პარლამენტის წევრების არადეკლარირებული სამეწარმეო ინტერესები

მთავარი თემა

პარლამენტის წევრების არადეკლარირებული სამეწარმეო ინტერესები

27 იან. 2014, 15:14:47

 

ამის შესახებ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად აქვეყნებს.

საქართველოში 2,700-ზე მეტი თანამდებობის პირი, მათ შორის საქართველოს პარლამენტის ყველა წევრი, ვალდებულია ყოველწლიურად წარადგინოს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, სადაც ასახულია თანამდებობის პირის და მისი ოჯახის წევრების საკუთრება, კუთვნილი წილები კომპანიებში, საბანკო ანგარიშები და სხვ. მსგავსი ინფორმაცია საშუალებას იძლევა გავაანალიზოთ, თუ რომელმა კომპანიებმა, ორგანიზაციებმა და ინტერესთა ჯგუფებმა შეიძლება მოახდინონ გავლენა პარლამენტის წევრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ერთმანეთს შეადარა პარლამენტის წევრთა მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციები (განცხადებული წილები სხვადასხვა კომპანიებში) და საჯარო რეესტრის კომპანიების მესაკუთრეების ბაზის ჩანაწერები, რის შედეგადაც გამოავლინა შემთხვევები, როდესაც დეპუტატის მიერ დეკლარაციაში მითითებული კომპანიების სია არასრული იყო.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში პარლამენტის წევრის მიერ მითითებული კომპანია შეიძლება დღეისათვის უკვე აღარ ფუნქციონირებდეს, რადგან კომპანიებს ფუნქციონირების სტატუსის შესახებ ინფორმაციის წარდგენა არ ევალებათ. ასევე, ქვემოთ მოცემული კომპანიების სია არ შეიცავს ინფორმაციას სააქციო საზოგადოებებში პარლამენტის წევრთა წილების შესახებ, რადგან საქართველოს კანონმდებლობით ამ ტიპის კომპანიებს არ ევალებათ მათი მესაკუთრეების შესახებ ინფორმაციის საჯარო რეესტრისათვის მიწოდება.

ლევან ქარდავა (წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატი - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა")

ლევან ქარდავამ 2013 წლის ბოლოს შევსებულ დეკლარაციაში მხოლოდ ერთი კომპანია - შპს "მ.დ. ჯგუფი" მიუთითა. მისი განცხადებით, მას კომპანიისგან მოგება არ მიუღია. დეპუტატის 2012 წლის დეკლარაცია კი საერთოდ არ შეიცავს ინფორმაციას კომპანიებში მისი მონაწილეობის შესახებ.

საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერების მიხედვით, შპს "მ.დ. ჯგუფის" გარდა ლევან ქარდავა შპს "მაგანა-2004-ს" და შპს "გრუპო ვიას" მესაკუთრეა. მას ასევე ეკუთვნის შპს "საქართველოს ინოვაციური ნანო ტექნოლოგიების" 25 პროცენტიანი წილი.

2012 წლის ოქტომბრის შემდეგ საჯარო რეესტრში დაცული ინფორმაციის მიხედვით, ლევან ქარდავამ მისი კუთვნილი კომპანიების ნაწილი გაასხვისა: 2012 წლის 30 ოქრომბრამდე მას ეკუთვნოდა შპს "25 არხის" 50 პროცენტიანი წილი. 2013 წლის მარტში მან გაასხვისა შპს. "ოილ პროში" მისი კუთვნილი 50 პროცენტიანი წილი, ხოლო 2013 წლის ივნისში – შპს. "გეომაგინვესტპრომის" 25 პროცენტიანი წილი.

რევაზ შავლოხაშვილი (წალკის მაჟორიტარი დეპუტატი, "ქართული ოცნება - კონსერვატორები")

რევაზ შავლოხაშვილი თავდაპირველად პარლამენტში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი იყო, თუმცა მოგვიანებით იგი "ქართული ოცნება - კონსერვატორებში" გადავიდა. იგი შპს "საბა 2005–ის" 50 პროცენტიან წილს ფლობს რის შესახებაც არც 2013 წლის მაისის და არც წალკის გამგებლად მუშაობის დროს 2010 და 2012 წლებში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებში არ განაცხადა.

თამაზყაჭეიშვილი (პარლამენტის წევრი, "ქართული ოცნება")

თამაზ ყაჭეიშვილმა 2013 წლის დეკემბერში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში განაცხადა, რომ იგი წილებს ფლობდა ორ კომპანიაში – შპს "ნუგოში" და შპს "სამეგობროში". დეპუტატს არ უხსენებია მისი 25 პროცენტიანი წილის შესახებ შპს "ხარისხში". სამეწარმეო რეესტში არსებული მონაცემების თანახმად, დეპუტატი ასევე ფლობს 5 პროცენტიან წილს შპს "საქართველო-გერმანიის ერთობლივ საწარმო ეკოში". კომპანიის შესახებ ბოლო ჩანაწერი 2010 წლის აგვისტოთი თარიღდება, რის შემდეგაც მან შესაძლოა ფუნქციონირება შეწყვიტა.

ირინე იმერლიშვილი (პარლამენტის ყოფილი წევრი, "ქართული ოცნება")

ირინე იმერლიშვილი 2012 წლის 19 დეკემბერს შპს "მიშოს" 70 პროცენტიანი წილის მფლობელი გახდა, რის შესახებაც მან ორი დღის შემდეგ – 2012 წლის 21 დეკემბერს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში არ განაცხადა. ყოფილმა დეპუტატმა აღნიშნული გარემოების შესახებ არც 2013 წლის ნოემბერში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშვნის შემდგომ დეკემბერში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში განაცხადა.

ანი მიროტაძე (პარლამენტის წევრი, "ქართული ოცნება")

ანი მიროტაძე 2012 წლის 31 ოქტომბერს, პარლამენტში შესვლიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, შპს "PR ჯგუფის" 50 პროცენტიანი მფლობელი გახდა, რის შესახებაც მან არც 2012 წლის და არც 2013 წლის დეკემბრის ქონებრივ დეკლარაციაში განაცხადა.

თამაზ შიოშვილი (პარლამენტის წევრი, "ქართული ოცნება")

თამაზ შიოშვილი შპს "სპენიშქლეის" 35 პროცენტიანი და შპს "მემორექსის" 30 პროცენტიანი წილის მფლობელია. დეპუტატმა ამის შესახებ 2012 და 2013 წლის ქონებრივ დეკლარაციებში არ განაცხადა.

გიგა ბუკია (პარლამენტის წევრი, "ქართული ოცნება")

გიგა ბუკია შპს "იუ-სი-ემ"–ის დირექტორი და მეწილეა, რის შესახებაც მან 2013 წლის დეკემბრის ქონებრივ დეკლარაციაში არ განაცხადა. 

გოგი ლიპარტელიანი (ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა")

გოგი ლიპარტელიანი 2013 წლის 2 აპრილამდე შპს "ბიოსფერო +"–ის 20 პროცენტიანი წილის მფლობელი იყო, რის შესახებაც მან არც 2012 წლის და არც 2013 წლის მაისში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში განაცხადა. თუმცა დეკლარაციებში დეპუტატმა ჩაწერა მისი მეუღლის მიერ აღნიშნულ კომპანიაში არსებული წილებისა და მისი სხვა კომპანიებში არსებული წილების შესახებ: შპს "სპეროზა", შპს "გამა+", შპს "გამა", შპს "ტრანს-გაზი", შპს EuroStyle XXI.

თამაზ ავდალიანი (პარლამენტის წევრი, "ქართული ოცნება")

თამაზ ავდალიანი 2013 წლის 10 იანვრამდე შპს "ასკო ლტდ"–სა და შპს GeoHolidayTour–ის 50 პროცენტიანი მფლობელი იყო. ამის შესახებ დეპუტატმა არც 2012 წლის და არც 2013 წლის დეკემბერში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში განაცხადა.

ვიქტორ ჯაფარიძე (მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი, "ქართული ოცნება")

ვიქტორ ჯაფარიძე 2013 წლის 7 მარტამდე შპს "სეტის" 50 პროცენტიანი თანამფლობელი იყო, რის შესახებაც მან არც 2013 წლის 17 დეკემბერს და არც 2012 წლის 11 დეკემბერს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში განაცხადა. აღნიშნულ დეკლარაციებში დეპუტატმა განაცხადა სხვა კომპანიის – შპს "ქცია-94"-ის მეწილეობის შესახებ, თუმცა აღნიშნული კომპანიას საქართველოს სამეწარმეო რეესტრში არ იძებნება.

რამდენიმე დეპუტატმა პარლამენტში არჩევამდე გასხვისებული წილების შესახებ არ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ვალდებულნი იყვნენ ამ ტიპის ტრანზაქციებიდან მიღებული შემოსავალი აესახათ ქონებრივ დეკლარაციაში. ანგარიშვალდებულების მხრივ მსგავსი შემთხვევები ნაკლებად პრობლემატურია, თუმცა ტექნიკურად ისინი საჯაროობის ვალდებულების დარღვევას წარმოადგენს. გარდა ამისა, ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ თანამდებობის პირმა თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში კომპანიების წილები ნდობით აღჭურვილ პირს ან ნათესავს გადასცეს, რათა რეალურ მესაკუთრედ მაინც თვითონ დარჩეს.

გვსურს, მოვუწოდოთ პარლამენტის თავმჯდომარეს, მიიღოს შესაბამისი ზომები და, დეპუტატების ბრალეულობის დადგენის შემთხვევაში, მათ მიმართ განახორციელოს "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტით და პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებები.

თანამდებობის პირთა  მიერ დეკლარაციების შევსება გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს, თუმცა მისი ეფექტური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებდეს კანონის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში ადეკვატურ სანქციებს, რაც ამჟამად, სამწუხაროდ, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის", - აღნიშნულია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურში _ დაღუპულია ერთი პიროვნებაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში, ავტომანქანა, რომელსაც რ. ბ. მართავდა, ხეს შეეჯახა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც "გურია ნიუსისთვის" ხდება ცნობილი, სატვირტო მიკროავტობუსი, ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, კონკრეტულად კი, სოფელ გორაბერეჟოულთან, მოცურდა და ხეს შეეჯახა. საქმეზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში- გაფრთხილება ამინდის შესახებგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 აგვისტოს, დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს. 9 აგვისტომდე მხოლოდ ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში 4 - 6 აგვისტოს +27, +32 გრადუსი იქნება, ხოლო 7 - 8 აგვისტოს +30, +35 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 4 – 6 აგვისტოს +29, +31 გრადუსი იქნება, ხოლო 7 – 8 აგვისტოს +32, +34 გრადუსამდე ... ...
  • პოლიციამ მასშტაბური ნარკორეალიზაციის სქემა გამოავლინაშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ფონიჭალის დასახლებასა და გარდაბანში ორგანიზებული ჯგუფის 4 ნარკორეალიზატორი დააკავეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 1976 წელს დაბადებული ფ.ბ., 1978 წელს დაბადებული დ.ჯ., 1982 წელს დაბადებული შ.ვ. და 1977 წელს დაბადებული ა.მ. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს შემუშავებული ჰქონდათ ნარკოტიკების რეალიზაციის დანაშაულებრივი სქემა, რომლის საშუალებითაც ისინი ფინანსურ რესურსებს მართავდნენ ინტერნეტ ტოტალიზატორის გამოყენებით. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას კი  ე.წ. „დადების“ მეთოდით ახდენდნენ. კერძოდ, დ.ჯ. და ფ.ბ. დაინტერესებულ პირებს სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით, გარკვეული თანხის სანაცვლოდ სთავაზობდნენ ნარკოტიკების  შეძენას, აწვდიდნენ ონლაინ ტოტალიზატორის ანგარიშის ნომრებს,  თანხებს არიცხვინებდნენ, ხოლო ამის შემდეგ აწვდიდნენ ლოკაციების მისამართებს, სადაც ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრის მიერ უკვე განთავსებული იყო  ნარკოტიკული საშუალებები. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მიმდინარე წლის მანძილზე, ონლაინ ტოტალიზატორის ანგარიშის გამოყენებით ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის შედეგად მიღებულმა თანხამ ორ მილიონამდე ლარი შეადგინა. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების და ავტომანქანის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, დიდი ოდენობით თანხა, ასევე, მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები და საბანკო ბარათები ნივთმტკიცებად ამოიღო. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და  მე-6 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. ... ...
  • ეს არის საქართველო-გერმანიის ურთიერთობებისა მნიშვნელოვანი ნაწილი - გერმანიის ელჩიგერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ კნირშმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის საქმიანობა დადებითად შეაფასა და მის მიერ მიღწეული წარმატებები აღნიშნა. „მინდა მივულოცო გარემოს დაცვის კომიტეტს  მიღწევები, მათ შორის, „ტყის კოდექსის" მიღება. ამას გარდა, ძალიან ბევრი სხვა მნიშვნელოვანი რამ განახორციელეთ, მაგრამ კარგია  იმის დანახვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს გარემოს დაცვის საკითხებს პარლამენტისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის  მიერ.  მნიშვნელოვანი არის როდესაც ქვეყანა და საქართველოს მოსახლეობა ჩართული არის გარემოს დაცვის საკითხებში.  ძალიან ბევრი პარტნიორი მუშაობს კონკრეტულად გარემოს დაცვითი პოლიტიკის დოკუმენტებზე. ჩვენმა ქვეყანამ, გერმანიამ უზრუნველყო ფინანსური და ტექნიკური დახმარების ნაწილი და ეს ასევე, ნაწილობრივ აისახა იმ  ფინანსური მხარდაჭერის დოკუმენტში, რომელსაც ხელი წინა კვირას მოვაწერეთ.  ეს მიმართული იქნება სატყეო სექტორის და დაცული ტერიტორიების მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ, ეს მოიცავს თბილისის, ბათუმის ტერიტორიებს, განახლებად ენერგიებს, აკვა რესურსებს, ეს არის   საქართველო-გერმანიის ურთიერთობებისა მნიშვნელოვანი ნაწილი და რა თქმა უნდა, დიდი იმედით ველით სამომავლო ურთიერთობას", - განაცხადა ჰუბერტ კნირშმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, სადაც საგაზაფხულო სესიის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა და მწვანე სივრცის პრეზენტაცია ... ...
  • "ევროპულმა საქართველომ" კანდიდატები წარადგინა„ოქტომბრის არჩევნებზე საქართველო უნდა გადავარჩინოთ“-ასეთი იყო „ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის პათოსი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ოფიციალური წარდგენისას. პარტიამ 30 საარჩევნო ოლქიდან ამ ეტაპზე მხოლოდ 16 საარჩევნო ოლქში დაასახელა საკუტარი კანდიდატები. თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის საარჩევნო ოლქი – ზურაბ ჭიაბერაშვილი; გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქი – გიორგი ღვინიაშვილი; რუსთავის საარჩევნო ოლქი – ირმა ნადირაშვილი; მარნეული-გარდაბნის საარჩევნო ოლქი – აჰმედ იმამკულიევი; ახალქალაქი-ნინოწმინდის საარჩევნო ოლქი – არსენ კარაპეტიანი; ქუთაისის საარჩევნო ოლქი – ოთარ კახიძე; საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის საარჩევნო ოლქი – სერგო რატიანი; ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის საარჩევნო ოლქი – გიგი წერეთელი; სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონის საარჩევნო ოლქი – აკაკი ბობოხიძე; ზუგდიდის საარჩევნო ოლქი – გიგი უგულავა; ფოთი-ხობი-სენაკის საარჩევნო ოლქი – გიგა ბოკერია; აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქი – ლელა ქებურია; ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაურის საარჩევნო ოლქი – ხათუნა გოგორიშვილი; ხულო-შუახევი-ქედისა და ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქი – ტარიელ ნაკაიძე.რაც შეეხება დედაქალაქს, ვაკის საარჩევნო ოლქში პარტიიდან კენჭს იყრის ელენე ხოშტარია, ხოლო მთაწმინდა – კრწანისის ოლქში – შალვა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...