ოპოზიცია მიიჩნევს, რომ 40%-იანი ბარიერით "ოცნების" კანდიდატებს მოგების მეტი შანსი აქვთ

მთავარი თემა

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ 40%-იანი ბარიერით "ოცნების" კანდიდატებს მოგების მეტი შანსი აქვთ

2014 იან 19 12:42:51

 "ყველა რაიონში ავირჩევთ საკრებულოს წევრებს და გამგებლებს. თვითმმართველ ქალაქებში კი, ავირჩევთ მერს. ასეთი ქალაქი იქნება 12, აქამდე იყო მხოლოდ ერთი - თბილისი - და ისიც 30%-იანი ბარიერით. ჩვენ საუბარი გვაქვს ბარიერის გაზრდაზე. გვინდა, რომ მერები ავირჩიოთ 40%-იანი ბარიერით, უფრო სწორად, 2/5-ით, რაც ჯამში 40%-ია. ხოლო რაიონებში დაახლოებით 1/3-ით, რაც ჯამში 33%-ია. ამაზე კონსულტაციები მიმდინარეობს, ინტერფრაქციული ჯგუფი არსებობს. ასევე, არასაპარლამენტო ოპოზიციასთანაც გვაქვს კონსულტაციები. ჩვენ გვსურს მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ ყველა პარტიას და საზოგადოებას, რომ კითხვები არ დარჩეს არავის. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. ჩვენ ასევე გვქოდა კონსულტაციები ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და მათაც დაგვიდასტურეს, რომ ჩემი ჩამოთვლილი ცვლილებების ფარგლებში შეუძლიათ უზრუნველყონ არჩევნების ჩატარება გაზაფხულზე, ისე როგორც არის განსაზღვრული კონსტიტუციაში. ამ მიმართულებით მე პრობლემას ვერ ვხედავ. ევროსაბჭოს დელეგაციასაც და ნებისმიერ დაინტერესებულ პირსაც შეგვიძლია ეს ყველაფერი დავუსაბუთოთ", _  განაცხადა ღარიბაშვილმა.

აღნიშნულზე მსჯელობა რომ პარლამენტის საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციულ ჯგუფშიც დაიწყება, ადასტურებს პრემიერის მიერ ზემოთ ხსენებული საკითხის მმართველი გუნდის წევრებთან შეხვედრაზე განხილვაც.

როგორც უმრავლესობის წარმომადგენელმა ზურაბ ტყემალაძემ ღარიბაშვილსა და მმართველი გუნდის წევრებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა  აღნიშნული საკითხი სწორედ ამ კონსულტაციების შედეგად შეჯერდა.

"სხვა საკითხებთან ერთად, ბუნებრივია, საუბარი შეეხო 40-პროცენტიანი ბარიერის თემას. მინდა გითხრათ, რომ საქართველოში ყველა მერი 12-ვე ქალაქში, ნაცვლად მხოლოდ თბილისისა, არჩეული იქნება 40-პროცენტიანი ბარიერით. საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მაშინ, როცა კანონი ძალაში შევა, მაგრამ ეს სარის დღევანდელი კონსულტაციების შედეგი. ამაზე უმრავლესობის მხრიდან დასტური მიღებულია", _ განაცხადა ტყემალაძემ.

ცნობისთვის, თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბარიერის შესაძლო გაზრდაზე საპარლამენტო ურმავლესობაში გასულ წელსაც საუბრობდნენ.

მაშინ ამაზე ფრაქცია "ქართული ოცნების" შეხვედრაზეც იმსჯელეს და როგორც ფრაქციის თავმჯდომარე გია ვოლსკი აცხადებდა 40%-ით არჩეული მერი გაცილებით მაღალი ლეგიტიმურობით არჩეული ადამიანი იქნება, ვიდრე აქამდე იყო.

"კარგია, რომ საერთოდ მერების და გამგებლების არჩევნები ტარდება. ეს არის საზოგადოების პირდაპირი მონაწილეობა ქვეყნის მომავალში. პირველი, მაგრამ საკმაოდ მძლავრი ნაბიჯი იქნება, თუ ეს ბარიერი 40% იქნება და არა - 30%, როგორც აქამდე იყო. 40%-მდე ზრდასთან დაკავშირებით ფრაქციის მხრიდან პოზიტიური დამოკიდებულება იყო გამოხატული, თუმცა ჩვენ კიდევ განვიხილავთ ამ თემას".

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წარმომადგენელი გუგული მაღრაძე კი ამბობდა, რომ თავდაპირველად ბარიერის 50 %-მდე გაზრდის საკითხზე გამოითქვა მოსაზრება, თუმცა საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ ყველაზე უფრო მისაღები 40 %-მდე გაზრდაა.

"გამოითქვა აზრი, რომ შეიძლება 50% იყოს ეს ბარიერი, მაგრამ შევთანხმდით, რომ 40% ყველაზე უფრო მისაღებია დღეს. ამას ეთანხმება თითქმის მთელი პოლიტიკური სპექტრი", _ განაცხადა მაღრაძემ.

სწორედ ბარიერის 50%-მდე გაზრდას მიიჩნევს მიზანშეწონილად არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი, "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია.

როგორც იგი "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, არასაპარლამენტო ოპოზიცია მოითხოვდა ბარიერი 50%-მდე გაზრდილიყო, რადგან 40% არასაკმარისია.

"თუ ვირჩევთ მერს, იგი მოსახლეობის ნახევარმა მაინც უნდა აირჩიოს. ანუ ბარიერი უნდა გაზრდილიყო 50+1-ით. როგორც ჩანს მმართველ გუნდს ეშინია, რომ ნარმანია 50% დედაქალაქში ვერ აიღებს და ამიტომაც მოხდა ასე.

40%-მდე გაზრდა არაფერს ცვლის", _ ამბობს ბაღათურია.

რატომ ვერ მოხერხდება ბარიერის 50%-მდე გაზრდა ამას "გური ნიუსთან" საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გია ჟორჟოლიანი განმარტავს, რომ 50%-მდე გაზრდა ვერ მოხერხდა, რადგან ასეთ შემთხვევაში ბევრ ადგილას შესაძლოა მეორე ტურის საჭიროება გახდეს და ვერ გამოვლინდეს გამარჯვებული კანდიდატი. მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება  ეფექტური იქნება და ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში სწორედ ასეთი სახის ბარიერები არსებობს.

ჟორჟოლიანი ასევე აღნიშნავს, რომ 40%-იანი ბარიერი არასაპარლამენტო ოპოზიციას გამარჯვების მეტ შანსს აძლევს.

რაც შეეხება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოზიციას, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი გია თევდორაძე "გურია ნიუსთან" აღნიშნავს, რომ მთავრობა იმ ბარიერს აწესებს, რომლის გადალახვის იმედიც აქვს.

"არასაპარლამენტო ოპოზიცია, რომელთანაც კოალიცია თავის დროზე არაერთ კონსულტაციებს გადიოდა, ამბობს, რომ 50% ბარიერს მოითხოვდნენ და ამაზე მიმდინარეობდა მსჯელობა. თუმცა, ახლა ვხედავთ, რომ ბარიერი 40%-მდე იზრდება. ანუ, მმართველი გუნდი აწესებს იმ ბარიერს, რომლის გადალახვის იმედიც აქვს", _ ამბობს თევდორაძე.




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში - არის დაშავებულიზუგდიდის ცენტრში  ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ. ავარიის შედეგად ახალგზარდა ქალი დაშავდა, რომელიც მსუბუქ ავტომობილს მართავდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ  ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მედიკოსების შეფასებით, პაციენტის სოცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რა გახდა ავტოსაგზაო შემთხევის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.   შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • სამტრედიელი გოგონა მოსკოვში, აჭარულის ცეკვის დროს გარდაიცვალა20 წლის გოგონა თავის დაბადების დღეზე, მოსკოვში, აჭარულის ცეკვის დროს გარდაიცვალა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი ავრცელებს. „ანა ენგიბარიანს საშინელმა ბედისწერამ მოსკოვში საკუთარ დაბადების დღეზე  აჭარულის ცეკვისას მოუსწრო. ამ შემზარავმა და დაუჯერებელმა ფაქტმა შავებით შემოსა გარი ენგიბარიანის ლამაზი სამშვილიანი ოჯახი. წარმოშობით სამტრედიელი გოგონა ასე მძიმედ დაემშვიდობა მოსკოვს სადაც ბავშვობა გაატარა და ახლა მშობლიური სამტრედია ჩაიხუტებს მის ცხედარს..“_ წერს ის. გარდაცვალების მიზეზი უცნობია, ახლობლების თქმით, გოგონა სიცოცხლეში არაფერს უჩიოდა. ანა ენგიბარიანი წარმოშობით სამტრედიელია. მისი ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში, დაახლოებით, 15 წლის წინ გადავიდა. ენგიბარიანები მშობლიურ სამტრედიას ხშირად სტუმრობდნენ. გარდაცვლილ   გოგონას საქართველოში ხვალ ჩამოასვენებენ. ... ...
  • მოძველებული ინფრასტრუქტურა, სანიტარულ-ჰიგიენური პირობები_ რა ხდება “თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში“2020 წლის 14 თებერვალს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ შპს „თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“ მოინახულა. სახალხო დამცველმა დაათვალიერა დაწესებულების ქალთა და კაცთა განყოფილებები, სასადილო სივრცე; შეხვდა და გაესაუბრა სტაციონარში მყოფ პაციენტებს და ცენტრის პერსონალს. ვიზიტის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ პრობლემურია დაწესებულების მოძველებული ინფრასტრუქტურა, გადატვირთულობა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობები. ცენტრში არსებული მდგომარეობა არ ქმნის ხელსაყრელ თერაპიულ გარემოს. პაციენტები არ არიან უზრუნველყოფილი სათანადო საყოფაცხოვრებო პირობებით. არ აქვთ პირადი ნივთების შესანახი კარადები. განყოფილებებში არ დგას სკამები, რბილი ავეჯი. თამბაქოს მოსაწევი ადგილი არ არის იზოლირებული განყოფილების საერთო სივრციდან. შენობაში დგას მძაფრი სპეციფიური სუნი. პაციენტები მოკლებული არიან ყოველდღიური გასეირნების შესაძლებლობას. სველ წერტილებში არ მოდის ცხელი წყალი, რის გამოც მათ პირადი ჰიგიენის დაცვა ცივი წყლის გამოყენებით უწევთ. სტაციონარისთვის არსებული დაფინანსება აბრკოლებს პაციენტთა სათანადოდ მოვლის, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ხარისხს. ბენეფიციართა შორის ხშირია კონფლიქტისა და ძალადობის შემთხვევები. არ ხდება ასეთი შემთხვევების სათანადო მართვა, არ ხორციელდება ძალადობის პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებები. დაწესებულებას არ ჰყავს საკმარისი რაოდენობის პერსონალი. ამასთან, არც დასაქმებულებს აქვთ სათანადო სამუშაო პირობები. სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს გააძლიერონ ღონისძიებები ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიმართულებით. დროულად მოხდეს სფეროს დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის შემუშავება, თემზე დაფუძნებული და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისების რაოდენობის ... ...
  • „ახალგაზრდობა,რომელიც მამების თაობას უმოქმედობას არ აპატიებს“_ სამტრედიის მერი მოსწავლეებს შეხვდა,,მე რომ მუნიციპალიტეტის მერი ვიყო"- ამ ფორმატში დიალოგი შედგა დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეთა პარლამენტის წევრები სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან იმ ინიციატივებით შევიდნენ, რომლის განხორციელებაც ახალგაზრდების ინტერესში შედის. მოსწავლეების მიერ შეთავაზებული პროექტები  მოიწონა მერმა, ვალერიანე ფოცხვერიამ, განსაკუთრებით აქტუალურად მიიჩნია ქალაქში მომრავლებული მაწანწალა ძაღლების საკითხის მოგვარება და სპორტის სასახლის აშენება. მოსწავლეთა პარლამენტის წევრები ქალაქში დასუფთავების მიზნით ურნების დამატებას ითხოვენ. მათ გაუმართლებლად მიაჩნიათ ქალაქში საზოგადოებრივი ტუალეტის არ ქონა. მერმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ წინა წლებში ხელშეკრულება ჰქონდათ გაფორმებული, კონტრაქტორს გაყავდა ძაღლები, აცრიდნენ, ყურზე ბირკას ადებდნენ და უკან აბრუნებდნენ, რასაც  მისახლეობისთვის სასურველი ეფექტი არ მოუტანია. ფოცხვერიას განცხადებით, ძაღლის კბენის ეშინია მოსახლეობას და უკან დაბრუნებული, თუნდაც აცრილი, კბენის საშიშროებისგან ვერ იცავს ქუჩაში მოსიარულეებს ,,ოპოზიცია რომ იყოთ, ვიცით, რა პასუხსაც გაგცემდით, მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მაწანწალა ძაღლების პრობლემა ,,მოგვარებული" ჰქონდათ, შუაგულ ქუჩაში ხოცავდნენ ძაღლებს. სრულიად სამართლიანია თქვენი მოთხოვნა, თქვენი თვალით დანახული პრობლემები. ვეცდებით,  გავითვალისწინოთ და დროულად მოვაგვაროთ. მოდის ახალგაზრდობა, რომელიც მამების თაობას უმოქმედობას არ აპატიებს,“_  განაცხადა ... ...
  • ოზურგეთის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი „ბლექსი არენას“ უსასყიდლოდ გადეცემადღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  სხდომაზე განიხილეს საკითხი: „ოზურგეთის მუნციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსთვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. საკითხის ირგვლივ მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელმა, პელაგია  კალანდაძემ ისაუბრა და თქვა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 3724 კვ. მ და 502 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები გადაეცეს უსასყიდლოდ  საკუთრებაში სახელმწიფოს შემდგომში   შპს „ბლექსი არენას ჯორჯიას“-სთვის  გადაცემის მიზნით. საკრებულოს დეპუტატებმა იკითხეს, რა დანიშნულებისთვის სჭირდება,რატომ უნდა გადაეცეს ეს მიწა „ბლექ სი არენას“. პელაგია კალანდაძემ უპასუხა, რომ ეს მიწის ფართი  იქ პარკირებისთვის ... ...

არქივი

ზაფრანი

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...

საუკეთესო თეთრ ღვინოებს შორის

Chateau d'Yquem მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...