სააკაშვილის წერილი უკრაინაზე ამერიკულ გამოცემაში

მთავარი თემა

სააკაშვილის წერილი უკრაინაზე ამერიკულ გამოცემაში

28 იან. 2014, 11:06:12

"მიხეილ სააკაშვილი 
27 იანვარი, 2014 წელი

უკრაინული პროტესტის სატელევიზიო ახალ ამბებში გაშუქება შესაძლოა მაყურებელს უქმნიდეს განცდას, რომ წარსულიდან გამოკრთის ახალი არეულობა, ისედაც მოუსვენარ სამყაროში. ჩვეული ატრიბუტებიც სახეზეა – ქუჩის საპროტესტო აქციები, მოლოტოვის კოქტეილი და პოლიციის ძალადობა. მაგრამ აქციის მონაწილეები არ გვანან სხვა ქვეყნის დემონსტრანტებს, რომლებსაც სოციალური მოთხოვნები აქვთ ან კორუფციული მმართველობის წინააღმდეგ გამოდიან. უკრაინაში ნოემბერში დაწყებული პროტესტი, რომელსაც ბოლო დღეეებში ძალადობა მოემატა - არის 21-ე საუკუნის პირველი გეოპოლიტიკური რევოლუცია, რომლის მომსწრეებიც ჩვენ ვართ.

ცეცხლოვანი ხაზი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში ათასობით მომიტინგესა და იანუკოვიჩის რეჟიმის პოლიციას ყოფს, არის გამყოფი ზოლი ორ იდეოლოგიას, მსოფლიოს ორ ხედვასა და ცხოვრების ორ არჩევანს შორის: დამოუკიდებლობა და დასავლური დემოკრატია თუ ვლადიმერ პუტინის რეჟიმი.

ბოლო წლებში ვლადიმერ პუტინმა საკუთარ თავს უფლება მისცა ჩაეთვალა, რომ აშშ და ევროპა ჩაფლული არიან მსოფლიოს სხვა კრიზისებში. იგი განსაკუთრებით გაძლიერდა იმ წარმატებით, რომელსაც მიაღწია სომხეთსა და საქართველოში, ისევე როგორც თავად უკრაინაში, სადაც 2010 წელს განდევნა ნარინჯისფერი რევოლუციის შედეგად ფორმირებული, მისთვის საძულველი მთავრობა. პუტინი დარწმუნებული ჩანდა, რომ დასავლეთს საბოლოოდ ხელიდან გამოაცალა პოსტ-საბჭოთა რეგიონი, რომელიც მის ბუნებრივ სამფლობელოდ მიაჩნია. 

ბატონი პუტინისთვის, თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, უკრაინის მთავრობის მიერ ნოემბერში ბოლო წამს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების არმოწერაც კი, მისი გეოპოლიტიკური თამაშის ტრიუფად წარმოჩნდა, მაგრამ გაუთვალისწინებელი ფაქტორი ჩაერთო - უკრაინელი ხალხის ლტოლვა იცხოვრონ დემოკრატიულ, ღია და ევროპულ საზოგადოებაში, რომელსაც სუფთა მთავრობა მართავს. 

რასაც რუსეთისა და მისი მეზობელი ქეყნებისთვის ბატონი პუტინი განასახიერებს, ფესვებს ძველ "კგბ"-ში ჰპოვებს, რომელიც რუსეთში არსებულ ყველა პოლიტიკურ თუ პარტიულ ჯგუფზე ძლიერი ძალა. "კგბ"-ს სიძლიერე დამყარებული იყო ტყუილზე, ძალადობასა და ცინიზმზე, რომელიც არსებული რუსული რეჟიმის დამახასიათებელ ნიშნად იქცა. კრემლის თვალთახედვით, რუსეთს არ აქვს საზღვრები; მას აქვს მხოლოდ პერიფერიები, რომლებიც სამუდამო კორუფციით, ქაოსითა და წარუმატებლობით იქნებიან მოცულები და ვერასოდეს შეძლებენ შექმნან საკუთარი, ქმედითი, დემოკრატიული სახელმწიფო. კრემლის შეხედულებით თუ ისინი იქნებიან ისეთივე არაეფექტური, როგორიც თავად არის, მხოლოდ რუსეთს შეეძლება კვლავაც მათი მართვა. 

უკრაინული ჰიმნი, რომელსაც პროტესტის მონაწილეები ამ დღეებში მხურვალედ მღერიან, ამ სტროფს შეიცავს: "მოდი დავუმტკიცოთ ყველას, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ საკუთარი ბედის განმკარგველები." აი, სწორედ ამას აკეთებდნენ ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინელები, აღმოსავლეთ ევროპის რეკორდულ სიცივეში. 

რასაც ისინი ეძებენ არის თავისუფლება აირჩიონ მათი ცხოვრების წესი. გასულ თვეში, როდესაც მე კიევში ვიყავი, შევხვდი ოპოზიციის მთავარ ლიდერს, ვიტალი კლიჩკოს. ჩვენ მთელი ღამის განმავლობაში განვიხილავდით არა იმდენად აქციებს, რამდენადაც თავად უკრაინის მომავალს. ბატონ კლიჩკოს, სურს ისწავლოს ქართული მაგალითიდან, ჩემი პრეზიდენტობის დროიდან, თუ როგორ უნდა დამარცხდეს კორუფცია და ნეპოტიზმი, როგორ უნდა მოხდეს სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმირება და აშენდეს ისეთი უკრაინა, როგორზეც იგი ოცნებობს. 

ვიტალი კლიჩკოს დიდი ხანია ვიცნობ და შემიძლია დავადასტურო, რომ ყოფილი მსოფლიო კრივის ჩემპიონი მძიმე-წონით კატეგორიაში, ამავე დროს, არის მოაზროვნე და სწრაფად მზარდი პოლიტიკოსი. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ მას აქვს სუფთა წარსული, რაც უკრაინულ პოლიტიკაში იშვიათი მოვლენაა. დეკემბერში, როდესაც ჩვენ შევხვდით, განსაკუთრებით განცვიფრებული დავრჩი მისი მასშტაბური ხედვით, რომელიც მთელი ქვეყნის დემონსტრანტთა მისწრაფებებს ასახავს.
კიევში მომავალი გადაწყვეტილია. დემონსტრანტთა ტრიუმფი საბოლოო დაღს დაასვამს პუტინის ოცნებას რუსეთის იმპერიის აღდგენასთან დაკავშირებით. მათი დამარცხება კი ევროპული გავლენისა და ღირებულებების უდიდეს უკუსვლას ნიშნავს; ამერიკის შესაძლებლობები კი, რომელიც რეგიონში, ისედაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, გაქრება. ეს პუტინმა იცის. ეს მამაცმა უკრაინის მოქალაქეებმა იციან. 

ამიტომაც არის, რომ 2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუციისგან განსხვავებით, ამჯერად ქუჩებში სისხლი დაიღვარა. პოლიციამ დემონსტრანტები მოკლა, ღიად და დაუფარავად ჩაიდინა წამება, ხშირია ცნობები აქტივისტთა გაუჩინარებასთან დაკავშირებით. დასავლური ქვეყნების მხრიდან შეშფოთების გამოხატვა საკმარისი არ არის. საკმაოდ კარგად ვიცნობ ვლადიმერ პუტინს და ამიტომ ვიცი, რომ ამ სადამსჯელო ღონისძიებების უკან იგი დგას, ისევე როგორც მისი ხელი ურევია ბაშარ ალ-ასადის მიერ მოწყობილ მასობრივ ხოცვასა და ირანის ატომური იარაღის პროგრამაში. დროა რომ პასუხისმგებლობა დაეკისროს ნათლიმამას და არა მხოლოდ მისი კლანის წევრებს. კრემლი არის საფუძველი ყველა პრობლემის, რაც დავალეთს ტანჯავს. 

ამ დღეებში უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლმა, პატრიარქმა ფილარეტმა ხმამაღალი განცხადება გააკეთა ერთ-ერთი ინციდენტის შესახებ, რომელმაც მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო. უკრაინელი კაზაკი დემონსტრანტი თავზეხელაღებულმა პოლიციამ დააკავა, სცემა, ტანსაცმელი შემოახია და დაამცირა, შემდეგ კი აიძულა ყინვაში შიშველი დამდგარიყო. პატრიარქი ფილარეტის თქმით, სწორედ ეს შიშველი კაზაკი არის უკრაინის სიმბოლო: გაშიშვლებული, ნაწამები, მაგრამ მიუხედავად ამისა ამაყი და ღირსებით აღსავსე, რომელიც არ ნებდება სასტიკ ძალას. 

დემოკრატიულმა სამყარომ ეს კაზაკი სიცივეში გარეთ არ უნდა დატოვოს. ახლა მოქმედების დროა. და რა შეიძლება გაკეთდეს? დასავლეთმა უკვე დაგმო იანუკოვიჩის ძალადობრივი ქმედებები, მაგრამ მხოლოდ სიტყვები არ კმარა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა სანქციები უნდა დააკისრონ უკრაინის ხელისუფლებასა და მის მხარდამჭერ ოლიგარქებს - სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა ძალადობრივ ქმედებებზე. ეს სანქციები უნდა მოიცავდეს სავიზო მიმოსვლის აკრძალვებსა და უცხო ქვეყნის საბანკო ანგარიშების გაყინვას; ოპოზიციის ლიდერები, მათ შორის კლიჩკო უნდა მიიწვიონ მაღალი რანგის ვიზიტებზე ვაშინგტონსა და დასავლეთის სხვა დედაქალაქებში; ამასთანავე მოსკოვმა პირდაპირი გაფრთხილება უნდა მიიღოს, რომ შეწყვიტოს უკრაინის საქმეებში ჩარევა. 

1991 წლის აგვისტოში უფროსი პრეზიდენტი ჯორჯ ბუშის სიტყვა, რომელსაც "კიევური კოტლეტი" უწოდეს, მიმართავდა უკრაინასა და საბჭოთა რესპუბლიკებს არ ებრძოლათ დამოუკიდებლობისა და დასავლეთთან ინტეგრაციისათვის. ახლა კი, ორი ათწლეულის შემდეგ, დასავლეთმა კვლავაც არ უნდა გააჟღეროს მსგავსი გზავნილი იმ ხალხის მიმართ, რომელმაც წარმოაჩინა დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა. სასწორზე ძალიან ბევრი რამ დევს. იმედი ვიქონიოთ, რომ ვაშინგტონი, პარიზი, ბრიუსელი, ბერლინი და ლონდონი უდიდესი ყურადღებით მოეკიდებიან ამ ფაქტს სანამ ჯერ კიდევ გვიანი არ არის 

მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი 2004-2013 წლებში და ტაფტის უნივერსიტეტის ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელე."




 ახალი ამბები
  • დაბა გომისმთაზე მეორე დღეა სატვირთო მანქანებს არ უშვებენორი დღეა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური და ადგილობრივი სამართალდამცავები დაბა გომისმთაზე, სატვირთო მანქანებს, რომლითაც სამშენებლო მასალები ააქვთ, არ უშვებენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ „საქართველოს კანონის შესაბამისად, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ მიმდინარე თვიდან დაბაში იწყებს მიწების სისტემურ რეგისტრაციას. გაფრთხილებთ, აღნიშნული პროცედურების დასრულებამდე თავი შეიკავოთ გომისმთის მიმართულებით სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებისგან მშენებლობების განხორციელების მიზნით! წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები“. ინფორმაციისთვის, ბოლო ორი წელია დაბა გომისმთაზე  უკანონო მშენებლობები ... ...
  • დღეს თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდებააშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მთაწმინდიდან ფოიერვერკებს გაუშვებენ, თბილისის ანძა კი აშშ-ის დროშის ფერებში განათდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. „რთული წარმოსადგენია აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე ფეიერვერკების გარეშე, ეს ორასზე მეტი წლის ტრადიციაა. ხვალ 4 ივლისია და ჩვენი დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავის აღსანიშნავად 22:00 საათზე მთაწმინდის პარკიდან ფეიერვერკებს გავუშვებთ. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას, რომ გვიერთდება ამ ზეიმში და თბილისის ანძას ამერიკის დროშის ფერებში აანთებს“, - წერს ... ...
  • ოზურგეთის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის პროდუქტების გადაცემის მესამე ეტაპი დაიწყოდღეს დაიწყო და ორშაბათს დასრულდება ოზურგეთის საბავშვო ბაღებში პროდუქტების დარიგება. ა(ა)იპ“ ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ დირექტორის, მაკა ჭყონიას თქმით, მესამე ეტაპზე ბაღებში რეგისტრირებული ყველა ბავშვი მიიღებს ბურღულეულს, ბრინჯს, შაქარს, კარტოფილს, ორცხობილას და ზეთს. პროდუქტები 2646 აღსაზრდელისთვის არის ... ...
  • "არ არის აუცილებელი გარე პერიმეტრზე აბიტურიენტის მთელი ოჯახით გულშემატკივრობა"არ არის აუცილებელი აბიტურიენტების გულშემატკივრების დიდი თავშეყრა გამოცდის გარე პერიმეტრზე, ნუ შევიკრიბებით, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა. ამასთან, ამირან გამყრელიძემ აბიტურიენტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათთვის ყველა საჭირო პირობა იქნება შექმნილი. „აბიტურიენტებს მივმართავ, იყვნენ მშვიდად. მათთვის იქნება ყველა პირობა შექმნილი, ყველანაირი კომფორტი, რომ მშვიდ ვითარებაში ჩააბარონ ტესტი. მშობლებს და გულშემატკივრებს მივმართავ რეკომენდაციით - მიღებულია საქართველოში, რომ ვგულშემატკივრობთ ხოლმე აბიტურიენტებს, მიდის მთელი ოჯახი, არიან თავშეყრილი და ელოდებიან. არ არის ეს აუცილებელი. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არის დისტანცირება და ჯგუფურად ნუ შევიკრიბებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. შეკითხვაზე, არის თუ არა რისკები მაქსიმალურად დაზღვეული, რომ ეპიდვითარება საგრძნობლად არ გაუარესდეს, რადგან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, თითქმის, ერთი თვის განმავლობაში, ერთ სივრცეში ადამიანთა საკმაოდ დიდი ნაკადი იქნება თავმოყრილი, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ გამოცდებზე რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. „ეროვნული გამოცდები პანდემიის პერიოდში არის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება და ამიტომ, სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური ჯგუფი ორი თვის განმავლობაში მუშაობდა, რომ ყველა ნიუანსი ყოფილიყო გათვალისწინებული, რათა ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთი მხრივ, კომფორტულ ვითარებაში დაწერონ საგამოცდო ტესტები და მეორე მხრივ, მაქსიმალურად იყოს დაზღვეული უსაფრთხოება, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით. ვფიქრობ, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. მოგეხსენებათ, მედიცინაში აბსოლუტური არაფერია, მაგრამ ვფიქრობ, იმ მიდგომით, მეთოდოლოგიით და რისკების გათვალისწინებით, რითაც ეროვნული გამოცდები ჩატარდება, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი“, - განაცხადა გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძის განმარტებით, თუ აბიტურიენტს რესპირაციული სიმპტომები გამოცდის პერიოდში, პირველი ან მეორე გამოცდის შემდეგ გამოუვლინდა, მას საშუალება მიეცემა, ტესტი იზოლაციის პირობებში დაამთავროს, შემდეგ გამოიკვლევა და თუ კოვიდ ინფექცია დადგინდა, შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი, ხოლო მასთან შემხებლობაში მყოფი ყველა აბიტურიენტს და ზედამხედველს კარანტინში გადაიყვანენ და ლაბორატორიულად ... ...
  • ზურაბ ნასარაია: "მსურს ჩემი გულწრფელი მილოცვა გადავცე აშშ-ს ელჩს და სრულიად ამერიკელ ხალხს" (R)სახელმწიფო რწმუნებულმა გურიაში ზურაბ ნასარაიამ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დრე მიულოცა. ამერიკის დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავთან დაკავშირებით, მსურს ჩემი გულწრფელი მილოცვა და საუკეთესო სურვილები გადავცე მის აღმატებულება-ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს და სრულიად ამერიკელ ხალხს! იმედს ვიტოვებ, რომ ამერიკის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება ორივე ქვეყნის სასარგებლოდ. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!" _ განაცხადა ზურაბ ნასარაიამ. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...