სახელმწიფო პოლიტიკა _ გაკოტრების ისტორია ანუ სადაზღვევოები მილიონიანი დავალიანებით

მთავარი თემა

სახელმწიფო პოლიტიკა _ გაკოტრების ისტორია ანუ სადაზღვევოები მილიონიანი დავალიანებით

2014 იან 5 16:29:34
მაგალითად, ყველას კარგად ახსოვს ყბადაღებული 100 ახალი  საავადმყოფოს პროექტი, რომელიც სადაზღვევო სექტორს უნდა განეხორციელებინა. რა ბედი ეწია ამ პროექტს, ესეც კარგად ახსოვს საზოგადოებას.

მიუხედავად იმისა, რომ ერთი-ორი გამონაკლისის გარდა ამით დაზარალებული თავად სადაზღვევო კომპანიები რჩებოდნენ,  პროტესტის გამოთქმას დაკისრებულ ვალდებულებებზე, რომელთა შესრულება მათ რეალურ შესაძლებლობებს ბევრად აღემატებოდა, გარკვეული მიზეზების გამო, ყველა ერიდებოდა.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ამ საკითხთან დაკავშირებით "გურია ნიუსთან" ვრცელი კომენტარი გააკეთა:

"ჩვენ  ძალიან რთული მემკვიდრეობა მივიღეთ ამ სფეროში. სადაზღვევო კომპანიების და საავადმყოფოების დაფინანსება ძირითადად  მხოლოდ ერთ ჯგუფისთვის ხდებოდა.

ვცდილობ, აქაც შევინარჩუნო მაქსიმალურად ნეიტრალურობა და  არ მინდა კრიტიკული პოზიცია გამოვხატო, მაგრამ ავიღოთ თუნდაც ის ფაქტი, რომ   სადაზღვევო კომპანიებმა ააშენეს საავადმყოფოები. გასაგებია ის ხელისუფლება რასაც აკეთებდა, ან ის ერთი კაცი, რომელიც მათ რეკომენდაციას უწევდა და ამიტომაც მოხდა ძალიან ბევრი გაუგებრობა.  ჩვენ ვდგავართ ძალიან რთული პროცესების წინაშე. აი, თქვენ დაასახელეთ რამდენიმე კლინიკა, მე შემიძლია დავამატო ჭიათურა,  საჩხერის საავადმყოფოში ვეღარ შეხვალ. ის საავადმყოფო, რაც ააშენეს, პრაქტიკულად აღარ ფუნქციონირებს. დანარჩენები კი დახურეს.

რაც მთავარია, დღეს სადაზღვევოებს არ აქვთ ფინანსური საშუალება შეინახონ ის კლინიკები, რაც მათ საკუთრებაშია. საოცრებები ხდება. სახელმწიფომ დააზღვია, ფულს უხდის მოქალაქეებს, მათ უნდა მიიღონ მკურნალობა და საავადმყოფოები ამას  ვერ ახერხებენ.

მე და სერგეენკომ ბევრი ვიფიქრეთ და შევქმენით სპეციალური სააგენტო,   რათა სადაზღვევოებისთვის მაქსიმალურად მიგვეცა საშუალება კანონთან შესატყვისობაში მოეყვანათ ყველაფერი, მოემართათ, ან უარი ეთქვათ. ყველა  გზას ვეძებდით, ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად. რთულია, მაგრამ გადაწყვეტადია. ვიცი, რომ იქნება გაუგებრობები, განაწყენებაც, მაგრამ  მათ აქვთ საკუთრება, რომელსაც ვერ მართავენ.  ამ საკუთრებაზე კი ჩვენ, სახელმწიფო გავცემთ ფულს, ოღონდ,  ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოქალაქემ მაქსიმალური მომსახურება  მიიღოს.

მათ უნდათ, ზოგიერთ შემთხვევაში, მთელი ვალები ჩამოაწერონ, რომელიც 3-4-ჯერ ძვირია, ვიდრე ის საავადმყოფო, რომელსაც ეს ვალები გააჩნია."

9 წლიანი პოლიტიკის რღვევა...

ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, აქტიურად დაიწყო სადაზღვევო კომპანიების საქმიანობის შესწავლა, რასაც მათი მხრიდან გარკვეული პროტესტი მოჰყვა. განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ კომპანია "არქიმედე გლობალ ჯორჯია" მოექცა, რომელმაც დახმარებისთვის ებრაელ ინვესტორებსაც კი მიმართა, რასაც მათი მხრიდან ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის სახელზე წერილის გამოგზავნა მოჰყვა...

წერილის დაწერის მთავარი მიზეზი კი სადაზღვევო კომპანია "არქიმედე გლობალს ჯორჯიაში" დროებითი, იძულებითი მმართველის დანიშვნა გახდა.  ასეთი ღონისძიების გატარებას, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს.

ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო ამ საკითხთან დაკავშირებით "გურია ნიუსთან" აცხადებს:

"ეს არის აბსოლუტურად კონკრეტული თემა, როდესაც სახელმწიფო სტრუქტურა, კერძოდ სადაზღვევო კომპანიების ზედამხედველობის სამსახური იცავს იმ ფინანსურ პარამეტრებს, რომლის ვალდებულებაც მას აქვს.  ეს არის საერთაშორისო დონეზე მიღებული პრაქტიკა. ჩვენი ამოცანა იყო, კომპანიას გაეგრძელებინა  თავისი აქტივობა და რადგან ეს მისმა ადგილობრივმა მენეჯმენტმა ვერ შეძლო, მიუხედავად მისთვის მიცემული არაერთი შანსისა და წერილობითი გაფრთხილებისა, მხოლოდ ამის შემდეგ შევიდა იძულებითი მმართველი.

ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე იქნას დაცული."

"მთელი კამპანია დაიწყო იმაზე, რომ საქართველოში ებრაულ ინვესტიციას ებრძვიან. "არქიმედეს" დამფუძნებელი არის არქიმედეს გლობალი, რომელიც რეგისტრირებულია კიპროსზე, ჩვეულებრივი ოფშორული კომპანიაა, მაგრამ როგორც ისინი ამბობენ, ეს არის ებრაული კომპანია და კი ბატონო, იყოს, არავინ უშლის, ვისაც სად უნდა, იქ რეგისტრირდება.

მათი პრეტენზია გამოიხატა იმაში, ჩემი ინვესტორი რატომ არ გააფრთხილეო. უკაცრავად და, რატომ უნდა გავაფრთხილო მე ინვესტორი? ისინი თვითონ ვერ ხედავდნენ თვეების განმავლობაში რა ხდებოდა მათ კომპანიაში? გავაფრთხილე და რაც მომწერეს, უკვე გითხარით.

ვინც არ უნდა იყოს ამ კომპანიის დამფუძნებელი, ჩემი საკუთარი დედ-მამაც კი, რეგულატორი ხედავს რა პრობლემას ჰორიზონტალურ ჭრილში, უნდა მოახდინოს რეაგირება! ჩემი ქმედება სხვანაირი რომ ყოფილიყო, აი ეს იქნებოდა საეჭვო. ჩემი ვალდებულება არ არის ვეძებო სად და რომელ კუნძულზე ისვენებს ესა თუ ის ინვესტორი. მე უნდა შევასრულო ჩემი ვალდებულება." _ აცხადებს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა ნიკოლაძე "გურია ნიუსთან".

სახელმწიფო პოლიტიკა და 300 ათასი დაზღვეულის ბედი...

სადაზღვევო კომპანია "არქიმედეს გლობალ ჯორჯიამ"  დადგენილ ვადაში დავალიანების დაფარვა ვერ შეძლო და გაკოტრდა. კომპანია ძირითადად პენსიონერების, 5 წლამდე ასაკის ბავშვების და სტუდენტების დაზღვევაზე მუშაობდა.

კომპანიის კლიენტების მომსახურების  ხარჯებს სახელმწიფო საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში თავის თავზე  აიღებს. სულ კომპანიაში დაახლოებით 300 ათასი ადამიანი იყო დაზღვეული.

კომპანიის გაკოტრების მიზეზი მისი დავალიანებები გახდა, რომელიც საავადმყოფოების და კლინიკების მიმართ დაუგროვდა.

„არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ ფინანსური სიტუაციის გამოსასწორებლად ვადა 31 დეკემბრამდე ჰქონდა, თუმცა კომპანიამ ეს ვერ მოახერხა.

მედიაციის სამსახური არ ასახელებს იმ კლინიკებს, რომელთა დავალიანებაც "არქიმედეს" აქვს, თუმცა განმარტავენ, რომ საუბარია თითქმის ყველა კლინიკაზე, რომელიც თბილისშია.

"გურია ნიუსის" ინფორმაციით, "არქიმედეს" დავალიანება რამდენიმე მილიონი ლარს შეადგენს. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით (აგვისტოს თვის), კომპანიის დავალიანება მხოლოდ რამდენიმე კლინიკის მიმართ ასეთია:

ღუდუშაურის კლინიკის _ 1 696 879; შარაშიძის კლინიკის _ არქიმედე-34 000; პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის _11 000; კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტის _ 370 000 ს.ს.“თანამედროვე სამ.ტექნოლოგიების“ _ 117 060; ს.ს.“კ.ერისთავის სახ. ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის“ არქიმედე-155 609; ჩაფიძის კარდიოლოგიური კლინიკის: _ 450 000; თვალის კლინიკის "ახალი მზერა" _ 75 629,98;  წმ. მიქაელის კლინიკის: _ 377 440...

თუმცა, სია გაცილებით დიდია და შესაბამისად, თანხობრივი რაოდენობაც. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დავალიანება 12 მილიონ ლარს აჭარბებდა.

"სადაზღვევო კომპანიებმა ეროვნულ ბანკს, როგორც ზედამხედველს მარტის თვის ფორმა ჩააბარეს და ამის შემდეგ, 6 თვის შედეგები ჩავიბარეთ ჩვენ, როგორც ახალმა, დამოუკიდებელმა სამსახურმა. ეს შედეგები რომ ჩავიბარეთ, აღმოჩნდა რომ "არქიმედეს" ძალიან მნიშვნელოვანი ფინანსური პარამეტრები ჰქონდა დარღვეული.

ვინაიდან არქიმედე მონაწილეობსდა სახელმწიფო პროექტში, რაც შეადგენს მისი კომპანიის მოცულობის 95%-და ძალიან მნიშვნელოვანია ეს სახელმწიფოსთვის, ამის შესახებ ვაცნობეთ მის ფინანსურ მენეჯმენტს და ბატონ სერგეენკოს, როგორც უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეს. განვაცხადეთ, რომ ასეთი საშიშროება არსებობს, რომელიც პირდაპირ ეხება სახელმწიფო პროექტს." _ განაცხადა  "გურია ნიუსთან" საუბრისას  დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა ნიკოლაძემ.

როგორი იქნება ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკა სადაზღვევო კომპანიების მიმართ და რა ცვლილებები იგეგმება, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ვრცელი კომენტარიდან შეიტყობთ.




 ახალი ამბები
  • თბილისში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლათბილისში, ხის სახელოსნოს შენობაში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ცეცხლი შენობის მე-6 სართულზე გაჩნდა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ადგილზე შვიდი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ... ...
  • საქართველომ დემოკრატიულ ღირებულებებს გადაუხვია- კონგრესმენის წერილი პრემიერსკონგრესმენი მარკუეინ მალინი საქართველოს პრემიერ მინისტრს, გიორგი გახარიას ღია წერილს უგზავნის. წერილში კონგრესმენი ამბობს, რომ საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების გადახვევისა და ეკონომიკური გაუარესების გამო, შეშფოთებულია და აღნიშნავს, რომ ეკონომიკური კეთილდღეობა თავისუფლების ტოლფასია. კონგრესმენი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ამერიკული კომპანიების მიმართ მტრული დამოკიდებულება შეწყვიტოს და ამბობს, რომ ამ წლის დასაწყისში აშშ-ის წარმომადგენლობით პალატაში საქართველოში სამართლიანი ბიზნეს-პრაქტიკის სანქციების აქტი წარადგინა. „ვუერთდები კონგრესში ჩემი კოლეგების, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარებიის, ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის, 13 დეკემბრით დათარიღებულ წერილს თქვენს სახელზე, რომელიც დაპირებული დემოკრატიული რეფორმის ჩაგდების გადაწყვეტილებაზე გამოთქმულ წუხილსა და ამასთან დაკავშირებული პროტესტის წინააღმდეგ გამოყენებულ ძალადობაზე შეშფოთებას ეხებოდა. მიუხედავად იმ პროგრესისა, რომელსაც საქართველომ 1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მიაღწია, ბოლო წლების განმავლობაში, დემოკრატიული და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ინდიკატორებში განგრძობადი უარყოფითი ტრენდი გამოვლინდა, რომელიც აშშ-ში შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ამის შედეგია, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციის შემცირება, რადგან ამერიკული და ევროპული ბიზნესინტერესები საქართველოში შევიწროებასა და ექსპროპრიაციის მიზნით, თავდასხმებს დაექვემდებარნენ. ამის შესანიშნავი მაგალითია ნავთობისა და გაზის კომპანია Frontera Resources ტეხასიდან. მეტიც, ამერიკული სოციალური მედიის კომპანია Facebook-მა განაცხადა, რომ მან ახლახანს დახურა ფართო ქსელი ანგარიშებისა, რომლებიც პარტია "ქართულ ოცნებასთან" იყვნენ დაკავშირებულები და როგორც აღმოჩნდა, ჩართულები იყვნენ კოორდინირებულ, არაავთენტურ ქცევაში იმისთვის, რომ ჩაეხშოთ ოპოზიციური შეხედულებები საქართველოში და გაევრცელებინათ ანტიდასავლური განწყობები, განსაკუთრებით, აშშ-ის წინააღმდეგ. ასეთი გაუარესებადი გარემო იმაზეც აისახა, რომ როგორც წარმომადგენელთა პალატამ, ასევე სენატმა მიიღო და პრეზიდენტმა დაამტკიცა ზედიზედ ორი, ყოველწლიური საბიუჯეტო კანონი 2019 და 2020 წლებისთვის, რომლებიც საქართველოს მთავრობის პროგრესირებად მტრულ ქმედებებზე დემოკრატიული ღირებულებების, თავისუფალი საბაზრო პრინციპებისა და ამერიკული ბიზნესინტერესების წინააღმდეგ წუხილებს ასახავდა. პირველად საქართველოს თანამედროვე ისტორიის განმავლობაში, ბოლო ორი წელია საქართველოს ხელისუფლებას კონგრესში დიდი სიფრთხილით უყურებენ. იმ უარყოფითი ტრენდიდან გამომდინარე, რომელიც მე აღვწერე და ამ ტრენდის შეჩერების ხელშესაწყობად, გაიზარდა შეშფოთება და ასევე მოწოდებები სანქციებისა და სხვა სადამსჯელო ზომების შესახებ. მე რეფორმის შესახებ ამ მოწოდებას ვუერთდები და ამ წლის დასაწყისში აშშ-ის წარმომადგენლობით პალატაში საქართველოში პატიოსანი ბიზნეს-პრაქტიკის სანქციების აქტი წარვადგინე, რომლის მიზანიც, საქართველო მოქმედი ამერიკული კომპანიების დაცვაა. იმედი მაქვს, რომ საქართველო გააგრძელებს იყოს ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი კიდევ მრავალი წლის განმავლობაში. ასევე ვიმედოვნებ, რომ თქვენი მთავრობა შეწყვეტს აგრესიულ ქმედებებს ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ და იმოქმედებთ სწრაფად იმ შეშფოთებაზე, რომელიც ეხება საფრთხეს დემოკრატიისა და ეკონომიკური კეთილდღეობის კუთხით, რომელსაც ქართველი ხალხი ასე ძლიერ იმსახურებს," _ წერს ... ...
  • "ყველაზე მასშტაბური ეკოდამნაშავეები"_ჩხარტიშვილი ივანიშვილებზელეიბორსტული პარტიის წევრი, ლაშა ჩხარტიშვილი გარემოსდაცვით ორგანიზაციებს მიმართავს, ივანიშვილების ოჯახისგან შემოწირულობების მიღებაზე უარი თქვან, რადგან ისინი ეკოდამნაშავეები არიან. "მივმართავ ავსტრალიის ხელისუფლებას და გარემოსდაცვით ორგანიზაციებს, არ მიიღოთ შემოწირულობა ბიძინა ივანიშვილის ოჯახისგან, რადგან ისინი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკოდამნაშავეები არიან,"_ განაცხადა ... ...
  • პატრიარქმა მრევლს ნაკურთხი წყლით სახლებისა და ეზოს მორწყვის კურთხევა მისცადღეს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით  საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ტარდება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მრევლს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული სამების საკათედრო ტაძარში მიულოცა და ნაკურთხი წყლით სახლებისა და ეზოს მორწყვის კურთხევა მისცა. „გილოცავთ ნათლისღებას, ნათლისღების მადლი შეგეწიოთ, დიდი აიაზმის მადლი შეგეწიოთ. დღეს უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყლით თქვენი სახლები, თქვენი ეზო-კარი. მადლი სულისა წმიდისა დაისადგურებს თქვენთან. ეს არის უდიდესი დღესასწაული, როცა განიდევნება ბოროტი სული და მადლი ღვთისა დაისადგურებს ჩვენ შორის. ჩვენთან არს ღმერთი“,_ ბრძანა ... ...
  • უდუმაშვილი:მწვავე და მძიმე გაზაფხული ექნება ხელისუფლებას„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, თუ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები  შედეგს ვერ გამოიღებს, რომ  არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდეს,  აქციები გაგრძელდება და ხელისუფლებას მძიმე გაზაფხული ექნება. „ყველანაირად ცდილობენ, რომ რაღაცნაირად ისეთ ჩიხში შეიყვანონ ეს მოლაპარაკებები, რომ საბოლოოდ ითქვას, არ გამოვიდა ეს მოლაპარაკება და არც ერთი ვარიანტი არ აწყობთ კომპრომისული. ბუნებრივია, თუ ამ მოლაპარაკებამ შედეგი ვერ გამოიღო და ვერ მივედით იქამდე, რომ გადავდგათ წინ ნაბიჯი პროპორციული არჩევნებისკენ, ბუნებრივია, გაგრძელდება აქციები კიდევ უფრო მწვავედ. ძალიან მწვავე და მძიმე გაზაფხული ექნება ხელისუფლებას. უკან დასახევი გზა ნამდვილად არ დაგვიტოვეს“,- განაცხადა უდუმაშვილმა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ასევე აღნიშნა, რა სისტემითაც არ უნდა ჩატარდეს არჩცევნები ხელისუფლება მაინც დამარცხდება. უდუმაშვილის განცხადებით, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრის დაგეგმვა დამოკიდებულია ისევ და ისევ უცხოელ პარტნიორებზე, რომელთა ორგანიზებითაც, რამდენიმე შეხვედრა უკვე ... ...

არქივი

ზაფრანი

იუმორი და ასტროლოგია

ვერძი - მუშაობს პრობლემური სესხების...

ცოცხის „მაგიური“ ძალა

ბევრ ქვეყანაში არსებობს გარკვეული "ცრურწმენები",...

"წიწაკიანი" ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მორიელი _ ქალი მორიელის გამოხედვა ხერხს...

არსებობს თუ არა ერთი ნახვით სიყვარული

ოდესმე თქვენს ცხოვრებაში მომხდარა ისე,...

ყავის მომზადების რეცეპტები მსოფლიოში

ვიეტნამი - ყავის მომზადების დროს...

როგორ შევინარჩუნოთ მამაკაცი

არასდროს უყვიროთ მას - ის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...