონის რაიონიდან - თ. წერეთელი. კარგად მესმის, თუ რატომ უარყო კორძაძემ შემდგომ თავის ჩვენებაში ეს ფაქტი... 15 აგვისტოს, სამსახურში მისვლისას, კორძაძემ მითხრა, რომ ამ ქალს უნდოდა ჩემი ნახვა; მან შემომიყვანა აღნიშნული მოქალაქე კაბინეტში, თავად კი ერთი დღით სამსახურიდან გათავისუფლება მთხოვა.

ამ ქალმა ამიხსნა, რომ ურეკში ბავშვთან ერთად ჩასულს, ვიღაც მამაკაცი აედევნა, რომელმაც მიაცილა სახლამდე, დილით ისევ ესტუმრა და თხოვდა, მასთან ერთად კაფეში წასვლას. მერე კი, სანამ ბავშვს ტანსაცმელს აცმევდა, აღნიშნულმა პიროვნებამ ტელეფონი, ბეჭედი მოპარა და მიიმალა. ცოტა გასაკვირი იყო ამის მოსმენა ჩემთვის, როგორც ოპერატიული თანამშრომლისთვის: რატომ არ მოუყვა ეს მან თავის ნაცნობს და მეზობელს ბადრი კორძაძეს და რატომ მელოდებოდა მაინცდამაინც მე? ეს კითხვა დავუსვი კიდეც, მაგრამ გაურკვეველი პასუხი მივიღე. ასევე, თქვა, რომ მისთვის ცნობილი იყო, თუ სად იმყოფებოდა ზემოთ ხსენებული პიროვნება, რამაც მთლად გამაოცა... მოკლედ, როგორც წესი იყო, გამოვიძახე გამომძიებელი ბაქანიძე, შეიქმნა ოპერატიული ჯგუფი, ჩაისვეს ეს ქალბატონი მანქანაში და გავიდნენ აღნიშნული პიროვნების დასაკავებლად. მართლაც, ხუთ წუთში დამირეკა ბაქანიძემ და მითხრა, რომ წერეთლის მითითებით დაკავებული იყო პიროვნება, პოლიციიდან დაახლოებით 300 მეტრში, რომელიც გადაადგილდებოდა ფეხით.

სად გაგიგიათ, კაცმა ქურდობა ჩაიდინა და შემდგომ პოლიციასთან დასეირნობდა, აგერ ვარ და დამიჭირეთო?! მაგრამ ეს სცენარის ერთი შემადგენელი ნაწილი იყო. აღნიშნული პიროვნება წარმოადგინეს პოლიციაში და გაგრძელდა საგამოძიებო მოქმედებები. ამ დროს ჩემთან კაბინეტში იმყოფებოდა ოზურგეთის პოლიციის ყოფილი უფროსი ზაზა ჩუბინიძე და სამინისტროდან მოვლინებული, ყველასთვის ცნობილი ზაზა ქიქავა. ორივემ ნახეს დაკავებული და გაესაუბრნენ, რის შემდგომ მე ჩუბინიძეს ვუთხარი, რომ წავიდოდი სახლში, ის კი დაკავებულს გადაიყვანდა ოზურგეთის იზოლატორში, რაზეც დამთანხმდა.

წასვლიდან რამდენიმე წუთში ზაზა ჩუბინიძემ დამირეკა და მითხრა, რომ უნდა ჩამოვსულიყავი ურეკში, რადგან დაკავებულს უნდოდა ჩემი ნახვა. როგორც წესი, ამისთანა რაღაც არ ხდება, მაგრამ რადგან ჩუბინიძემ მითხრა, ისევ ურეკში დავბრუნდი.

ჩუბინიძემ მითხრა, იცი ვინაა დაჭერილი, ყველასთვის ცნობილი აგენტი, მთელი სამინისტრო ფეხზე დადგაო! დაკავებულის - ფოლადაშვილის შესახებ გადაწყვეტილება ჩუბინიძეს უნდა მიეღო, ვინაიდან ის იყო ზემდგომი და აღნიშნული საქმის გამოძიებაზე დოკუმენტებს მისი რეზოლუცია ედო. მან მითხრა, რომ გადაიყვანდა ოზურგეთში.

ამ დროს გამოვიდა ყვირილით წერეთელი: რომ მცოდნოდა ამდენ ხანს დავრჩებოდი პოლიციაში, არც კი მოვიდოდი, ბავშვი მშიერი მომიკვდაო. თან სახლში დარეკვასაც ვერ ვახერხებ ავადმყოფ დედასთანო; ფოლადაშვილმა ტელეფონის მოპარვისას სიმ-ბართი ამოიღო და გადააგდო.

დავავალე ჩემს თანამშრომელს, რომ შეეძინა მისთვის სიმ-ბარათი, ხოლო თავად ბავშვთან ერთად წავიყვანე კაფეში საჭმელზე, სადაც დამხვდა ჩუბინიძის მოადგილე ეროდი გორდელაძე. მე მას ავუხსენი მომხდარის შესახებ, თუმცა მან თქვა, რომ ყველაფერი იცოდა ჩუბინიძისგან და რამდენიმე წუთში პოლიციის განყოფილებაში შემოგვიერთდებოდა.

დაახლოებით 15 წუთში მე, წერეთელთან და მის ბავშვთან ერთად, დავბრუნდი პოლიციაში, სადაც გამომძიებელმა ელგუჯა ჩხატარაშვილმა განაგრძო წერეთლის დაკითხვა. ამ დროს მოვიდა ეროდი გორდელაძე, რომელმაც ნახა, რომ მე და წერეთელი ვიმყოფებოდით პოლიციის შენობაში, რაც დაადასტურა კიდეც თავის ჩვენებაში. არადა, შემდგომ, წერეთელი წერდა ჩვენებაში, თითქოს ის წავიყვანე ქობულეთის მიმართულებით...

ყოველივე ამის შემდგომ, იმ დღეს, დავემშვიდობე ყველას და წამოვედი სახლში, ხოლო ჩუბინიძემ, გორდელაძემ და ბაქანიძემ დაკავებული ფოლადაშვილი გადაიყვანეს ოზურგეთში. გორდელაძე მის ჩვენებაში იმასაც წერს, რომ გზაში ფოლადაშვილი და ჩუბინიძე იხსენებდნენ ძველ საქმეებს, ჩანდა, რომ აკავშირებდათ დიდი ხნის ნაცნობობა, დაკავებული თავს გრძნობდა არხეინად და ამიტომაც, მას ფოლადაშვილი თანამშრომელი ეგონა.

რაც ყველაზე გასაკვირია, ჩუბინიძემ დაკავებული არა იზოლატორში, არამედ მის კაბინეტში აიყვანა, მისცა რამდენჯერმე დარეკვის საშუალება. დაკავებულის ადგილი დროებითი მოთავსების იზოლატორშია და არა პოლიციის უფროსის კაბინეტში!

როგორც ჯემალ შამათავა ამბობს, იმ საღამოსვე ქობულეთიდან ჩამოყვანილი იქნა საადვოკატო ფირმა "ბოლქვაძე და კომპანიას" ადვოკატი, რომელიც შევიდა ფოლადაშვილთან და გამოიტანა განცხადება, თითქოს ის იყო ნაწამები.

_ ისმის კითხვა: ვინ დაუქირავა ფოლადაშვილს ადვოკატი, ვინ შეიტანა თანხა? რა თქმა უნდა, აჭარის მაშინდელმა კუდ-ის ჩინოსნებმა, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ ღონისძიებაში. ჩემთვის მხოლოდ მეორე დღეს გახდა ცნობილი, რომ ჩემ წინააღმდეგ საქმე იყო აღძრული. 22 აგვისტომდე ჩვეულებრივად ვასრულებდი სამუშაოს, ხოლო საღამოს დამირეკა ფოთის მაშინდელმა პოლიციის უფროსმა ჯიქიამ და მთხოვა, შემევლო მასთან. ჩემი მისვლის შემდგომ, დაახლოებით 5 წუთში, შემოვიდა ლევან ქარდავა და მისი ბანდა, რომლებმაც მითხრეს, რომ ასრულებდნენ მინისტრის ბრძანებას და უნდა გავყოლოდი მათ. ჩემ კითხვაზე თუ ვინ იყვნენ და რა სამსახურიდან, არაფერი განუმარტავთ. ჩამიტარეს პირადი ჩხრეკა, რაზედაც არანაირი ოქმი არ შეუდგენიათ. გადამიყვანეს ქუთაისის საოლქო პროკურატურაში, სადაც შეადგინეს დაკავების ოქმი, რაც იყო კანონის უხეში დარღვევა, ვინაიდან დაკავებულად ვითვლებოდი იმ მომენტიდან, როცა შემიზღუდეს თავისუფლად გადაადგილება. ამ კანონს იცავს საქართველოს კონსტიტუცია და იმ მომენტიდან ვითვლებოდი უკანონო პატიმრად.

მესამე დღეს სასამართლომ შემიფარდა ორთვიანი პატიმრობა და გადამიყვანეს ქუთაისის იზოლატორში, სადაც გავატარე ჯოჯოხეთური 1 თვე: საღამოს ავყავდი გამომძიებლებს და მაშანტაჟებდნენ _ თუ არ ვაღიარებდი დანაშაულს, მიმზადებენ მეორე საქმეს, რომელიც იქნებოდა შოკის მომგვრელი და შემექმნებოდა პრობლემები, როგორც ციხეში, პატიმრებთან, ასევე ოჯახში.

17 სექტემბერს ისევ მოვიდნენ და მითხრეს, აწი შენ თავს დააბრალეო, გამაცნეს ახალი საქმე წერეთლის გაუპატიურებასთან დაკავშირებით და მეორე დღესვე გადამიყვანეს ბათუმის საპყრობილეში, სადაც დირექტორი იყო მაშინდელი დასავლეთ საქართველოს კუდ-ის უფროსის ძმა. გამომძიებლებმა გამაფრთხილეს, თუ სადმე ვახსენებდი ბადრი პატარკაციშვილის ს სახელს, სასტიკად დავისჯებოდი და დაისჯებოდნენ ჩემი ოჯახის წევრები.

სასამართლო პროცესი ფარეხში

ჯემალ შამათავა სასამართლო პროცესს იხსენებს და ამბობს, რომ ფოლადაშვილის მიერ დასახელებული სხვა პირები არც კი დაუკითხავთ.

_ სასამართლო ტარდებოდა ოზურგეთში, ფარეხში, სადაც იყო აუტანელი პირობები. მოსამართლე მარიონეტი ირაკლი შავაძე თვალებში შესციცინებდა პროკურორ ფეტვიაშვილს, რომელიც შეკერილი საქმეების "გაპრავების" დიდოსტატი იყო.

ფოლადაშვილი განცხადებაში გარკვევით წერს, რომ დაკავებისას მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, პოლიციელებმა ის ცემით ჩატენეს მანქანაში, გზაში აგრძელებდნენ მის ცემას, ხოლო პოლიციაში მიყვანილს, თავად პოლიციის უფროსმა მიაყენა დაზიანებები. ისმის კითხვა: თუ ასე იყო, რატომ აღიძრა მხოლოდ ჩემს მიმართ სისხლის სამართლის საქმე? არა თუ საქმე, არც კი დაუკითხავთ!

ისე შეცვალეს მათი ჩვენებები, როგორც უნდოდათ; საქმეში დევს ბაქანიძის, ჩხაიძის, ჭყონიას და გვასალიას სამი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება; ეს კი სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება, თუმცა, მსგავსი არაფერი მომხდარა.

ფოლადაშვილი გაათავისუფლეს 3000 ლარი გირაოთი, რადგან თანამდებობის პირის წინააღმდეგ მისცა ჩვენება; წელიწადნახევრის შემდგომ ოზურგეთის პროკურორის შუამდგომლობით, სასჯელის სახით მიუსაჯეს იგივე თანხა. მინდა ვკითხო პატივცემულ ილია ჯალაღანიას, იქნებ გვითხრას, რვაჯერ ნასამართლევს რისი ხათრით უშუამდგომლა სასამართლოს წინაშე, რომ სასჯელის სახით შეფარდებოდა 3000 ლარი?! მითუმეტეს, გირაოში ყოფნის დროს, მან სამჯერ ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული და მისჯილი ჰქონდა 5 და 6-წლიანი სასჯელი!

კანონში პირდაპირ წერია, თუ გირაოში მყოფი ადამიანი ჩაიდენს დანაშაულს, პროკურორი ვალდებულია, მიმართოს სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების შესახებ; აქ პირიქით მოხდა. საოცარია, ფოლადაშვილის პიროვნება რამდენი ცოდვის მატარებელია! წარმოიდგინეთ ჩემი საქმის შემდეგ, ის ორჯერ გაასამართლეს თაღლითობის ბრალდებით და მიუსაჯეს ერთ საქმეზე _ 5, მეორეზე _ 6 წელი. ის ეცნობოდა ხალხს, როგორც კუდ-ის თანამშრომელი და თაღლითური გზით ძალავდა ფულს. ერთ საქმეში აქვს 4 ეპიზოდი, თუმცა, რატომღაც მის მიმართ არ მოქმედებდა შეკრებითობის კანონი და აძლევდნენ სასჯელის მინიმუმს!

საოცრებაა ისიც, რომ ბოლო ინსტანცია რატომღაც ათავისუფლებდა სასჯელისაგან და უნიშნავდა გამოსასწორებელ ვადას. ასეთი რამე არ მომხდარა იურისპრუდენციის ისტორიაში! საინტერესოა, რის საფუძველზე შუამდგომლობდა მას პროკურორი ჯალაღანია!

საქმეში დევს სამი ექსპერტის დასკვნა, ორი ჩემს სასარგებლოდ და ერთიც _ საწინააღმდეგო. ვეკითხები მოსამართლე შავაძეს: რატომ არ გაითვალისწინა მის მიერ დანიშნული ექსპერტების დასკვნა და რატომ გაითვალისწინა პროკურორის შუამდგომლობით დანიშნული ექსპერტიზის დასკვნა? კანონში წერია, რომ თუ საქმეში არის სხვადასხვა, ერთმანეთის საწინააღმდეგო დასკვნები, მაშინ საკითხი წყდება ბრალდებულის სასარგებლოდ.

ყველაზე საინტერესოა, რომ პროკურორმა 9 თვის მერე წარმოადგინა სასამართლოზე ვიდეო ფირი და მოითხოვა მოსამართლისგან, დაერთო საქმისთვის როგორც მტკიცებულება. კითხვაზე, თუ რა იყო ამ ფირზე, მან უპასუხა, რომ თითქოს, 9 თვის უკან როცა გამომძიებელი კითხავდა ფოლადაშვილს, მეორე გამომძიებელი აწარმოებდა ვიდეო გადაღებას, რაზედაც აღნიშნული იყო ფოლადაშვილის დაზიანებები. მოსამართლემ არამც თუ გაარიდა ეს ფირი საქმეს, არამედ ცნო მტკიცებულებად და დაურთო საქმეს. მინდა ვკითხო შავაძეს: თუ ხდებოდა გადაღება ფირზე, ეს არის თუ არა საგამოძიებო მოქმედება, უნდა ყოფილიყო თუ არა დართული სისხლის სამართლის საქმეზე სათანადო ოქმთან ერთად, თუ რა ვითარებაში ხდებოდა გადაღება, რა ვიდეოაპარატურით, ხელმოწერებით და თანხმობებით?!

მითუმეტეს, ჩვენს მიერ იქნა წარმოდგენილი ცნობა იზოლატორიდან, სადაც გარკვევით წერია, რომ ფოლადაშვილთან ორი გამომძიებელი არ ყოფილა. ეს ფირი იქნა გაგზავნილი ექსპერტიზაზე და მხოლოდ ამ ფირის საფუძველზე მცნო დამნაშავედ მოსამართლემ. ჩემს საქმეში ექსპერტები პროკურატურის დაკრულზე წერდნენ დასკვნებს. ანალოგიურს სჩადიან იგივე ექსპერტები ზურაბ ჟვანიას საქმეში _ იგივე ექსპერტი ქალი გადის ზურას საქმეში...

სასამართლოზე გამომძიებელმა ბაქანიძემ მისცა ჩვენება, რომ პოლიციის უფროსი არ შეხვედრია ფოლადაშვილს არც მარტო და არც ჩემთან ერთადო; მეორე დღეს კი წერილი გამოაგზავნა, ეს საკითხი გამომრჩაო.. შემდგომ, როცა ველაპარაკე ტელეფონით ბაქანიძეს, მითხრა: რა მექნა, სასწაული მიქნეს პროკურატურაში და დამაწერინესო.

კითხვა მაქვს მოსამართლე შავაძესთან: ბაქანიძემ პროცესზე შეცვალა ჩვენება და თქვა, რომ დაკავების მომენტში კი არა, ფოლადაშვილის დაკითხვის შემდგომ შევავსე ოქმი, რადგან ასე მაქვს წესადო; დაკითხვის ოქმს აწერია დრო, _დაიწყო 22 საათზე და დამთავრდა 23 საათზეო. მაშინ, რის საფუძველზე ჩაატარა გამოძიებამ ფოლადაშვილის საცხოვრებელში ჩხრეკა თუ ფოლადაშვილი არ ყავდა დაკავებული?! რის საფუძველზე ჰყავდათ ფოლადაშვილი პოლიციის შენობაში 12 საათამდე? მან თუ 23 საათზე შეავსო დაკავების ოქმი და 5 საათზე ჩაატარა ჩხრეკა, ეს ოქმი დაამტკიცა ჩუბინიძემ რეზოლუციით ისევ ჯალაღანიას თანხმობით, როგორ ცნო სასამართლომ კანონიერად?! იყო თუ არა მოსამართლე ვალდებული, გამოეყო აღნიშნული ფაქტი ცალკე და გადაეგზავნა პროკურატურაში გამოსაძიებლად?! მხოლოდ ჩემი დამცველის არაერთი მოთხოვნით იქნა მოყვანილი ფოლადაშვილი და წერეთელი სასამართლო პროცესზე!

2012 წლის არჩევნების შემდეგ ჯემალ შამათავამ პოლიტპატიმრების კომისიას მიმართა, რომ პოლიტიკური ნიშნით დაკავებულად ეცნოთ, მაგრამ მუხლის გამო აარიდეს თავი ამ საქმის განხილვას. კომისიიდან, დაპირებისამებრ, დოკუმენტები მთავარ პროკურატურას გადაუგზავნეს გამოსაძიებლად.

_ ქალბატონ ეკა ბესელიას კომიტეტმა, 107 ფურცლისგან შემდგარი საბუთები მტკიცებულებით გადაუგზავნა პროკურატურას და იქიდან ზუსტად ერთ კვირაში მივიღე პასუხი, რომ პროკურატურა უძლური იყო ამ საქმის გამოძიებით, რადგან კანონი არ უწყობდა ხელს! პროკურატურის სამარცხვინოდ, ეს პასუხი სულ ერთ გრაფაზე იყო დაწერილი! - ამბობს ჯემალ შამათავა.

_ გადავწყვიტე, დამეტოვებინა საქართველო იმ იმედით, რომ ჩვენი ახლადმოსული მთავრობა აღადგენს სამართალს საქართველოში და სიმართლე იზეიმებს. ჩემი ჩამოსვლის პერიოდში ეს შეუძლებელი იყო, რადგან ჩემი ცხოვრების დამანგრევლები ისევ მაღალჩინოსნები გახდნენ _ ზოგი ოლქის პროკურატურას ხელმძღვანელობს, ზოგიც - პოლიციაშია და ისე იქცევიან, თითქოს მართალი იყვნენ ღმერთისა და ხალხის წინაშე. მინდა მათ ვუთხრა: თქვენ მე წამართვით ცხოვრება, წამართვით ოჯახი, თქვენ წამართვით ღმერთის მიერ ბოძებული თავისუფლება! უნდა რცხვენოდეთ ოზურგეთის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, რომლებიც ჩემი _ უდანაშაულო ადამიანის ასე გაწირვაში იყვნენ ჩართული...

და ბოლოს, თქვენი საშუალებით, მინდა მივმართო ყველა იმ ყოფილ პატიმარს, ვინც ფოლადაშვილის და წერეთელის მსხვერპლი გახდა: ნუ გაჩერდებით და ნუ იქნებით ჩუმად - ამგვარი "შეკერილი" საქმეები უნდა გამოაშკარავდეს, რომ სხვა დროს, სხვებიც არ იქცნენ ცრუ ჩვენებების მსხვერპლად; მივმართავ ყველა არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაციას, დაინტერესდნენ აღნიშნული და ამგვარი საქმეებით, რომ კიდევ ერთი სიბოროტე მოისპოს საქართველოში, რომ ერთხელ და სამუდამოდ აღდგეს სამართალი!

ოზურგეთის პოლიციის ყოფილი უფროსი ზაზა ჩუბინიძე, რომელიც ახლა იმერეთის რეგიონში ძალოვან სტრუქტურაში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზეა დანიშნული, ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ის ჯემალ შამათავას სასამართლო პროცესზე გამოცხადდა:

_ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული და მე გამოვცხადდი სასამართლო პროცესზე. მეტი რა შემიძლია გითხრათ. თუ მას რა პრეტენზია აქვს, ეს არ ვიცი. სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, მეტი რა უნდა გითხრათ, - გვითხრა ზაზა ჩუბინიძემ.

ოზურგეთის ყოფილმა პროკურორმა და ახლა დასავლეთ საქართველოს მთავარმა პროკურორმა ილია ჯალაღანიამ "გურია ნიუსთან" შემდეგი სახის კომენტარი გააკეთა:

_ ამ საქმესთან დაკავშირებით შეხება არ მქონია და აქედან გამომდინარე, ვერც ვერაფერს გეტყვით.

შამათავას მიერ დასახელებული პირების უმეტესობა, დღეს კომენტარისგან თავს იკავებს ან სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. "გურია ნიუსი" გააგრძელებს ამ თემაზე მუშაობას და შევეცდებით, უფრო მეტი ინფორმაციის, კომენტარის, დოკუმენტის მოძიება შევძლოთ.

ჯემალ შამათავა ამბობს, რომ მისი საქმე უკვე გადაგზავნილია სტრასბურგში და სტრასბურგში მოხდება ამ საქმის განხილვა.




 ახალი ამბები
  • ერთიანობა ჩვენთვის გადამწყვეტია – რ2 “P.S”-ის გუნდმაც დატოვარუსთავი 2 P.S-ის გუნდმაც დატოვა. განცხადება გადაცემის ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა.  "რუსთავი 2-ის 25-წლიან ისტორიასთან ერთად დასრულდა საქართველოს ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე ანალიტიკური გადაცემა „პოსტსკრიპტუმიც“. სატელევიზიო ფორმატი, რომელსაც ამ წლების განმავლობაში არ დაუკარგავს უმაღლესი რეიტინგი და მაყურებელი. პირველიდან უკანასკნელ დღემდე ჩვენ ვირჩევდით საზოგადოებისთვის ყველაზე საინტერესო თემებსა და მოვლენებს, გიყვებოდით არა მხოლოდ იმას, რა მოხდა, არამედ იმას, რატომ მოხდა, როგორ მოხდა და რა გაგრძელება ექნებოდა. საქართველოს უახლესი ისტორია იწერებოდა გადაცემით, რომელსაც მაყურებელი ყოველ კვირას, 9 საათზე ელოდა და რომელსაც ამ ქვეყნის ყველაზე გამოცდილ და ნაბრძოლ ჟურნალისტთა და ოპერატორთა პატარა გუნდი ამზადებდა. რამდენიმე დღის წინ სრულიად გაუფრთხილებლად მოგვიხსნეს საავტორო გადაცემის წამყვანი და ასევე საინფორმაციო სამსახურის უფროსი, რის შესახებაც მხოლოდ პირდაპირი ეთერით გავიგეთ. ეს გადაწყვეტილება აღარ გვიტოვებს არჩევანს - მრავალჯერადი დაპირების მიუხედავად, წაგვერთვა შესაძლებლობა, ვაკეთოთ ისეთი გადაცემა, როგორსაც ვაკეთებდით და ვთქვათ ის, რასაც ვთვლით საჭიროდ. სარედაქციო დამოუკიდებლობასთან ერთად, ერთიანობა და გუნდურობა ჩვენთვის გადამწყვეტია. ამიტომ ერთობლივად მივიღეთ მტკივნეული გადაწყვეტილება, დავუტოვოთ ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ხელით ნაშენები დაცარიელებული ტელევიზია და გუნდისგან დაცლილი „პოსტსკრიპტუმი“ - მხოლოდ ლოგო და მხოლოდ სახელი - იმისთვის, რომ ისევ ერთად გავაგრძელოთ იმავე საქმის კეთება. ჩვენს მაყურებელს არ ეღალატება. არ გემშვიდობებით! გვინდა გითხრათ - ნახვამდის. ნახვამდის და მომავალ შეხვედრამდე! სულ მალე!", - წერია ... ...
  • უკანონო მშენებლობები, ბოძების მოთხრა-დარჭობის სტიქიური პროცესი გომისმთაზე 13 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული "გომისმთობა 2019" გაიმართა, თუმცა, სადღესასწაულო განწყობის მიუხედავად, გომისმთაზე ასულს ყურადღების მიღმა არ დაგრჩებათ მიწაზე დაყრილი ბოძები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ, ოზურგეთი მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა ბულდოზერებით მოთხარეს. ამის პარალელურად, ახლად ამოთხრილი ორმოებიც ჩანს, რომელსაც, აქაურთა თქმით, ნაწვიმარზე სოკოც ვერ ასწრებს ამოსვლას, ისე სწრაფად ჩნდებიან _ რაც მეტია ზეწოლა, უფრო სწრაფად ჩნდება ახალი ორმოები. _ აგერ მოთხრილია ბოძი, გვერდით დატოვებულია. კიდევ იქით მოთხრილი, მერე ისევ დატოვებული. ვინც მოთხარა, როგორ მიხვდა _ რომელია კანონიერი და რომელი უკანონო? აქ ხომ ყველაფერი მოსწრებაზეა უკვე და დღეს რომ მოთხარო, ხვალ დილას ორმოს ვიღაც მაინც ამოიღებს, რომ სასწრაფოდ მოინიშნოს სამოსახლო და ასევე, ჩქარა დაიწყოს სახლის მშენებლობა _ იმედოვნებენ, რომ აშენებულს ვერავინ წაართმევთ. ვის დააჯერებ, რომ ამ განუკითხაობისას, აქ ყველაზე მეტად ხელისუფლების წარმომადგენლები არ იხეირებენ?! ამიტომ, მაქსიმალურად უნდა იქნეს მიღებული გადამწყვეტი ზომები, რომ უკანონო მშენებლობები, ბოძების მოთხრა-დარჭობის სტიქიური პროცესი რაიმე რეგულაციით შეჩერდეს, _ გვეუბნებიან გომისმთაზე მყოფი დამსვენებლები, რომლებიც, ძირითადად, გურიის მცხოვრებლები არიან. როგორც ყოველდღიურობა გვიჩვენებს და ადგილზე მისვლისას ჩანს, მოთხრის პროცესმა უკანონო მშენებლობები უფრო დააჩქარა _ გომისმთაზე ასულთ არაერთი სამშენებლო მასალით დატვირთული მანქანა დაგვხვდა. გარდა ამისა, აქ მიმდინარე მშენებლობებს შორის, უკვე იციან, რომელს არ უნდა შეეხოს არავინ. მაგალითად, ერთ-ერთ ადგილზე, სადაც, დაახლოებით, 400 კვ.მ. ფართობზე ფუნდამენტის ჩასხმის სერიოზული სამუშაოებია დაწყებული, გვითხრეს, რომ ეს ერთ-ერთი მღვდლისაა, რომელიც იქით გვერდზე ცოლისძმას უშენებს სახლს, აქეთ _ ცოლისდას და კიდევ სხვა ახლობელსაც, მაგრამ როგორ ეტყვიან რაიმეს, უხერხულიაო. ახლახან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარემ ლავრენტი ბიგვავამ წარმოადგინა რეკომენდაციების პროექტი, რომლითაც სააგარაკო სახლების იმ მშენებლებს, რომლებსაც კურორტზე სახლის 30 პროცენტი აქვთ აშენებული, არ შეუშლიან ხელს და ნებას დართავენ, გააგრძელონ მშენებლობა(?),დანარჩენებს კი _ არა... რაკი კურორტზე არსებული განუკითხავი ვითარების დასაძლევად, ბარიერი მისივე დღევანდელი სტატუსია, კომისიის წევრებმა უმწეობა გამოთქვეს დღევანდელი მდგომარეობის მოსაგვარებლად. კომისიის თავმჯდომარის ლავრენტი ბიგვავას მოსაზრება ასეთია: "აუცილებელია მუნიციპალიტეტის შესაბამისმა სამსახურებმა, არსებული მძიმე მდგომარეობის კანონის ჩარჩოებში მოქცევის მიზნით, კურორტის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის და სხვა ნორმატიული აქტების მიღებამდე, დაგეგმოს და განახორციელოს ქმედითი ღონისძიებები, რომელიც არც სააგარაკო სახლების მეპატრონეებს დააზიანებს და არც კურორტის შემდგომ განვითარებას შეუშლის ხელს". ეს წინადადება ოფიციალურად კარგად ჟღერს, თუმცა, ეწინააღმდეგება 30%-იან შეღავათს, რომლის დადგენა რა მოსაზრებას ექვემდებარება, ბუნდოვანია. ასევე, ბუნდოვანია კომისიისა და უმრავლესობის ფრაქციის წევრების მიერ მიღებული გადაწყვეტილება _ შემუშავდეს სარეკომენდაციო წერილი, რომელიც სამხარეო ადმინისტრაციას და მუნიციპალიტეტის მერიას გადაეგზავნება. გაურკვეველია, რა უნდა დაადგინოს სამხარეო ადმინისტრაციამ და მუნიციპალიტეტის მერიამ _ როგორ დართავს ნებას მას, ვინც სახლის 30% ააშენა, ან როგორ შეუშლის ხელს, ვისაც მხოლოდ ახლად ჩაბეტონებული ბოძები აქვს და თუ ის სასულიერო პირი იქნება?! გომისმთაზე უკანონო მშენებლობის პროცესი, ჯერჯერობით, შეუქცევადია, რასაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე განხილული საკითხი _"გომისმთაზე არსებული მდგომარეობა და მიღებული გადაწყვეტილება", ალბათ, ძნელად შეაჩერებს. "გურია ნიუსი" გომისმთაზე არსებული უკანონო მშენებლობების რთულ პროცესს აქტიურად ... ...
  • ფეშენებლური ვილების მიღმა _ რა ხდება შეკვეთილში და რა პრეტენზიები აქვს დამსვენებელს ხელისუფლებასთანშავი ზღვის ნაპირას, მდინარე ნატანების შესართავთან, ზღვის დონიდან 2 მეტრზე, ოზურგეთიდან 21 კილომეტრის დაშორებით მდებარე კურორტ შეკვეთილის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები _ ზღვისპირა ნოტიო სუბტროპიკული ჰავა, ზღვის წყალი და მაგნიტური ქვიშაა. როგორც მედიკოსები ამბობენ, ჰაერის, მზისა და ქვიშის აბაზანები გულსისხლძარღვთა, ნერვიული სისტემის ფუნქციური დაავადებებს, მეორად ანემიას, რაქიტს, პერიფერიულ ნერვულ სისტემისა და სახსრების დაავადებებს შველის. შესაბამისად, წლების განმავლობაში კურორტი დამსვენებელს არ უჩიოდა. ბოლო წლებში, შეკვეთილის სახელი საერთაშორისო საძიებო სისტემებშიც გამოჩნდა, რასაც ხელი"ციცინათელამ","მინიატურულმა საქართველომ","მუსიკოსების პარკმა","ბლექ სი არენამ" და სასტუმრო"პარაგრაფმა" მნიშვნელოვნად შეუწყვეს. თუ ინტერნეტმასალებს დაეყრდნობით, გაიგებთ, რომ შეკვეთილში დასვენებისა და გართობისთვის საუკეთესო პირობებია. თუმცა, ეს ყველაფერი ერთ ზოლში _ იქ, სადაც ფეშენებლური ვილები და გასართობი ობიექტებია. დანარჩენი უბნები ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებოდ აქვს მიტოვებული _ იქ არც გზაა, არც სანაგვე ურნები, არც დასასვენებელი ადგილები. უფრო მეტიც, იმ ადგილებში, სადაც უამრავი ტურისტი კარვებითა და მანქანებით მიდიან, ბალახის მოთიბვითაც კი არავინ იწუხებს თავს. ამ ადგილებში გზა ისეა დაზიანებული, რომ ძლიერ სიცხეშიც კი ტალახია... ტყეში, ეკალ-ბარდებთან ერთად უამრავი ნაგავი ყრია, რაც დამსვენებლების სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს: _ უნიკალური კურორტია ძალიან დიდი პოტენციალით, თუმცა, მის კეთილმოწყობაზე, როგორც ჩანს, შერჩევით ზრუნავენ _ მდიდარი ხალხის სახლებთან გზაცაა, განათებაც და სისუფთავეც. ის ადგილები კი, სადაც ჩვეულებრივი ადამიანები ყოველდღიურად დადიან, როგორც ჩანს, არავის ადარდებს, _ აღნიშნავენ დამსვენებლები. მოუწესრიგებელ კურორტზე ყურადღებას უცხოელი ტურისტებიც ამახვილებენ: _ არაჩვეულებრივი კურორტია _ კარგი ზღვა, ჰაერი, თუმცა, ძალიან მოუწესრიგებელი. საპიკნიკე ადგილები არ არსებობს, კარავსაც ვერ ვშლით ნორმალურად, რადგან ყველგან ტალახი და ეკლებია. არადა, ინტერნეტში სხვა რამ იძებნება, _ აღნიშნეს"გურია ნიუსთან" საუბრისას პოლონელმა ტურისტებმა. მათ მსგავსად ფიქრობენ სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტებიც და ადგილობრივებიც: _ დასუფთავების მანქანა მხოლოდ მდიდრულ ვილებთან და ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დადის. ალბათ, იმისთვის, რომ ივანიშვილს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, რომლებსაც შეკვეთილში ფეშენებლური კოტეჯები აქვთ, დაანახონ, თუ როგორ მუშაობენ. იმ მხარეს ასუფთავებენ, უვლიან და აქეთ, სადაც უამრავი ტურისტია და ჩვეულებრივი ადამიანები ყოველდღე მოდიან, არც კი იყურებიან. არაერთხელ ვთხოვეთ ოზურგეთის მერიას, რომ ეს ტერიტორიებიც დაესუფთავებინათ, გზა მოეწესრიგებინათ, ეკალ-ბარდები მოეჭრათ, თუმცა, უშედეგოდ. არადა, ხელისუფლებას რომ ჰკითხო, ტურიზმის განვითარება მათი პრიორიტეტია. ეს პრიორიტეტი როგორაა დალაგებული, თქვენც ხედავთ, _ გვიყვებიან შეკვეთილში ჩასულებს. იმის გასაგებად, თუ რატომ ასუფთავებენ მხოლოდ ერთ ნაწილს და რატომ არ ითვალისწინებენ ჩვეულებრივი ადამიანების თხოვნას, ოზურგეთის მერთან დაკავშირება ვცადეთ. თუმცა, კონსტანტინე შარაშენიძემ, ჩვეულებას არ უღალატა და "გურია ნიუსის" სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. გურიის გუბერნატორმა, ზურაბ ნასარაიამ თავდაპირველად გვითხრა, რომ შეკვეთილი ერთი კვირის წინ დასუფთავდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ვუთხარით, რომ საპირისპირო სიტუაციის ამსახველი ფოტომასალა გაგვაჩნდა და რომ ის ადგილები, სადაც ფეშენებლური ვილები არ დგას (განსაკუთრებით ე. წ."კაპროვანი") ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, გვითხრა, რომ აუცილებლად გაარკვევდა: _ ზუსტად არ ვიცი, ლოკაციები სად დაასუფთავეს. ამიტომ, დავუძახებ დასუფთავების სამსახურს, გავერკვევი და შესაბამის მითითებებს მივცემ, _ აღნიშნა ... ...
  • ცხოველთა დაცვის ფედერაციის წარმომადგენელი: "გურულები ძაღლების მიმართ აგრესიულები ხართ!"მიუსაფარი ძაღლების საკითხი მწვავედ დგას ოზურგეთში _ აქ, უახლოეს თვეებში, გასულ წლებზე რომ არაფერი ვთქვათ, არაერთი მოქალაქე დაკბინა ქუჩაში მოხეტიალე ძაღლებმა, მათ შორის, ბავშვიც იყო. 16 აგვისტოს, ოზურგეთის აგრარულ ბაზარში მიუსაფარმა ძაღლმა მოქალაქე დაკბინა _ მელექედურელი მამაკაცს, რომელიც ბაზარში შევიდა, მოულოდნელად ძაღლი უკნიდან ეცა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, კაცი შემობრუნდა და მოგერიებას შეეცადა, თუმცა, დაეცა და ძაღლი ზემოდან მოექცა. კაცმა იმდენი მოახერხა, რომ ყელში წვდა და სახეზე კბენის საშუალება არ მისცა. ცხოველის მოგერიება ვერც ირგვლივ შემოხვეულმა ხალხმა მოახერხა და სამაშველო სამსახური გამოიძახეს. _ სამაშველო სამსახური გამოვიძახეთ, ისეთი ამბავი იყო. აგერ, ბაზარში მომუშავე ავთო ჩხაიძემ იმარჯვა და ძაღლი მოაშორა წაქცეულ კაცს. თუ აქაურობას არ მოაშორეს ეს ძაღლები, შეჭამს ვიღაცას და მერე მიხედავენ, ალბათ, _ ამბობს ბაზარში დასაქმებული აბელ ფრანგულაშვილი. ბაზარში მომუშავე ქალბატონის, მანანა ფერცულიანის თქმით, ისიც დაკბინა მიუსაფარმა ძაღლმა და დღემდე მკურნალობს. _ ამ ძაღლებს დღეში რამდენჯერ ვაჭმევ, არ ვიცი. მაინც მე დამკბინეს. რა უნდა ვქნა? ვინმემ თუ არ მოაგვარა ეს საკითხი, კარგად არ დასრულდება ამ ძაღლების პარპაში. ახლახან რომ ბავშვი დაკბინა, მთელმა ოზურგეთმა იცის, _ გვითხრა ქალბატონმა მანანამ. ბადრი ჭაფოძე, ბაზარში მომუშავე: "მეც მახსოვს ამ ძაღლების კბილი. ვის დატოვებენ ესენი, რომ არ უკბინონ? მანქანიდან გადმოვედი და მეცა უცებ. დაგელაპარაკება თუ რა? მიუსაფარი ძაღლებიაო, რომ იძახიან, მიუსაფარი ადამიანი დაკბინა, აგერ, აჩიკო ჭაფოძე _ არც სახლი აქვს, არც არავინ ჰყავს და იმას უპატრონონ. ძაღლიც ცოდოა და ადამიანიც. შეგვჭამონ მაშინ. გამოუშვან, რაც ძაღლებია, "ბირკის" დაბნევა შველის?!" ლილი დოლიძე, ბაზარში მომუშავე ქალბატონი: "საშინელებას ვუყურე! ბაზარში შესულ კაცს პირდაპირ ეცა, კაცი წაიქცა და ძაღლი ყელში წვდა. ვკიოდით. ისევ კაცმა იმარჯვა და არ მისცა საშუალება, სახეზე ეკბინა. სამაშველო სამსახურში დავრეკეთ... აქ თითქმის ყოველდღე ასეთი ამბავია. რაღაც ღონისძიება გაატარონ, სასწრაფოდ. ხალხს ვერ გაუვლია _ ყველგან ძაღლი დადის ან წევს..." დალი ქერქაძე, მაღაზიაში მომუშავე ქალბატონი: "ფეხით სიარულს ვინ დაეძებს, ველოსიპედით ვერ გაუვლიათ ღამით ადამიანებს. იკითხეს ამბავი? რომ დაწერთ, ვიღაცამ ხომ უნდა გაატაროს ღონისძიება? თუ საპროტესტო აქცია მოვაწყოთ მაინცდამაინც?" ოზურგეთის სერვისცენტრის უფროსმა თენგიზ ქუტიძემ "გურია ნიუსთან" თქვა, რომ ძაღლი, რომელმაც მოქალაქე დაკბინა იდენტიფიცირებულია და მალე გადაიყვანენ თავშესაფარში: _ ბაზარი კერძო ტერიტორიაა და თუ იქიდან ოპერატიულად მოგვმართავენ ასეთ დროს, ჩვენ რეაგიბას არ დავაყოვნებთ, _ გვითხრა ქუტიძემ. "გურია ნიუსი" ცხოველთა დაცვის ფედერაციის, გურია-აჭარის ზონის წარმომადგენელს, გულო ფუტკარაძეს დაუკავშირდა და შექმნილი მდგომარეობის შესახებ ესაუბრა. _ ძაღლი არავის კბენს, თუ არ უყვირე და დაარტყი. გურულები განსაკუთრებით აგრესიულები ხართ ძაღლების მიმართ (?!) მე ერთი თვის განმავლობაში დავდივარ მთელ გურიაში. ლიხაურის გადასახვევიდან ვიწყებ, ურეკსა და ნატანებში ჩავდივარ. ოზურგეთის ბაზარში ყვირიან ქალები, ძაღლები წაათრიეთო. ერთხელ არ მითხრა რომელიმემ, რა ცოდოაო. პირიქით, ოზურგეთში აწამებენ ძაღლებს (?!). რამდენს მე თვითონ მოვხსენი ყელზე თოკი. კისერში აქვთ წაჭერილი და ქუჩაშია გადმოგდებული, თითქოს, ის სულიერი არ იყოს. ყველას ფოტოები მაქვს. ვაგროვებ და გამოფენა უნდა გავაკეთო, ოზურგეთის რომელ სოფელში და რომელ ქუჩაზე ვნახე ეს ნაწამები ცხოველები. _ ქალბატონო გულიკო, ვინ სცემს ასე გააფთრებით, ან სად წერია, რომ გურულები არიან განსაკუთრებით აგრესიულები ძაღლების მიმართ? ბავშვი დაკბინა ამას წინათ და გიკვირთ, მშობელი რომ უკმაყოფილო იყოს? _ კი, ოზურგეთელები არიან ძალიან აგრესიულები. მე ეს ვნახე. მეოთხე კლასიდან ძაღლებს ვმფარველობ, ახლა პენსიონერი ვარ. ჩემთვის არ უკბენია ძაღლს. რაღა მანდ დაკბინა ყველა? მოფერება უნდა. სადაც მიჩვეულია, იქ უნდა იყოს და უნდა აჭამონ. კანონი იცავს და ძაღლს ვერსად წავიყვანთ. როგორც ვიცი, ოზურგეთში დაგეგმილია თავშესაფრის აშენება. მანამდე კი, თეატრის რეაბილიტაცია რომ დასრულდება, უნდა შეკრიბოთ მთელი მოსახლეობა და ტრენინგი ჩავუტაროთ, თუ როგორ უნდა მოუარონ ძაღლებს. _ გურულებს ძაღლების მოვლა ესწავლებათ? _ კი, კი, ნამდვილად... აგერ მოვიდა ჩემი "სერი", ასე ქვია. ... მოდი, მოდი, გენაცვალე. ქუჩაში ვიპოვე, 7 კილო თუ იქნებოდა, გატყავებული, გადაგდებული, დავბანე, ვუმკურნალე, ვაჭამე და ახლა უზარმაზარი ბომბორაა. მოდი, შემოგევლე, მოდი (ეტყობოდა, ძაღლს მიეფერა გურულებზე გაბრაზებული ქალბატონი გულიკო, რომელიც ვერანაირად ვერ დავარწმუნეთ, რომ ოზურგეთში ძაღლების ცემას მასობრივი ხასიათი არ აქვს და აგრესიული ხშირად თვით ეს მიუსაფარი ცხოველები არიან. ავტ.). ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ თავშესაფრის აშენება 2020 წლის იანვრისთვის იგეგმება, მანამდე კი უდიდესი ძალისხმევაა საჭირო, რომ მოქალაქეების დაკბენის ფაქტები აღარ ... ...
  • ერთი კილოგრამი თხილის ფასი ოთხი ლარი გახდა: "დაბრუნებული დიდება"გასული ერთი კვირის განმავლობაში, ოზურგეთში ერთი კილოგრამი თხილის ფასი ერთი ლარით გაიზარდა და ოთხი ლარი გახდა. ყველა აღნიშნავს, რომ წელს კი არა, მომავალ წლებშიც არ ელოდნენ თხილის ფასის მატებას, რადგან თხილის სიდამპლემ და მის მიერ მოყენებულმა ზარალმა ადამიანებს რწმენა ისე შეურყია, რომ ზოგან პლანტაციების აჩეხვაც დაიწყეს. თხილის მიღება, ჩვეულებრივ, კვლავ პრიმიტიული ფორმით ხდება _ ერთი საღი მარცვლის ღირებულება 40 თეთრია. ყოველი გატეხილი ათი ცალიდან, რამდენიც იქნება საღი, მომტანი იმდენ ორმოც თეთრს მიიღებს. ზოგან გაუტეხავადაც იბარებენ, რადგან თხილს ხარისხი ეტყობა და სიმძიმეც მოქმედებს. თუ გასულ წლებს გადავხედავთ, მხოლოდ 2005 წელს და მომდევნო პერიოდში, თხილის ფასი ასეთ ნიშნულზე, ივლისის ბოლოს და აგვისტოს დასაწყისში იყო. _ 2005 წელი ამ მხრივ გამორჩეული იყო და მაშინ ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ვფიქრობდით, ავშენდითო და ამ ყველაფერს ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის მოსვლას ვუკავშირებდით. თუმცა, ორ წელიწადში თავდაღმა წავიდა თხილის ფასის საქმე. ბოლო სამი წელია კი, ამ ყველაფერს თხილის სიდამპლე მიემატა, თითქოს, დაბალი ფასი არ გვყოფნიდა და იქამდე მივიდა საქმე, ხალხმა თხილის აჩეხვაც კი გადაწყვიტა. თუმცა, ახლა უზომოდ გვიხარია _ მგონი, გვეშველება და თხილი ძველ დიდებას დაიბრუნებს. შიში მაინც გვაქვს, რადგან უცებ ვიღაც გამოხტება და ფასს დააგდებს. ამიტომ, ჟურნალისტები თუ იქნებით ფხიზლად და ასე ხშირად ჩამოივლით, იქნებ, ვერ დაგვჩაგრონ. უნდა მოგვეხმაროთ! _ გვეუბნებიან თხილის ჩასაბარებლად რიგში მდგომი მოქალაქეები: ჩოხატაურელი ნონა შათირიშვილი, ოზურგეთელები: მარგო ნინიძე, ვახტანგ ერქომაიშვილი და ხათუნა ცქვიტინიძე. თხილის სეზონზე, მიმღებ პუნქტებში ხშირად ამბობენ, რომ არ იციან, შეიცვლება თუ არა თხილის ფასი უარესობისკენ ან პირიქით. უმეტესად, საუბრობენ ქარხნების ამუშავების შესახებ, რაც, თუ გასული წლების პრაქტიკას გადავხედავთ, ფასზე უარყოფითად მოქმედებს. ამასთანავე, აგვისტოს დღესასწაულების და შემდეგ, მოახლოებული სასწავლო წლის დაწყებისას, ჩვეულებრივი ამბავია თხილის ფასის დაწევა, რაც არასდროს კონტროლდება, თუ ვის მიერ ხდება. _ ვერაფერს გეტყვით. მანამდე ჩააბარონ, ვიდრე დღესასწაულები დადგება. ნედლ თხილს რომ ასეთი ფასი აქვს, ურიგოა? ჩვენ არ ვქმნით ამ გარემოს, ფასების ზევით-ქვევით მონაცვლეობას არ ვაკონტროლებთ და არც არავინ გვეკითხება. უბრალო ადამიანები ვართ და ლუკმა-პურის ფულისთვის ვათენ-ვაღამებთ, _ გვეუბნებიან თხილის მიმღებ ჯიხურებში. ფასის მატების მიუხედავად, ხალხი მაინც უკმაყოფილოა იმის გამო, რომ თხილს სათითაოდ ტეხენ და ცალობით ითვლიან: _ კარგს და ცუდ თხილს ეტყობა, როგორი ხარისხიც აქვს. ესეც ხალხის საწვალებლად მოგონილი ხერხია და არ გვგონია, ხარისხს ზუსტად განსაზღვრავდეს, _ ამბობენ ისინი. რაც შეეხება თხილის გადამამუშავებელი ქარხნების ამუშავებას, ზოგიერთი უკვე ამოქმედდა. თხილის მიმღებ პუნქტებში გვითხრეს ისიც, რომ ქარხნებმა უკვე გააშრეს თხილი და წონაში სხვაობა დიდია. უვარგისიც ბევრია და შესაძლოა, ფასმა მოულოდნელადაც დაიწიოს. თუმცა, რიგითი მოქალაქეები ამ ყველაფერს მორიგ ფანდს უწოდებენ და როგორც წლების მანძილზე, ახლაც ითხოვენ განსაკუთრებულ რეგულაციას, რომელიც არც ერთ მხარეს _ არც გლეხს და არც მიმღებს არ დააზარალებს. 14 აგვისტოსთვის, ოზურგეთში, თხილის ფასმა 5-10 თეთრით დაიწია; ასევე, მოხდა, ფასების მინიმალური სხვაობით,"გულშიშველას" და"ბერძნულას" გაყოფა ერთმანეთისგან _ ერთი კილოგრამი"ბერძნულა", თუ გატეხილი ათი ცალიდან, ცხრა ან ათი საღია, ოთხი ლარი ღირს, ანუ ერთი ცალი 40 თეთრად ფასდება."გულშიშველას" ერთ ცალს 35 თეთრად ანგარიშობენ, ანუ ერთ კილოგრამში სამლარნახევარს იხდიან. თუ გატეხილი თხილის რაოდენობიდან საღი გული ნაკლებია, შესაბამისად, იკლებს ფასიც. ოზურგეთის ბაზარზე, ჯერჯერობით, თხილის ფასის გამოანგარიშების ეს მარტივი, პრაქტიკული და შესაძლოა, პრიმიტიული წესი დომინირებს. დღეისთვის, ოზურგეთში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ მეზობელ რეგიონებში ერთი კილოგრამი თხილის ფასი 2-3 ლარით მეტია, რაც არანაირად არ დასტურდება"გურია ნიუსის" მიერ გადამოწმებული ინფორმაციით. შედარებით მეტი ფასი აქვს სამეგრელოში, კონკრეტულად, ზუგდიდში, რაც წლების განმავლობაში ასე ხდება. _ ოზურგეთში, რომ შეხვიდე სხვადასხვა მაღაზიაში, შაქარი 10-15 თეთრით, ზოგან მეტი ღირს, ზოგან _ ნაკლები. თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებს დღევანდელ კონიუნქტურაში, ჯერჯერობით, ვერაფერი ცვლის. თუმცა, ორი ან სამი ლარით მეტი იყოს თხილის ფასი რომელიმე რეგიონში, მტკნარი ტყუილია, ჩვენზე უკეთ ეს არავინ იცის, _ გვეუბნებიან თხილის მიმღებ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...