ხელისუფლება კმაყოფილია, მოსახლეობა კი დამპალი მანდარინის გამგეობის წინ დაყრას აპირებს

მთავარი თემა

ხელისუფლება კმაყოფილია, მოსახლეობა კი დამპალი მანდარინის გამგეობის წინ დაყრას აპირებს

2014 იან 17 19:11:47

ასეთი ფაქტები ძალიან ხშირია, რის გამოც ოზურგეთში აქციის გამართვასაც გეგმავენ.

 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მცხოვრები ლადო გოგოტიშვილი, ერთ-ერთი იმათგანია, რომლებსაც წლებია, ციტრუსი ულპებათ:

_ 30 ტონა მანდარინიდან მხოლოდ 6 ტონა გავყიდე, ისიც საუკეთესო ამოვარჩიე, რომელიც აზერბაიჯანელებმა წაიღეს. ამის შემდეგ მანდარინი არ გამიყიდია. ჩავიტანე ქობულეთში, სადაც 15 დღე მომიხდა ლოდინი. საშინლად დავიტანჯეთ და ბოლოს უკან უარით გამოგვისტუმრეს, მანდარინი არ ვარგაო. რა უნდა ვქნათ? მივმართე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაგრამ პასუხს ვერავინ მაძლევს. ძალიან ბევრი დაზარალებულია სოფელში, რომლებიც დახმარებას ითხოვენ.

გურიის გუბერნატორი გიორგი ჩხაიძე “გურია ნიუსთან“ აცხადებს, რომ წელს სახელმწიფოს მოსახლეობის დასახმარებლად სხვა ბერკეტი არ გააჩნია:

_ ეს არის რეალური პრობლემა. დადებითად გადაწყდა მანდარინის იმ კატეგორიის გაყიდვის საკითხი, რომელიც ვარგისიანია. ჩვენც მივიღეთ მონაწილეობა იმაში, რომ ექსპორტი გაგვეხორციელებინა სხვადასხვა ქვეყანაში. ციტრუსის იმ ნაწილზე, რომელიც არ არის ვარგისი, ე. წ. “ენესი“, არის რეალური პრობლემა, რადგან საქართველოში არსებობს მხოლოდ ერთი მიმღები წარმოება _ ქობულეთში. წლევანდელი მოსავალი იყო იმაზე მეტი, ვიდრე ამ ერთმა წარმოებამ შეძლო გადაემუშავებინა. აქ სახელმწიფოც უძლურია და ერთადერთი გამოსავალი არის, ის, რაზეც მიდის ინტენსიური მუშაობა, ჩვენის მხრიდან, რომ 2014 წელს გადამამუშავებელი ქარხანა გურიაშიც ამუშავდეს. ეს მოხსნის პრობლემას ჩვენ მხარეში. სხვა გზა და სხვა ბერკეტი სამწუხაროდ სახელმწიფოს არ აქვს, რომ მოსახლეობას დაეხმაროს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ამბობს, რომ ხელისუფლებაც და მოსახლეობა ციტრუსის რეალიზაციასთან დაკავშირებით კმაყოფილია.

_ ბატონო არჩილ, გურულ მეციტრუსეებს ქობულეთში დღეების განმავლობაში უწევთ რიგში დგომა, ბოლოს კი ციტრუსი უფუჭდებათ. ამის გამო, მოსახლეობაში დიდი უკმაყოფილებაა.

 

_ პირველ რიგში, მინდა სტატისტიკა მოვიყვანო _ ჩვენი წინასწარი მონაცემებით, დაახლოებით, 8 იანვრის მდგომარეობით, 60 000 ტონა ციტრუსი იქნა ექსპორტირებული, ქობულეთის ქარხანას 7 000 ტონა ჰქონდა მიღებული, რაც ჯამში 67 000 ტონაა. ქობულეთის, ხელვაჩაურის თუ თუნდაც გურიის რეგიონში ინახავენ მაღალი ხარისხის მანდარინს შემდგომი გაყიდვის მიზნით, ამიტომ, ძლიერი ყინვის გამო, დაახლოებით, 10 000 ტონა ციტრუსი გაიყინა. მოყინული პროდუქციის ჩაბარებასთან დაკავშირებით არის ორი ვარიანტი _ ერთი ის, რომ ისევ ქობულეთის ქარხანამ მიიღოს, თუმცა, ექსპერტების აზრით, მოყინულ მანდარინის ხარისხი შეცვლილია, შესაბამისად, ის ქარხნისთვის მიუღებელია; და მეორე ვარიანტი _ მოყინული პროდუქტი უნდა გადაიყაროს, რასაც მოსახლეობა აპროტესტებს. ჩვენი ხელისუფლება მოუწოდებდა მოსახლეობას, რომ დროულად მოეკრიფათ მანდარინი, მთავრობა კი შეეცდებოდა, დახმარებოდა, ხარისხიანი და სტანდარტული თუ არასტანდარტული ციტრუსის რეალიზებაში. არარეალურია მოთხოვნა, რომ ხეებზე შერჩენილი მოყინული მანდარინის სანაცვლოდ გაიცეს კომპენსაცია. ამიტომ მორალურად ჩვენ, მთავრობა, მართალი ვართ. დღეს არსებული ინფორმაციით, ბაზარზე სტანდარტული მანდარინის დეფიციტია. ამ ეტაპზე ფასმაც მოიმატა _ კილოგრამი, დაახლოებით, 60-70 თეთრი ღირს.

 _ ბატონო არჩილ, ხდება თუ არა მანდარინის მიღება ქობულეთის ქარხანაში?

 _ რა თქმა უნდა, ხდება. როგორც გითხარით, ქობულეთის ქარხანას 8 000 ტონამდე აქვს უკვე მიღებული. ქარხანა არის კერძო _ მას შეუძლია მიიღოს ან არ მიიღოს პროდუქტი, თუმცა ვამბობ, რომ იბარებს. ჩვენი შეთანხმებით, მას აქვს საშუალება 18 000 ტონამდე ციტრუსი მიიღოს, მაგრამ ყოველდღიური რიგებიდან გამომდინარე, ხანდახან იყო შეფერხებები.

 _ ბატონო არჩილ, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ქობულეთის ქარხანა არ იბარებს გურიიდან ჩატანილ მანდარინს.

 _ როცა დიდ მანქანებზე პირდაპირ ყრია მანდარინი, ხდება მათი ერთმანეთთან შეწებება. ამ დროს ქარხანას ტექნოლოგიური პრობლემა ექმნება და რამდენიმეჯერ მოხდა მისი ავარიული გაჩერება. ამის გამო, განახევრდა ციტრუსის ჩაბარება, რამაც გამოიწვია დიდი რიგები. მივიღეთ, გადაწყვეტილება, რომ მანდარინში ყუთებში დაფასოებული მიეტანათ ქარხანაში. დღეს ქარხანა იბარებს ციტრუსს, მხოლოდ მოყინული მანდარინის შემთხვევაში არის სირთულეები. თუ წელს რეგიონში არის ერთი ქარხანა, ჩვენ სამომავლოდ ვგეგმავთ ქარხნის გახსნას ხელვაჩაურში, მომავალი წლისთვის ერთი ქარხნის გახსნა იგეგმება გურიაშიც.

 _ თქვენი აზრით, ციტრუსის რეალიზაციის წლევანდელი პროცესით მოსახლეობა და ხელისუფლება კმაყოფილია?

 _ კი, ბატონო. აჭარაში მოსახლეობა კმაყოფილია. ჩვენც უნდა ვიყოთ კმაყოფილები. წელს გადავედით ახალ სტანდარტებზე, პირველად მოვახდინეთ და ციტრუსის მოსავლის 30 პროცენტი გავიდა რუსეთში. ეს ყველაფერი ჩვენმა მთავრობამ შეძლო, რაც შეეხება შეფერხებებს, ჩვენ სტიქიურ მოვლენებს წინასწარ ვერ დავაზღვევდით.

ია მემარნიშვილი, იურისტი:_ მიუხედავად იმისა, რომ ჩემს კომპეტენციაში არ შედის ამ საკითხებზე საუბარი, ეს მაინც მიხდება. ვწუხვარ იმის გამო, რომ ეს პასუხი ვერ დააკმაყოფილებს ამ გასაცოდავებულ ადამიანებს, რომლებსაც იმედი აქვთ, მოსავალს ჩააბარებენ და რამდენიმე თეთრს აიღებენ, თუმცა, ამ თანხის მიღების რეალური გზა არ არსებობს. ერთ-ერთი მოქალაქე 15 დღის განმავლობაში იდგა რიგში, მანდარინით დატვირთული მანქანის მძღოლი გაიქცა _ ვერ აიტანა რიგში დგომა, ციტრუსი გაფუჭდა და ის მოქალაქე იძულებული გახდა, სახლში დაბრუნებულიყო. უამრავ გლეხს სახლში უყრია ტონობით ციტრუსი და სად ჩააბაროს, არ იცის, მხოლოდ დაპირებები არსებობს, ისიც მომავალი წლიდან. თუმცა, ამ დაპირებებით პურს ვერ ვიყიდით, რომ ოჯახი გამოვკვებოთ. როდემდე შეიძლება თავის გატანა მომავლის იმედით ან ის მაინც ვიცოდეთ, რა ვადა იგულისხმება "მომავალში" _ ერთი, ხუთი თუ ასი წელი?!

 ეს პრობლემა პირდაპირ კავშირშია სოფლის მეურნეობაში არსებულ პრობლემებთან, რომელიც ასახვას ჰპოვებს დღეს ჯერ კიდევ არსებული დანაშაულებრივი რეჟიმისა და მისი წინამორბედის გეოპოლიტიკურ სიბეცესა და იმ დროინდელ საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის არარსებობაში.

ამ ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ ორი დღე გავიდა. დღეს კი სოფელ მერიაში ურეკის პოლიციამ, ერთი ტრაილერი გააჩერა, რომელიც მანდარინით იყო დატვირთული _ ტრაილერი, რომელიც ქობულეთში ელოდებოდა ციტრუსის ჩაბარებას, 17 ოჯახის მანდარინით იყო დატვირთული. 18 ტონა მანდარინიდან ქობულეთის ქარხანაში მხოლოდ 1 ტონა ჩაიბარეს. რასაც მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა და გადაწყვიტეს, რომ ეს მანდარინი გამგეობის წინ დაეყარათ, თუმცა, პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.




 ახალი ამბები
  • ახალი ელექტრონული სერვისების გაცნობის მიზნით, მეწარმეებთან შეხვედრების ციკლი გრძელდება (R)სამეწარმეო რეესტრის დისტანციური სერვისების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIძ) მხარდაჭერით ხორციელდება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებმა სარეგისტრაციის პროცედურებსა და გამარტივებულ ელექტრონულ სერვისების მოხმარებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიიღეს.ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ასევე გაეცნენ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისთვის დანერგილ ინოვაციური სერვისსაც, რომლის საშუალებითაც, შპს-ების პარტნიორებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ელექტრონულად შეუძლიათ პარტნიორთა კრებების მოწვევა/ჩატარება და გადაწყვეტილებების მიღება. მომსახურების მისაღებად საჭიროა როგორც შპს, ისე მისი პარტნიორები პორტალზე: წწწ.მყ.გოვ.გე იყვნენ რეგისტრირებულნი. შეხვედრის მონაწილეებს ელექტრონული ბარათის წამკითხველი სპეციალური მოწყობილობებიც გადაეცათ, რომლითაც ონლაინ სერვისების მოხმარებისას, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის განხორციელებაა შესაძლებელი. ელექტრონული სერვისები, მომხმარებლის დროისა და ფინანსების დაზოგვასთან ერთად, დოკუმენტების უსაფრთხოებისა და ხელმისაწვდომობის ხარისხს ზრდის და ადმინისტრაციული რესურსის ეფექტიან გამოყენებას უზრუნველყოფს. ... ...
  • onoff.ge _ "ლიბერთი ბანკის" მხარდაჭერით შექმნილი ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა (R)onoff.ge _ "ლიბერთი ბანკის" მხარდაჭერით შექმნილი ონლაინ პლატფორმა, საყოფაცხოვრებო მსხვილი და წვრილი ტექნიკის სახლიდან გაუსვლელად შერჩევის, შეძენისა და საკურიერო მომსახურებით სარგებლობის საშუალებას წარმოადგენს. ამ ეტაპზე onoff.ge-ს ონლაინ კატალოგში 100 000-ზე მეტი პროდუქტია განთავსებული და 100-ზე მეტი მაღაზიის შეთავაზების გაცნობაა შესაძლებელი. Onoff.ge –ზე საკუთარი პროდუქციის დამატება შეუძლია ნებისმიერი ტიპის და ზომის კომპანიას, რომელიც მობილური ტელეფონების, აქსესუარების, კომპიუტერული ტექნიკის, ასევე მსხვილი თუ წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის იმპორტს და გაყიდვას ახორციელებს. პროექტის წარმატებით გაშვება Onoff.ge-ს გუნდის გარდა, კომპანია Wandio-ს და ლიბერთის IT დეპარტამენტისა და ინფორმაციული უსაფრთხოების გუნდის აქტიური თანამშრომლობის შედეგია. მათ მიერ შეიქმნა უსაფრთხო და სანდოობის მაღალი ხარისხით გამორჩეული ვებ პლატფორმა, რომელიც სრულიად აკმაყოფილებს უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს. ლიბერთის ციფრული ბიზნესის ხელმძღვანელის, ნინო კვიჟინაძის განმარტებით: „Onoff.ge - აერთიანებს ბაზარზე არსებული ტექნიკის მაღაზიების შეთავაზებებს ერთიან ონლაინ სივრცეში. მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ მსხვილი და წვრილი ტექნიკით მოვაჭრეს საშუალება აქვს გამოიყენოს ჩვენი პლატფორმა საკუთრი ბიზნესის განვითარებისა და ონლაინ გაყიდვების ზრდისთვის. Onoff.ge-ს დახმარებით მომხმარებელს შეუძლია სხვადასხვა მაღაზიაში, მისთვის სასურველი პროდუქტის საბაზრო ღირებულების მიხედვით არჩევა, ფასებისა და ტექნიკური მახასიათებლების შედარება და შეძენილი ნივთის ერთი ამანათით საქართველოში ნებისმიერ ლოკაციაზე უფასოდ მიღება. საფასურის გადახდა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კურიერთან პოს-ტერმინალის ... ...
  • „ბეგის დღეები“ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაშითბილისში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში „ბეგის დღეები“ აღინიშნა. ცნობისთვის, ბეგი მამალაძის დაღუპვიდან 4 წელია გასული. ის 2015 წლის 25 მაისს  სისასტიკემ, გაუტანლობამ, გულქვაობამ და გულგრილობამ შეიწირა, თუმცა, მან მისი შემოქმედების ირგვლივ არაერთი ახალგაზრდის გაერთიანება  და საზოგადოების მახსოვრობასა და გულში ადგილის დამკვიდრება გარდაცვალების შემდეგაც შეძლო. ღონისძიებაში, რომელიც 3 დღე გაგრძელდა მონაწილეობა 32-ე და 69-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, ასევე,  ჩუღურეთის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის თეატრალებმა მიიღეს. ტექნიკური ხარვეზის გამო კი 55-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების სპექტაკლი, რომელიც ბეგი მამალაძის „ჩემი სოფელის“ მიხედვით უნდა დადგმულიყო, პროგრამიდან მოიხსნა. მოსწავლეებმა ბეგი მამალაძის ხსოვნას მიუძღვნეს  ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „წვიმად მოვალ და ერთი ძაფი მეც ვიქნები საუკუნო ქსოვაში". მათ წაიკითხეს ლექსები და ნაწყვეტები ბეგი მამალაძის შემოქმედებიდან, გარდა ამისა, 69-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას შესახებ ფილმი აჩვენეს. ცნობისთვის, მერაბ კოსტავა  1989 წლის 13 ოქტომბერს საეჭვო ვითარებაში დაიღუპა და მის შესახებ ფილმის წარდგენა სწორედ კოსტავას გარდაცვალების თარიღს უკავშირდებოდა, აღსანიშნავია ისიც, რომ  პოეტის და საქართველოს ეროვნული გმირის დაბადების თარიღი 26 მაისია, ხოლო ბეგი მამალაძე რადგან 25 მაისს არის დაღუპული, ამიტომაც მერაბ კოსტავას ბეგი მამალაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე ხშირად იხსენებენ. როგორც  ბეგი მამალაძის დედა, მარიკა ზედელაშვილი ამბობს, კოსტავას შესახებ ფილმის ჩვენება იყო სიმბოლური, რადგან დამოუკიდებლობის  დარბაზი მათი სულების უკვდავებას ემსახურება. მომავალი თაობა კი ამ წინაპრების მაგალითებზე უნდა აღიზარდოს. რაც შეეხება ბეგი მამალაძის ხსოვნის დღეებს, ზედელაშვილის თქმით, ბეგის დღეების ჩატარების იდეა გასულ წელს გიორგი კეკელიძესთან შეხვედრისას გაჩნდა. დამოუკიდებლობის დარბაზში 15 ოქტომბრიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით ბეგი მამალაძის ნამუშევრებიც გამოიფინა. მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი დღეები კი ჩუღურეთის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის თეატრალების სპექტაკლითა და აქციით „ნუ მოკლავ“ დასრულდა. როგორც რეჟისორი, ლევან ხაზიური  „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, ბეგი მამალაძის ნაწერების გაცოცხლებით სურთ ადამიანებს დაანახონ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად არაერთი გზა არსებობს, მაგრამ არა მკვლელობა. „ახალგაზრდა ადამიანის სიკვდილი ძალიან მტკივნეულია, განსაკუთრებით, ასეთი გმირი დედისთვის, რომელიც ასე მყარად დგას და პირადად მე მიკვირს,  საიდან გამონახა ამდენი ძალა ამ ქალბატონმა. რაც შეეხება ღონისძიებას,  გავაცოცხლეთ ბეგი მამალაძის არაჩვეულებრივი და საკმაოდ სიღრმისეული ნაწერები, პატარა მინიატურები. გვინდა, დავანახოთ მომავალ თაობას და ზოგადად ნებისმიერ ადამიანს, რომ არ უნდა მოკლა, რადგან გამოსავალი არსებობს ძალიან ბევრი და დაბალი დონე არის ერთი ადამიანის მიერ მეორე ადამიანის სიცოცხლის გამოსალმება“,_ ამბობს ხაზიური. რეჟისორის თქმით, მოზარდი ცუდ ნაბიჯს მარტივად დგამს, საითკენაც ხშირ შემთხვევებში მშობელთან არამეგობრული ურთიერთობა და კომუნიკაციის არ ქონა უბიძგებს. „პრობლემა უმეტესად მოდის მშობელს და მოზარდს შორის არამეგობრული დამოკიდებულებიდან, კომუნიკაციის არ ქონიდან.  როცა მოზარდი იგებს, რომ დედა ან მამა ეწინააღმდეგება,  უკვე ქვეცნობიერად აკეთებს ცუდს და ცუდ ნაბიჯს დგამს. არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო.  ალბათ,  თვითონ ოჯახში უნდა ვიფიქროთ როგორ აღვზარდოთ, სკოლებში უნდა იყოს პედაგოგიკა, აღმზრდელობითი საუბრები ასეთი ასაკის მოზარდებთან, როცა ძალიან მარტივია ცუდი ნაბიჯის გადადგმა“,_ ამბობს ... ...
  • თეთრიწყაროში დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართათეთრიწყაროში დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართა. ფორუმის მიზანს, ადგილობრივი სამუშაოს მაძიებლების პროფესიული გადამზადების კოლეჯებთან და დამსაქმებლებთან დაკავშირება, ხოლო დამსაქმებლებისთვის ახალი კვალიფიციური კადრების მოძიება წარმოადგენდა.   ღონისძიებაში პროფესიული განათლების 11 კოლეჯმა და 23-მა მსხვილმა კომპანიამ, მათ შორის,   ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი და RDFG-ის ხელშეწყობით განხორციელებული სოფლის განვითარების პროექტების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.  დამსაქმებლებმა სამუშაოს მაძიებლებს 300-მდე აქტიური ვაკანსია შესთავაზეს.  RDFG-ის თავმჯდომარემ ვანო გრიგოლაშვილმა ფორუმის მონაწილებს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი დასაქმების ხელშეწყობისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ კი, დასაქმების თანამედროვე გამოწვევებზე, სახელმწიფო სტრატეგიასა და პროგრამებზე ისაუბრა. გარდა ამისა, სხვადასხვა სფეროში დასაქმებულმა წარმატებულმა ადამიანებმა, ფორუმის მონაწილეებს თავიანთი ისტორიები გაუზიარეს, თუ როგორ შეიძლება  გახდე კონკურენტუნარიანი შრომის ბაზარზე. ღონისძიების მიმდინარეობისას,  ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსების 30 უფასო ვაუჩერი გათამაშდა. გამარჯვებულებმა  პროფესია  საკუთარი ინტერესების შესაბამისად შეარჩიეს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ევროკავშირის პარტნიორი ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მიერ ხორციელდება. პროექტი, მიზნად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს, რაც ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვითა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლების ჩართვის მეშვეობით მიიღწევა. ამ მიზნით, RDFG თანამშრომლობს აგრო-ტექონოლოგიების ასოციაციასთან (ATA) და ლიეტუვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ქსელთან (VVGT). ევროკავშირი საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს უწყობს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის ფარგლებში. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან, 179.5  მილიონი ევროს ბიუჯეტით ხორციელდება და მის მიზანს სოფლად სიღარიბის შემცირება წარმოადგენს. პროგრამა ეხმარება საქართველოს მთავრობას, ასევე, ადგილობრივ თემებთან მომუშავე არასამთავრობო ... ...
  • “მინდა წესიერად და ადამიანურად მოიქცნენ“ - რა ხდება ფანჩატურში“ვიცი, თქვენ დაწერეთ, რომ ქალაქ ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მდებარე ფანჩატურიდან  ორი სკამი  და ერთი მაგიდა აიღეს. ახლა  დგას და ნახეთ, რა მ დგომარეობა არის. საშინელება ხდება და სიბინძურეა, ამას აკეთებს ახალგაზრდობა და ძალიან მტკივა გული. არ გეუბნები ამას ნიშნის მოგებით, მინდა წესიერად და ადამიანურად მოიქცნენ.“ - თქვა “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ერთ-ერთმა ადგილობრივმა. ოზურგეთში, ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მდებარე ფანჩატურში და მის ირგვლივ მართლაც ისეთი მდგომარეობა, რომლის ნახვა განწყობას გაგიფუჭებს. ამავე თემაზე: http://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/davisvenet-kalak-ozurgetshi-panchaturidan-skamebi-da-magida-aighes ... ...

არქივი

ზაფრანი

რამდენიმე რჩევა ბავშვის მოვლის შესახებ

როგორ დაიჭიროთ ბავშვი ხშირად მშობელს...

როგორ მოვიშოროთ ნეგატიური ენერგია?

სალბი ( სამკურნალო მცენარე) შორეულ...

ჰოლივუდელების საყვარელი წიგნები

ბრიუს უილისის რჩეული წიგნია, ჰეროდოტეს...

ყველაზე მომხიბლავი ქერა მსახიობები

ქერა თუ შავთმიანი? სხვადასხვა გამოკვლევებით...

ერთ დროს უსახლკარო ვარსკვლავები

თინეიჯერულ ასაკში ჯიმ ქერი ოჯახთან...

კოკა-კოლას სასარგებლო თვისება

დღესდღეობით თითქმის ყველამ იცის კოკა-კოლას...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...