დადგება თუ არა მთავარი პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი

მთავარი თემა

დადგება თუ არა მთავარი პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი

2013 დეკ 20 18:04:53

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი მთავარი პროკურორის დიპლომის გამოქვეყნებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის. იურისტების განმარტებით, მთავარ პროკურორს უმაღლლესი იურიდიული განათლება აუცილებლად მოეთხოვება, თუ ეს ფარცხალაძეს არ აქვს, მაშინ ის თანამდებობიდან უნდა მოხსნან.

ზაზა ხატიაშვილი: "19 წლის ასაკში მთავარი პროკურორი როგორ დაამთავრებდა უნივერსიტეტს? მონაცემები კი სწორედ ასეა მითითებული მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზე. ამიტომ ფარცხალაძემ სკოლის დამთავრების ატესტატი და უნივერსიტეტის დიპლომი უნდა გამოაქვეყნოს. როცა ადამიანი უნივერსიტეტს 19 წლის ასაკში ამთავრებს, ის ვუნდერკინდი უნდა იყოს, ფარცხალაძის მოქმედებებიდან გამომდინარე კი, ის ვუნდერკინდი ვერ იქნება. 1995 წელს ბაკალავრიატი არ არსებობდა და, შესაბამისად,ეს ადამიანი უნივერსიტეტს ვერ დაამთავრებდა. ამიტომ ჩნდება ეჭვი, რომ მთავარ პროკურორს დიპლომთან დაკავშირებით საქმე კარგად ვერ აქვს. 14 წლისამ სკოლა როგორ დაამთავრა, მე როგორც ვიცი სკოლა მას 16 წლის ასაკში აქვს დამთავრებული, სამ წელიწადში კი დიპლომიც აუღია.ეს კი პირდაპირ არის ფარცხალაძის პასუხისგებაში მიცემის საბაბი. თანამდებობიდან ღარიბაშვილი უნდა გაათავისუფლონ, ვინც ეგ დანიშნა, ეგ კი პასუხისგებაში მისცენ. თუ პროკურატურამ ინფორმაციის ატვირთვისას დაუშვა შეცდომა, მაშინ გვაჩვენონ დიპლომი და ამით დამთავრდება ყველაფერი. ჩვენც დავწყნარდებით და ვიტყვით, რომ ახალი შუქურა გვყავს",_  აცხადებს ხატიაშვილი და დასძენს, რომ ფარცხალაძემ ფინანსურ პოლიციაში მუშაობის დროს მერიის მაღალჩინოსნების დაკავების საქმეში გადამწყვეტი როლი ითამაშა, რის გამოც მისი ბრალეულობაც იკვეთება.

"ფარცხალაძე მერიის მაღალჩინოსნების საქმეში, რომელსაც ბორკილები დაადეს და დააკავეს, ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა, მაშინ ფინანსური პოლიციის შეფი იყო. მოწმეზე ბორკილის დადება კი 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მაშინაც ვიძახდი, რომ ეს საქმე არ უნდა შერჩენოდა ფინანსურ პოლიციას, თუმცა ხმა მაინც არ ამოვიღეთ კარგად და ფარცხალაძე მთავარ პროკურორად დაგვასვეს თავზე. ეს კაცი მაშინ პასუხისგებაში არ უნდა მიეცათ? მან მინიმუმ თანამდებობა ბოროტად გამოიყენა, თუმცა კი არ მოხსნეს, დააწინაურეს, ანუ დღევანდელი ხელისუფლების დევიზია: ვინც მეტ დანაშაულს ჩაიდენს, თანამდებობაზე დავაწინაურებთ", _ ამბობს ხატიაშვილი.

ხატიაშვილის მსგავსად, "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" აღმასრულებელი დირექტორი თამარ გაბისონიაც ამბობს, რომ თუ მთავარ პროკურორს უმაღლესი იურიდიული განათლება არ აქვს, ეს მისი მთავარი პროკურორობიდან გადაყენების საფუძველი შეიძლება გახდეს.

"თუმცა აუცილებელია, რომ ინფორმაცია გადამოწდეს და დამტკიცდეს, რამდენად შეესაბამება ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია სინამდვილეს. წარმოუდგენელია 19 წლის ასაკში ადამიანს უმაღლესი იურიდიული განათლება ჰქონდეს. მთავარი პროკურორის პოზიციის მნიშვნელობიდან გამომდინარე მას ევალება, რომ უმაღლესი იურიდიული განათლების დიპლომი ჰქონდეს. რაც შეეხება მისი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, ამაზე საუბარი ცოტა რთულია. თუ დანაშაულის ნიშნები იკვეთება იმის გამო, რომ მან თავის დროზე არ გაამჟღავნა ინფორმაცია და ამას მოჰყვა დანაშაული, რომელიც გამოხატული იყო სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე მუხლის დარღვევის ფარგლებში, რა თქმა უნდა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება. თუმცა, ის ფაქტი, რომ მას არა აქვს იურიდიული განათლება, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემად საკმარისი არ არის", _  აცხადებს გაბისონია.

"საქართველოს ანტიკორუფციული პალატის თავმჯდომარე" პაატა შავაძის თქმით, თუ ფარცხალაძეს იურიდიული განათლების დიპლომი არ აქვს, ჩნდება ეჭვი, რომ შესაძლოა ამ საკითხს ვიღაც ლობირებდეს.

"ის გარემოება, რაც ეჭვს იწვევს მისი იურიდიული განათლების თაობაზე, დაბეჯითებით უნდა გაირკვეს. მე არ ვიცნობ ამ გარემოებებს, მაგრამ თუ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს გაუჩნდა ეჭვი, ეს აუცილებლად გახდება მთავარი პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების საბაბი. თუმცა, შესაძლებელია, ეს ტექნიკური უზუსტობა იყოს, თუ ტექნიკური ხარვეზი არ არის, მაშინ ცხადია, რომ 19 წლის ადამიანი უმაღლეს იურიდიულ განათლებას ვერ დაეუფლება, შესაბამისად, ეს იქნება მისი უფლებამოსილების ერთბაშად შეწყვეტის საფუძველი. ეს საკითხი აქტუალური იუსტიციის მინისტრთან და უზენაესი სასამართლოს მოსამართლესთან დაკავშირებითაც იყო, თუმცა შემდეგ მიჩუმათდა. ამიტომ გაჩნდა ეჭვი, ვიღაც ხომ არ ლობირებს ამ საკითხებს? აქედან გამომდინარე, ეს აუცილებლად უნდა გაირკვეს. მე მისი მუშაობა არც ფინანსურ პოლიციაში მომწონდა და არც ახლა, ფარცხალაძემ ერთადერთი ის გააკეთა, რომ მთავარ პროკურორად დანიშვნისთანავე უწყება ჩაკეტა. მოქალაქეთა მიღება აღარ არის. კბილაშვილის დროს კი ასეთი რამ გამორიცხული იყო",_ განუცხადა "გურია ნიუსს" შავაძემ.

საიას თავმჯდომარის კახა კოჟორიძის განცხადებით, ფარცხალაძის განათლებასთან დაკავშირებით კითხვები მისი დანიშვნისთანავე გაჩნდა, როდესაც პროკურატურის ვებ-გვერდზე ინფორმაცია ორჯერ შეიცვალა.

"ამ ეტაპზე მისი პასუხისმგებლობის დაყენების საფუძველი არ არის, სანამ არ გაირკვევა აქვს თუ არა მას იურიდიული განათლება. თუ გაირკვევა, რომ მას ეს განათლება არა აქვს, მაშინ მას უფლებაც არ აქვს ამ თანამდებობაზე იყოს. 19 წლის ასაკში ძნელად წარმოსადგენია, რომ მას უმაღლესი იურიდიული განათლება მიეღო. ეს კითხვები ჩვენც გაგვიჩნდა ასოციაციში. საიტზე თავიდან დაიდო ინფორმაცია, რომ ფარცხალაძე 1971 წელს იყო დაბადებული, შემდეგ გადაკეთდა ინფორმაცია და 1976 ეწერა. ეს, ალბათ, ტექნიკური ხარვეზით იყო გამოწვეული. ცხადია ეს კითხვები არსებობს. რაც შეეხება იმას, რომ ფარცხალაძეს თანამდებობებზე ყოფნის პერიოდში, შესაძლოა, ისეთი გადაწყვეტილებები ჰქონდეს მიღებული, რასაც უმაღლესი იურიდიული განათლება სჭირდება, ამაზე წინასწარ რაიმე კომენტარის გაკეთება არ შეიძლება. ჯერ უნდა გავეცნოთ რომელ საქმეებზე აქვს გადაწყვეტილება მიღებული, ამასთან მიიღო თუ არა მან უშუალოდ ბრალის წარდგენაში და საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა და შემდეგ შეიძლება ეს საკითხი დაისვას", _  აცხადებს კოჟორიძე.

რაც შეეხება თბილისის მერიის მაღალჩინოსნების დაკავების საქმეს, კოჟორიძე აღნიშნავს, რომ ეჭვებს ისიც ბადებს, რომ ამ დრომდე საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა.

"უშუალოდ ვინ მიიღო მერიის მაღალჩინოსნების დაკავების გადაწყვეტილება, მე ეს არ ვიცი, თუმცა ცნობილია, რომ ბატონი ფარცხალაძე მაშინ ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი თანამდებობის პირი იყო და შესაბამისად, მაღალი ალბათობით ისიც იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართული. მაგრამ როცა მის პასუხისმგებლობაზეა საუბარი ეს სხვა დონეზე უნდა იყოს დადასტურებული. ცხადია, ის ფაქტი რომ მაშინ 22 თანამდებობის პირის ამ ფორმით დაკავება არ შეიძლება და დანაშაულის ნიშნები ჩანდა, კითხვის ნიშნებს აჩენს. ამასთან, ამ საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა. ხომ უნდა გაირკვეს ვინ იყო ამ უკანონო დაკავებების ორგანიზატორი და შემსრულებელი? დავეთანხმები ბატონ ზაზა ხატიაშვილს, რომ ეს კითხვები მთავარ პროკურორთან მიმართებაში არსებობს", _ განუცხადა კოჟორიძემ "გურია ნიუსს".

ჩვენ ინფორმაციის დასაზუსტებლად მთავარი პროკურატურის პრესსამსახურსაც დავუკავშირდით, თუმცა, ამ დრომდე მათგან შესაბამისი ინფორმაცია ვერ მივიღეთ.

ამიტომ, "გურია ნიუსი" ოთარ ფარცხალაძის იმ ავტობიოგრაფიას გთავაზობთ, რაც მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული:

დაიბადა 1976 წელს;

1995 წელს დაამთავრა სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, საქართველოს ღია ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში.

2013 წლის მაისის თვიდან ოთარ ფარცხალაძე დაინიშნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად, ამავე სამსახურში მას ჰქონდა წარმატებული კარიერა 2008 წლიდან 2013 წლამდე. ეფექტური საქმიანობის გამო ის არაერთხელ იქნა დაწინაურებული და მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე: საგამოძიებო დეპარტამენტის ინსპექტორ-გამომძიებელი, შიდა ქართლის სამმართველოს უფროსი, საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე.

2008 წლამდე ოთარ ფარცხალაძე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, გარდა ამისა იყო საქართველოს პარლამენტის ენერგეტიკის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი.

წარმატებული კარიერის გარდა, ოთარ ფარცხალაძე წლების მანძილზე პროფესიულ განათლებასაც იღებდა, მას მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო კონფერენციასა და სემინარში, ძირითადად სტრატეგიული მენეჯმენტის, კორუფციასთან ეფექტური ბრძოლის და ფინანსური დანაშაულის გამოძიების კუთხით.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.




 ახალი ამბები
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ჩაეშვა28 მარტი, 2020 – საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ჩაეშვა.  პროექტი მიზნად ისახავს ბიზნესების ხელშეწყობას, რათა მათ  გლობალურად შექმნილი მძიმე რეალობის მიუხედავად, წარმატებით მოახდინონ ადაპტაცია საქმიანობის წარმატებით გასაგრძელებლად. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საჭირო რესურსების გაზიარებით Adapter ბიზნესებს დაეხმარება, გაერთიანებული რესურსებით, უსწრაფეს რეჟიმში მოახდინონ თავიანთი საქმიანობის გაციფრულება. ადაპტერი უზრუნველყოფს ისეთი სერვისების მიწოდებას, როგორიცაა: ონლაინ გაყიდვები; გაყიდვების და მარაგების მართვა; საბანკო სერვისები; დისტრიბუცია და ლოგისტიკა.  ადაპტერში ჩართვის შემდეგ, ბიზნესებს საგრძნობლად გაუმარტივდებათ ბიზნესპროცესები-  პროდუქტებისა თუ მომსახურებების გაციფრულება, ონლაინ სივრცეში განთავსება და მიწოდება, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარებათ მათ, არ შეაჩერონ ეკონომიკური საქმიანობა.  ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა სამყარო რადიკალურად შეცვალა. საჭიროა მიდგომების სწრაფი ცვლილება და არსებულ რეალობაზე მორგება, რათა დისტანცირება ბიზნეს საქმიანობის შეფერხების ან  შეწყვეტის გამომწვევ მიზეზად არ იქცეს. „შესაძლებლობები უსაზღვროა! თანამედროვე ტექნოლოგიები კი იძლევა შესაძლებლობას, რომ ამ ყველაფერს გავუმკლავდეთ. მზად ვართ, სრულად გავაზიაროთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, ცოდნა და ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რომლებიც ბიზნესს ადაპტაციაში დაეხმარება და ხელს შეუწყობს არა მხოლოდ დღეს, არამედ სამომავლო განვითარებაში.  მთავარია, გვჯეროდეს, რომ გამოსავალი არსებობს და  ამ გამოსავალს აუცილებლად ვიპოვით ერთობით! “ - განაცხადა საქართველოს ბანკის ინოვაციებისა და სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელმა ანდრო რატიანმა.  ინფორმციისთვის, ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამაში უკვე ჩართულია:   Extra.ge - მულტივენდორული ციფრული პლატფორმა პროდუქტებისა და სერვისების გაყიდვისთვის, რომელიც სრულ ციფრულ დახმარებას გაუწევს ბიზნესებს პროდუქტებისა და მომსახურებების ციფრულად განთავსებაში, გაყიდვა/მიწოდებაში. Optimo - თანამედროვე ციფრული უზრუნველყოფა გაყიდვების, მარაგებისა და ოპერაციების აღრიცხვისთვის. ის  შესაძლებელს ხდის ბიზნესის მართვის და სრული კონტროლის წარმოება განხორციელდეს დისტანციურად, ნებისმიერი ადგილიდან. საქართველოს ბანკი - ბიზნესების ხელშეწყობისა და დახმარების მიზნით, Adapter-ის პარტნიორი ბიზნესებებისთვის სპეციალური პირობებია ხელმისაწვდომი, როგორც ციფრული საბანკო მომსახურებების, ასევე შეღავათიანი კრედიტების სახით.  დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ ეწვიოთ  ვებ გვერდს:  www.adapter.ge                                  ... ...
  • covid 19 _ "იმერეთში კვლავ სიმშვიდეა",,იმერეთში კვლავ სიმშვიდეა"- ამას ამბობს ,,გურია ნიუსთან" კომენტარში დაავადებათა კონტროლის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი. გოჩა გიორგიძის თქმით, ამ წუთებში წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმში თვითიზოლაციაში მყოფთა დამატებით კონტიგენტს იღებენ: ,,როგორც ცნობილია, იმერეთში სულ სამ მუნიციპალიტეტში გვაქვს მოწყობილი საკარანტინო სივრცეები: საირმეში, წყალტუბოსა და საჩხერეში. საირმეში 215 ადამიანი გვყავს კარანტინში, წყალტუბოს პლაზაში-88 პირი, საჩხერეში-45 მოქალაქე, რაც შეეხება წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმს, ამ წუთებში იქ ხდება დამატებითი კონტიგენტის, 25 ადამიანის მიღება, კიდევ ელოდებიან 23 პირს, ხოლო ძველი ნაკადიდან რჩება 8 ... ...
  • გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს (R)გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს. ხორციელდება გზების რეაბილიტაცია და სკოლების მშენებლობა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში 600 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი, რომლის ღირებულებაც 7 022 440 ლარს შეადგენს, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება. სოფელ ბოხვაურში 5 კმ -იანი გზის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. იგება ასფალტი, სამუშაოების ღირებულება 596 996 ლარს შეადგენს, ფინასდება რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან. სამუშაოების პროცესს გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, პირველ მოადგილესთან აკაკი შენგელიასა და ოზურგეთის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძესთან ერთად გაეცნო. ... ...
  • გუთურსა და ერკეთში ახალი საჯარო სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს (R)ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში - გუთურში და ერკეთში ახალი საჯარო სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტების ჯამური ღირებულება 4 მილიონ 63 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, წლის ბოლოსთვის დასრულდება. ასევე, დაბა ჩოხატაურში მიმდინარეობს საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობაც, რაც მნიშვნელოვანია დაბის მოსახლეობისთვის. ჩოხატაურში სამშენებლო სამუშაოების პროცესს გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ჩოხატაურის მერთან ირაკლი კუჭავასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. ... ...
  • "ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება" _ გიორგი გახარიას პასუხი სააკაშვილის შეთავაზებაზესაქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარია მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლითაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტმა უცხოეთში მყოფი მოქალაქეების ჩამოსაყვანად მთავრობას დახმარება შესთავაზა.  პრემიერის თქმით, საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის პროცესი გრძელდება და ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება. „საქართველო იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც პირველივე დღიდან ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია, მიმართოს ქვეყნის საელჩოებს და ჩვენ მათ ორგანიზებულად ჩამოვიყვანთ. ეს პროცესი გრძელდება და ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება“, – განაცხადა გიორგი ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...