სინოდი მთავარეპისკოპოსის განცხადებას პასუხობს

მთავარი თემა

სინოდი მთავარეპისკოპოსის განცხადებას პასუხობს

2013 დეკ 24 10:42:04

"საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია ერთს მხრივ გამოხატავს სინანულს მთავარეპისკოპოს მალხაზ სონღულაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით, ხოლო მეორეს მხრივ ამ გადაწყვეტილებას ლოგიკურად მიიჩნევს. ეკლესია უსაფუძვლო ბრალდებად მიიჩნევს მთავარეპისკოპოსის მიერ მისი თანამდებობიდან გადადგომის დასახელებულ მიზეზს, რომლის მიხედვით, ეკლესიის მსახურთა უმეტესობის მიერ არ იქნა გაზიარებული მისი წარმოდგენები სხვადასხვა სახის ფობიებთან ბრძოლის თაობაზე.

ეკლესია ყოველთვის მის გვერდით იდგა და მთლიანად იზიარებდა მის მეთოდებს ისლამოფობიის, ქსენოფობის და ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ერთადერთი საკითხი, რომელშიც ჩვენ ფუნდამენტური უთანხმოება გვქონდა იყო ჰომოსექსუალიზმთან დაკავშირებული პოზიცია. ეკლესია, წმინდა წერილზე დაყრდნობით ცოდვად მიიჩნევს ერთსქესიანთა სექსუალურ ურთიერთობას.

მთავარეპისკოპოსის შეხედულებით, ერთსქესიანთა სექსუალური ურთიერთობა, თუ ის სიყვარულსა და ერთგულებაზე დამყარებულ მონოგამიურ ურთიერთობას წარმოადგენს, ცოდვა არ არის. ეს პოზიცია ეკლესიისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის კარი ღიაა ყველასთვის, მათ შორის სექსუალური უმცირესობისთვის. ეკლესიისათვის ჰომოსექსუალური ორიენტაცია ცოდვა არ არის, ცოდვაა მხოლოდ ჰომოსექსუალური პრაქტიკა. ეკლესია მზად არის ყური დაუგდოს ლგბტ ადამიანებს, დადგეს მათი უფლებებისა და ღირსების სადარაჯოზე, გაიზიაროს მათი პრობლემები, ილოცოს მათზე და საჭიროების შემთხვევაში ფინანსურადაც დაეხმაროს მათ.

ეკლესია თავისი ბუნებით კონსერვატორული ინსტიტუტია და მას არ შეუძლია თავისი საზღვრების მოშლა-მორღვევა. მივესალმებით სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს დაესწრონ ჩვენს ღვთისმსახურებებს. მათ უფლება აქვთ გახდნენ ჩვენი ეკლესიის სრულუფლებიანი წევრები, თუ ისინი უარს იტყვიან ჰომოსექსუალურ პრაქტიკაზე. ჩვენი მაცხოვარი, უფალი იესო ქრისტე დროის დიდ ნაწილს ცოდვილებთან ატარებდა და ამ ურთიერთობების შედეგად ისინი ცხოვრების წესს იცვლიდნენ. როდესაც მაცხოვარმა მრუშობაზე წასწრებული დედაკაცი ჩაქოლვას გადაარჩინა, უთხრა მას: "წადი და ამიერიდან ნუღარ შესცოდავ“ (იოანე 8:11). იესო ქრისტემ დაიცვა ადამიანის სიცოცხლე და ღირსება, მაგრამ იმავდროულად ცოდვას თავისი სახელი დაარქვა," _ ნათქვამია სინოდის განცხადებაში.

მთავარეპისკოპოსის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებაში მალხაზ სონღულაშვილი აღნიშნავდა, რომ მისი წარმოდგენები სხვადასხვა სახის ფობიების წინააღმდეგ ბრძოლაზე გაზიარებული არ არის ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მსახურთა უმეტესობის მიერ და ამიტომ მას გამართლებულად არ მიმაჩნია, ამ თემის წინამძღოლი იყოს.

"ცხრამეტი წლის განმავლობაში მე სათავეში ვედექი საქართველოს ევანგელურ ბაპტისტურ ეკლესიას. ჩემთვის მძიმე, მაგრამ ძალიან საპატიო იყო ეს ჯვარი. მე მადლობას ვწირავ ღმერთს იმ წლებისათვის, რომელიც მე თქვენს გვერდში გავატარე. ეს იყო არა მარტო გაუთავებელი ბრძოლის, არამედ უზარმაზარი შემოქმედებითი საქმიანობის წლები.

ახლა მოვიდა იმის დრო, რომ ჩემი მსახურების ფარგლები შევკვეცო. ამიერიდან მე მინდა ჩემი დარჩენილი სიცოცხლის მეტი წილი დავუთმო: სამეცნიერო მუშაობას, საუნივერსიტეტო სწავლებას და სოციალურ მსახურებას.

მე ვხედავ, რომ ჩემი წარმოდგენები სხვადასხვა სახის ფობიების წინააღმდეგ ბრძოლაზე გაზიარებული არ არის ჩვენი ეკლესიის მსახურთა უმეტესობის მიერ და ამიტომ მე გამართლებულად არ მიმაჩნია, რომ ვიყო ამ თემის წინამძღოლი.

მე მადლობას გიხდით ყველას წლების განმავლობაში ერთად გაწეული შრომისათვის და იმ მეგობრობისათვის, რომელსაც მე თქვენგან ვგრძნობდი.

მე ვტოვებ საქართველოს ევანგელურ ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკპოსის თანამდებობას და ქორეპისკოპოსს ვთხოვ შეასრულოს ეს მოვალეობა, ვიდრე მაისის თვეში არ გაიმართება ჩვენი ეკლესიის კრება, რომელიც აირჩევს ახალ მთავარეპისკოპოსს. პარალერულად, მე უარს ვამბობ სინოდის წევრობაზე. ასევე, თბილისის ეპარქიის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე, უარს ვამბობ ამ ეპარქიის მმართველობაზე.

ცხადია, მე უარს არ ვამბობ მხარში დაგიდგეთ ყველას ერთად და თითოეულს ცალკ-ცალკე, სადაც ეს საჭირო იქნება და შესაძლებელი. მე ვბრუნდები იქ, საიდანაც დავიწყე ჩემი საეკლესიო საქმიანობა. მე ვიმსახურებ იმ ეკლესიაში, სადაც დავიბადე და გავიზარდე - მშვიდობის კათედრალში, სადაც მე პასუხისმგებლობა მაქვს ნაკისრი, გავუძღვე მშვიდობის კათედრალის ცხოვრებისა და ლიტურგიის განახლების საქმეს," _ განაცხადა მალხაზ სონღულაშვილმა.




 ახალი ამბები
  • "ეს გააკეთა მერმა და არა წილოსანმა" - დაპირისპირება ჩოხატაურის ბაზარშიალეკო ელისაშვილის და მისი გუნდის შეხვედრა ჩოხატაურის ბაზარში დაპირისპირების ფონზე ... ...
  • ჩოხატაურში "გურული ფეოდალი მაჟორიტარების" სამხილებლად ემზადებიანამ წუთებში ჩოხატაურის ბაზარში სამოქალაქო მოძრაობის წევრები აქციის გასამართად ემზადებიან. როგორც ისინი აცხადებენ, დღეს ჩოხატაურის ბაზარში "გურული ფეოდალი მაჟორიტარების" არჩილ თალაკვაძის და ნინო წილოსანის მხილებას ... ...
  • რატომ მოიხსნა მასალა “გურია ნიუსის“ ვებგვერდიდანდღევანდელი აქციის გაშუქებისას, “გურია ნიუსის“ ვებგვერდზე დაიდო მასალა, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და მოქალაქეს შორის მომხდარ მცირე ინცინდენტს შეეხებოდა. იმის გამო, რომ აუდიოჩანაწერში, შეუძლებელი იყო ინციდენტისას გაჟღერებული ფრაზების ზუსტად გარჩევა, მივიღეთ გადაწყვეტილება, მასალა ვებიდან მოგვეხსნა. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტის სიზუსტეა, ვისაც არ უნდა ეხებოდეს ის. ჟურნალისტის აღწერით, მოქალაქეებთან სელფის გადაღებისას, პრემიერთან მოქალაქე მივიდა და სთხოვა, გაეცა პასუხი, თუ რატომ არ აკმაყოფილებენ მის განცხადებას. პრემიერი, რომელიც დაცვასთან ერთად უკვე გადიოდა ლოკაციიდან, მოქალაქეს მიუბრუნდა, თუმცა, რა საუბარი შედგა მათ შორის და როგორ დაშორდნენ ერთმანეთს აუდიოჩანაწერში არ ისმის. მოქალაქემ ჟურნალისტს უთხრა, რომ პრემიერმა მას პასუხი არ გასცა და დაცვას ლოკაციიდან გასვლის შესახებ მიმართა, თუმცა, აუდიოჩანაწერში არ ისმის ფრაზა: “მომაშორეთ ეს კაცი!“, როგორც ეს მოქალაქემ უთხრა ჟურნალისტს. იგი ვინაობას არ ასახელებს, როგორც თავად ამბობს, შემდგომში პრობლემებისგან თავდაცვის მიზნით. როგორც მან ჟურნალისტთან საუბარში თქვა, ის სოლოლაკში, ავარიულ სახლში ცხოვრობს და ამის შესახებ აქვს განცხადება შეტანილი და სწორედ ამ განცხადების პასუხს ითხოვს ... ...
  • დუტა სხირტლაძემ ათი თეთრი მოიგო და ოზურგეთელმა კი ოთხკაციანი საგზაურიდღეს, “იმედის“ ეთერში ერთ-ერთი სუპერმარკეტის ქსელის გათამაშება შედგა. დოლორას დატრიალების დროს შოუმენმა დუტა სხირტლაძემ  ბილეთის ნაცვლად ათთეთრიანი ამოიღო. “ეს ათი თეთრი ლიფტში გამომადგება. ისე, თანხა შესაწირავ ყუთში უნდა მოათავსოთ,“ - თქვა დუტა სხირტლაძემ. მოგვიანებით,  ოზურგეთში მცხოვრებმა გათამაშებაში ევროპაში გასამგზავრებელი ოთხკაციანი საგზური ... ...
  • “ადამიანებმა, რომლებმაც ორგანიზაციებს მიაწოდეს ინფორმაციები, ანონიმურობა ითხოვეს“სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)- ამ ოთხმა ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს 14 დეკემბერს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მიერ თბილისში პარტიული ღონისძიების ფარგლებში ფართომასშტაბიანი აქციის შესახებ. პარტიის განცხადებით, ღონისძიება საქართველოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარედ არჩევასთან დაკავშირებით მიმდინარე საზეიმო კვირეულის შეჯამებას უკავშირდება. განცხადება 13 დეკემბერს გავრცელდა, სადაც ნათქვამია: “აღნიშნულ ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მმართველი პარტიის მიერ მოქალაქეთა აქტიური მობილიზება შეინიშნება, რომელსაც ძირითადად კოორდინაციას უწევენ „ქართული ოცნების“ პარტიული ოფისები. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტში, პარტიის კოორდინატორების გარდა, მოქალაქეთა მობილიზებაში აქტიურად არიან ჩართულები მერების წარმომადგენლები სოფლებში და სოფლების საკრებულოს დეპუტატები. კონკრეტულად, მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა ქუთაისში, წყალტუბოში, ზუგდიდში, ფოთში, ხობში, მარტვილში, ოზურგეთში, ჩოხატაურში, ქობულეთში, ბათუმში, ხელვაჩაურში, ახალციხეში, გორში, ხაშურსა და კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დადიან მოსახლეობაში, საჯარო სკოლებში, საბავშვო ბაღებში და საჯარო სკოლის მასწავლებლებს, ბაღის თანამშრომლებს,  ა(ა)იპ და სსიპ-ების  თანამშრომლებს მოუწოდებენ გაემგზავრონ ხელისუფლების მიერ დაგეგმილ აქცია-ღონისძიებაზე. ზოგ შემთხვევაში აქციაზე წასვლისკენ მოწოდებას დავალების, ზოგ შემთხვევაში კი თხოვნის შინაარსი აქვს. ასევე, რამდენიმე მუნიციპალიტეტში, თვითმმართველობის საჯარო მოხელეებს დავალებული აქვთ აქციაზე წამსვლელი 10 ან 20 კაციანი სიების წარმოდგენა სახელის, გვარის და პირადი ნომრის მითითებით. საჯარო მოხელეებისა და ა(ა)იპ-ების თანამშრომლების გარდა, ზუგდიდის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში აქციაზე წასვლის შესახებ გაფრთხილებულები არიან სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეები, რომლებიც „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებთან პირად საუბარში გამოხატავენ შიშს, რომ აქციაზე წაუსვლელობის შემთხვევაში სოციალური დახმარება მოეხსნებათ. ხელმომწერი ორგანიზაციები მმართველ პარტიასა და ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალი თანამდებობის პირებს მოუწოდებენ, რომ აღკვეთონ საჯარო მოხელეებსა და მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე ღონისძიებაზე დასწრებასთან დაკავშირებით ზეწოლის/იძულების ნებისმიერი ფორმა. ამასთან, მაქსიმალურად უზრუნველყონ დაგეგმილი პარტიული ღონისძიების გამიჯვნა საჯარო სამსახურის და თვითმმართველობების საქმიანობისგან, და თავი შეიკავონ დაგეგმილი ღონისძიების შესახებ მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანისგან,“_ წერია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. “გურია ნიუსი“ დაინტერესდა კონკრეტულად, ოზურგეთისა და ჩოხატაურის რომელ სოფელში დაფიქსირდა ზემოთ აღნიშნული ფაქტები. “სამართლიანი არჩევნების“ აჭარა-გურია-ფოთის რეგიონალური კოორდინატორის, მადონა ბერიძის თქმით, კონკრეტულ სოფლებს ვერ დაასახელებს, რადგან იმ ადამიანებმა, რომლებმაც ზემოთ აღნიშნულ ორგანიზაციებს მიაწოდეს ინფორმაციები ანონიმურობა ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე მსმელი ქალები მსოფლიოში

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...