ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტი _ ხელფასების მატება ჩინოვნიკებისთვის

მთავარი თემა

ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტი _ ხელფასების მატება ჩინოვნიკებისთვის

27 იან. 2014, 13:55:11

მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, თამაზ ჯინჭარაძის ინფორმაციით, ააიპ-ის დირექტორის ხელფასი 700 ლარი გახდა, მოადგილის _ 600, ხოლო ბუღალტრებს 50 ლარით მეტი ანაზღაურება მიეცემათ.

 

როგორც გავიგეთ, ამის პარალელურად, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორს, ნათია კალანდაძეს და სამუსიკო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგეს, დოდო მამალაძეს ხელფასები შეუმცირდათ. ამ ორი კონკრეტული პირის ხელფასების შემცირების მიზეზად თამაზ ჯინჭარაძე ყველას თანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებას ასახელებს:


_ ნათია კალანდაძეს და დოდო მამალაძეს, ამდენი ხნის განმავლობაში, ააიპ-ების დირექტორებზე მეტი ხელფასი ჰქონდათ. ასე იმიტომ ხდებოდა, რომ მათ პატრონი ჰყავდათ. მათი ხელფასების შემცირება განაპირობა იმან, რომ ყველა თანაბარ მდგომარეობაში ჩავაყენეთ, _ გვითხრა ჯინჭარაძემ.


რამდენად არის თანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებული მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ხელმძღვანელი სხვა მუზეუმის ხელმძღვანელებთან შედარებით, არ იცის სამუზეუმო გაერთიანების ხელმძღვანელმა შოთა ჩანტლაძემ. თუმცა, "გურია ნიუსთან" საუბრისას ადასტურებს, რომ მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, სხვა მუზეუმებთან შედარებით, უფრო მეტი დატვირთვა აქვს:


_ ჩვენ არ განვსაზღვრავთ საშტატო განრიგს. ეს დამტკიცებული მოვიდა გამგეობიდან, _ ამბობს ჩანტლაძე.


აღსანიშნავია, რომ არასამეწარმეო იურიდიულ პირებში არსებული გაბერილი შტატების შესახებ დღევანდელი ხელისუფლება ოპოზიციაში ყოფნის დროს ხშირად საუბრობდა _ ისინი ორი წლის წინ ამბობდნენ, რომ სულაც არ იყო საჭირო ააიპ-ის დირექტორს ორი მოადგილე ჰყოლოდა (ასეთი შემთხვევები კი ჩოხატაურის მაგალითიდან გამომდინარე, სულაც არ არის იშვიათი). ამბობდნენ იმასაც, რომ მათი მუშაობა აუცილებლად უნდა შესწავლილიყო, თუმცა, ეს თემა დღეს დავიწყებას მიეცა.


საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სახელფასო ანაზღაურებაზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მხოლოდ 25% შეიძლება გაიცეს. თუმცა, ხელისუფლება ამ კანონს დიდი ხანია არღვევს _ ამ დრომდე ადგილობრივი ბიუჯეტის თითქმის 40% სწორედ წლების განმავლობაში ხელფასებზე იხარჯებოდა. 2014 წლიდან კი, ეს პროცენტული მაჩვენებელი, გამომდინარე ხელფასების მატებიდან, მკვეთრად გაიზრდება.


ოფიციალური ინფორმაციით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში არსებულ ააიპ-ებში 384 პირია დასაქმებული (2014 წელს ეს ციფრიც იზრდება, რადგან რამდენიმე ადგილზე ახალი შტატი დაამატეს) _ ააიპ "მომავალს" (სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებები), რომლის აღსაზრდელთა რაოდენობა 470 შეადგენს, 128 თანამშრომელი ჰყავს. სპორტსკოლას, რომლის აღსაზრდელი 250 მოზარდია _ 23 თანამშრომელი; მუსიკალურ სკოლას, სადაც 150 მოსწავლე სწავლობს _ 26; სამხატვრო სკოლაში, რომელსაც 85 მოსწავლე ჰყავს _ 16 შტატია; ამდენივე თანამშრომელი ჰყავს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლს, რომელშიც 90 მოსწავლე სწავლობს.


მუზეუმებში 21 ადამიანია დასაქმებული; სპორტის განვითარების ცენტრში _ 14; ბიბლიოთეკებში _ 21; კომუნალურ სამსახურში _ 42; საფეხბურთო კლუბში _ 4; კულტურის ცენტრში _ 65; ჯანდაცვის ცენტრში _ 13.


აღსანიშნავია ისიც, რომ 2103 წლის დასაწყისში, საკრებულოს სხდომაზე გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსმა, ზურაბ ჩანტლაძემ "გურია ნიუსის" შეკითხვაზე, მოხდა თუ არა 2012 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში, შტატების ხელოვნურად დამატება, დადებითი პასუხი გასცა.


მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ კი პირობა დადო, რომ ამ საკითხს საფუძვლიანად შეისწავლიდა. უფრო მეტიც, ისიც თქვეს, რომ დაიწყებოდა შტატების შემცირება, თუმცა, გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს გაირკვა, რომ ააიპე-ბში შტატები ისევ დაემატა.


საშტატო ერთეულები ოზურგეთშიც დაამატეს, თუმცა არც გასულ და არც მიმდინარე წელს ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მოადგილეებს და ბუღალტრებს ხელფასები არ მომატებიათ. წინასაარჩევნო დაპირება ოზურგეთში დაავიწყდათ და ააიპ-ების მუშაობა არც იქ შეუმოწმებიათ.


გამონაკლისი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი იყო, სადაც აღნიშნული ორგანიზაციების საქმიანობა აუდიტის სამსახურმა შეისწავლა და სკანდალური დასკვნებიც დადო. თუმცა, დასკვნა დასკვნად დარჩა _ შესაბამისი რეაგირება და კონკრეტული პირის პასუხისმგებლობა ამ დრომდე არ დამდგარა.


"გურია ნიუსმა" მკითხველს ააიპ-ების მუშაობის შესახებ, მათ მიერ გახორციელებულ შესყიდვებსა და სხვა აქტივებზე არაერთი მოკვლევა შესთავაზა.


ამ თემაზე უფრო ვრცლად მომავალშიც გესაუბრებით, გაიგებთ რა პოზიცია აქვს ამ საკითხზე ახალდანიშნულ გუბერნატორს და რას ფიქრობენ ექსპერტები არასამეწარმეო იურიდიულ პირების მუშაობასთან დაკავშირებით.




 ახალი ამბები
  • დაბა გომისმთაზე მეორე დღეა სატვირთო მანქანებს არ უშვებენორი დღეა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური და ადგილობრივი სამართალდამცავები დაბა გომისმთაზე, სატვირთო მანქანებს, რომლითაც სამშენებლო მასალები ააქვთ, არ უშვებენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ „საქართველოს კანონის შესაბამისად, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ მიმდინარე თვიდან დაბაში იწყებს მიწების სისტემურ რეგისტრაციას. გაფრთხილებთ, აღნიშნული პროცედურების დასრულებამდე თავი შეიკავოთ გომისმთის მიმართულებით სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებისგან მშენებლობების განხორციელების მიზნით! წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები“. ინფორმაციისთვის, ბოლო ორი წელია დაბა გომისმთაზე  უკანონო მშენებლობები ... ...
  • დღეს თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდებააშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მთაწმინდიდან ფოიერვერკებს გაუშვებენ, თბილისის ანძა კი აშშ-ის დროშის ფერებში განათდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. „რთული წარმოსადგენია აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე ფეიერვერკების გარეშე, ეს ორასზე მეტი წლის ტრადიციაა. ხვალ 4 ივლისია და ჩვენი დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავის აღსანიშნავად 22:00 საათზე მთაწმინდის პარკიდან ფეიერვერკებს გავუშვებთ. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას, რომ გვიერთდება ამ ზეიმში და თბილისის ანძას ამერიკის დროშის ფერებში აანთებს“, - წერს ... ...
  • ოზურგეთის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის პროდუქტების გადაცემის მესამე ეტაპი დაიწყოდღეს დაიწყო და ორშაბათს დასრულდება ოზურგეთის საბავშვო ბაღებში პროდუქტების დარიგება. ა(ა)იპ“ ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ დირექტორის, მაკა ჭყონიას თქმით, მესამე ეტაპზე ბაღებში რეგისტრირებული ყველა ბავშვი მიიღებს ბურღულეულს, ბრინჯს, შაქარს, კარტოფილს, ორცხობილას და ზეთს. პროდუქტები 2646 აღსაზრდელისთვის არის ... ...
  • "არ არის აუცილებელი გარე პერიმეტრზე აბიტურიენტის მთელი ოჯახით გულშემატკივრობა"არ არის აუცილებელი აბიტურიენტების გულშემატკივრების დიდი თავშეყრა გამოცდის გარე პერიმეტრზე, ნუ შევიკრიბებით, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა. ამასთან, ამირან გამყრელიძემ აბიტურიენტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათთვის ყველა საჭირო პირობა იქნება შექმნილი. „აბიტურიენტებს მივმართავ, იყვნენ მშვიდად. მათთვის იქნება ყველა პირობა შექმნილი, ყველანაირი კომფორტი, რომ მშვიდ ვითარებაში ჩააბარონ ტესტი. მშობლებს და გულშემატკივრებს მივმართავ რეკომენდაციით - მიღებულია საქართველოში, რომ ვგულშემატკივრობთ ხოლმე აბიტურიენტებს, მიდის მთელი ოჯახი, არიან თავშეყრილი და ელოდებიან. არ არის ეს აუცილებელი. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არის დისტანცირება და ჯგუფურად ნუ შევიკრიბებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. შეკითხვაზე, არის თუ არა რისკები მაქსიმალურად დაზღვეული, რომ ეპიდვითარება საგრძნობლად არ გაუარესდეს, რადგან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, თითქმის, ერთი თვის განმავლობაში, ერთ სივრცეში ადამიანთა საკმაოდ დიდი ნაკადი იქნება თავმოყრილი, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ გამოცდებზე რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. „ეროვნული გამოცდები პანდემიის პერიოდში არის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება და ამიტომ, სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური ჯგუფი ორი თვის განმავლობაში მუშაობდა, რომ ყველა ნიუანსი ყოფილიყო გათვალისწინებული, რათა ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთი მხრივ, კომფორტულ ვითარებაში დაწერონ საგამოცდო ტესტები და მეორე მხრივ, მაქსიმალურად იყოს დაზღვეული უსაფრთხოება, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით. ვფიქრობ, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. მოგეხსენებათ, მედიცინაში აბსოლუტური არაფერია, მაგრამ ვფიქრობ, იმ მიდგომით, მეთოდოლოგიით და რისკების გათვალისწინებით, რითაც ეროვნული გამოცდები ჩატარდება, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი“, - განაცხადა გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძის განმარტებით, თუ აბიტურიენტს რესპირაციული სიმპტომები გამოცდის პერიოდში, პირველი ან მეორე გამოცდის შემდეგ გამოუვლინდა, მას საშუალება მიეცემა, ტესტი იზოლაციის პირობებში დაამთავროს, შემდეგ გამოიკვლევა და თუ კოვიდ ინფექცია დადგინდა, შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი, ხოლო მასთან შემხებლობაში მყოფი ყველა აბიტურიენტს და ზედამხედველს კარანტინში გადაიყვანენ და ლაბორატორიულად ... ...
  • ზურაბ ნასარაია: "მსურს ჩემი გულწრფელი მილოცვა გადავცე აშშ-ს ელჩს და სრულიად ამერიკელ ხალხს" (R)სახელმწიფო რწმუნებულმა გურიაში ზურაბ ნასარაიამ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დრე მიულოცა. ამერიკის დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავთან დაკავშირებით, მსურს ჩემი გულწრფელი მილოცვა და საუკეთესო სურვილები გადავცე მის აღმატებულება-ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს და სრულიად ამერიკელ ხალხს! იმედს ვიტოვებ, რომ ამერიკის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება ორივე ქვეყნის სასარგებლოდ. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!" _ განაცხადა ზურაბ ნასარაიამ. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...