"სისტემამ უნდა შეძლოს ადეკვატურად უპასუხოს ციხეში ჯგუფურ თავდასხმებსა და მასობრივ არეულობებს"

მთავარი თემა

"სისტემამ უნდა შეძლოს ადეკვატურად უპასუხოს ციხეში ჯგუფურ თავდასხმებსა და მასობრივ არეულობებს"

2014 იან 30 15:02:35

 

ბესელიას კომენტარის გაკეთება 27 იანვარს ვთხოვეთ, თუმცა მან სტრასბურგში ვიზიტის გამო კითხვებზე პასუხის გაცემა ამ დრომდე ვერ მოახერხა.

მიაჩნია თუ არა აუცილებელად მსგავსი საშუალებების გამოყენება, რატომ გახდა საჭირო  ცვლილების კოდექსში შეტანა და როდის შეიძლება მიიღოს პარლამენტმა აღნიშნული ცვლილებები, ამ საკითხებზე "გურია ნიუსი" ეკა ბესელიას ესაუბრა.

 _ აუცილებელია თუ არა მსგავსი საშუალებების გამოყენება და რატომ გახდა საჭირო ამ ცვლილების კოდექსში შეტანა?

_ ახალი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა ჯერ კომიტეტს არ დაუწყია და ამდენად ვერ გეტყვით განხილვის დაწყებამდე დეტალურად რომელი ნორმა იქნება მხარდაჭერილი და სად შეიძლება განხორციელდეს ცვლილება, ზოგადი მიმოხილვისთვის კი შემიძლია გითხრათ შემდეგი, თომას ჰამერბერგი 2013 წლის ანგარიშში საქართველოს შესახებ მიუთითებს: "როგორც წამების პრევენციის კომიტეტი აღნიშნავს, მიუღებელია სასჯელაღსრულების დაწესებულებების პერსონალის კონტროლის მოდუნება, რათა პატიმართა უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ არ აღმოჩნდეს." სასჯელაღსრულების სისტემის საქმიანობის პრიორიტეტი დღეს არის წამებისა და არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მანკიერი და მახინჯი პრაქტიკის აღმოფხვრა, რომელიც ხორციელდებოდა ციხის ადმინისტრაციის მხრიდან წლების განმავლობაში. ასევე, სისტემის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა პატიმართა დაცვა ერთმანეთის მხრიდან ძალადობისგან. ციხეში  პატიმართა უფლებების  რეალიზება შესაძლებელია მხოლოდ შიდა წესრიგის არსებობისა და დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფის პირობებში, რის გარეშეც ციხის ფუნქციონირება წარმოუდგენელია. ამასთან,  პატიმრის მიერ დისციპლინის დაცვაზე კონტროლისა და კანონიერი რეაგირების გარეშე არ მიიღწევა მისი რესოციალიზაციისა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის მიზნები. სისტემამ უნდა შეძლოს ადეკვატურად უპასუხოს ჯგუფურ თავდასხმებსა და მასობრივ არეულობებს, ციხეში  ასეთის არსებობის შემთხვევაში. ამიტომ, ზოგადად, ციხის თანამშრომლები უნდა იყვნენ აღჭურვილი კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობებით ამ წესრიგის დასამყარებლად;  ამასთან, ეს საშუალებები და მათი გამოყენების წესი სრულად უნდა შეესაბამებოდეს მყარად დადგენილ ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო დიდი ხანია მუშაობს პატიმრობის კოდექსში შესატან ცვლილებებსა და დამატებებზე. ამ პროცესში ჩვენი კომიტეტიც თანამშრომლობდა მათთან. პროცესში ჩართული  იყვნენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ზოგადად, ამ რეფორმის მიზანია არსებული პატიმრობის კოდექსის არსებითად დახვეწა და გაუმჯობესება  და პატიმართა უფლებრივი მდგომარეობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. კითხვაში მითითებული საკითხების საკანონმდებლო დარეგულირებაც ამ კონტექსტში დადგა დღის წესრიგში.

_ არის თუ არა მსგავსი მეთოდების გამოყენება აპრობირებული ევროპის ქვეყნებში და რომელი ქვეყნები გამოიყენებენ მსგავს საშუალებებს?

_ ჩვენ, პირველ რიგში ვხელმძღვანელობთ  ევროპული სტანდარტებით, კერძოდ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებულია რეკომენდაცია 2006(2) ევროპული ციხის წესების შესახებ. ამ რეკომენდაციის თანახმად, ,,ციხის თანამშრომლებმა არ უნდა გამოიყენოს ძალა პატიმრების წინააღმდეგ, გარდა თავდაცვისა, გაქცევის მცდელობისა და კანონიერი ბრძანებისადმი აქტიური თუ პასიური ფიზიკური წინააღმდეგობისა და ყოველთვის უნდა გამოიყენონ, როგორც უკანასკნელი რესურსი. გამოყენებული ძალა უნდა იყოს მინიმალური, მხოლოდ იმდენი, რისი საჭიროებაც არსებობს და უნდა იქნას გამოყენებული უმცირესი აუცილებელი დროით. სახელმწიფოებმა კანონმდებლობით დეტალურად უნდა განსაზღვრონ  ძალის გამოყენების პროცედურები: რა ტიპის უსაფრთხოების ზომების გამოყენება შეიძლება; გარემოებები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც უნდა მოხდეს თითოეული ზომის  გამოყენება; თანამშრომლები, რომლებსაც შეუძლიათ ამ ზომების გამოყენება; რომელი თანამდებობის პირის ნებართვაა საჭირო ამ ძალის გამოსაყენებლად; ანგარიშის წარდგენის წესი და პირობები ძალის გამოყენების ყოველი შემთხვევის შემდეგ. ამასთან, მითითებული ევროპული ციხის წესების მიხედვით, ხელბორკილები, შემზღუდველი პერანგები და სხვა ზომები არ შეიძლება გამოყენებულ იქნას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც  ეს აუცილებელია, როგორც მათი გაქცევის პრევენციის ზომა  გადაყვანისას და ისინი უნდა მოახსნან შესაბამისი ადმინისტრაციული და სასამართლო ორგანოს წინაშე წარდგენისას, თუ ეს ორგანო არ გადაწყვეტს სხვაგვარად. ამასთან, მითითებული  ზომების გამოყენება დასაშვებია  ციხის დირექტორის ბრძანებით, თუკი კონტროლის სხვა ზომები აღმოჩნდება უშედეგო პატიმრის დასაცავად თვითდაზიანებისაგან, სხვებისა და ქონების დაზიანებისაგან. ასეთ შემთხვევაში ციხის დირექტორმა უნდა შეატყობინოს სამედიცინო მუშაკს  და ანგარიში წარუდგინოს ზემდგომ ორგანოს. ამავე რეკომენდაციების მიხედვით, თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ აკონტროლებენ პატიმრებს, სათანადოდ უნდა გაიწვრთნან ამ ტექნიკის გამოყენებაში. ეს მათ შეაძლებინებს მხოლოდ მინიმალური ძალის გამოყენებით  იმ პატიმართა წინააღმდეგობის დაძლევას, ვინც აგრესიულია. შესაბამისად, ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ეხება ძალის გამოყენებას უნდა შეფასდეს ამ სტანდარტების ჭრილში და მათთან შესაბამისობის მიხედვით. აშკარაა, რომ მოქმედი კანონმდებლობა, ამ თვალსაზრისით, ნაკლოვანებებს შეიცავს და გამოსწორებას საჭიროებს. კითხვაში მითითებული საკანონმდებლო ინიციატივა ჯერ ახალი წარმოდგენილია პარლამენტისათვის. მან უნდა გაიაროს, პირველ რიგში, საკომიტეტო მოსმენები. ამიტომ, ამ სამუშაო პროცესში ცალ-ცალკე  გადაიხედება თითოეული ზომის კანონით გათვალისწინების საჭიროება და აუცილებლობა, იმის მიხედვით, რა არგუმენტაცია იქნება წარმოდგენილი იმის დასასაბუთებლად, რომ საჭიროა მათი გამოყენება. ამიტომ ეს სია,  შესაძლოა, დაზუსტდეს.  თუმცა,  კანონპროექტით ძალის გამოყენების წესები  შემუშავებულია ევროპული ციხის წესების შესაბამისად; კერძოდ, კანონპროექტში იმპლემენტირებულია ისეთი პრინციპები, როგორიცაა ძალის გამოყენების პროპორციულობა, ძალის გამოყენება, მხოლოდ როგორც უკიდურესი რესურსის, სხვა რესურსების არაეფექტურობის შემთხვევაში; ასევე, სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ სისტემის ორგანოს სპეციალურად უფლებამოსილ პირს. პასუხისმგებლობა ძალის გამოყენებაზე ეკისრება კონკრეტული სპეციალური საშუალებების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირს და სხვ. 

_ ვინ გააკონტროლებს, რა დონეზე გაკონტროლდება ამ საშუალებების გამოყენება და როგორ მოხდება პატიმრის უფლებრივი მდგომარეობის ანალიზის კონტროლი?

_ სპეციალური საშუალების გამოყენების შესახებ უნდა შედგეს ოქმი. მისი გამოყენების საფუძვლების აღმოფხვრის შემდგომ შესაბამისი დაწესებულების დირექტორის მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს ანგარიში. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ზემდგომმა თანამდებობის პირმა უნდა მიიღოს ზომები ანგარიშის შესამოწმებლად და დარღვევების არსებობის შემთხვევაში, უნდა მოახდინოს კანონიერი რეაგირება. მოქმედი კანონის 96-ე მუხლის მიხედვით, საჩივრის შეტანის საფუძველია სასჯელაღსრულების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი თანამშრომლის ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), სამართლებრივი აქტი, გადაწყვეტილება და ამ კოდექსით გათვალისწინებულ უფლებათა სხვაგვარი ხელყოფა. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, საჩივარი შეიტანოს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად. ამასთან, საკანონმებლო ინიციატივის საკომიტეტო განხილვისას ერთ-ერთი უმთავრესი თემა, რაზეც გამახვილდება ყურადღება არის ციხეში ძალის გამოყენების კონტროლის მექანიზმების ეფექტურობა და გამჭვირვალობა.

_ არის თუ არა მოსალოდნელი, რომ ამ ცვლილების შეტანას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი არ დაეთანხმოს?

_ ამაზე წინასწარ ვერაფერს გეტყვით, არაკორექტულია განხილვამდე ვიწინასწარმეტყველო.

_ როდის დაიწყება საკითხის განხილვა პარლამენტში?

_ თებერვალში. კანონპროექტში სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიცაა და ვფიქრობ, საინტერესო იქნება იმ საკითხების გაშუქება, მათ შორის ისიც, რომ ფართოვდება იმ პირების წრე, ვისაც შეეძლება  პატიმარი ნახოს, რაც რესოციალიზაციისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. საკანონმდებლო ინიციატივა უკვე წარმოდგენილია პარლამენტში და არსებობს ორკვირიანი ვადა საკომიტეტო განხილვების დაწყებამდე.




 ახალი ამბები
  • „შემოქმედობა“ _ ორმოციოდე შემოქმედელით და ოთხჯერ მეტი სტუმრით20 სექტემბერს, სოფელ შემოქმედში „შემოქმედობის“ ტრადიციული დღესასწაულის აღნიშვნა ოზურგეთს მუნიციპალიტეტის მერიამ დაგეგმა. ტრადიციული დღესასწაული, როგორც აქ, ისე სხვა სოფლებშიც იმართება და არასდროს აკლია ხალმრავლობა, ხალისი და საინტერესო წიაღსვლები. თუმცა, ამჯერად, როგორც ეს ყველამ იხილა, უჩვეულოდ მცირერიცხოვნობით გამორჩეული „შემოქმედობა“, ძირითადად, მოსული სტუმრების ხარჯზე წარიმართა _ ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ ორმოციოდე შემოქმედელი დაგვეთვალა, რასაც, დაახლოებით, ოთხჯერ სჭარბობდა სტუმარი (ძირითადად, შემოქმედებითი ანსამბლების წევრები, ხელისუფლების წარმომადგენლები და კონცერტში მონაწილე ბავშვთა მშობლები). ღონისძიების დასაწყისში სპორტული აქტივობები შედგა:  გაიმართა შეჯიბრი ნარდში, მკლავჭიდსა და მაგიდის ჩოგბურთში, რომლის  მონაწილეები მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებიც  იყვნენ. აღსანისნავია, რომ უხლოეს პერიოდში გამართულ ღონისძიებებზე ისინი ნარდის თამაშში აქტივობით გამოირჩევიან. „ერთი, მენახა ვინმე, ჭადრაკი ეთამაშა, რა მაგრად ყვარებიათ გურულებსაც ეს კამათლების კოტრიალი და ყირამალა. რა შავდება მაგით, მარა არც არაფერი კეთდება. როგორც ჩვენ ვერაფერი გავაკეთეთ დღეს. დავიძარით ქუთაისიდან, ისეთი რეკლამა იყო ფეისბუკზე, გვეგონა, ცოტას  ვივაჭრებდით, მაგრამ ორი ჭიქა ბატიბუტი ვერ გავყიდეთ, _ ასე გაღარიბდა აქ ხალხი? იქითაც კია გაჭირვება, მარა... რა ვიცი, ასე ხელცარიელი არსად დავრჩენილვართ ამ ბოლო დროს,  _  ღიმილიანი სახით გვითხრა გვითხრა ქუთაისიდან ჩამოსულმა ინდმეწარმე გიორგი ლაცაბიძემ. „რა გინდა? შემოქმედლებს ითვლი? მიდი იქ და ნახე, „პოლონელი შემოქმედელები“ ცეკვავენ, _ ხუმრობა მოგვადევნა რამდენიმე შემოქმედელმა და მიგვითითა სკვერში  მოწყობილი სცენისკენ, სადაც მართლაც სადღესააწაულოდ ცეკვავდა პოლონელი ახალგაზრდების ხალხური ცეკვის ანსამლი, თუმცა, ვერავინ გვითხრა, კონკრეტულად რომელი ქალაქიდან იყვნენ ისინი. „რაა ეს, ახლაც არჩევნები ხომ არაა, ძალით მოყვანა რომ არ უნდათ, კი გააფრთხილეს ხალხი, მაგრამ სამ საათზე იყო დანიშნული და ალბათ, აწი მოვლენ. ისე, შარაშენიძის ამომრჩეველი მაინც მოსულიყო,  _  მცირე  პოლიტიკაც გაურია მცირერიცხოვანი მაყურებლის ყოფნას ღონსძიებაზე რამდენიმე ადგილობრივმა მცხოვრებმა. შემოქმედელებმა _ მედიკო ხვინგიმ და თამუნა აშუბამ, გვითხრეს, რომ დღეს აქ მათი შვილები ცეკვით გამოდიან და იმის სანახავად მოვიდნენ. _ ხალხი? რა ვიცი, რატომ არის ასე ცოტა, ალბათ, ვერ მოიცალეს. ისე, სოფელში კი იცოდნენ და ყველას გააგბინეს,  _ გვითხრეს მათ. „უი, უი, უი, რამ წამომიყვანა, ჩემი  სათამაშო „კეკელობანი“ მაქვს,  წამოვიღე. პატარა სათამაშო ბიზნესია, ერთი ლარი არ ამიღია. არავინ მოსულა. ასე ცოტა ხალხი არც ერთ ღონისძიებაზე არ მხვდება. ინტერნეტში ვეცნობი ასეთ ამბებს და მერე ჩავდივარ ყველგან. ისეთი რეკლამა იყო, ავიბარგე ამ დიაბეტიანმა პენსიონერმა  კაცმა და  წამოვედი. პენსია არ მყოფნის, ვიფიქრე, ორიოდე ლარს ვიშოვი,-მეთქი და დავითარსე.  „პოლიაკები“  კი ჩამოუყვანიათ საცეკვაოდ, მარა გამომცეკვებელია ცოტა... ღმერთმა მისცეთ საქმე საცეკვაოდ, მარა მე მაგი საქმე არ მეხერხება და რაც მეხერხება, ტყუილა ჩამოვათრიე“, _ ბათუმელმა ავთო მეგრელაძემაც ხუმრობა ამჯობინა „შემოქმედობის“ შეფასებისას და იმედი გამოთქვა, მომავალ წელს  ბევრად მეტი ხალხი დახვდება, გურულები ასე ცოტა სანადიროდაც არ დადიან და დღეს რა დაემართათო, _ გვითხრა მეგრელაძემ. მცირერიცხოვანი მაყურებლის წინაშე მოეწყო ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების: ,,გურიას,’’ "აისის," "იადონის," "ვახტანგურის," "ალილუიას," სტუდენტური-ფოლკლორული ჯგუფი ,,იედლინოკის’’ (პოლონეთი)  კონცერტი.  სოლო შემსრულებლის,  რეზიკო ხომერიკის გამოსვლისას მიკროფონი გამოირთო და ჩართვის მომლოდინე მომღერალს  მაყურებლმა თანაგრძნობის ნიშნად ტაში დაუკრა. ღონისძიების დასასრულს, შემოქმედელებს, რომელთა რაოდენობას სულ ცოტა ოთხჯერ სჭარბობდნენ სტუმრები, მიესალმა გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია და თქვა, რომ კულმინაცია ღონისძიებისა  არის დაჯილდოება _  „საპატიო შემოქმედელის“ წოდების მინიჭება.    „საპატიო შემოქმედელის“ წოდება მიანიჭეს „გზამენი 18“-ის დირექტორს, შემოქმედის მკვიდრს,  თემურ ჯახვას და  ამჟამად პენსიონერ ოთარ გეგიაძეს. მათ ჯილდოები ზურაბ ნასარაიამ და კოტე შარაშენიძემ გადასცეს. ოზურგეთის მუნიციპალიეტის მერმა კოტე შარაშენიძემ თავისი გამოსვლის დასაწყისშივე მიანიშნა მოსული ხალხის მცირერიცხოვნობაზე, რითაც, როგორც ეტყობა, თავადაც არ დარჩა კმაყოფილი: _ მთლიანობაში ვერ ვხედავ სოფლის აქტივობას, მაგრამ კარგია, რომ მოვიდნენ ახალგაზრდები, მომავალშიც მრავალჯერ აღვნიშნავთ „შემოქმედობას“, რომელიც უკვე ტრადიციად არის ქცეული, ასევე, მომავალშიც კვლავ დავაჯილდოებთ საპატიო შემოქმედელებს, _ თქვა მან. თემურ ჯახვამ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც სოფლისთვის მისი ღვაწლი შეაფასა და იმ პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელიც უახლოეს დროში უნდა გახორციელდეს შემოქმედში. _ 50 წელია,  საგზაო სისტემაში ვმუშაობ. ბევრი სიკეთე გამიკეთებია ჩემი სოფლისთვის, თუმცა, უფრო მეტი უნდა გამეკეთებინა. დიდ მადლობას ვუხდი ყველას დაფასებისთვის. ახლა გეტყვით, რომ დაპროექტებულია და მალე დაიწყება შემოქმედთან მოსასვლელი გზის კეთება, რომელსაც მარჯვენა მხარეს ექნება ტროტუარი, კედელი და რა თქმა უნდა, გაკეთდება გარე განათება. ასევე, კეთდება გომისმთის გზის პროექტი და მომავალ წელს უკვე მშენებლობა დაიწყება, რის დასრულების შემდეგ უკვე ნახევარ საათში იქნება შესაძლებელი გომისმთაზე ასვლა. გზის მთელ მონაკვეთზე გაკეთდება სამი გადასახედი მოედანი. ასევე, აშენდება ეკლესია, რომლის საძირკველიც გომისმთაზე ჩაყრილია, _ თქვა თემურ ჯახვამ, რასაც გულწრფელი ოვაცია და ტაში ... ...
  • ოზურგეთში იურიდიული მომსახურების ცენტრი გაიხსნა19 სექტემბერს, ოზურგეთში იურიდიული დახმარების ცენტრი გაიხსნა. ლენტი საზეიმოდ გაჭრეს ოზურგეთის მუნიციპალიტტის მერმა კოტე შარაშენიძემ და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა.   რაჟდენ კუპრაშვილმა  დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და წარუდგინა ოზურგეთის ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იამზე მემარნიშვილი. კუპრაშვილმა განმარტა, რომ ამიერიდან გურიის მცხოვრებლები აქ  უფასო იურიდიულ მომსახურებას  მიიღებენ. _ მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერი თქვენგანისთვის ხელმისაწვდომი გახდება უფასო სამართლებრივი დახმარების სერვისი და ბიუროს სპეციალისტები დახმარებას და იურიდიულ კონსულტაციას გაგიწევენ ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე, საადვოკატო მომსახურებაში. ყველა სპეცილისტი, ვინც მოგემსახურებათ, აუცილებლად იქნება მაღალკვალიფიციური, _ თქვა მან. ღონისძიებას ესწრებოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები. გახსნის ცერემონიის შემდეგ, სახელმწიფო ქორეოგრაფილუმა ანსამბლმა „გურიამ“,  სახელმწიფო ფოლკლორულმა ანსამბლებმა _ „შვიდკაცამ“ და „ რეხეულმა“ თავიანთი შემოქმედებით მიულოცეს  ყველას  ეს მნიშვნელოვანი დღე. ცნობისთვის, საქართველოში დღეისთვის ათი საკონსულტაციო ცენტრი და ცამეტი იურიდიული დახმარების ბიურო ... ...
  • ლისაბონში ვებპროგრამირების სამიტზე ორი ოზურგეთელი მიემგზავრება“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ყოველწლიურ ვებპროგრამირების სამიტზე, რომელიც ყოველწლიურად ლისაბონში ტარდება, წელს ოზურგეთიდან ორი ქალი თამო ონიანი და იაკო თავდიშვილი მიეგზავრება. წელს, აპრილსა და მაისში სოციალური მედიისა და ვებპროგრამირების ტრენინგი ჩატარდა, რომელიც გაეროს ქალთა ფონდის ეგიდით მიერ ჩატარდა და ემსახურებოდა ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას საქართველოში. პროექტი ჩატარდა დასავლეთ საქართველოში 5 რეგიონში, მათ შორის გურიაში, კონკრეტულად ოზურგეთში და ლანჩხუთში. კონკურსში მონაწილეობდა 11 ადამიანი, აქედან ოთხი იყო ოზურგეთელი _ იაკო თავდიშვილი, თამო ონიანი, სოფო კალანდაძე, მერი ეძიეშვილი. საბოლოო ჯამში, გამოვლინდა ოთხი გამარჯვებული, რომელიც ლისაბონში მიემგზარება ყოველწლიურ ტექნოლოგიების ვებსამიტზე. თამო ონიანი და იაკო თავდიშვილი პირველად არიან მსგავსი ტიპის შეხვედრაზე. “ეს არის ძალიან პრესტიჟული და საკმაოდ მნიშვნელოვანი სამიტი. სასიხარულოა, რომ სამიტზე პირველად გურიიდან ორი ქალი მიეგზავრება. საქართველოდან სამიტზე წლებია ესწრებიან ქალები", _ გვითხრა პროექტის ერთ-ერთმა ტრენერმა ხათუნა ... ...
  • ოზურგეთელი მონიკა ახვლედიანი უკრაინაში საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას28 ოქტომბერს, საქველმოქმედო ასოციციას “გურიას“ ბენეფიციარი მონიკა ახვლედიანი საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე მიეგზავრება. მონიკას უკვე დაწყებული აქვს მზადება და ფესტივალზე სპეციალურად მომზადებულ სიმღერებს შეასრულებს. უკრაინში ჩასატარებელ კონკურსამდე ქუთაისში ჩატარდა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “ივერია ბრილიანტი“ (შესარჩევი ტური) და “გურიას“ ბენეფიციარებმა სხვადასხვა საპრიზო ადგილები დაიკავეს. პირველი ადგილი მონიკა ახვლედიანს ერგო და აქედან გამომდინარე, მიიღო მოწვევა უკრაინიდან.  “ჩემს ცხოვრებაში ძალიან ამაღელვებელი და სასიხარულოა, რომ უკრაინაში უნდა წარვადგინო ჩემი ქვეყანა, საქართველო. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან შშმ პირები და დარწმუნებული ვარ, საინტერესო და კარგი ფესტივალი ჩატარდა”, _ გვითხრა მონიკა ... ...
  • ოზურგეთში, ღია დიალოგის რეჟიმში, მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა (R)ღია დიალოგის რეჟიმში, ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია სოფელ ჯუმათის, ზვანის უბნისა და გრიბოედოვის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრობლემების გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს. ადგილობრივებს ინფორმაცია დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მუნიციპალურ და სოფლის მეურნეობის პროგრამებზე მიაწოდეს. მოსახლეობისთვის პრიორიტეტული სკვერის, წყალმომარაგების, კანალიზაციის სისტემის მოწყობის და შიდა საუბნო გზების მოწესრიგების საკითხია. აღინიშნა, რომ რამდენიმე საკითხი ეტაპობრივად მოგვარდება, დამუშავდება და სამოქმედო გეგმაში აისახება. შეხვედრებს ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე და მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის წევრები ესწრებოდნენ. ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...