მანანა კობახიძე: "ამ მრავალათასიანი პრემიების გაცემას წერტილი უნდა დაესვას"


მთავარი თემა

მანანა კობახიძე: "ამ მრავალათასიანი პრემიების გაცემას წერტილი უნდა დაესვას"

13 იან. 2014, 11:12:57
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხაზინადართა საბჭოს თავმჯდომარე მანანა კობახიძე "გურია ნიუსთან" საუბრისას აცხადებს, რომ დაზოგვა მოხდა სხვადასხვა კატეგორიაში: შრომის ანაზღაურებაში,  კაპიტალურ და არაფინანსურ  ხარჯებში, საწავავისა და სატელეფონო ლიმიტის შემცირებით.

"რაც შეეხება პრემიას, არცერთ დეპუტატს არ აუღია. პრემიები დაურიგდათ აპარატის თანამშრომლებს, მაგრამ არა ყველას, მხოლოდ დამსახურების მიხედვით. ეს არის ბიუჯეტის თანხა და რადგან ნაშთი დარჩა, იმას არ ნიშნავს, რომ უნდა გაგვეყო და ჯიბეში ჩაგვედო.

2013 წლის ბოლოს გარკვეული ნაშთი დარჩა აუთვისებელი ბიუჯეტში, მაგალითად ბარათებზე გადასვლამ გარკვეული ეკონომია გაწია საწვავის ხარჯვის თვალსაზრისით. ასევე, გადავედით  საბარათე სისტემაზე მობილური ტელეფონის სარგებლობისას და აქაც დაიზოგა თანხა.

ზოგადად, საკანონმდებლო ორგანო უნდა იყოს მაგალითის მიმცემი ნებისმიერი ორგანოსთვის, ეს იქნება აღმასრულებელი სტრუქტურა თუ სხვა. ბიუჯეტის თანხებს უნდა მივუდგეთ ძალიან ყაირათიანად და ნებისმიერი თეთრი მიზნობრივად  გამოვიყენოთ. არანაირი ფუფუნების უფლება ხელისუფლებას არ აქვს, როდესაც საზოგადოებაში ძალიან სერიოზული პრობლემები ჯერ კიდევ გადაუჭრელია. ვგულისხმობ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, იგივე ჩვენს დევნილებს, რომელთაც დახმარება გაეზარდათ, მაგრამ რა თქმა უნდა,  არ არის საკმარისი.

ამ ფონზე, როდესაც ეკონომიკური მდგომარეობა არასახარბიელოა, ჩვენ არ უნდა მივცეთ თავს იმის უფლება, რომ ძვირადღირებული ავტომობილებით ვიაროთ, ან გადაჭარბებული ხარჯები გვქონდეს. შეიძლება ბიუჯეტში რაღაც ხარჯი არის, მაგრამ მისი გაწევა თუ სავალდებულო არაა, ის ბიუჯეტს უნდა დაუბრუნდეს და ისევ ხალხს მოხმარდეს.

_ მოხდა თუ არა ამ ხარჯების ეკონომია პრემიების ხარჯზე?

_ მე გეტყვით, რომ ის მავნე პრაქტიკა, რაც წლების განმავლობაში იყო, როდესაც დეპუტატები მუდმივად იღებდნენ პრემიებს, აღარ არსებობს. 2013 წელი, ალბათ პირველი წელია, როდესაც მე-13 ხელფასი და პრემია არ გაცემულა და არცერთ დეპუტატს მიუღია. რა თქმა უნდა, აპარატთან დაკავშირებით სხვა მიდგომა იყო, ამ შემთხვევაში გავეცით პრემია, მაგრამ ინდივიდუალური, იმის მიხედვით, ვინ რამდენად იმსახურებდა. არიან თანამშრომლები, რომლებზეც არ გაიცა ეს პრემიები.

კანონის დონეზე უნდა არსებობდეს ძალიან მკაცრი რეგულაციები. ეს არის ბიუჯეტის ფული და თუ არ არის საჭირო მისი გახარჯვა, უნდა დაუბრუნდეს ხაზინას. პრემიებზე გაცილებით მეტი საჭიროება არსებობს ამ ქვეყანაში, ამიტომ არ შეიძლება, საზოგადოების და მედიის კრიტიკას ადექვატურად არ ვუპასუხოთ.

მე პირადად, როდესაც საარჩევნო კამპანიას ვაწარმოებდი და მოსახლეობას ვხვდებოდი, მათ სერიოზული პრეტენზია ჰქონდათ იმაზე, რატომ იღებდნენ თვითონ 30 ლარიან დახმარებას და რატომ ირიგებდნენ ათასობით ლარის პრემიებს პარლამენტსა და სამინისტროებში.

ჩემი პირადი დაპირება  იყო, რომ ეს აღარ მოხდებოდა და ახლაც ვაცხადებ, რომ არ უნდა ხდებოდეს. არავინაა იმის წინააღმდეგი, რომ ადამიანს ჰქონდეს ნორმალური ანაზღაურება, მაგრამ როცა ამხელა დისბალანსია და ერთის მხრივ 60 ლარს ვაძლევთ სოციალურად დაუცველებს და მეორეს მხრივ, ათასობით ლარის პრემიებზეა საუბარია, ეს კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის. დარწმუნებული ვარ, მთავრობა ამ საკითხს გადახედავს.

_ პრემიერმა და ვიცე-პრემიერმა ამის შესახებ უკვე გააკეთეს განცხადება, მათ შორის ძვირადღირებულ შავ ჯიპებზეც...

_ ვიცი, რომ პრემიერის დონეზე ამ საკითხის შესწავლა მიმდინარეობს და ეს ყველაფერი საკანონმდებლო დონეზე გაიწერება. წერტილი უნდა დაესვას ამ მრავალათასიანი პრემიების გაცემას. ზოგჯერ აქვთ ხოლმე პრეტენზია და ამბობენ, ვმუშაობთ და ამიტომ ვიღებ ამ პრემიასო. გასაგებია, მაგრამ იმიტომ მოდიხარ ხელისუფლებაში, რომ იმუშავო. დასასვენებლად არავის ავურჩევივართ. ყველას გააზრებული გვქონდა, რომ ეს უმძიმესი საქმე იქნებოდა. თუ მხართეძოზე წამოწოლა გვინდოდა, ნუ ჩავერთვებოდით ამ საქმეში. ზოგი დახატავდა, ზოგი სცენაზე იდგებოდა, ზოგიც ფეხბურთს ითამაშებდა და მე პროცესებზე ვივლიდი. რადგან ეს გზა ავირჩიეთ, მაშინ აღარ უნდა ვიწუწუნოთ და ისე ვაკეთოთ საქმე. იგივეს ვურჩევ ყველა მინისტრს და ყველა თანამდებობის პირს.




 ახალი ამბები
  • სენაკში, კლინიკა "სენა-მედში" 2 პაციენტი გარდაიცვალასენაკში, კლინიკა "სენა-მედში" კორონავირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი სენაკის მკვიდრი, 65 წლის მამაკაცია. რაც შეეხება მეორე პაციენტს, ის 77 წლის ქალბატონია ... ...
  • "გირჩი" პარტიებთან კონსულტაციებს "მოქალაქეების" გარეშე გააგრძელებს"გირჩი" პოლიტიკურ კონსულტაციებს სხვადასხვა პარტიასთან "მოქალაქეების" და ალეკო ელისაშვილის გარეშე გამართავს, - ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.  მისი თქმით, გირჩი ემიჯნება ალეკო ელისაშვილს იმ ინციდენტის გამო, რომელიც 19 იანვრის "ღამის კურიერის" ეთერში მამუკა ხაზარაძესა და ალეკო ელისაშვილს შორის მოხდა.  "ჩვენ ბატონ ხაზარაძეს და, ზოგადად, "ლელოს" განვიხილავთ, როგორც ჩვენს პოტენციურ პარტნიორებს. საერთოდ მიუღებელია ასეთი დამოკიდებულება, ყველანაირად ვემიჯნებით ამას და, პირიქით, გვინდა გავაგრძელოთ დისკუსია ჩვენს ყველა იმ კოლეგასთან, ვისაც აქვს სურვილი, რომ მოლაპარაკება წარმატებით დასრულდეს. მე რთულად წარმომიდგენია, რომ ჩვენ და "მოქალაქეები" ერთად მივიდეთ ბატონ მამუკასთან. მეტიც, ეს მოლაპარაკება ჩვენ დავიწყეთ "მოქალაქეებს" რომ პირველად შევხვდით. თვითონ ის იდეა, რომ ჩვენ და მოქალაქეები, რომლებიც დანარჩენ ოპოზიციასთან მხარე ვხდებით, არ არის სწორი. ჩვენ მართლა გვინდოდა, რომ ყველა გაგვეერთიანებინა, მათ შორის, "მოქალაქეები", თუმცა, გუშინდელი დღის შემდეგ არ მგონია, რომ ეს რეალისტური იყოს,"-განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.  შეგახსენებთ, რომ 19 იანვრის "ღამის კურიერის" ეთერში "ლელოს" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ერთმანეთს ... ...
  • გუდაური-კობის მონაკვეთზე, ზავავსაშიშროების გამო მოძრაობა ისევ აკრძალულიასაავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე, როგორც გუდაურიდან, ასევე კობიდან გზის გაწმენდითი სამუშაოები მეორე დღეა, ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. „გზის ძირითადი ნაწილი უკვე გაწმენდილია, რჩება მხოლოდ სამი კილომეტრი (კმ99-კმ101), საიდაც 101-ე კილომეტრზე ზვავსაშიშროება ნარჩუნდება და გაწმენდითი სამუშაოების დაწყება აღნიშნულ ერთ კილომეტრზე ჯერ ვერ ხერხდება“, – აცხადებენ უწყებაში. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსნისთანავე, ამ მონაკვეთზეც დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები და ავტოტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს ვადებში აღდგება. გუდაური-კობის მონაკვეთზე, ზავავსაშიშროების გამო მოძრაობა 11 იანვრიდანაა ... ...
  • სერგო ჩიხლაძე - ალეკო ელისაშვილი ჩვენთვის საინტერესო აღარ არის"ალეკო ელისაშვილი ჩვენთვის საინტერესო აღარ არის, არც პიროვნულად და  არც მისი პოლიტიკური აქტივობაა საინტერესო. როგორც ჩანს, ის არ იზიარებს  იმ პრინციპებს, რომლის გარშემოც ოპოზიციური პარტიები გაერთიანებული ვართ. მას შეუძლია, თავისი ცალკე გზა აირჩიოს. თუ ადამიანი არც ერთ პრინციპს არ იზიარებს, შესაბამისად, ვერც იქნება ამ ოპოზიციის წევრი“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე: „უნდა ესწრებოდეს თუ არა ალეკო ელისაშვილი ოპოზიციის შეხვედრებს“, ჩიხლაძემ აღნიშნა, რომ ელისაშვილს თავად აღარ სურს ამ შეხვედრებში მონაწილეობის მიღება. „მას აღარ უნდა დასწრება. მე კიარ ვწყვეტ, თვითონ არ სურს მონაწილეობა ამ პროცესში, იყოს ცალკე და ნუღარ აზიანებს სხვებს. მეტ კომენტარს აღარ ვაკეთებთ ელისაშვილზე. ის საერთოდ არ არის ჩვენთვის საინტერესო. ეს არის ერთი ადამიანის პოზიცია, რომელიც არ ეთანხმება ჩვენს პრინციპებს, წავიდეს თავის გზაზე. ის, რაც გააკეთა, თავად აზიანებს. ყველა პარტიას თავს ესხმის“, – განაცხადა ჩიხლაძემ. რაც შეეხება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების საკითხებს, ჩიხლაძე აცხადებს, რომ მათი პოზიცია არ შეცვლილა და ამ კუთხით ოპოზიცია კვლავაც ერთიანია. „ოპოზიციის გეგმა ცნობილია. ჩვენ შეთანხმებულები ვართ, რაც ეხება მოლაპარაკების საკითხებს, ხელისუფლებასთან ურთიერთობას, ბოიკოტის საკითხებს. ამ საკითხებზე ვართ ერთიანები. ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა. თუ რამე შეიცვლება, დავსხდებით და დავგეგმავთ სხვა სტრატეგიას. ორი და სამი ადამიანის შესვლა კიდევ ვიმეორებ, არ წყვეტს არაფერს. ბატონი ინჯია შევიდა თავის სამ კაცთან ერთად რამე შეიცვალა? ოპოზიციაში რამე შეიცვალა? ან ხელისუფლებაში რამე შეიცვალა. იგივე იქნება. ჯერჯერობით ველოდებით მოლაპარაკებებს თუ შედგება. ჩვენი პოზიციები უცვლელია“, – აღნიშნა ჩიხლაძემ. „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი ასევე გამოეხმაურა „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის ფეისბუქპოსტს, სადაც ის აღნიშნავს, რომ პოლიტიკაზე ან რამე საქმეზე ვიდრე დაიწყებენ საუბარს, ჯერ წესებზე უნდა მოხდეს შეთანხმება. მისივე თქმით, პოლიტიკა ბინძური იქნება იქამდე, ვიდრე ველი არ გაიწმინდება. სერგო ჩიხლაძე ამ საკითხზე კომენტირებისას აცხადებს, რომ სწორედ ეს არის ახალი პოლიტიკური ცენტრი შეიქმნის მიზანი, რომ პოლიტიკურ ველზე ახალი, სუფთა ადამიანები გამოჩნდნენ. „პოლიტიკური დიახაც უნდა გაიწმინდოს. ამიტომაც ჩამოყალიბდა „სტრატეგია აღმაშენებელი“, რომ ახალი პოლიტიკური ცენტრი შეიქმნას. ახალი ადამიანები სუფთა ადამიანები გამოჩდნენ, უღირსი ადამიანები აკეთებს უღირს პოლიტიკას, მდაბიო- მდაბიო პოლიტიკას. ჩვენ გვინდა, რომ ეს გავაკეთილშობილოთ და რა თქმა უნდა, უღირსი ადამიანების ადგილი არც პოლიტიკაში და არც საჯარო სივრცეში არააა“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ. პირველ რიგში, გუშინ განვაცხადეთ, რომ ელისაშვილზე და მის პარტიაზე აღარ ვაკეთებთ კომენტარს. ეს ადამიანი ჩვენთვის საინტერესო აღარ არის არც პიროვნულად და  არც მისი პოლიტიკური აქტივობაა საინტერესო. როგორც ჩანს, ის არ იზიარებს  იმ პრინციპებს, რომლის გარშემოც ოპოზიციური პარტიები გაერთიანებული ვართ. მას შეუძლია, თავისი ცალკე გზა აირჩიოს. თუ ადამიანი არც ერთ პრინციპს არ იზიარებს შესაბამისად, ვერც იქნება ამ ოპოზიციის წევრი“, – განაცხადა სერგო ... ...
  • კახა კალაძემ 2021 წელს თბილისის მერიის პრიორიტეტული მიმართულებები დაასახელა2020 წელი იყო ძალიან რთული წელი, ყველანაირი თვალსაზრისით, - ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. დედაქალაქის მერის თქმით, პანდემიის გამო შარშან მერიას ბევრი პროექტის გადავადება მოუწია და წლევანდელი ბიუჯეტის პრიორიტეტებზე ისაუბრა. „კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ძირითადი პრიორიტეტები არის არსებული სოციალური, ეკონომიკური მდგომარეობის მიმართულებით მხარდაჭერა და თანადგომა. 350 მილიონი გამოიყოფა ამ მიმართულებით და 440 მილიონი იქნება მიმართული ინფრასტრუქტურული მიმართულებით. თუმცა ხაზი მინდა გავუსვა ჩვენს მთავარ პრიორიტეტებს. იცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა გვაქვს დაწყებული, სატრანსპორტო პოლიტიკა მაქვს მხედველობაში, რომელიც ბევრი მნიშვნელოვანი კომპონენტისგან შედგება. ეს, რა თქმა უნდა, 2021 წელს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება. ასევე ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება“, - აღნიშნა კალაძემ. მისი თქმით, პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა რეკრეაციული სივრცეების არსებობის მნიშვნელობა და აღნიშნა, რომ უფრო მეტი სარეკრეაციო სივრცის შექმნა მერიის კიდევ ერთი პრიორიტეტი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....