თბილისის მერია დედაქალაქში ხეების ჭრაზე ნებართვების გაცემას აგრძელებს


მთავარი თემა

თბილისის მერია დედაქალაქში ხეების ჭრაზე ნებართვების გაცემას აგრძელებს

20 დეკ. 2013, 20:52:09

"თქვენი 16.09.2013 წლის განცხადების პასუხად, სადაც ითხოვთ ქ. თბილისში ჭავჭავაძის გამზ. #68-ში, თქვენს კუთვნილ ტერიტორიაზე, მშენებლობის განხორციელების მიზნით, 5 (ხუთი) ძირი ფიჭვის ხის მოჭრას დიამეტრით 55 სმ, 2 (ორი) ძირი ჭადარის დიამეტრით 110 სმ, 1 (ერთი) ძირი კედარის დიამეტრით 75 სმ და 1 (ერთი) ძირი თუთის დიამეტრით 20 სმ გაცნობებთ, რომ ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური თანახმაა, მოიჭრას აღნიშნული ხე-მცენარეები 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით", _ აღნიშნულია 17 სექტემბერს მერიის მიერ გაცემულ ნებართვაში, რომელსაც ხელს ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი გიორგი ქორქაშვილი აწერს.

როგორც მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ 20 სექტემბერს გაცემული მშენებლობის ნებართვაშია აღნიშნული, 30 მეტრი სიმაღლის სასტუმრო შპს "ჰაუსარტ პროჯექტმა" შპს "გრაალის" დაკვეთით უნდა ააშენოს. დამკვეთი ლიდია დავტიანია. მშენებლობას სასტუმროების ქსელის მართვის ოპერატორი BEST WESTERN და სამშენებლო კომპანია "ტიფლის დეველოპმენტი" აწარმოებენ.

მოძრაობა "პარტიზანული მებაღეობა თბილისში" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ჭავჭავაძის #68 ვაკის პარკია და იქ ხეების ჭრა სასტუმროს მშენებლობის მიზნით გაუმართლებელია.

"იგეგმება 9 ძირი ხის მოჭრა 31 დეკემბრამდე. 30-მეტრიანი სასტუმროს მშენებლობაზე ყველა ნებართვა არის გაცემული, რაც მთლიანად დაამახინჯებს ვაკის პარკს. დღეს ვესაუბრე მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსს გიორგი ქორქაშვილს. მისი თქმით, უკვე გასხვისებულ ნაკვეთზე რომ არ გაეცა ნებართვა, სასამართლოს ძალით აიძულებდნენ ამას. თუმცა კი მაინც სადაოა, რახან ხელის მოწერას თხოვენ, ე.ი. მისი ხელის მოწერა მნიშვნელოვანია და არ უნდა მოეწერა. აქ გასხვისებაა პრობლემა და სტატუსის მოხსნა ტერიტორიისთვის".

ჭავჭავაძის #68-ს რეკრეაციულ ზონა 2 -ის სტატუსი აქვს, რაც "პარტიზანული მებაღეობა თბილისში" წარმომადგენელ მარიამ ბაქრაძის თქმით, იქ მშენებლობებს კრძალავს.

"რეკრეაციულ ზონა 2-ში, წესით, არ შეიძლება სასტუმროს მშენებლობა, მაგრამ როგორც ჩანს, კანონში შეიტანეს ცვლილება და განსაკუთრებულ შემთხვევებში დაუშვეს ნებართვის გაცემა", _ გვითხრა მარიამ ბაქრაძემ.

"როგორც მოქალაქე, ვფიქრობ, რომ ხეების მოჭრაზე დიდი პრობლემა სასტუმროს მშენებლობაა, რომელიც მერიის მიერ გაფორმებული სპეციალური ზონალური შეთანხმების საფუძველზე იგეგმება. მერია ვალდებულია განმარტოს, თუ რატომ დაუშვა გამონაკლისი და დასაშვებად ჩათვალა პარკში სასტუმროს მშენებლობა", _ ამბობს მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი ერეკლე ურუშაძე.

რაც შეეხება მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსს, გიორგი ქორქაშვილი ამბობს, რომ ნებართვა სასტუმროს მშენებლობასა და ხეების ჭრაზე კანონიერად გაიცა.

"მშენებლობის ნებართვა ვაკის პარკში არ არის გაცემული და ეს ინფორმაცია ვრცელდება შეცდომით. ჭავჭავაძის #68-ში "ბუდაპეშტი" იყო რესტორანი და იმის ადგილას შენდება სასტუმრო. ვაკის პარკში, სადაც ახლა სრული რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, არანაირი მშენებლობა არ იგეგმება. არც ხეებს ჭრა, თუ რაიმე დაავადება არ ექნებათ. ჭავჭავაძის #68-ის ტერიტორია კერძო საკუთრებაშია, რამდენიმე ათეული წელია. ხეების ჭრის გარეშე შეუძლებელი იქნება იქ მშენებლობა. ზოგიერთი არის ჯანმრთელი ხე, ზოგიერთი ხმობაში შესული. მათ წინასწარ უნდა დარეკონ არქიტექტურის სამსახურში. შემთხვევით სხვა ხე რომ არ მოჭრან, ან რამე არ მიაყოლონ დამატებით, ამის გასაკონტროლებლად.

რაც შეეხება ვაკის პარკს, მას აქვს რეკრეაციული ზონის სტატუსი. ხოლო იმას, რაზეც ნებართვა გავეცით, რეკრეაციული ზონა 2 -ის სტატუსი. რეკრეაციული ზონა 2-ის სტატუსის მქონე ადგილი კი ითვალისწინებს ასეთი სასტუმროს მშენებლობებს", _ განაცხადა "გურია ნიუსთან" საუბარში გიორგი ქორქაშვილმა.

პარტიზანი მებაღე ნატა ფერაძის თქმით, ხეების ჭრასთან შებრძოლება მხოლოდ სამოქალაქო აქტივიზმითაა შესაძლებელი. ამიტომ მოძრაობა "პარტიზანული მებაღეობა თბილისში" 22 დეკემბერს მერიის წინ, 15:00 საათზეაქციის გამართვას აპირებს და ყველას მოუწოდებს მობილიზაციისკენ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მაცხოვრებლებმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად არაერთი აქცია გამართეს, ასათიანის ქუჩის, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიასა და დიღმის მე-12 კილომეტრზე ხეების ჭრის წინააღმდეგ.





 ახალი ამბები
  • Anti-Facebook პლატფორმა MeWe პოპულარული ხდებამთელ მსოფლიოში ადამიანები ტოვებენ Facebook- სა და Twitter- ს, ხოლო  უკმაყოფილო მომხმარებლების შედეგად დღითიდღე იზრდება სოციალურ ქსელ MeWe-ს მომხმარებელთა რაოდენობა. როგორც ბიზნეს ტექნოლოგიების სააგენტო zdnet იუწყება, სოციალური გიგანტების მომხმარებლები იღლებიან კონფიდენციალურობის შესახებ დაუღალავი დარღვევებით, პოლიტიკური მიკერძოებით და ამ კომპანიების მიერ newsfeed-ის მანიპულირებით. ლოს-ანჯელესში დაფუძნებული სოციალური მედიის ქსელი MeWe, ამჟამად Google Play Store- ში არის No1 გადმოწერილი სოციალური აპლიკაცია. პირველმა "ანტი-ფეისბუქმა" პლატფორმამ ბოლო კვირის განმავლობაში 2.5 მილიონი ახალი წევრი შეიძინა. MeWe-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ის არ აგროვებს მონაცემებს მისი მომხმარებლების შესახებ და შეიცავს კონფიდენციალურობის უფლებების შესახებ ... ...
  • სენაკში, კლინიკა "სენა-მედში" 2 პაციენტი გარდაიცვალასენაკში, კლინიკა "სენა-მედში" კორონავირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი სენაკის მკვიდრი, 65 წლის მამაკაცია. რაც შეეხება მეორე პაციენტს, ის 77 წლის ქალბატონია ... ...
  • "გირჩი" პარტიებთან კონსულტაციებს "მოქალაქეების" გარეშე გააგრძელებს"გირჩი" პოლიტიკურ კონსულტაციებს სხვადასხვა პარტიასთან "მოქალაქეების" და ალეკო ელისაშვილის გარეშე გამართავს, - ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.  მისი თქმით, გირჩი ემიჯნება ალეკო ელისაშვილს იმ ინციდენტის გამო, რომელიც 19 იანვრის "ღამის კურიერის" ეთერში მამუკა ხაზარაძესა და ალეკო ელისაშვილს შორის მოხდა.  "ჩვენ ბატონ ხაზარაძეს და, ზოგადად, "ლელოს" განვიხილავთ, როგორც ჩვენს პოტენციურ პარტნიორებს. საერთოდ მიუღებელია ასეთი დამოკიდებულება, ყველანაირად ვემიჯნებით ამას და, პირიქით, გვინდა გავაგრძელოთ დისკუსია ჩვენს ყველა იმ კოლეგასთან, ვისაც აქვს სურვილი, რომ მოლაპარაკება წარმატებით დასრულდეს. მე რთულად წარმომიდგენია, რომ ჩვენ და "მოქალაქეები" ერთად მივიდეთ ბატონ მამუკასთან. მეტიც, ეს მოლაპარაკება ჩვენ დავიწყეთ "მოქალაქეებს" რომ პირველად შევხვდით. თვითონ ის იდეა, რომ ჩვენ და მოქალაქეები, რომლებიც დანარჩენ ოპოზიციასთან მხარე ვხდებით, არ არის სწორი. ჩვენ მართლა გვინდოდა, რომ ყველა გაგვეერთიანებინა, მათ შორის, "მოქალაქეები", თუმცა, გუშინდელი დღის შემდეგ არ მგონია, რომ ეს რეალისტური იყოს,"-განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.  შეგახსენებთ, რომ 19 იანვრის "ღამის კურიერის" ეთერში "ლელოს" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ერთმანეთს ... ...
  • გუდაური-კობის მონაკვეთზე, ზავავსაშიშროების გამო მოძრაობა ისევ აკრძალულიასაავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე, როგორც გუდაურიდან, ასევე კობიდან გზის გაწმენდითი სამუშაოები მეორე დღეა, ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. „გზის ძირითადი ნაწილი უკვე გაწმენდილია, რჩება მხოლოდ სამი კილომეტრი (კმ99-კმ101), საიდაც 101-ე კილომეტრზე ზვავსაშიშროება ნარჩუნდება და გაწმენდითი სამუშაოების დაწყება აღნიშნულ ერთ კილომეტრზე ჯერ ვერ ხერხდება“, – აცხადებენ უწყებაში. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსნისთანავე, ამ მონაკვეთზეც დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები და ავტოტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს ვადებში აღდგება. გუდაური-კობის მონაკვეთზე, ზავავსაშიშროების გამო მოძრაობა 11 იანვრიდანაა ... ...
  • სერგო ჩიხლაძე - ალეკო ელისაშვილი ჩვენთვის საინტერესო აღარ არის"ალეკო ელისაშვილი ჩვენთვის საინტერესო აღარ არის, არც პიროვნულად და  არც მისი პოლიტიკური აქტივობაა საინტერესო. როგორც ჩანს, ის არ იზიარებს  იმ პრინციპებს, რომლის გარშემოც ოპოზიციური პარტიები გაერთიანებული ვართ. მას შეუძლია, თავისი ცალკე გზა აირჩიოს. თუ ადამიანი არც ერთ პრინციპს არ იზიარებს, შესაბამისად, ვერც იქნება ამ ოპოზიციის წევრი“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე: „უნდა ესწრებოდეს თუ არა ალეკო ელისაშვილი ოპოზიციის შეხვედრებს“, ჩიხლაძემ აღნიშნა, რომ ელისაშვილს თავად აღარ სურს ამ შეხვედრებში მონაწილეობის მიღება. „მას აღარ უნდა დასწრება. მე კიარ ვწყვეტ, თვითონ არ სურს მონაწილეობა ამ პროცესში, იყოს ცალკე და ნუღარ აზიანებს სხვებს. მეტ კომენტარს აღარ ვაკეთებთ ელისაშვილზე. ის საერთოდ არ არის ჩვენთვის საინტერესო. ეს არის ერთი ადამიანის პოზიცია, რომელიც არ ეთანხმება ჩვენს პრინციპებს, წავიდეს თავის გზაზე. ის, რაც გააკეთა, თავად აზიანებს. ყველა პარტიას თავს ესხმის“, – განაცხადა ჩიხლაძემ. რაც შეეხება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების საკითხებს, ჩიხლაძე აცხადებს, რომ მათი პოზიცია არ შეცვლილა და ამ კუთხით ოპოზიცია კვლავაც ერთიანია. „ოპოზიციის გეგმა ცნობილია. ჩვენ შეთანხმებულები ვართ, რაც ეხება მოლაპარაკების საკითხებს, ხელისუფლებასთან ურთიერთობას, ბოიკოტის საკითხებს. ამ საკითხებზე ვართ ერთიანები. ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა. თუ რამე შეიცვლება, დავსხდებით და დავგეგმავთ სხვა სტრატეგიას. ორი და სამი ადამიანის შესვლა კიდევ ვიმეორებ, არ წყვეტს არაფერს. ბატონი ინჯია შევიდა თავის სამ კაცთან ერთად რამე შეიცვალა? ოპოზიციაში რამე შეიცვალა? ან ხელისუფლებაში რამე შეიცვალა. იგივე იქნება. ჯერჯერობით ველოდებით მოლაპარაკებებს თუ შედგება. ჩვენი პოზიციები უცვლელია“, – აღნიშნა ჩიხლაძემ. „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი ასევე გამოეხმაურა „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის ფეისბუქპოსტს, სადაც ის აღნიშნავს, რომ პოლიტიკაზე ან რამე საქმეზე ვიდრე დაიწყებენ საუბარს, ჯერ წესებზე უნდა მოხდეს შეთანხმება. მისივე თქმით, პოლიტიკა ბინძური იქნება იქამდე, ვიდრე ველი არ გაიწმინდება. სერგო ჩიხლაძე ამ საკითხზე კომენტირებისას აცხადებს, რომ სწორედ ეს არის ახალი პოლიტიკური ცენტრი შეიქმნის მიზანი, რომ პოლიტიკურ ველზე ახალი, სუფთა ადამიანები გამოჩნდნენ. „პოლიტიკური დიახაც უნდა გაიწმინდოს. ამიტომაც ჩამოყალიბდა „სტრატეგია აღმაშენებელი“, რომ ახალი პოლიტიკური ცენტრი შეიქმნას. ახალი ადამიანები სუფთა ადამიანები გამოჩდნენ, უღირსი ადამიანები აკეთებს უღირს პოლიტიკას, მდაბიო- მდაბიო პოლიტიკას. ჩვენ გვინდა, რომ ეს გავაკეთილშობილოთ და რა თქმა უნდა, უღირსი ადამიანების ადგილი არც პოლიტიკაში და არც საჯარო სივრცეში არააა“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ. პირველ რიგში, გუშინ განვაცხადეთ, რომ ელისაშვილზე და მის პარტიაზე აღარ ვაკეთებთ კომენტარს. ეს ადამიანი ჩვენთვის საინტერესო აღარ არის არც პიროვნულად და  არც მისი პოლიტიკური აქტივობაა საინტერესო. როგორც ჩანს, ის არ იზიარებს  იმ პრინციპებს, რომლის გარშემოც ოპოზიციური პარტიები გაერთიანებული ვართ. მას შეუძლია, თავისი ცალკე გზა აირჩიოს. თუ ადამიანი არც ერთ პრინციპს არ იზიარებს შესაბამისად, ვერც იქნება ამ ოპოზიციის წევრი“, – განაცხადა სერგო ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....