"ჟვანიამ 150 კაცის წინაშე თქვა _ ვცდებოდი, როცა ხუდონჰესის აშენებას ვეწინააღმდეგებოდიო"


მთავარი თემა

"ჟვანიამ 150 კაცის წინაშე თქვა _ ვცდებოდი, როცა ხუდონჰესის აშენებას ვეწინააღმდეგებოდიო"

19 დეკ. 2013, 11:14:37

"ამის მოწმე ცოცხალი ადამიანებიც არიან: მაგალითად ელექტროენერგიის მარეგულირებელი კომისი ყოფილი თავმჯდომარე, ელიზბარ ერისთავი, ანზორ ჭითანავა, ზურაბ მინდელი, მე აგერ ცოცხალი ვარ...

სანამ თავად ზურაბ ჟვანია გამოვიდოდა სიტყვით, მანამდე გამოიყვანა ანზორ ჭითანავა, რომელმაც ისაუბრა ხუდონთან დაკავშირებით. ამის შემდეგ, სიტყვით გამოვიდა ზურაბ ჟვანია და თქვა: თქვენ ჰიდროელექტრიკოსები მე მაბრალებთ ხუდონის გაჩერებას, მაგრამ  კაცურ პირობას გაძლევთ, ვიდრე პრემიერ-მინისტრი ვიქნები, ხუდონჰესის მშენებლობას დავამთავრებო. ასე რომ, როცა სახელმწიფოებრივი პრობლემები დააწვა ზურგზე პრემიერ-მინისტრს, მაშინ იგრძნო, რომ ენერგეტიკა საჭიროა..." _ აცხადებს ზურაბ გედენიძე.

სტატიამ მწვავე დისკუსია გამოიწვია გარემოსდაცვითი ორგანიზაციის "მწვანე ალტერნატივა" ფეისბუქ-ჯგუფში, სადაც აღნიშნული ორგანიზაციის ლიდერებმა პროფესორის განცხადებას, შეიძლება ითქვას, ნაკლებად ეთიკური კომენტარები მოაყოლეს. მაგალითად "მწვანე ალტერნატივის" ერთ-ერთი ლიდერი, მანანა ქოჩლაძე კომენტარებში წერს: "წინა პოსტში განდიც ეთანხმებოდა ხუდონის მშენებლობას?" ისე, თეფშებს სად ატრიალებენ ეგენი?"

ჩვენს კომენტარზე, რომ რესპონდენტს უფლება ჰქონდა თავისი მოსაზრება დაეფიქსირებინა და რომ ეს არ იყო საქილიკო თემა, ქალბატონმა მანანამ გაგვიცხდა, რომ ეს ფაქტი არ არის, არქივის მასალების წარმოდგენა მოგვთხოვა და ასევე გამოცემის, ანუ "გურია ნიუსის" სტანდარტზე მიგვითითა.

"გურია ნიუსი", როგორც ყოველთვის, სტანდარტების დაცვით, ითვალისწინებს მკითხველის თხოვნას და  მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ფაქტებით დაინტერესებულ პირებს სთავაზობს მასალებს საგაზეთო და ინტერნეტ არქივიდან, ასევე კიდევ ერთი პროფესორის, ბატონი ანზორ ჭითანავას კომენტარს, რომელიც ასევე ესწრებოდა შეხვედრას  ზურაბ ჟვანიასთან.

ზურაბ ჟვანიას კომენტარები ხუდონჰესზე...

2002 წლის 21 აგვისტო - 1 სექტემბერი გაზეთი "ვერსია".  სტატიის სათაური: "ხელისუფლება ხუდონჰესს დღემდე აშენებს"

ზურაბ ჟვანია: "როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ვიყავი, აშშ-ში და ევროპაში, ბიზნესმენების ჯგუფებთან შეხვედრებისას, ხშირად შემითავაზებია, რომ სერიოზულად ეფიქრათ ინვესტირებაზე  საქართველოს ენერგეტიკაში, მათ შორის ხუდონჰესის პროექტის განახლებაში, ოღონდ რა თქმა უნდა, ეკოლოგიური მოთხოვნების გათვალისწინებით. არის რამდენიმე ვარიანტი, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ იქ არსებული ქვაბული. ძალიან დიდი სამუშაოები იყო ჩატარებული და  ასე მიგდების წინააღმდეგნი ვიყავით მწვანეთა პარტიაში ყოფნის დროსაც. ჩვენ კონსერვაციის მომხრენი ვიყავით, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ასე მიგდების. მოკლედ, დაუშვებელია ხელაღებით იმის თქმა, რომ იქ არაფერი არ უნდა გაკეთდეს. იქ ჩატარებული სამუშაოები საშუალებას იძლევა  ძალიან სერიოზული ობიექტი შეემატოს ქართულ ენერგოსისტემას."

2004 წლის 29 მაისი. სააგენტო "სივილ ჯორჯია" (www.civil.ge) სტატიის სათაური: "საქართველოს რუსული კაპიტალის აღარ ეშინია". სტატიაში საუბარია 2004 წლის 28-29 მაისს თბილისში, რუსი ბიზნესმენებისთვის გამართულ ფორუმზე. ციტატა სტატიიდან

"რუსი ბიზნესმენების განსაკუთრებული ინტერესი ენერგეტიკის სფერომ გამოიწვია. პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ განაცხადა, რომ  ენერგეტიკის სამინისტროში შემუშავებულია პროექტი, რომელიც ითვალისწინებს  საქართველოს გავლით რუსეთ-თურქეთის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას. რუსული კაპიტალის მონაწილეობითვე მოხდება ენგურჰესის რეაბილიტაცია. ასევე საუბარია ხუდონჰესის მშენებლობაზეც."

ეს გახლავთ მხოლოდ მცირე ნაწილი ჩვენს ხელთ არსებული მასალებიდან, რომელსაც თანმიმდევრობით შემოგთავაზებთ.

რაც შეეხება კიდევ ერთ ადამიანს, რომელიც ზურაბ ჟვანიასთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდა და რომელიც მის გვერდით იჯდა, ანზორ ჭითანავა გახლდათ.  ენერგეტიკის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, ანზორ ჭითანავა "გურია ნიუსთან" ამ შეხვედრის დეტალებს იხსენებს:

ანზორ ჭითანავა: "როდესაც ჟურაბ ჟვანია პრემიერ-მინისტრი გახდა, ერთ-ერთი პირველი შეხვედრა მოაწყო ენერგეტიკოსებთან. დაახლოებით 150 კაცი ესწრებოდა ამ შეხვედრას, ყველა მიმართულების წარმომადგენელი, ვინც კი ენერგეტიკასთან რაიმე კავშირში იყო. მე დამიძახა ზურამ,  მთხოვა ავსულიყავი "პარტერში" და დავმჯდარიყავი მის გვერდით.  ამის შემდეგ, მიმართა საზოგადოებას და უთხრა: როდესაც მე "მწვანეების" ლიდერი ვიყავი და ხუდონჰესის მშენებლობას ვეწინააღმდეგებოდი, ეს კაცი ჩემი მტერი მეგონა, რადგან მიმტკიცებდა, რომ მართალი არ ვიყავიო. მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ეს ყოფილა ჩემი ყველაზე დიდი მეგობარი და მე ვცდებოდი, როცა ვეწინააღმდეგებოდი ხუდონჰესის აშენებასო.  მიმაჩნია, რომ არ  გვაქვს უფლება ეს არ გამოვასწოროთ, ბოდიშს გიხდით, რომ მისი  მშენებლობის შეჩერებით ბევრი რამ გაფუჭდა და გაუარესდაო.

კიდევ ერთხელ მითხრა დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის და მომცა სიტყვა. ეს დაფიქსირებულია ჩანაწერებშიც.  გარდა ამისა, ფართო აუდიტორიის თვალწინ მოხდა ეს ყველაფერი. ეს გახლდათ პირველი შემთხვევა, როდესაც ახსენა ხუდონჰესი."

_ ამის შემდეგ გქონიათ მასთან ხუდონჰესზე საუბარი?

_ მქონია და თან არაერთხელ. იყო მეორე შემთხვევაც, როდესაც ზურაბ ჟვანიამ მთელი ზუგდიდის თვალწინ ილაპარაკა ხუდონჰესზე და ამის მოწმე უამრავი ადამიანია. ზურაბ ჟვანია ჩასული იყო ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატის წარდგენაზე, სადაც კიდევ ერთხელ აღნიშნა: მე შევცდი, ხუდონჰესის მშენებლობა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და თქვენი თანამემამულე ანზორ ჭითანავა არის ადამიანი, რომელსაც ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ და უახლოეს მომავალში მივიღებ გადაწყვეტილებას ამ ობიექტის მშენებლობის გაგრძელებაზეო. ამის მოწმე არის მთელი ზუგდიდი.

იქედან რომ ჩამოვიდა, ბატონმა ზურაბმა დამიძახა და მკითხა, რა თანხა იყო საჭირო ხუდონჰესის პროექტის გასაახლებლად, ანუ საუბარი იყო ახალ დაანგარიშებასა და ნაგებობის გადაყვანაზე 9 ბალიანი მიწისძვრების გათვალისწინებით. მე ვუთხარი, რომ საჭირო იყო ერთი მილიონი ლარი და ერთი წელიწადი, რაზეც მიპასუხა, რომ ერთი წელი ბევრი იყო, უნდა ჩავტეულიყავით ნახევარ წელიწადში.

ზურაბ ჟვანიას  ენერგეტიკის ინსტიტუტში გამოვუყავით ოთახი, სადაც ის ხუდონჰესის პროექტის დეტალებს ეცნობოდა. კონსულტაციებს გადიოდა სპეციალისტებთან, რის კოორდინაციასაც მე ვახდენდი. დავიწყეთ ამ თემაზე მუშაობა და გარკვეული პერიოდის შემდეგ, ეს სამუშაო დაიდო და მაღალი შეფასებაც მიიღო. ამ შეხვედრას ესწრებოდა ყველა ცნობილი სპეციალისტი.

ამის შემდეგ, გადაწყდა, რომ აღნიშნული სამუშაოები შეესრულებინა საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე ორგანიზაციებს, რომელთა საბანკო ურთიერთობები უფრო გამჭვირვალე იქნებოდა...  შემდეგ ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა და  ეს საქმეც თავმოუბმელი დარჩა... აი, ასე იყო ეს ისტორია.

წესით, მთავრობის მეთაურთან შეხვედრის ყველა ჩანაწერი უნდა არსებობდეს და მათი მოპოვება ჩემი სიტყვების დასამტკიცებლად, პრობლემა არ იქნება. ვინც ამბობს, რომ ეს ამბავი სიმართლე არ არის, ის მატყუარაა!" _ აცხადებს ანზორ ჭითანავა.

 შეგახსენებთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან ხუდონჰესი  ამ ეტაპზე, ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების ერთადერთ საშუალებად განიხილება.  ექსპერტები, რომლებიც ამ პროექტში ჯერ კიდევ წლების წინ იყვნენ ჩართულები, აცხადებენ, რომ ხუდონჰესი არის  ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და  ეკონომიკის გაძლიერებისთვის.




 ახალი ამბები
  • როდემდე გახანგრძლივდა კომენდანტის საათიმთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში 21:00-დან, 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა ძალაში რჩება.უწყებათშორისმა საბჭომ 24 დეკემბრიდან არსებული შეზღუდვების მოხსნა-არმოსხნის შესახებ გადაწყვეტილება დღეს მიიღო.„ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით;" მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნული შეზღუდვა ძალაშია პირველ ... ...
  • სისხლის სამართლის ჯარიმების ამნისტია დაიწყოაღსრულების ეროვნულ ბიუროში 2021 წლის 11 იანვრის ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის თანახმად, სისხლის სამართლის ჯარიმების საქმისწარმოების შეწყვეტა უკვე დაიწყო; _ აღნიშნული ინფორმაცია  "გურია ნიუსს" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროდან მოაწოდეს. ამნისტია შეეხება სისხლის სამართლის ჯარიმის 5 440 მიმდინარე საქმეს, სადაც აღსასრულებელი მოთხოვნის ჯამური ოდენობა 20 მილიონამდე ლარს შეადგენს; ჯარიმისგან სრულად თავისუფლდება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებული პირი, სადაც სასამართლო გადაწყვეტილება მიღებულია 2012 წლის ოქტომბრამდე და აღნიშნული გადაწყვეტილება ამ დრომდე აღსრულებული არ არის.  თუ სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ არის აღსრულებული, ამნისტია გავრცელდება მხოლოდ ჯარიმის აღუსრულებელ ნაწილზე. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლებული პირების მიმართ მიმდინარე სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის პროცესი 25 იანვარს დასრულდება. გაიგე მეტი: 2 749 ... ...
  • რა შეზღუდვები რჩება ძალაში და რა იხსნება 1-ლი თებერვლიდანაჭარაში, 1-ლი თებერვლიდან, დაშვებული იქნება კვების ობიექტებში, გარე სივრცეებში სტუმრების მიღება, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აკრძალული რჩება ქორწილები და ნებისმიერი დიდი წვეულების გამართვა. „იმის გათვალისწინებით, რომ აჭარაში ეპიდემიოლოგიური ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ 7 დღის ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდა 4 პროცენტს, ჩვენ აჭარაში 1-ლი თებერვლიდან შეგვეძლება კვების ობიექტების გარე სივრცეების გახსნა. კვების ობიექტები აჭარაში შეძლებენ მომხმარებლების მომსახურებას ღია სივრცეებში, თუმცა, ბუნებრივია, შეზღუდული რჩება ქორწილები ან სხვა დიდი წვეულება და სარიტუალო ღონისძიება. სხვა რეგიონებში რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის სასტუმროებში, გააგრძელებენ მუშაობას გატანის ან მიტანის სერვისით იმ წესების დაცვით რაც დღეისთვის მოქმედებდა“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. 1-ლი თებერვლიდან, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. მაია ცქიტიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ვინაიდან, გარკვეულ რეგიონებში ეპიდემიოლოგიური ვითარების შემსუბუქების ნიშნებია, არის იმის შესაძლებლობაც, რომ წერტილოვანი შეზღუდვები შემსუბუქდეს. „დღეის მდგომარეობით, 8 დიდ ქალაქში მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები. ჩვენ მუდმივად ვაფასებთ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და ვინაიდან უკვე გვაქვს გარკვეულ რეგიონებში ვითარების შემსუბუქების ნიშნები, შესაბამისად, გვაქვს საშუალება, რომ წერტილოვანი შეზღუდვები შევამსუბუქოთ. დღეს, საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ 1-ლი თებერვლიდან, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგენა მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში, 1-ლი თებერვლიდან, განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. სკოლების და შესაბამისად, მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა დაგეგმილი გვაქვს 1-ლი მარტიდან. ყველა ქალაქში, ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლებში სტუდენტების დაბრუნება დაგეგმილია 1-ლი მარტიდან. „ეს ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები და ამ ეტაპზე, შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაც. „ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები და ამ ეტაპზე შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაც. ყველას ბუნებრივია, ისევ მოეთხოვება პირბადის ტარება. ყველა სავაჭრო ობიექტს ასევე მოეთხოვება მომხმარებელთა ნაკადების, რიგების მართვა, დისტანციის დაცვა და იმ მეთოდით მუშაობა, რაც უკვე დანერგილია. შემსუბუქების პარალელურად ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ არ გამოვიწვიოთ შეზღუდვების შემსუბუქებით ვირუსის ინტენსიური გავრცელება“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. ამასთან, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში, შაბათ-კვირას, თებერვლის განმავლობაში, არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი, ასევე რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები იმუშავებენ ისევ დისტანციურ რეჟიმში 1-ელ მარტამდე ძალაში დარჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე. მისივე განცხადებით, შრომის ინსპექციის, ჯანდაცვის სამინისტროს, ეპიდემიოლოგების და ბიზნესსექტორის აქტიური მუშაობის შედეგად, ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით, თითოეული დარგისთვის დადგინდა ტესტირების ... ...
  • როდიდან გაგრძელდება სწავლა საკლასო ოთახებშითბილისში, რუსთავსა და ქუთაისში, პირველი თებერვლიდან მუშაობას განახლებელნ მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა კი პირველი მარტიდანაა დაგეგმილი, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები 15 თებერვლიდან გაიხსნება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში 1-ლი თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა ... ...
  • როდის აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მიმოსვლათბილისში, რუსთავსა და ქუთაისში, პირველი თებერვლიდან მუშაობას განახლებელნ მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა კი პირველი მარტიდანაა დაგეგმილი, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები 15 თებერვლიდან გაიხსნება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში 1-ლი თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....