"ან მე თვითონ უნდა დამეწერა განცხადება წასვლის შესახებ, ან საქმეს "შემიკერავდნენ..."

მთავარი თემა

"ან მე თვითონ უნდა დამეწერა განცხადება წასვლის შესახებ, ან საქმეს "შემიკერავდნენ..."

2013 დეკ 26 00:30:06

შპს G.M.M.-ი სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ მიმდინარე წლის მარტში გამოცხადებული ტენდერის გამარჯვებული კომპანიაა. ხელშეკრულების საფუძველზე, კომპანია კვებით უზრუნველყოფას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებებს მთლიანი საქართველოს მასშტაბით (იგულისხმება სრული მომსახურება კვების კუთხით) უწევს. სამინისტროსა და კომპანიას შორის ხელშეკრულების ვადა მიმდინარე თვის ბოლოს იწურება.

გიგაური შპს G.M.M.-ს ვალდებულებების შეუსრულებლობასა და ზეწოლაში ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ კომპანიამ ობიექტის პერსონალს სამუშაო ხელშეკრულებები რამდენიმე თვის დაგვიანებით გაუფორმა, სადაც ხელფასის ოდენობაც არ ყოფილა გაწერილი.

"ხელშეკრულებები ძალიან ბუნდოვანი იყო. გარდა ამისა, ხელი მოგვაწერინეს და წაიღეს. ჩვენთვის ხელშეკრულების მეორე პირი არ გადმოუციათ," _ ამბობს გიგაური, რომელიც შპს G.M.M.-ის წინაღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს.

ამასთან, აცხადებს, რომ გათავისუფლების შესახებ კომპანიის წარმომადგენელმა ლევან მაჩაიძემ აცნობა.

"ობიექტის მენეჯერმა ნონა გუგუშვილმა დამირეკა და მითხრა, რომ სათავო ოფისში ვიყავი დაბარებული, მაგრამ მიზეზი არ განუმარტავს. ოფისში კომპანიის წარმომადგენელმა ლევან მაჩაიძემ მიმიღო და მითხრა, რომ გათავისუფლებული ვიყავი," _ ამბობს გიგაური.

იგი აღნიშნავს, რომ გათავისუფლების მიზეზად მაჩაიძემ დეპარტამენტისა და ბაზის ხელმძღვანელობის მოთხოვნა მოიყვანა და თქვა, რომ მას სხვა გზა არ ჰქონდა.

"მითხრა, რომ სანამ გიორგი გულბიანი (სწრაფი რეაგირების სამსახურის უფროსი) ბაზის ხელმძღვანელია, მე იქ ვერ ვიმუშავებდი. ორი ვარიანტი შემომთავაზა: ან მე თვითონ უნდა დამეწერა განცხადება წასვლის შესახებ, ან საქმეს "შემიკერავდნენ" და საბუთებს "გამიფუჭებდნენ". მე განცხადება დავწერე, რომლის ტექსტიც მაჩაიძემ მიკარნახა," _ ამბობს გიგაური.

როგორც ობიექტის მენეჯერი ნონა გუგუშვილი "გურია ნიუსთან" საუბრისას აცხადებს, კომპანიამ, რამდენიმე თვის დაგვიანების შემდეგ, ხელშეკრულების მხოლოდ ერთი ეგზემპლარი წარმოადგინა, პერსონალს ხელი მოაწერინა და ხელმოწერილი ხელშეკრულებები უკან წაიღო.

"ერთი ეგზემპლარი იყო, რომელზეც პერსონალს ხელი მოაწერინეს და წაიღეს ისევ ოფისში. არც მე არ მაქვს ჩემი ხელშეკრულების ეგზემპლარი," _ აცხადებს გუგუშვილი.

იგი ადასტურებს ინფორმაციას, რომ მისი ორი თანამშრომელი კომპანიის ხელმძღვანელობამ ოფისში დაიბარა, რომელთაგან ერთი უკვე გათავისუფლებულია, ხოლო მეორე - მომავალი დღისთვისაა დაბარებული. ამასთან, გუგუშვილი აღნიშნავს, რომ კომპანიის სათავო ოფისში "ამ დღეებში" თვითონაც უნდა გამოცხადდეს. მენეჯერი შიშობს, რომ მასაც გაათავისუფლებენ.

ხელშეკრულებების ეგზემპლარი რომ მხოლოდ დამსაქმებელს აქვს, ამ ინფორმაციას ობიექტის მომსახურე პერსონალიც ადასტურებს. თუმცა, სხვა რამეს ამბობს კომპანია შპს G.M.M.-ის წარმომადგენელი ლევან მაჩაიძე.

"რამდენადაც ვიცი, როდესაც ეს ხელშეკრულებები შედგა, პერსონალიც გაეცნო მას და ხელიც მოაწერეს. არ ვიცი, მათ აქვთ თუ არა ეს ხელშეკრულებები. ჩვენმა კომპანიამ, შეიძლება ითქვას, რომ რევოლუცია მოახდინა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, კვება იმ დონემდეა გამოსწორებული. ყოველდღიურად დავდივარ ყველა ობიექტზე, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ციხეებშიც და მსჯავრდებულებს რომ ვეკითხები, ე.ი. რომ ვერც წარმოიდგენდნენ, ისეთი კვება აქვთ დღეს. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენმა კომპანიამ შეუძლებელი შეძლო," _ ამბობს მაჩაიძე.

რაც შეეხება ობიექტის პერსონალის ბრალდებებს, იგი აცხადებს, რომ ანგარიშვალდებული არაა რამეზე გვიპასუხოს. თუმცა, რამდენიმე თანამშრომლის დაბარებას არც უარყოფს და არც ადასტურებს.

"სიმართლე რომ გითხრათ, არ ვარ ანგირიშვალდებული პასუხი გაგცეთ. პიროვნება მოვიდა ჩვეულებრივად, დაწერა განცხადება და წავიდა სამსახურიდან. ამიტომ, ნამდვილად არ ვარ ანგარიშვალდებული. რომ გიპასუხოთ. არანაირი იძულება არ ყოფილა. იძულება 2012 წლის შემდეგ წარსულს ჩაბარდა," _ უთხრა მაჩაიძემ "გურია ნიუსს".

"ამ საქმეში უამრავი დარღვევა იკვეთება. პირველი, რაც მინდა აღვნიშნო, ხელშეკრულება ნიშნავს ორ სუბიექტს შორის შეთანხმებას რაღაც საკითხებზე და შეთანხმების დოკუმენტის ერთი პირი უნდა ინახებოდეს ერთ სუბიექტთან და მეორე პირი - მეორე სუბიექტთან," _ აცხადებს "გურია ნიუსთან" საუბრისას საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი, _ "თუ დასაქმებულს არ ჰქონდა ასეთი დოკუმენტი და იქ გაწერილი პირობები და ვალდებულებები, ბუნებრივია, ეს ადმინისტრაციის მხრიდან დარღვევაა.

ზოგადად დამსაქმებლები ძველ, კომუნისტების დროინდელ ტერმინოლოგიას იყენებენ ხოლმე და ეუბნებიან - დაწერეთ განცხადება სამსახურიდან წასვლაზე, თორემ თქვენ შეგიკერავთ საქმეს, გაგიფუჭებთ საბუთებს, დაგსჯით, დაგაპატიმრებთ და ა.შ. ანუ თუ თქვენი განცხადებით არ წახვალთ სამსახურიდან, ჩაგიწერთ, რომ ცუდი ყოფაქცევის გამო გაგიშვით და ა.შ. ამის ჩაწერა ხდებოდა შრომის წიგნაკში, რომელიც ახლა ბუნებაში აღარ არსებობს, რადგან გაუქმდა. ამიტომ, მსგავსი ჩანაწერი ჯერ ერთი ვერც გაკეთდება. თუმცა, სამწუხაროდ, დასაქმებულთა უმრავლესობა არათუ ამის, არამედ ზოგადად შრომითი უფლებების შესახებ ინფორმირებული არაა," _ აცხადებს პეტრიაშვილი.

"სამწუხაროა, რომ ამ ადამიანმა განცხადება დაწერა, მაგრამ მიუხედავად ამისა, პრაქტიკაში ჩვენ მაინც გვაქვს მოგებული პროცესები, სადაც სასამართლოში მოვახერხეთ დამტკიცება იმისა, რომ ადამიანზე ზეწოლა და იძულება განხორციელდა. იმ შემთხვევაში, როდესაც დამსაქმებელი ვერ პოულობს შესაბამის მუხლს, რომლის ძალითაც დასაქმებულის გათავისუფლება იქნებოდა შესაძლებელი, მიმართავს იძულების წესს. ამიტომაც, აიძულეს და ზეწოლა მოახდინეს ამ ადამიანზე, რომ დაეწერა განცხადება სამსახურიდნ წასვლის შესახებ. შემდეგ კი დაწერენ, რომ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა სამსახური. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ თელასის თანამშრომლების საქმე, როდესაც სასამართლოს ძალით დავამტკიცეთ, რომ მათზე განხორციელდა ზეწოლა და იძულებით დააწერინეს სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებები. თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს ადამიანები სამსახურში აღადგინეს. მოვუწოდებ ყველა დასაქმებულს, სანამ რამეს მოაწერენ ხელს, ჯერ გადაამოწმონ. ჩვენთან კონსულტაცია და საადვოკატო მომსახურება უფასოა. ფაქტობრივად, კრიმინალია აიძულო ადამიანი რამე დოკუმენტს მოაწეროს ხელი," _ აცხადებს პეტრიაშვილი.

საკითხთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნულ კომპანიაში დასაქმებული პირების უფლება-მოვალეობების შემუშავება, შემოწმება ან დაცვა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კომპეტენციაში არ შედის.

"გაცნობებთ, რომ კომპანია GMM-ი პენიტენციურ სისტემაში კვების ორგანიზების მიზნით გამჭვირვალე და თანაბარ პირობებში ჩატარებული ელექტრონული ტენდერით იქნა შერჩეული 2013 წელს. აღნიშნულ კომპანიასთან გაფორმებულია ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც კომპანია GMM-ი დამოუკიდებლად წყვეტს ვინ დაასაქმოს კვების ორგანიზების პროცესში და რა პირობებით გაუფორმოს ხელშეკრულება დასაქმებულებს. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კომპეტენციაში არ შედის აღნიშნულ კომპანიაში დასაქმებული პირების უფლება-მოვალეობების შემუშავება, შემოწმება ან დაცვა. ამისათვის არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მექანიზმები. სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამსახურები ახორციელებენ გეგმიურ და არაგეგმიურ მონიტორინგს კვების პირობების და ხარისხის უზრუნველყოფაზე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და ახდენენ რეაგირებას გამოვლენილ ხარვეზებზე," _ განუცხადეს "გურია ნიუსს" სასჯელაღსრულების სამინისტროში.




 ახალი ამბები
  • თელავში მსუბუქი ავტომობილი ამოტრიალდა და ცეცხლი გაუჩნდა თელავის მუნიციპალიტეტში მსუბუქ ავტომობილოლი ჯერ ამოტრიალდა ,შემდეგ კი ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა სოფელ კონდოლთან, რამდენიმე საათის წინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მძღოლმა გადმოსვლა მოასწრო და იგი მსუბუქად დაშავდა. ფაქტზე უკვე დაწყებულია გამოძიება. ... ...
  • კორონავირუსთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების განხილვის მიზნით შეხვედრა გაიმართა (R)კორონავირუსთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების განხილვის მიზნით, „მედალფას“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში, მუნიციპალიტეტში მოქმედ უბნისა და ოჯახის ექიმებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მედიკოსთა საჭიროებები, მათი მზაობისა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით მიმდინარე ღონისძიებები განიხილეს. გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, ოზურგეთის მერის მოადგილე ირაკლი სირაძესთან ერთად, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ინფორმაციის სახით მიაწოდა იმ პრევენციების შესახებ, რომელიც მედპერსონალმა უნდა განახორციელოს ვირუსის ნიშნების დაფიქსირების შემთხვევაში. გარდა სამთავრობო ცხელი ხაზისა 144, სამივე მუნიციპალიტეტში რეგიონული ცხელი ხაზი ფუნქციონირებს, სადაც თავს იყრის თითოეული მაცხოვრებლის დაფიქსირებული კითხვები, რომლებზეც ოპერატიულად ხდება რეაგირება. შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო რწმუნებულმა, მმართველი პარტიის ინიციატივას ხელფასების 1/3-ის StopCov-ის ფონდში ჩარიცხვის შესახებ გამოეხმაურა და განცხადება გააკეთა. „ახალი კორონა ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღეთ და სოლიდარობა გამოვხატეთ მოქალაქეების მიმართ. გურიის რეგიონში 1 500 - მდე ოჯახის დახმარება იგეგმება და ბიუჯეტის ფარგლებში მათ შესაბამისი დახმარება გაეწევა. მათ შორის იქნებიან სოციალურად დაუცველები, იქნებიან ქირით უზრუნველყოფის პროგრამით ვინც სარგებლობს, 70 წელს გადაცილებული ადამიანები და ისინი ვისაც ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. ვფიქრობ, ეს არ არის საკმარისი და ვუერთდებით „ქართული ოცნების” პოლიტიკური გუნდის წამოწყებას და მომდევნო სამი თვის განმავლობაში, კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში თანხას გადავრიცხავთ და ამ დიდ საქმეში ჩვენს წვლილს შევიტანთ“. ... ...
  • "ინფიცირებული 79 წლის ქალი, რომელიც დღეს გარდაიცვალა, 10-15 კილოს იწონიდა" _ ტურძელაძეთბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი, რომელიც დღეს გარდაიცვალა, 10-15 კილოს იწონიდა.  როგორც კლინიკის კლინიკური დირექტორი განმარტავს, გარდაცვლილ ქალს კორონავირუსთან ერთად სხვა მძიმე დაავადებებიც ჰქონდა. ტურძელაძის თქმით, მათ კლინიკაში შეყვანისას პაციენტს კუნთები მთლიანად ჰქონდა განლეული. „ეს პაციენტი 31 მარტს, მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალიდან“ გადმოიყვანეს უმძიმეს, კრიტიკულ მდგომარეობაში და ჩვენთან, მიმღებშივე იქნა აპარატულ სუნთქვაზე გადაყვანილი. ჰქონდა სპონტანური პნევმოთორაქსი, სუნთქვის მწვავე უკამრისობა. პაციენტს აღენიშნებოდა ბევრი ქრონიკული დაავადება, გულის კუნთის სერიოზული დაავადება, ყველა სარქველის უკმარისობა, ჰქონდა სეფსისი, სეპტიური შოკი და ბოლოს განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწავავე უკმარისობა და პაციენტი ამით დაიღუპა თანდართულ კორონავირუსთან ერთად. აღნიშნულ პაციენტს კახექსია ჰქონდა. მან 6-7 თვის განმავლობაში წონაში ძალიან დაიკლო, როცა ჩვენთან მოვიდა, კუნთოვანი შრე მთლიანად განლეული ჰქონდა და პაციენტი ძალიან გამხდარი იყო, მისი წონა ალბათ, 10-15 კილოზე მეტი არ იქნებოდა. ასეთი იყო ეს პაციენტი, უმძიმეს მდგომარეობაში და დღემდე ჩვენ ამ პაციენტის სიცოცხლის გახანგრძლივება შევძელით. დღეს, დილით, სამწუხაროდ, გარდაცვალება დაფიქსირდა“, - განაცხადა ტურძელაძემ. წყარო: ... ...
  • „მაინც და მაინც კორონა უნდა გამოჩენილიყო, რომ ოზურგეთის ბაზარი მოწესრიგებულიყო?“დღეს, დილიდან, გურიის ქუჩაზე, ჩვეული ხმაური და ხალხმრავლობა აღარ იყო -  აკრძალეს გარევაჭრობა  და დაიხურა ოზურგეთის აგრარული ბაზარი. ბაზრის კარებთან, ასევე გურიის ქუჩაზე აქტიურად პატრულირებდა პოლიცია, თითოეულ მოქალაქეს  წესრიგისკენ და დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებნენ მერიის ზედმხედველობის სამსახურის წარმომადგენლები. აქვე იყო ბაზრის დირექტორად წოდებული, შპს „სოფლის ნობათის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი,   სოსო სიხარულიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე,  ირაკლი სირაძე. „გურია ნიუსი“ ოზურგეთში, აგრარული ბაზრის დაკეტვის  და გარევაჭრობის აკრძალვის  შემდეგ, არაერთ   მოვაჭრეს  და რიგით მოქალაქეს  ესაუბრა. ჩვენთან საუბარში   დაზარალებულად და უფლებაშელახულად მიიჩნევენ თავს ის მოქალაქეები, რომლებიც, დიდი ხანია, ბაზრის შიდა ტერიტორიაზე ვაჭრობენ, არიან ინდ.მეწარმეები, აქვთ     თავიანთი მაღაზიები და კონკრეტულ ლოკაციაზე თავად კი იცავნენ წესრიგს, თუმცა მთლიანად ბაზრის ტერიტორია დიდია და იქ  ხალხის მოძრაობაზე და მის კონტროლზე უნდა ეზრუნა დირექციას. ლია გოგუაძე: _  ვმუშაობ ბაზრის  შიდა ტერიტორიაზე არსებულ მარკეტში,  რომელსაც „ჭარხალაშვილის მაღაზია“ ჰქვია.  გუშინ საღამოს გვითხრეს, რომ უნდა შეგვეჩერებინა მუშაობა. რა ვქნა ახლა, სად წავიღო ეს შემოტანილი ხორცი,  კვერცხი და სხვა მრავალი სასურთო  პროდუქტი.  პენსია მაქვს თუ ხელფასი? რაღა კორონას მოვუკლივართ და რაღა შიმშილს? ასე ადვილია? თამარ მუხაშავრია,  მზევინარ შავაძე, მოვაჭრეები:  მოვიდნენ და წადითო, გვითხრეს. სად წავიდეთ? ამ პროდუქტს რა ვუყოთ-თქო, გაჭირვებულებს დაურიგეთო, ერთმა პოლიციელმა გვითხრა. ჩვენზე გაჭირვებული  ვინაა, დაყუდებული ვართ დილიდან საღამომდე ლუკმა პურისთვის. _მაინც და მაინც  კორონა უნდა გამოჩენილიყო, რომ ოზურგეთის ბაზარი მოწესრიგებულიყო? დაიკეტა და ახია. დაასუფთაონ, მოაგვარონ ყველა პრობლემა, დააყენონ მეთვალყურეები, როგორც მარკეტებშია და ნახონ, თუ არ მოგვარდება პრობლემა, _  გვითხრეს რიგითმა მოქალაქეებმა ნინო მჟავანაძემ , მზია ლომჯარიამ, მარიკა ვასაძემ. _ ეს არის სამთავრობო გადაწყვეტილება. ჩვენ ყველაზე ძალიან გვწუხებს ამ ადამიანების ბედი. მარტო ესენი არ კარგავენ   შემოსავალს. თუმცა, ღმერთმა გვაშოროს და მკვდრების  გატანას, ამ სანოვაგის  გატანა სჯობს ახლა. შესაძლებელია,  გაიტანონ სოფლებში და დისტანციის დაცვით გაყიდონ. ყველამ  რაღაც  უნდა ვიღონოთ, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ  ირაკლი სირაძემ. კითხვაზე, როდის შეიძლება გაიხსნას  ბაზარი ან სანამდე იქნება  დაკეტილი, ასეთი კომენტარი გააკეთა: _ვერ გეტყვით,  ოზურგეთში, აგრარული ბაზრის დაკეტვის  და გარევაჭრობის აკრძალვის  შემდეგ, სიტუაცია დაკვირვების ქვეშაა. ვნახოთ, თუ ყველაფერი როგორც საჭიროა ისე მოწესრიგდება, მალე გაიხსნება. დაზუსტებით  ვერაფერს გეტყვით. იქვე მდგომმა ბაზრის დირექტორმა, სოსო სიხარულიძემ, რომელიც მდუმარედ აკვირდებოდა სიტუაციას, კომენტარის გაკეთება არ ისურვა. მკითხველს შევახსენებთ, რომ ბოლო წლების და თვეების მანძილზე, „გურია ნიუსი“ არაერთხელ წერდა ოზურგეთის აგრარულ ბაზარში არაერთი  პრობლემის, ძირითადად კი საორგანიზაციო საკითხების, სანიტარიული პირობების  დარღვევის გამო, რასაც არასდროს მოჰყოლია მნიშვნელოვანი რეაგირება. უმეტესად ისმოდა პასუხები, რომ ეს არის კერძო საკუთრება და ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო ორგანიზებული  ... ...
  • ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ განცხადება გააკეთა ახლახან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, პარტია„ქართული ოცნების“ დეპუტატები შეიკრიბნენ. როგორც აქ თქვეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში,  პარტია "ქართული ოცნების" დეპუტატები, მომდევნო სამი თვის ხელფასის მესამედს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ. _ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საკრებულოს," ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, შევუერთდეთ მმართველი გუნდის სოლიდარობის ინიციატივას და ჩვენი წვლილი შევიტანოთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. აგრეთვე, საკრებულოს ქართული ოცნების თითოეული წევრი, აპარატის თანამშრომლებთან ერთად, პირადი სახსრებით 70 ოჯახს, რომლებიც განსაკუთრებით საჭიროებენ დახმარებას, საკვები პროდუქტებით მოვამარაგებთ. ეს გახლავთ ის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რომელიც ვირუსთან ბრძოლაში განსაკუთრებით გვჭირდება, _ განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ. _ აქვე მსურს გამოვეხმაურო, ოზურგეთის მერიაში გაცემულ სახელფასო დანამატებს: საკრებულოს პოზიცია ცალსახაა, აღნიშნულ ვითარებაში ეს გადაწყვეტილება არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად. გამომდინარე იქედან რომ დანამატების გაცემა მერის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა და ამასთან ოზურგეთის მერი არ წარმოადგენს პარტია “ქართული ოცნების” გუნდს, დანამატების გაცემის საკითხი და ინფორმაცია ჩვენთან არ ყოფილა განხილული ან გაზიარებული. საკრებულოს უმრავლესობა მიიჩნევს, რომ დღეს როგორც არასდროს მნიშვნელოვანია მაღალი მოქლაქეობრივი პასუხისმგებლობის და სოლიდარობის გამოჩენა, რაც ყველას ერთად მოგვცემს შესაძლებლობას დავამარცხოთ პანდემია და გავუმკლავდეთ მის შედეგებს!" - თქვა დავით ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...