ახალი გამგებლის კანდიდატურა და "გურიას" უეფაზე გაყვანის პირობა

მთავარი თემა

ახალი გამგებლის კანდიდატურა და "გურიას" უეფაზე გაყვანის პირობა

24 დეკ. 2013, 14:46:27
ზაზა ურუშაძე, რომელიც ამჟამად მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობას ასრულებს, "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ მის მიმართ არანაირი პრეტენზიები არ არსებობს და არსად წასვლასაც არ აპირებს. თუმცა, ჩვენი წყარო ამბობს, რომ ურუშაძის შეცვლა გარდაუვალია. უფრო მეტიც, როგორც გვითხრეს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლად, ბორის ჭყონია დაინიშნება, რომელიც წარმოშობით სუფსიდანაა. თავად ჭყონია, ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ასეთი საუბარი არის, თუმცა, გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია:

_ იყო ასეთი საუბარი. დიახ, განიხილება ჩემი კანდიდატურა, _ ამბობს ჭყონია.

_ ვისთან იყო ეს საუბარი, უშუალოდ ვინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თქვენ ლანჩხუთის გამგებელი უნდა გახდეთ?

_ მოსახლეობის მოთხოვნაც იყო ეს.

_ პირადად თქვენ ვისთან გქონდათ საუბარი?

_ გინდა თუ არა თქვენ უნდა იყოთ გამგებელიო, ასეთი საუბარი არავისთან მქონია. წარმოუდგენელია, ეს ვინმეს ასე გადაეწყვიტა, როცა ამ წუთას გამგებელი ადგილზეა.

_ ბატონო ბორის, უშუალოდ ხელისუფლებისგან თუ გქონდათ შემოთავაზება, რომ დაბრუნდეთ ლანჩხუთში და გამგებელი გახდეთ?

_ ხელისუფლებისაგან არა. ეს მოსახლეობისგან იყო და კულუარებშიც იყო ამაზე საუბარი. მე ჯერ არც თანხმობა განმიცხადებია და არც ვიცი, როგორ წარიმართება მომავალი.

_ თუმცა, ბოლო დროს მედიაში გამოჩნდით, როგორც ლანჩხუთის გულშემატკივარი...

_ დიახ. ეს არის კულტურული და სოციალური დახმარებები. ჩემი და ჩემი მეგობრების დახმარებით ნამდვილად ვაპირებ პროექტების განხორციელებას.

_ რატომ ახლა?

_ ეს ახლა გადაწყდა. კეთილი ფორმით, კეთილი ზრახვებით, ეს არის სიყვარულის გამოხატვა ლანჩხუთისა და ლანჩხუთელების მიმართ.

_ როდის შეიძლება, გიხილოთ ლანჩხუთის გამგებლად?

_ ეს არავინ იცის.

_ ამ ეტაპზე ლანჩხუთის მეგობრის სტატუსით აპირებთ მოღვაწეობას?

_ დიახ. მხოლოდ ეს არის.

_ თქვენი და თქვენი მეგობრების დახმარება რამდენად აისახება საფეხბურთო კლუბ "გურიაზე", რომელსაც სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს?

- ძალიან კარგად. უკვე მოლაპარაკება მიმდინარეობს სპონსორებთან. მოგეხსენებათ, რომ ლანჩხუთის "გურია" ლანჩხუთის უსაყვარლესი გუნდია, მაგრამ ეს ლანჩხუთელების კეთილდღეობის ხარჯზე არ უნდა აისახოს. ამიტომ, სპონსორები დებენ პირობას, რომ თავიანთ თავზე აიღებენ გუნდის ყველა ხარჯის გასტუმრებას. ლანჩხუთის ბიუჯეტში მოხდება თანხის შეტანა და არა პირიქით, ბიუჯეტიდან გადაქაჩვა გუნდისთვის. ამბობენ, რომ ძალიან უჭირს დღეს ლანჩხუთის ბიუჯეტს და ეს სავალალო სიტუაციაა. არ შეიძლება, ასეთი რამე მოხდეს. სპონსორები გვპირდებიან, რომ ამას ააცილებენ ლანჩხუთის მოსახლეობას და გუნდს გაიყვანენ უეფაზე.

_ იცნობთ სპონსორებს?

_ კი, როგორ არა, მაგრამ, ჯერჯერობით, თავს შევიკავებ დასახელებისგან.

_ თქვენს კანდიდატურას მოსახლეობის გარდა ვინ უჭერს მხარს? როგორც გვითხრეს, ახალ გუბერნატორთან არცთუ კარგი ურთიერთობა გაქვთ?

_ ეს ვინ თქვა? კარგი რატომ არ უნდა მქონდეს?! შევხდით კიდეც.

_ როდის შეხვდით, როცა გუბერნატორი გახდა?

_ არა. მანამდე. მას შემდეგ თბილისში ვარ და ვერ მოვახერხე შეხვედრა. თუმცა, მასთან ჩემს შესაძლო გამგებლობაზე საუბარი არ ყოფილა. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ გიორგის ძალიან დიდ პატივს ვცემ და მიხარია, რომ ლანჩხუთელი კაცია, მონდომებული ადამიანია და ვიცი, რომ ნამდვილად უყვარს გურია.

გურიის გუბერნატორი, გიორგი ჩხაიძე ჭყონიასთან შეხვედრის დეტალებს ვერ იხსენებს, თუმცა, არ გამორიცხავს რომ შეხვედრია.

_ ბატონო გიორგი, ბორის ჭყონიას იცნობთ?

_ არ მახსენდება.

_ ლანჩხუთელი ადამიანია, სუფსიდანაა და, როგორც გვითხრეს, ლანჩხუთის გამგებლად მოიაზრება. თავად, ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ამაზე საუბარი ნამდვილად არის. ამბობს იმასაც, რომ სანამ გუბერნატორად დაინიშნებოდით, შეხვდით კიდეც...

_ შეიძლება, თუ ამბობს, სიმართლე იქნება. ასე არ მახსენდება.

_ თქვენ, პირადად, ფლობთ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, ბორის ჭყონია ლანჩხუთის გამგებელი გახდეს?

_ მასეთ ინფორმაციას არ ვფლობ, როგორც ასეთი. ჯერ გამგებელი არის და საკრებულოსგან არ მომისმენია განცხადება, რომ რაღაცას აპირებენ გამგებლის წინააღმდეგ. რამდენადაც ვიცი, გამოცხადდება კონკურსი მაგ თანამდებობაზე და, აქედან გამომდინარე, მოხდება შერჩევა.

_ კონკურსი შემოდგომისთვის გადაიდო. მანამდე თუ არის მოსალოდნელი გამგებლების შეცვლა?

_ ვერანაირად ვერ ვიტყვი. ეს არ შედის ჩემს კომპეტენციაში.

_ რეკომენდაციას თუ გაწევთ შეცვლასთან დაკავშირებით?

- რეკომენდაციას არ გავწევ იმიტომ, რომ ესეც ჩარევად ჩამეთვლება. რომ შევისწავლი სიტუაციას, ვიტყვი, სად როგორი სიტუაციაა. ეს შედის ჩემს კომპეტენციაში. რეკომენდაცია უკვე განაცხადია, რომ გამგებელი აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ეს საკრებულოს კომპეტენციაა. მე ჩემს მოსაზრებას ვეტყვი და დანარჩენი მათი გადასაწყვეტია. შეიძლება, ჩემი მოსაზრება არ მიიჩნიონ საკმარისად იმისთვის, რომ გამგებელი შეიცვალოს.




 ახალი ამბები
  • სუს-ი : ოკუპანტების მიერ კასპში დაკავებული საქართველოს მოქალაქე დაჭრილიაოკუპანტების მიერ კასპის მუნიციპალიტეტში დაკავებული საქართველოს მოქალაქე დაჭრილია, - ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს. „მიმდინარე წლის 11 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ერთი პირი. უკანონო დაკავების პროცესში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნული პირი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში და აღნიშნულის შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილი ზემოაღნიშნული მძიმე ინციდენტის ფაქტზე, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულ იქნა როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს სახიფათო პრეცედენტს. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ უკანონო დაკავებების საშიში პრაქტიკა ქმნის მძიმე ინციდენტებისა და ვითარების ესკალაციის ნიადაგს. საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო აქტივობები არის დესტრუქციული და კრიტიკულად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, - წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ ... ...
  • ნასაკირალის საჯაროს სკოლის ყოფილმა დირექტორმა სასამართლო პროცესი მოიგო4 წლის და  რამდენიმე თვის შემდეგ საქართველოს სასამართლოს სამივე ინსტანციაში დასრულდა ნასაკირალის საჯარო სკოლის დირექტორის, სპარტაკ გოგიტიძის სასამართლო პროცესი. სპარტაკ გოგიტიძის ადვოკატის, ემზარ ურუშაძის თქმით, ქუთაისის სააპელიცაო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა და ის აღდგენილია სკოლის დირექტორად.  „თითქმის ხუთი წელი გავიდა, რაც უსამართლოდ იქნა განთავისუფლებული სპარტაკ გოგიტიძე სკოლიდან და ახლა დადგა დრო, რომ ის დაუბრუნდეს დირექტორად სკოლას. მინდა გითხრათ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ეს ხუთი წელი იყო ძალიან რთული, რადგან ამ ხნის განმავლობაში ბევრს ქონდა კითხვის ნიშნები მის გათავისუფლებაზე. რაც მთავარია, სპარტაკის ამბავი უკვე დასრულებულია და ახლა ველოდებით სრულად მოხდეს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება“, -  გვითხრა ემზარ ურუშაძემ. განათლების  სამინისტრო  სპარტაკ გოგიტიძეს საბუთების გაყალბებას ედავებოდა და აქედან გამომდინარე, ის თანამდებობიდან განათლების და მეცნიერების მაშინდელმა მინისტრმა, თამარ სანიკიძემ გაათავისუფლა. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი გოგიტიძის გათავისუფლებას წინ უძღოდა შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნა. სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე მოხდა მისი გათავისუფლება. ემზარ ურუშაძე ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ ამ დასკვნაში არის რამდენიმე ეპიზოდი, რომელიც სპარტაკ გოგიტიძეს არ ეხება. სპარტაკ გოგიტიძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ბრძოლას სამართლიანობისთვის ყოველთვის აქვს აზრი. “ველოდებოდი ამ გადაწყვეტილებას, რადგან არაფერი უკანონო და უსამართლო არ გამიკეთებია. ამ ხნის განმავლობაში უამრავი ადამიანი მედგა გვერდში და ისინიც ჩემსავით ელოდებოდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - გვითხრა სპარტაკ გოგიტიძემ. “გურია ნიუსი“ განათლების სამინისტროს კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით ჩაწერისთანავე შემოგთავაზებთ. ამავე თემაზე: ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას განათლების სამინისტრო გაასაჩივრებს ოზურგეთის სასამართლოში სკოლის ყოფილი დირექტორის პროცესი იწყება ... ...
  • კუს ტბის საბაგირომ მუშაობა განაახლა- რა წესები უნდა დაიცვან მგზავრებმაკუს ტბის საბაგირო გზამ მგზავრების მომსახურება განაახლა. პანდემიის გამო ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები მუნიციპალური ავტობუსებისა და თბილისის მეტროს შემდეგ, კუს ტბის საბაგირო გზისთვისაც მოიხსნა. საბაგირო გზა დღეიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, საბაგირო გზით სარგებლობისას მგზავრებისთვის უსაფრთხოების ზომების დაცვა სავალდებულოა. კერძოდ, ყოველი მგზავრობისას უნდა გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია. თითოეულ გონდოლაში დასაშვები იქნება მხოლოდ ოთხი მგზავრი და ერთი გამცილებელი. შეზღუდვა რიყე-ნარიყალას საბაგირო გზაზე კვლავ ძალაში რჩება, რის გამოც, საბაგირო მგზავრებს დროებით ვერ ... ...
  • ძაღლმა 5 წლის ბიჭი ყველაზე საშიში გველისგან გადაარჩინაძაღლმა 5 წლის ბიჭი ყველაზე საშიში გველის თავდასხმისგან გადაარჩინა. შემთხვევა თბილისში, ტაბახმელაში გუშინ მოხდა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა, ვახტანგ ლომჯარიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა: “დღევანდელი დღე დატვირთული იყო განცდებით, ემოციებით, გულშემატკივრობით ერთ ჰასკზე. წარმოიდგინეთ ეზო ტაბახმელაში, სადაც მშობლებს ხუთი წლის პატარა უსაფრთხოდ ეგულებათ. თამაშობენ, მხიარულობენ და მოულოდნელად ძაღლი იწყებს წარმოუდგენელ ყეფას. ებრძვის ,,რაღაცას" ეს ,,რაღაცა" კი საქართველოში გავრცელებული ყველაზე საშიში გველი გიურზაა, რომელმაც ჩვენდა გასაოცრად ტაბახმელას გრილ ჰაერზე მოისურვა გასეირნება. სამწუხაროდ გველმა მოასწრო ძაღლისთვის ეკბინა, ოჯახის წევრებმა მალევე გაიაზრეს სიტუაციის სირთულე. განარიდეს ბავშვი ტერიტორიას, ჩართეს შესაბამისი სამსახურები და ძაღლი სასწრაფოდ გააქანეს კლინიკაში. მისი მდგომარეობა იყო ძალიან რთული და დღის განმავლობაში ბევრჯერ განვიცადეთ მისი დაკარგვის შიში. მის გადარჩენას მერიის მთელი ხელმძღვანელობა გულშემარკივრობდა. და მინდა სიხარულით გამცნოთ პატარა ჯარისკაცის გამარჯვების შესახებ. ვფიქრიბ საპატიოდ დაიმსახურა დღის გმირის წოდებაც. წარმოდგენაც კი მაშინებს რა შეიძლება მომხდარიყო ეზოში ბავშვი, რომ ძაღლის გარეშე ყოფილიყო. სახეზე დროებითი სასაცილო ასიმეტრიაა აქვს და სწორედ ეს ხდის სასაცილოს და მეტად საყვარელს“,_ წერს ... ...
  • ორი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული - ძლიერი ავარია ხობშიორი ადამიანი გარდაიცვალა და ერთი მძიმედ დაშავდა ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. თვითმხილველების ინფორმაციით, მერსედესის მარკის ავტომობილის მძღოლმა,სავარაუდოდ,საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. რაც შეეხება დაშავებულს,იგი ამ დროისთვის ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...