21-ე საუკუნის სკოლა - ცელოფნით შეფუთული საკლასო ოთახი

მთავარი თემა

21-ე საუკუნის სკოლა - ცელოფნით შეფუთული საკლასო ოთახი

2013 დეკ 21 10:36:39

"გურია ნიუსი" წალკის მუნიციპალიტეტში ჩასახლებული ადამიანების ბედით დაინტერესდა და ადგილზე ვითარების გასაცნობად წალკაში ჩავიდა. სანამ სოფელ ტბეთში ჩავიდოდით, გზად სოფელი იმერი გავიარეთ. სადაც, ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარი ხელით წყლის ავზს ამონტაჟებდა. როდესაც ადგილობრივებმა გაიგეს, ჟურნალისტი ვიყავი, სოფლის სკოლის საკითხით დაინტერესება გვთხოვეს და სკოლის შენობამდე მეგზურობაც თავად გაგვიწიეს.

მიტოვებული 2- სართულიანი სახლი ბოსელთან ერთად, ცელოფნის პარკით შეფუთული საკლასო ოთახი, ფანჯარა, სადაც შუშის მაგივრად ცელოფნის პარკია აკრული. ყველა ოთახში შეშის ღუმელი... ასეთი დახვდა "გურია ნიუსს" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წალკის მუნიციპალიტეტის სსიპ იმერის საჯარო სკოლა, სადაც 80 მოსწავლე გაუსაძლის პირობებში სწავლობს. მაშინ, როცა განათლების სამინისტრო თბილისის ზოგიერთ სკოლაში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვისთვის ათასობით ლარს იხდის.

მშობლები განათლების სამინისტროსგან არც თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვას და არც სხვა ფუფუნების საგანს ითხოვენ. სოფელი ახალ სკოლას ითხოვს, რომელშიც ცელოფნის ნაცვლად, შუშა იქნება ჩასმული. შპალერის ჭერის ნაცვლად, როგორც სხვა დანარჩენ სკოლებშია მიღებული, სტანდარტული ჭერი იქნება.

"გურია ნიუსთან" სკოლის დირექტორი ჯუმბერ ხოზრევანიძე ამბობს, რომ სახლი ეთნიკურად ბერძენი მოქალაქის საკუთრებაა, რომელიც ამჟამად საქართველოში არ არის. თუმცა ეს სახლი სახელმწიფოს საკუთრებაშიც რომ იყოს, სასწავლო პროცესისთვის არ გამოდგება.

"საშუალო სკოლაში 80 ბავშვი სწავლობს. დაწყებითი კლასიდან მე- 12 კლასის ჩათვლით. ადგილობრივი პედაგოგები მუშაობენ. ჩვენი სკოლიდან გასულ წელს 5-მა ბავშვმა ჩააბარა უმაღლესს სასწავლებელში და სტუდენტი გახდა.

 წერილით მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, განათლების სამინისტროს. სადაც ვითხოვთ ახალი სკოლის აშენებას. გვერდით დგას შენობა, რომელიც პატარაა, მხოლოდ დაწყებითი კლასისთვის თუ გამოდგება. თან ავარიული შენობაა. ახალი ხელისუფლების იმედი გვაქვს. დარწმუნებული ვარ, გაითვალისწინებენ ჩვენს გულისტკივილს და აგვიშენებენ  სკოლის ახალ შენობას.

ეს სკოლა 2004 წელს გაიხსნა. ამის შემდეგ ვითხოვთ ხელისუფლებისგან ახლი სკოლის აშენებას. თუმცა, უშედეგოდ.

ვთხოვთ განათლების სამინისტროს ახალი სკოლის შენობას. აქ მუშაობა და სწავლის პროცესიც ჩატარება შეუძლებელია."

"გურია ნიუსთან" ადგილობრივი მცხოვრები ბატონო ამირანი აცხადებს, რომ ჰყავს 2 შვილი.

"მინდა ჩემმა შვილებმა საბავშვო ბაღში იარონ, მაგრამ სოფელში ბაღი არაა. გადავწყვიტე წალკაში წამეყვანა ბავშვები, მაგრამ უარი მითხრეს, ჯერ ჩვენს ბავშვებს მივიღებთ, ადგილი თუ დაგვრჩა, შემდეგ მობრძანდითო. უკვე რამდენი ხანია ბავშვებისთვის საბავშვო ბაღში ადგილს ველოდებით, მაგრამ არ არის. მაინტერესებს, რატომ რ უნდა ისწავლოს ჩემმა შვილმა ბაღში? შეუძლია ვინმეს, გამცეს პასუხი?"

ადგილობრივი მცხოვრები ბატონი რეზო საუბრობს, რომ სოფელი იმერი 2003 წლიდან არსებობს. 10 წელია სოფელი სკოლის ახალ შენობას ითხოვს. მაგრამ, განათლების სამინისტრო ამ პრობლემით არ დაინტერესებულა.

"შვილებს განათლება რომ მივაღებინოთ, სკოლა არ გვაქვს. ეს სოფელი 2003 წლიდან ფუნქციონირებს. 80 კომლი ვართ სოფელში და ვითხოვთ სკოლის გახსნას. ყოველ შეხვედრაზე, დეპუტატი იქნება თუ ხელისუფლების წარმომადგენელი, დახმარებას ვთხოვთ. არც საბავშვო ბაღია

მივმართავთ ცენტრალურ ხელისუფლებას _ იქნებ, ჩვენი სურვილი გაითვალისწინონ და როგორმე ერთი ნორმალური სკოლის შენობა აგვიშენონ, როგორიც თბილისშია და თავიანთი "ბაღნები" რომ სწავლობენ, ჩვენმა "ბაღნებმაც" ისეთი განათლება მიიღონ. თუ ნორმალური პირობები იქნება, შეიძლება ისეთი სწავლული, განათლებული კაცი გამოვიდეს ამ სოფლიდან, რომ მთელი მსოფლიო იხსნას! ჩვენი პრობლემით განათლების სამინისტრო არ დაინტერესებულა. 2-ჯერ ტელევიზია იყო მოსული. მაგრამ, არაფერი. სხვა დანარჩენი, არავინ არ მოსულა."

აპირებს თუ არა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ იმერში ახალი საჯარო სკოლის აშენებას და იქ არსებული მძიმე სიტუაციის მოგვარებას; "გურია ნიუსი"  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებულ ინფრასტრუქტურის სააგენტოს პრესსამსახურის უფროსს თიკო ფეიქრიშვილს ესაუბრა. აღმოჩნდა, რომ განათლების სამინისტრო სოფელ იმერში ახალი სკოლის აშენებას 2014 წელში არ გეგმავს. როდემდე მოუწევთ ბავშვებს ცელოფანაკრულ საკლასო ოთახებში ყოფნა ჯერჯერობით უცნობია.

"საქართველოს მასშტაბით ბევრი რაიონია მძიმე სიტუაციაში. დეკემბერში 9 სკოლის მშენებლობა დაიწყო. შემდეგი ეტაპი კიდევ რამდენიმე სკოლა არის, რომლის მშენებლობაც დაიწყება. პარალელურად, მიდის რეაბილიტაცია. მაგალითად, ახლა რომ დავიწყეთ, მშენებლობა, იმ სკოლის მოსწავლეები 7 წლის განმავლობაში ბოსელში სწავლობდნენ. ყველგან უმძიმესი მდგომარეობაა. სადაც მშენებლობა დავიწყეთ, იქ სრულიად გაუსაძლისი პირობები იყო.

სამწუხაროდ, პრიორიტეტი უფრო უარესს აქვს მინიჭებული. ბოლომდე არ არის დადგენილი 2014 წელს რამდენი სკოლის მშენებლობა დაიწყება. ამ წუთისთვის შემიძლია გითხრათ, რომ ამ სკოლის მშენებლობა ბიუჯეტში არ არის ჩასმული", _ განაცხადა ფეიქრიშვილმა.





 ახალი ამბები
  • საირმის საკარანტინო ზონა დღეს მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვაიმერეთში მდებარე საირმის საკარანტინო ზონა დღეს მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვა. სასტუმროს დატოვებამდე 34-ვე მათგანმა სამედიცინო შემოწმება გაიარა. მათი წასვლის შემდეგ კი საკარანტინო ზონის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. სტუმრების საკარანტინო ზონიდან გაცილებას, დღეს DMO Imeret-ის ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი ხელმძღვანელობდა. მათი ტრანსპორტირება საკუთარ სახლებში ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყო. საკარანტინო ზონები როგორც იმერეთში, ასევე საქართველოს სხვა მხარეებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითაა მოწყობილი. საკარანტინო სივრცეებში არსებული განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან საკარანტინო სივრცეების მოწყობის ... ...
  • როგორ და სად უნდა გავიკეთოთ პირბადე _ თენგიზ ცერცვაძის განმარტებარა ტემპერატურაზე კვდება კორონავირუსი და ვინ და სად უნდა ატაროს პირბადე, - ამ კითხვებზე პასუხი თენგიზ ცერცვაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში გასცა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა განმარტა რამდენად არის შესაძლებელი კორონავირუსით დაავადება სურსთთან შეხებისას. „სურსათთან მიმართებაში შესაძლებელია თეორიულად, თუ მომხმარებელი მოვიდა მარკეტში და დააცემინა, დაახველა და ამოაფრქვია ეს შხეფები და ეს შხეფები მოხვდა სურსათზე. შესაძლებელია თეორიულად, მაგრამ ამის ალბათობა დიდი არ არის“, - აღნიშნა ცერცვაძემ. მისივე თქმით, კორონავირუსი +56 გრადუსზე 30 წუთს ძლებს, 70 გრადუსზე კი 5 წუთში იღუპება. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა პირბადეების გამოყენების წესებზეც ისაუბრა. „ცალსახად, ულაპარაკოდ უნდა ეკეთოს ინფიცირებულს, ავადმყოფს. ვინაიდან ის არის წყარო აი ამ ვირუსისა და ის ხველებისა და საუბრისას ამოაფრქვევს ვირუსის ნაწილაკებს და თუ პირბადე უკეთია, ეს პირბადე შეაკავებს ამ ნაწილაკების დიდ უმრავლესობას. მეორე. ასევე ცალსახად უნდა ეკეთოს სამედიცინო პერსონალს, ვინც ამ პაციენტს უვლის. ან ოჯახში პიროვნებას, ვინც ამ პაციენტს უვლის, არის მასთან ახლო კონტაქტში. მას უნდა ეკეთოს აუცილებლად. ექთანს, ექიმს, სანიტარს, მომვლელს. რაც შეეხება მოსახლეობას, ღია ჰაერზე, ქუჩებში არ უნდა ეკეთოთ, არავითარი აზრი არ აქვს. სადაც სოციალური დისტანცირების დაცვა შეიძლება, იქ არ უნდა ეკეთოს“, - ამბობს ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი: თბილისში სრული სიჩუმე სუფევს, მეამაყება ეს ჩვენი პასუხისმგებლიანი ქცევასაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ე.წ. კომენდანტის საათის ამოქმედებას ეხმაურება. ზურაბიშვილის განცხადებით, თბილისში სიჩუმე სუფევს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მოსახლეობა რეკომენდაციებს იცავს. „9 წუთია გადავედით ახალ მკაცრ რეჟიმზე. სრული სიჩუმე სუფევს. ეტყობა, თბილისი იცავს რეკომენდაციებს!მეამაყება ეს ჩვენი მოქალაქეობრივი და პასუხისმგებლიანი ქცევა. ასეთი მოწესრიგებული და კანონმორჩილი მიდგომით დავამარცხებთ კორონასაც და მეტსაც“, - წერს ... ...
  • კომენდანტის საათი ჩოხატაურში _ დაკეტილი მაღაზიები და დაცარიელებული ქუჩებიფოტოები, რომლებსაც "გურია ნიუსი" გთავაზობთ, ჩოხატაურში კომენდანტის საათის ამოქმედებამდე, ანუ 21 საათამდეა ... ...
  • რატომ მოსთხოვეს ჩოხატაურში მაღაზიების 19 საათზე დაკეტვა მეპატრონეებსრა ხდება ჩოხატაურში? – ამ კითხვით “გურია ნიუსს“ მთელი დღის განმავლობაში უკავშირდებოდნენ ადამიანები. "გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ პრემიერის ბრძანება შეცვალა და სასურსათო მაღაზიებს უბრძანა 7 საათზე დაკეტონ ყველაფერი. როგორც ცნობილია, პრემიერის ბრძანებით, კომენდანტის საათი იწყება 9 საათზე". მათი თქმით, გაფრთხილება ადგილობრივი ხელისუფლებისგანაც მიიღეს. გურიის გუბერნატორმა ეს ინფორმაცია ჩვენთან საუბრის დროს არ დადაასტურა: “პრემიერ-მინისტრის ბრძანებას მე როგორ შევცვლიდი?! მსგავსს ფაქტს ადგილი არ ჰქონია", _ გვითხრა ნასარაიამ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის ირაკლი კუჭავას თქმით კი მოქმედებენ მთავრობის განკარგულების შესაბამისად. "მთავრობის განკარგულებაში ზომების გამკაცრების შესახებ, მკაფიოდაა გაწერილი ყველა შეზღუდვა. ჩვენ ვმოქმედებთ ამ დოკუმენტის შესაბამისად. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებთ", _ გვითხრა ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...