რას ვეტყვით სამხედრო კომიტეტს და რას გვეტყვის ნატო?!

მთავარი თემა

რას ვეტყვით სამხედრო კომიტეტს და რას გვეტყვის ნატო?!

2014 იან 22 16:50:44

როგორც მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტი, რაც ნიშნავს, რომ სამხედრო თანამშრომლობა ნატოსთან ახალ საფეხურზეა აყვანილი.

"სამხედრო უწყებაში განხორციელებული რეფორმები არის უაღრესად დადებითად ასახული ნატოს შესაბამის ანგარიშებში და ეს ყველაფერი გვაძლევს იმედს, რომ 2014 წელი იქნება საქართველოსთვის ახალი წარმატებების მომტანი ნატოს მიმართულებითაც," _ განაცხადა მინისტრმა და იმედი გამოთქვა, რომ ნატოს წლევანდელ, ლონდონის სამიტზე საქართველოს მიერ მიღწეული წარმატება და პროგრესი ადეკვატურად იქნება ასახული.
სამხედრო კომიტეტის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმაც. ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, აღნიშნული ვიზიტი საქართველოში იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, რათა საქართველოში უმაღლეს დონეზე მოხდეს, რეგიონის უსაფრთხოების ჭრილში, სამხედრო-პოლიტიკური თემების, ნატო-საქართველოს ურთიერთობის საკითხების განხილვა.


სამხედრო კომიტეტი ნატოს უმაღლეს სამხედრო ორგანოა. მისი ძირითადი ფუნქციაა ჩრდილო-ატლანტიკურ საბჭოს სამხედრო პოლიტიკასა და სტრატეგიაზე წარუდგინოს რეკომენდაციები და ნატოს სტრატეგიულ სარდლებს მისცეს მითითებები. კომიტეტის შემადგენლობაში შედიან ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლები.


როგორც "თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს" წევრი თეონა აქუბარდია აღნიშნავს, ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი ჯერ კიდევ გასულ წელს იგეგმებოდა. თუმცა, გენშტაბის მაშინდელი ხელმძღვანელის, გენერლის გიორგი კალანდაძის დაკავების გამო, მისი შემცვლელის დანიშვნამდე, დროებით გადაიდო.
"გურია ნიუსთან" საუბრისას აქუბარდია აღნიშნავს, რომ ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ამ გზით სამხედრო კომიტეტის წევრები უშუალოდ მოისმენენ და გაეცნობიან საქართველოს თავდაცვის უწყების მიერ ამ დროისათვის გატარებულ რეფორმებს და ნატოს მთავარ პოლიტიკურ ორგანოს მიაწოდებენ ამ საკითხების შესაბამის შეფასებას. მისი თქმით, სამხედრო კომიტეტი წარმოადგენს ნატოს უმაღლეს სამხედრო ორგანოს და მისი ძირითადი ფუნქციაა ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს წარუდგინოს რეკომენდაციები სამხედრო პოლიტიკასა და სტრატეგიაზე და მისცეს მითითებები ნატოს სტრატეგიულ სარდლებს. როგორც ცნობილია, სამხედრო კომიტეტის ვიზიტის ფარგლებში გაიმართება სამხედრო კომიტეტის სხდომა 28+1 ფორმატში, სადაც განხილულ იქნება საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის ტრანსფორმაციის, ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილისა და ნატო-საქართველოს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

 

"როდესაც საუბარია ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებზე, თავდაცვის უწყება ერთ-ერთი წამყვანია ამ კუთხით. გარდა იმისა, რომ საქართველო მონაწილეობს "აისაფის" მისიაში და ასევე არის მზაობა ქართული მხრიდან "პოსტ-აისაფის" მისიაში ჩართვისა, თავდაცვის უწყებაში არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გახორციელდა.
შესაბამისად, აღნიშნული შეხვედრა ქვეყანას მნიშვნელოვნად დაეხმარება, მით უმეტეს, სამიტის წინ," _ აღნიშნავს ექსპერტი.


"იცით, რომ ნატო ჩვენს სამხედროებს არა მხოლოდ წვრთნების საკითხში ეხმარება, არამედ აქტიურად უწვეს კონსულტაციებს ქვეყანას ნატოში ინტეგრაციის კუთხით გასატარებელ მნიშვნელოვან საკითხებზე. თავდაცვის უწყებამ უკვე შეიმუშავა სამხედრო სტრატეგიის პროექტიც, რომელიც დარჩენილი ვალდებულებების ბოლო ფაზა იყო. ვფიქრობ, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი გზავნილია.


ზოგადად, აუცილებელია, რომ სამიტის წინ, საქართველომ ყოველმხრივ გაააქტიუროს მოქმედება ასევე სკეპტიკურად განწყობილ ნატოს წევრ ქვეყნებთან და დასავლურ პრესაში გააქტიურდეს საქართველოს მიერ გატარებული რეფორმების შესახებ ინფორმაცია, რათა ჩვენს პარტნიორებს რეალურად მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა რეფორმები მიმდინარეობს ქვეყანაში და რამდენად ასრულებს ქვეყანა იმ ვალდებულებებს, რომელიც აღებული აქვს ქვეყანას ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის მიხედვით," _ აღნიშნავს აქუბარდია.

 

მისი თქმით, როდესაც საუბარია ნატოში ინტეგრაციაზე, აუცილებელი ხაზი გადის როგორც პოლიტიკურ, ასევე სამხედრო საკითხებზე და თავდაცვის სამინისტრო თავს საკმაოდ კარგად ართმევს იმ ვალდებულებებს, რომელიც მან ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით იკისრა.

 

ამასთან, აქუბარდია 13 იანვარს, ტალინში პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლასაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ "მაპთან" დაკავშირებით დავით უსუფაშვილის განცხადება "იყო ის რეალური წუხილი, რაც არსებობს როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის კუთხით, ისე მოსახლეობაში".

 

"წინა ხელისუფლების დროს მუდმივი დაპირებები და ზედმეტი მოლოდინი არსებობდა, რომ საქართველო უახლოეს მომავალში მიიღებდა "მაპს". "მაპი" მართლაც ჯადოსნურ სიტყვად იქცა საქართველოსთვის. როდესაც საუბარია რუსული გავლენის ზრდაზე და ვხედავთ, რა ვითარებაც არის თუნდაც უკრაინაში, მნიშვნელოვანია, საქართველომ იგრძნოს არა მხოლოდ იმ ტიპის მხარდაჭერა, რაც დღეს გვაქვს, არამედ გაცილებით უფრო მეტი. რა თქმა უნდა, ახალი ხელისუფლება ზედმეტი მოლოდინების შექმნისგან თავს იკავებს და ალბათ, ეს სწორი სტრატეგიაც არის _ არ დავასახელოთ გარკვეული ვადები, რომ მაგალითად, ლონდონის სამიტზე "მაპს" აუცილებლად მივიღებთ, მაგრამ აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთოს, მათ შორის, ნატოს სკეპტიკურად განწყობილი ქვეყნები დაარწმუნოს, რომ საქართველომ მიიღოს უფრო მეტი, გარკვეულწილად პროპორციული იმ რეფორმებისა, რასაც ქვეყანა ახორციელებს იმისათვის, რომ მიიღოს "მაპი".

 

სამიტთან დაკავშირებით ცნობილია, რომ გაფართოების თემებზე არ იქნება იქ მსჯელობა, თუმცა საქართველოს პოზიტიური სიგნალები სჭირდება, რომ გააგრძელოს დასავლური ინტეგრაციით სვლა ერთი მხრივ, და სკეპტიკურად განწყობილმა მოსახლეობამაც დაინახოს, რომ იმ გზას, რომელსაც ქვეყანა ადგას, აქვს გარკვეული შედეგი, რეაგირება მოჰყვება ნატოს მხრიდან, რისი კარგი გამოხატულებაც, რაღა თქმა უნდა, "მაპის" მიღება იქნება," _ აღნიშნავს აქუბარდია, რომელიც იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაწეული მუშაობა სამხედრო კომიტეტის მხრიდან სათანადოდ შეფასდება.




 ახალი ამბები
  • მოქალაქეები საჯარო სივრცის დასაცავადქაოტური განაშენიანების, რეგულირების გეგმების არარსებობის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საჯარო ინტერესის გაუთვალისწინებლობის პირობებში, მნიშვნელოვნად შემცირდა გამწვანებული ზონები და საჯარო სივრცეები, დაზიანდა კულტურული მემკვიდრეობა. შედეგად, ყოველდღიურად ილახება ჯანსაღ გარემოში ცხოვრების კონსტიტუციური უფლება. განსაკუთრებით ურბანულ დასახლებებში, უარესდება ეკოლოგიური მდგომარეობა, იზღუდება მოსახლეობის წვდომა საჯარო სივრცეებზე. ამდენად, მნიშვნელოვანია საზოგადოების ინიციატივები და აქტიური მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ისე, რომ მუნიციპალური საქმიანობის და ურბანული განვითარების პარალელურად, დაცული იყოს საჯარო ინტერესი. 20 ნოემბერს, ღია საზოგადოების ფონდმა საზოგადოებას კონკურსის „საჯარო ინტერესის დაცვა მუნიციპალურ საქმიანობაში“ კონკურსში გამარჯვებული ოთხი პროექტი წარუდგინა, რომელიც თბილისში, ბათუმსა და ოზურგეთში გახორციელდება.  ოთხივე პროექტის მიზანია საჯარო სივრცეების დაცვა ქაოტური განაშენიანებისგან, გამწვანებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და მდგრადი ურბანული განვითარების ხელშეწყობა. 1)      ახალგაზრდა მწვანეები- დიღმის ტყე-პარკში მრავალფუნქციური კომპლექსისა და ბათუმში „რივიერას“ კომპლექსის მშენებლობის წინაღმდეგ აქტივისტური ღონისძიებების განხორციელება. გარემოსდაცვითი აქტივისტური ჯგუფების გაძლიერება ბათუმში; 2)      სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი - ბათუმის გამწვანებისა და ეკოლოგიის პოლიტიკის კვლევა, ხარვეზების გამოვლენა და ხარვეზების გამოსასწორებლად რეკომენდაციების შემუშავება. გამწვანებითა და ეკოლოგიით დაინტერესებული ადგილობრივი ჯგუფების გაძლიერება; გარემოსდაცვით გადაწყვეტილებებში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა. 3)      საინიციატივო ჯგუფი „გადავარჩინოთ მთაწმინდა“- მთაწმინდაზე მიმდინარე მასიური მშენებლობის  წინააღმდეგ ეკოლოგიური, გეოლოგიური და სამართლებრივი არგუმენტების დამუშავება, სასამართლოში დავის წარმოება, აქტივისტური ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება მშენებლობის შესაჩერებლად; 4)      ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი- ოზურგეთში გენერალური გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების ადვოკატირების ... ...
  • თსუ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის "შემოდგომის ლეგენდა 2019" მეათე ფინალისტი ოზურგეთელიათსუ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის _ "შემოდგომის ლეგენდა 2019" მეათე ფინალისტი ხვიჩა ყაზაიშვილია _ ამის შესახებ ამავე უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდიდან ხდება ცნობილი. ხვიჩა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შემოქმედში დაიბადა და შემოქმედის საჯარო სკოლა დაამთავრა. “სწავლობს  _ განათლების სადოქტორო პროგრამაზე; კითხულობს _ რაც უნდა გასაკვირი იყოს, ახლა ჯაბა იოსელიანის "ლიმონათის ქვეყანას" ვკითხულობ. უფრო ხშირად სამეცნიერო ლიტერატურას ვეცნობი, ჩემი საყვარელი ჟანრი კი რეალიზმია;  წერს _  ადამიანებზე, რომლებიც ჩვენს რეალობაში ცხოვრობენ, თუმცა, მათ ვერც სიცოცხლეს და ვერც სიკვდილს ვერ ვხედავთ; ეშინია _ გველების; აშფოთებს _ უსამართლობა;  აბედნიერებს _ ფეხზე წამომდგარი ადამიანების დანახვა; ოცნებობს _ რომ ოდესმე ოზურგეთის "მერცხალი" ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს და გურიაში მადრიდის "რეალს" მოუგებს“, _ წერია ხვიჩა ყაზაიშვილის შესახებ “თსუ“-ს ფეისბუქგვერდზე. ერთი პერიოდი ხვიჩა ყაზაიშვილი საინფორმაციო სააგენტოს “გურია ნიუსის“ პრაქტიკოსი იყო. “გურია ნიუსი“ ხვიჩა ყაზაიშვილს წარმატებას და გამარჯვებას ... ...
  • ავღანეთიდან დაბრუნებული მამის შეხვედრა შვილთანსოციალურ ქსელში ვრცელდება ემოციური ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია ავღანეთიდან დაბრუნებული მამისა და შვილის შეხვედრა. „ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიიდან დაბრუნებული მშობლის მოულოდნელი და მონატრებული ვიზიტი თბილისის ერთ-ერთ ბაგა-ბაღში. ემოციური წუთები ყველაფრის მთქმელია„, _ წერია ფოტოს დასათაურებაში. წყარო: ... ...
  • "ივანიშვილი იძულებული იქნება სპეცრაზმის მეშვეობით მართოს ქვეყანა"- უგულავაამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები პროკურატურასთან აქციას მართავენ. მათ პროკურატურის ჭიშკარს პროტესტის ნიშნად ბოქლომი დაადეს. როგორც გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, აქციები გაგრძელდება. მისი თქმით, ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად ორშაბათს საღამოს შეიკრიბება, ღამეს გაათევს და მეორე დღეს პარლამენტის პიკეტირებას მოახდენს. "გამოიყვნენ სპეცრაზმს? გამოიყვანონ, კი ბატონო ეგ არის ჩვენი მიზანი. ივანიშვილი იძულებული იქნება ქვეყანა მართოს, გადაადგილდეს მხოლოდ სპეცრაზმის მეშვეობით, თუ ამას მართვა ჰქვია",- განაცხადა ... ...
  • აქციის მონაწილეებმა გენარალური პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადესამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები თბილისში, გენერალურ პროკურატურასთან აქციას მართავენ. მათ პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ პროკურატურის ღობეზე ბოქლომის დადებით ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?