კანონმდებლობა უგულავას არ უკრძალავს არჩევნებში მონაწილეობა ბრალდებულის სტატუსითაც მიიღოს


მთავარი თემა

კანონმდებლობა უგულავას არ უკრძალავს არჩევნებში მონაწილეობა ბრალდებულის სტატუსითაც მიიღოს

26 დეკ. 2013, 11:21:12

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავას ბრალდება 2013 წლის 18 დეკემბერს წარუდგინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დედაქალაქის განვითარების მიზნით შექმნილი ა(ა)იპ "თბილისის განვითარების ფონდისთვისათვის" გამოყოფილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე. პროკურატურა უგულავასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, ასევე, უფლაბმოსიელების შეჩერებას.

აღნიშნულზე სასამართლო პროცესი 21 დეკემბერს გაიმრთა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დალი მეტრეველმა უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელა. სასამართლო გადაწყვეტილებით მას 50 000 ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა.

თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ სასამართლომ უგულავას უფლებამოსილება შეუჩერა.

"ეს არ იყო დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილება", _ ასე შეაფასა არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ გიგი უგულავასთვის თბილისის მერის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

მისივე თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასება ძალიან რთულია, რადგან გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშეა მიღებული და უცნობია, რა იყო პროკურატურის მოთხოვნა და რა მტკიცებულებები და მოტივაცია გაითვალისწინა სასამართლომ.

როგორც ლომჯარია განმარტავს, სამართლებრივად აქვს სასამართლოს უფლება, ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება, თუმცა, როდესაც საკითხი უფლებამოსილებას ეხება, სასამართლომ საზოგადოებრივი ინტერესებით უნდა იხელმძღვანელოს.

"სამწუხაროდ, მაინც ვფიქრობ, რომ როდესაც სასამართლომ ფარულად მიიღო გადაწყვეტილება, ამ შემთხვევაში ეს არ იყო დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილება. მე ვფიქრობ, რომ გარკვეულმა პოლიტიკურმა მოტივებმა მის გადაწყვეტილებაზე ალბათ ითამაშეს, სხვა მხრივ ვფიქრობ, სასამართლო რომ სრულიად დამოუკიდებელი იყოს და მას გარე ფაქტორების არ ეშინოდეს, ასეთ სიტუაციაში სხვანაირ გადაწყვეტილებას მიიღებდა", _ ამბობს ლომჯარია.

თავად უკვე თბილისის ყოფილი მერი, სასამართლოს გადაწყვეტილებას და მის მიმართ დაწყებულ გამოძიებას, პოლიტიკურს უწოდებს და თვითმმართველობის არჩვენებს უკავშირებს.

"მოდის ადგილობრივი არჩევნები და უჭირს მთავრობას, რადგან ივანიშვილმა არაადეკვატური და უსუსური კანდიდატი დაუტოვა. ახლა ფიქრობენ, როგორ შეასაღონ ეს კანდიდატი თბილისს", _ განაცხადა უგულავამ და აღნიშნა, რომ ამისთვის აუცილებელია ყველა სხვა კანდიდატის ჩამოშორება და ბუტაფორული კანდიდატების შექმნა.

პოლიტიკურ დატვირთვას აძლევენ უგულავას საქმეს საპარლამნეტო უმცირესობის წარმომადგენლებიც.

"ტყუილად ფიქრობენ, რომ ამით რამეს მიაღწევენ. ეს ბრალი, რომელიც ერთხელ რასმუსენის ვიზიტის დროს წაუყენეს, მერე ხალხი გამოუშვეს, მერე ისევ დაიჭირეს და გამოუშვეს, ამ მთავრობის თაღლითური სქემის ნაწილია", _ განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

რა გავლენას მოახდენს გიგი უგულავასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მომავალ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და ექნება თუ არა მას სამართლებრივად არჩვენებში მონაწილეობის მიღების უფლება?

კონსტიტუციის 42-ე მუხლის ხელმძღვანელი თამარ გაბისონია "გურია ნიუსთან" საუბრისას იმ სამართლებრივ ნორმებზე საუბრობს, რომელიც თბილისის ყოფილი მერის არჩვენებში მონაწილეობის შესაძლებლობებს განსაზღვრავს.

"თუ თვითმმართველობის არჩევნებისთვის გიგი უგულავას ექნება ბრლდებულის სტატუსი, არ აქვს მნიშვნელობა იქნება პატიმრობაში თუ აღკვეთის ღონისძიების სხვა სახე შეფარდებული, მას აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. როგორც აქტიური, ასევე პასიური ხმის უფლებით. ეს ნიშნავს, რომ შეუძლია არჩევნებში კენჭი იყაროს და მისცეს ხმა.

ამაზე გავლენას არ ახდენს არც ის ფაქტი, რომ სასამართლომ მას უფლებამოსილება შეუჩერა. ვგულისხმობ სამართლებრივ მხარეს.

საქართველოს კონსტიტუცია ამბობს რა შემთხვევაში არ შეუძლია ადამიანს საარჩევნო უფლებით ისარგებლოს - ესაა, როცა კანონიერ ძალაში შესულია მისი გამამტყუნებელი განაჩენი და ამავდროულად იგი იმყოფება პატიმრობაში მძიმე, ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ბრალდებით. კანონიერ ძალაში შესული განაჩენი თუ თვითმმართველობის არჩევნებამდე დადგება, იგი იქნება პატიმრობაში და მისი დანაშაული იქნება მძიმე, ან განსაკუთრებით მძიმე, არჩვენებში მონაწილეობას ვერ მიიღებს", _ განმარტავს "გურია ნიუსთან" იურისტი.

ცნობისთვის, მძიმე,  ან განსაკუთრებით მძიმე დანაშული ითვალისწინებს 5, ან 5 წელზე მეტი ვადით პატიმრობას.

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ უგულავასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მის შესაძლებლობს ვერ შეასუსტებს, რადგან უგულავას მერად არჩევის შანსი ისედაც მინიმალური იყო.

"ნაციონალურ მოძრაობას" თბილისში თვითმმართველობის არჩევნების მოგების არანაირი შანსი არ ჰქონდა, ამიტომ აბსურდია იმაზე საუბარი, რომ გიგი უგულავას მიმართ სამართლებრივი დევნა მისი, როგორც ძირითადი კონკურენტის საარჩევნო კამპანიიდან ჩამოშორებას ემსახურება", _ ამბობს "გურია ნიუსთან" ლაგაზიძე და დასძენს, რომ უგულავასთვის ბრალის წაყენება და სასამართლოს გდაწყვეტილება ლოგიკურია.

"არჩევნების წინ ადამიანს, რომელსაც ბრალად აქვს წაყენებული ათეულობით მილიონის გაფლანგვა მათ შორის საარჩევნო მიზნებისთვის, რა თქმა უნდა, უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს. აქედან გამომდინარე, სრულიად ლოგიკურია სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება", _ მბობს ექსპერტი.




 ახალი ამბები
  • სოფელ ნატანებში 60 წლის მამაკაცის მკვლელს ეძებენოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, დღეს, დღის მეორე ნახევარში 60 წლის მამაკაცი მოკლეს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განძრახ მკვლელობას გულისხმობს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ ნატანებში ამირან ბაქანიძე “გურია ნიუსთან“ სატელეფონო საუბრის ამბობს, რომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს: “ვიცი მხოლოდ, რომ ეს მამაკაცი იყო ჩამოსული ძმასთან. ასევე, მეზობლებმა მითხრეს, რომ მას ახლდა შვილი. მიმდინარეობს გამოძიება და ვნახოთ“, _ გვითხრა ამირან ბაქანიძემ. მოკლულ მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა, სავარაუდოდ, ყელის არეში ... ...
  • მოკლულ მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა, სავარაუდოდ, ყელის არეში აქვსოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მომხდარ მკვლელობასთან დაკვაშირებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში მიაყენეს. როგორც “გურია ნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, 60 წლის მამაკაცი თავის ძმასთან იმყოფებოდა სტუმრად. სწორედ იქ მოხდა მკვლელობა. ამ წუთებში სოფელ ნატანებში მობილიზებული არიან სამართალდამცავები და მიმდინარეობს ... ...
  • მკვლელობა სოფელ ნატანებშიოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მკვლელობა მოხდა. მოკლულია ერთი ადამიანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმე აღზრულია სისხლი სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. “გურია ნიუსი“ არკვევს ... ...
  • მოვიგეთ ომის საქმე, ამით, ვფიქრობ, ომი მოვიგეთ, თან რუსეთს მოვუგეთ ომი! _ მუხაშავრიასამართლებრივი, ყველაზე ჰუმანური და ცივილიზებული საშუალებით მოვუგეთ. მინდა პირველ რიგში მივულოცო ჩემს კლიენტებს, ომის მსხვერპლებს, მათ ოჯახებსა და ახლობლებს, იმ ადამიანებს, ვინც სასაზღვრო სოფლებში ცხოვრობს გმირულად და არ კარგავს იმედს, _ ამის შესახებ უფლებადამცველი, პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ წევრი ლია მუხაშავრია განაცხადა. მე თავს ვიხრი ომის გმირების წინაშე, იმ გმირი ადამიანების წინაშე, ვინც დღესაც არ ტოვებს სასაზღვრო სოფლებს და გმირულად აგრძელებს იქ ცხოვრებას თავის შვილებთან, შვილიშვილებთან და ოჯახთან ერთად. მწამს, ჩვენ რუსებს არა მარტო აგვისტოს ომს მოვუგებთ, მოვუგებთ ყველა ბრძოლას და ომს მომავალშიც, ოღონდ არა იარაღით, არამედ ჭკუით, სამართლით და ჰუმანური, ცივილიზებული მეთოდებით. ჩვენ გავიმარჯვეთ, გილოცავთ! მადლობა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ დიდ ... ...
  • რა თქვა სტრასბურგის სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე2021 წლის 21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ გამოაცხადა გადაწყვეტილება სახელმწიფოთაშორის საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II) (no. 38263/08), რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებულ დარღვევებს შეეხება. საქმის ფაქტობრივი გარემოებები:  2008 წლის რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში, რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად საქართველოს არაერთი მოქალაქე დაზარალდა. ასობით ადამიანი დაშავდა ან გარდაიცვალა ომის დროს რუსეთის მიერ განხორციელებული საჰაერო დაბომბვისადა სროლების შედეგად. ასევე ხშირი იყო მოქალაქეთა უკანონოდ დაკავება და მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის განხორციელება. ათასობით მოქალაქის ქონება გაიძარცვა და განადგურდა, შედეგად მოქალაქეებმა დაკარგეს წვდომა საკუთრებაზე. ამასთან, 300 000 ადამიანზე მეტი იძულებული გახდა დაეტოვებინა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ტერიტორიები.  წარდგენილ საჩივარში საქართველო ამტკიცებდა, რომ რუსეთმა ადმინისტრაციული პრაქტიკის სახით, რუსულ შეიარაღებულ ძალებს და მათ კონტროლქვეშ მოქმედ სეპარატისტულ ძალებს ხელი შეუწყო/ნება დართო, განეხორციელებინათ განურჩეველი და არაპროპორციული თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობის და მათი ქონების წინააღმდეგ.  საჩივარი ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევას შეეხებოდა, კერძოდ, სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლი); წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა (მე-3 მუხლი); თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მე-5 მუხლი); პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი); სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი); საკუთრების დაცვა (1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი); განათლების უფლება (1-ლი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი); მიმოსვლის თავისუფლება (მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი). 2008 წლის 11 აგვისტოს საქართველომ სტრასბურგის სასამართლოს მიმართა, ხოლო სახელმწიფომ სრული საჩივარი 2009 წლის 6 თებერვალს წარადგინა.  ევროპული სასამართლოს ძირითადი არგუმენტები 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე  2008 წლის 12 აგვისტოდან, საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ (ოკუპაციის ფაზა)მომხდარ მოვლენებზე რუსეთის ფედერაციის იურისდიქცია ვრცელდებოდა - სასამართლოს განმარტებით, რუსეთის ფედერაცია ახორციელებდა ეფექტიან კონტროლს სამხრეთ ოსეთზე, აფხაზეთსა და ე.წ. „ბუფერულ ზონაზე“ 2008 წლის 12 აგვისტოდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსული სამხედრო ძალების ოფიციალურ გაყვანამდე. ამ პერიოდის შემდეგ რუსული სამხედრო ძალების ყოფნა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ტერიტორიაზე და ამ ტერიტორიების ხელისუფლების დაქვემდებარება რუსეთზე,მიუთითებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე ეფექტიანი კონტროლის არსებობას. შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ მომხდარი მოვლენები ექცეოდა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის ფარგლებში კონვენციის პირველი მუხლის მიზნებისთვის. ადმინისტრაციული პრაქტიკის არსებობა ევროპული კონვენციის მე-2, მე-8 და პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლების საწინააღმდეგოდ  - სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებდა ადმინისტრაციული პრაქტიკის არსებობას კონვენციის მე-2, მე-8 და პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლების საწინააღმდეგოდ. სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო პირების მკვლელობა, ქართულ სოფლებში სახლების გადაწვა და გაძარცვა ადმინისტრაციულ პრაქტიკას წარმოადგენდა, რაც გულისხმობდა მსგავსი ქმედებების განმეორებით ჩადენას და რუსეთის ოფიციალურ შემწყნარებლობას ამ აქტების მიმართ. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ მსხვერპლების მიმართ ჩადენილი ქმედებები, მათი სერიოზულობის გათვალისწინებით,კვალიფიცირდება როგორც არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა და აღნიშნული პირები ამ ქმედებას დაექვემდებარნენ მათი ეთნიკურობის გამო. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ დაადგინა სიცოცხლის უფლების, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის და საკუთრების უფლების დარღვევა.  სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ სამოქალაქო ტყვეები დაკავებულ იქნენ უკანონოდ და მათ მიმართ განხორციელდა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრებოდა - სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს 160 მოქალაქე, რომელთა უმრავლესობაც იყო ასაკოვანი და მათი ერთი მესამედი იყო ქალი, სამხრეთ ოსეთის ძალებმა დააკავეს და ჰყავდათ პატიმრობაში სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის სარდაფში ქალაქ ცხინვალში 2008 წლის 10-დან 27 აგვისტომდე პერიოდში. სასამართლოს განმარტებით, მართალია, რუსეთის სამხედრო ძალების პირდაპირი ჩართულობა სამოქალაქო პირების დაკავებაში ცხადად არ დასტურდებოდა, თუმცა, ამ პირთა დაკავება შეერაცხება რუსეთის ფედერაციას იმის საფუძველზე, რომ რუსეთი იყო პასუხისმგებელი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების ქმედებებზეც და მათ არ მიიღეს სათანადო ზომები არასათანადო მოპყრობის პრევენციისთვის. ამასთან, სასამართლომ არ გაიზიარა რუსეთის ფედერაციის არგუმენტი, რომ სამოქალაქო პირთა დატყვევება ხორციელდებოდა მათივე უსაფრთხოების მიზნით. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ დაკავებულებისთვის არ ხდებოდა დაკავების მიზეზების განმარტება. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა ადმინისტრაციული პრაქტიკის არსებობა და წამების აკრძალვის და თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევა სამოქალაქო პირების ნაწილში. 2008 წლის 8-17 აგვისტოს პერიოდში დაკავებული სამხედრო ტყვეები დაექვემდებარნენ წამებას, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრებოდა - ქართველი სამხედრო ტყვეების მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობა უტოლდებოდა წამებას და აღნიშნული დარღვევები ადმინისტრაციულ პრაქტიკას წარმოადგენდა. სასამართლოს განმარტებით, ქართველ სამხედრო ტყვეთა წამებაში რუსეთის შეიარაღებული ძალების პირდაპირი მონაწილეობა არ იკვეთებოდა, თუმცა, ამის მიუხედავად, ტყვეები მოქცეულნი იყვნენ რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის ქვეშ. შესაბამისად, რუსეთს ეკისრებოდა პასუხისმგებლობა სამხრეთ ოსეთის ძალების ქმედებაზე და ამასთან, მათ არ მიიღეს შესაბამისი ზომები არასათანადო მოპყრობის აღსაკვეთად.  შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა წამების აკრძალვის დარღვევა სამხედრო ტყვეებთან მიმართებით.  რუსეთმა მოქალაქეების მიმართ მიმოსვლის თავისუფლების უფლება დაარღვია - სასამართლოს განმარტებით, მის ხელთ არსებული ინფორმაცია ადასტურებდა, რომ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება არ აძლევდა ეთნიკურ ქართველებს სახლებში დაბრუნების შესაძლებლობას. სასამართლომ აღნიშნა, რომ აღნიშნული ტერიტორიების დე-ფაქტო ხელისუფლებას და რუსეთის ფედერაციას, როგორც ამ ტერიტორიებზე ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს, კონვენციით ეკისრებოდა ვალდებულება მოსახლეობისთვის მათ სახლებში დაბრუნების უფლება მიეცა კონვენციის მე-2 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის საწინააღმდეგოდ.  კონვენციის 38-ე მუხლის დარღვევა რუსეთის მიერ - სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციამ, როგორც მოპასუხე სახელმწიფომ, სასამართლოს არ წარუდგინა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, მათ შორის საბრძოლო ანგარიშები, რის გამოც მან ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება - საქმის გარემოებათა დასადგენად უზრუნველეყო სასამართლო ყველა აუცილებელი საშუალებით.  ეფექტიანი გამოძიების ჩაუტარებლობა სიცოცხლის უფლების ჭრილში - სასამართლომ აღნიშნა, რომ რუსეთს ჰქონდა ვალდებულება, გამოეძიებინა, არა მარტო, ის მოვლენები, რომლებიც განხორციელდა საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ, არამედ, ასევე, ის მოვლენები, რომლებიც საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზის დროს მოხდა. თუმცა, ამის მიუხედავად, რუსეთის ფედერაციამ არ ჩაატარა ეფექტიანი და ადექვატური გამოძიება კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ.  საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზის დროს მომხდარ მოვლენებზე (2008 წლის 8 აგვისტოდან 12 აგვისტომდე) რუსეთის ფედერაციას არ ჰქონდა იურისდიქცია ევროპული კონვენციის 1 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე - სასამართლოს განმარტებით, შეიარაღებული დაპირისპირება და საბრძოლო მოქმედებები მხარეთა სამხედრო ძალებს შორის, რომელთა მიზანს ტერიტორიაზე კონტროლის დამყარება წარმოადგენდა, მიმდინარეობდა ქაოსის ფარგლებში, რაც იმ კონკრეტულ ტერიტორიაზე კონტროლის არარსებობას ნიშნავდა და ასევე გამორიცხავდა სახელმწიფო წარმომადგენლის უფლებამოსილებას და კონტროლს ინდივიდებზე. შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ საომარი მოქმედებების აქტიური ფაზის დროს (8-12 აგვისტო) მომხდარი მოვლენები არ ექცეოდა რუსეთის იურისდიქციის ფარგლებში კონვენციის პირველი მუხლის მიზნებისთვის.  განათლების უფლება და სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების არარსებობა - სასამართლომ აღნიშნა, რომ მას არ ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები განათლების უფლების დარღვევის დადგენისთვის. სასამართლომ საჭიროდ არ ჩათვალა ცალკე ემსჯელა კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევაზე. სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხი (კონვენციის 41-ე მუხლი) - ევროპულმა სასამართლომაღნიშნული საკითხის განხილვა ერთი წლის ვადით გადადო და ამ ვადაში მხარეებს - საქართველოსა დარუსეთს კომპენსაციის ირგვლივ მორიგების საშუალება მისცა. საია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე ასევე იცავს, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს 350-ზე მეტ დაზარალებულ ადამიანს. საიას ჯამში 53 საჩივარი აქვს წარდგენილი, რომელიც ომის დროს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ევროპული კონვენციით გათვალისწინებული სხვადასხვა უფლებების დარღვევას შეეხება. საიას მიერ წარდგენილი საჩივრების განხილვა სასამართლოს მიერ უახლოეს პერიოდში დაიწყება.  ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....