მეგის ქარდავა სერგო თეთრაძის წამების ეპიზოდში გამართლდა


მთავარი თემა

მეგის ქარდავა სერგო თეთრაძის წამების ეპიზოდში გამართლდა

27 იან. 2014, 18:54:38

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის - მეგის ქარდავას, სად-ის №8 საპყრობილის ყოფილი დირექტორის - ალექსანდრე მუხაძისა და შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, დეტექტივების სამმართველოს ყოფილი უფროსის - კოხტა კოდუას მიმართ; ასევე ბრალდებულების: სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსის - ოლეგ ფაცაციას, ამავე დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ყოფილი უფროსის - ვიქტორ ყაჭეიშვილის, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი ინსპექტორის - სერგო ბიწაძის მიმართ; ასევე: თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო დეპარტამენტის უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის - თორნიკე გუნავას, თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის ყოფილი ინსპექტორ-გამომძიებლების - მამუკა წურწუმიას, მერაბ მეტრეველის, ალექსანდრე კუჭუაშვილის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის მონიტორინგისა და კონტროლის სამსახურის ყოფილი უფროსის ზვიად კაპანაძის, ამავე სამსახურის ყოფილი ინსპექტორის რატი მგელაძისა და შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს ყოფილი ინსპექტორ - გამომძიებლის გიორგი სამუშიას მიმართ.

საქმის არსებითად განხილვისას, ბრალდებულებმა თავი არ სცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში.

სასამართლო სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებებით და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი დაადგინა.

განაჩენის თანახმად: ბრალდებულები - რატი მგელაძე, მერაბ მეტრეველი, ალექსანდრე კუჭუაშვილი, მამუკა წურწუმია და გიორგი სამუშია სრულად გამართლდნენ წარდგენილ ბრალდებებში.

ბრალდებულები: ზვიად კაპანაძე, სერგო ბიწაძე , ალექსანდრე მუხაძე, ოლეგ ფაცაცია და ვიქტორ ყაჭეიშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო ყველა წარდგენილ ბრალდებაში. ზვიად კაპანაძეს და სერგო ბიწაძეს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, ხოლო ალექსანდრე მუხაძეს, ოლეგ ფაცაციას და ვიქტორ ყაჭეიშვილს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით და საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 3 (სამი) წლის ვადით.

რაც შეეხება, თორნიკე გუნავას და კოხტა კოდუას, ისინი უდანაშაულოდ იქნენ ცნობილნი: დაზარალებულ გიორგი ჩიკვატიას მიმართ განხორციელებული დამცირების, იძულების, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენების ბრალდებაში და ასევე, ძალადობით ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებაში; ამასთან, თორნიკე გუნავას ძალადობით ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება, გადაუკვალიფიცირდა - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე; თორნიკე გუნავა და კოხტა კოდუა ცნობილნი იქნენ დამნაშავედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისათვის და მათ საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრათ თითოეულს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;

მეგის ქარდავა უდანაშაულოდ იქნა ცნობილი დაზარალებულ ს. ჩაპლიგინის წამების ეპიზოდში, დაზარალებულ ს. თეთრაძის სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ორგანიზებისა და წამების ორგანიზების ეპიზოდებში, ასევე დამცირებასა და იძულებაში, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებაში და ძალადობით ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთაში (დაზარალებულ გიორგი ჩიკვატიას ეპიზოდში); მასვე, ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება, გადაუკვალიფიცირდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე; მეგის ქარდავას მიმართ გამატყუნებელი განაჩენი დადგა დაზარალებულების: დ. ლონდარიძისა და გ. გორელაშვილის წამების ეპიზოდებში და დაზარალებულ გიორგი ჩიკვატიას მიმართ განხორციელებული თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებაში, ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში; მეგის ქარდავას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით და საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა 3 (სამი) წლის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპალაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით. გარდა ამისა, მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს განაჩენი გაასაჩივროს ერთი თვის ვადაში დაპატიმრებიდან, ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან, ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.




 ახალი ამბები
  • თოვლი, ლიპყინული და ზვავსაშიშროება _ როდიდან შეიცვლება ამინდი საქართველოშისაქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაეცემა , _ ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი - 19-20 იანვარს, უმეტესად თოვლის სახით, მთაში ზოგან ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე მოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება. 19-22 იანვარს ღამის საათებში კოლხეთის დაბლობზე ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლებელია ციტრუსები, განსაკუთრებით ლიმონის ნარგავები ... ...
  • მარინა ენდელაძე: ეს ერთადერთი გამოსავალიამსოფლიოში არცერთი ეპიდემია არ დამარცხებულა ვაქცინაციის გარეშე, შეუძლებელია ადამიანებმა მუდმივად რეგულაციების ქვეშ ვიცხოვროთ, ამდენად ერთადერთი საიმედო გამოსავალი - ვაქცინაციაა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ვაქცინაცია იქნება პირველ კვარტალში და პირველ ეტაპზე მცირე დოზა. „როგორც ვიცი, ქვეყანა ემზადება, რომ შემდეგ ვაქცინაცია მასიურად მოხდეს. პირველ რიგში რისკჯგუფები აიცრებიან. ვაქცინაცია ინფიცირებულთა შემთხვევებს შეამცირებს, მაგრამ პარალელურად, ჯერჯერობით, ისევ რეგულაციების დაცვა მოგვიწევს“, - განაცხადა ... ...
  • საქართველოს საავტომობილო გზების ზოგიერთ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდასაქართველოს საავტომობილო გზების ზოგიერთ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდა, _ ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს: "რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ125-კმ157 (მელე-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე გზის კმ89-კმ125 (ლენტეხი-მელე) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - წერია განცხადებაში. ცნობისთვის, მოძრაობა განახლდა ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე - ამ დროისთვის, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ... ...
  • ხვალ დიდ ქალაქებში, ასევე, აჭარაში სკოლებში მეორე სემესტრი დისტანციურ ფორმატში განახლდებახვალ, 18 იანვარს სასწავლო პროცესი დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით დაიწყება ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ფოთი, მარნეული და გარდაბანი. აჭარისავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს ასევე გააგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ის სკოლები, სადაც მეორე სემესტრი საკლასო ოთახებში განახლდება, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სრულად უზრუნველყვეს პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით. გარდა ამისა, სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში გაგრძელდება პირველ სემესტრში აპრობირებული მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების განხორციელების პროცესს განათლების სამინისტრო სისტემატიურად დააკვირდება და განახორციელებს სკოლების მონიტორინგს. სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად, დისტანციური სწავლების მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი რესურსის „ტელესკოლის“ მეორე სემესტრის საგაკვეთილო პროცესიც გაგრძელდება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი 18 იანვარს 9:00 საათიდან განახლდება. „პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოში მოქმედ სამ მობილურ ოპერატორთან - სს „სილქნეტთან“, შპს „მაგთიკომთან“ და შპს „ვიონი საქართველოსთან“ (ბრენდი „ბილაინი“) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი, რის საფუძველზეც საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები ივნისის ბოლომდე შეღავათიანი მობილური ინტერნეტ პაკეტით ისარგებლებენ. მობილური ინტერნეტ პაკეტის შეღავათიან ტარიფს ასევე მხარი დაუჭირა საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ“ - აცხადებენ განათლების სამინისტროში. დისტანციური სწავლების გამოწვევებისა და ტექნიკური საჭიროებების შესაბამისად, ინტერნეტ პროვაიდერები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს20 GB მობილურ ინტერნეტპაკეტს 10 ლარად შესთავაზებენ, რაც სტანდარტულ ღირებულებასთან შედარებით 2,5-ჯერ ნაკლებია. დარგის ექსპერტების რეკომენდაციით, 20GB საკმარისი ოდენობაა ერთი თვის განმავლობაში ონლაინ გაკვეთილებზე დასასწრებად და ინტერნეტ რესურსების ... ...
  • პანკისის ხეობაში 40 წლამდე კაცი მოკლეს - ერთმანეთს ნათესავები დაუპირისპირდნენპანკისის ხეობაში ნათესავებს შორის  ურთიერთშელაპარაკება მკვლელობით დასრულდა - მოკლულია 40 წლამდე კაცი. შემთხვევა ცოტახნის წინ მოხდა. სავარაუდო დამნაშავეს, გავრცელებული ინფორმაციით, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. წყარო: მთავარი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....