ვის აჩუქა შაშკინმა 1 მილიონი ლარი

მთავარი თემა

ვის აჩუქა შაშკინმა 1 მილიონი ლარი

2013 დეკ 23 21:51:25

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2012 წლის სექტემბერში ჯერ განაცხადა, რომ არ ფლობდა ინფორმაციას ბიუჯეტიდან "სხვა ხარჯებისთვის" გამოყოფილი ერთი მილიონი ლარის დეტალური ხარჯთაღრიცხვის შესახებ. 2012 წლის ნოემბერში კი, განმეორებითი მოთხოვნის საპასუხოდ, სამინისტრომ აღნიშნა, რომ გაფორმდა ხელშეკრულება ა(ა)იპ სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდთან და ის დაფინანსდა ერთი მილიონი ლარით სახელმწიფოს მიერ არასამთავრობო სექტორის როლის გაძლიერებისა და შემდგომი განვითარების ხელშეწყობის მიზნით. ამასთან, სამინისტრომ აღნიშნა, რომ ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა თანხის დეტალურ ხარჯთაღრიცხვას და ამიტომ, მოკლებული იყო შესაძლებლობას, მოეწოდებინა დამატებითი ინფორმაცია. როგორც წერილიდან ირკვევა, ფონდს სამინისტროსთვის არ ჰქონდა წარდგენილი ფინანსური ანგარიში და თანხა ირიცხებოდა განათლების სამინისტროს ანგარიშზე როგორც დებიტორული დავალიანება.

 მიღებული პასუხიდან ერთი წლის შემდგომ, 2013 წლის ნოემბერში, ინსტიტუტი განმეორებით დაინტერესდა ერთი მილიონი ლარის განკარგვით და მიმართა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით ა(ა)იპ სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის მიერ სამინისტროსთვის წარდგენილი ფინანსური ანგარიშის, საქმიანობის ანგარიშისა და სამინისტროს ბალანსზე რიცხული დებიტორული დავალიანების არსებობის თაობაზე.

 როგორც მიღებული პასუხიდან ირკვევა, 2012 წლის 7 დეკემბერს, სამინისტრომ წერილით მიმართა ა(ა)იპ სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდს, რის შემდეგაც 2013 წლის 7 მარტს, ფონდმა წარადგინა 1 000 000 ლარის ხარჯვის პროგრამული ანგარიში და ხარჯების მითითება ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლების (თვეების) მიხედვით. საინტერესოა, რომ ანგარიშის მომზადებისთვის ფონდს 3 თვე დასჭირდა.

ამასთან, სამინისტრომ კვლავ აღნიშნა, რომ რადგან 2012 წლის 27 იანვრის ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა დეტალურ ხარჯთაღრიცხვას, ფონდს არ წარუდგენია თანხის ხარჯვის პირველადი ფინანსური დოკუმენტაცია. თუმცა, საინტერესოა, რომ როგორც ფონდის მიერ 2012 წლის 7 დეკემბერს წარდგენილი ანგარიშში ვკითხულობთ, ფონდის მიერ დახარჯული თანხების პირველადი დოკუმენტაცია ინახება ფონდის ოფისში, რომელსაც ფონდი წარადგენს მოთხოვნისთანავე, ხოლო ანგარიშში წარმოდგენილია მხოლოდ მოკლე ინფორმაცია ფონდის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მონაცემების შესახებ. აქედან, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სამინისტრო ჯერჯერობით არ დაინტერესებულა ერთი მილიონი ლარის ხარჯვის პირველადი დოკუმენტაციით.

დებიტორული დავალიანება ჩამოწერილ იქნა მას შემდეგ, რაც სამინისტროსა და ფონდს შორის შედგა შედარების აქტი და დადასტურდა 1 000 000 ლარის ხარჯვა.

სამინისტროს პასუხში მითითებულია, რომ 2012 წლის 9 აგვისტოდან, ფონდის დამფუძნებლად განისაზღვრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ფონდის დამფუძნებლების ცვლილების საინტერესო ტენდენციის შესახებ IDFI ერთი წლის წინაც წერდა. ფონდს, არსებობის მანძილზე, ორჯერ შეეცვალა დამფუძნებელი, რაც დიმიტრი შაშკინის მიერ თანამდებობების შეცვლას ემთხვევა.

როგორც ფონდის მიერ წარმოდგენილი ანგარიშიდან ირკვევა, 1 000 000 ლარი შემდეგნაირად განაწილდა:

2012 წლის თებერვლიდან ნოემბრის ჩათვლით, ფონდმა სულ დახარჯა 1 038 909 ლარი; აქედან ნოემბერში, ანგარიშის მომზადების პერიოდისთვის, გაწეული იყო მხოლოდ საგრანტო განაცემების ხარჯი – 59 111 ლარი.

10 თვის მანძილზე ფონდმა ყველაზე დიდი რაოდენობის თანხა – 900 035 ლარი გასცა გრანტების სახით:

2012 წლის თებერვლამდე ნოემბრის ჩათვლით, სულ დაფინანსდა 44 პროექტი. ფონდის მიერ წარდგენილ ანგარიშში მითითებულია თითოეული პროექტის დაფინანსების საფუძველი (ოქმის და ხელშეკრულების ნომრები), თუმცა, სამწუხაროდ, ცალკე არ არის გამოყოფილი პროექტის განმახორცილებელ პირთა/ორგანიზაციათა დასახელება, რაც მეტად გამჭვირვალეს გახდიდა თანხების განკარგვას. მხოლოდ რამდენიმე პროექტის შემთხვევაში, მათ ანოტაციაშივე არის მითითებული დაფინანსებულთა სახელები.

ყველაზე დიდი რაოდენობის თანხა – 145 000 ლარი გამოიყო პროექტისთვის "წინასაარჩევნო განწყობებისა და მოლოდინების კვლევა", რომელიც 2012 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის მაისის ჩათვლით პერიოდში გახორციელდა.

2012 წლის იანვარ-აპრილში გახორციელდა ა(ა)იპ საქართველოს სტუდენტთა დასაქმების ცენტრისა და განათლების სამინისტროს ერთობლივი პროექტი "ასწავლე მოსწავლეს", რომელიც სტუდენტების მიერ სკოლებში შემეცნებითი სახის გაკვეთილების ჩატარებას გულისხმობდა. პროექტის მთლიანმა ღირებულებამ შეადგინა 7 986 ლარი. ა(ა)იპ საქართველოს სტუდენტთა დასაქმების ცენტრი სულ რაღაც ნახევარი წლით ადრე, 2011 წლის 6 ივნისს დაფუძნდა.

საზოგადოების დამფუძნებლები არიან ლაშა მონიავა (გამგეობის თავმჯდომარე), გივი ჭლიკაძე და გერონტი მიქაძე (გამგეობის წევრები). საინტერესოა, რომ ამ პროექტთან დაკავშირებით გავრცელდა ერთ-ერთი სტუდენტის სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ პროექტის საუკეთესო 10 მონაწილე ლიტვაში უნდა წასულიყო, მაგრამ წამსვლელთა შერჩევის პროცესი არ იყო გამჭვირვალე. "სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის" მიერ წარდგენილ ანგარიშში მოცემულ პროექტის ანოტაციაში არაფერია მითითებული ლიტვაში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ; საუბარია მხოლოდ სტუდენტებისთვის ტრენინგის ჩატარებასა და შემდეგ ამ სტუდენტების მიერ სკოლებში გაკვეთილების ჩატარებაზე.

"პირობა კი იყო რომ "ასწავლე მოსწავლე”-ს პროექტის 10 საუკეთესო მონაწილე ლიტვაში წავიდოდა 10 დღით. კაი ხნის ლოდინის შემდეგ, დამირეკეს და მითხრეს, რომ უნდა გავსულიყავი სკოლაში. 166-ე სკოლა გვქონდა მე და ჩემს მეწყვილეს არჩეული და სკოლებში გავედით. არც დაპირებული შემმოწმებლები იყვნენ, ვინც გაარკვევდა იმას, თუ ვინ უნდა წასულიყო ლიტვაში და არაფერი. მეტიც, შემდეგ გავიგე, რომ პროექტის დამთავრებამდე ამ თვითმარქვია ორგანიზაციის პრეზიდენტს ვინმე ლაშა მონიავას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა თუ ვის წაიყვანდა ლიტვაში. ყველაზე საშინელება კი ის იყო რომ ლიტვაში წამსვლელთა სიაში მოხვდნენ ისეთებიც, ვისაც ერთი გაკვეთილიც არ ჰქონდათ ჩატარებული."

ფონდმა 2012 წლის მარტიდან 2013 წლის იანვრამდე პერიოდში 60 000 ლარი გასცა http://www.onlinenews.ge-ზე/, ინტერნეტ-პორტალზე, სადაც ახალი ამბები თავსდება ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. "უახლესი ამბების პორტალი", როგორც თავის თავს http://www.onlinenews.ge/ უწოდებს, Facebook-ზე ბოლოს 1 დეკემბერს განახლდა.

ხოლო მითითებული ორი ვებ-გვერდიდან (http://www.onlinenews.ge/ და http://www.onn.ge/) არც ერთი არ ფუნქციონირებს. შესაბამისად, დღესდღეობით შეუძლებელია იმის გაგება, თუ კონკრეტულად რას მოხმარდა გასულ წელს გაცემული 60 000 ლარი.

2012 წლის მარტიდან 2012 წლის დეკემბრის ჩათვლით, ფონდმა 60 000 ლარი გამოუყო ორგანიზაცია "ახალი თაობა-ახალი ინიციატივას" პროექტ "მდგრადი ორგანიზაცია 2012"-თვის, რომლის მთავარი მიზანიც ორგანიზაციულ განვითარებაში, მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და PR-ის გაუმჯობესებაში მდგომარეობდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია დაფუძნდა 2004 წლის 3 დეკემბერს კონსტანტინე იონათამიშვილის, მიხეილ დევდარიანის, შალვა გელაშვილის, გიორგი გამყრელიძისა და ალექსანდრე სილაგაძის მიერ.

კონსტანტინე იონათამიშვილი 2003-2009 წლებში ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო, ხოლო 2010 წლიდან ქ. თბილისის საკრებულოს წევრი პარტიული სიით ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”.

2012 წლის მანძილზე, ფონდის მიერ ორგანიზაცია "ახალი თაობა-ახალი ინიციატივასთვის" თანხის გამოყოფის პერიოდში, შალვა გელაშვილი მუშაობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სტატისტიკურ-ანალიტიკური სამმართველოს უფროსად, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსად და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის სტატისტიკისა და ანალიზის სამმართველოს უფროსად (დეკლარაციის შევსების თარიღია 31/08/2012). შალვა გელაშვილს გამგეობის წევრობა შეუწყდა 2012 წლის 31 დეკემბერს (ძალაში შევიდა 2013 წლის 25 იანვარს).

ალექსანდრე სილაგაძე 2012 წლის 31 ოქტომბრისთვის იყო საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. ალექსანდრე სილაგაძე საჯარო რეესტრის 2010 წლის 10 მარტის ამონაწერში მითითებულია როგორც ორგანიზაციის დირექტორი; უკვე 16 მარტის ამონაწერის მიხედვით, ის დირექტორთა ჩამონათვალიდან ამოღებულია და მითითებულია როგორც დამფუძნებელი, ხოლო 2011 წლის 14 აპრილის ამონაწერში საერთოდ არ ფიგურირებს.

40 260 ლარი გამოყო ფონდმა საქართველოს მასშტაბით თვითმმართველობების ხელმძღვანელებისთვის ტრენინგების ჩასატარებლად, თუმცა, არ არის მითითებული, თუ ვინ ჩაატარა ტრენინგები, რამდენად კვალიფიციური იყო პროექტის ორგანიზატორთა ჯგუფი და შესაბამისად, რამდენად მიზნობრივად დაიხარჯა ბიუჯეტის თანხა.

10 000 ლარი იყო გამოყოფილი სოფლის განვითარების პროგრამის მონიტორინგზე, თუმცა, იმის გამო, რომ არ არის მითითებული პროექტზე პასუხისმგებელი პირების ვინაობა, შეუძლებელია როგორც საბიუჯეტო თანხების ხარჯვის მიზნობრიობის, ისე მონიტორინგის შედეგების ნახვა.

ასევე გაუგებარია, ვის გამოეყო 19 997,8 ლარი პროექტისთვის "კვლევის მეთოდოლოგიისა და პრაქტიკის სკოლა", რომელიც 30 მკვლევარის გადამზადებას და კვლევების ჩატარებას ისახავდა მიზნად.

საინტერესოა ვინ განახორციელა პროექტი "ინფორმირებული მოქალაქე _ აქტიური მოქალაქე", რომლის განხორციელებისთვისაც ფონდმა 99 800 ლარი გამოყო. პროექტი მიზნად ისახავდა 150 საჯარო შეხვედრის ორგანიზებას და საინფორმაციო მასალების გავრცელება საარჩევნო და ადამიანის სხვა უფლებებზე.

პროექტისთვის "რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ", რომლის მიზანსაც კვლევის მომზადება, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან სავარაუდო მოქმედებების განსაზღვრა და პროგნოზების გაკეთება წარმოადგენდა, ფონდმა 49 900 ლარი გამოყო ბიუჯეტიდან. უცნობია როგორც კვლევის განმახორციელებელი პირების ვინაობა, ისე კვლევის შედეგები.

პროექტისთვის "მოხალისეობის მხარდაჭერა საქართველოში" ფონდმა გამოყო 6000 ლარი. პროექტი განხორციელდა ორგანიზაცია "ახალი გვერდის" მიერ იუსტიციის სამინისტროსთან, იუსტიციის სასწავლო ცენტრთან და განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით. როგორც ირკვევა, ორგანიზაცია "ახალი გვერდი" პროექტის დაფინანსებამდე სულ რამდენიმე თვით ადრე, 2011 წლის სექტემბერში დაარსდა მაია ჩოჩუას, ქეთევან ახალკაცის, ნინო გოგიბერიძისა და რენატე უინთერის მიერ. დირექტორები არიან მაია ჩოჩუა და ქეთევან ახალკაცი. საინტერესოა, რომ მაია ჩოჩუას მეუღლე, ზვიად ცაგარეიშვილი 2005 წლიდან მუშაობდა ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროში, შემდეგ კი ფინანსთა სამინისტროში. 2012 წლის 5 ნოემბრამდე, ხსენებული პროექტის გახორციელების პერიოდში, იგი იყო ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსი.

9760 ლარით დაფინანსებულ პროექტს "დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯერისა და ანანურის თემებში მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება" ახორციელებს ორგანიზაცია "მთისა და ბარის კავშირი", რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის წევრიც არის რევაზ ყარმაზანაშვილი, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე.

IDFI შეეცადა ფონდისგან დამატებით მიეღო ინფორმაცია პროექტების განმახორციელებელი ორგანიზაციებისა და მათ მიერ ფონდისთვის წარდგენილი ანგარიშების შესახებ, თუმცა ფონდის მოძიება ვერ მოხერხდა. მითითებული საკონტაქტო ტელეფონები არ ფუნქციონირებს, ხოლო ვებ-გვერდი საერთოდ გაუქმებულია. თუმცა, საჯარო რეესტრში ორგანიზაცია კვლავაც რეგისტრირებულია და მისი ლიკვიდაცია არ დაწყებულა.




 ახალი ამბები
  • ,,ჩვენ ერთად ვირჩევთ მომავალს“ - განათლებისა და თანასწორობის ცენტრმა ოზურგეთში ახალ პროექტი დაიწყო ,,ჩვენ ერთად ვირჩევთ მომავალს“ - ასე ეწოდება პროექტს, რომელიც არასამთავრიბო ორგანიზაცია განათლებისა და თანასწორობის ცენტრი, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დაფინანსებით ახორციელებს. პროექტის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები უმცირესობების წარმომადგენლებისთვის დემოკრეტიულ ღირებულებებზე დაფუძნებული არაფორმალური განათლების შეთავაზება და სამოქალაქო კულტურის განვითარების ხელშეწყობა. 15 ნოემბერს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფორმატი მოიცავდა დისკუსიას თემაზე: რამდენად ახდენს გავლენას არჩევნების შედეგზე დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული საარჩევნო კამპანია. დისკუსიაში  მუნიციპალიტეტში მომქმედი პოლიტიკური პარტიებთან:  პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება  ,,ევროპული საქართველო“, პარტია  ,,სამართლიანობისთვის“, პოლიტიკური პარტია ,,ლეიბორისტული (შრომის) პარტიასთან“  ერთად მონაწილეობდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და  სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ოზურგეთის საარჩევნო ოლქის წევრები და ჟურნალისტები. შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა, დამსწრე საზოგადოებამ ერთმანეთს გაუზიარეს შეხედულებები დემოკრატიულ ღირებულებზე დაფუძნებული საარჩევნო კამპანიის მნიშვნელობაზე. პროექტი ნოემბრის ბოლოს დასრულდება და  არა ერთ აქტივობას პირდება ... ...
  • სემეკმა დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესი დაამტკიცასაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებისთვის დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესები დაამტკიცა. წესის საფუძველზე დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის ფარგლებში დადგინდება, თუ რამდენად სრულყოფილად ასრულებს კომპანია მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს კონკრეტული რეგულირებადი საქმიანობისათვის საჭირო დანახარჯების წარმოშობის, დასაბუთების, გონივრულობის და  სათანადოდ აღრიცხვის კუთხით. სატარიფო რეგულირების პროცესში სემეკი ითვალისწინებს კომპანიის მიერ წარმოდგენილ, დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ შედგენილ აუდიტის ანგარიშს, რომლითაც აუდიტორის მიერ დადასტურებულია კომპანიის ყველა სახის დანახარჯი და არა ამ დანახარჯის მიზანშეწონილობა კონკრეტული რეგულირებადი საქმიანობისთვის. „დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესი“ კი ადგენს პრინციპებს, კონკრეტულ რეგულირებად საქმიანობასთან დანახარჯის კავშირისა და მისი გონივრული ოდენობით განსაზღვრის შესახებ.  ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Fuckup Nights Tbilisi გაიმართა (R)საქართველოს ბანკის პარტნიორობით რიგით მეჩვიდმეტე Fuckup Nights Tbilisi გაიმართა. ღონისძიება განკუთვნილია მეწარმეებისთვის, ბიზნესმენებისთვის, აღმასრულებელი დირექტორებისთვის, მენეჯერებისთვის. მათთვის, ვისაც სურს ისწავლოს სხვის შეცდომებზე, ისაუბროს პროფესიული მარცხის შესახებ, დრო სასიამოვნო გარემოში, საინტერესო ადამიანებთან ერთად გაატაროს. Fuckup Nights Tbilisi არის სივრცე, სადაც მონაწილეები ისმენენ ბიზნესისტორიებს, რომლებსაც მოჰყვა მარცხი და იმედგაცრუება, განიხილავენ პარტნიორულ ურთიერთობას, რომელიც გაფუჭდა, საუბრობენ პროდუქტზე, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა.  Fuckup Nights Tbilisi-ის წლევანდელი სპიკერები იყვნენ:  ლაშა ანთაძე, Shelf Network-ის დამფუძნებელი. Shelf არის ბლოქჩეინ სტარტაპი, რომლის საშუალებითაც ნებისმიერი გასაყიდი ნივთი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ერთდროულად თავსდება ონლაინ მარკეტფლეისებზე და ტარდება სინქრონული აუქციონი ან ვაჭრობა. 2018 წელს სტარტაპმა მოიპოვა $1.6 მილიონი ინვესტიცია.  მარიამ რუსიშვილი, QuickCash AI-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. QuickCash AI ღრუბლოვანი ბიზნეს ბანკინგის მაღალტექნოლოგიური ალგორითმული პლატფორმაა (www.lightspeed.ge), რომელიც ემსახურება მცირე და საშუალო კომპანიების კრედიტუნარიანობის ონლაინ შეფასებას. 2019 წელს კომპანია EMERGING EUROPE AWARDS-ზე, ლონდონში  საუკეთესო სამეულში, როგორც წლის ინოვაციური ინიციატივა მოხვდა.  კრისტინა ავსარქისოვა, მუსიკოსი, რომელიც ცნობილია როგორც Dudey.  ის არის მომღერალი, მუსიკოსი, კომპოზიტორი, რომელმაც house-მუსიკის მიმართულების სინთეზი მოახდინა გოთურ სიმღერასთან, ტექსტებთან და ცოცხალ ვოკალთან.  წარუმატებლობის კიდევ ერთი ისტორია გააზიარა დამსწრეებთან სანდრო გაბელიამ, Metro Production-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა პროდიუსერმა.  Fuckup Nights Tbilisi-ის სცენა ღიაა მათთვის, ვინც არ უშინდება ფართო აუდიტორიასთან საკუთარ მარცხზე საუბარს. Fuckup Nights -ის სცენამ 16 შეხვედრის დროს უკვე უმასპინძლა სტარტაპებს, არქიტექტორებს, ანტრეპრენერებს, ეკონომისტებს, სპორტსმენებს, ხელოვანებს, ჟურნალისტებსა და პრომოუტერებს, უამრავ სხვა საინტერესო პროფესიის ადამიანს, რომლებმაც წარუმატებლობის საკუთარი ისტორია გააზიარეს.  Fuckup Nights არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, რომელიც გადმოსცემს პროფესიული მარცხის ისტორიებს. თვეში ერთხელ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 3-4 წარმატებული ადამიანი საკუთარ საქმიან წარუმატებლობას ფართო აუდიტორიას უზიარებს. Fuckup მოძრაობა 2012 წელს მექსიკაში დაიწყო. დღეს ღონისძიებები ყოველთვიურად მსოფლიოს 300-ზე მეტ ქალაქში იმართება. საქართველო გლობალურ მოძრაობას 2018 წლის 13 აპრილს შეუერთდა და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 86 ქვეყანასა და 318 ქალაქში მიმდინარეობს.  ... ...
  • რა მდგომარეობაა საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით კომპანიებშიCSR- კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, ბიზნეს მოდელში ინტეგრირებული თვითრეგულაციის ფორმაა. სოციალური პასუხისმგებლობა კი მნიშვნელოვანია ნებისმიერი კომპანიისთვის. ეს განსაკუთრებით დიდი ბიზნესის წარმომადგენლების პრ საქმიანობას ეხება. უფრო პატარა კომპანიები ხშირად მთელი პროცესის მაგივრად მხოლოდ ცალკეულ საქველმოქმედო აქციებს მიმართავენ. აღსანიშნავია, რომ საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მიხედვით, ვალდებულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარებისთვის,  ხელი შეუწყოს კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობასა და ანგარიშვალდებულებას. CSR კვირეულის ფარგლებში, ქორთიარდ მარიოტში  კორპორაციული პასუხისმგებლობის კვლევის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია სიდა-ს დაკვეთითა და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა. პროექტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში მოქმედი ბიზნესების გამოკვლევა კორპორაციული პასუხისმგებლობის კუთხით. კვლევა საშუალებას აძლევს ყველა დაინტერესებულ მხარეს, დაინახოს თუ რა მდგომარეობაა საქართველოში მოქმედ მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის კომპანიებში ამ თვალსაზრისით. ორგანიზაციული სტრუქტურა და კორპორაციული პასუხისმგებლობა, კორპორაციულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საქმიანობის/აქტივობების დაგეგმვის, აღსრულებისა და მონიტორინგის პროცესი, კორპორაციულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული რეპორტინგი და საქმიანობის/აქტივობების გაშუქება, ადამიანის უფლები და შრომითი უფლებები,  გარემოს დაცვა და ნარჩენების მართვა, კორუფციასთან ბრძოლა, ქველმოქმედება, სპონსორობა, სხვადასხვა სფეროს განვითარების მხარდაჭერა, პარტნიორობა საჯარო და არასამთავრობო სექტორთან_ ეს ის რამდენიმე ძირითადი ნაწილია, რისგანაც კვლევის კითხვარი შედგებოდა. რა მდგომარეობაა საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით კომპანიებში_ ამ საკითხზე „გურია ნიუსი“ არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ აღმასრულებელ დირექტორს, სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა. ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს მასშტაბით ჩატარებული კვლევის ფარგლებში 1000-ზე მეტი, მსხვილი, საშუალო და მცირე ზომის  კომპანია გამოიკითხა. „გამოვიკვლიეთ ისეთი მიმართულებები, როგორიცაა, კორპორაციული მმართველობა, ადამიანის უფლებების დაცვა, შრომის უფლებების სტანდარტების მიმართულებით რას საქმიანობენ კომპანიები, გარემოს დაცვა, კორუფციასთან ბრძოლა. მათ შორის, გამოვიკვლიეთ ამ მიმართულებებით რა ღონისძიებებს ახორციელებს კომპანია პარტნიორულად სხვა კომპანიებთან ან არასამთავრობო სექტორთან ან სახელმწიფო სტრუქტურებთან. გარკვეული შედეგები დაიდო ამ კუთხით. ერთის მხრივ კომპანიების 26%-მა თქვა, რომ მათ აქვთ გათვალისწინებული კორპორაციული პასუხისმგებლობა სტრატეგიულ დონეზე და ყურადღებას აქცევენ, რომ ამ მიმართულებით გარკვეული საქმიანობა განახორციელონ. 26% ძალიან მცირეა, მაგრამ ამ მიმართულებით გასულ წლებში უფრო ცუდი მდგომარეობა იყო. რაც შეეხება ადამიანის უფლებების სტანდარტებს, კომპანიების დიდი ნაწილი ამბობს, რომ ისინი არა მხოლოდ ითვალისწინებენ ადამიანების უფლებების სტანდარტებს, არამედ თავიანთ კონტრაქტორებს სთხოვენ, რომ სტანდარტები გაითვალისწინონ. გამოვიკვლიეთ, შრომითი უსაფრთხოების სტანდარტები რამდენად არის გათვალისწინებული კომპანიების შიდა დოკუმენტებში და საქმიანობაში, ბავშვთა შრომის საკითხები, ასევე გამოვიკვლიეთ გაერთიანების თავისუფლება და სხვა. მდგრადი განვითარების დღის წესრიგის  შესრულების საკითხიც  იქნა გამოკვლეული და კომპანიების უმრავლესობა აცხადებს, რომ მდგრადი განვითარების პირველ ორ მიზანზე ახდენს ზეგავლენას ძირითადად საქმიანობით, რომელიც არის სიღარიბის დაძლევა და შიმშილის აღმოფხვრა“,_ ამბობს ზურაბიშვილი. როგორც „სიდას“ აღმასრულებელ დირექტორი ამბობს,  კორპორაციული პასუხისმგებლობა არის ძალიან მრავალმხრივი და ამიტომაც  ყველა აღნიშნულ მიმართულებაზე გამოწვევები არსებობს. ადამიანის უფლებების სტანდარტების სტატისტიკური მონაცემები არის ძალიან დაბალი. კომპანიებში ხშირად არ არსებობს საჩივრის მექანიზმები, რაც ადამიანის უფლებების დარღვევის გამოვლენას ხელს უშლის. „რამდენი კომპანია ახორციელებს, რამდენ კომპანიას აქვს პოლიტიკის დონეზე დანერგილი ეს სტანდარტები, რამდენად ახორციელებენ იმის მონიტორინგს ნამდვილად ხორციელდება ის, რაც გაწერილია დოკუმენტში. რამდენად არსებობს საჩივრის მექანიზმები ამ მიმართულებით. ხშირად კომპანიებში არ არსებობს საჩივრის მექანიზმები იმისთვის, რომ გამოვლინდეს ადამიანის უფლებების დარღვევები. შრომის უფლებების დარღვევების სტანდარტების მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული სტანდარტები არის უკვე საკანონმდებლო დონეზე გაწერილი. მაგალითად, შრომითი უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვა და შრომითი ზედამხედველობის მენეჯერის არსებობა კომპანიაში მსხვილი ზომის საწარმოების დიდ ნაწილშიც კი არ არის ეს საკითხი გათვალისწინებული“,_ ამბობს ზურაბიშვილი. სალომე ზურაბიშვილი ასევე კომპანიებში ნარჩენების მართვის მიმართულებით არსებულ პრობლემებზეც საუბრობს. „მიუხედავად იმისა, რომ ნარჩენების მართვა საკანონმდებლო დონეზე გვაქვს გათვალისწინებული, დიდი რაოდენობა კომპანიების ამბობს, რომ ამ საკითხზე ისინი არ მუშაობენ და არანაირ ნაბიჯს არ დგამენ იმისთვის, რომ გარემოზე მინიმალური ზეგავლენა ჰქონდეთ“,_ ამბობს ... ...
  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი: უფრო მეტად, შვილების შემხედვარე, „ბასტი-ბუბუს“ ვუყურებ ხოლმეპარლამენტში, სადაც, ამ წუთებში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, პაატა სილაგაძის მოსმენა მიმდინარეობს, "ევროპული საქართველოს" დეპუტატი ოთარ კახიძე დაინტერესდა, იცნობდა თუ არა „თიბისი ბანკის“ საქმეს  პაატა სილაგაძე, რაზეც მან უპასუხა, რომ ფაქტის შესახებ ტელევიზიიდან გაიგო. „საქმეს არ ვიცნობ. ფაქტი ვიცი, რომ მიმდინარეობს. ტელევიზიიდან გამომდინარე, მაგრამ დეტალები არ ვიცი“, _ აღნიშნა სილაგაძემ, რომლის განცხადებას დეპუტატი ხათუნა გოგორიშვილის გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სილაგაძე არის პირველი კანდიდატი, ვინც თქვა, რომ ტელევიზორს უყურებს. "უფრო მეტად, შვილების შემხედვარე, „ბასტი-ბუბუს“ ვუყურებ ხოლმე“, _ ასე უპასუხა გოგორიშვილის რეპლიკას ... ...

არქივი

ზაფრანი

რა მოხდება მაშინ, თუ ყოველდღე ორ ბანანს მივირთმევთ

ბანანი მნიშვნელოვნად არეგულირებს არტერიულ წნევას,...

არ მიირთვათ ხილი ჭამის შემდეგ

ხილი მიირთვით საჭმლის მიღებამდე, რადგან...

რამდენიმე რჩევა ბავშვის მოვლის შესახებ

როგორ დაიჭიროთ ბავშვი ხშირად მშობელს...

როგორ მოვიშოროთ ნეგატიური ენერგია?

სალბი ( სამკურნალო მცენარე) შორეულ...

ჰოლივუდელების საყვარელი წიგნები

ბრიუს უილისის რჩეული წიგნია, ჰეროდოტეს...

ყველაზე მომხიბლავი ქერა მსახიობები

ქერა თუ შავთმიანი? სხვადასხვა გამოკვლევებით...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...