რატომ დააკავეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი

მთავარი თემა

რატომ დააკავეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი

2011 აგვ 4 18:24:40

 

პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ტაკიძეს ბრალად ედება 180 000 ლარის მითვისებაში თანამონაწილეობა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის აწ უკვე ყოფილი უფროსისგან, მერაბ კურდღელაშვილისგან დამატებით, ქრთამის _ 20 000 ლარის აღება.

ტაკიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილით წაუყენეს.

რამდენიმე დღის წინ, ოზურგეთის დასუფთავების სამსახურის უფროსი მერაბ კურდღელაშვილი დააკავეს. ოფიციალური განცხადება არავის გაუკეთებია, თუმცა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, პროკურატურამ კურდღელაშვილს ბრალი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში დადო. რამდენიმესაათიანი დაკავების შემდეგ, მერაბ კურდღელაშვილი საპროცესო გარიგებით გამოუშვეს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, კურდღელაშვილი, თავისუფლების სანაცვლოდ, პროკურატურას თანამშრომლობაზე დათანხმდა და სამართალდამცავებს დოკუმენტაციებიც გადასცა. წყაროს თქმით, სწორედ ამ დოკუმენტების საფუძველზე მოხდა გიორგი ტაკიძის დაკავება.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, პროკურატურა ტაკიძის საქმიანობას ამ ეტაპზეც სწავლობს. აღსანიშნავია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ბახმაროს სკანდალშიც იყო გახვეული. იმ ჩინოსნების სიაში, რომლებმაც ბახმაროში მიწები უკანონოდ დაირიგეს, გიორგი ტაკიძის სიდედრის, ზინა სეფერთელაძის გვარიც ფიგურირებდა. გარდა ამისა, გასულ შემოდგომაზე, კორუფციის ბრალდებით მისი ოთხი თანამშრომელი დააკავეს. მაშინ პროკურატურამ ტაკიძის ბრალეულეობის დამადასტურებელი დოკუმენტები ვერ იპოვა. როგორც წყარო ამბობს, მისმა ლობისტებმა გამგებლის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთეს.

ამ ამბებიდან ერთი წლის შემდეგ, გამგებლის დაკავება ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში კომენტარებს ამ დრომდე არ აკეთებენ.

აღსანიშნავია, რომ ტაკიძესთან ერთად, ხელახლა დააკავეს მერაბ კურდღელაშვილი. საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საქმიანობის შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ დასუფთავების სამსახურის უფროსმა მერაბ კურდღელაშვილმა, 2010-2011 წლებში ბიუჯეტიდან მიღებული 1 100 000 ლარიდან 180 000 ლარი მიითვისა. პროკურატურას არ განუმარტავს, თუ რატომ გაუფორმეს საპროცესო გარიგება რამდენიმე დღის წინ კურდღელაშვილს და რა მიზეზებმა გამოიწვია მისი ხელახალი დაკავება.

_ გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ მერაბ კურდღელაშვილს სამსახურებრივ მფარველობას უწევდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ტაკიძე. გამოძიება გრძელდება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, გიორგი ტაკიძეს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება, _ აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში.

გიორგი ტაკიძე გურიის გუბერნატორის, ვალერი ჩიტაიშვილის კადრად მოიაზრება. მასვე თანამდებობრივად ავალია გურიის მუნიციპალიტეტებში საბიუჯეტო პროცესების მართლზომიერების ზედამხედველობა. ჩიტაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ სამწუხარო ფაქტი მოხდა:

_ ძალიან სამწუხარო ამბავია. ამ ეტაპზე კონკრეტულ დეტალებზე საუბარი არ შემიძლია, რადგან გამოძიება მიმდინარეობს. მოგვიანებით, როცა ყველაფერი გაირკვევა ვრცელ კომენტარს გავაკეთებ, _ გვითხრა ჩიტაიშვილმა.

რეგიონული განვითარების და ინფრასტურქტირის მინისტრმა, რამაზ ნიკოლაიშვილმა, ტაკიძის დაკავებასთან დაკავშირებით, “გურია ნიუსთან” ასეთი კომენტარი გააკეთა:

_ ვინც ხალხის ფულში ხელის ფათურს დაიწყებს, ყველა დაისჯება. არ აქვს მნიშვნელობა რა რანგის ჩინოვნიკი იქნება და ვინ იქნება მისი მფარველი. პირადად ვარ დაინტერესებული, რომ მაქსიმალურად დაისაჯონ ის პირები, რომლებიც ამ საქმეში ფიგურირებენ. არსებობს უდანაშაულობის პრეზუმპცია და ამის გათვალისწინებით, მოვერიდები წინასწარი განცხადებების გაკეთებას. გეტყვით მხოლოდ ერთს, რომ ამ ქვეყანაში დანაშაულის ჩამდენი არც ერთი პირი დაუსჯელი არ დარჩება, _ გვითხრა ნიკოლაიშვილმა.

მინისტრის განცხადებით, არ არის გამორიცხული, გამოძიების პროცესში დანაშაულში მონაწილე სხვა პირებიც გამოვლინდნენ. ჩვენს კითხვაზე, დადგება თუ არა გუბერნატორის პასუხისმგებლობის საკითხი, ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ მისი წილი პასუხისმგებლობა ჩიტაიშვილისაც აკისრია:

_ ცხელ გულზე კომენტარების გაკეთება არ არის მართებული. თუმცა, მიმაჩნია, რომ გარკვეული წილი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ვალერი ჩიტაიშვილსაც აკისრია. სხვა თუ არაფერი, მისი რაიონის გამგებელი ქრთამის აღებასა და ბიუჯეტის თანხების მითვისებაშია ეჭვმიტანილი, _ აღნიშნა ნიკოლაიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ჩიტაიშვილის გუბერნატორობისას, ეს მეოთხე სერიოზული სკანდალია. გასულ წელს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მმართველი ფრაქციის თავმჯდომარე, შოთა სირაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულეს. სირაძე დღემდე მიმალვაშია და მისი ადგილსამყოფლის დამდგენს, შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯილდოდ 5 000 ლარს პირდება. სირაძეს გამოძიება დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს. ე.წ. ბახმაროს სკანდალმა უკვე შეიწირა რამდენიმე ჩინოვნიკი. მათ შორის ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების გამგეობის სამსახურის უფროსები. ბახმაროს საქმეს გადაჰყვა შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 მაღალჩინოსანი. ამის შემდეგ იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 4 თანამშრომლის სკანდალური დაკავება, რომელთაგან ერთი, დღესაც სასჯელს იხდის. კიდევ ერთი გახმაურებული საქმე, ჩიტაიშვილის გუბერნატორობისას, ხე-ტყეს უკავშირდება. მხარის სატყეო სამსახურის ყოფილი უფროსი, გია მგალობლიშვილი დღემდე ძებნაშია და სირაძის მსგავსად, მისი პოვნის სანაცვლოდ, ჯილდო 5000 ლარია. მართალია მგალობლიშვილი გაიქცა, მაგრამ მისი თანამშრომლები, მათ შორის ჩოხატაურის სატყეო სამმართველოს აწ უკვე ყოფილი უფროსი, თენგიზ ცინცაძე დააკავეს და 14-15-16 წლიანი სასჯელები მიუსაჯეს. თუმცა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, პროკურატურა მათთან დათმობაზე წავიდა და სოლიდური თანხის გადახდის სანაცვლოდ, სასჯელი 3 წლამდე შეუმცირა.

ამ ფაქტების გათვალისწინებით, ჩიტაიშვილის თანამდებობაზე ყოფნა-არყოფნის საკითხი ბევრჯერ დაისვა, მაგრამ გუბერნატორმა თანამდებობის შენარჩუნება მოახერხა. თანამდებობაზე დარჩა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ანტონ ხუნდაძეც, რომლის ზედამხედველობის ქვეშ მყოფმა კომისიამ ასობით ყალბი დოკუმენტის გაცემა ისე მოახერხა, რომ ხუნდაძემ ვერაფერი გაიგო. სამაგიეროდ, ამ სკანდალებს ჩოხატაურის გამგებლის, მამუკა დოლიძის კარიერა გადააყოლეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელს, სირაძის კომისიასთან ყველაზე ნაკლები შეხება ჰქონდა. საინტერესოა, რა ზომებს მიიღებენ სამართალდამცველები გამგებლის მუშაობაზე უშუალო ზედამხედველის – ოზურგეთის საკრებულოს პირველი პირების მიმართ.

ჯერჯერობით უცნობია ვისი თანამდებობები გადაყვება ტაკიძის დაკავებას. ჩვენი წყარო ამბობს, რომ გურიაში დაკავებების სერიები გაგრძელდება. ჯერჯერობით უცნობია ისიც, მოსთხოვენ თუ არა პასუხს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, რომლის ფუნქციაც გამგეობის ფინანსების და ხარჯვითი ნაწილის ზედამხედველობა გახლდათ.

ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე, ალეკო მამეშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ "კომენტარის გასაკეთებელი არაფერია":

_ რა უნდა ვთქვა?! მე ის ვიცი, რაც თქვენ.

_ ბატონო ალეკო, გამგეობის ფინანსებს და ხარჯვით ნაწილს ხომ თქვენ უწევდით ზედამხედველობას? დავიჯეროთ, რომ ასეთი ფაქტი გამოგეპარათ?

_ კი. ანგარიშებსაც ვისმენდით, მაგრამ რა გითხრათ?! ახლა არაფერი ვიცი მეტი. დამატებით საკითხებზე ვგეგმავ ბრიფინგის გამართვას და თქვენს ყველა კითხვას პასუხს გავცემ, _ აღნიშნა მამეშვილმა.




 ახალი ამბები
  • თელავში მსუბუქი ავტომობილი ამოტრიალდა და ცეცხლი გაუჩნდა თელავის მუნიციპალიტეტში მსუბუქ ავტომობილოლი ჯერ ამოტრიალდა ,შემდეგ კი ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა სოფელ კონდოლთან, რამდენიმე საათის წინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მძღოლმა გადმოსვლა მოასწრო და იგი მსუბუქად დაშავდა. ფაქტზე უკვე დაწყებულია გამოძიება. ... ...
  • კორონავირუსთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების განხილვის მიზნით შეხვედრა გაიმართა (R)კორონავირუსთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების განხილვის მიზნით, „მედალფას“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში, მუნიციპალიტეტში მოქმედ უბნისა და ოჯახის ექიმებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მედიკოსთა საჭიროებები, მათი მზაობისა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით მიმდინარე ღონისძიებები განიხილეს. გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, ოზურგეთის მერის მოადგილე ირაკლი სირაძესთან ერთად, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ინფორმაციის სახით მიაწოდა იმ პრევენციების შესახებ, რომელიც მედპერსონალმა უნდა განახორციელოს ვირუსის ნიშნების დაფიქსირების შემთხვევაში. გარდა სამთავრობო ცხელი ხაზისა 144, სამივე მუნიციპალიტეტში რეგიონული ცხელი ხაზი ფუნქციონირებს, სადაც თავს იყრის თითოეული მაცხოვრებლის დაფიქსირებული კითხვები, რომლებზეც ოპერატიულად ხდება რეაგირება. შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო რწმუნებულმა, მმართველი პარტიის ინიციატივას ხელფასების 1/3-ის StopCov-ის ფონდში ჩარიცხვის შესახებ გამოეხმაურა და განცხადება გააკეთა. „ახალი კორონა ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღეთ და სოლიდარობა გამოვხატეთ მოქალაქეების მიმართ. გურიის რეგიონში 1 500 - მდე ოჯახის დახმარება იგეგმება და ბიუჯეტის ფარგლებში მათ შესაბამისი დახმარება გაეწევა. მათ შორის იქნებიან სოციალურად დაუცველები, იქნებიან ქირით უზრუნველყოფის პროგრამით ვინც სარგებლობს, 70 წელს გადაცილებული ადამიანები და ისინი ვისაც ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. ვფიქრობ, ეს არ არის საკმარისი და ვუერთდებით „ქართული ოცნების” პოლიტიკური გუნდის წამოწყებას და მომდევნო სამი თვის განმავლობაში, კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში თანხას გადავრიცხავთ და ამ დიდ საქმეში ჩვენს წვლილს შევიტანთ“. ... ...
  • "ინფიცირებული 79 წლის ქალი, რომელიც დღეს გარდაიცვალა, 10-15 კილოს იწონიდა" _ ტურძელაძეთბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი, რომელიც დღეს გარდაიცვალა, 10-15 კილოს იწონიდა.  როგორც კლინიკის კლინიკური დირექტორი განმარტავს, გარდაცვლილ ქალს კორონავირუსთან ერთად სხვა მძიმე დაავადებებიც ჰქონდა. ტურძელაძის თქმით, მათ კლინიკაში შეყვანისას პაციენტს კუნთები მთლიანად ჰქონდა განლეული. „ეს პაციენტი 31 მარტს, მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალიდან“ გადმოიყვანეს უმძიმეს, კრიტიკულ მდგომარეობაში და ჩვენთან, მიმღებშივე იქნა აპარატულ სუნთქვაზე გადაყვანილი. ჰქონდა სპონტანური პნევმოთორაქსი, სუნთქვის მწვავე უკამრისობა. პაციენტს აღენიშნებოდა ბევრი ქრონიკული დაავადება, გულის კუნთის სერიოზული დაავადება, ყველა სარქველის უკმარისობა, ჰქონდა სეფსისი, სეპტიური შოკი და ბოლოს განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწავავე უკმარისობა და პაციენტი ამით დაიღუპა თანდართულ კორონავირუსთან ერთად. აღნიშნულ პაციენტს კახექსია ჰქონდა. მან 6-7 თვის განმავლობაში წონაში ძალიან დაიკლო, როცა ჩვენთან მოვიდა, კუნთოვანი შრე მთლიანად განლეული ჰქონდა და პაციენტი ძალიან გამხდარი იყო, მისი წონა ალბათ, 10-15 კილოზე მეტი არ იქნებოდა. ასეთი იყო ეს პაციენტი, უმძიმეს მდგომარეობაში და დღემდე ჩვენ ამ პაციენტის სიცოცხლის გახანგრძლივება შევძელით. დღეს, დილით, სამწუხაროდ, გარდაცვალება დაფიქსირდა“, - განაცხადა ტურძელაძემ. წყარო: ... ...
  • „მაინც და მაინც კორონა უნდა გამოჩენილიყო, რომ ოზურგეთის ბაზარი მოწესრიგებულიყო?“დღეს, დილიდან, გურიის ქუჩაზე, ჩვეული ხმაური და ხალხმრავლობა აღარ იყო -  აკრძალეს გარევაჭრობა  და დაიხურა ოზურგეთის აგრარული ბაზარი. ბაზრის კარებთან, ასევე გურიის ქუჩაზე აქტიურად პატრულირებდა პოლიცია, თითოეულ მოქალაქეს  წესრიგისკენ და დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებნენ მერიის ზედმხედველობის სამსახურის წარმომადგენლები. აქვე იყო ბაზრის დირექტორად წოდებული, შპს „სოფლის ნობათის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი,   სოსო სიხარულიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე,  ირაკლი სირაძე. „გურია ნიუსი“ ოზურგეთში, აგრარული ბაზრის დაკეტვის  და გარევაჭრობის აკრძალვის  შემდეგ, არაერთ   მოვაჭრეს  და რიგით მოქალაქეს  ესაუბრა. ჩვენთან საუბარში   დაზარალებულად და უფლებაშელახულად მიიჩნევენ თავს ის მოქალაქეები, რომლებიც, დიდი ხანია, ბაზრის შიდა ტერიტორიაზე ვაჭრობენ, არიან ინდ.მეწარმეები, აქვთ     თავიანთი მაღაზიები და კონკრეტულ ლოკაციაზე თავად კი იცავნენ წესრიგს, თუმცა მთლიანად ბაზრის ტერიტორია დიდია და იქ  ხალხის მოძრაობაზე და მის კონტროლზე უნდა ეზრუნა დირექციას. ლია გოგუაძე: _  ვმუშაობ ბაზრის  შიდა ტერიტორიაზე არსებულ მარკეტში,  რომელსაც „ჭარხალაშვილის მაღაზია“ ჰქვია.  გუშინ საღამოს გვითხრეს, რომ უნდა შეგვეჩერებინა მუშაობა. რა ვქნა ახლა, სად წავიღო ეს შემოტანილი ხორცი,  კვერცხი და სხვა მრავალი სასურთო  პროდუქტი.  პენსია მაქვს თუ ხელფასი? რაღა კორონას მოვუკლივართ და რაღა შიმშილს? ასე ადვილია? თამარ მუხაშავრია,  მზევინარ შავაძე, მოვაჭრეები:  მოვიდნენ და წადითო, გვითხრეს. სად წავიდეთ? ამ პროდუქტს რა ვუყოთ-თქო, გაჭირვებულებს დაურიგეთო, ერთმა პოლიციელმა გვითხრა. ჩვენზე გაჭირვებული  ვინაა, დაყუდებული ვართ დილიდან საღამომდე ლუკმა პურისთვის. _მაინც და მაინც  კორონა უნდა გამოჩენილიყო, რომ ოზურგეთის ბაზარი მოწესრიგებულიყო? დაიკეტა და ახია. დაასუფთაონ, მოაგვარონ ყველა პრობლემა, დააყენონ მეთვალყურეები, როგორც მარკეტებშია და ნახონ, თუ არ მოგვარდება პრობლემა, _  გვითხრეს რიგითმა მოქალაქეებმა ნინო მჟავანაძემ , მზია ლომჯარიამ, მარიკა ვასაძემ. _ ეს არის სამთავრობო გადაწყვეტილება. ჩვენ ყველაზე ძალიან გვწუხებს ამ ადამიანების ბედი. მარტო ესენი არ კარგავენ   შემოსავალს. თუმცა, ღმერთმა გვაშოროს და მკვდრების  გატანას, ამ სანოვაგის  გატანა სჯობს ახლა. შესაძლებელია,  გაიტანონ სოფლებში და დისტანციის დაცვით გაყიდონ. ყველამ  რაღაც  უნდა ვიღონოთ, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ  ირაკლი სირაძემ. კითხვაზე, როდის შეიძლება გაიხსნას  ბაზარი ან სანამდე იქნება  დაკეტილი, ასეთი კომენტარი გააკეთა: _ვერ გეტყვით,  ოზურგეთში, აგრარული ბაზრის დაკეტვის  და გარევაჭრობის აკრძალვის  შემდეგ, სიტუაცია დაკვირვების ქვეშაა. ვნახოთ, თუ ყველაფერი როგორც საჭიროა ისე მოწესრიგდება, მალე გაიხსნება. დაზუსტებით  ვერაფერს გეტყვით. იქვე მდგომმა ბაზრის დირექტორმა, სოსო სიხარულიძემ, რომელიც მდუმარედ აკვირდებოდა სიტუაციას, კომენტარის გაკეთება არ ისურვა. მკითხველს შევახსენებთ, რომ ბოლო წლების და თვეების მანძილზე, „გურია ნიუსი“ არაერთხელ წერდა ოზურგეთის აგრარულ ბაზარში არაერთი  პრობლემის, ძირითადად კი საორგანიზაციო საკითხების, სანიტარიული პირობების  დარღვევის გამო, რასაც არასდროს მოჰყოლია მნიშვნელოვანი რეაგირება. უმეტესად ისმოდა პასუხები, რომ ეს არის კერძო საკუთრება და ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო ორგანიზებული  ... ...
  • ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ განცხადება გააკეთა ახლახან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, პარტია„ქართული ოცნების“ დეპუტატები შეიკრიბნენ. როგორც აქ თქვეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში,  პარტია "ქართული ოცნების" დეპუტატები, მომდევნო სამი თვის ხელფასის მესამედს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ. _ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საკრებულოს," ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, შევუერთდეთ მმართველი გუნდის სოლიდარობის ინიციატივას და ჩვენი წვლილი შევიტანოთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. აგრეთვე, საკრებულოს ქართული ოცნების თითოეული წევრი, აპარატის თანამშრომლებთან ერთად, პირადი სახსრებით 70 ოჯახს, რომლებიც განსაკუთრებით საჭიროებენ დახმარებას, საკვები პროდუქტებით მოვამარაგებთ. ეს გახლავთ ის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რომელიც ვირუსთან ბრძოლაში განსაკუთრებით გვჭირდება, _ განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ. _ აქვე მსურს გამოვეხმაურო, ოზურგეთის მერიაში გაცემულ სახელფასო დანამატებს: საკრებულოს პოზიცია ცალსახაა, აღნიშნულ ვითარებაში ეს გადაწყვეტილება არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად. გამომდინარე იქედან რომ დანამატების გაცემა მერის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა და ამასთან ოზურგეთის მერი არ წარმოადგენს პარტია “ქართული ოცნების” გუნდს, დანამატების გაცემის საკითხი და ინფორმაცია ჩვენთან არ ყოფილა განხილული ან გაზიარებული. საკრებულოს უმრავლესობა მიიჩნევს, რომ დღეს როგორც არასდროს მნიშვნელოვანია მაღალი მოქლაქეობრივი პასუხისმგებლობის და სოლიდარობის გამოჩენა, რაც ყველას ერთად მოგვცემს შესაძლებლობას დავამარცხოთ პანდემია და გავუმკლავდეთ მის შედეგებს!" - თქვა დავით ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...