გრძელდება თუ არა ძველი კორუფციული საქმეები ოზურგეთში ახალი ხელისუფლების პირობებშიც

მთავარი თემა

გრძელდება თუ არა ძველი კორუფციული საქმეები ოზურგეთში ახალი ხელისუფლების პირობებშიც

2014 იან 7 15:15:43

როგორც მაშინ აღვნიშნავდით, #1 საჯარო სკოლის ეზოში ნახევრადდანგრეულ, ისტორიული მნიშვნელობის შენობას შლიდნენ, რომელშიც ამავე სკოლის პედაგოგებისა და კურსდამთავრებულების განცხადებით, განთავსებული იყო მუზეუმი: _ "ეს იყო გურიაში პირველი ვაჟთა სკოლა, სადაც ინახებოდა ისტორიული ექსპონატები", _ აცხადებდნენ "გურია ნიუსთან" პედაგოგები.


2012 წლის 1 თებერვალს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ოზურგეთის რაიონული პროკურორს კახა კოჩივარს მარინე სუნგულიამ განცხადებით მიმართა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, კომენტარი ვთხოვეთ ოზურგეთის რაიონულ პროკურორს კახა კოჩივარს, რომელიც მხოლოდ ორი სიტყვით შემოიფარგლა: _ "აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება", _გვითხრა პროკურორმა.

მარინე სუნგულიას მტკიცებით, ოზურგეთში ახალი ხელისუფლების პირობებშიც გრძელდება ძველი კორუფციული სქემა.

"2013 წლის ზაფხულში დაანგრიეს ისტორიული სკოლის შენობა, რომელიც მე- 19 საუკუნეში აშენდა, თავად გრიგოლ გურიელის დახმარებით. ეს შენობა მდებარეობდა გურიელების რეზიდენციასთან. (ახლანდელი ოზურგეთის #1 საჯარო სკოლა),ეს იყო ჯუმათის მონასტერთან არსებული სასულიერო სასწავლებელი. ამავე ტერიტორიაზე იღებს სათავსე (მე- 17 საუკუნე), პირველი კოლეჯის ტიპის სასწავლებელი, იტალიელი მისიონერისა და მალაქია კათალიკოსის(გურიელი) მიერ დაარსებული. აქვე 366 წლის წინათ იტალიელმა ქართველოლოგმა პატრმა ანტონიო ჯარდინამ შეადგინა პირველი ქართული გრამატიკა. სასულიერო სასწავლებლის კედლებში (ანუ იმ შენობაში რომელიც დაანგრიეს) აღიზარდნენ: - ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი, ისტორიკოსი და მწერალი _ ილია ფერაძე, მწერალი _ ეგნატე ნინოშვილი, საქართველოს მეჭურჭლეთუხიცესი - ექვთიმე თაყაიშვილი, - ნიკო მარი, კომპოზიტორი_ იონა ტუსკია, მილანის კონსერვატორიის კურსდამთავრებული, ოპერის პირველი ქართველი მომღერალი - ფილიმონ ქორიძე. მწერალი და კრიტიკოსი _ აკაკი ბაქრაძე და სხვები.

აღსანიშნავია, რომ სკოლა თავისი წარსულით და მოღვაწეობით იუნესკოს ასოცირებული წევრი გახდა. სკოლაში ფუნქციონირებდა მუზეუმი, რომელიც მდიდარი იყო ექსპონატებით, მაგრამ დაანგრიეს, როგორც ისტორიულ - კულტურულ ფასეულობებს მოკლებული და კიდევ ბევრი რამ არის, რაც ეჭვს იწვევს. ჩემს მიერ გამოთხოვილი იქნა საბუთები, სკოლის დანგრევის კანონიერების შესახებ, მაგრამ მსგავსი არ აღმოჩნდა, რამაც უფრო გაამწვავა ეჭვი, იმის თაობაზე, რომ ეს ტერიტორია მავანს აინტერესებდა, ამიტომ ეჭვების გასაფანტავად და სამართლიანობის აღსადგენად 2013 წლის 1 თებერვალს მივმართე პროკურატურას, მაგრამ ერთი წელია არაფერი ისმის, ანალოგიურია სოფლის პროექტებთან დაკავშირებულ; საჩივარზე, რომლის შესახებაც საკმაო მასალა მივაწოდე პროკურატურას. პროკურატურა დუმს.

ძალიან კარგი იქნება თუ გამოჩნდება მსურველი და ამ საკითხზე პასუხს გაგვცემს, რადგან დანაშუალის დაუსჯელობა, კვლავ ახალ დანაშაულს შობს_ ფაქტია, რომ ოზურგეთის ახალი ხელისუფლების პირობებში კვლავ გრძელდება ძველი კორუფციული სქემა სოფლის პროექტებთან დაკავშირებით."

სოფლის პროექტებთან დაკავშირებულ საჩივარზეც ოზურგეთის რაიონულმა პროკურორმა კახა კოჩივარმა ანალოგიური პასუხი გაგვცა, _მიმდინარეობს გამოძიება.

"ოზურგეთის რაიონულ პროკურორს კახა კოჩივარს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში 2011 -2012 წელს "სოფლის მხარდამჭერი პროგრამით" გახორციელებული სამუშაოების შესახებ განცხადებით მიმართეს. საჩივარი, რომელშიც მტკიცებულებებად "გურია ნიუსში" გამოქვეყნებული მასალებიცაა შეტანილი, მარინე სუნგულიამ შეიტანა.

"მოგახსენებთ, რომ 2011- 2012 წლებში სახელმწიფოს მიერ სოფლის განვითარებისათვის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი იქნა 1 085 044 , რომელიც უნდა დახარჯულიყო სოფლებში, საბავშვო ბაღების რემონტის, გზის რეაბილიტაციისათვის, წყლის სისტემის მოწყობისა და მინი სტადიონების რეაბილიტაციისათვის.

სოფლის განვითარების პროექტის შესასრულებლად გამოყოფილი თანხის უმეტესი ნაწილი გახარჯულია არამიზნობრივად ან მითვისებულია თანამდებობის პირების მიერ.

გთხოვთ გადაამოწმოთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციები. შეისწავლოთ, სოფლის განვითარებისათვის გამოყოფილი თანხების ხარჯვის მიზნობრიობა. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დააყენოთ პირის ან პირების კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საკითხი", _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს მარინე სუნგულია აწერს.

მარინე სუნგულია: პირადად ჩემს მიერ "სოფლის მხარდამჭერი პროგრამის" შესწავლის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრ სოფელში არის აბსურდული ციფრები დასახელებული, მაგრამ რეალურად დახარჯულია ძალიან მიზერული თანხა. მაგალითად, სოფელ შემოქმედში სველი წერტილის მოსაწყობად გამოყოფილი და დახარჯულია 13 524 ლარი. რომ მივედი და ვნახე, რეალურად არც კი არსებობს. მაგალითად, სოფელ ნატანების ფაქტი ავიღოთ, ჩემი აზრით, თანხები არის არამიზნობრივად გახარჯული და ამის გამო მივმართე პროკურატურას, მოხდეს ამ საქმეების გამოძიება, რადგან ის ადამიანები, რომლებსაც ამაში ხელი ურევიათ, კვლავ არ მოხვდნენ ხელისუფლებაში რაღაც თანამდებობებზე, რომლის ეჭვიც არსებობს და მათ უნდა აგონ სათანადოდ პასუხი.

ერთი რამ მინდა აღვნიშნო, რომ პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმეზე მოკვლევა გაზეთში გამოქვეყნებული მასალების საფუძველზეც უნდა დაიწყოს, თუკი არსებობს ამისი რეალური ეჭვი, მაგრამ პროკურატურა დღემდე არ დაინტერესებულა მსგავსი ფაქტებით. რადგან ასე არ მოხდა, "გურია ნიუსი" თითქმის ყველა ნომერში წერდა "სოფლის მხარდამჭერი პროგრამების" ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შესახებ, სადაც უამრავი ფაქტია მოყვანილი იმისა, როგორ არამიზნობრივად იხარჯებოდა თანხები. ამიტომ, მე მივაწოდე პროკურატურას "გურია ნიუსის" მასალები, ასევე დისკები და ჩემს მიერ მოკვლეული ძალიან ბევრი ფაქტი. ვითხოვ სამართლიან გამოძიებას," _ აღნიშნავდა, ჩვენთან საუბარში სუნგულია.

თაგები: http://gurianews.com/home/2010-11-25-16-58-05/7924-q--q-----.html

http://gurianews.com/home/2010-11-25-16-58-05/7924-q--q-----.html




 ახალი ამბები
  • როგორ და სად უნდა გავიკეთოთ პირბადე _ თენგიზ ცერცვაძის განმარტებარა ტემპერატურაზე კვდება კორონავირუსი და ვინ და სად უნდა ატაროს პირბადე, - ამ კითხვებზე პასუხი თენგიზ ცერცვაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში გასცა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა განმარტა რამდენად არის შესაძლებელი კორონავირუსით დაავადება სურსთთან შეხებისას. „სურსათთან მიმართებაში შესაძლებელია თეორიულად, თუ მომხმარებელი მოვიდა მარკეტში და დააცემინა, დაახველა და ამოაფრქვია ეს შხეფები და ეს შხეფები მოხვდა სურსათზე. შესაძლებელია თეორიულად, მაგრამ ამის ალბათობა დიდი არ არის“, - აღნიშნა ცერცვაძემ. მისივე თქმით, კორონავირუსი +56 გრადუსზე 30 წუთს ძლებს, 70 გრადუსზე კი 5 წუთში იღუპება. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა პირბადეების გამოყენების წესებზეც ისაუბრა. „ცალსახად, ულაპარაკოდ უნდა ეკეთოს ინფიცირებულს, ავადმყოფს. ვინაიდან ის არის წყარო აი ამ ვირუსისა და ის ხველებისა და საუბრისას ამოაფრქვევს ვირუსის ნაწილაკებს და თუ პირბადე უკეთია, ეს პირბადე შეაკავებს ამ ნაწილაკების დიდ უმრავლესობას. მეორე. ასევე ცალსახად უნდა ეკეთოს სამედიცინო პერსონალს, ვინც ამ პაციენტს უვლის. ან ოჯახში პიროვნებას, ვინც ამ პაციენტს უვლის, არის მასთან ახლო კონტაქტში. მას უნდა ეკეთოს აუცილებლად. ექთანს, ექიმს, სანიტარს, მომვლელს. რაც შეეხება მოსახლეობას, ღია ჰაერზე, ქუჩებში არ უნდა ეკეთოთ, არავითარი აზრი არ აქვს. სადაც სოციალური დისტანცირების დაცვა შეიძლება, იქ არ უნდა ეკეთოს“, - ამბობს ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი: თბილისში სრული სიჩუმე სუფევს, მეამაყება ეს ჩვენი პასუხისმგებლიანი ქცევასაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ე.წ. კომენდანტის საათის ამოქმედებას ეხმაურება. ზურაბიშვილის განცხადებით, თბილისში სიჩუმე სუფევს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მოსახლეობა რეკომენდაციებს იცავს. „9 წუთია გადავედით ახალ მკაცრ რეჟიმზე. სრული სიჩუმე სუფევს. ეტყობა, თბილისი იცავს რეკომენდაციებს!მეამაყება ეს ჩვენი მოქალაქეობრივი და პასუხისმგებლიანი ქცევა. ასეთი მოწესრიგებული და კანონმორჩილი მიდგომით დავამარცხებთ კორონასაც და მეტსაც“, - წერს ... ...
  • კომენდანტის საათი ჩოხატაურში _ დაკეტილი მაღაზიები და დაცარიელებული ქუჩებიფოტოები, რომლებსაც "გურია ნიუსი" გთავაზობთ, ჩოხატაურში კომენდანტის საათის ამოქმედებამდე, ანუ 21 საათამდეა ... ...
  • რატომ მოსთხოვეს ჩოხატაურში მაღაზიების 19 საათზე დაკეტვა მეპატრონეებსრა ხდება ჩოხატაურში? – ამ კითხვით “გურია ნიუსს“ მთელი დღის განმავლობაში უკავშირდებოდნენ ადამიანები. "გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ პრემიერის ბრძანება შეცვალა და სასურსათო მაღაზიებს უბრძანა 7 საათზე დაკეტონ ყველაფერი. როგორც ცნობილია, პრემიერის ბრძანებით, კომენდანტის საათი იწყება 9 საათზე". მათი თქმით, გაფრთხილება ადგილობრივი ხელისუფლებისგანაც მიიღეს. გურიის გუბერნატორმა ეს ინფორმაცია ჩვენთან საუბრის დროს არ დადაასტურა: “პრემიერ-მინისტრის ბრძანებას მე როგორ შევცვლიდი?! მსგავსს ფაქტს ადგილი არ ჰქონია", _ გვითხრა ნასარაიამ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის ირაკლი კუჭავას თქმით კი მოქმედებენ მთავრობის განკარგულების შესაბამისად. "მთავრობის განკარგულებაში ზომების გამკაცრების შესახებ, მკაფიოდაა გაწერილი ყველა შეზღუდვა. ჩვენ ვმოქმედებთ ამ დოკუმენტის შესაბამისად. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებთ", _ გვითხრა ... ...
  • რას უკავშირდება ლანჩხუთის ბიუჯეტში გასახორციელებელი ცვლილებებიკორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილი სხვადასხვა ღონისძიებისა თუ შეზღუდვების მიუხედავად, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის გახორციელება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. გამონაკლისი არც ლანჩხუთია და ამ ფაქტორის გათვალისწინებით მოუწიათ საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრებს შეკრება, სადაც ბიუჯეტში გასახორციელებელ ცვლილებებზე იმსჯელეს. კომისიის წევრები სხდომაზე ერთმანეთისგან დისტანცირებულად და ნიღბებით ისხდნენ. "სხდომის ჩატარების აუცილებლობა გამომდინარეობს იქედან, რომ შეუფერხებლად გაგრძელდეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა და მუნციპალიტეტის ფუნქციონირება“, _ თავშივე აღნიშნა კომისიის თავკაცმა ალექსანდრე მახათაძემ. რაც შეეხება 2020 წლის ბიუჯეტში გასახორციელებლ ცვლილებებს, რომელიც კომისიამ განიხილა და მხარიც დაუჭირა, ირკვევა, რომ ბიუჯეტის ცვლილების პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობის განკარგულებებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო დაფინანსება სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელების მიზნით. კერძოდ, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების განსახორციელებლად მუნიციპალიტეტს 1800000 ლარი ერგო, რომელიც მიიმართა 2019 წლის დაწყებული პროექტების დასასრულებლად. კერძოდ, ხიდების რეაბილიტაციასა და ნაპირსამაგრი სამუშაოების მოწყობაზე . სკოლების რეაბილიტაცისთვის - 520000 ლარი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების მიზნით -748000 ლარი. გაეროს განვითარების პროგრამის-რეგიონული ადგილობრივი განვითარების ინიციატივების ხელშეწყობის ფარგლებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო გრანტი 309890 ლარი, რომლითაც დაფინანსდება ორი პროექტი. გრიგოლეთის განაშენიანების გეგმის შემუშავებისათვის დაიხარჯება 250000 ლარი. ტურისტული მარშუტების ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საშუალომთიანი თემების ეკონომიკური გაძლიერებისათვის 67040 ლარი. მათ შორის გრანტით ფინანსდება 59890 ლარი, ხოლო მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება შეადგენს 7150 ლარს. კომისიაში მიღებული მხარდაჭერის შემდეგ წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით საკრებულოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება უახლოეს სხდომაზე მოუწევს, რომლის გამართვის თარიღიც ჯერჯერობით ცნობილი ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...