ვის ინტერესში შედის ე.წ. ვირის ხორცის სკანდალი და რა ბედი ელის ზოოპარკის ტენდერში გამარჯვებულს

მთავარი თემა

ვის ინტერესში შედის ე.წ. ვირის ხორცის სკანდალი და რა ბედი ელის ზოოპარკის ტენდერში გამარჯვებულს

19 იან. 2014, 12:08:14

16 იანვარს "რუსთავი 2"-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტში უცნობი ადამიანები ე.წ. მონადირეები ამტკიცებდნენ, რომ კუმისის ხევში ( ასეთი ბუნებაში არ არსებობს) დაუნდობლად ხოცავენ პირუტყვს და ხორცს საშაურმეებსა და რესტორნებს აბარებენ. ვინც ამ მიდამოებს არ იცნობს, მონადირეების მონაყოლს ალბათ დაიჯერებდა, მაგრამ ვისაც ქვემო ქართლის ამ სოფლებთან შეხება ჰქონია, მიხვდება რომ წელიწადის ამ დროს აქ არც ერთი მონადირე არ დადის, მით უმეტეს ნაგავსაყრელზე, რომელიც მათივე განმარტებით საშინლად ყარს.
ნაგავსაყრელად ქცეულ ხევს ორი სოფელი ესაზღვრება- ერტისი და ვაშლოვანი, რომლის მაცხოვრებლებიც ჯერ კიდევ კომუნისტების დროიდან ვაჭრობენ ხორცით. მავნე ტრადიციისა და უკონტროლობის შედეგია, რომ ვაჭრები ხორცის ნარჩენებს პირდაპირ ხევში ჰყრიან, რაც ზაფხულობით მალევე იხრწნება და იქაურობა საშინად ყარს.
"გურია ნიუსს" ერტისის მაცხოვრებელი თამაზ. ს. დაუკავშირდა, რომელიც ამბობს, რომ ე.წ. ვირების სასაკლაოს აღმოჩენა ორ ოჯახს შორის ბიზნეს სფეროების გადანაწილებას უკავშირდება.
"არანაირი სასაკლაო არ არსებობს და არც არავის მოსვლია აზრად ვირის და ცხენის ხორცის საშაურმეებში ჩაბარება. საქმე იმაშია, რომ ჩვენს სოფელში ცხოვრობს ინდმეწარმე არჩილ დალაქიშვილი, რომელიც წლებია ზოოპარკის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში იმარჯვებს და ვირისა და საქონლის ხორცით ამარაგებს. ცოტა ხნის წინ არჩილს რაღაც გაუგებრობა მოუხდა თავის პარტნიორთან და მარტომ გააგრძელა საქმიანობა. ტენდერებს ჩამოცილებული ოჯახი იბრძვის და ყველა ხერხით ცდილობს ამ კაცის ჩაძირვას. იმ დღეს არჩილს კაცი მიუგზავნეს და სთხოვეს, ხორცის ნარჩენები ხევზე დაყარე, ძაღლებისთვის გვინდაო. აატანინეს, დააყრევინეს და მაშინვე რუსთავი 2 გამოიძახეს. რაც შეეხება მონადირეებს, რომლებიც ვითომ ხშირად დადიან აქეთ სანადიროდ და ხედავენ როგორ იკვლება ხევზე პირუტყვი. აქეთ სანადირო ადგილები საერთოდ არ არის და მით უმეტეს წელიწადის ამ დროს. ეს ყველაფერი წინასწარ იყო დადგმული", _ ამბობს თამაზი.
"გურია ნიუსმა" რესპოდენტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გადაამოწმა. აღმოჩნდა რომ ინდმეწარმე არჩილ დალაქიშვილს მართლაც აქვს მოგებული ზოოპარკის მიერ გამოცხადებული ტენდერები, რაც თხის, ქათმის, ცხენის და ვირის ხორცის მიწოდებას ითვალისწინებს. უკანასკნელი მსხვილი ტენდერი (247 420 ლარი) დალაქიშვილმა 10 იანვარს მოიგო- შვიდ კონკურენტს შორის მან ყველაზე დაბალი ფასი დააფიქსირა.
ვირი და ცხენი ამ მიდამოებში რამდენიმე წელია იკვლება და თანასოფლელების მსგავსად ზოოპარკის მომმარაგებლებიც ნარჩენებს ხევში ყრიან. შესაძლოა უბრალო დამთხვევაა, რომ სწორედ ხელშეკრულების გაფორმებიდან მეხუთე დღეს აგორდა ე.წ. ვირის ხორცის სკანდალი. სატელევიზიო სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ შესაბამისმა უწყებებმა არალეგალურ ხორცს საშაურმეებსა და რესტორნებში დაუწყეს ძებნა. 
16 იანვარს რადიო თავისუფლებასთან საუბარში "მომხმარებელთა ფედერაციის ხელმძღვანელი" მადონა კოიძე ამბობდა, რომ მის ორგანიზაციას კომუნიკაცია ჰქონდა იმ ადამიანებთან, რომლებმაც ვირები და ცხენები გაყიდეს, რაც დიდი ალბათობით აკრძალული ხორცის საკვები ობიექტებისთვის მიწოდებას ადასტურებს.
"დალაქიშვილებს მრავალათასიანი ტენდერი ჰქონდათ მოგებული და ვირებს და ცხენებს სხვადასხვა სოფლებში ყიდულობდნენ. რა არის ამაში საგანგაშო? რა საშაურმეები, რა რესტორნები? ზოოპარკის ცხოველებისთვის იყო ეს ხორცი გათვალისწინებული", _ ამბობს თამაზი.
"გურია ნიუსის" ინფორმაციით არჩილ დალაქიშვილის ოჯახს ამ დღეებში ახალი პრობლემა შეექმნა- მათ მიერ შეძენილი პირუტყვი მოპარული აღმოჩნდა და მეორე დღეა ინდმეწარმეს პოლიციაში დაკითხვებზე დაატარებენ.
"ესეც მოწყობილი ამბავია. ამდენი წელია ეს ოჯახი ხორცით ვაჭრობს და აქამდე მოპარული არაფერი უყიდია. რაღა ამ სიუჟეტის გასვლას დაემთხვა ეს ამბავი? აშკარაა, რომ უნდათ ეს კაცი ტენდერებს ჩამოაშორონ, ვიღაცის ინტერესი ჩანს ამაში", _ გვეუბნება თამაზი, რომელიც გვთხოვს მისი გვარი არ დავასახელოთ.
სოფელ ვაშლოვანში მცხოვრები გიორგი ა. "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ არჩილ დალაქიშვილისგან პოლიცია დანაშაულის აღიარებას ითხოვს;
"ვიღაც აზერბაიჯანელი ეროვნების მოწმე ჰყავთ, რომელიც ამბობს, ხუთჯერ ჩავედი და გავაფრთხილე, რომ მოპარული საქონელს ვყიდდიო და მაინც იყიდაო. რომელი ქურდი ეტყვის მყიდველს მოპარული საქონელი მყავსო ან რომელი სერიოზული ბიზნესმენი დათანხმდება ამას? ვირის ხორცის რესტორნებში ჩაბარებას ვერ უმტკიცებენ და ეხლა მოპარული საქონლით ვაჭრობაზე უნდათ დაჭერა, სამართალია ეს?"
ამ ფაქტთან დაკავშირებით "გურია ნიუსი" შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებას ცდილობს.




 ახალი ამბები
  • როდემდე გაუხანგრძლივდათ 1-ელ მაისამდე საქართველოში შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებს განბაჟების ვადა 2020 წლის 1-ელ მაისამდე საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებს განბაჟების ვადა გაუხანგრძლივდათ. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების გათვლისწინებით და ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარე, 2020 წლის 1-ელ მაისამდე საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებს განბაჟების ვადა გაუხანგრძლივდათ 2020 წლის პირველ სექტემბრამდე. მომსახურების სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალებები შემოყვანილი ჰყავთ 2020 წლის პირველ მაისამდე, რიგისა და საჯარიმო სანქციების თავიდან აცილების მიზნით, დროულად მიმართონ მომსახურების სააგენტოს და 31 აგვისტოს ჩათვლით განახორციელონ საბაჟო პროცედურები. მომსახურების სააგენტო, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს და სერვისებით სარგებლობის ყველა მსურველს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად სააგენტოში გამოცხადდნენ პირბადით“,_ ნათქვამია ... ...
  • „დაჯექი! ორიანი!“ _ ოზურგეთის საკრებულოს „ოცნების“ დეპუტატმა „ნაციონალ“ მჟავანაძეს „დვოიკა“ დაუწერა5 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე, პირველ საკითხად,   მერიის მიერ ინიცირებული დადგენილების პროექტი:  "გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დადგენის შესახებ“  _ განიხილეს. საკითხის ირგვლივ იკამათეს დეპუტატებმა. კერძოდ, დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ პრინციპულად მოითხოვა, გარე ვაჭრობის წესში კონკრეტულად იქნეს მითითებული, ქალაქის რომელ ადგილზე არ შეიძლება გარევაჭრობა და არა მხოლოდ ის, სად იქნება ვაჭრობა  დაშვებული. _ წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიფიქრებთ, რომ აქ რაღაც სხვა მიზანი დევს, _ განაცხადა ბიგვავამ. გარევაჭრობის წესთან დაკავშირებით,  თავისი პოზიცია გამოხატეს საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა.  განსაკუთრებით  აქტიურობდა  „ნაციონალი“ დეპუტატი დავით მჟავანაძე. მან კორუმპირებული უწოდა ოზურგეთის მერს,  კონსტანტინე შარაშენიძეს, რომელიც, მისი განმარტებით, წინა მერს, სიორიძეს  დაემსგავსა ამ საქმეში და ცდილობს, არ ჩამორჩეს. _ მოგესალმებით. მე პატარა შეფასებასავით გავაკეთებ... კრიმინალური საკითხია ცოტა. ოზურგეთის მერმა გამოისყიდა გურიის ქუჩაზე მიწის ნაკვეთი. მერე ნათესავზე გადააფორმა. გამოყარეს იქედან ადამიანები. ადამიანებს არ მიეცით ვაჭრობის  საშუალება, დაულპეთ ათასობით ლარის პროდუქცია. თქვენთვის  ეს არაფერს არ ნიშნავს! მერი კორუმპირებულია. ვინ აგებს პასუხს? _ არ ცხრებოდა მჟავანაძე. _ გვაცალეთ, დავით, ჩვენ და მოვიყვანთ უკეთესს, _ უთხრა მჟავანაძეს   „ქართული ოცნების“ დეპუტატმა აროშიძემ. _თქვენმა მოყვანილმა მერმა არაფერი არ დატოვა ოზურგეთში.  ცენტრალური სკვერებიდან  შეისყიდა ყველაფერი.  მუზეუმის კიბე და ტუალეტიც გაყიდულია. ჩვენ ეს მოვიყვანეთ, მაგრამ დაემსგავსა მას და უნდა, გაასწროს _ ერთმანეთს ეჯიბრებიან, _ განაცხადა მჟავანაძემ სიორიძის და შარაშენიძის შედარებითი დახასიათებისას. _დაჯექი! ორიანი! _მიმართა მჟავანაძეს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მარიკა ჩხიკვიშვილმა, რასაც დეპუტატების მხრიდან სიცილი მოჰყვა: „ახლა უწერს „დვოიკას“ შარაშენიძეს და არჩევნებზე თავგანწირული უჭერდა მხარს“, _ ხუმრობდნენ ... ...
  • "საუკეთესო გზები თვითმკვლელობის" _ რა იპოვა შსს-მ ბაჩალეიშვილის კომპიუტერშიშსს თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით შუალედური ინფორმაციას ავრცელებს. უწყრბის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი „ეფლის“ მარკის პორტატული კომპიუტერის მეხსიერებაში აღმოჩენილი იქნა ფოტო-ვიდეო ფაილები და კომპიუტერის მეხსიერებაში ვებგვერდებზე შესვლის ისტორია.სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან“, 2020 წლის 05 აგვისტოს მიღებული იქნა კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიმდინარეობაშიც მონაწილეობდა ოჯახის ადვოკატი. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი „ეფლის“ მარკის პორტატული კომპიუტერის მეხსიერებაში აღმოჩენილი იქნა ფოტო-ვიდეო ფაილები და კომპიუტერის მეხსიერებაში ვებგვერდებზე შესვლის ისტორია.ექსპერტიზის დასკვნის და დათვალიერების ოქმის თანახმად, 2020 წლის 17 ივლისს, გაუჩინარების წინა დღეს 18:36 საათზე თამარ ბაჩალიაშვილი შესულია „ფეისბუქის“ გვერდის დახმარების განყოფილებაში, სადაც მითითებულია არის ვებ გვერდის სათაური - What will happen to my Facebook account if I pass away?, რაც ქართულად ნიშნავს - რა მოუვა ჩემს ფეისბუქის ანგარიშს თუ მე გარდავიცვლები? ამავე წუთზე გუგლში თამარ ბაჩალიაშვილის მიერ ჩაწერილი და მოძებნილია შემდეგი ტექსტი facebook cancel account after death - რაც ნიშნავს: ფეისბუქის ანგარიშის გაუქმება სიკვდილის შემდეგ.2020 წლის 18 ივნისს, გაუჩინარებამდე ერთი თვით ადრე- 00:16:37 საათზე თამარ ბაჩალიაშვილის მიერ გუგლის საძიებო სისტემაში ჩაწერილია სიტყვები: best ways for suicide - რაც ქართულად ნიშნავს: საუკეთესო გზები თვითმკვლელობისთვის. იმავე დღის 00:15:51 საათზე იგი შესულია საინფორმაციო ხასიათის ვებგვერდ ვიკიპედიაზე - გვერდზე მიწერილი აქვს სათაური - Suicide methods – Wikipedia, რაც ქართულად ნიშნავს: თვითმკვლელობის მეთოდები, აღნიშნული ლინკის გახსნის შედეგად იხსნება ვიკიპედიის სტატია სათაურით: Suicide methods, სადაც მოცემულია ინგლისურ ენაზე სტატია, რომელშიც აღწერილია თვითმკვლელობის სხვადასხვა მეთოდები.დასკვნის მიხედვით, ვებგვერდებზე შესვლის ისტორიიდან და 2020 წლის 22 ივლისს ჩატარებული თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის დათვალიერების ოქმიდან ირკვევა, რომ ავტომანქანაში აღმოჩენილი მედიკამენტები და 2020 წლის 17 ივლისს, გაუჩინარების წინა დღეს, GOOGLE-ის საძიებო სისტემაში მის მიერ მოძიებული მედიკამენტების ნაწილი ემთხვევა ერთმანეთს.აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, შპს „ზეგ“ დარეგისტრირდა 2015 წლის 30 დეკემბერს. დირექტორი თამარ კობერიძე. საწყის ეტაპზე 100%-იანი წილის მესაკუთრე იყო ნიკოლოზ გეჯაძე, ხოლო 2018 წლის 30 იანვრიდან 100%-იანი წილის მესაკუთრეა აბრაჰამ რაიხბახი. ამ ეტაპზე დგინდება, რომ კომპანია „ზეგ“ არ ოპერირებს საქართველოში და მისი საქმიანობა დაკავშირებულია საერთაშორისო შეკვეთებთან. კომპანიის საქმიანობის შესწავლის მიზნით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ინტენსიურად გრძელდება გამოძიება, მიმდინარეობს ექსპერტიზები. სამინისტრო აქტიურ კომუნიკაციაშია ოჯახთან. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პერიოდულად მოხდება საზოგადოების ინფორმირება.მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერიდან ამოღებული ინფორმაციის ... ...
  • "კანონიერი ქურდი" და ქურდული სამყაროს წევრი _ ორ ძებნილს ბრალი წარედგინასაქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობისა" და ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, გამოძალვის ფაქტზე თ.გ.-ს, ხოლო „ქურდული სამყაროს" წევრობისა და ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, გამოძალვის ფაქტზე გ.გ.-ს დაუსწრებლად წარუდგინა ბრალდება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთში მყოფი „კანონიერ ქურდის" - თ.გ.-ს მითითებით და ხელმძღვანელობით, „ქურდული სამყაროს" წევრი გ.გ. თურქეთიდან დაუკავშირდა საქართველოში მყოფ მამას, ასევე „ქურდული სამყაროს" წევრს - ა.გ.-ს და საქართველოში, ბიზნესსაქმიანობით დაკავებული მ.ყ.-სთვის ოჯახის წევრების გატაცების მუქარით, თანხის გამოძალვის ორგანიზება მოახდინეს. მიზნის მისაღწევად, 2020 წლის 1 ივნისს დაზარალებულ მ.ყ.-ს „კანონიერ ქურდის" - თ.გ.-ს დავალებით, უცნობი პირი დაუკავშირდა და ჩეჩნური კრიმინალური დაჯგუფების სახელით, შვილის გატაცების ორგანიზებისგან თავის შეკავების სანაცვლოდ 60 000 აშშ დოლარი მოსთხოვა. მეორე დღეს კი დაზარალებულს „ქურდული სამყაროს" წევრი ა.კ. დაუკავშირდა და წარმოშობილი პრობლემის მოგვარებას „ქურდული სამყაროს" მიერ დადგენილი წესებისა და „კანონიერი ქურდის" თ.გ.-ს დახმარებით დაპირდა. აღნიშნულის შემდეგ დაზარალებულს, თურქეთის რესპუბლიკიდან რამდენჯერმე დაუკავშირდა „კანონიერი ქურდი" - თ.გ. და „ქურდული სამყაროს" წევრი - გ.გ., რომლებიც თავიანთი კრიმინალური ავტორიტეტისა და „ქურდული სამყაროს" იერარქიაში მაღალი სტატუსის ხაზგასმით ცდილობდნენ მ.ყ.-ს დაშინებას, რათა მას ა.კ.-სთვის თანხა გადაეცა. 2020 წლის 12 ივნისს, დაზარალებულმა მ.ყ.-მ დაშინებითა და მუქარით მოთხოვნილი თანხის ნაწილი 10 000 აშშ დოლარი ა.კ.-ს გადასცა, რის შემდგომ სამართალდამცავებმა იგი დააკავეს. 2020 წლის 14 ივნისს ა.კ.-ს წარედგინა ბრალდება და იმავე დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 2020 წლის 5 აგვისტოს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თ.გ.-ს და გ.გ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ და მათ მიმართ გამოცხადდა ძებნა. საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „გ" ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ... ...
  • თიბისის მხარდაჭერით ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული ემიგრაციის მუზეუმი დაარსდა (R)თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში გურამ შარაძის მიერ დაარსებული ქართული ემიგრაციის მუზეუმი გაიხსნა. ემიგრაციის მუზეუმის გახსნას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე და თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე დაესწრნენ. ქართული ემიგრაციის მუზეუმი 1994 წელს პროფესორმა გურამ შარაძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დააარსა. მას ბოლო წლებში გადაწყვეტილი ჰქონდა, საბოლოოდ მუზეუმს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაედო ბინა, თუმცა მეცნიერის სიცოცხლეში ეს ვერ განხორციელდა.  მამის სურვილის შესრულება გურამ შარაძის ქალიშვილმა, რუსუდან შარაძემ ითავა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შარვაშიძის ოფიციალური თანხმობით და რუსუდან შარაძის ძალისხმევით ქართული ემიგრაციის მუზეუმი ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა. მუზეუმში დაცულია ქართველი პოლიტიკური ემიგრანტების უძვირფასესი არქივები, პერიოდული გამოცემების სრული კოლექციები, უნიკალური წიგნები და სხვა მნიშვნელოვანი მასალა. ეროვნულ ბიბლიოთეკაში თიბისის მხარდაჭერით, ემიგრაციის დარბაზი 2015 წელს გაიხსნა. ემიგრაციის დარბაზში წარმოდგენილია ათობით ემიგრანტის პირადი არქივი, მათ შორის, ლევილის არქივი, გენერალ გიორგი კვინიტაძის, ორბელიანების, ზალდასტანიშვილების და სხვა ცნობილ ემიგრანტთა არქივები. ისტორიული და სამეცნიერო მნიშვნელობის დღემდე უცნობი ემიგრანტული ლიტერატურა, პირადი არქივები, წერილები თუ ფოტომასალა საქართველოში თიბისის დახმარებით ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ჩამოიტანა. ახლა კი, ემიგრაციის დარბაზში დაცული ფონდები ემიგრაციის მუზეუმში განთავსდება.  „დღიდან დაარსებისა, თიბისი მუდამ იყო ქართული კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის მხარდამჭერი. თიბისი არის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მატარებელი კომპანია და სწორედ ამ პრინციპით ვხელმძღვანელობთ, როდესაც ხელს ვუწყობთ ჩვენი ეროვნული საგანძურის შენარჩუნებას და მომავალი თაობებისთვის გადაცემას. მოხარული ვარ, რომ ჩვენ მიერ მხარდაჭერილი საქმეების სიას ემიგრაციის მუზეუმიც შეემატა,“ - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ მუზეუმის გახსნის ცერემონიაზე. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...