"ევროკავშირში მიხვდნენ, რომ ანტიევროპულ პროპაგანდას უნდა დაუპირისპირდნენ"

მთავარი თემა

"ევროკავშირში მიხვდნენ, რომ ანტიევროპულ პროპაგანდას უნდა დაუპირისპირდნენ"

23 იან. 2014, 01:23:03

 

ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომლის მოცულობაც სავარაუდოდ, ახალ-ახალი მითების დაბადების პროპორციულად გაიზრდება, ასევე, უკრაინაში მიმდინარე პროცესების შესახებ "გურია ნიუსი" "ევროპული კვლევების ცენტრის" ხელმძღვანელს, პოლიტოლოგ კახა გოგოლაშვილს ესაუბრა:


_ ევროკავშირის დისკრედიტაციის მიზნით შექმნილი მითების უარყოფა სხვადასხვა დროს სტატიებისა და კვლევების საშუალებით ხდებოდა, მაგრამ ასეთი პროპაგანდისტული სახით დოკუმენტი, რომელიც ახლა შემუშავდა, აქამდე არ ყოფილა. ევროკავშირი არ ატარებდა მძლავრ საინფორმაციო პოლიტიკას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გარშემო. იქ ითვლებოდა, რომ ეს არის ორმხრივი პროცესი და ისევე როგორც თვითონ, უკრაინელებსაც ჰქონდათ შეთანხმების გაფორმების ინტერესი.
მაშინ, როდესაც ევროინტეგრაციის წინააღმდეგ ანტიპროპაგანდამ აშკარა ცილისმწამებლური ხასიათი მიიღო, ტყუილებით გაივსო და ამ ყველაფერმა მუშაობა დაიწყო, უკრაინაში და ყველგან, მათ შორის, საქართველოშიც, ევროკავშირთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრი ორად გაიყო. ძალიან ბევრი წამოეგო იმ ტყუილებს, რომელსაც ავრცელებენ ევროკავშირის შესახებ. მაგალითად ერთ-ერთი ტყუილი, რომ თუ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას აწერ ხელს, აუცილებლად უნდა დაუშვა ერთსქესიანთა ქორწინება, ხალხმა ეს მართლა დაიჯერა და ამ დროს ცნობილია, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან მხოლოდ რამდენიმეს აქვს მიღებული შესაბამისი კანონი.


ეს ყველაფერი ძალიან კარგად მუშაობს ჩვენთანაც. საქართველოს ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგ ომი რუსეთმა და იმ ხალხმა წამოიწყო, რომელიც რუსეთის პროპაგანდის გავლენის ქვეშაა.
ევროკავშირს არასდროს არ უომია უკრაინის ან საქართველოს ძალით მიერთების მიზნით, რუსეთის დამოკიდებულება კი ასეთია, რომ უნდა წაართვას... ეს სახელმწიფოები ბუნებრივად ილტვიან და მიდიან ამ გზისკენ(ევროინტეგრაცია).
საბოლოოდ, როგორც ჩანს, ევროკავშირის ხელმძღვანელობაში დაფიქრდნენ იმაზე, რომ ამ პროპაგანდას რაღაც უნდა დაუპირისპირონ და ეს, ვიტყოდი, ანტიპროპაგანდის პირველი ჩამხშობი დოკუმენტია, რომელშიც ძალიან კარგად, კონკრეტულად და ლაკონურად არის პასუხი ყველა იმ მითზე, რომელსაც ანტიევროპული ძალები ავრცელებდნენ.
ამ დოკუმენტს ვინც დაკვირვებით წაიკითხავს, უკვე ძნელი იქნება მისთვის დაჯერება ყველა იმ მითის, რომელიც ხელშეკრულების გარშემო ტრიალებს.


_ აღნიშნული დოკუმენტი ევროკავშირის დელეგაციამ 20 იანვარს გაავრცელა. შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ ამ, დემონსტრანტების პოზიციის, ასე ვთქვათ, მხარდამჭერმა დოკუმენტმა გარკვეული გავლენა მოახდინა უკრაინელი ხალხის ანტისახელისუფლებო განწყობაზე?


_ იცით, უკრაინაში იმდენად გამწვავებული იყო სიტუაცია, ხალხი უკვე ემოციურად მოქმედებს. ამ დოკუმენტის გარეშეც, ევრომაიდანზე შეკრებილ ხალხს სჯერა, რომ ევროკავშირი მათთვის არის კარგი და რუსეთისკენ სვლა - ცუდი. აი, ეს ორი უკიდურესობა მუშაობს იქ.
ამიტომ, ვფიქრობ, ამ ეტაპზე, ასეთი ინფორმაცია მასაზე დიდ ზემოქმედებას არ ახდენს. თუმცა, გრძელვადიანი სტრატეგიით მობილიზებას გაუკეთებს ხალხის განწყობას, შეარბილებს ანტიევროპულად განწყობილი ადამიანების შეხედულებებს. ამ ტიპის ინფორმაცია დაკვირვებით 10-დან შეიძლება ერთმა ადამიანმა წაიკითხოს და გააანალიზოს, მაგრამ საბოლოოდ, ეს ერთი ადამიანი საკმაოდ დიდ გავლენას მოახდენს დანარჩენ 9-ზე, რომელიც ასე ვთქვათ, ჯერ კიდევ ეჭვებშია.


_ რას ფიქრობთ იმის შესახებ, რომ ანალოგიური დოკუმენტი ევროკავშირმა საქართველოსთვისაც მოამზადოს? როგორც ზემოთ აღნიშნეთ, ევროკავშირთან დაკავშირებით ბევრი "მითი" საქართველოშიც მუშაობს და ანტიევროპულ განწყობას აყალიბებს...


_ დიახ, ნამდვილად. მე მაგალითად ევროკომისიის დელეგაციასაც ერთ-ერთ შეხვედრაზე მოვუწოდე, რომ საქართველოსთან მიმართებაშიც გააკეთონ. მგონია, საქართველოს ხელისუფლებაც ცდილობს ასეთი სახის დოკუმენტი შეიმუშაოს. რა თქმა უნდა, კარგი ხალხი ასეთი სახის პროპაგანდისტული ომისთვის, როგორც წესი, მზად არ არის. ევროკავშირი, ასე ვთქვათ, რბილი ძალაა, არც არასდროს არავის არაფერს არ აძალებდა და პროპაგანდას არ ეწეოდა. აი, მაგალითად, საქართველოში ცოტამ თუ იცის ევროკავშირი რაში დაგვეხმარა და გვეხმარება.
მაგრამ ახლა უკვე, როდესაც რუსეთმა ევროინტეგრაციას ფაქტობრივად, ომი გამოუცხადა და ასეთი ხისტი მეთოდებით პრაქტიკულად ართმევს, შანტაჟით და სხვადასხვა სახის ზეწოლით პროცესიდან გაჰყავს ქვეყნები და ბლოკავს მათ შესაძლებლობებსა და მისწრაფებებს, ევროკავშირში დაფიქრდნენ, რომ საჭიროა ამას მეტი რესურსი დაუპირისპირონ და ჩვენ შეიძლება მოველოდეთ მომავალში უფრო მძლავრ, სხვადასხვა სახის საქმიანობას, რომლითაც ევროკავშირი შეეცდება მის წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია ჩაახშოს.


_ უკრაინაში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. საკმაოდ მწვავე განცხადებები გააკეთეს ევროპელმა ლიდერებმა. ასევე, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმაც. როგორ შეაფასებთ ამ განცხადებებს, რამდენად საკმარისია ეს და რა პოზიცია უნდა დაიკავოს ამ შემთხვევაში საქართველომ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით?


_ რა თქმა უნდა, ძნელია საქართველოს მთავრობისთვის, რომ პოზიციები გამოამჟღავნოს - ვის უჭერს მხარს და ვის არა, რომ შიდა საქმეებში ჩარევად არ ჩაითვალოს. ან ვთქვათ, უკრაინის მთავრობის მოქმედება ძალიან ხისტად დაგმოს და ა.შ. ვფიქრობ, სწორია, საქართველოს ხელისუფლების მოწოდება მშვიდობისაკენ და იმისკენ, რომ ყველა ძალა იხმაროს უკრაინის ხელისუფლებამ პროცესის მოლაპარაკებების რეჟიმში გადასაყვანად. ამასთან, ვფიქრობ, აუცილებელია ცალსახად განაცხადონ, რომ ჩვენი მთავრობა მხარს უჭერს უკრაინელი ხალხის არჩევანს. უკრაინელ ერს მხარში უნდა ამოუდგეს საერთაშორისო საზოგადოება და მხოლოდ განცხადებებით არ უნდა შემოიფარგლონ.




 ახალი ამბები
  • "ლელოს" დეპუტატობის კანდიდატი გურიაში გიორგი სიორიძე იქნებალელოს დეპუტატობის კანდიდატი გურიაში გიორგი სიორიძე იქნება. სიორიძე სხვა კანდიდატებთან ერთად პოლიტიკურმა მოძრაობა "ლელომ" ამ წუთებში მცხეთაში წარადგინა. გიორგი სიორიძე – ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. კონსტიტუციონალისტი. კიოლნის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, გერმანიაში ფედერალური მასშტაბით ლიცენზირებული იურისტი. არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარე. უკანასკნელ წლებში მუშაობდა ერთ-ერთ უმსხვილეს საინვესტიციო ... ...
  • "15 სექტემბერს ვიწყებთ სწავლას" _ მიხეილ ჩხენკელისასწავლო წლის დაწყებას არანაირი საფრთხე არ შეექმნება. ჩვენ, როგორც განვაცხადეთ, 15 სექტემბერს ვიწყებთ სწავლას, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ვიზიტისას განაცხადა. „სასწავლო წლის დაწყებას არანაირი საფრთხე არ შეექმნება. ჩვენ, როგორც განვაცხადეთ, 15 სექტემბერს ვიწყებთ სწავლას. რეკომენდაციები გამოქვეყნდება და ყველას გექნებათ საშუალება დეტალურად იხილოთ. სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იქნება დაცული, რადგანაც ჩვენთვის მთავარია ბავშვების ჯანმრთელობა. მინდა გითხრათ, რომ ყოველ ეტაპზე სამედიცინო პროტოკოლი ასახავს ეპიდ-სიტუაციას, რომელიც იმ მომენტისთვის არის აქტუალური. დღევანდელი ეპიდ-ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არანაირი საფრთხე 15 სექტემბერს სწავლის დაწყებას არ ემუქრება. თუმცა, ყველამ უნდა გავაცნობიეროთ ის ამბავი, რომ თითოეული მოქალაქის ვალია გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ჩვენი ყველას სურვილია, რომ ეს ვითარება არ გაუარესდეს და ამისთვის თითოეული მოქალაქის ძალისხმევა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ჩვენ მზად ვართ ყველა სცენარისთვის“, - განაცხადა მიხეილ ... ...
  • IRI: უჭერს თუ არა მოსახლეობა მხარს განხორციელებულ საარჩევნო რეფორმას IRI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნების წინ, მოქალაქეთა 54 პროცენტი ინფორმირებულია 8 მარტის შეთანხმებისა და ქვეყნის საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ. მათგან   77 პროცენტი - 41 % „ძლიერ“, ხოლო 36 % „მეტნაკლებად“, მხარს უჭერს განხორციელებულ საარჩევნო რეფორმას.  ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარული სისტემის მაგიერ პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს.  ოპოზიციური პარტიებიდან ერთიანმა მაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ, გასულ წელშიც დღის წესრიგში ჩამდგარი საარჩევნო სისტემის გამო მთავრობასთან წარმოებულ მოლაპარაკებებზე მიღებული დაპირებების არ შესრულების მიზეზის გამო კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. მიღებული ცვლილების თანახმად, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში 120 დეპუტატი პროპორციული, 30 კი მაჟორიტარული სისტემით იქნება არჩეული. არჩევნებში 40,54 პროცენტზე ნაკლები ხმის მიმღები პარტია მარტო ვერ შესძლებს მთავრობის ფორმირებას. ცვლილება ასევე მოიცავს პარლამენტში პარტიების ადგილების განაწილების და არჩევნების ბარიერთან დაკავშირებულ ... ...
  • IRI: მოსახლეობის 82 პროცენტი თვლის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდაIRI-ს კვლევის მიხედვით, მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან COVID-19-ის წარმატებული მართვისა, საქართველოს მოსახლეობის 82 პროცენტი თვლის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა პანდემიის გავრცელების შემდეგ. 65 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მათ ოჯახში „ძალიან“ (22 %) ან „მნიშვნელოვნად“ (43 %) მძიმეა, ხოლო 67 % თვლის, რომ კორონავირუსის შედეგად, კიდევ უფრო გაუარესდა.  შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა თებერვალში დაფიქსირდა. ამ დროისთვის, დაინფიცირებულთა სრული რაოდენობა 1278-ს შეადგენს, რომელთაგან  გამოჯანმრთელდა - 1058, ხოლო 17 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსი ჯანმომ გლობალურ პანდემიად გამოცხადა და ვირუსთან საბრძოლველად სხვადასხვა შეზღუდვები დაწედა. ამავე თემაზე: IRI-ს კვლევა: კმაყოფილია თუ არა მოსახლეობა მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ... ...
  • IRI-ს კვლევა: კმაყოფილია თუ არა მოსახლეობა მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ბრძოლაშიIRI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით მოსახლეობის 79 პროცენტი არის კმაყოფილი, მათ შორის „ძალიან კმაყოფილი“ (41 %) და „მეტნაკლებად“ კმაყოფილი (38 %) მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ბრძოლაში. "მოსახლეობის 58 პროცენტი, მათ შორის 21 % „ძალიან“, ხოლო 37 პროცენტი „მეტნაკლებად“, კმაყოფილია იმ სოციალური პროგრამებით, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა პანდემიის მიერ გამოწვეული პრობლემების შესამსბუქებლად.  მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ეთანხმება(94%) რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (91 %) და პრემიერ-მინისტრის ოფისის (81 %) მუშაობა პანდემიასთან ბრძოლაში იყო ეფექტური",_ ნათქვამია კვლევაში. ცნობისთვის, კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით.  შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად.  ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 66 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...