რუსი ექსპერტები ტერორისტულ აქტებს არ გამორიცხავენ და ამის აღსაკვეთად ქვეყნის მზადყოფნაზე საუბრობენ

მთავარი თემა

რუსი ექსპერტები ტერორისტულ აქტებს არ გამორიცხავენ და ამის აღსაკვეთად ქვეყნის მზადყოფნაზე საუბრობენ

2014 იან 11 12:08:51

რუსეთის პრეზიდენტის განკარგულება, რომელიც უსაფრთხოების ზომებს არეგულირებს, დახურული ზონის შექმნას ითვალისწინებს, რომელში მოხვედრაც სამსახურებრივი საჭიროების გარეშე შეუძლებელი იქნება.

აკრძალული ზონების საზღვრები ზუსტად არის განსაზღვრული და მისი ტერიტორიის ნაწილი ყარაჩაი-ჩერქეზეთის საზღვარზე გადის აფხაზეთის ტერიტორიამდე.

უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები ქალაქში 21 მარტამდე იმოქმედებს.

არსებობს თუ არა რეალური საფრთხე ტერორისტების მხრიდან სოჭის ოლიმპიადაზე იმის გათვალისწინებით, რომ 29 და 30 დეკემბერს ქალაქ ვოლგოგრადში ტერორისტმა-თვითმკვლელებმა თავი აიფეთქეს რკინიგზის სადგურსა და ტროლეიბუსში, რასაც 34 დაღუპული და 70 დაშავებული მოჰყვა?

სოჭის ოლიმპიადა შესაძლოა საფრთხის შემცველია არა მხოლოდ სტუმრებისთვის, არამედ სპორტსმენებისთვისაც იყოს - ამ მოსალოდნელ საშიშროებაზე იმ სპეციალურ ანგარიშში წერია, რომელიც რუსეთის პოლიტინფორმაციის ცენტრში მოამზადეს.

არასტაბილური მდგომარეობა ჩრდილოეთ კავკასიაში, მსოფლიოში ისლამისტური მოძრაობის გაძლიერება და ოლიმპიური ობიექტები, რომლებიც არასანდო მშენებლებმა ააგეს -ეს იმ რისკების მცირე ჩამონათვალია, რომელიც რუსეთის პოლიტინფორმაციის ექსპერტები სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით გამოჰყოფენ. ყველაზე დიდ საფრთხეს კი ანალიტიკოსები ჩრდილოეთ კავკასიის შეიარაღებულ დაჯგუფება "იმარად კავკაზში" ხედავენ.

"იმარად კავკაზი ეს ბრენდია, რომელიც ტერორისტული ორგანიზაციების მიერ ოლიმპიადის პოტენციური მონაწილეებისა და სტუმრების დასაშინებლად გამოიყენება. ეს დაქსასული ორგანიზაციების ქსელია და მათი ხელმძღვანელი დოკ უმაროვი ერთგვარი სიმბოლოს როლს ასრულებს. მისი რეალური მოქმედების არეალი კი საკმაოდ შეზღუდულია. თუმცა, მომგებიანია ჰქონდეს სახელი, რომლისაც ეშინიათ", _ აცხადებს პოლიტინფორმაციის ცენტრის დირექტორი ალექსეი მუხინი და დასძენს, რომ რუსეთი მზადაა სოჭის ოლიმპიადაზე შესაძლო ტერორისტული აქტები აღკვეთოს. თუმცა, ამ მოსაზრებას, რუსეთში მოღვაწე ექსპერტთა ნაწილი, არ იზიარებს.

სოჭის ოლიმპიადაზე შესაძლო ტერორისტულ საფრთხეებზე საუბრობს ქართველი სამხედრო მიმომხილველი ირაკლი ალადაშვილიც, რომელიც წერს, რომ სოჭის ოლიმპიადა რჩება კამიკაძე-ტერორისტების სამიზნედ.

"რა თქმა უნდა, არ შეიძლება ამ ტერორისტული აქტების დამგეგმავებისა და შემსრულებლების გამართლება - მათ გამო ხომ ათობით უდანაშაულო მშვიდობიანი მცხოვრები (მათ შორის - ბავშვებიც) დაიღუპა და დაიჭრა, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ეს სწორედ იმ ოცწლიანი ბრძოლის გამოძახილია, რომელიც 1994 წლის შემოდგომაზე კრემლმა ჩეჩნეთის წინააღმდეგ დაიწყო - ის ჩეჩენი თუ დაღესტნელი ბავშვები და ქალებიც უდანაშაულონი იყვნენ, რომლებიც რუსული ავიაციისა და არტილერიის დაბომბვებისას ყოველდღიურად იღუპებოდნენ.

დღეს სწორედ მათი ძმები, მამები თუ დედები ხდებიან თვითმკვლელი ტერორისტები და შიშის ზარს სცემენ რუსეთის ქალაქებს.

საგულისხმოა, რომ ვოლგოგრადის ტერაქტებამდე, 27 დეკემბერს, 50 კგ-მდე ტროტილი აფეთქდა მანქანაში პიატიგორსკის ერთ-ერთ ქუჩაზე, რასაც სამი გამვლელის სიცოცხლე შეეწირა.

რუსეთის ფედერაციის სტავროპოლის ოლქის ქალაქი პიატიგორსკი მხოლოდ 260 კმ-თაა დაშორებული სოჭიდან, სადაც ერთ თვეში ზამთრის ოლიმპიური თამაშები უნდა გაიმართოს.

ვოლგოგრადის ტერაქტების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ტყუილად როდი ჩაფრინდა სოჭში და პირადად შეამოწმა, როგორ არის დაცული ქალაქი და ოლიმპიური ობიექტები.

კრემლში ეშინიათ, სოჭის ოლიმპიადა ასეთივე ტერორისტულმა აქტებმა არ შეაზანზაროს, რაც მსოფლიოს წინაშე რუსეთის პრესტიჟს შელახავს.

ეს რომ არ მოხდეს, რუსეთის სპეცსამსახურები, შსს და თვით საარმიო დანაყოფებიც კი უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს იღებენ სოჭის მიმდებარე რაიონებში, მათ შორის - ოკუპირებულ აფხაზეთშიც (სხვა თუ არაფერი, სწორედ 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების დაცვა გახდა ერთ-ერთი მთავარი საბაბი იმისა, რაც 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა კოდორის ხეობაში ჩაიდინა).

მიუხედავად კრემლის დიდი მონდომებისა, სოჭის ოლიმპიადა მაინც რჩება კამიკაძე-ტერორისტების სამიზნედ. სწორედ ამის შიშით მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნის სპორტსმენები უკვე უარს აცხადებენ სოჭში გამგზავრებაზე.“

მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე და აღნიშნავს, რომ „იმის ხიფათი, რომ ტერაქტები ისევ მოხდეს, რა თქმა უნდა, არსებობს. ამის დამადასტურებელი ისიც არის, რომ უსაფრთხოების დაცვის უპრეცედენტო ზომებია მიღებული".

აღსანიშნავია, რომ სოჭის ოლიმპიური თამაშებს, რომელიც დაახლოებით 50 მილიარდი დოლარი ჯდება, უკვე ცნობილია, რომ დასავლეთის ბევრი ლიდერი არ დაესწრება, რის მიზეზადაც არაოფიციალურად რუსეთში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული საკითხები სახელდება.

ოლიმპიურ თამაშებს არ დაესწრება გერმანიის, საფრანგეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტები. ასევე, სოჭში არ გაემგზავრებიან ბრიტანეთისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრები, ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში დიდ ხანს მიმდინარეობდა მსჯელობა იმის შესახებ, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა მთავრობა და დაესწრებოდა თუ არა სოჭის ოლიმპიადას.

ამ საკითხზე გასული წლის 18 დეკემბერს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საზოგადოებრივი აზრის კვლევაც ჩაატარა.

გამოკითხულთა 66%-სთვის სოჭის ოლიმპიადაზე საქართველოს მონაწილეობა მისაღებია, ხოლო 17%-სთვის მიუღებელი. ამასთან, სექტემბრის შედეგების მიხედვით, მაშინ გამოკითხულთა 76% მიიჩნევდა საქართველოს ოლიმპიადაზე მონაწილეობას მისაღებად და 11% - მიუღებლად.

NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-27 ნოემბრის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით 3,915 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა.

მიუხედავად გამოკითხვის შედეგებისა, მოგვიანებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა Russia Today-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სოჭის ოლიმპიადას არ დაესწრებიან.

"ჩვენ დისკუსიები გვქონდა, მიიღებდა თუ არა საქართველო ოლიმპიადაში მონაწილეობას. ხელისუფლებამ ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ოლიმპიადაში ჩვენი სპორტსმენები მონაწილეობას მიიღებენ. ხელისუფლებიდან დელეგაცია ოლიმპიადას არ დაესწრება. იქ მხოლოდ ჩვენი სპორტსმენები და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები იქნებიან", _ თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.




 ახალი ამბები
  • ხუნდაძე: ტატუნაშვილი დასტურია, რომ საქართველოს მოქალაქეები არასოდეს შეეგუებიან ოკუპაციასსაოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლის  არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან დღეს ორი წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით სოფელ წილკანში, სადაც ეროვნული გმირის ოჯახი ცხოვრობს, მისი სახელობის ახალი სკვერი და სტადიონი გაიხსნა. ამ მოვლენის გამო წილკანში ჩავიდნენ პრემიერ-მინისტრი, მცხეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს მთავრობის  და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.  „მძიმე თარიღია, მძიმედ გასახსენებელია, მაგრამ ამ სიმძიმესთან არის სიამაყეც, როცა ჩვენი ახალგაზრდა კაცი არ შეეგუა ძალადობას და არ შეეგუა იმას, რომ საკუთარი ტერიტორია იქნას ოკუპირებული მუდმივად და ჩვენი მოქალაქეების უფლებები იქ ილახებოდეს. მისი  ეს მყარი პოზიცია არის დასტური იმისა, რომ საქართველო, ქართველი მოქალაქეები არასოდეს შეეგუებიან ოკუპაციას და ეს არის მხოლოდ დროებითი და ეს აუცილებლად დასრულდება", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ ... ...
  • "მოხვეტეს პირდაპირ და წაიღეს"_ ხმაური ოზურგეთის აგრარულ ბაზარშიხმაური იყო დღეს ოზურგეთის აგრარულ ბაზარში. ხმაური ოზურგეთის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების მისვლამ გამოიწვია, რომლებმაც თუთუნით მოვაჭრეებს დიდი რაოდენობით უაქციზო ნაწარმი ჩამოართვეს. როგორც მოვაჭრეები „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობენ, მათ სიტყვიერი გაფრთხილება მიიღეს, რომ ვაჭრობის უფლება არ აქვთ, თუმცა, სიტყვიერი გაფრთხილება, როგორც ჩანს მოვაჭრეებმა სერიოზულად არ აღიქვეს და ვაჭრობა უაქციზო ნაწარმით გააგრძელეს. დღეს კი ბაზარში შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ და უაქციზო ნაწარმი ჩამოართვეს. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ აჭარაში თამბაქოს მსგავსი სახით გაყიდვა ხდება. „50 კაცამდე იყო მოსული. არაფერი უთქვამთ. მოხვეტეს პირდაპირ და წაიღეს. დავალება გვაქვს ასეთიო. სასამართლოდან დაგიკავშირდებიანო.  თუ მაგრები არიან აჭარაში შევიდნენ და იქედან წაიღონ“,_ ამბობენ მოვაჭრეები „გურია ნიუსთან“ საუბრისას. როგორც შემოსავლების სამსახურის  ბრძანებაშია ნათქვამი, დათვალიერების პროცედურის გახორციელება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომელბს ევალებათ და 29 თებერვლის ჩათვლით უნდა გახორციელდეს და მიზნად ისახავს აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის წარმოებისა და მიწოდების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას. შეგახსენებთ, რომ თამბაქოს რეალიზაციაზე დაწესებულ ცვლილებებს საპროტესტო აქციები მოჰყვა ქედაში. როგორც ფინანსთა მინისტრმა მაშინ განაცხადა, თამბაქოს დაბეგვრაზე გამონაკლისის დაწესება არ ... ...
  • პრემიერ-მინისტრის კომენტარს სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოყვასაქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას,  რომ ქუთაისში მდებარე საქართველოს პარლამენტის შენობას გაყიდიან, სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოყვა. ქუთაისში სამოქალაქო მოძრაობის “დატოვე პარლამენტი ქუთაისში “ ინიციატივით აქციას გაიმართა. აქციის მონაწილეები მთავრობის გადაწყვეტილებას, ქუთაისში პარლამენტის შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით , აპროტესტებენ. მათი განცხადებით, პარლამენტის გაყიდვა საბოლოო განაჩენია ქუთაისისთვის. სამოქალაქო მოძრაობის წევრებს მიაჩნიათ, რომ „ქართული ოცნების” ხელისუფლება და პირადად ბიძინა ივანიშვილი მიზანმიმართულად ებრძვიან ქუთაისის განვითარების პერსპექტივას. აქციაზე გაჟღერდა მოძრაობის მოქმედების გეგმა. აქტივისტები იბრძოლებენ იმისთვის, რომ ქუთაისში წარმატებული საარჩევნო კამპანია აწარმოონ მხოლოდ იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც თავიანთ პროგრანაში ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაბრუნებას შეიტანენ. აქციის მონაწილეებს პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუერთდნენ. გიორგი გახარიამ ქუთაისის პარლამენტის შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან გუშინ კომენტარის გაკეთებისას განაცხადა. “ქუთაისში პარლმანეტის შენობის გაყიდვას ვაპირებთ და ეს პროცესი ეკონომიკის სამინისტროს დაწყებული აქვს. ქუთაისი სულ მალე იქნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც ქალაქისთვის იქნება ბევრად უფრო მეტი, ვიდრე პარლამენტი. გარდა ამისა, ამ შენობასაც ექნება დატვირთვა, მან უნდა შეიძინოს ეკონომიკურად უფრო მიმზიდველი ფუნქცია. ქუთაისისთვის მომავალი რა შეიძლება იყოს?  განათლება, მედიცინა, ტრანსპორტირება და კიდევ ბევრი რამე და არა მხოლოდ პარლამენტი“,_  განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრის დროს გიორგი ... ...
  • აჭისწყლის ხეობაში, კარიერის ირგვლივ, კვლავ ხმაურია ეკოდამცველი ირმა გორდელაძე, ფეისბუქგვერდზე, „გადავარჩინოთ გურიის მდინარეები“, კვლავ აქვეყნებს ინფორმაციას, რომ  ახლახან ლიხაურის ტერიტორიაზე,  მდ. აჭისწყლის ხეობაში,  შპს  „კავკაზ ცემენტ ჯორჯია" ჩუმად იპარავდა ქვიშას.   „დავადექი პირადად ფაქტზე.  გაჰქონდათ ინერტული მასალა და იქვე ახლო ტერიტორიაზე ასაწყობებდნენ.   ამ კომპანიას ლიხაურმა უარი უთხრა, არ დავუშვებთ, რომ გაიტანონ ინერტული მასალა“, _ წერს გორდელაძე. სოფელ ლიხაურის მკვიდრი, ქალბატონი თინა დობორჯგინიძე ამბობს, რომ აპირებენ სარჩელი შეიტანონ და პასუხი აგებინონ ყველას, ვისაც ეკუთვნის. _ ახლა აჭისწყლის ხეობაში, „კავკაზ  ცემენტ ჯორჯია“, როგორც მისი წარმომადგენელი გვეუბნება, ნებართვით არის შესული და მართლაც, მათ აქვთ ლიცენზია. თუმცა,  დაუშვებელია ახლა იქ ღორღის  ამოღება. გაფუჭდა, რაც გასაფუჭებელია. გავა ცოტა ხანი, ადიდებული მდინარე წალეკავს ყველაფერს და იტყვიან, სტიქიააო. ყველაზე დიდი სტიქია ადამიანია. ეს არის არა ღორღის ამოღება, არამედ ფულის ამოღება. მალე სარჩელს შევიტანთ, დოკუმენტაცია მოგროვებული გვაქვს და იმედია, მანამდე მაინც შეაჩერებენ მუშაობას, _ თქვა ქალბატონმა თინამ „გურია ნიუსთან“. ჩვენ ასევე დავუკავშირდით „კავკაზ ცემენტ ჯორჯიას“ წარმომადგენელს, გელა დუმბაძეს, რომელიც თავის მხრივ აცხადებს, რომ ის ფლობს ლიცენზიას,  შაბათ-კვირას ისვენებს, ორშაბათიდან კი აჭისწყლის კარიერზე მუშაობას გააგრძელებს. _შპს „კავკაზ ცემენტ ჯორჯია“ ამერიკული კომპანიაა. გვაქვს ლიცენზია, რომელიც ორი წლის წინ მივიღეთ. ვმუშაობთ წესების სრული დაცვით.  ჩვენ მოვიპოვებთ მასალას ქვის სამსხვრევი საამქროსთვის და ბეტონის ქარხნისთვის. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სკოლების თუ სხვა მშენებლობები რაც არის, ჩვენ  ვაკეთებთ.  ასევე ვეწევით  ქველმოქმედებასაც და არაფერს ვაშავებთ. ყველანაირ არგუმენტირებულ მოლაპარაკებაზე მზად ვართ, რასაც მოსახლეობა შემოგვთავაზებს. გამოჰყონ ჯგუფი, რომელიც მონიტორინგს  გააკეთებს, ნახავს, რას და როგორ ვიღებთ. მზად ვართ, დავაფინანსოთ კიდეც ისინი, -  გვითხრა გელა დუმბაძემ. დიდი ალბათობით, ორშაბათს, 24 თებერვალს,  აღნიშნულ კარიერზე დაპირისპირება კვლავ მოსალოდნელია, რადგან ლიცენზიის მფლობელი კომპანია მუშაობის გაგრძელებას გეგმავს. ... ...
  • ჩოხატაურში, სოფელ ონჭიკეთში სახლი დაიწვა_ რით დაეხმარება ადგილობრივი ხელისუფლება ოჯახს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ონჭიკეთში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი იყო მობილიზებული. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი კუჭავამ განუცხადა, ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებულ ოჯახს დაეხმარება. „ჩვენი წარმომადენელი უკვე შეხვდა დაზარალებულლ ოჯახს. ადგილობრივი ხელისუფლება პირველ რიგში აუცილებელი პირველადი მოხმარების ნივთების შესაძენად  დაეხმარება.  ამის შემდეგ კი, სამშენებლო მასალის გამოყოფაზე ვიმსჯელებთ“, – განაცხადა ირაკლი კუჭავამ. ჩოხატაურის მერის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახი უმეტესად ქუთაისში იმყოფება. „ოჯახში მამა იყო. შვილები ქუთაისში არიან, თვითონაც ხშირად ქუთაისშია. თუ თვითონ იტყვის, რომ სხვა საცხოვრისი არ გააჩნია, ამ შემთხვევაში გავიყვანთ ქირით“, _ გვითხრა ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...