მიწის უცხოელებისთვის მიყიდვაზე დაწესებული მორატორიუმი, შესაძლოა, მოიხსნას

მთავარი თემა

მიწის უცხოელებისთვის მიყიდვაზე დაწესებული მორატორიუმი, შესაძლოა, მოიხსნას

2014 იან 25 21:21:45

 

მათიას ჰუტერს სასამართლოში "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ქუთაისის კოორდინატორი, იურისტი თამუნა ჭარბაძე წარმოადგენს.


"პარლამენტის მიერ განხორციელებული ცვლილებით, 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, უცხოელ ფიზიკურ პირებს ასევე, უცხოელის მიერ საქართველოს ან საზღვარგარეთის რომელიმე ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით რეგისტრირებულ პირს არ ექნება სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენის შესაძლებლობა.
ჩვენ მივიჩნიეთ, რომ ეს იყო საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარებული საკუთრების უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა. ამასთან, ანალოგიურ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2012 წლის 26 ივნისს გამოიტანა გადაწყვეტილება და სცნო, რომ მსგავსი შინაარსის ნორმები იყო არაკონსტიტუციური. იმ შემთხვევაში მოსარჩელე იყო დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი და იმის გათვალისწინებით, რომ შესაბამისი პრაქტიკა არსებობს, ჩვენ მოვითხოვეთ არსებითი განხილვის გარეშე განმწესრიგებელ სხდომაზე ამ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა. გუშინ ჩატარდა განმწესრიგებელი სხდომა, სასამართოს ჰქონდა შეკითხვები, ჩვენ დავაფიქსირეთ ჰუტერის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშრებით და ველოდებით როგორი იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება," _ აღნიშნავს "გურია ნიუსთან" საუბრისას ჭარბაძე და იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღებს.
"ვვარაუდობ, რომ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სასამართლო მაქსიმალურად მოკლე ვადებში მიიღებს გადაწყვეტილებას. საკონსტიტუციო სასამართლოს განსაკუთრებული კომპეტენციიდან გამომდინარე გამიჭირდება ზუსტი ვადის თქმა იმიტომ, რომ ყოფილა შემთხვევა, როცა სამი თვის განმავლობაში მიუღია გადაწყვეტილება და ასევე, ამას წელზე მეტიც დასჭირვებია," _ აღნიშნავს ჰუტერის ადვოკატი.


მისივე თქმით, "მათიას ჰუტერი საერთაშრისო გამჭვირვალობა საქართველოს თანამშრომელია, მაგრამ ის არის საქართველოში მცხოვრები უცხოელი ფიზიკური პირი, რომელსაც სურს შეიძინოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, მაგრამ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების გამო, მას ეს უფლება წაერთვა 2014 წლის 31 დეკემბრამდე".


ჰუტერის სარჩელზე მოპასუხე მხარე საქართველოს პარლამენტია.
"არ ვიცი, ვინ არის ეს ავსტრიის მოქალაქე. როგორც წესი ასეთი ადამინების ზურგს უკან სხვები არიან ხოლმე, თუმცა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, საკითხი უკვე სამართლებრივ ჭრილშია განსახილველი," _ აცხადებს აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი "გურია ნიუსთან" საუბრისას.


საკონსტიტუციო სასამართლოს მსგავს სარჩელზე გადაწყვეტილება უკვე გამოტანილი აქვს. 2012 წლის 26 ივნისს სასამართლომ დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტის სარჩელი უცხოელებისთვის ქართული მიწის ყიდვასთან დაკავშირებით კანონში არსებული ბარიერის შესახებ სამართლიანად ცნო და შესაბამისად, აკრძალვაც მოიხსნა.


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი გიორგი გოცირიძე ამბობს, რომ თუ ჰუტერის სარჩელიც იმავე ნორმას ეხება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ ჰეიკე ქრონქვისტის სარჩელის შემთხვევაში არაკონსტიტუციურად სცნო, მორატორიუმი მოიხსნება.
"თუკი სასამართლო ამ ეტაპზე დაადგენს, რომ ეს იგივე ნორმაა, რაც ჰეიკე ქრონქვისტის საქმეზე განიხილა, არაკონსტიტუციურად სცნობს მომენტალურად, მაგრამ თუ ასე არ იქნება, მაშინ არსებითად განსახილველად მიიღებს საქმეს ანუ კიდევ იმსჯელებს ამ საკითხზე," _ უთხრა იურისტმა "გურია ნიუსს".


გაყიდული მიწები


სიღნაღის მუნიციპალიტეტში 10 000 ჰექტარი მიწა უცხოელებზეა გაყიდული. მსგავსი მდგომარეობაა დედოფლისწყაროში, ახმეტაში, თელავსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტშიც. თუმცა, ოფიციალური სტატისტიკა თუ რამდენი ჰექტარი ქართული მიწაა გაყიდული უცხოელებზე, არ არსებობს.
სხვადასხვა რაიონის სოფლების მოსახლეობამ საძოვარი თუ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების დაბრუნების მოთხოვნით არაერთი საპროტესტი აქცია გამართა. აღნიშნული მიწები ხშირ შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზეა მიყიდული.


კერძოდ, კახეთში, დედოფლისწყაროს სოფელ სამთაწყაროში მოსახლეობამ ერთი და იმავე მოთხოვნით აქცია რამდენჯერმე გამართა. მათი თქმით, 180 ჰა მიწის ფართობი 49-წლიანი იჯარით ჰქონდათ აღებული, მაგრამ 2011 წლის დეკემბერში, აუქციონის წესით მიწები იტალიელებსა და რუსულ ფირმა "ოლივგრინზე" გასხვისდა.
მსგავსი აქციები იმართებოდა სიღნაღისა თუ ახმეტის რაიონებშიც. ასევე, გარდაბანშიც.


ეს ყველაფერი 2012 წლის ივნისის ბოლოს მას შემდეგ დაიწყო, რაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საკონსტიტუციო სასამართლომ დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტის საჩივარი, უცხოელებისთვის ქართული მიწის ყიდვასთან დაკავშირებით კანონში არსებული ბარიერის შესახებ, სამართლიანად ცნო და შესაბამისად, აკრძალვაც მოიხსნა.
კერძოდ, ცვლილება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ საქართველოს კანონში 2012 წლის 24 ივნისს შევიდა. კანონის მე-4 მუხლში, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში მიწის საკუთრების უფლებას მხოლოდ მის მემკვიდრეობით მიღების შემთხვევაში აძლევდა, მაგრამ ამავე დროს, ავალდებულებდა, რომ საკუთრებაში მიღებიდან 6 თვეში მიწა აუცილებლად საქართველოს მოქალაქისთვის მიეყიდა, გაუქმდა.
შესაბამისად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე მიწის ყიდვასთან დაკავშირებით ბარიერი მოეხსნათ.


როგორ ხდებოდა მიწების გასხვისება?


სიღნაღი, ახმეტა, თელავი:


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ხელძღვანელი მარეხი მგალობლიშვილი "გურია ნიუსთან" აცხადებს, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის 10 სოფელში, მათ შორის სოფელ ნუკრიანში, ქვემო ბოდბეში, ქვემო მაღაროში, ილია წმინდაში და ა.შ. ყველაზე დიდი პრობლემა საძოვრებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უქონლობაა.


"მიწების გასხვისების და განსაკუთრებით, მათი უცხოეთის მოქალაქეებისთვის მიყიდვის სქემა ასეთი იყო - ძირითად შემთხვევებში, ჯერ სახელმწიფოს მიერ პირდაპირი მიყიდვის წესით მიწები საქართველოს მოქალაქეებზე იყო გადაცემული ან აქ დაარსებულ შპს კომპანიებზე, რომლებიც მერე თავის მხრივ, აღნიშნულ მიწებს უცხოელებზე ყიდდნენ.
სოფელ ილიაწმინდაში, სადაც მოსახლეობა ამ დრომდე სასოფლო-სამეურნეო მიწის გადმოცემაზე იბრძვის, საცდელი სამეცნიერო მეურნეობა იყო, რომელიც საუკეთესო მიწებს ფლობდა და დღეს ეს მიწები სწორედ უცხოელებზეა გასხვისებული. კერძოდ, ეს მიწები ეკონომიკის სამინისტრომ პირდაპირი მიყიდვის წესით ერთ-ერთ შპს-ს გადასცა, რომელმაც 2012 წელს მიწა უცხოეთის მოქალაქეს მიჰყიდა.
დანარჩენ სოფლებშიც უცხოელები უკვე საკმაოდ დიდი რაოდენობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართს ფლობენ.
ხალხი კი საძოვრების გარეშე დარჩა. რამდენიმე სოფელში, როგორებიცაა ანაზა, ვაქირი, მოსახლეობამ შემოგვტირა - ერთი გოჯა მიწა არ გვაქვს, რომ საქონელი მოვამრავლოთ და ელემენტარული შემოსავალი გვქონდეს, რადგან მიწები სრულადაა გასხვისებულიო," _ აცხადებს მგალობლიშვილი.


მისივე თქმით, გასხვისება გასულ წლებში მოხდა და ყველაზე მეტად, რასაც მოსახლეობა უჩივის, ისაა, რომ მათ ამის შესახებ ინფორმაცია არც ჰქონდათ.
"ეს აუქციონის ფორმით ან რაიმე სხვა გზით რომ ყოფილიყო, ჩვენ შევისყიდიდით და ჩვენ მივიღებდით აუქციონში მონაწილეობასო. ათობით ჰექტარი მიწა გასხვისებულია არა მარტო უცხოელებზე, არამედ ვიღაც ერთ კონკრეტულ პირზე, რომელიც იქ არ ცხოვრობს, არ იყენებს და არც ხალხს აძლევს ამის საშუალებას.
მაგალითად, ანაზაში, მოსახლეობა ამბობს, რომ როდესაც მიწაზე უკვე ტრაქტორები შემოვიდნენ და დამუშავება დაიწყეს, მაშინ მივხვდით, რომ ჩვენი საძოვრები უკვე ვიღაც სხვის მფლობელობაში იყო გადასულიო.
ბევრი დოკუმენტია მოსაპოვებელი საჯარო რეესტრიდან, ეკონომიკის სამინისტროდან, პრივატიზაციის სამმართველოდან, რომ გაირკვეს რამდენად კანონიერად ხდებოდა სახელმწიფოს მიერ ამ მიწების გასხვისება, თორემ ის, რომ უცხოელმა კერძო პირისგან ან რომელიმე შპს-გან მიწა იყიდა, როგორც ვნახეთ, კანონის ნორმების დაცვით მოხდა," _ აღნიშნავს მგალობლიშვილი.


იურისტი აცხადებს, რომ იგივე ვითარებაა თელავშიც.
"სანიორეში უცხო ქვეყნის მოქალაქეზე მოხდა მიწების გასხვისება, სადაც უკვე სახლების მშენებლობაც კი დაასრულეს. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ აგრო-სამრეწველო კომპლექსი უნდა აშენებულიყო ტურისტული ინფრასტრუქტურით, მაგრამ მოსახლეობა ამბობს, რომ ეს კერძო, საცხოვრებელი კოტეჯებია," _ უთხრა "გურია ნიუსს" საია-ს წარმომადგენელმა.


სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბერდია ასანიშვილი კი აცხადებს, რომ აღნიშნული რაიონიდან მთლიანობაში, უცხოელებზე 10 000 ჰექტარია გასხვისებული.
"ძირითადად არაბებზე, თურქებზე, ირანელებსა და ინდოელებზე, რომელთაც ოფიციალურად აქვთ დარეგისტრირებული საკუთრება. ამ 10 000 ჰექტარიდან 3 000-ზე მეტი ინდოელებზეა გასხვისებული.
ძირითადად, ეს ტენდენცია(უცხოელებისთვის მიწების მიყიდვა) დაიწყო 2012 წლის მაისის შემდეგ და არჩევნებამდე გრძელდებოდა. ამ ეტაპზე შეჩერებულია," _ აცხადებს ასანიშვილი.


ამასთან, იგი აღნიშნავს, რომ მიწების გაყიდვა ეკონომიკის სამინისტროს "თხოვნითა" და მუნიციპალიტეტის გამგეობის თანხმობით ხდებოდა.
"აქ მიწების გაყიდვა-პრივატიზებაზე ნებართვის გაცემა 2005 წლიდან და კონკრეტულად იჯარით აღებულ საძოვრების შესყიდვაზე 2007 წლიდან დაიწყო. ჩვენ რა საბუთებიც მოვიძიეთ, იმ წლებში მიწები კანონიერადაა გაყიდული ეკონომიკის სამინისტროს მიერ. კერძოდ, სამინისტრო მიმართავდა მუნიციპალიტეტს კონკრეტულ მიწაზე გაყიდვის შესახებ თხოვნით და მუნიციპალიტეტი ან თანხმდებოდა, ან - არა.
ეკონომიკის სამინისტროს უკვე მივმართეთ, სახელმწიფო თავის ღონისძიებებს გაატარებს. ჩვენ ადგილზე რა შეგვიძლია? ცოტა სირთულეების წინაშე ვართ, რადგან კანონმდებლობა ამის საშუალებას არ გვაძლევს - ისეთი გამარტივებული კანონია მიღებული უცხოელებისთვის ქართული მიწების შესყიდვასთან დაკავშირებით, ალბათ, მარტო საქართველოა პრეცენდენტი. ჩვენ უძლურები ვართ," _ განუცხადა "გურია ნიუსს" სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.


გურჯაანის მაჟორიტარ გიორგი ღვინიაშვილს ტელეფონით დავუკავშირდით. იგი 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე კახეთის გუბერნატორის პოსტს იკავებდა. დეპუტატმა ჟურნალისტის კითხვის შემდეგ განაცხადა, რომ მოგვიანებით დაგვერეკა. თუმცა, მას ჩვენი სატელეფონო ზარებისთვის აღარ უპასუხია.


გარდაბანი, დუშეთი


გარდაბნის რაიონის მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი "ქართული ოცნებიდან", პოლიტოლოგი და ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ გასულ წლებში საქართველოში სახელმწიფო მიწების დამალვის ტენდენცია იყო.

"მაგალითად, ინფორმაცია მაქვს, რომ დუშეთის რაიონში სახელმწიფო მიწების 80 პროცენტი დამალული იყო. ეს ნიშნავს, რომ ეს მიწები არც ერთ დოკუმენტში არ იყო შეტანილი და ოფიციალურ რეესტრშიც არ ჩანდა.

როგორ ჩანს, საიდუმლო რეესტრი არსებობდა, რომლის მიხედვითაც ამ მიწების გასხვისება ხდებოდა. დუშეთის რაიონში ასეთი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია," _ აღნიშნავს არეშიძე.


მისივე თქმით, გარდაბნის რაიონში დაახლოებით 30 პროცენტი გადამალული მიწები იყო და ჯერჯერობით ისევ ასეა.
"ამ გადამალულ მიწებს შემდეგ ყიდნენ თავისიანებზე და ა.შ.
მაგალითად, დღეს რეესტრიდან ამონაწერი რომ ამოიღოთ, გამოდის, რომ გაყიდული მიწების ძალიან დიდი ნაწილი გიორგი ფეიქრიშვილის(გარდაბნის მაჟორიტარი, საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე), ვაჟა ლილუაშვილის (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე) და მათი გუნდის წევრების საკუთრებაა.
მთელი გარდაბნის რაიონის მასშტაბით ფეიქრიშვილს 80 ნაკვეთი აქვს საკუთარ თავსა და ოჯახის წევრებზე გაფორმებული. იფორმებდნენ და მერე ყიდდნენ. ხშირ შემთხვევბში მიწებს პროფილს უცვლიდნენ, ვთქვათ არასახნავი-არასამეურნეო გადაჰყავდათ სახნავში ან პირიქით, რაც გამგეობის პრეროგატივა იყო და როგორც უნდოდათ ისე იქცეოდნენ.
ყოფილა შემთხვევა, რომ შუა სეზონზე მოსავლიანი მიწა, ანუ ჯეჯილი გაუყიდიათ მსხვილ მყიდველზე და ხალხი მშიერი დაუტოვებიათ. მაგალითად, ასეთი შემთხვევა გარდაბნის რაიონის სოფელ ქესალოში მოხდა.
ამ რაიონში მიწების გაყიდვაზე სრული განუკითხაობა იყო. მიწები გაყიდულია ინდოელებზე, ირანელებზე, ბურებზე...
წინა ხელისუფლება თავს იმართლებს იმით, რომ ჩვენ ელექტრონულ აუქციონს ვაცხადებდით და არავის არ ყიდულობდაო. რა იცის ამ ხალხმა ელექტრონული აუქციონი?! გარდაბნის რაიონში ინტერნეტის მომხმარებელი მოსახლეობის 3-7 პროცენტია. ანუ ეს ყველაფერი თვალთმაქცობა და ცინიზმი იყო. მოსახლეობას კონსტიტუციით აქვთ უფლება იცოდნენ მათი მიწის გაყიდვის შესახებ," _ აცხადებს არეშიძე.


მისი შეფასებით, ამ წლების განმავლობაში მიწებთან დაკავშირებული პრობლემატიკის რეზიუმე ასე გამოიყურება:
"კანონის არასრულყოფილება და უგვანობა; ბანდიტთა კლანის არსებობა, რომელიც საუკეთესო მიწებს თავისთვის მალავდა, შემდეგ ყიდულობდა და საკუთარი ოჯახის წევრებზე აფორმებდა და მესამე - ამ დამნაშავეთა ჯგუფის მიერ, რომელსაც ვაჟა ლილუაშვილი ხელმძღვანელობდა, გარდაბნის რაიონში გადამალულია მიწების დაახლოებით 30 პროცენტი, რომელსაც შემდეგ ერთმანეთში ინაწილებდნენ. დღეს გარდაბნის რაიონის საკრებულოში 4-5 კაცია, რომლებიც ამ საქმეში მონაწილეობას იღებდნენ," _ უთხრა "გურია ნიუსს" მამუკა არეშიძემ.


გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ფეიქრიშვილი, რომელიც პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" სახელით შევიდა და ამჟამად, უპარტიო დეპუტატია, საპარლამენტო არჩევნებამდე გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარე იყო.


გამოცემასთან საუბრისას აღნიშნულ რაიონში რამე მიწის საკუთრებას უარყოფს. რაც შეეხება მიწების გასხვისებას, აცხადებს, რომ მიწები მის გარეშე გაიყიდა.
მაჟორიტარი აღნიშნავს, რომ მისი საკრებულოს თავმჯდომარედ მუშაობის პერიოდში ეკონომიკის სამინისტროს კონკრეტული მიწის გასხვისების თხოვნით მისთვის არ მიუმართავს და "მიწები მის გარეშე იყიდებოდა".
"მიწების გაყიდვის წინააღმდეგი ვიყავი მუდამ, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გარეშე არ გაეყიდათ. რაც ეკონომიკის სამინისტრომ გაყიდა, თავისივე ბალანსზე იყო და ყიდდნენ. ქონების მართვის სამმართველო აუქციონს გამოაცხადებდა და ყიდიდნენ. თუ მივუსწრებდი, გავაჩერებინებდი აუქციონს და თუ ვერ ვნახავდი, ყიდდნენ," _ აღნიშნავს ფეიქრიშვილი.


კითხვაზე, გამგეობაში მის გარდა მიწების გაყიდვაზე ნებართვას თუ გასცემდა ვინმე, საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე პასუხობს, რომ ამის უფლება მხოლოდ მას და გამგებელს ჰქონდა.
"თუმცა, მას გაყიდვებზე ნებართვა თუ აქვს გაცემული, მის ნაცვლად ვერ გიპასუხებთ. მაგრამ მე პირადად ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი, რომ მიწები გაეყიდათ," _ აცხადებს ფეიქრიშვილი დასძენს, რომ მიწების გასაყიდად აუქციონის გამართვის შესახებ "არც გამგეობისა და არც მოსახლეობის ინფორმირება არ ხდებოდა".
რაც შეეხება მიწების საკუთარ ნათესავებზე გადაფორმებას, იგი ამ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს და ირწმუნება, რომ გარდაბანში "ერთი სანტიმეტრი მიწაც კი არ მოეპოვება".
"მაგრამ მე სადაც ვცხოვრობ, სოფელ წავკისში, რეფორმის ფონდით მეც მაქვს მიწები მიღებული და ჩემს ნათესავებსაც. რაა, სირცხვილია თუ უსინდისო ადამიანი ვარ, რატომ არ უნდა მიეღოთ მიწები ჩემს ნათესავებს?!" _ განუცხადა "გურია ნიუსს" გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა.


რა კეთდება პრობლემის მოსაგვარებლად?


პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე აღნიშნავს, რომ პრობლემა სერიოზულია და მისი მოგვარება რამდენიმე თვის წინ უკვე დაიწყო.


"სამწუხაროდ, საქართველოში დღემდე არ იყო ჩატარებული აღწერა-ინვენტარიზაცია - რა მიწები გაგვაჩნია და რა - არა. მიწები არ იყო დახარისხებული თავისი თვისობრივი მაჩვენებლის მიხედვით. ვგულისხმობ - რამდენი საძოვარი, სახნავი, საზღვრისპირა მიწა, ტყის ფონდი თუ მდინარის კალაპოტია გაყიდული.
აღრიცხული არ იყო, რა რაოდენობის მიწაა იჯარით გაცემული და მესაკუთრეებს საკუთრების დამადასტურებელი ცნობა აღებული ჰქონდათ თუ არა. ასეთ ქაოტურ მდგომარეობაში მიწების გაყიდვა ნამდვილად ცუდია.
აქედან გამომდინარე, ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივა(მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის მიყიდვაზე მორატორიუმის გამოცხადება - ავტ.) ემსახურება იმას, რომ ასეთ ვითარებაში უცხოელებისთვის მიწების მიყიდვით შეუქცევადი და გამოუსწორებელი მდგომარეობა არ დადგეს.
2013 წლის ივლისიდან შევაჩერეთ უცხოელებზე ყოველგვარი მიწების მიყიდვა, გადაყიდვა, რეგისტრაციაში გატარება, რათა სახელმწიფოს ზედმეტი თავისტკივილი არ ჰქონდეს იმ შემთხვევაში, თუ ვიღაცამ რაღაც შეცდმომა დაუშვა. ამ მიმართულებით მორატორიუმი გამოვაცხადეთ და მთავრობას დაევალა, კანონმდებლობა მოაწესრიგოს.
იგულისხმება, რომ აღიწეროს და გაირკვეს ყველაფერი. უნდა შეიქმნას მიწის კოდექსი, რომელიც გააერთიანებს მდინარის კალაპოტებსაც, ტყეებსაც, სახნავ-საძოვარსაც, სარეზერვოსაც, საზღვრისპირა მიწასაც და ა.შ.
შემდეგ აღიწერება მიწა ვის კუთვნილებაშია და იყო მანამდე, სანამ გაიყიდებოდა. ასევე დადგინდება, თუ რა მიდგომა უნდა გვქონდეს უცხოელებისთვის მიწების მიყიდვის საკითხთან," _ განაცხადა ტყემალაძემ.


მისივე თქმით, კანონმდებლობამ უნდა განსაზღვროს ისიც, უკვე გაყიდული მიწების საკითხი როგორ მოწესრიგდება.
"ამ პროცესში თუ სადმე ვინმეს დანაშაულებრივი და უკანონო ქმედებები გამოიკვეთება, ბუნებრივია, დანარჩენს სამართალდამცავი ორგანოები გაარკვევენ," _ უთხრა ტყემალაძემ "გურია ნიუსს".


აგრარულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, სპეციალური კომისია, რომელიც საქართველოს მიწების აღწერის მიზნითაა შექმნილი, მუშაობას აგრძელებს და პარლამენტმა რამდენიმე საკანონმდებლო აქტში ცვლილებაც შეიტანა. გიგლა აგულაშვილი აცხადებს, რომ ზუსტი მონაცემი იმისა, თუ რა ოდენობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაა გაყიდული უცხოელებზე, ამ დრომდე არ არსებობს:
"ერთიანი კადასტრი და ზუსტი მონაცემები ჯერ არ გვაქვს და სანამ არ დასრულდება აღწერა მთლიანი ქვეყნის მასშტაბით, რასაც დაახლოებით სამი წელი დასჭირდება, არ გვექნება".




 ახალი ამბები
  • ელიზაბეთ რუდი: ჩვენი ერთგულება საქართველოს მიმართ მომავალშიც გაგრძელდება„აშშ ამაყობს, რომ საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია“, - თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა წეროვანში, სამხედრო მოსამსახურეთა ახალი სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა. სიტყვით გამოსვლისას რუდმა თქვა, რომ ამერიკა ქართველ პარტნიორებთან ერთად მხარდამხარ ბრძოლას განაგრძობს. „ჩვენი ერთგულება საქართველოს მიმართ მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა. ელიზაბეთ რუდმა მსოფლიოს მშვიდობის საქმეში საქართველოს წვლილი აღნიშნა და ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს მადლობა გადაუხადა. „ახალი ცენტრი საქართველოს დაშავებულ მებრძოლთა შესახებ პროგრამების ახალი დასაწყისია. ეს კომფორტული, თანამედროვე და უსაფრთხო რეაბილიტაციის ცენტრი უფრო მეტ დაშავებული მებრძოლისა და მათი ოჯახის წევრებისთვის მაღალი დონის კომპლექსურ მომსახურებას უზრუნველყოფს. ჩვენ თავად ვიხილეთ ქართველი ჯარისკაცების სიმამაცე და სანდოობა ბრძოლის ველზე. ეს გახლავთ შთამბეჭდავი მაგალითი საქართველოს ერთგულების, მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ვალში ვართ მათ წინაშე, ვინც უდიდესი მსხვერპლი გაიღო და ვალში ვართ ჩვენი დაშავებული მეომრებისა და მათი ოჯახების წინაშე“, - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის ... ...
  • ჯანდაცვის მინისტრი:ექთნებისთვის ცალსახად არ შეიძლება მოხდეს სახელფასო ანაზღაურების შემცირება„ექთნებისთვის ცალსახად არ შეიძლება მოხდეს სახელფასო ანაზღაურების შემცირება“- ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი ექთნებისთვის ხელფასის შემცირებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას. მინისტრის თქმით, სელექტიური კონტრაქტირება, რომელიც კლინიკებთან მოხდება ეყრდნობა იმ საერთაშორისო ნორმატივებს, რომელიც ითვალისწინებს გარკვეული პერსონალის, აუცილებელ აღრიცხვას საავადმყოფოებში. „შესაბამისად მინდა მივცე რეკომენდაცია ყველა დაწესებულებას, ნუ შეეცდებიან თავიანთი ხარჯების ოპტიმიზაციას სამედიცინო პერსონალის ხარჯზე. არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ 520 დადგენილება, მოიცავს სახელფასო ანაზღაურების სრულიად იმ ციფრებს და მასშტაბებს, რომელიც იყო 520-ე დადგენილებამდე. ჩვენ მკაცრად დავიცავთ ექიმების და ექთნების ინტერესებს“, - განაცხადა ეკატერინე ... ...
  • რა ეტაპზეა გამოძიება მსაჯის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც თოკზე ჩამოკიდებული იპოვესლანჩხუთელი მსაჯის, ილო ტუღუშის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით პასუხგაუცემელი კითხვები საზოგადოებაში, უპირველესად კი გარდაცვლილის ოჯახში, დროში გაწელილი საგამოძიებო პროცესის გამო დღემდე არსებობს. მკითხველს შევახსენებთ, რომ ეროვნული ჩემპიონატის  33 წლის მსაჯი ილო ტუღუში 2017 წლის დეკემბერში, მალთაყვის ტყეში იპოვეს გარდაცვლილი _ იგი ხეზე იყო ჩამოკიდებული, იქვე იყო მისი კუთვნილი ავტომობილიც. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მაშინ გამოძიება ფოთის პოლიციამ სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. თუმცა, თვითმკვლელობის ფაქტს იმთავითვე გამორიცხავდნენ გარდაცვლილი მსაჯის ოჯახის წევრები და ეჭვს გამოთქვამდნენ, რომ იგი მოკლეს. ოჯახი მომხდარს ჩაწყობილ საფეხბურთო თამაშებს უკავშირებდა და ამბობდა, რომ ილო ტუღუშს სიკვდილამდე ერთი დღით ადრე სახლში მიაკითხეს და მისგან ფულს ითხოვდნენ. გარდაცვლილის ოჯახის წევრები კონკრეტულ პირებსაც ასახელებდნენ და ამბობდნენ, რომ ამ დაძაბული შეხვედრის მიზეზი სწორედ გარიგებული საფეხბურთო თამაშები იყო. "ჩემი ქმარი  თავს არ მოიკლავდა. სახლში იყვნენ მოსულები და დამემუქრნენ. ერთმა მითხრა, მე ხვალ მივფრინავ, მაგრამ ძმაკაცებს ვტოვებ და ისინი მიხედავენ შენს ქმარსო. ის ერთი _ ირაკლი ბახტაძე უბრალოდახლდა . ბათუმელები იყვნენ შავი "მერსედესით". მეორე ჩხაიძეა, ლანჩხუთელი", _ ამბობდა გარდაცვლილის მეუღლე ეკა ტუღუში, რომლის ინფორმაციითაც,  საუბარი იყო 5 000 ლარზე, რომელიც, სავარაუდოდ, ილო ტუღუშს უკან უნდა დაებრუნებინა, თუმცა, ვერ შეძლო. ეკა ტუღუში მაშინ იმასაც ამბობდა, რომ მისი მეუღლის მანქანა გატეხილი იყო. რა ხდება  გარდაცვლილი მსაჯის საქმესთან დაკავშირებით და რა ეტაპზეა ახლა გამოძიება, ამის გასარკვევად "გურია ნიუსი"  გარდაცვლილის მეუღლეს, ეკა ტუღუშს დაუკავშირდა. მასთან საუბრისას გაირკვა, რომ გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, გარდაცვლილი მსაჯის ოჯახი არანაირ ინფორმაციას არ ფლობს და შესაბამისად, არც არაფრის თქმა შეუძლიათ: "ერთი წელია, რაც არ დამირეკავს და არ მომიკითხავს ამბავი. შეგნებულად არ ვრეკავ _ ყოველი დარეკვისას ნერვების მოშლის მეტი არაფერი გამოდის. არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, რა ხდება და როგორაა საქმე. ადრეც ყოველთვის მე ვრეკავდი თავად, გამოძიებიდან არასდროს შემხმიანებია ვინმე. აქეთ დარეკვის მაგივრად, სულ მე უნდა ვურეკო მაგათ?! არ უნდათ და არ იძიებენ საქმეს. აბა, სხვა რა უნდა ვთქვა?! ყველას ღმერთი დასჯის. მეტს ვერაფერს გეტყვით", _ გვითხრა სატელეფონო საუბრისას  გარდაცვლილი ილო ტუღუშის მეუღლემ.  ეკა ტუღუშის თქმით,  მისი მეუღლის გარდაცვალების საქმის გამოძიებას  გამომძიებელი გრიგოლ თოფურია აწარმოებს. "გურია ნიუსიც", შესაბამისად, საქმესთან დაკავშირებით მეტი  ინფორმაციის მისაღებად  გამომძიებელ თოფურიას დაუკავშირდა, რომელმაც პირდაპირ, ყოველგვარი კომენტარის  გარეშე შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურთან გადაგვამისამართა _ "მიმართეთ შსს-ს პრესსამსახურს", _ გვითხრა გრიგოლ თოფურიამ. აღნიშნული უწყების პრესსამსახურში კი გვითხრეს, რომ 33 წლის ლანჩხუთელი მსაჯის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, პროკურატურასაც დავუკავშირდით, თუმცა, იქედან ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაგვამისამართეს იმ განმარტებით, რომ 2017 წლის დეკემბერში, მალთაყვის ტყეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში უკან მობრუნებულებს კი უწყების პრესსამსახურის სამეგრელოს ზონის კურატორმა გვითხრა, რომ ჩვენ მიერ დასახელებული საქმის გამომძიებელი გრიგოლ თოფურია პროკურატურის დაქვემდებრებაში მუშაობს და ეს გაუგებრობაც  ამიტომ მოხდა. საბოლოოდ, ძალოვანი უწყებიდან მხოლოდ მშრალი ინფორმაცია მივიღეთ, რომ ეროვნული ჩემპიონატის  33 წლის ლანჩხუთელი მსაჯის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება გარდა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლისა, საქმეში გამოვლენილი ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის კოდექსის 203- მუხლითაც მიმდინარეობს, რაც პროფესიული სპორტული შეჯიბრის მონაწილის ან ორგანიზაციის მოსყიდვას გულისხმობს და გამოძიებას ამ ეტაპზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიცია აწარმოებს. როგორც თავშივე აღვნიშნეთ, გარდაცვლილის ოჯახი მომხდარს იმთავითვე ჩაწყობილ საფეხბურთო თამაშებს უკავშირებდა. თუმცა,  ოჯახისგან განსხვავებით, ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა კომიტეტში გამორიცხავდნენ, რომ ტუღუშის გარდაცვალება გარიგებულ თამაშებთან იყო კავშირში. ამგვარ  კავშირს ლანჩხუთის "გურიას" ხელმძღვანელობაც ... ...
  • "სახელმწიფო წარმოუდგენლად ულმობელია ჩვენ მიმართ!"ოზურგეთში მცხოვრები ცოლ-ქმარი _ აზა ჩაფიძე და გოგი კიღურაძე, საკუთარი სახლის ავარიული მდგომარეობის გამო, სადაც ცხოვრება არ შეიძლებოდა, ცხრა წლის წინ, სოფელ ლიხაურში გადავიდნენ საცხოვრებლად. იქ მათ სახლის მეპატრონემ პირველი სართული დაუთმო საცხოვრებლად. მეორე სართული კი დღემდე დაკეტილია და როცა ზაფხულობით დედაქალაქიდან სოფელში ჩადიან, თავად სარგებლობენ. როგორც აზა ჩაფიძე გვიამბობს, მათი გასაჭირი სათავეს შორიდან იღებს და ამის გამო ყოველთვის ჰქონდათ სოციალური დახმარება. მაშინაც კი, როცა საცხოვრებლად ლიხაურში გადავიდნენ. თუმცა, სამი წლის წინ, მოულოდნელად დახმარება შეუწყვიტეს. _ ეზოში ამ ოჯახის მფლობელის ძველი "ჟიგული" იდგა, დაჟანგული და გაოხრებული. თავიდან არ მიუჩნევიათ ეს პრობლემად. მერე კი ამიხირდნენ, შენიაო. ამიტომ მოგვივიდა 80 ათასი ქულა. მივდექ-მოვდექი, მაგრამ ვერაფერს გავხდი. სასწაული ის არის, რომ გაზი ჩვენ არ გვაქვს და მაცივარი, მხოლოდ ერთი პატარა "პლიტა" გაგვაჩნია. შეშის ღუმელით ვთბებით. დახეულ-დაგლეჯილი ლინოლეუმითაა მოფენილი ცემენტის იატაკი. თხილი კი არის ამ საკარმიდამოში, მაგრამ მიაქვს პატრონს. სახლში უსასყიდლოდ შემოგვიშვა და ახლა მოსავალსაც მე ხომ არ მაჩუქებს?! მანქანებიც ჰყავთ, შემოსავალიც აქვთ, საკუთარ სახლშიც ცხოვრობენ და დახმარებასაც იღებენ. ცოტაა ასეთი? გამოდის, რაც უფრო გაჭირვებული ხარ, მით უფრო სასტიკი ხდებიან. სახელმწიფო ულმობელია ჩვენ მიმართ _ ამას სხვა არაფერი ჰქვია! _ გვეუბნება აზა ჩაფიძე.  აზა ჩაფიძეს და გოგი კიღურაძეს ერთი შვილი ჰყავთ, რომელიც ხარაგაულშია გათხოვილი. იგი, ორი მცირეწლოვანი შვილით, თავადაც ხელმოკლედ ცხოვრობს და არათუ მშობლების დახმარება, საკუთარი თავის რჩენაც უჭირს. _ როცა სტუმრად ჩამოდიან შვილი და შვილიშვილები, ღამის გასათევად ჩემს ძმასთან ვგზავნი. აქ მხოლოდ ორი ოთახია, რითაც ვსარგებლობთ. ისიც ისე მოუხერხებელია, ბავშვებს კი არა, დიდებს გვიჭირს ყოფნა. სამუშაო რომ იყოს, მაგათ შევეხვეწები?! დღიურად სამუშაო თუ გამოჩნდება, კი დავდივართ, მაგრამ სისტემატურად არ არის. ათასში ერთხელ რომ 30 ლარს აიღებ, რამდენს უნდა ამყოფინო? _ გვიამბობს ქალბატონი აზა და იხსენებს, როგორ გამოესარჩლნენ მეზობლები, როცა სოციალურმა აგენტმა ოჯახის მფლობელის უვარგისი, მდგომარეობიდან გამოსული "ჟიგული", კიღურაძეების საკუთრებად ჩათვალა და დეკლარაციაში შეიტანა. _ არავის დაუჯერეს, თქვენიაო, _ გვიმტკიცებდა აგენტი. აშკარა იყო, გეგმა ჰქონდა შესასრულებელი, რომ დახმარებები გაეუქმებინა და ჩვენ ყველაზე დაუცველი საკბილო გვანახა, _ ამბობს ის. სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის რეგიონული ცენტრის უფროსი თეა ლომჯარია, "გურია ნიუსთან" საუბარში ამბობს, რომ კიღურაძეების ოჯახის ინტერესი არავის აქვს: _ აგენტები საფუძვლიანად ამოწმებენ სოციალურად დაუცველის მდგომარეობას და მის დახმარებას ცდილობენ. აზა ჩაფიძეს უნდა გაეკეთებინა სოფლის გამგებელთან ცნობა, რომ ეს მანქანა მისი არ არის. ამ მომენტისთვის, ქულის მინიჭებიდან ერთი წელი არ არის გასული. მათ მინიჭებული აქვთ 175 ათასი ქულა. ამიტომ უნდა წარმოადგინონ ცნობა, რადგან დეკლარაციაში ეს მანქანა მათ საკუთრებად არის მინიშნებული. ინფორმაცია მეზობლებისგანაც არის აღებული. უბრალოდ და ზერელედ არ ხდება დეკლარაციის შევსება. ჩვენ მას აუცილებლად დავეხმარებით, როცა სათანადოდ ექნება ეს ყოველივე მოწესრიგებული, _ ამბობს თეა ლომჯარია. _ რომელ მანქანაზეა საუბარი, ჯართზე, რომელიც ჩვენი არასდროს ყოფილა? ვინ თქვა, რომელმა მეზობელმა, რომ ჩვენია? პირიქით, აგენტთან გვიცავდნენ მეზობლები. ჩემს მეუღლეს მართვის მოწმობაც არასდროს ჰქონია, არც საჭესთან მჯდარა არასოდეს! ამას არ იტყვიან ახლა, ვერ გავამხელთო კონფიდენციალურიაო, მოგვიშორებენ. მათი მოგონილია და იმიტომ, თორემ ხვალვე წამოვალ სააგენტოში, თქვენთან ერთად. რა უნდოდა მაგის გაგებას, რომ ჩვენი არ იყო? სხვის სახლში ვართ შეხიზნული. მაშინ ისიც დაამტკიცონ, რომ ეს სახლი ჩვენია და ვიტყუებით. როგორც ის მანქანაა ჩვენი, ისეა ეს სახლიც ჩვენი. ესეც ჩაეწერათ ბარემ დეკლარაციაში. თუ ყოველგვარი საბუთის გარეშე მანქანაზე ამტკიცებენ, რომ ჩვენია, მაშინ ამ სახლზეც ემტკიცებინათ _ რა განსხვავებაა?! ასეთი უგულობა საიდან მოდის?! მანქანა რომ ჰყავს და დახმარებაც აქვს, ასეთი საკმაოდ ჰყავთ _ ეს ჩემზე უკეთ არ იციან? კარგი დასაჩაგრი გვნახეს და სადღაც გეგმის შესრულება ჩაეწერა მაგათ... თავს ვერ ვირჩენთ, მანქანას კი არა. მართლა რომ გვყავდეს, დღესვე გავყიდით, _ ტირილით გვითხრა აზა ჩაფიძემ. "გურია ნიუსი" ყველა დეტალს, რაც კიღურაძეების ოჯახისთვის სოციალური დახმარების დანიშვნას, მანამდე კი დეკლარაციის შევსებას შეეხება, თვალს ... ...
  • პოლიტიკურ ურნად გადაიქცა „ქართული ოცნება“- თბილისის საკრებულოსთან აქციაზე ურნა მიიტანესდედაქალაქის საკრებულოსთან, მოძრაობა ,,შეცვალეს" წევრებმა ნაგვის ურნა მიიტანეს, სადაც საკრებულოს იმ წევრების ფოტოებიანი სტიკერები გააკრეს, რომლებიც ოპოზიციონერი დეპუტატის ლევან ხაბეიშვილის მიმართ ძალადობაში მონაწილეობდნენ. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ურნის მოტანა სიმბოლურია, მალე ამ ურნაში ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნების დეპუტატები აღმოჩნდება. „ურნის აქ მოტანას აქვს სიმბოლური დატვირთვა. ამ ურნაში აღმოჩნდებიან ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ დეპუტატები. ეს არის თქვენი ბოლო. პოლიტიკურ ურნად გადაიქცა „ქართული ოცნება“, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „მონებო, მონებო“. აქციის მონაწილეები, ხაბეიშვილზე თავდასხმაში მონაწილე დეპუატების საკრებულოდან გარიცხვას და მმართველი პარტიის რიგების დატოვებას ითხოვენ. მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები საკრებულოს თავმჯდომარესთან შესახვედრად , საკრებულოს შენობაში შევიდნენ, თუმცა ისინი მალევე უკან დაბრუნდენ, რადგან, როგორც მათ განაცხადეს გიორგი ტყემალაძესთან შესახვედრად არ შეუშვეს. ცნობისთვის, 24 იანვარს თბილისის საკრებულოში გაერთიანებული კომისიის სხდომაზე „ქართული ოცნების" დეპუტატებსა და „ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირებაში მართველი პარტიის დეპუტატები ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ. ... ...

არქივი

ზაფრანი

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კიბო, შესაძლოა, გადამდები იყოს

ვებგვერდ wize.life-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით...

მიწაზე მიყინული კნუტები კაცმა ყავით გადაარჩინა

BBC-ის ინფორმაციით, მიწაზე მიყინული კნუტები...

სასარგებლო რჩევები ცნობილი ქალებისგან

ანჯელინა ჯოლი ზოგჯერ, როცა თავის...

ბიონსეს სილამაზის საიდუმლო

მართალია მომღერალი ვეგეტარიანელი არაა, მაგრამ...

ცნობილი ვარსკვლავების ყოველდღიური დილის რეჟიმი

ჯენიფერ ენისტონი ჯენიფერ ენისტონის დილა...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...