"ერთადერთი კითხვა მექნება: დედობის უფლების მინიჭება ვისი გადასაწყვეტია?"

მთავარი თემა

"ერთადერთი კითხვა მექნება: დედობის უფლების მინიჭება ვისი გადასაწყვეტია?"

2014 იან 23 22:38:37

IVF არის უშვილობის მკურნალობის ძირითადი მეთოდი, როცა დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების სხვა მეთოდები უშედეგო აღმოჩნდება. პროცესი მოიცავს ქალის ოვულაციის პერიოდის მონიტორინგს, საკვერცხეებიდან კვერცხუჯრედების აღებას, სპერმით მის განაყოფიერებას სპეციალურ საკვებ არეში, ლაბორატორიაში. განაყოფიერებული კვერცხუჯრედი (ზიგოტა) კი შემდეგ გადაიტანება პაციენტის საშვილოსნოს ღრუში გამიზნული ორსულობის მისაღებად.  ეს მეთოდი პირველად ინგლისში დაინერგა. საქართველოში კი პირველად  იოსებ ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტში განვითარდა და არათუ საქართველოში, ამიერკავკასიაში პირველი განყოფილებაც აქ შეიქმნა. საბჭოთა პერიოდში ეს თემა დახურულად ითვლებოდა, თუმცა, სხვადასხვა ქვეყნებში ამ მეთოდს იყენებენ და მიახლოებითი სტატისტიკით, დღეს მსოფლიოში ამ გზით დაბადებული 5 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

 

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში ამ უნიშვნელოვანეს საკითხებზე ყურადღების გამახვილებამ საზოგადოებაში დიდი, თუმცა, ხანმოკლე ვნებათაღელვა გამოიწვია; არადა, ფაქტია, რომ ქვეყანაში ამ მიმართულებით ბევრი საკითხია მოუგვარებელი - თუნდაც, საკანონმდებლო კუთხით, რაც საზოგადოების მხრიდან არა დაპირისპირებას, არამედ გულდაგულ განსჯას, ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღებას, საზოგადოების ყველა წევრის უფლებების მაქსიმალურ დაცვას უნდა ემსახურებოდეს.

 

"გურია ნიუსმა" რამდენიმე დღის წინ, საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული კლინიკაში, ინვიტროგანაყოფიერების სპეციალისტთან ჩაწერა ინტერვიუ. თუმცა, მოგვიანებით, ექიმი დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ იგი ინტერვიუს გამოქვეყნების კატეგორიული წინააღმდეგია და, მისივე თქმით, მზადაა პროფესიაც კი მიატოვოს, თუ ეს ვინმეს რელიგიურ გრძნობებს ლახავს.

 

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, ინტერვიუ მცირე შემოკლებით გამოვაქვეყნოთ, მაგრამ რესპონდენტის ვინაობას და კლინიკას არ ვასახელებთ.

 

_ ვთვლი, რომ რელიგიასთან ჩემი მოკრძალებული დამოკიდებულება და პატივისცემა მაქვს, მყავს მოძღვარი. ჩვენი ოჯახის ახლობელი სასულიერო პირია, რომელთანაც ამ თემაზე ხშირად ვსაუბრობ, თუმცა, არ მინდა რელიგია, დედობა, ზნეობა ვინმემ ერთმანეთში აურიოს. არ გვინდა, რელიგიურ თემებზე დემაგოგია! სირცხვილია, რაც სოციალურ ქსელებში, მედიაში ხდება.  ექიმი ვარ და მინდა ბოლომდე  ექიმი ვიყო. რელიგია ჩემთვის ყველაფერია, მაგრამ  შვილის ყოლის უფლებას ვერავინ წამართმევს.

 

ინ ვიტრო არის ერთადერთი გამოსავალი გარკვეული სიტუაციებიდან -  შეგიძლია გარკვეული დახმარება აღმოუჩინო უშვილო წყვილს.  როდესაც  მეცნიერება  ინ ვიტროსთან ერთად განვითარდა, გაიზარდა პაციენტების ჯგუფი, რომლებსაც   ინ ვიტროთი შეიძლება  დედობის ბედნიერება მიანიჭო. როდესაც ქალის საკვერცხეში კვერცხუჯრედის მომწიფება  სხვადასხვა მიზეზების გამო შეუძლებელია, ამ შემთხვევაში, ქალს ეძლევა შანსი, თვითონ გადაწყვიტოს, უნდა თუ არა დონორის კვერცხუჯრედის გამოყენება, რათა  მეუღლის სპერმითა და დონაციით მოხდეს მიღებული კვერცხუჯრედის განაყოფიერება. ანუ გენეტიკური მასალა რჩება ქმრის. დონორის კვერცხუჯრედით  და მამის სპერმით მიღებული ემბრიონი  გადადის დონორი დედის ორგანიზმში. მამა ბიოლოგიურად მამაა. მაგრამ, დედა არის ის ქალბატონი, რომელმაც  9 თვე მუცლით  დონორის კვერცხუჯრედი ატარა და ბავშვი გააჩინა.

 

_ ალბათ, ძნელია ასეთი გადაწყვეტილების მიღება, ისევე როგორც შვილის ყოლაზე უარის თქმა...

 

_ სანამ ქალი კვერცხუჯრედის დონაციას დათანხმდება, გამოკვლევების საფუძველზე ექიმი თავად უნდა დარწმუნდეს, რომ სხვა გამოსავალი არ არის. პაციენტი ექიმმა სრულად უნდა ჩააყენოს საქმის კურსში.  ეს საკმაოდ რთული პროცესია. პაციენტი თავად ვერ მოითხოვს, რომ მას დონორი სჭირდება.

 

როცა მორალზე საუბრობენ, მაინტერესებს,  ქალი რომელიც შვილს ტოვებს და ქალი რომელიც შვილს აიყვანს, ამ ორ შორის მორალურად, რომელი უფრო ძლიერია? ქალმა გააჩინა და შვილი ნაგავში გადააგდო. ქალმა იპოვა და გაზარდა, მორალურად ერთმანეთს როგორ შეადარებთ?!  ქალს, რომელსაც აბორტი აქვს გაკეთებული, რომ გაეთავისებინა, რომ შვილი მოკლა, აბორტს ხომ არ გაიკეთებდა? დონაციას პაციენტს არავინ აძალებს. მე, როგორც ექიმმა, პაციენტს დონაცია რომ შევთავაზო, ამისთვის უნდა გავიარო საკმაოდ დიდ ფსიქოლოგიური გზა.

 

_ ინვიტრო-სდროს,სტიმულაციისას,რამდენიმე  კვერცხუჯრედი მიიღება; მათი განაყოფიერებისას, ყველას გამოყენება, ცხადია არ ხდება. ამიტომ, ანადგურებენ ან ყინავენ შესანახად, რომ საჭიროების შემთხვევაში, გაალღონ.  ემბრიონი ცოცხალი არსებაა. თქვენი აზრით, რა განსხვავებაა ემბრიონის ასე განადგურებასა და აბორტს შორის?

 

_ სტიმულაციის მიზანია, რომ კვერცხუჯრედების რაოდენობა იყოს ბევრი და არა ცოტა.  ხანდახან ემბრიონის ხარისხი არასასურველია და საჭიროა უკეთესი ამოირჩეს.

 

ვცდილობთ, 2 ან 3 ემბრიონი გადავიტანოთ საშვილოსნოს ღრუში. რაც დაგვრჩება, ის ყველაფერი პაციენტის ნებართვით იყინება. შეიძლება არ დარჩეს, რადგან ყველა კვერცხუჯრედი არ გაძლევს 1X1 ემბრიონს.   თითოეული პაციენტისთვის გვაქვს ფორმები, სადაც ჩაწერილია, რამდენი კვერცხუჯრედი, ემბრიონი მივიღეთ, რამდენი ემბრიონი გადავუტანეთ და რამდენი შევინახეთ. ემბრიონებს წლობით ვინახავთ (ამ პროცესს "კრიოპრეზერვაცია"ქვია), სანამ პაციენტი თავად არ მიიღებს გადაწყვეტილებას.აქ  არაფერი არ არის ექიმზე დამოკიდებული _ პაციენტი თავად წყვეტს ყველაფერს. პირადად მე არ მყოლია პაციენტი, რომელსაც ემბრიონების განადგურების გადაწყვეტილება მიეღოს; პირიქით, მე მყავს პაციენტები, რომლებსაც ჰყავთ შვილები, ელოდებიან მშობიარობიდან გავიდეს ერთი წელი  და ემზადებიან შემდეგი ტრანსფერისთვის. მე მათ შენახულ  ემბრიონებს გამოვყინავ და კიდევ გადავუტან მუცელში. ღმერთმა ამრავლოს ისეთი ადამიანები, რომლებიც ასეთ დედობის სურვილით არიან შეპყრობილები და ამ გოლგოთის გზას  ჩემთან ერთად გადიან.

 

ემბრიონის განადგურება და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, ალბათ უპასუხისმგებლო ადამიანების ბრალია და არა იმ სამედიცინო ცენტრებისა, რომლებშიც ჩვენ ვმუშაობთ. სხვა დაწესებულებაში რა ხდება, ამაზე მე პასუხს არ ვაგებ.

 

_ როგორც გაირკვა, მამაკაცდონორს შეუძლია რამდენჯერმე გახდეს დონორი. იმ შემთხვევაში, თუ ერთი დონორი მამაკაცის სპერმით რამდენიმე ქალის კვერცხუჯრედის განაყოფიერება მოხდება, შესაძლებელია თუ  არა  ასეთ შემთხვევაში მოხდეს ინცესტი, გენეტიკური, სისხლის აღრევა? კანონმდებლობით საქართველოში როგორ რეგულირდება ეს საკითხი?

 

_ კანონმდებლობის საკითხში არ ვარ კომპეტენტური, მაგრამ, როგორც ექიმი გეუბნებით, რომ ერთი დონორი მამაკაცის ორი-სამი სპერმის გამოყენება შეიძლება, ანუ ინცესტის შანსი, არცთუ ისე მაღალია. აქ საუბარია იმ კატასტროფულ შემთხვევებზე, როდესაც პაციენტს სპერმატოგენეზი პრაქტიკულად არ აქვს. რომ გითხრათ, ინცესტის ასეთი შემთხვევა, ანუ სისხლის აღრევა ხშირია, არა. ამას ჩვენ ვარეგულირებთ ექიმები ჩვენს კლინიკაში. ინ ვიტროს მეთოდმა იმდენად გააადვილა არადონორულ სპერმასთან მუშაობა (ანუ როცა არსებობს ერთი სპერმატოზოიდი და ერთი კვერცხუჯრედი), ასეთ შემთხვევაში სულაც არაა საჭირო დონორი.

 

_ შესაძლებელია თუ არა სუროგატი დედა, დონორი კვერცხუჯრედი და დონორი სპერმა კონკრეტულმა პირმა  კომერციული მიზნისთვის გამოიყენოს? ანუ გადაიხადოს ფული, 9 თვის შემდეგ გაჩნდეს ბავშვი, რომელშიც ფული აქვს გადახდილი და გაყიდოს?

 

_იცით რა, ადამიანის ბოროტებას საზღვარი არ აქვს. ვიღაცამ შეიძლება საშინელება ჩაიდინოს, მაგრამ, პირადად მე, ასეთი რამე არ გამიგია.

 

_ კანონმდებლობით როგორ გვარდება ეს საკითხები და რა კონტროლის მექანიზმიარსებობს სახელმწიფოს მხრიდან?

 

_ გარდა იმისა, რომ არსებობს დოკუმენტაცია "ფორმა -100", რომელსაც ექიმი წერს, არსებობს იურიდიული მხარე, რომელსაც სუროგაციის ცენტრი არეგულირებს ბიოლოგიურ მშობლებსა და სუროგატ დედას შორის, როგორც კი დაორსულდება სუროგატი დედა.

 

_ თქვენ, როგორც სპეციალისტი, როგორ შეაფასებთ პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს?

 

_ჩემს თავს ვერ მივცემ უფლებას უწმინდესისა და უნეტარესის საშობაო ეპისტოლე შევაფასო _  ღმერთმა დამიფაროს ასეთი ცოდვისგან. უბრალოდ, როგორც თქვენთვის, საზოგადოების ნაწილისთვის, ჩემთვისაც საინტერესო იქნება იმ ადამიანის ვინაობის გაგება, რომელმაც რეკომენდაცია დადო დაწერილიყო საშობაო ეპისტოლე. ჩვენს პატრიარქს ქართველი  ერისთვის იმდენად დიდი საქმე აქვს ჩაბარებული, რომ მას ყველა წვრილმანისთვის არ ცალია.  მოდით, ვიპოვოთ მრჩეველი, რომელმაც საშობაო ეპისტოლეს შექმნაში მიიღო მონაწილეობა. პატრიარქმა დღეს რომ მითხრას შენს საქმიანობას თავი დაანებეო, მე უწმინდესს მივენდობი.  ერთ მშვენიერ დღეს თუ დადგება საკითხი, თავი დავანებო "ინ ვიტროს" გაკეთებას, ჩემი შვილის წინაშე პასუხისმგებლობის გამო, მე ამას  თავს დავანებებ. ძალიან  პატარა ვიყავი, როდესაც მქონდა ბედნიერება, სიონის ტაძარში უწმიდესის ქადაგებებისთვის მესმინა...

 

_ ძალიან გვინდა, ჩვენი რესპონდენტი საპატრიარქოს ბიოეთიკისკომისიის თავმჯდომარე, მამა ადამიც იყოს.. თუ იგი დაგვთანხმდება, თქვენ, სპეციალისტი, რა შეკითხვას დაუსვამდით მას?

 

_ ერთადერთი კითხვა მექნება: დედობის უფლების მინიჭება ვისი გადასაწყვეტია _ მარტო უფლის, მარტო ლოცვა-კურთხევის დახმარებით, თუ ცოტათი ადამიანის ხელი ურევია ამაში?

 

სამწუხაროდ, მამა ადამთან ინტერვიუს ჩაწერა, ჯერჯერობით ვერ მოვახერხეთ. ჩვენი კიდევ ერთი რესპონდენტი, ექიმი ელზა გიორგაძე ღიად აფიქსირებს თავის პოზიციას და ამბობს:

 

_ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ეპისტოლედან გამომდინარე, საზოგადოებაში განსაკუთრებით გაიზარდა ინტერესი ხელოვნურ განაყოფიერებასა და სუროგატ დედებთან დაკავშირებით, რაც, ნამდვილად კარგი პროცესია. თავიდანვე უნდა განვაცხადოთ, რომ ზოგიერთი მიზანმიმართულად ცდილობს გაატაროს ის აზრი, თითქოს ეპისტოლე მისი უწმინდესობის დაწერილი არ არის. ეს არის  ამ ადამიანთა  მცდელობა  რეალობის შეგნებულად გაყალბებისა, რომელთაც სურთ პატრიარქის  ნათქვამი როგორმე გაანეიტრალონ  და ამით  თავიანთი ქმედებების უმართებულობა არ გამოააშკარაონ. ყველამ სამიზნედ სუროგატი დედა და ხელოვნური განაყოფიერება აირჩია, რომ ძალები არ დაექსაქსათ და ერთიანი შეტევა განეხორციელებინათ იმ მოტივით, თითქოს ბავშვების უფლებები დაირღვა, ისინი მარგინალებად გამოაცხადეს, რომ ეკლესია უშვილო ოჯახს ბედნიერების შესაძლებლობას ართმევს და ა.შ.

 

_ ქალბატონო ელზა, თქვენ ეთანხმებით საშობაო ეპისტოლეში გამოთქმულ მოსაზრებას ხელოვნური განაყოფიერების შესახებ?

 

_ მე ექიმი ვარ, დიდი ხნის მრევლი და, ჩემი პროფესიიდან და ეკლესიის  სწავლებიდან გამომდინარე, ვაძლევ თავს უფლებას, ჩემი პოზიცია დავაფიქსირო. რეალობა  ასეთია: ვიდრე ნაყოფი მოევლინებოდეს ამ ქვეყანას, იგი ორ უმნიშვნელოვანეს სტადიას გადის: ჩასახვის და მუცლადყოფნის. ნებისმიერ ოჯახურ გარემოში, ჩვეულებრივი წესით დაბადებული ბავშვი, ღვთის ნებით მოვლენილი არსებაა. იგი არის უდიდესი დადებითი ენერგიის გამოვლინება და ღვთისა და ერთმანეთის სიყვარულში ერთ სულად და ერთ ხორცად ქცეული მამაკაცის და ქალის შერწყმის შედეგი. ამ დროს, ღვთის საიდუმლო განგებულებით, ხდება მშობლების გენოფონდის ბუნებრივად, თავისთავად შერჩევა (ეს არის რთული და მეტად ფაქიზი პროცესი ) და ახალი სიცოცხლის დაბადება, რომელშიც, როგორც ეკლესია გვასწავლის, ჩადებულია ხატება და მსგავსება უფლისა. ეს სიცოცხლე, შემდეგ, დედის წიაღში განაგრძობს ზრდა-ჩამოყალიბებას, რაც ასევე დიდი სიყვარულის, სიმშვიდისა და მაქსიმალური ხელშეწყობის პირობებში უნდა ხდებოდეს. მაგრამ, თუ, დედის ან მამის უშვილობის გამო, რომელიმე ლაბორატორიაში მათი უჯრედების განაყოფიერება და დედის სხეულში ხელოვნურად შეყვანა მოხდა, აქ ჩასახვის მომენტი  სრულიად განძარცულია ენერგიით სავსე სიყვარულის ველისგან, ყოველგვარი მშვენიერების, ზეგარდმო ძალისა და ღვთაებრივი საიდუმლოსაგან. სახეზე გვაქვს ამა თუ იმ ექიმის მიერ შერჩეული მასალით განაყოფიერება და ამ ექიმის არჩევანის მიხედვით წარმოქმნილი სიცოცხლე, რომელიც, რაღაც პერიოდის  გასვლის შემდეგ, ხვდება დედის წიაღში (და ეს პაუზაც  მეორე ტრავმაა ნაყოფისთვის). ხშირად ხდება ისე, რომ განაყოფიერდება არა ორი და სამი კვერცხუჯრედი, არამედ, ათამდე და ზოგიერთ შემთხვევაში, უფრო მეტიც.

 

_  განაყოფიერებული კვერცხუჯრედებიდან რამდენის გამოყენება ხდება?

 

_ "საუკეთესოს" ამორჩევის შემდეგ, დანარჩენს ან ანადგურებენ, ან, უკეთეს შემთხვევაში, ყინავენ შემდგომი გამოყენების მიზნით. ამ გაყინული "ემბრიონის" (პირობითად ასე ვუწოდოთ განაყოფიერებული კვერცხუჯრედის განვითარების გარკვეულ სტადიაზე მყოფი უჯრედების ერთობას) უმეტესობას დედის წიაღში მოხვედრა და ქვეყნად მოვლინება არ უწერია მარტივი მიზეზის გამო: ამ რაოდენობის შვილების ყოლა მშობლების აბსოლუტურ უმრავლესობას, უბრალოდ, არ უნდა ან არ შეუძლია. ასეთ შემთხვევაში, არასაჭირო "ემბრიონის"  დიდი რაოდენობა ნადგურდება. ცოცხალი არსებებისადმი ასეთი დამოკიდებულება კი ადამიანთა წამების მსგავსია, რადგან  ერთი სიცოცხლის დაბადებას ეწირება რამდენიმე ასეთივე სიცოცხლე. ეს კი რელიგიურად მძიმე ცოდვაა. ადამიანის დაბადებაც  და გარდაცვალებაც, როგორც წმიდა მამები ამბობენ, ღვთის დიდი საიდუმლოა. განა ყოვლის შემოქმედმა არ იცის, რა არის ამა თუ იმ ადამიანისთვის უკეთესი? თუ წყვილს შვილი არ ეძლევა, იქნებ, რა არის ამის მიზეზი?

 

არც იოანე ნათლისმცემლის მშობლებს, არც ღვთისმშობლის მშობლებს არ ჰყავდათ შვილი მოხუცებულობამდე და ეს იმიტომ, რომ, როგორც ვიცით,  ღმერთი მათგან ღვთის სათნო განსაკუთრებულ ცხოვრებას   ითხოვდა, რათა მათ ლოცვას საოცარი ნაყოფი გამოეღო.

 

საერთოდაც, წყვილს თუნდაც რომ არ ეყოლოს შვილი, მათ ერთად ყოფნას დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ მეუღლეები  (გინდაც ცალკეული პიროვნება) ისე იცხოვრებენ, რომ ღვთის სასუფეველი  დაიმკვიდრონ. შვილი, რა თქმა უნდა, ბედნიერებაა, მაგრამ უშვილობა ტრაგედია არ არის. წმინდა ილია მართალსაც (ჭავჭავაძეს) არ ყავდა შთამომავლობა, მაგრამ მთელი საქართველოს მამა იყო.

 

უმჯობესია ვიზრუნოთ, რომ ქალებმა თავი შეიკავონ აბორტისაგან და თუ ეკონომიური პრობლემების გამო უჭირთ ბავშვის გაზრდა (ან არ უნდათ თავისი ფეხმძიმობა გააცხადონ),  გააშვილონ იგი და ამით თავი აარიდონ აბორტით შვილის მკვლელობის საშინელ ცოდვას.

 

_ რას ნიშნავს სუროგატი დედა და რა აზრის ხართ სუროგაციაზე?

 

_რაც შეეხება სუროგატ დედას და, საერთოდ, სუროგაციას, ეს გაცილებით რთული შემთხვევაა და აქ ორ ვარიანტს აქვს ადგილი: ა)როცა ხდება მშობლების განაყოფიერებული კვერცხუჯრედის შეყვანა დაქირავებული (სუროგატი) ქალის წიაღში და იგი იქ იზრდება;  დაბადების შემდეგ კი, ჩვილი ბიოლოგიურ დედ-მამას უბრუნდება.  ამ შემთხვევაში, პატარას, ფაქტობრივად, სამი მშობელი ყავს: დედ-მამა და სუროგატი დედა. თქმა იმისა, რომ ბავშვს  სუროგატ დედასთან მჭიდრო კავშირი არა აქვს, სწორი არ არის. ამ სიახლოვის თვალნათელი დადასტურებაა თუნდაც ის, რომ სუროგატ დედას აქვს რძე.ბ) უნაყოფობის შემთხვევაში, "მშობლები" ანუ დამკვეთნი, მათი სურვილისამებრ არჩევენ  მომავალი შვილის გენეტიკურ მონაცემებს როგორც დონორი დედის, ასევე დონორი მამის მხრივ და ამგვარად მიღებული განაყოფიერებული კვერცხუჯრედი სუროგატი დედის სხეულში შეჰყავთ. ასეთ ბავშვს ყავს ხუთი მშობელი:  ის დედა და მამა, რომელიც მას იშვილებს, ბიოლოგიური დედა და მამა  და, რა თქმა უნდა, სუროგატი დედა. რა ქნას ასეთმა პატარამ?  ვინ იგრძნოს მშობლად? მას ხომ ორიენტაცია მთლიანად დაუკარგეს?

 

_ საშობაო ეპისტოლეში წერია: "შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება? ეს პატარა ხომ თავიდანვე გაწირეს უსიყვარულობისათვის, მიუსაფრობისა და მარტოობისათვის." თქვენი აზრით,  რას გულისხმობს ეპისტოლეს ეს ნაწილი?

 

_ როგორც პირველ, ისე  მეორე შემთხვევაში,  ხდება ხელოვნური განაყოფიერება და განაყოფიერებული უჯრედების დიდი ნაწილის განადგურება ან გაყინვა. რაც, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, ცოდვაა.

 

რაც შეეხება სუროგატი დედის წიაღში მყოფი პატარას მდგომარეობას, მას სწყურია სიყვარული, მოფერება, სითბო, მზრუნველობა. იგი კი დაქირავებული დედისაგან იღებს ინდიფერენტულ დამოკიდებულებას, სიცივეს (მას ამას მთელი ცხრა თვის მანძილზე ასწავლიან და სთხოვენ) და ეს ბუნებრივიცაა, რადგან სხვანაირად რომ მოიქცეს, ქალს გაუჩნდება  ბავშვისადმი გრძნობა და შეიძლება აღარც გააშვილოს იგი. ამიტომაც წერია ეპისტოლეში, რომ სუროგაციით  გაჩენილი ბავშვები მუცლადყოფნის პერიოდში გაწირეს უსიყვარულობისთვის, მიუსაფრობისა და მარტოობისათვის და შემდგომ კეთილდღეობაშიც რომ გაიზარდოს, მუცლად ყოფნის სიმძიმე აუცილებლად იჩენს თავს ზრდასრულ ასაკში. ეს უკვე მეცნიერულად არის დადასტურებული და რა არის ამაში  გაუგებარი?! როგორც ჩანს, საზოგადოების რაღაც ჯგუფი მუცლადმყოფ ბავშვს ადამიანად არ აღიქვამს და მიაჩნია, რომ მის მიმართ ყველაფრის გაკეთების უფლება აქვთ. ეს არის უდიდესი შეცდომა და დანაშაული ყოვლად უმწეო პატარა არსების მიმართ.

 

განა  შეიძლება ბავშვი დაუმორჩილო მხოლოდ შენს ნება-სურვილს და არად ჩააგდო ბავშვის უფლება, იყოს სიყვარულის ნაყოფი?!

 

დანაშაულია ისიც, როდესაც მშობელს კარგად არ უხსნიან, თუ რასთან არის ეს პროცესი დაკავშირებული, როგორც სულიერი, ისე მეცნიერული კუთხით,  რომ მან შემდეგ გაცნობიერებულად  გააკეთოს არჩევანი და მიიღოს ესა თუ ის გადაწყვეტილება.

 

დანაშაულია, როდესაც ხელაღებით ხდება სუროგაციის პროპაგანდა  და სუროგატმა დედამაც კი არ იცის, რამხელა პრობლემებს უქმნის იგი თავის ჯანმრთელობას, მუცლადღებულ პატარას  და თავის თავს ღვთის წინაშე. ნუთუ არ არის დამაფიქრებელი ის ფაქტი,  რომ ამერიკის რიგ შტატებში და ევროპის არაერთ ქვეყანაში კანონით აკრძალულია სუროგაცია?!

 

_ საზოგადოების ნაწილი საუბრობს, რომ ეკლესიისთვის ხელოვნურად განაყოფიერების გზით გაჩენილი ბავშვი მიუღებელია...ესარ არის ამ ბავშვის მიმართ დისკრიმინაცია?

 

_ საშობაო ეპისტოლემ ზოგიერთს ისიც ათქმევინა, თითქოს ეკლესია ტექნიკურ პროგრესს ეწინააღმდეგება,  თითქოს ხელოვნურად  განაყოფიერებული ბავშვები მისთვის მიუღებელია და სხვა.

 

სულ უბრალო მაგალითს მოვიტანთ: თავის დროზე რეკლამირებული არაერთი წამალი იქნა შემდგომ ხმარებიდან ამოღებული იმიტომ, რომ აღმოაჩინეს მისი მოქმედების სერიოზული მავნებელი შედეგები. თუ ეპისტოლეს მაკრიტიკებელთა  აზროვნებას გავყვებით, მაშინ არც ამ წამლების წარმოება უნდა შეეჩერებინათ, რადგან რაღაც ეტაპზე, ის წამალიც აღმოჩენა იყო. განა ასეთი ლოგიკა სწორია? გასაოცარია ის ფაქტიც,  რომ მთელი ეპისტოლე უმწეო არსებების დაცვას და მათზე ზრუნვას ეძღვნება და მავანნი კი მის უწმინდესობას ბავშვთა უფლებების შელახვაში ადანაშაულებენ! მე, ბუნებრივია, ვესაუბრე არაერთ სასულიერო პირს და მათი პასუხიც ასეთია: როგორ შეიძლება ხელოვნურად დაბადებული ბავშვების მიმართ ეკლესია უარყოფითად იყოს განწყობილი?! მათ რა დააშავეს? ისინი ისედაც დაჩაგრეს და საკუთარ სურვილებს ანაცვალეს. როგორც დედას დაჩაგრული შვილი ყველაზე მეტად უყვარს და ყველანაირად ცდილობს, მას მეტი ყურადღება  დაუთმოს, ეკლესიასაც ასეთივე დამოკიდებულება აქვს ამგვარი ბავშვებისადმი. მათ განსაკუთრებული სიყვარული და სულიერი აღზრდა სჭირდებათ, რაც მხოლოდ ეკლესიის წიაღშია შესაძლებელი. ისინი,  რაც უფრო მეტად ილოცებენ და ღმერთს შეიყვარებენ, უფლის წყალობით, მრავალ პრობლემას გადალახავენ. მაგრამ, ეს ამ ბავშვების მშობლებს პასუხისმგებლობისაგან არ ათავისუფლებთ; სწორედ მათ მართებთ  სინანული, რომ მსგავსი რამ აღარ  გააკეთონ და ის, რაც უცოდინრობით ჩაიდინეს,  შეენდოთ. არცოდნა, რა თქმა უნდა, შეღავათია, მაგრამ ახლა უკვე როდესაც გაცხადებულია, თუ რასთან გვაქვს საქმე, მორწმუნემ ეს გზა აღარ უნდა აირჩიოს. პირადად მეც, ვიდრე ეკლესიურ ცხოვრებას დავიწყებდი, ბევრი რამ ცოდვად არ მიმაჩნდა და სხვა ცხოვრებით ვცხოვრობდი. მადლობა უფალს, რომ სწორედ ეკლესიის წიაღში ამეხილა თვალი და შეძლებისდაგვარად ვცდილობ, ჭეშმარიტი გზით ვიარო.

დაფიქრება მართებთ ექიმსაც, ვინც ამ მიმართულებით სამედიცინო სფეროში მუშაობს და ხელს უწყობს ამგვარ  პროცესებს, ხოლო ვისაც ღმერთის არ სწამს, მათთვის ისედაც ყველაფერი ნებადართულია და რაღა აშფოთებთ?! ქრისტიანობა არავის არაფერს აიძულებს _ არჩევანი ყველამ თვითონ უნდა გააკეთოს.

ჩვენ ძალიან მოკლედ მიმოვიხილეთ  ხელოვნური განაყოფიერების  სხვადასხვა სახე; ისინი თავისი სიმძიმით და ცოდვის ხარისხით განსხვავებულია. ამ საკითხებს ბიოეთიკა სწავლობს. იგი შედარებით ახალი დარგია და მეცნიერულ-ტექნიკური განვითარების შემდგომ წარმოიშვა. მისი მიზანია სულიერ-ზნეობრივი და რელიგიური კუთხით შეაფასოს ის აღმოჩენები, რაც მეცნიერებაში გაკეთდა და საზოგადოებას თავისი დასკვნები წარმოუდგინოს.

შეგახსენებთ ბიოეთიკის დარგში მსოფლიოში აღიარებული სპეციალისტის ქალბატონი ასუნტინამორესის ნათქვამს: "თუ ასე გაგრძელდა, მომავალი კაცობრიობა ფაქტობრივად წარმოდგენილი იქნება ობოლი ინდივიდებით, რომელთაც ძალიან ზედაპირული და არამყარი ოჯახური კავშირები ექნებათ. და ეს იქნება აქამდე ნაცნობი მსოფლიოსაგან ძალიან განსხვავებული, მაგრამ არა უკეთესი სამყარო!"




 ახალი ამბები
  • ერთიანობა ჩვენთვის გადამწყვეტია – რ2 “P.S”-ის გუნდმაც დატოვარუსთავი 2 P.S-ის გუნდმაც დატოვა. განცხადება გადაცემის ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა.  "რუსთავი 2-ის 25-წლიან ისტორიასთან ერთად დასრულდა საქართველოს ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე ანალიტიკური გადაცემა „პოსტსკრიპტუმიც“. სატელევიზიო ფორმატი, რომელსაც ამ წლების განმავლობაში არ დაუკარგავს უმაღლესი რეიტინგი და მაყურებელი. პირველიდან უკანასკნელ დღემდე ჩვენ ვირჩევდით საზოგადოებისთვის ყველაზე საინტერესო თემებსა და მოვლენებს, გიყვებოდით არა მხოლოდ იმას, რა მოხდა, არამედ იმას, რატომ მოხდა, როგორ მოხდა და რა გაგრძელება ექნებოდა. საქართველოს უახლესი ისტორია იწერებოდა გადაცემით, რომელსაც მაყურებელი ყოველ კვირას, 9 საათზე ელოდა და რომელსაც ამ ქვეყნის ყველაზე გამოცდილ და ნაბრძოლ ჟურნალისტთა და ოპერატორთა პატარა გუნდი ამზადებდა. რამდენიმე დღის წინ სრულიად გაუფრთხილებლად მოგვიხსნეს საავტორო გადაცემის წამყვანი და ასევე საინფორმაციო სამსახურის უფროსი, რის შესახებაც მხოლოდ პირდაპირი ეთერით გავიგეთ. ეს გადაწყვეტილება აღარ გვიტოვებს არჩევანს - მრავალჯერადი დაპირების მიუხედავად, წაგვერთვა შესაძლებლობა, ვაკეთოთ ისეთი გადაცემა, როგორსაც ვაკეთებდით და ვთქვათ ის, რასაც ვთვლით საჭიროდ. სარედაქციო დამოუკიდებლობასთან ერთად, ერთიანობა და გუნდურობა ჩვენთვის გადამწყვეტია. ამიტომ ერთობლივად მივიღეთ მტკივნეული გადაწყვეტილება, დავუტოვოთ ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ხელით ნაშენები დაცარიელებული ტელევიზია და გუნდისგან დაცლილი „პოსტსკრიპტუმი“ - მხოლოდ ლოგო და მხოლოდ სახელი - იმისთვის, რომ ისევ ერთად გავაგრძელოთ იმავე საქმის კეთება. ჩვენს მაყურებელს არ ეღალატება. არ გემშვიდობებით! გვინდა გითხრათ - ნახვამდის. ნახვამდის და მომავალ შეხვედრამდე! სულ მალე!", - წერია ... ...
  • უკანონო მშენებლობები, ბოძების მოთხრა-დარჭობის სტიქიური პროცესი გომისმთაზე 13 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული "გომისმთობა 2019" გაიმართა, თუმცა, სადღესასწაულო განწყობის მიუხედავად, გომისმთაზე ასულს ყურადღების მიღმა არ დაგრჩებათ მიწაზე დაყრილი ბოძები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ, ოზურგეთი მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა ბულდოზერებით მოთხარეს. ამის პარალელურად, ახლად ამოთხრილი ორმოებიც ჩანს, რომელსაც, აქაურთა თქმით, ნაწვიმარზე სოკოც ვერ ასწრებს ამოსვლას, ისე სწრაფად ჩნდებიან _ რაც მეტია ზეწოლა, უფრო სწრაფად ჩნდება ახალი ორმოები. _ აგერ მოთხრილია ბოძი, გვერდით დატოვებულია. კიდევ იქით მოთხრილი, მერე ისევ დატოვებული. ვინც მოთხარა, როგორ მიხვდა _ რომელია კანონიერი და რომელი უკანონო? აქ ხომ ყველაფერი მოსწრებაზეა უკვე და დღეს რომ მოთხარო, ხვალ დილას ორმოს ვიღაც მაინც ამოიღებს, რომ სასწრაფოდ მოინიშნოს სამოსახლო და ასევე, ჩქარა დაიწყოს სახლის მშენებლობა _ იმედოვნებენ, რომ აშენებულს ვერავინ წაართმევთ. ვის დააჯერებ, რომ ამ განუკითხაობისას, აქ ყველაზე მეტად ხელისუფლების წარმომადგენლები არ იხეირებენ?! ამიტომ, მაქსიმალურად უნდა იქნეს მიღებული გადამწყვეტი ზომები, რომ უკანონო მშენებლობები, ბოძების მოთხრა-დარჭობის სტიქიური პროცესი რაიმე რეგულაციით შეჩერდეს, _ გვეუბნებიან გომისმთაზე მყოფი დამსვენებლები, რომლებიც, ძირითადად, გურიის მცხოვრებლები არიან. როგორც ყოველდღიურობა გვიჩვენებს და ადგილზე მისვლისას ჩანს, მოთხრის პროცესმა უკანონო მშენებლობები უფრო დააჩქარა _ გომისმთაზე ასულთ არაერთი სამშენებლო მასალით დატვირთული მანქანა დაგვხვდა. გარდა ამისა, აქ მიმდინარე მშენებლობებს შორის, უკვე იციან, რომელს არ უნდა შეეხოს არავინ. მაგალითად, ერთ-ერთ ადგილზე, სადაც, დაახლოებით, 400 კვ.მ. ფართობზე ფუნდამენტის ჩასხმის სერიოზული სამუშაოებია დაწყებული, გვითხრეს, რომ ეს ერთ-ერთი მღვდლისაა, რომელიც იქით გვერდზე ცოლისძმას უშენებს სახლს, აქეთ _ ცოლისდას და კიდევ სხვა ახლობელსაც, მაგრამ როგორ ეტყვიან რაიმეს, უხერხულიაო. ახლახან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარემ ლავრენტი ბიგვავამ წარმოადგინა რეკომენდაციების პროექტი, რომლითაც სააგარაკო სახლების იმ მშენებლებს, რომლებსაც კურორტზე სახლის 30 პროცენტი აქვთ აშენებული, არ შეუშლიან ხელს და ნებას დართავენ, გააგრძელონ მშენებლობა(?),დანარჩენებს კი _ არა... რაკი კურორტზე არსებული განუკითხავი ვითარების დასაძლევად, ბარიერი მისივე დღევანდელი სტატუსია, კომისიის წევრებმა უმწეობა გამოთქვეს დღევანდელი მდგომარეობის მოსაგვარებლად. კომისიის თავმჯდომარის ლავრენტი ბიგვავას მოსაზრება ასეთია: "აუცილებელია მუნიციპალიტეტის შესაბამისმა სამსახურებმა, არსებული მძიმე მდგომარეობის კანონის ჩარჩოებში მოქცევის მიზნით, კურორტის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის და სხვა ნორმატიული აქტების მიღებამდე, დაგეგმოს და განახორციელოს ქმედითი ღონისძიებები, რომელიც არც სააგარაკო სახლების მეპატრონეებს დააზიანებს და არც კურორტის შემდგომ განვითარებას შეუშლის ხელს". ეს წინადადება ოფიციალურად კარგად ჟღერს, თუმცა, ეწინააღმდეგება 30%-იან შეღავათს, რომლის დადგენა რა მოსაზრებას ექვემდებარება, ბუნდოვანია. ასევე, ბუნდოვანია კომისიისა და უმრავლესობის ფრაქციის წევრების მიერ მიღებული გადაწყვეტილება _ შემუშავდეს სარეკომენდაციო წერილი, რომელიც სამხარეო ადმინისტრაციას და მუნიციპალიტეტის მერიას გადაეგზავნება. გაურკვეველია, რა უნდა დაადგინოს სამხარეო ადმინისტრაციამ და მუნიციპალიტეტის მერიამ _ როგორ დართავს ნებას მას, ვინც სახლის 30% ააშენა, ან როგორ შეუშლის ხელს, ვისაც მხოლოდ ახლად ჩაბეტონებული ბოძები აქვს და თუ ის სასულიერო პირი იქნება?! გომისმთაზე უკანონო მშენებლობის პროცესი, ჯერჯერობით, შეუქცევადია, რასაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე განხილული საკითხი _"გომისმთაზე არსებული მდგომარეობა და მიღებული გადაწყვეტილება", ალბათ, ძნელად შეაჩერებს. "გურია ნიუსი" გომისმთაზე არსებული უკანონო მშენებლობების რთულ პროცესს აქტიურად ... ...
  • ფეშენებლური ვილების მიღმა _ რა ხდება შეკვეთილში და რა პრეტენზიები აქვს დამსვენებელს ხელისუფლებასთანშავი ზღვის ნაპირას, მდინარე ნატანების შესართავთან, ზღვის დონიდან 2 მეტრზე, ოზურგეთიდან 21 კილომეტრის დაშორებით მდებარე კურორტ შეკვეთილის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები _ ზღვისპირა ნოტიო სუბტროპიკული ჰავა, ზღვის წყალი და მაგნიტური ქვიშაა. როგორც მედიკოსები ამბობენ, ჰაერის, მზისა და ქვიშის აბაზანები გულსისხლძარღვთა, ნერვიული სისტემის ფუნქციური დაავადებებს, მეორად ანემიას, რაქიტს, პერიფერიულ ნერვულ სისტემისა და სახსრების დაავადებებს შველის. შესაბამისად, წლების განმავლობაში კურორტი დამსვენებელს არ უჩიოდა. ბოლო წლებში, შეკვეთილის სახელი საერთაშორისო საძიებო სისტემებშიც გამოჩნდა, რასაც ხელი"ციცინათელამ","მინიატურულმა საქართველომ","მუსიკოსების პარკმა","ბლექ სი არენამ" და სასტუმრო"პარაგრაფმა" მნიშვნელოვნად შეუწყვეს. თუ ინტერნეტმასალებს დაეყრდნობით, გაიგებთ, რომ შეკვეთილში დასვენებისა და გართობისთვის საუკეთესო პირობებია. თუმცა, ეს ყველაფერი ერთ ზოლში _ იქ, სადაც ფეშენებლური ვილები და გასართობი ობიექტებია. დანარჩენი უბნები ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებოდ აქვს მიტოვებული _ იქ არც გზაა, არც სანაგვე ურნები, არც დასასვენებელი ადგილები. უფრო მეტიც, იმ ადგილებში, სადაც უამრავი ტურისტი კარვებითა და მანქანებით მიდიან, ბალახის მოთიბვითაც კი არავინ იწუხებს თავს. ამ ადგილებში გზა ისეა დაზიანებული, რომ ძლიერ სიცხეშიც კი ტალახია... ტყეში, ეკალ-ბარდებთან ერთად უამრავი ნაგავი ყრია, რაც დამსვენებლების სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს: _ უნიკალური კურორტია ძალიან დიდი პოტენციალით, თუმცა, მის კეთილმოწყობაზე, როგორც ჩანს, შერჩევით ზრუნავენ _ მდიდარი ხალხის სახლებთან გზაცაა, განათებაც და სისუფთავეც. ის ადგილები კი, სადაც ჩვეულებრივი ადამიანები ყოველდღიურად დადიან, როგორც ჩანს, არავის ადარდებს, _ აღნიშნავენ დამსვენებლები. მოუწესრიგებელ კურორტზე ყურადღებას უცხოელი ტურისტებიც ამახვილებენ: _ არაჩვეულებრივი კურორტია _ კარგი ზღვა, ჰაერი, თუმცა, ძალიან მოუწესრიგებელი. საპიკნიკე ადგილები არ არსებობს, კარავსაც ვერ ვშლით ნორმალურად, რადგან ყველგან ტალახი და ეკლებია. არადა, ინტერნეტში სხვა რამ იძებნება, _ აღნიშნეს"გურია ნიუსთან" საუბრისას პოლონელმა ტურისტებმა. მათ მსგავსად ფიქრობენ სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტებიც და ადგილობრივებიც: _ დასუფთავების მანქანა მხოლოდ მდიდრულ ვილებთან და ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დადის. ალბათ, იმისთვის, რომ ივანიშვილს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, რომლებსაც შეკვეთილში ფეშენებლური კოტეჯები აქვთ, დაანახონ, თუ როგორ მუშაობენ. იმ მხარეს ასუფთავებენ, უვლიან და აქეთ, სადაც უამრავი ტურისტია და ჩვეულებრივი ადამიანები ყოველდღე მოდიან, არც კი იყურებიან. არაერთხელ ვთხოვეთ ოზურგეთის მერიას, რომ ეს ტერიტორიებიც დაესუფთავებინათ, გზა მოეწესრიგებინათ, ეკალ-ბარდები მოეჭრათ, თუმცა, უშედეგოდ. არადა, ხელისუფლებას რომ ჰკითხო, ტურიზმის განვითარება მათი პრიორიტეტია. ეს პრიორიტეტი როგორაა დალაგებული, თქვენც ხედავთ, _ გვიყვებიან შეკვეთილში ჩასულებს. იმის გასაგებად, თუ რატომ ასუფთავებენ მხოლოდ ერთ ნაწილს და რატომ არ ითვალისწინებენ ჩვეულებრივი ადამიანების თხოვნას, ოზურგეთის მერთან დაკავშირება ვცადეთ. თუმცა, კონსტანტინე შარაშენიძემ, ჩვეულებას არ უღალატა და "გურია ნიუსის" სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. გურიის გუბერნატორმა, ზურაბ ნასარაიამ თავდაპირველად გვითხრა, რომ შეკვეთილი ერთი კვირის წინ დასუფთავდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ვუთხარით, რომ საპირისპირო სიტუაციის ამსახველი ფოტომასალა გაგვაჩნდა და რომ ის ადგილები, სადაც ფეშენებლური ვილები არ დგას (განსაკუთრებით ე. წ."კაპროვანი") ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, გვითხრა, რომ აუცილებლად გაარკვევდა: _ ზუსტად არ ვიცი, ლოკაციები სად დაასუფთავეს. ამიტომ, დავუძახებ დასუფთავების სამსახურს, გავერკვევი და შესაბამის მითითებებს მივცემ, _ აღნიშნა ... ...
  • ცხოველთა დაცვის ფედერაციის წარმომადგენელი: "გურულები ძაღლების მიმართ აგრესიულები ხართ!"მიუსაფარი ძაღლების საკითხი მწვავედ დგას ოზურგეთში _ აქ, უახლოეს თვეებში, გასულ წლებზე რომ არაფერი ვთქვათ, არაერთი მოქალაქე დაკბინა ქუჩაში მოხეტიალე ძაღლებმა, მათ შორის, ბავშვიც იყო. 16 აგვისტოს, ოზურგეთის აგრარულ ბაზარში მიუსაფარმა ძაღლმა მოქალაქე დაკბინა _ მელექედურელი მამაკაცს, რომელიც ბაზარში შევიდა, მოულოდნელად ძაღლი უკნიდან ეცა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, კაცი შემობრუნდა და მოგერიებას შეეცადა, თუმცა, დაეცა და ძაღლი ზემოდან მოექცა. კაცმა იმდენი მოახერხა, რომ ყელში წვდა და სახეზე კბენის საშუალება არ მისცა. ცხოველის მოგერიება ვერც ირგვლივ შემოხვეულმა ხალხმა მოახერხა და სამაშველო სამსახური გამოიძახეს. _ სამაშველო სამსახური გამოვიძახეთ, ისეთი ამბავი იყო. აგერ, ბაზარში მომუშავე ავთო ჩხაიძემ იმარჯვა და ძაღლი მოაშორა წაქცეულ კაცს. თუ აქაურობას არ მოაშორეს ეს ძაღლები, შეჭამს ვიღაცას და მერე მიხედავენ, ალბათ, _ ამბობს ბაზარში დასაქმებული აბელ ფრანგულაშვილი. ბაზარში მომუშავე ქალბატონის, მანანა ფერცულიანის თქმით, ისიც დაკბინა მიუსაფარმა ძაღლმა და დღემდე მკურნალობს. _ ამ ძაღლებს დღეში რამდენჯერ ვაჭმევ, არ ვიცი. მაინც მე დამკბინეს. რა უნდა ვქნა? ვინმემ თუ არ მოაგვარა ეს საკითხი, კარგად არ დასრულდება ამ ძაღლების პარპაში. ახლახან რომ ბავშვი დაკბინა, მთელმა ოზურგეთმა იცის, _ გვითხრა ქალბატონმა მანანამ. ბადრი ჭაფოძე, ბაზარში მომუშავე: "მეც მახსოვს ამ ძაღლების კბილი. ვის დატოვებენ ესენი, რომ არ უკბინონ? მანქანიდან გადმოვედი და მეცა უცებ. დაგელაპარაკება თუ რა? მიუსაფარი ძაღლებიაო, რომ იძახიან, მიუსაფარი ადამიანი დაკბინა, აგერ, აჩიკო ჭაფოძე _ არც სახლი აქვს, არც არავინ ჰყავს და იმას უპატრონონ. ძაღლიც ცოდოა და ადამიანიც. შეგვჭამონ მაშინ. გამოუშვან, რაც ძაღლებია, "ბირკის" დაბნევა შველის?!" ლილი დოლიძე, ბაზარში მომუშავე ქალბატონი: "საშინელებას ვუყურე! ბაზარში შესულ კაცს პირდაპირ ეცა, კაცი წაიქცა და ძაღლი ყელში წვდა. ვკიოდით. ისევ კაცმა იმარჯვა და არ მისცა საშუალება, სახეზე ეკბინა. სამაშველო სამსახურში დავრეკეთ... აქ თითქმის ყოველდღე ასეთი ამბავია. რაღაც ღონისძიება გაატარონ, სასწრაფოდ. ხალხს ვერ გაუვლია _ ყველგან ძაღლი დადის ან წევს..." დალი ქერქაძე, მაღაზიაში მომუშავე ქალბატონი: "ფეხით სიარულს ვინ დაეძებს, ველოსიპედით ვერ გაუვლიათ ღამით ადამიანებს. იკითხეს ამბავი? რომ დაწერთ, ვიღაცამ ხომ უნდა გაატაროს ღონისძიება? თუ საპროტესტო აქცია მოვაწყოთ მაინცდამაინც?" ოზურგეთის სერვისცენტრის უფროსმა თენგიზ ქუტიძემ "გურია ნიუსთან" თქვა, რომ ძაღლი, რომელმაც მოქალაქე დაკბინა იდენტიფიცირებულია და მალე გადაიყვანენ თავშესაფარში: _ ბაზარი კერძო ტერიტორიაა და თუ იქიდან ოპერატიულად მოგვმართავენ ასეთ დროს, ჩვენ რეაგიბას არ დავაყოვნებთ, _ გვითხრა ქუტიძემ. "გურია ნიუსი" ცხოველთა დაცვის ფედერაციის, გურია-აჭარის ზონის წარმომადგენელს, გულო ფუტკარაძეს დაუკავშირდა და შექმნილი მდგომარეობის შესახებ ესაუბრა. _ ძაღლი არავის კბენს, თუ არ უყვირე და დაარტყი. გურულები განსაკუთრებით აგრესიულები ხართ ძაღლების მიმართ (?!) მე ერთი თვის განმავლობაში დავდივარ მთელ გურიაში. ლიხაურის გადასახვევიდან ვიწყებ, ურეკსა და ნატანებში ჩავდივარ. ოზურგეთის ბაზარში ყვირიან ქალები, ძაღლები წაათრიეთო. ერთხელ არ მითხრა რომელიმემ, რა ცოდოაო. პირიქით, ოზურგეთში აწამებენ ძაღლებს (?!). რამდენს მე თვითონ მოვხსენი ყელზე თოკი. კისერში აქვთ წაჭერილი და ქუჩაშია გადმოგდებული, თითქოს, ის სულიერი არ იყოს. ყველას ფოტოები მაქვს. ვაგროვებ და გამოფენა უნდა გავაკეთო, ოზურგეთის რომელ სოფელში და რომელ ქუჩაზე ვნახე ეს ნაწამები ცხოველები. _ ქალბატონო გულიკო, ვინ სცემს ასე გააფთრებით, ან სად წერია, რომ გურულები არიან განსაკუთრებით აგრესიულები ძაღლების მიმართ? ბავშვი დაკბინა ამას წინათ და გიკვირთ, მშობელი რომ უკმაყოფილო იყოს? _ კი, ოზურგეთელები არიან ძალიან აგრესიულები. მე ეს ვნახე. მეოთხე კლასიდან ძაღლებს ვმფარველობ, ახლა პენსიონერი ვარ. ჩემთვის არ უკბენია ძაღლს. რაღა მანდ დაკბინა ყველა? მოფერება უნდა. სადაც მიჩვეულია, იქ უნდა იყოს და უნდა აჭამონ. კანონი იცავს და ძაღლს ვერსად წავიყვანთ. როგორც ვიცი, ოზურგეთში დაგეგმილია თავშესაფრის აშენება. მანამდე კი, თეატრის რეაბილიტაცია რომ დასრულდება, უნდა შეკრიბოთ მთელი მოსახლეობა და ტრენინგი ჩავუტაროთ, თუ როგორ უნდა მოუარონ ძაღლებს. _ გურულებს ძაღლების მოვლა ესწავლებათ? _ კი, კი, ნამდვილად... აგერ მოვიდა ჩემი "სერი", ასე ქვია. ... მოდი, მოდი, გენაცვალე. ქუჩაში ვიპოვე, 7 კილო თუ იქნებოდა, გატყავებული, გადაგდებული, დავბანე, ვუმკურნალე, ვაჭამე და ახლა უზარმაზარი ბომბორაა. მოდი, შემოგევლე, მოდი (ეტყობოდა, ძაღლს მიეფერა გურულებზე გაბრაზებული ქალბატონი გულიკო, რომელიც ვერანაირად ვერ დავარწმუნეთ, რომ ოზურგეთში ძაღლების ცემას მასობრივი ხასიათი არ აქვს და აგრესიული ხშირად თვით ეს მიუსაფარი ცხოველები არიან. ავტ.). ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ თავშესაფრის აშენება 2020 წლის იანვრისთვის იგეგმება, მანამდე კი უდიდესი ძალისხმევაა საჭირო, რომ მოქალაქეების დაკბენის ფაქტები აღარ ... ...
  • ერთი კილოგრამი თხილის ფასი ოთხი ლარი გახდა: "დაბრუნებული დიდება"გასული ერთი კვირის განმავლობაში, ოზურგეთში ერთი კილოგრამი თხილის ფასი ერთი ლარით გაიზარდა და ოთხი ლარი გახდა. ყველა აღნიშნავს, რომ წელს კი არა, მომავალ წლებშიც არ ელოდნენ თხილის ფასის მატებას, რადგან თხილის სიდამპლემ და მის მიერ მოყენებულმა ზარალმა ადამიანებს რწმენა ისე შეურყია, რომ ზოგან პლანტაციების აჩეხვაც დაიწყეს. თხილის მიღება, ჩვეულებრივ, კვლავ პრიმიტიული ფორმით ხდება _ ერთი საღი მარცვლის ღირებულება 40 თეთრია. ყოველი გატეხილი ათი ცალიდან, რამდენიც იქნება საღი, მომტანი იმდენ ორმოც თეთრს მიიღებს. ზოგან გაუტეხავადაც იბარებენ, რადგან თხილს ხარისხი ეტყობა და სიმძიმეც მოქმედებს. თუ გასულ წლებს გადავხედავთ, მხოლოდ 2005 წელს და მომდევნო პერიოდში, თხილის ფასი ასეთ ნიშნულზე, ივლისის ბოლოს და აგვისტოს დასაწყისში იყო. _ 2005 წელი ამ მხრივ გამორჩეული იყო და მაშინ ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ვფიქრობდით, ავშენდითო და ამ ყველაფერს ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის მოსვლას ვუკავშირებდით. თუმცა, ორ წელიწადში თავდაღმა წავიდა თხილის ფასის საქმე. ბოლო სამი წელია კი, ამ ყველაფერს თხილის სიდამპლე მიემატა, თითქოს, დაბალი ფასი არ გვყოფნიდა და იქამდე მივიდა საქმე, ხალხმა თხილის აჩეხვაც კი გადაწყვიტა. თუმცა, ახლა უზომოდ გვიხარია _ მგონი, გვეშველება და თხილი ძველ დიდებას დაიბრუნებს. შიში მაინც გვაქვს, რადგან უცებ ვიღაც გამოხტება და ფასს დააგდებს. ამიტომ, ჟურნალისტები თუ იქნებით ფხიზლად და ასე ხშირად ჩამოივლით, იქნებ, ვერ დაგვჩაგრონ. უნდა მოგვეხმაროთ! _ გვეუბნებიან თხილის ჩასაბარებლად რიგში მდგომი მოქალაქეები: ჩოხატაურელი ნონა შათირიშვილი, ოზურგეთელები: მარგო ნინიძე, ვახტანგ ერქომაიშვილი და ხათუნა ცქვიტინიძე. თხილის სეზონზე, მიმღებ პუნქტებში ხშირად ამბობენ, რომ არ იციან, შეიცვლება თუ არა თხილის ფასი უარესობისკენ ან პირიქით. უმეტესად, საუბრობენ ქარხნების ამუშავების შესახებ, რაც, თუ გასული წლების პრაქტიკას გადავხედავთ, ფასზე უარყოფითად მოქმედებს. ამასთანავე, აგვისტოს დღესასწაულების და შემდეგ, მოახლოებული სასწავლო წლის დაწყებისას, ჩვეულებრივი ამბავია თხილის ფასის დაწევა, რაც არასდროს კონტროლდება, თუ ვის მიერ ხდება. _ ვერაფერს გეტყვით. მანამდე ჩააბარონ, ვიდრე დღესასწაულები დადგება. ნედლ თხილს რომ ასეთი ფასი აქვს, ურიგოა? ჩვენ არ ვქმნით ამ გარემოს, ფასების ზევით-ქვევით მონაცვლეობას არ ვაკონტროლებთ და არც არავინ გვეკითხება. უბრალო ადამიანები ვართ და ლუკმა-პურის ფულისთვის ვათენ-ვაღამებთ, _ გვეუბნებიან თხილის მიმღებ ჯიხურებში. ფასის მატების მიუხედავად, ხალხი მაინც უკმაყოფილოა იმის გამო, რომ თხილს სათითაოდ ტეხენ და ცალობით ითვლიან: _ კარგს და ცუდ თხილს ეტყობა, როგორი ხარისხიც აქვს. ესეც ხალხის საწვალებლად მოგონილი ხერხია და არ გვგონია, ხარისხს ზუსტად განსაზღვრავდეს, _ ამბობენ ისინი. რაც შეეხება თხილის გადამამუშავებელი ქარხნების ამუშავებას, ზოგიერთი უკვე ამოქმედდა. თხილის მიმღებ პუნქტებში გვითხრეს ისიც, რომ ქარხნებმა უკვე გააშრეს თხილი და წონაში სხვაობა დიდია. უვარგისიც ბევრია და შესაძლოა, ფასმა მოულოდნელადაც დაიწიოს. თუმცა, რიგითი მოქალაქეები ამ ყველაფერს მორიგ ფანდს უწოდებენ და როგორც წლების მანძილზე, ახლაც ითხოვენ განსაკუთრებულ რეგულაციას, რომელიც არც ერთ მხარეს _ არც გლეხს და არც მიმღებს არ დააზარალებს. 14 აგვისტოსთვის, ოზურგეთში, თხილის ფასმა 5-10 თეთრით დაიწია; ასევე, მოხდა, ფასების მინიმალური სხვაობით,"გულშიშველას" და"ბერძნულას" გაყოფა ერთმანეთისგან _ ერთი კილოგრამი"ბერძნულა", თუ გატეხილი ათი ცალიდან, ცხრა ან ათი საღია, ოთხი ლარი ღირს, ანუ ერთი ცალი 40 თეთრად ფასდება."გულშიშველას" ერთ ცალს 35 თეთრად ანგარიშობენ, ანუ ერთ კილოგრამში სამლარნახევარს იხდიან. თუ გატეხილი თხილის რაოდენობიდან საღი გული ნაკლებია, შესაბამისად, იკლებს ფასიც. ოზურგეთის ბაზარზე, ჯერჯერობით, თხილის ფასის გამოანგარიშების ეს მარტივი, პრაქტიკული და შესაძლოა, პრიმიტიული წესი დომინირებს. დღეისთვის, ოზურგეთში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ მეზობელ რეგიონებში ერთი კილოგრამი თხილის ფასი 2-3 ლარით მეტია, რაც არანაირად არ დასტურდება"გურია ნიუსის" მიერ გადამოწმებული ინფორმაციით. შედარებით მეტი ფასი აქვს სამეგრელოში, კონკრეტულად, ზუგდიდში, რაც წლების განმავლობაში ასე ხდება. _ ოზურგეთში, რომ შეხვიდე სხვადასხვა მაღაზიაში, შაქარი 10-15 თეთრით, ზოგან მეტი ღირს, ზოგან _ ნაკლები. თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებს დღევანდელ კონიუნქტურაში, ჯერჯერობით, ვერაფერი ცვლის. თუმცა, ორი ან სამი ლარით მეტი იყოს თხილის ფასი რომელიმე რეგიონში, მტკნარი ტყუილია, ჩვენზე უკეთ ეს არავინ იცის, _ გვეუბნებიან თხილის მიმღებ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...