გიორგი ჩხაიძე: "ზერელე დამოკიდებულება არ მჩვევია"

მთავარი თემა

გიორგი ჩხაიძე: "ზერელე დამოკიდებულება არ მჩვევია"

2014 იან 17 13:27:50

თუმცა, მოგვიანებით ეს საკითხი სხვანაირად განმარტა და აღნიშნა, რომ გამგებლების მოხსნა_დანიშვნა მის კომპეტენციაში არ შედის.

მის კომპეტენციაში არც ლანჩხუთის საფეხბურთო კლუბ "გურიას" საკადრო პოლიტიკა შედის, თუმცა, გასულ დღეებში ამ საკითხზე ერთგვარი თავის მართლებაც კი მოუხდა.

გიორგი ჩხაიძესთან "გურია ნიუსმა" ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა და იმ დეტალების გარკვევას შეეცადა, რომელიც ამ დრომდე უცნობია და რომელიც საზოგადოებას აინტერესებს.

დღევანდელ ნომერში მხარის პირველ პირთან ჩაწერილ ბლიც_ინტერვიუს შემოგთავაზებთ. მომდევნო ნომერში კი გაიგებთ, რასთან დაკავშირებით "დაიბანა ხელები", რა ანგარიშები აქვს ძველ ხელისუფლებასთან და გაიგო თუ არა პოლიტიკის ანბანი ბიზნესიდან მოსულმა გუბერნატორმა.

_ მე, გურიის გუბერნატორი გიორგი ჩხაიძე ვარ ერთი ჩვეულებრივი, თავისი ქვეყნისა და საქმის ერთგული, ტრადიციულ ქართულ ოჯახში გაზრდილი კაცი, რომელიც ცდილობს ასეთივე ტრადიციებით, ღმერთისა და მოყვასის სიყვარულით გაზარდოს თავისი სამი შვილი.

_ არის თუ არა თქვენი პირველ პოლიტიკურ შეცდომა ლანჩხუთის "გურიასთვის" მწვრთნელად საკუთარი კანდიდატურის შეთავაზება და ხომ არ არის ეს თქვენი მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება?

_ შეცდომას ვერ დავარქმევთ იმას, რაც ბუნებაში საერთოდ არ მომხდარა. ჩემი "ჩართულობა" მაგ საკითხში ბევრი გარემოებით იყო განპირობებული. გარდა იმისა, რომ ლანჩხუთელი კაცი ვარ და ლაჩხუთის "გურია" ზოგადად მტკივნეული თემაა ჩემთვის, თავად გამგებელმა რამდენჯერმე მთხოვა კლუბის დღევანდელი პრობლემებით დავინტერესებულიყავი. მე შევხვდი ყველას ერთად _ ადგილობრივ ხელისუფლებასა და კლუბის მესვეურთ და ჩემი მოსაზრება გავაცანი. ვფიქრობ, აბსოლუტურად სწორი ხედვა მქონდა: მოდით, ერთად ვიფიქროთ კლუბის წინაშე დაგროვილი პრობლემების დაძლევაზე, იქნება ეს ფინანსური, მენეჯმენტის თუ შიდა კლუბური. დამეთანხმეთ, რომ ყველა ეს პრობლემა აწუხებს დღეს ამ გუნდს. მე მათ ვუთხარი _ მივცეთ ადამიანებს შანსი, წარმოგვიდგინონ თავიანთი ხედვები გუნდის კრიზისიდან თავდასაღწევად, ვინც უკეთეს, რეალობასთან შესაბამისობაში მოსულ გეგმას დადებს, იმის კანდიდატურაზე შემდგომში ვიმსჯელოთ,_მეთქი. ეს იყო ჩემი მოსაზრება და ასე ვფიქრობ დღესაც, თუმცა, ამ შეხვედრიდან მეორე დღესვე სულ სხვა ინტერპრეტაციები და სხვა გადაწყვეტილებები წამოვიდა ლანჩხუთიდან. მე პატივს ვცემ ამ გადაწყვეტილებას და ამავდროულად, ვიტოვებ უფლებას, საჯაროდ დავაფიქსირო ჩემი პოზიციაც: ამიერიდან გუნდთან ჩემი დამოკიდებულება მოექცევა მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც, ზოგადად, გუბერნატორისა და საფეხბურთო კლუბის ურთიერთობა ითვალისწინებს _ ეს გახლავთ პროცესების მონიტორინგი. სხვა ყველა პასუხისმგებლობას კლუბისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები აიღებენ საკუთარ თავზე. ეს თემა რომ საბოლოოდ ამოვწუროთ, მაგ კონკრეტულ შემთხვევაში მე არა თუ არ გადამიმეტებია ჩემი უფლებამოსილებისთვის, არამედ კანონით დაშვებულიც კი არ გამომიყენებია. თუმცა, ვიმეორებ, მომავალში, კლუბთან მიმართებაში ამ უფლებამოსილებას აუცილებლად გამოვიყენებ.

_ ჩვენი წყარო ამტკიცებს, რომ ლანჩხუთის გამგებელი არ მოგწონთ და მისი შემცვლელი უკვე მოძებნილი გყავთ...

_ ეს არასწორი ინფორმაციაა. მე ზოგადად წინააღმდეგი ვარ ასეთი მოდგომის _ "არ მომწონს გამგებელი". როგორ შეიძლება ასეთ მოკლე ვადაში მომეწონოს ან არ მომეწონოს მუნიციპალიტეტის პირველი პირი? ზერელე დამოკიდებულება საერთოდ არ მჩვევია, მით უმეტეს, ასეთ შემთხვევაში. ჩემი მხრიდან მოწონება_არ მოწონება უამრავი არგუმენტითა და ფაქტით უნდა იყოს გამყარებული და რაც მთავარია, ესა თუ ის დაქირავებული მოხელე, მათ შორის გამგებელი, აპრიორში არა გუბერნატორს, არამედ ხალხს უნდა მოსწონდეს.

_ ერთ თვეზე მეტია, გუბერნატორი ხართ და მხოლოდ ერთი მოადგილის დანიშვნა მოახერხეთ...

_ ვფიქრობ, ეს ასე "ძნელად მოსახერხებელი" საკითხი არაა. მე არ ვარ შეზღუდული დროში და არც საქვეყნო საქმე ზიანდება. შესაბამისად, როცა ჩამოვყალიბდები, გადაწყვეტილებასაც მაშინ მივიღებ.

_ გულწრფელად გვითხარით, მამუკა დოლიძის კანდიდატურა მოადგილის პოსტზე ვინ შემოგთავაზათ და ზოგადად რას და ვის ეყრდნობით კადრების შერჩევისას?

_ ამ თემაზე არა ერთხელ მომიწია კომენტარის გაკეთება. ეს კი, მამუკა დოლიძესთან მიმართებაში, რომელსაც საერთოდ არც კი ვიცნობ, ვფიქრობ, მინიმუმ, უხერხულია. გუბერნატორის მოადგილეობაზე ძალიან ბევრი ადამიანის კანდიდატურა განიხილებოდა. მე პირადად, ასეთი ადამიანის მონაცემები, აღარაფერს ვიტყვი მასთან უშუალო გასაუბრებაზე, ამ პროცესში არ შემხვედრია. თუმცა, არ გამოვრიცხავ, ეს კონკრეტული ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის სურვილი იყო და ამაში უცნაური არაფერია.

_ წესით, ამ დროში საკუთარი აზრი უნდა შეგქმნოდათ გამგებლებზე... დანიშვნის დღეს გვითხარით, მოვიკითხავ, ხალხის აზრს გავიგებ და რეკომენდაციებს შესაბამისად გავწევო... რა გაიგეთ ხალხისგან თამაზ ჯინჭარაძეზე, კონსტანტინე შარაშენიძეზე, ზაზა ურუშაძეზე...

_ როგორ წარმოგიდგენიათ, ერთ თვეში სრულად შევიქმნა წარმოდგენა იმ ადამიანებზე, რომლებიც ამდენი ხანია, შეძლებისდაგვარად მართავენ მუნიციპალიტეტებს, ეწევიან მრავალმხრივ და უზარმაზარ სამუშაოს? ეს არასერიოზულობა და უპასუხისმგებლობა იქნებოდა ჩემი მხრიდან როგორც საზოგადოების, ისე ცენტრალური ხელისუფლების წინაშე.

ასე რომ, არსებობს ასეთი გამოთქმა: იჩქარე ნელა! ამ შემთხვევაში ეს ყველაზე სწორი გზაა. ისე კი, ზედმეტად ცნობისმოყვარეთათვის დავძენ, რომ მეტნაკლებად, უკვე ყველა მათგანზე გამაჩნია გარკვეული მოსაზრებები, შეფასებები და არ მგონია, ამ შეფასებებში ვცდებოდე.




 ახალი ამბები
  • "კიდევ ერთხელ მეტყვი და შემოგილაწუნებ"-ნატა ფერაძე დააკავესაქტივისტმა ნატა ფერაძემ ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსგენდერ ქალებს "სირცხვილიას" სახელით შეშა მიუტანა, რის შემდეგაც, ის პოლიციამ დააკავა. როგორც ფეისბუქ ლაივში ნატა ფერაძე ჰყვება, პოლიციამ ტრანსგენდერი ქალები დააკავა და ჰომოფობიურად იქცევა. ფერაძე  პოლიციელებს ეკითხება, რის საფუძველზე დააკავეს ტრანსგენდერი ქალი, რის შემდეგაც, მასთან მივიდა  სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული მამაკაცი და დაწყნარებისკენ მოუწოდა. "დაწყნარდის კიდევ ერთხელ მეტყვი და შემოგილაწუნებ",_უპასუხა ფერაძემ, რის შემდეგაც ის დააკავეს. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, აქტივისტი ნატა ფერაძე  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული. ეს მუხლი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ამ პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას ... ...
  • სურამში ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული ლ.ლ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს - 1991 წელს დაბადებულ ბ.ნ.-ს, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბ.ნ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად, დანაშაულის ჩადენის იარაღი - ცული ნივთმტკიცებად ამოიღეს. მომხდარ შემთხვევამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილ მეუღლეებს - ლ.ლ.-სა და ბ.ნ.-ს შორის შესაძლო კონფლიქტის შესახებ განცხადება ან შეტყობინება არ ფიქსირდება. შესაბამისად, მათ შორის შემაკავებელი ორდერი გამოცემული არ ყოფილა. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით ... ...
  • რა ცვლილებებია წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ბიუჯეტი, რომელიც რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, შარშანდელის მსგავსად, წელსაც 40 მლნ ლარია. პროექტების ჩამონათვალში მცირე ცვლილებები შევა და არსებულ კატეგორიებს გზისპირა მოსაცდელები დაემატება. კორექტივები დოკუმენტში, საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, გასულ წელს შერჩეული პროექტების ანალიზის შედეგად და საჭიროებებიდან გამომდინარე განისაზღვრა, _ ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტოს გავრცელებულ ინფორმაციაში, ასევე, აღნიშნულია, რომ 2019 წელს, პროგრამის ფარგლებში, 4800-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი გახორციელდა. მუნიციპალიტეტებში სულ 3 ათასზე მეტი საერთო კრება ჩატარდა  და მოსახლეობამ ყველა პროექტი თავად შეარჩია. აქედან, გურიაში გახორციელდა 376 პროექტი, იმერეთში _ 1042 პროექტი, კახეთში _ 366 პროექტი, მცხეთა-მთიანეთში _ 536 პროექტი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში _ 275 პროექტი, სამეგრელო-ზემო სვანეთში _ 1061 პროექტი, სამცხე-ჯავახეთში _ 309 პროექტი, ქვემო ქართლში _ 399 პროექტი და შიდა ქართლში _ 447 პროექტი. ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის გარდა, გასულ წელს, პროექტების გახორციელებისთვის მუნიციპალიტეტების თანადაფინანსებამ 6 მლნ ლარი შეადგინა, თანხები კი შემდეგი კატეგორიების მიხედვით გადანაწილდა: გზების რეაბილიტაცია, გარე განათებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, წყლის სისტემების გამართვა, სასაფლაოს კეთილმოწყობა და სანიაღვრე არხების ... ...
  • დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების დაშლა დაიწყო (ფოტო) დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების დაშლა დაიწყო. ამ წუთებში საახალწლო ნაძვის ხეს შლიან მთაწმინდის პარკის მოედანზე. პარკის შესასვლელში დადგმული ნაძვის ხის დემონტაჟი კი უკვე ... ...
  • ბავშვები ბაღში წასასვლელად ემზადებიან (ფოტოები) ეს ფოტოები ოზურგეთში, ერთ-ერთ სილამაზის სალონში არის გადაღებული. დღეს სალონს ყველაზე მეტად ბავშვები სტუმრობენ, ისინი ბაღში წასასვლელად ემზადებიან. ა(ა)ი.პ.“ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ დირექტორის, მაკა ჭყონიას თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 20 იანვარს, ორშაბათს განახალდება. “საახალწლო არდადეგები სრულდება და სააღმზრდელო პროცესი 43 საბავშვო ბაღში ორშაბათიდან გაგრძელდება,“ _ გვითხრა მაკა ... ...

არქივი

ზაფრანი

იუმორი და ასტროლოგია

ვერძი - მუშაობს პრობლემური სესხების...

ცოცხის „მაგიური“ ძალა

ბევრ ქვეყანაში არსებობს გარკვეული "ცრურწმენები",...

"წიწაკიანი" ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მორიელი _ ქალი მორიელის გამოხედვა ხერხს...

არსებობს თუ არა ერთი ნახვით სიყვარული

ოდესმე თქვენს ცხოვრებაში მომხდარა ისე,...

ყავის მომზადების რეცეპტები მსოფლიოში

ვიეტნამი - ყავის მომზადების დროს...

როგორ შევინარჩუნოთ მამაკაცი

არასდროს უყვიროთ მას - ის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...