დიმიტრი შაშკინის უკანონო მშენებლობები

მთავარი თემა

დიმიტრი შაშკინის უკანონო მშენებლობები

2014 იან 11 17:24:01

2012 წლის აგვისტოში, სსიპ "განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის" მიერ განხორციელებული სტუდენტური დასაქმების პროგრამა აგვისტოს თვეში სტუდენტების სხვადასხვა კერძო და საჯარო ორგანიზაციებში დასაქმებას ითვალისწინებდა. დასაქმებული პირების შრომით ანაზღაურებას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხდიდა. პროგრამის ფარგლებში 22.8 ათასი სტუდენტი დასაქმდა და შესაბამისად ბიუჯეტიდან 11,367.38 ათასი ლარი გადაირიცხა.

სამმხრივი შრომითი ხელშეკრულებება ( დასაქმებული, დამსაქმებელი და პროგრამის განმახორციელებელი) დამსაქმებელი კომპანიისაგან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის დასაქმებულის მიერ შესრულებული სამუშაოს წერილობითი ანგარიშის წარდგენას ითვალისწინებდა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შემოწმებისა აღმოჩნდა რომ უწყებას საერთოდ არ გააჩნდა ანგარიშები 5,7 ათას დასაქმებულზე, რომლებსაც ანაზღაურების სახით მინიმუმ 2 მლნ. 741 ათასი ლარი გადაერიცხათ.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში განათლების სამინისტროს მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად ხარჯვისა და კანონდარღვევით ჩატარებული შესყიდვების არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, მათგან განსაკუთრებულ ყურადღებას პროფესიული კოლეჯისა და გლდანის საცურაო აუზის მშენებლობა იწვევს. დიმიტრი შაშკინმა კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები ისე აქცია სამშენებლო პოლიგონად, რომ მეპატრონეებისთვის არაფერი უკითხავს.

სსიპ "საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს" მიერ 2011 წლის 15 დეკემბერს, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, შ.პ.ს. "ანაგისგან" შესყიდულია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სამშენებლო სამუშაოები. ხელშეკრულების თანახმად, შესყიდვის საერთო ღირებულება განისაზღვრა 11,507.59 ათასი ლარით. ხელშეკრულება გაფორმდა ისე, რომ სააგენტოს არ შეუდგენია სამშენებლო ობიექტის პროექტი და

ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია. ასევე ობიექტის მშენებლობა დაიწყო შესაბამისი ნებართვის გარეშე.

საჯარო რეესტრის ამონაწერით ვლინდება, რომ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მშენებლობა განხორციელდა შპს "ველაჯიოს" საკუთრებაში არსებულ მიწაზე. აქედან გამომდინარე, მშენებლობა განხორციელდა მიწის ნაკვეთზე, რომელიც არ წარმოადგენს სახელმწიფო

საკუთრებას და რომელიც არ არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემის სარგებლობაში, რითაც მოხდა კერძო საკუთრების ხელყოფა.

გლდანის საცურაო აუზის მშენებლობა

სსიპ "საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს" მიერ გამარტივებული შესყიდვით, შპს "ანაგისგან" შესყიდულია საცურაო აუზის მშენებლობის სამუშაოები. ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 6,554.36 ათასი ლარით. ხელშეკრულება დაიდო 2012 წლის 24 მაისს, მაშინ როდესაც აუზის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება დაიწყო 2012 წლის თებერვალში, რაც დასტურდება ფარული სამუშაოების აქტებით.

აქედან გამომდინარე, სამუშაოები დაიწყო მთავრობის განკარგულების გამოცემამდე და მშენებელთან ხელშეკრულების გაფორმებამდე.

სამშენებლო სამუშაოების დაწყების მომენტში მიწის ნაკვეთი, რომელზეც მიმდინარეობდა მშენებლობა, არ იყო სამინისტროს მფლობელობაში: ნაწილი ეკუთვნოდა ფიზიკურ პირს, ნაწილი ადგილობრივ თვითმმართველობას. ტერიტორიის ნაწილი უზუფრუქტით გადაეცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2012 წლის მარტში, მშენებლობის დაწყების შემდეგ. 2012 წლის 3 ოქტომბრისთვის საცურაო აუზთან დაკავშირებული მიწის ნაკვეთის ორივე ნაწილი დარეგისტრირებულია ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად. საბოლოოდ, ზემოაღნიშნული ფართი და მასზე განთავსებული შენობა–ნაგებობები უზუფრუქტით 5 წლის ვადით გადაეცა ქალაქ თბილისის მერიის 100%–იან წილობრივ მფლობელობაში არსებულ შ.პ.ს. "გლდანის საცურაო აუზს" სააგენტომ სამშენებლო სამუშაოები განახორციელა მესაკუთრეების ინფორმირების და თანხმობის

გარეშე. ასევე მშენებლობა დაიწყო და განხორციელდა მშენებლობის ნებართვის გარეშე. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას ხელშეკრულების გაფორმების მომენტში არ ჰქონდა საექსპერტო შეფასება. 2012 წლის 24 ოქტომბერს, ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ გასცა

დადებითი რეკომენდაცია აუზის საპროექტო დოკუმენტზე, მაშინ როდესაც აუზზე სამუშაოები დასრულებული იყო.

აუზის მშენებლობა არ იყო გათვალისწინებული წლიური შესყიდვების და სამოქმედო გეგმებში , რომლის ასახვა მოხდა დაგვიანებით, მშენებლობის დაწყებიდან რამოდენიმე თვეში.

განათლების სამინისტროს ფინანსური აუდიტის ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე გუშინ განთავსდა.

 




 ახალი ამბები
  • არასრულწლოვანი შვილების ტრეფიკინგი _ დაკავებულია ბავშვების დედაშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში არასრულწლოვანთა შრომითი ექსპლუატაციის ფაქტი გამოავლინეს. გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, დაკავებულია 1984 წელს დაბადებული ი.უ. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალი არასრულწლოვან შვილებს - 2006 წელს დაბადებულ მ.უ.-ს და 2007 წელს დაბადებულ ნ.უ.-ს უკანონო შრომით ექსპლუატაციას უწევდა. კერძოდ, ი.უ. მათ, ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით, პეკინის გამზირზე მოწყალების შეგროვებას აიძულებდა. იმ შემთხვევაში, თუ მოზარდები საკმარის თანხას არ შეაგროვებდნენ, დედა შვილებს ფიზიკური ანგარიშსწორებით და სექსუალური ძალადობით ემუქრებოდა. სამართალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა, ასევე, ფოტო გადაღება და ფარული სატელეფონო მიყურადება, რითაც ბრალდებულის მიერ არასრულწლოვანი შვილების სისტემატური შრომითი ექსპლუატაცია დადასტურდა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 143-ე პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნით ვაჭრობას (ტრეფიკინგს) გულისხმობს"-წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ... ...
  • ქედაში სამგზავრო ავტობუსი ამოყირავდაავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქედაში 15 ადამიანი დაშავდა. შემთხვევის დროს ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოყირავდა.აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 13 დაშავებულს ქედის კლინიკაში ამბოლატორიული დახმარება უტარდება, ხოლო 2 დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში დამატებითი კვლევებისთვის გადაჰყავთ. მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სსკ-ს 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას ... ...
  • შიდა ქართლში რუსმა ოკუპამტებმა 2 მამაკაცი დააკავესრუსმა ოკუპანტებმა, სავარუდოდ, საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით კასპის რაიონის სოფელ კოდისწყაროს განაპირას ორი მამაკაცი დააკავეს. როგორც „რუსთავი 2“ იუწყება, ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა 60 წლამდე მამაკაცები საქონელს მწყემსავდნენ. მაუწყებლის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ზურაბ ტუხიაშვილი და რამაზ ზადიშვილი ამჟამად უკვე ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან. გატაცების ფაქტს სუსიც ადასტურებს, თუმცა თავად გატაცებულის ოჯახებს მომხდარზე საუბარი კატეგორიულად არ სურთ. უფრო მეტიც - ისინი გატაცების ფაქტს არ ადასტურებენ და "რუსთავი 2-ის" გადამღები ჯგუფის მიმართ საკმაოდ აგრესიულები იყვნენ. ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო ... ...
  • "გამოვექეცი და მაინც დამიჭირა" _ 12 წლის გოგო რამდენჯერმე გააუპატიურეს12 წლის გოგო რამდენჯერმე გააუპატიურეს. გოგონას თქმით, არასრულწლოვანი მამაკაცმა სახლიდან იარაღის მუქარით ჩუმად გაიყვანა. რის შემდეგაც ჯერ საკუთარ სახლში გააუპატიურა, შემდეგ ტყეში წაიყვანა, _ შემთხვევა შიდა ქართლში მოხდა. გოგონა ახლა 16 წლისაა. მიუხედავად იმისა, რომ საქმე აღძრულია, მოძალადე ჯერ დაკავებული არაა. როგორც გოგონას სოფელში ჰყვებიან, მამაკაცს მსგავსი დანაშაულის ჩადენა სხვა ოჯახებშიც უცდია. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანია "დეა" ... ...
  • ზურაბ ნასარაია, საერთაშორისო კონფერენციას „შავი ზღვის ქვეყნების სამომავლო პერსპექტივები“ დაესწრო (R)სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში , რომელიც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) და შავი ზღვის კვლევების საერთაშორისო ცენტრის (ICBSS) ორგანიზებით, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ჩატარდა. კონფერენცია ევროკავშირის და ევროკავშირის არაწევრი შავი ზღვის აუზის ქვეყნების წარმომადგენლებს შორის დიალოგის პლატფორმა იყო და შავი ზღვის ქვეყნებს შორის დისკუსიის სტიმულირებას ისახავდა მიზნად. ღონისძიების ფარგლებში თემატურ ჯგუფებს შორის სამუშაო შეხვედრები ჩატარდა. ერთ-ერთი თემა კულტურა და ტურიზმი იყო. სამუშაო ჯგუფის შეხვედრის მიზანს ევროკავშირის პროგრამებში და ფინანსურ ინსტრუმენტებში გასათვალისწინებლად კულტურისა და ტურიზმის სფეროებში კონკრეტული იდეებისა და პროექტების შეთავაზება და იდენტიფიცირება წარმოადგენდა. ღონისძიებაზე ასევე აღინიშნა, რომ მთლიანად შავი ზღვის რეგიონს გააჩნია მდიდარი ისტორიული და არქიტექტურული მემკვიდრეობა და მრავალფეროვანი ბუნებრივი რესურსები, რომელიც მოგზაურებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს. გურიის მხარის წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, რეგიონის პოტენციალზე ეკოტურიზმის მიმართულებით ისაუბრეს, ასევე, ყურადღება გაამახვილეს გურული ფოლკლორის უნიკალურობასა და თავისებურებაზე და კულტურული ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე. შეხვედრაზე გადაიდგა სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული ნაბიჯები გურიის რეგიონსა და დამსწრე ორგანიზაციებს შორის, განსაკუთრებით ხელოვნებისა და კულტურის მიმართულებით. შეხვედრას ევროკომისიის წარმომადგენლები, საბერძნეთის რამდენიმე უწყების მინისტრი, ელჩები, კვლევითი ინსტიტუტების და სხვადახვა სამთავრო თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ... ...

არქივი

ზაფრანი

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...

ინტერნეტის უარყოფა ადამიანის ორგანიზმზე მოქმედებს

ინტერნეტის ქსელიდან მკვეთრი გამოსვლა იწვევს...

რა გვიშლის ხელს დაძინებაში

არ გძინავთ კარგად და ეს...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?