გუბერნატორსა და გამგებელს შორის პოლიტიკური დაპირისპირება საფეხბურთო მოედნიდან დაიწყო?!

მთავარი თემა

გუბერნატორსა და გამგებელს შორის პოლიტიკური დაპირისპირება საფეხბურთო მოედნიდან დაიწყო?!

2014 იან 12 20:29:34
და სცდება ლანჩხუთის ფარგლებს. დაპირისპირებაში უკვე "ჩართეს" გურიის გუბერნატორი გიორგი ჩხაიძე, უკვე ღიად გამოჩნდა მაჟორიტარი თემურ ჩხაიძე, რომელიც უმეტესად ფრაზას _ "არ ვერევის" იყენებდა მედიასთან კომენტარის დროს. დღეს ის უკვე აღარ მალავს, რომ ყველა საფეხბურთო ბატალიაში მონაწილეობდა და უბრალოდ, "ვერ გაიგო" რატომ სურდა "გურიას" პრეზიდენტობა კახა ებრალიძეს, რომელიც ამავდროულად გურიის რეგიონული ფედერაციის თავკაციცაა. თუმცა, გრფფ-ის ყველა პრეზიდენტი (იმედო დუნდუა, დურმიშხან ჩხაიძე და ბოლო დრომდე კახა ებრალიძე) პარალელურად იყო "გურიას" ერთ-ერთი დირექტორი, რაც ჩვენი კლუბისთვის დამატებითი პლუსი გახლდათ და კლუბის ლეგენდარულ კაპიტანიც არ იქნება "გურიასთვის" დამატებითი მხარდაჭერის წინააღმდეგი, მაგრამ, აშკარაა, რომ იგი გრფფ-ის თავკაცს უპირისპირდება.

თუმცა, მაჟორიტარისა და გრფფ-ის თავკაცის "დაპირისპირება" არაფერია იმასთან შედარებით, რომ პარლამენტარი ნებსით თუ უნებლიედ იმ "ომში" აღმოჩნდა, რომელიც გუბერნატორის წინააღმდეგ "არის გაჩაღებული". საქმე იმაშია, რომ გიორგი ჩხაიძემ ლანჩხუთის ფეხბურთის მესვეურებთან შეხვედრაზე მხარეებს "გურიას" სამომავლო ხედვის წარმოდგენა მოთხოვა და უმწვრთნელოდ დარჩენილ კლუბს თემურ ლორიასთვის მოსმენა შესთავაზა. ანუ ამით გუბერნატორმა მიანიშნა, ფაქტობრივად, ჩამოყვანილი ორი მთავარი მწვრთნელისთვის 5 500 ლარის გადახდას, ჯობს ადგილობრივი კადრი დავასაქმოთ, რომელიც თანახმაა 1 500 ლარადაც იმუშაოს და შესაბამისი ლიცენზიაც აქვსო. ამის შემდეგ, თემურ ჩხაიძემ დავით მახარაძის მთავარ მწვრთნელად მობრუნებას დაუჭირა მხარი, რაც თავისთავად გუბერნატორის პოზიციას ეწინააღმდეგება.

უნდა ითქვას, რომ მაჟორიტარს თავის მართლებაც შეუძლია _ გუბერნატორთან შეხვედრას არ ესწრებოდა, თუმცა, თემურ ჩხაიძის სასარგებლოდ ნამდვილად არ მეტყველებს, თუ მას გუბერნატორის კონკრეტული "მესიჯები" არ მიაწოდეს, მით უმეტეს, ის საფეხბურთო თემაზე იყო გაკეთებული.

აქვე რეგიონის პირველკაცის ფინანსურ გზავნილებსაც გაგაცნობთ _ მან ოფიციოზს ფულის დაზოგვა მოთხოვა და ურჩია, ანტალიაში შეკრების მოწყობას ადგილზე მომზადება ჯობს და თანხის სხვაობა გრიგოლეთის ბაზას მოვახმაროთო. ამ კუთხით ერთი საინტერესო დეტალიცაა _ როგორც გვითხრეს, "გურიას" პირველ ეტაპზე გრიგოლეთში ყოფნა 40 000 ლარი დაუჯდა და გუბერნატორი, ალბათ, ამ მხრივაც შენიშვნას იტყვის _ აქაოდა, ეს ფული სასტუმროს ნაცვლად ისევ ბაზის კეთილდღეობას მოხმარებოდა და თუნდაც გუნდისთვის საკმარისი ოდენობის ოთახები გარემონტებულიყოო.

მას შემდეგ, რაც გუბერნატორმა "მესიჯები" დატოვა, მეორე დღესვე, სასწრაფოდ, დავით მახარაძე დაინიშნა მთავარ მწვრთნელად, თანაც მას შემდეგ, რაც წინადღეს მწვრთნელმა "გურიის" მესვეურები საგაზეთო ინტერვიუში ლამის მიწასთან გაასწორა. დავით მახარაძემ დაგვიდასტურა, რომ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. "დიახ, დღეს ვიყავი ლანჩხუთში და გადაწყდა, გუნდს მე გავწვრთნი," _ გვითხრა მახარაძემ და ამასთან, ჟურნალისტებს "სასწრაფო რეჟიმში" სხვადასხვა გზებით მოგვაწოდეს მისი დანიშვნის ინფორმაცია.

ყოველივეს ხაზს იმიტომ ვუსვამთ, რომ მოგვიანებით, ოფიციოზი იძულებული გახდა, უკან დაეხია და ეს ამბავი ისე "კატეგორიულად" უარყვეს, თითქოს ჟურნალისტებს მოგვეგონებინოს. მანამდე კი, რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, გუბერნატორი ლანჩხუთის გამგებელსა და კლუბის წარმომადგენლებს შეხვდა, რჩებოდა ინტრიგა _ გუბერნატორმა უკან დაიხია თუ თავისი გადაწყვეტილების ერთგული რჩებოდა.

"ჯერ არაფერი არის გადაწყვეტილი. სამწუხაროდ, ჩემთვის ჯერ არავის წარმოუდგენია კლუბის მომავლის რეალური ხედვა. როგორც იცით, ჩემი რეკომენდაცია დავაფიქსირე ლანჩხუთში შეხვედრაზე _ მოვუსმინოთ ყველას და ვისაც უკეთესი ხედვა ექნება, ის შევარჩიოთ. მე არ მიმიცია რეკომენდაცია თემურ ლორიასთვის, უბრალოდ, იმ მიზეზის გამო, რომ მისი ხედვა არ მოგვისმენია. მე ვთქვი, რომ გვყავს ადგილობრივი სპეციალისტი და მოვისმინოთ მისი პროგრამა, თუ როგორ ხედავს კლუბის მომავალს. ახალი მთავარი მწვრთნელი დანიშნულია? ვერაფერს გეტყვით, ჩემთვის არავის უთქვამს. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩემს ფუნქციებში არ შედის მთავარი მწვრთნელის დანიშვნა. მე მხოლოდ რეკომენდაციის გაწევა შემიძლია," _ ეს კომენტარი გიორგი ჩხაიძემ მას შემდეგ მოგვცა, როცა ორიოდ საათით ადრე მასთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ "გურიის" წარმომადგენლები, მათ შორის დავით მახარაძეც, რომელმაც გუბერნატორთან შეხვედრა დაგვიდასტურა.

როგორც კულუარებიდან შევიტყვეთ, გიორგი ჩხაიძე ძალიან აღშფოთებულა და ერთგვარად ამის მიზეზიც ჰქონდა _ მისი წინადადება პირწმინდად იქნა უგულებელყოფილი.

ჩვენ ლანჩხუთის გამგებელსაც დავუკავშირდით, რომელმაც მწვრთნელის დანიშვნა ჩვენთან საუბარში კატეგორიულად უარყო. სავარაუდოდ, მან პოზიცია მას შემდეგ შეცვალა, რაც გუბერნატორის აღშფოთება გახმაურდა, ან ისიც არ არის გამორიცხული, რეგიონის პირველკაცმა დაურეკა და პასუხიც მოთხოვა. "საიდან მოიტანეს მწვრთნელის დანიშნვნა? არავინ არ არის დანიშნული! საუბარა სამ კანდიდატურაზე და ჯერ გადაწყვეტილი არაფერია," _ გვითხრა ზაზა ურუშაძემ, რომელიც, მინიმუმ, უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა _ მას იმის უარყოფა მოუხდა, რასაც წინადღეს ყველა ადასტურებდა და რაც თითქმის გამორიცხულია, რომ მასთან შეუთანხმებლად გადაწყდა.

დღეის მდგომარეობით, გუბერნატორი გამგებელს 1:0-ს უგებს, არადა, თითქოს საქმე იქითკენ მიდიოდა, რომ მახარაძის დანიშვნით ანგარიში ურუშაძემ გახსნა, მაგრამ საბოლოოდ ავტოგოლი გამოუვიდა. კულუარებში უკვე იმაზე ალაპარაკდნენ, რომ გამგებელი იმ ტოტს ჭრის, რომელზეც ზის და რომელიც გუბერნატორად ჩხაიძის დანიშვნის შემდეგ ისედაც არც თუ მყარი იყო. დღეს უკვე აშკარად ჩანს, "გურიას" და ფეხბურთის თემა არ არის კლუბის "ძველი" და "ახალი" გუნდების დაპირისპირება, ეს უკვე ღია ომია გუბერნატორსა და გამგებელს შორის, სადაც ახალდანიშნულ რწმუნებულს წესით, დიდი უპირატესობა აქვს, თუმცა, მთლად უშანსოდ არც გამგებელია, რომელსაც უკვე ღიად უჭერს მხარს მაჟორიტარი, რომელიც ამ ცოტა ხნის წინ აცხადებდა, რომ "ურუშაძე მისი კადრი არ იყო"!




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა მარტვილში_ ქალი ადგილზე გარდაიცვალამარტვილში,სოფელ ვედიდკარში მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა,რის შედეგადაც  შუახნის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.ინფორმაცია  "გურია ნიუსს" მერის წარმომადგენელმა დაუდასტურა. გულთაზ ცანავას თქმით,შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.  როგორც "გურია ნიუსს"შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით ... ...
  • საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მოზარდი გათავისუფლდა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული 16 წლის მოზარდი გათავისუფლდა. ალექსანდრე შიუკაშვილი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სამართალდამცავებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს. გათავისუფლებულ მოზარდს შსს-ს შიდა ქართლის დეპარტამენტში გადაიყვანენ, სადაც მას ოჯახის წევრები ელოდებიან. გათავისუფლების ფაქტი დაადასტურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, საოკუპაციო ხაზთან ოკუპანტებმა მოზარდი დღეს დააკავეს. წყარო: ... ...
  • ოზურგეთელი ჟურნალისტი ნუკრი ნიკოლაიშვილი გარდაიცვალა64 წლის ასაკში ოზურგეთელი ჟურნალისტი და მწერალი ნუკრი ნიკოლაიშვილი გარდაიცვალა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი ის მოულოდნელად გახდა ცუდად. სასწრაფო დახმარების ბრიგადას ის უკვე გარდაცვლილი დახვდა. ნუკრი ნიკოლაიშვილი მუშაობდა გაზეთ “ლენინის დროშაში“, ტელეკომპანია “გურიაში“, გაზეთ “აჭარაში“ და გაზეთ “ალიონში.“ “ნუკრი ნიჭიერი კაცი, პროფესიით ჟურნალისტი იყო. ძალიან აქტიური ჟურნალისტი იყო და თავისი ერთგული მკითხველი ყავდა. ნუკრი ასევე იყო მწერალი, გამოცემული აქვს წიგნი. მისი მოთხრობები და ნოველები იბეჭდებოდა სხვადასხვა გამოცემებში, - გვითხრა “ალიონის“ რედაქტორმა ნუგზარ ასათიანმა. ნუკრი ნიკოლაიშვილი 20 წელზე მეტი მუშაობდა აჭარის რეგიონში. ის ბოლო წლებში მშობლიურ სოფელ ბახვში, მეუღლესთან ერთად დაბრუნდა. „გურია ნიუსი“ გამოთქვამს მწუხარებას და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციას სხვა გზა არ ექნებასაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დიალოგი ოპოზიციასთან მალე გაგრძელდება. „ჩვენ გვაქვს სამართლიანი და დაბალანსებული შეთავაზება ოპოზიციასთან, რაც გულისხმობს, როგორც სამართლიან პროპორციებს, ასევე საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმას. სამწუხაროა, რომ ამ მომენტისთვის, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, აშშ, ევროკაშვირი და საქართველოს ხელისუფლება არის ერთ პოზიციაზე და ყველანი მხარს ვუჭერთ დიალოგს, ხოლო ოპიზიციის ნაწილი ემიჯნება ამ დიალოგს. თუმცა, დარწმუნებული ვართ, რომ უახლოეს დღეებში ჩვენ შევძლებთ, დიალოგის მაგიდას დავუბრუნდეთ. იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკა და ჩვენი ქვეყნის ინტერესები ამას მოითხოვს, ოპოზიციას სხვა გზა არ ექნება“ ,_ განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. ... ...
  • აპლიკანტს ნინო ჭელიძის განათლების ცენტრი გრანტის დაბრუნებას ედავებააპლიკანტი, რომელიც იაპონიამ დაასაქმა და გამოცდილებას საქართველოსთვის შეიძენს, ნინო ჭელიძის განათლების ცენტრი გრანტის დაბრუნებას ედავება. აღნიშნულ ინფორმაციას  „ახალგაზრდა ადვოკატები“ავრცელებს. "2020 წლის 21 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მოსამართლე ლეილა გოგიშვილის თავმჯდომარეობით, „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2016-2017“-ის კონკურსში გამარჯვებული ნინო ც.-ის საქმეს განიხილა. სარჩელის ავტორი სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრია, რომელიც იაპონიის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს სახელმწიფო გრანტის პირობების დარღვევას და მიღებული გრანტის - 53,379,36 ლარის დაბრუნებას ედავება. თავის მხრივ, სასამართლოში წარდგენილია ნინო ც.-ის შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია თანხის დაბრუნების შესახებ სსიპ განათლების საერთაშოროს ცენტრის 2019 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ცენტრისთვის ახალი გადაწყვეტილების მიღების დავალება საქართველოში დასაქმების ვალდებულების შესრულების გადავადებასა და ვალდებულების შესრულების ვადის განსაზღვრული პერიოდიდან ათვილის დაწყების შესახებ.  საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნინო ც.-მა „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2016-2017“-ის ფარგლებში მოიპოვა სახელმწიფო გრანტი იაპონიაში, იაპონიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად გამოცხადებულ საჯარო მმართველობის მიმართულების საჯარო მართვისა და პოლიტიკის ანალიზის პროგრამაზე 2016-2017 და 2017-2018 სასწავლო წლებისთვის სწავლის საფასურისა და სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად. გრანტის შესახებ ხელშეკრულების მიხედვით, გრანტის მიმღები ვალდებულია საზღვარგარეთ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დასრულების შემდეგ, დაბრუნდეს საქართველოში არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, დარჩეს ქვეყანაში 3 წლით და დასაქმდეს საქართველოში შესაბამის სფეროში/დაწესებულებაში. ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით, გრანტის მიმღები არ დაბრუნდა ქვეყანაში, დაარღვია გრანტის ხელშეკრულება და მოეთხოვება ფინანსური პასუხისმგებლობა თანხის უკან დაბრუნებაზე.  სინამდვილეში, როგორც სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორის 2016 წლის 26 აპრილის №10-16 ბრძანება, ასევე მხარეთა შორის გაფორმებული 2016 წლის 28 ივლისის, აგრეთვე 2017 წლის 25 სექტემბრის "გრანტის შესახებ" ხელშეკრულება ცალსახად აწესრიგებს შემდეგს - გრანტის მიმღებს უფლება აქვს, მიმართოს საკონკურსო კომისიას სწავლის დასრულებიდან არა უმეტეს ერთი წლის ვადით ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების შესაბამის სფეროში/მიმართულებით სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით, უცხო ქვეყანაში დარჩენის უფლების მინიჭების თხოვნით. გრანტის მიმღები ვალდებულია წარმოადგინოს დასაბუთებული განცხადება და დასაქმების ოფიციალური დოკუმენტი. საკონკურსო კომისიის მიერ გრანტის მიმღებისათვის უცხო ქვეყანაში დარჩენის უფლების მინიჭება ჩაითვლება გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გადავადებად და ვალდებულების შესრულების ვადის ათვლა დაიწყება საკონკურსო კომისიის მიერ გრანტის მიმღებისათვის მინიჭებული უცხო ქვეყანაში დასაქმების უფლების ვადის ამოწურვისთანავე.  „ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტავს, რომ 2018 წლის 16 ოქტომბერს, ნინო ც.-მა განცხადებით მიმართა ცენტრს და მოითხოვა საზღვარგარეთ დასაქმების მიზნით 1 წლით, 2019 წლის შემოდგომამდე დარჩენა. 2018 წლის 9 ნოემბერს, დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე, ცენტრმა არ დააკმაყოფილა მოთხოვნა. კომისიის აზრით, ნინო ც.-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებიდან არ იკვეთებოდა სამსახურეობრივი პოზიცია და ფუნქცია-მოვალეობების შესაბამისობა დაფინანსებული სამაგისტრო პროგრამის მიმართულებასთან, რაც საზღვარგარეთ სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით დარჩენის უფლების მინიჭების წინაპირობას წარმოადგენდა. 2018 წლის 18 დეკემბერს, განცხადებით კვლავ მიემართა ცენტრს და წარედგინა სრული დოკუმენტაცია და მოთხოვნილ იქნა ხელთავიდან მათზე მსჯელობა. 26 დეკემბერის ცენტრის წერილში საუბარია, რომ ნინო ც.-ის განცხადება განხილვის მიზნით წარმოებაში იქნა მიღებული და იმავდროულად, მხარეს მოეთხოვა იმ ობიექტურ გარემოებებზე მითითება, თუ რატომ არ იქნა დოკუმენტაცია წარდგენილი პირველ ეტაპზე.  2019 წლის 3 იანვარს, ცენტრს კვლავ წარედგინა დაზუსტებული მოსაზრებები სამუშაო აღწერისა და შესაბამისობების თაობაზე, ასევე ობიექტური გარემოებების თაობაზე, თუმცა 9 იანვარს, ნინო ც.-მა ცენტრისგან მიიღო წერილი, სადაც ნათქვამია, რომ თითქოსდა: ა. ვერც დადგენილ და ვერც დამატებით განსაზღვრულ 10-დღიან ვადაში ვერ მოხერხდა ცენტრის ინფორმირება და ობიექტური გარემოების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტის წარმოდგენა და ბ. ნინო ც.-ის მიერ წარმოდგენილი ცნობა ვერ ადასტურებდა 18/12/18 განცხადებაში მითითებული შემაფერხებელი ობიექტური გარემოების არსებობას. შესაბამისად, გრანტის მიმღებს მოეთხოვა თანხის სრული მოცულობით დაბრუნება. „ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი შემჩნეულია აპლიკანტების მიმართ არამართლზომიერ და დაუსაბუთებელ მოქმედებებში, ნინო ც.-ის შემთხვევა კი გამონაკლის არ წარმოადგენს. იმ პირობებში, როდესაც ა. სახეზე იყო ხელშეკრულებით და პროგრამით გათვალისწინებული საჭირო დოკუმენტური მასალა, ბ. პროგრამასთან და მიღებულ განათლებასთან შესაბამისობაში არსებული საქმიანობის სფერო, უფლება-მოვალეობები და გ. სამუშაო გამოცდილების დაგროვების დასაბუთება, ცენტრს არ გააჩნდა არავითარი უფლება, სათანადო კვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების გარეშე დაეტოვებინა 2018 წლის 18 დეკემბრის ნინო ც.-ის განცხადება საზღვარგარეთ 1 წლის ვადით დარჩენის უფლების ხელთავიდან განხილვის შესახებ. შესაბამისად, სტრატეგიული სამართალწარმოების განხორციელების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია. ცნობისთვის: სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა ნინო ც.-ს მიმართ სარჩელი სასამართლოს 2019 წლის 16 სექტემბერს წარუდგინა, ხოლო ნინო ც.-მა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს შეგებებული სარჩელით 2020 წლის 9 იანვარს მიმართა. როგორც სარჩელი, ასევე შეგებებული სარჩელი დასაშვებად იქნა ცნობილი. ნინო ც.-ის ინტერესებს სასამართლოში „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი და იურისტი ნიკა მენოგნიშვილი წარმოადგენენ. საქმეზე შემდგომი სხდომა 2020 წლის 20 მაისს გაიმართება.   ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...