როგორ მოხვდა გიორგი საბანაძე ბიძინა ივანიშვილთან

მთავარი თემა

როგორ მოხვდა გიორგი საბანაძე ბიძინა ივანიშვილთან

2014 იან 26 12:16:12

საბანაძე ჟურნალისტების სატელეფონო ზარებს იშვიათად პასუხობს, თუმცა, პასუხის შემთხვევაში კომენტარებს არ აკეთებს და ამბობს, რომ დეტალებზე 28 იანვარს ისაუბრებს.

გიორგი საბანაძე ამჟამად პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელია. როგორც უწყების ხელმძღვანელი, გიორგი კეკელიძე ამბობს, ის ერთ-ერთი საუკეთესო თანამშრომელია, რომელსაც მაღალი მოქალაქეობრივი ღირებულებები გააჩნია.

_გიორგი ჩემი მეგობარია და შესაძლოა მის  მიმართ ვიყო სუბიექტური, მაგრამ ამ შემთხვევაში, როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი ვარ აბსულუტურად ობიექტური და ვიტყვი, რომ  ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი იმ აქტივობებისა, რომელიც განვახორციელეთ ბიბლიოთეკაში არის გიორგი. ის მე დამხვდა აქ.  ბიბლიოთეკაში ერთ-ერთ მთავარ პოზიციაზე იყო. რაც შეეხება გადაწყვეტილების გეგმას _  მას ეკუთვნის და ცხადია, რომ ამ თვალსაზრისით არ ჩავერევი. გეტყვით ერთს _  მე გუშინ წინ შევხვდი გიორგის და ამ ეტაპზე ის ბიბლიოთეკაშიც გააგრძელებს მუშაობას. თუ რა პოზიციაზე ამას შემდეგ გადავწყვეტთ. რაც შეეხება მის ახალ ამპლუას _  მხოლოდ და მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ მას. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ის არის კვალიფიციური ადამიანი სხვადასხვა მიმართულებით და ასევე არის მაღალი მოქალაქეობრივი ღირებულების მატარებელი.

_ თუ გაქვთ ინფორმაცია საიდან მოხვდა ბიძინა ივანიშვილთან?

_ რამდენადაც ვიცი, ბიძინა ივანიშვილის მიერ  იყო რაღაც სახის აქტივობა გამოცხადებული, რომელიც ითვალისწინებდა CV-ის მიწოდებას ამ პოზიციაზე.  მან გააგზავნა საკუთარი სივი, რის მიხედვითაც ის დაიბარეს გასაუბრებაზე ორჯერ და ამის შემდეგ აღმოჩნდა ამ პოზიციაზე.

_ ბატონო გიორგი, CV-ის მიღებაზე განცხადება სად გავრცელდა? მედიისთვის ეს ფაქტი უცნობია...

_ არც მე არ მინახავს სიმართლე გითხრათ. ამ თვალსაზრისით  გვაქვს თანაბარი ინფორმაცია, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას გიორგი კეკელიძემ.

30 წლის გიორგი საბანაძე პირველადი პროფესიით ჟურნალისტია. ამჟამად კი ჯიპაში საერთაშორისო ურთიერთობებს სწავლობს.

_ ჩვენთანაც მუშაობდა როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი, თუმცა, როგორც გითხარით, მისი როლი ბიბლიოთეკაში იყო უფრო  მეტი. ის ჩართული იყო უფრო ფართოდ ჩვენ მიერ  წამოწყებულ ნებისმიერ აქტივობაში, _ დაგვიზუსტა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა.




 ახალი ამბები
  • იშრომეთ და საკვები მოიმარაგეთ - მეუფე იოსები იშრომეთ და საკვები მოიმარაგეთ, _ ამის შესახებ შემოქმედელმა მიტროპოლიტმა საკვირაო წირვაზე განაცხადა. მეუფე იოსების ქადაგების ნაწილს სოციალურ ქსელში ბარბარე ჭკუასელი აქვეყნებს  მძიმე ზამთარი გველის, ვფიქრობ, დიდი შიმშილობა იქნება. აქედან გამომდინარე, მოსახლეობას ვთავაზობ, გამოიყენოს ეპარქიის კუთვნილი მიწები, დათესოს და საკვები მოიყვანოს. ეკლესიას აქედან ერთი გრამიც არ უნდა. თქვენ შექმნით კოოპერატივები, იშრომეთ და საკვები მოიმარაგეთ, _ განაცხადა ... ...
  • საირმის საკარანტინო ზონა მოქალაქეების მორიგმა ჯგუფმა დატოვაიმერეთში მდებარე საირმის საკარანტინო ზონა დღეს მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვა. სასტუმროს დატოვებამდე მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს. ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. DMO Imeret-ის ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი ამბობს, რომ ყველა პირს სასტუმროდან გასვლისას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და ისინი ჯანმრთელები არიან. სასტუმრო საკარანტინო ზონაში მომდევნო ნაკადის მისაღებად მზად ... ...
  • "თანხას ორ ოჯახზე გადავანაწილებ" _ ზუგდიდის საკრებულოს წევრი ხელფასზე უარს ამბობსზუგდიდის საკრებულოს წევრი, სალომე ფაცაცია კუთვნილ ხელფასზე უარს ამბობს. როგორც იგი სოციალურ ქსელში წერს, ეს თანხა 2 ოჯახზე გადანაწილდება. "მე არ ვარ თანამდებობის პირი, მე ვარ საკრებულოს რიგითი წევრი, ჩემი საკრებულოს წევრის ხარჯის ანაზღაურება თვეში შეადგენს 397 ლარს! მე ვალდებული ვარ, ჩემი უბნელების, ჩემი მეზობლების, ჩემი მეგობრების წინაშე. დიდი თანხაა არაა, მაგრამ მე უარს ვამბობ ამ თანხაზე მანამ, სანამ არ გაუმჯობესდება საქართველოში ვითარება. 397 ლარს ორ ოჯახზე გადავანაწილებ და თითო ოჯახს 198.50 ლარს პირდაპირ ჩავურიცხავ ანგარიშზე", _ წერს ... ...
  • საჩხერის მერის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა საჩხერის მერის მეუღლეს კორონავურუსი დაუდგინდა. ინფორმაცია "გურია ნიუსს" ბენიამენ ფალავანდიშვილმა დაუდატურა. "გუშინ დაუდასტურდა. ამ დროისთვის იგი ბოქსირებულ პალატაშია გადაყვანილი. ჩემი მეუღლე არის ინფექციონისტი და შესაბამისად, ყველა ინფიცირებულთან ჰქონდა შეხება", _ ამბობს ... ...
  • სამტრედიაში აგრარული ბაზარი დაიხურააგრარული ბაზრით მოსარგებლე მოსახლეობას დღეს დილით საკოლმეურნეო ბაზრის შესასვლელი დაკეტილი დახვდა. ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ საქართველოს მთავრობის რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, აგრარული ბაზარი დაეხურა. ამ ფაქტმა მყიდველებზე მეტად ბაზრის ტერიტორიაზე განთავსებული მაღაზიების მეპატრონეები გააღიზიანა. ,,გავეფრთხილებინეთ მაინც, პარასკევს პროდუქტის ახალ პარტიას აღარ მივიღებდით, რა უნდა ვქნათ ახლა. გვეუბნებიან 21 აპრილამდე დაკეტილები უნდა იყოთო, მანამდე მალფუჭადი პროდუქტები ხომ გაგვიფუჭდება და დავიქცევით", _ "გურია ნიუსთან" სამტრედიის აგრარული ბაზარის ტერიტორიაზე განთავსებული 10-ვე მაღაზიის მეპატრონის სათქმელს ამბობდა ამირან რამიშვილი. ,,გურია ნიუსს" საწინააღმდეგო უთხრა მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში. თანგო ცაგურიას განმარტებით, ყველა მაღაზიის მეპატრონე მათ გუშინ გააფრთხილეს: ,,ყველა მათგანს გუშინვე მივეცით გაფრთხილება. ჰქონდათ საშუალება, გუშინ და დღეს მაღაზიებიდან გაეტანათ მალფუჭადი პროდუქტები. ამას ხელისუფლება ისევ ხალხის საკეთილდღეოდ აკეთებს, რომ არ მივიღოთ მარნეულისა და ჩვენი მეზობელი მუნიციპალიტეტების მაგალითები". სამტრედიაში აგრარული ბაზრის დახურვას მოსახლეობის დიდი ნაწილი გაგებით ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...