უზუსტობა "საერთაშორისო გამჭირვალობის" კვლევაში

მთავარი თემა

უზუსტობა "საერთაშორისო გამჭირვალობის" კვლევაში

2014 იან 27 17:53:37

 

თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში რამდენიმე უზუსტობაც იყო. დეპუტატი ანი მიროტაძე, რომლის შესახებაც "საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო" წერდა, რომ  იგი 2012 წლის 31 ოქტომბერს, პარლამენტში შესვლიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, შპს "PR ჯგუფის" 50 პროცენტიანი მფლობელი გახდა, რის შესახებაც მან არც 2012 წლის და არც 2013 წლის დეკემბრის ქონებრივ დეკლარაციაში განაცხადა, დეპუტატი ამბობს, რომ არასწროია.

"ორგანიზაციამ ბოდიში უკვე მოიხადა. ამ ჯგუფის დამფუძნებელი ნამდვილად ვიყავი, მაგრამ იგი 2009 წელს შეიქმნა, თუმცა  არ ფუნქციონირებდა, რადგან ვერ მოვახერხეთ. შესაბამისად, მისი საშემოსავლო ბრუნვა იყო 0. ჩვენ ეს კომპანია დავაფუძნეთ მანამ, სანამ პარლამენტის წევრი გავხდებოდი. მას შემდეგ რაც საკანონმდებლო ორგანოში ვარ, ამ ჯგუფის ლიკვიდაცია მოხდა, აღარ არსებობს და შესაბამისად არც მის დამფუძნებელი ვარ.  2012 წლის დეკემბერში ეს ჯგუფი ლიკვიდირებული იყო და სწორედ ამიტომ არ მოხდა მისი დეკლარაციაში შეტანა", _ განმარტავს მიროტაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას.

აღნიშნულ შეცდომას არ უარყოფს თვითონ "საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოც".

"მიროტაძესთან დაკავშირებით მოხდა შეცდომა. ეს კომპანია აღარ არსებობს. ასევე გიგა ბუკიასა და ირინე იმერლიშვილზე ინფორმაციაც ჩასწორებულია.

 მიუხედავად იმისა, რომ იმერლიშვილმა დაიწყო პროცესი ამ კომპანიაში წილის დათმობის, აღმოჩნდა, რომ განცხადებას რითაც ეს მოითხოვა, ხარვეზი დაუდგინდა, შესაბამისდ ის წილი ისევ იმერლიშვილის საკუთრებაში რჩება. გაურკვევლობა ისაა, რომ თვითონ დეპუტატს ეგონა, რომ ეს წილი უკვე დათმობილი იყო", _ განმარტავს კომპანიის იურისტი კახა ურიადმყოფელი.

რაც შეეხება კითხვას, არის თუ არა სხვა ხსენებულ პირებზე მსგავსი შეცდომა დაშვებული, ამბობს, რომ "100%-ით მხოლოდ მიროტაძესთან დაკავშირებულ შეცდომას გიდასტურებთ."

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ" უკვე გამოაქვეყნა შესწორებული ვერსია პარლამენტის წევრების არადეკლარირებული სამეწარმეო ინტერესების შესხებ, რომელსაც "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"პარლამენტის წევრთა გარკვეული ნაწილის მიერ წარდგენილ წლიურ ქონებრივ დეკლარაციებში მათი მიმდინარე და წარსული ბიზნესსაქმიანობა არასრულად არის ასახული, როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა.

საქართველოში 2,700-ზე მეტი თანამდებობის პირი, მათ შორის საქართველოს პარლამენტის ყველა წევრი, ვალდებულია ყოველწლიურად წარადგინოს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, სადაც ასახულია თანამდებობის პირის და მისი ოჯახის წევრების საკუთრება, კუთვნილი წილები კომპანიებში, საბანკო ანგარიშები და სხვ. მსგავსი ინფორმაცია საშუალებას იძლევა გავაანალიზოთ, თუ რომელმა კომპანიებმა, ორგანიზაციებმა და ინტერესთა ჯგუფებმა შეიძლება მოახდინონ გავლენა პარლამენტის წევრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ერთმანეთს შეადარა პარლამენტის წევრთა მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციები (განცხადებული წილები სხვადასხვა კომპანიებში) და საჯარო რეესტრის კომპანიების მესაკუთრეების ბაზის ჩანაწერები, რის შედეგადაც გამოავლინა შემთხვევები, როდესაც დეპუტატის მიერ დეკლარაციაში მითითებული კომპანიების სია არასრული იყო.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში პარლამენტის წევრის მიერ მითითებული კომპანია შეიძლება დღეისათვის უკვე აღარ ფუნქციონირებდეს, რადგან კომპანიებს ფუნქციონირების სტატუსის შესახებ ინფორმაციის წარდგენა არ ევალებათ. ასევე, ქვემოთ მოცემული კომპანიების სია არ შეიცავს ინფორმაციას სააქციო საზოგადოებებში პარლამენტის წევრთა წილების შესახებ, რადგან საქართველოს კანონმდებლობით ამ ტიპის კომპანიებს არ ევალებათ მათი მესაკუთრეების შესახებ ინფორმაციის საჯარო რეესტრისათვის მიწოდება.

ლევან ქარდავა (წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატი - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა")

ლევან ქარდავამ 2013 წლის ბოლოს შევსებულ დეკლარაციაში მხოლოდ ერთი კომპანია - შპს "მ.დ. ჯგუფი" მიუთითა. მისი განცხადებით, მას კომპანიისგან მოგება არ მიუღია. დეპუტატის 2012 წლის დეკლარაცია კი საერთოდ არ შეიცავს ინფორმაციას კომპანიებში მისი მონაწილეობის შესახებ.

საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერების მიხედვით, შპს "მ.დ. ჯგუფის" გარდა ლევან ქარდავა შპს "მაგანა-2004-ს" და შპს "გრუპო ვიას" მესაკუთრეა. მას ასევე ეკუთვნის შპს "საქართველოს ინოვაციური ნანო ტექნოლოგიების" 25 პროცენტიანი წილი.

2012 წლის ოქტომბრის შემდეგ საჯარო რეესტრში დაცული ინფორმაციის მიხედვით, ლევან ქარდავამ მისი კუთვნილი კომპანიების ნაწილი გაასხვისა: 2012 წლის 30 ოქრომბრამდე მას ეკუთვნოდა შპს "25 არხის" 50 პროცენტიანი წილი. 2013 წლის მარტში მან გაასხვისა შპს. "ოილ პროში" მისი კუთვნილი 50 პროცენტიანი წილი, ხოლო 2013 წლის ივნისში – შპს. "გეომაგინვესტპრომის" 25 პროცენტიანი წილი.

რევაზ შავლოხაშვილი (წალკის მაჟორიტარი დეპუტატი, "ქართული ოცნება - კონსერვატორები")

რევაზ შავლოხაშვილი თავდაპირველად პარლამენტში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი იყო, თუმცა მოგვიანებით იგი "ქართული ოცნება - კონსერვატორებში" გადავიდა. იგი შპს "საბა 2005–ის" 50 პროცენტიან წილს ფლობს რის შესახებაც არც 2013 წლის მაისის და არც წალკის გამგებლად მუშაობის დროს 2010 და 2012 წლებში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებში არ განაცხადა. 

თამაზ ყაჭეიშვილი (პარლამენტის წევრი, "ქართული ოცნება")

თამაზ ყაჭეიშვილმა 2013 წლის დეკემბერში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში განაცხადა, რომ იგი წილებს ფლობდა ორ კომპანიაში – შპს "ნუგოში" და შპს "სამეგობროში". დეპუტატს არ უხსენებია მისი 25 პროცენტიანი წილის შესახებ შპს "ხარისხში". სამეწარმეო რეესტში არსებული მონაცემების თანახმად, დეპუტატი ასევე ფლობს 5 პროცენტიან წილს შპს "საქართველო-გერმანიის ერთობლივ საწარმო ეკოში". კომპანიის შესახებ ბოლო ჩანაწერი 2010 წლის აგვისტოთი თარიღდება, რის შემდეგაც მან შესაძლოა ფუნქციონირება შეწყვიტა.

თამაზ შიოშვილი (პარლამენტის წევრი, "ქართული ოცნება")

თამაზ შიოშვილი შპს "სპენიშქლეის" 35 პროცენტიანი და შპს "მემორექსის" 30 პროცენტიანი წილის მფლობელია. დეპუტატმა ამის შესახებ 2012 და 2013 წლის ქონებრივ დეკლარაციებში არ განაცხადა.

გიგა ბუკია1 (პარლამენტის წევრი, "ქართული ოცნება")

გიგა ბუკიას შვილი, გიორგი ბუკიაშპს "იუ-სი-ემ"–ის 50%-იანი მეწილეა, რის შესახებაც დეპუტატის 2013 წლის დეკემბრის ქონებრივ დეკლარაციაში ჩანაწერი არ მოიძებნება.  

გოგი ლიპარტელიანი (ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა")

გოგი ლიპარტელიანი 2013 წლის 2 აპრილამდე შპს "ბიოსფერო +"–ის 20 პროცენტიანი წილის მფლობელი იყო, რის შესახებაც მან არც 2012 წლის და არც 2013 წლის მაისში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში განაცხადა. თუმცა დეკლარაციებში დეპუტატმა ჩაწერა მისი მეუღლის მიერ აღნიშნულ კომპანიაში არსებული წილებისა და მისი სხვა კომპანიებში არსებული წილების შესახებ: შპს "სპეროზა", შპს "გამა+", შპს "გამა", შპს "ტრანს-გაზი", შპს EuroStyle XXI.

თამაზ ავდალიანი (პარლამენტის წევრი, "ქართული ოცნება")

თამაზ ავდალიანი 2013 წლის 10 იანვრამდე შპს "ასკო ლტდ"–სა და შპს GeoHolidayTour–ის 50 პროცენტიანი მფლობელი იყო. ამის შესახებ დეპუტატმა არც 2012 წლის და არც 2013 წლის დეკემბერში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში განაცხადა.

ვიქტორ ჯაფარიძე (მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი, "ქართული ოცნება")

ვიქტორ ჯაფარიძე 2013 წლის 7 მარტამდე შპს "სეტის" 50 პროცენტიანი თანამფლობელი იყო, რის შესახებაც მან არც 2013 წლის 17 დეკემბერს და არც 2012 წლის 11 დეკემბერს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში განაცხადა. აღნიშნულ დეკლარაციებში დეპუტატმა განაცხადა სხვა კომპანიის – შპს "ქცია-94"-ის მეწილეობის შესახებ, თუმცა აღნიშნული კომპანიას საქართველოს სამეწარმეო რეესტრში არ იძებნება.

ირინე იმერლიშვილი2 (პარლამენტის ყოფილი წევრი, "ქართული ოცნება")

ირინე იმერლიშვილი, საჯარო რეესტრში არსებული ბოლო – 2012 წლის 19 დეკემბრის ამონაწერის მიხედვით, შპს "მიშოს" 70 პროცენტიანი წილის მფლობელია, რის შესახებაც მან 2012 წლის 21 დეკემბერს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში არ განაცხადა. ამ ბლოგპოსტის გამოქვეყნების შემდეგ ირინე იმერლიშვილმა შეგვატყობინა, რომ მისმა წარმომადგენელმა სახელმწიფო რეესტრში 2012 წლის 19 დეკემბერს წარადგინა განცხადება თანამეწილე რუსუდან მინაძისათვის საკუთარი წილის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ. აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ირინე იმერლიშვილმა მართლაც მიმართა საჯარო რეესტრს განცხადებით წილის დათმობის ხელშეკრულების დარეგისტრირების შესახებ, თუმცა, აღმოჩენილი ხარვეზის გამო, საჯარო რეესტრმა 2012 წლის 20 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება განცხადების წარმოების ვადის დინების შეჩერების შესახებ, ხოლო 2013 წლის 23 იანვარს კი სარეგისტრაციო წარმოება სრულიად შეწყვიტა. ზუსტად ამ ხარვეზის გამო ამონაწერში კვლავაც ფიქსირდება ქალბატონი ირინე იმერლიშვილი წილის მესაკუთრედ.

შედეგად, ირინე იმერლიშვილის მიერ კომპანიაში მისი წილის გასხვისება საჯარო რეესტრის მონაცემებში დაფიქსირებული არ არის. ამ გარემოების შესახებ ინფორმაციის არქონის გამო კომპანიის წილის საკუთრების შესახებ ჩანაწერი დეპუტატმა 2012 და 2013 წლების  ქონებრივ დეკლარაციაში არ გააკეთა.

რამდენიმე დეპუტატმა პარლამენტში არჩევამდე გასხვისებული წილების შესახებ არ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ვალდებულნი იყვნენ ამ ტიპის ტრანზაქციებიდან მიღებული შემოსავალი აესახათ ქონებრივ დეკლარაციაში. ანგარიშვალდებულების მხრივ მსგავსი შემთხვევები ნაკლებად პრობლემატურია, თუმცა ტექნიკურად ისინი საჯაროობის ვალდებულების დარღვევას წარმოადგენს. გარდა ამისა, ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ თანამდებობის პირმა თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში კომპანიების წილები ნდობით აღჭურვილ პირს ან ნათესავს გადასცეს, რათა რეალურ მესაკუთრედ მაინც თვითონ დარჩეს.

გვსურს, მოვუწოდოთ პარლამენტის თავმჯდომარეს, მიიღოს შესაბამისი ზომები და, დეპუტატების ბრალეულობის დადგენის შემთხვევაში, მათ მიმართ განახორციელოს "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტით და პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებები.

თანამდებობის პირთა  მიერ დეკლარაციების შევსება გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს, თუმცა მისი ეფექტური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებდეს კანონის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში ადეკვატურ სანქციებს, რაც ამჟამად, სამწუხაროდ, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის", _ ნათქვამია განცხადებაში.

 

 




 ახალი ამბები
  • ახალი ელექტრონული სერვისების გაცნობის მიზნით, მეწარმეებთან შეხვედრების ციკლი გრძელდება (R)სამეწარმეო რეესტრის დისტანციური სერვისების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIძ) მხარდაჭერით ხორციელდება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებმა სარეგისტრაციის პროცედურებსა და გამარტივებულ ელექტრონულ სერვისების მოხმარებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიიღეს.ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ასევე გაეცნენ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისთვის დანერგილ ინოვაციური სერვისსაც, რომლის საშუალებითაც, შპს-ების პარტნიორებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ელექტრონულად შეუძლიათ პარტნიორთა კრებების მოწვევა/ჩატარება და გადაწყვეტილებების მიღება. მომსახურების მისაღებად საჭიროა როგორც შპს, ისე მისი პარტნიორები პორტალზე: წწწ.მყ.გოვ.გე იყვნენ რეგისტრირებულნი. შეხვედრის მონაწილეებს ელექტრონული ბარათის წამკითხველი სპეციალური მოწყობილობებიც გადაეცათ, რომლითაც ონლაინ სერვისების მოხმარებისას, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის განხორციელებაა შესაძლებელი. ელექტრონული სერვისები, მომხმარებლის დროისა და ფინანსების დაზოგვასთან ერთად, დოკუმენტების უსაფრთხოებისა და ხელმისაწვდომობის ხარისხს ზრდის და ადმინისტრაციული რესურსის ეფექტიან გამოყენებას უზრუნველყოფს. ... ...
  • onoff.ge _ "ლიბერთი ბანკის" მხარდაჭერით შექმნილი ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა (R)onoff.ge _ "ლიბერთი ბანკის" მხარდაჭერით შექმნილი ონლაინ პლატფორმა, საყოფაცხოვრებო მსხვილი და წვრილი ტექნიკის სახლიდან გაუსვლელად შერჩევის, შეძენისა და საკურიერო მომსახურებით სარგებლობის საშუალებას წარმოადგენს. ამ ეტაპზე onoff.ge-ს ონლაინ კატალოგში 100 000-ზე მეტი პროდუქტია განთავსებული და 100-ზე მეტი მაღაზიის შეთავაზების გაცნობაა შესაძლებელი. Onoff.ge –ზე საკუთარი პროდუქციის დამატება შეუძლია ნებისმიერი ტიპის და ზომის კომპანიას, რომელიც მობილური ტელეფონების, აქსესუარების, კომპიუტერული ტექნიკის, ასევე მსხვილი თუ წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის იმპორტს და გაყიდვას ახორციელებს. პროექტის წარმატებით გაშვება Onoff.ge-ს გუნდის გარდა, კომპანია Wandio-ს და ლიბერთის IT დეპარტამენტისა და ინფორმაციული უსაფრთხოების გუნდის აქტიური თანამშრომლობის შედეგია. მათ მიერ შეიქმნა უსაფრთხო და სანდოობის მაღალი ხარისხით გამორჩეული ვებ პლატფორმა, რომელიც სრულიად აკმაყოფილებს უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს. ლიბერთის ციფრული ბიზნესის ხელმძღვანელის, ნინო კვიჟინაძის განმარტებით: „Onoff.ge - აერთიანებს ბაზარზე არსებული ტექნიკის მაღაზიების შეთავაზებებს ერთიან ონლაინ სივრცეში. მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ მსხვილი და წვრილი ტექნიკით მოვაჭრეს საშუალება აქვს გამოიყენოს ჩვენი პლატფორმა საკუთრი ბიზნესის განვითარებისა და ონლაინ გაყიდვების ზრდისთვის. Onoff.ge-ს დახმარებით მომხმარებელს შეუძლია სხვადასხვა მაღაზიაში, მისთვის სასურველი პროდუქტის საბაზრო ღირებულების მიხედვით არჩევა, ფასებისა და ტექნიკური მახასიათებლების შედარება და შეძენილი ნივთის ერთი ამანათით საქართველოში ნებისმიერ ლოკაციაზე უფასოდ მიღება. საფასურის გადახდა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კურიერთან პოს-ტერმინალის ... ...
  • „ბეგის დღეები“ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაშითბილისში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში „ბეგის დღეები“ აღინიშნა. ცნობისთვის, ბეგი მამალაძის დაღუპვიდან 4 წელია გასული. ის 2015 წლის 25 მაისს  სისასტიკემ, გაუტანლობამ, გულქვაობამ და გულგრილობამ შეიწირა, თუმცა, მან მისი შემოქმედების ირგვლივ არაერთი ახალგაზრდის გაერთიანება  და საზოგადოების მახსოვრობასა და გულში ადგილის დამკვიდრება გარდაცვალების შემდეგაც შეძლო. ღონისძიებაში, რომელიც 3 დღე გაგრძელდა მონაწილეობა 32-ე და 69-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, ასევე,  ჩუღურეთის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის თეატრალებმა მიიღეს. ტექნიკური ხარვეზის გამო კი 55-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების სპექტაკლი, რომელიც ბეგი მამალაძის „ჩემი სოფელის“ მიხედვით უნდა დადგმულიყო, პროგრამიდან მოიხსნა. მოსწავლეებმა ბეგი მამალაძის ხსოვნას მიუძღვნეს  ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „წვიმად მოვალ და ერთი ძაფი მეც ვიქნები საუკუნო ქსოვაში". მათ წაიკითხეს ლექსები და ნაწყვეტები ბეგი მამალაძის შემოქმედებიდან, გარდა ამისა, 69-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას შესახებ ფილმი აჩვენეს. ცნობისთვის, მერაბ კოსტავა  1989 წლის 13 ოქტომბერს საეჭვო ვითარებაში დაიღუპა და მის შესახებ ფილმის წარდგენა სწორედ კოსტავას გარდაცვალების თარიღს უკავშირდებოდა, აღსანიშნავია ისიც, რომ  პოეტის და საქართველოს ეროვნული გმირის დაბადების თარიღი 26 მაისია, ხოლო ბეგი მამალაძე რადგან 25 მაისს არის დაღუპული, ამიტომაც მერაბ კოსტავას ბეგი მამალაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე ხშირად იხსენებენ. როგორც  ბეგი მამალაძის დედა, მარიკა ზედელაშვილი ამბობს, კოსტავას შესახებ ფილმის ჩვენება იყო სიმბოლური, რადგან დამოუკიდებლობის  დარბაზი მათი სულების უკვდავებას ემსახურება. მომავალი თაობა კი ამ წინაპრების მაგალითებზე უნდა აღიზარდოს. რაც შეეხება ბეგი მამალაძის ხსოვნის დღეებს, ზედელაშვილის თქმით, ბეგის დღეების ჩატარების იდეა გასულ წელს გიორგი კეკელიძესთან შეხვედრისას გაჩნდა. დამოუკიდებლობის დარბაზში 15 ოქტომბრიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით ბეგი მამალაძის ნამუშევრებიც გამოიფინა. მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი დღეები კი ჩუღურეთის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის თეატრალების სპექტაკლითა და აქციით „ნუ მოკლავ“ დასრულდა. როგორც რეჟისორი, ლევან ხაზიური  „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, ბეგი მამალაძის ნაწერების გაცოცხლებით სურთ ადამიანებს დაანახონ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად არაერთი გზა არსებობს, მაგრამ არა მკვლელობა. „ახალგაზრდა ადამიანის სიკვდილი ძალიან მტკივნეულია, განსაკუთრებით, ასეთი გმირი დედისთვის, რომელიც ასე მყარად დგას და პირადად მე მიკვირს,  საიდან გამონახა ამდენი ძალა ამ ქალბატონმა. რაც შეეხება ღონისძიებას,  გავაცოცხლეთ ბეგი მამალაძის არაჩვეულებრივი და საკმაოდ სიღრმისეული ნაწერები, პატარა მინიატურები. გვინდა, დავანახოთ მომავალ თაობას და ზოგადად ნებისმიერ ადამიანს, რომ არ უნდა მოკლა, რადგან გამოსავალი არსებობს ძალიან ბევრი და დაბალი დონე არის ერთი ადამიანის მიერ მეორე ადამიანის სიცოცხლის გამოსალმება“,_ ამბობს ხაზიური. რეჟისორის თქმით, მოზარდი ცუდ ნაბიჯს მარტივად დგამს, საითკენაც ხშირ შემთხვევებში მშობელთან არამეგობრული ურთიერთობა და კომუნიკაციის არ ქონა უბიძგებს. „პრობლემა უმეტესად მოდის მშობელს და მოზარდს შორის არამეგობრული დამოკიდებულებიდან, კომუნიკაციის არ ქონიდან.  როცა მოზარდი იგებს, რომ დედა ან მამა ეწინააღმდეგება,  უკვე ქვეცნობიერად აკეთებს ცუდს და ცუდ ნაბიჯს დგამს. არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო.  ალბათ,  თვითონ ოჯახში უნდა ვიფიქროთ როგორ აღვზარდოთ, სკოლებში უნდა იყოს პედაგოგიკა, აღმზრდელობითი საუბრები ასეთი ასაკის მოზარდებთან, როცა ძალიან მარტივია ცუდი ნაბიჯის გადადგმა“,_ ამბობს ... ...
  • თეთრიწყაროში დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართათეთრიწყაროში დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართა. ფორუმის მიზანს, ადგილობრივი სამუშაოს მაძიებლების პროფესიული გადამზადების კოლეჯებთან და დამსაქმებლებთან დაკავშირება, ხოლო დამსაქმებლებისთვის ახალი კვალიფიციური კადრების მოძიება წარმოადგენდა.   ღონისძიებაში პროფესიული განათლების 11 კოლეჯმა და 23-მა მსხვილმა კომპანიამ, მათ შორის,   ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი და RDFG-ის ხელშეწყობით განხორციელებული სოფლის განვითარების პროექტების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.  დამსაქმებლებმა სამუშაოს მაძიებლებს 300-მდე აქტიური ვაკანსია შესთავაზეს.  RDFG-ის თავმჯდომარემ ვანო გრიგოლაშვილმა ფორუმის მონაწილებს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი დასაქმების ხელშეწყობისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ კი, დასაქმების თანამედროვე გამოწვევებზე, სახელმწიფო სტრატეგიასა და პროგრამებზე ისაუბრა. გარდა ამისა, სხვადასხვა სფეროში დასაქმებულმა წარმატებულმა ადამიანებმა, ფორუმის მონაწილეებს თავიანთი ისტორიები გაუზიარეს, თუ როგორ შეიძლება  გახდე კონკურენტუნარიანი შრომის ბაზარზე. ღონისძიების მიმდინარეობისას,  ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსების 30 უფასო ვაუჩერი გათამაშდა. გამარჯვებულებმა  პროფესია  საკუთარი ინტერესების შესაბამისად შეარჩიეს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ევროკავშირის პარტნიორი ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მიერ ხორციელდება. პროექტი, მიზნად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს, რაც ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვითა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლების ჩართვის მეშვეობით მიიღწევა. ამ მიზნით, RDFG თანამშრომლობს აგრო-ტექონოლოგიების ასოციაციასთან (ATA) და ლიეტუვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ქსელთან (VVGT). ევროკავშირი საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს უწყობს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის ფარგლებში. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან, 179.5  მილიონი ევროს ბიუჯეტით ხორციელდება და მის მიზანს სოფლად სიღარიბის შემცირება წარმოადგენს. პროგრამა ეხმარება საქართველოს მთავრობას, ასევე, ადგილობრივ თემებთან მომუშავე არასამთავრობო ... ...
  • “მინდა წესიერად და ადამიანურად მოიქცნენ“ - რა ხდება ფანჩატურში“ვიცი, თქვენ დაწერეთ, რომ ქალაქ ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მდებარე ფანჩატურიდან  ორი სკამი  და ერთი მაგიდა აიღეს. ახლა  დგას და ნახეთ, რა მ დგომარეობა არის. საშინელება ხდება და სიბინძურეა, ამას აკეთებს ახალგაზრდობა და ძალიან მტკივა გული. არ გეუბნები ამას ნიშნის მოგებით, მინდა წესიერად და ადამიანურად მოიქცნენ.“ - თქვა “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ერთ-ერთმა ადგილობრივმა. ოზურგეთში, ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მდებარე ფანჩატურში და მის ირგვლივ მართლაც ისეთი მდგომარეობა, რომლის ნახვა განწყობას გაგიფუჭებს. ამავე თემაზე: http://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/davisvenet-kalak-ozurgetshi-panchaturidan-skamebi-da-magida-aighes ... ...

არქივი

ზაფრანი

რამდენიმე რჩევა ბავშვის მოვლის შესახებ

როგორ დაიჭიროთ ბავშვი ხშირად მშობელს...

როგორ მოვიშოროთ ნეგატიური ენერგია?

სალბი ( სამკურნალო მცენარე) შორეულ...

ჰოლივუდელების საყვარელი წიგნები

ბრიუს უილისის რჩეული წიგნია, ჰეროდოტეს...

ყველაზე მომხიბლავი ქერა მსახიობები

ქერა თუ შავთმიანი? სხვადასხვა გამოკვლევებით...

ერთ დროს უსახლკარო ვარსკვლავები

თინეიჯერულ ასაკში ჯიმ ქერი ოჯახთან...

კოკა-კოლას სასარგებლო თვისება

დღესდღეობით თითქმის ყველამ იცის კოკა-კოლას...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...