ერთი წლის განმავლობაში პატიმრების რაოდენობა 10 000-ით შემცირდა

მთავარი თემა

ერთი წლის განმავლობაში პატიმრების რაოდენობა 10 000-ით შემცირდა

2013 დეკ 21 10:51:31

სოზარ სუბარის განცხადებით, ერთი წლის განმავლობაში 10 000-ით შემცირდა პატიმრების რაოდენობა, ამჟამად, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 9000-ზე მეტი მსჯავრდებული და ბრალდებული იმყოფება, წლის დასაწყისში კი მათი რიცხვი 19 000-ს აჭარბებდა. 

2013 წელს, პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმით 1491 პირი გათავისუფლდა, 14 მსჯავრდებულს კი სასჯელი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით შეეცვალა. 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე ამავე მექანიზმით 2432 მსჯავრდებული გათავისუფლდა.

ამნისტია შეეხო 17 726 პატიმარს, მათგან საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლდა 8 726, მათ შორის 175 პოლიტპატიმარია.

42%-ით გაიზარდა პენიტენციური ჯანდაცვის ბიუჯეტი. მინისტრის ინფორმაციით, ჯანდაცვის წლიური დანახარჯი მსჯავრდებულზე საშუალოდ 760 დოლარამდე გაიზარდა. ანგარიშის მიხედვით, სასჯელაღსრულების სისტემისთვის შემუშავდა და ხორციელდება C ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამა, გაუმჯობესდა მედიკამენტებით მომარაგება და განისაზღვრა იმ მედიკამენტების ნუსხა, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს; შეიქმნა და დაინერგა პატიმართა კვების ახალი სტანდარტი.

განახლდა ჯანდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროებს შორის არსებული კომისიის შემადგენლობა და დებულება, რომელიც მძიმედ დაავადებულ მსჯავრდებულთა გათავისუფლების შესახებ იღებს გადაწყვეტილებას. შეიცვალა დაავადებათა ჩამონათვალი, რომელიც ავადმყოფთა შეფასებისთვის გამოიყენება - იგი შესაბამისობაში მოვიდა საერთაშორისო სტანდარტებთან. კომისიამ 11 თვეში ქრონიკული ავადმყოფობის და ხანდაზმულობის გამო 100-ზე მეტი მსჯავრდებული გაათავისუფლა. წინა 3 წლის განმავლობაში ამ მექანიზმით არცერთი მსჯავრდებული არ გათავისუფლებულა;

მინისტრის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების სამინისტროში მიმდინარეობს 24 ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც პატიმართა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას ითვალისწინებს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება მიექცა შიდა რეგულაციების შემუშავებას, გაუმჯობესდა გენერალური ინსპექციის ფუნქციონირება და ორგანიზაცია. 2012 წლის 1 ნოემბრიდან 2013 წლის 1 ნოემბრამდე სამინისტროს გენერალური ინსპექციაში 1317 განცხადება-საჩივარი შევიდა. ეს რიცხვი, 2.5-ჯერ აღემატება 2010 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 ნოემბრამდე შესულ საჩივრებს, რაც სისტემის გახსნასა და გამჭირვალობაზე მიუთითებს. განცხადებების შემოწმების საფუძველზე სისტემის 222 თანამშრომლის მიმართ განხორციელდა დისციპლინური ღონისძიება. 79 პირი სისტემიდან იქნა დათხოვნილი, მათ შორის 32 არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე; სამუშაო საათებში ამოქმედდა გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზი, რომლის ფუნქციონირება, სამომავლოდ, 24-საათიან რეჟიმში იგეგმება. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში აღიკვეთა პატიმრის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის წესები.

მინისტრის განცხადებით, შედეგიანი იყო საგამოძიებო დეპარტამენტის მუშაობაც. მიმდინარე წელს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო 578 საქმეზე; სასამართლოში კი 46 საქმე გადაიგზავნა. ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, მომავალში აღნიშნული დეპარტამენტის გაფართოება იგეგმება.

სოზარ სუბარმა პრობაციის ეროვნულ სააგენტოში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრსა და იურიდიული დახმარების სამსახურში მიმდინარე წელს განხორციელებულ ცვლილებებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ თითეული მათგანის მუშაობა წარმატებული აღმოჩნდა. 

ანგარიშის წარდგენის შემდეგ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა ჟურნალისტების დასმულ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.




 ახალი ამბები
  • მეოთხე წამლობა თხილის გადასარჩენად (R)უკვე დაიწყეს ფერმერებმა რიგით მეოთხე წამლობა და თხილის შესაწამლი სამუშაოებისთვის ბაღებში გავიდნენ. მესამე წამლობიდან 10-15 დღის შემდეგ პერიოდში ფერმერები მეოთხე შეწამვლის სამუშაოებს ატარებენ.  ეს წამლობა მავნებლებსა და სოკოვან დაავადებებზე ტარდება. ჰექტარზე გათვალისწინებულ 800 ლიტრ სამუშაო ხსნარში საჭიროა 300-300 მილიგრამი შესაწამლი პრეპარატების გახსნა. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია ლამბდაციჰალოტრინისა და პენკონაზოლის მოქმედი ნივთიერების პრეპარატების გაზავება სამუშაო ხსნარში.  ზაფხულის სეზონიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ზუსტად დავიცვათ ტემპერატურის რეჟიმი. შეწამვლა ან დილას, ნამის შეშრობის შემდეგ ან საღამოს მაშინ უნდა ჩატარდეს, როდესაც ტემპერატურა 28 გრადუსს ჩამოსცდება.  თხილის მწარმოებელთ ასოციაციაში აგრონომ კონსულტანტები მზად არიან მისცენ რეკომენდაცია და უპასუხონ ფერმერების ყველა შეკითხვას. ვინაიდან ასოციაციისა და ფერმერების ერთობლივი შრომის შედეგად უნდა მივიდეთ იმ მთავარ მიზნამდე - რასაც მაღალი ხარისხის თხილი სმოსავლის მიღება ჰქვია.  თხილის გადარჩენის პროექტის ფარგლებში 15 000 მდე ფერმერია გაწევრიანებული. მათ დაურიგდათ თხილის შესაწამლი აპარატები და სეზონის განმავლობაში 7 გეგმიური შეწამვლის ფარგლებში ასოციაციის მხრიდან მათ შეუძლიათ ნებისმიერი საჭირო ინფორმაცია მიიღონ. ... ...
  • გია ვოლსკი: უნდა ვიფიქროთ და არ დავასხათ წყალი რუსეთის წისქვილზე"უნდა ვიფიქროთ და არ დავასხათ წყალი იმ წისქვილზე, რომელიც რუსეთმა ააშენა გონივრულად.– ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ პარლამენტში დღეს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა. გია ვოლსკის განმარტებით, ამ ფაქტზე მეტი დაფიქრება და ანალიზია საჭირო. „პირდაპირ ვიტყვი, ეს იყო პროვოკაცია, მაგრამ როგორ მოხდა, ამასთან დაკავშირებით მეტი დაფიქრება და ანალიზი გვმართებს, ვიდრე ბრტყელ-ბრტყელი განცხადებები. საზოგადოების დიდი თუ პატარა ნაწილი აღშფოთებულია, ამას არ აქვს მნიშვნელობა. არის მეორე ნაწილი, რომელიც ხელისუფლებას არ ადანაშაულებს, ვიღაც აქციას მართავს, მაგრამ ეს არ არის აუცილებლად იმის ინდიკატორი, რომ მართლაც ხელისუფლება გამოვიყვანოთ დამნაშავედ და რუსეთის წისქვილზე დავასხათ უფრო მეტი წყალი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ. დღეს პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და "ქართული ოცნების" წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა ... ...
  • მრცხვენია, ჩემი შვილის სურათს რომ შევხედო დღეს _ ოთხოზორიას დედაჩემი შვილის სურათს რომ შევხედო დღეს, იმისი მრცხვენია, - ასე ეხმაურება გიგა ოთხოზორიას დედა პარლამენტში ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის სერგეი გავრილოვის ყოფნას და თავმჯდომარის ტრიბუნის დათმობას. "ჩვენი შვილების მკვლელების, ასეთი პატივისცემით მიღებით, სახელმწიფოს დაცვით გამოხატვით, შემდეგ ყველანაირად მათი უზრუნველყოფით დაკავებული მთავრობის, მე, მაგალითად, თუ მკითხავთ, არავის არ უნდა სჯეროდეს ამ ადამიანების. ყველაფერი როგორ შეიძლება, ფეხქვეშ გავთელოთ, უარი ვთქვათ იმ ბიჭების სახელის მოხსენებაზე, რომელებმაც თავიანთი საკუთარი სიცოცხლე გაწირეს სამშობლოს დასაცავად. უანგაროდ იბრძოდნენ ჩვენი ბიჭები. ჩემი შვილის სურათს რომ შევხედო დღეს, იმისი მრცხვენია, ასე იქნება, ალბათ, ყველა შვილ-მკვდარი დედა, რომლის შვილები სამშობლოს დასაცავად იბრძოდნენ. ჩვენმა მთავრობამ ის ბოლო ტოტი ჩამოჭრა, რომელ ტოტზეც იყვნენ ისინი ჩაბღაუჭებულები,“ - განაცხადა ოთხოზორიას ... ...
  • ზაქრო, იდიოტი მეგონე, მაგრამ ყოფილხარ პროვოკატორი და მოღალატე - ვასაძე ქუცნაშვილზეზაქრო, სულ იდიოტი მეგონე, მაგრამ ყოფილხარ პროვოკატორი და მოღალატე, – ეს განცხადება  საპარლამენტო უმრავლესობის წევრის  ზაქარია ქუცნაშვილის მისამართით ბიზნესმენმა  ლევან ვასაძემ გააკეთა „ზაქრო, სულ იდიოტი მეგონე, მაგრამ ყოფილხარ პროვოკატორი და მოღალატე. ბოდიში არ არის საკმარისი, ძმაო. წადი, წყალში გადავარდი ან გადადექი მაინც ... ...
  • „გადავცეთ ექსპონანტად ოკუპაციის მუზეუმს“_პოლიტოლოგი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზეპარლამენტის თავმჯდომარის სკამი, რომელზეც დღეს რუსი დეპუტატი  გავრილოვი იჯდა, მოგვიანებით   დარბაზიდან სკამი დარბაზიდან გამოიტანეს, შემდეგ კი სკამზე „რუსეთი ოკუპანტია“ წარწერები გააკეთეს. როგორც პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, კარგი გამოსავალი იქნება თუ იმ სკამში პარლამენტის თავმჯდომარე აღარ ჩაჯდება და სკამს ექსპონანტად ოკუპაციის მუზეუმს გადასცემენ. „კარგი გამოსავალი იქნება, რომ ამ სავარძელში აღარ ჩაჯდეს პარლამენტის თავმჯდომარე და გადავცეთ ექსპონანტად ოკუპაციის მუზეუმს. წარწერით, რომ 2019 წლის 20 ივნისს ამ სავარძელში თავს მშვენივრად გრძნობდა რუსეთის დუმის დეპუტატი, რომელმაც ხმა მისცა ოსეთისა და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობას და რომელიც მონაწილეობდა საქართველოს წინააღმდეგ ომში“,_თქვა ... ...

არქივი

ზაფრანი

ეს დიეტა 99% - იან შედეგს იძლევა

ამ დიეტის დროს ერთ კვირაში...

ჩინური მედიცინის რჩევები

ძველი ჩინური მედიცინის მეცნიერულ შესწავლას,...

იაპონური სილამაზის საიდუმლო

გაიკეთეთ სახის და ტანის ნიღაბი,...

5 აკრძალული საკვები

იდეალური ფიგურა და ბრტყელი მუცელი...

10 პროდუქტი დაღლილობის წინააღმდეგ

შვრია _ შვრია შეიცავს მაგნიუმს,...

როგორ ვებრძოლოთ ღამით ჭამას

ეგრეთ წოდებული, "ღამის დიეტის" ავტორი...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...