კახა კალაძის კომენტარი ეკონომიკის სამინისტროს პასუხგაუცემელ კითხვებზე

მთავარი თემა

კახა კალაძის კომენტარი ეკონომიკის სამინისტროს პასუხგაუცემელ კითხვებზე

11 თებ. 2014, 14:06:29

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც აღნიშნულ პროექტს ეხება არის მიწის საკუთრების თემა. ვისია მიწა, რომლის რეგისტრაციაც ენერგეტიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით დროებით შეჩერებულია? არის თუ არა ეკონომიკის სამინისტრო სამართალმემკვიდრე იმ გაცემული კომპენსაციებისა, რომელიც ხაიშის 130-მა კომლმა ჯერ კიდევ 1988 წელს აიღო და ეხება თუ არა ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ეკონომიკის სამინისტროს?

 "გურია ნიუსმა" ვიცე პრემიერთან სწორედ სამინისტროებს შორის კოორდინირებულ მუშაობაზე დასვა კითხვა, რადგან ხუდონჰესის თემაზე ჩვენს მიერ დასმული ყველა კითხვის პასუხად, ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ მყოფმა ქონების მართვის სააგენტომ მხოლოდ ერთი ხელშეკრულება გადმოგვიგზავნა.

 ეკონომიკის სამინისტროს, რომელიც 2012 წელს გაფორმებული ხელშეკრულების სამართალმემკვიდრეა, მიაჩნია, რომ მიწებთან დაკავშირებული საკითხი ენერგეტიკის სამინისტროს პრეროგატივაში შედის. თავად მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კომენტარი კი ასეთია:

"ამ საქმის მასალებს გაცნობილი არ ვარ და აქედან გამომდინარე, ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ."

კითხვაზე: "მიწა ხომ ქონებას წარმოადგენს და ქონების მართვის სააგენტო თქვენი სამინისტროს დაქვემდებარებაშია,მინისტრმა საერთოდ არ ისურვა პასუხის გაცემა.

 თუმცა, "გურია ნიუსის" კითხვაზე სულ სხვა პასუხი აქვს ვიცე პრემიერს.

_  ბატონო კახა, თქვენ განაცხადეთ, რომ ხუდონჰესი არ არის მხოლოდ ენერგეტიკის სამინისტროს პროექტი. მინდა გკიხოთ,რამდენად შეთანხმებულად მუშაობთ ეკონომიკის სამინისტროსთან და ეხება თუ არა ამ უწყებას გარკვეული საკითხები პროექტის ფარგლებში? თუნდაც მიწის გასხვისება, გაცემული კომპენსაციები და საკუთრების უფლება. ჩვენი სააგენტოს მიერ გადაგზავნილ კითხვებზე გვპასუხობენ, რომ ეს ყველაფერი ენერგეტიკის სამინისტროს პრეროგატივაა.

_ რაც შეეხება ეკონომიკის სამინისტროს, რა თქმა უნდა, მე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ იმას, რომ მოლაპარაკებები ინვესტორთან, დეტალებზე შეთანხმება ხდება ენერგეტიკის სამინისტროს მხრიდან,  მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ენერგეტიკის მინისტრის გადაწყვეტილება. ეს არის მთავრობის გადაწყვეტილება და როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, დავიწყეთ ყველა იმ ხელშეკრულების ინდივიდუალურად შესწავლა, რომელიც აქამდე იყო გაფორმებული. როდესაც ხუდონის პროექტამდე მივედით, შევქმენით სამუშაო ჯგუფი, რომელშიც სხვათაშორის ის არასამთავრობო ორგანიზაციებიც შედიოდნენ, რომლებიც რადიკალურად უდგებიან დღეს ამ საკითხს. ისინი მონაწილეობდნენ ამ ხელშეკრულების განხილვაში. წარმოდგენილი შენიშვნები ინვესტორის მიერ გათვალისწინებული იქნა.  ამის შემდეგ საკითხი გავიდა მთავრობის სხდომაზე, მთავრობამ მოიწონა და გადაწყდა, რომ  2014 წლის 1 მარტამდე ინვესტორმა კომპანიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მშენებლობის ნებართვა მიიღოს.  ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ინვესტორს ხელი შევუწყოთ. ნებისმიერს ინვესტორს, რომელიც ქვეყანაში შემოდის, ეს არ ეხება მხოლოდ ხუდონჰესის პროექტს, ვგულისხმობ ენერგეტიკის დარგს, დაწყებული ერთი მეგავატიდან დამთავრებული ყველაზე დიდ ჰიდროელექტროსადგურამდე, ჩვენ ყველას ერთნაირად მივუდგებით.

ინვესტიციების შემოსვლას რაც შეეხება, ხელისუფლების მხრიდან ყოველთვის მაქსიმალური მხარდაჭერა იქნება.

_ ანუ, ეკონომიკის სამინისტროს ეხება ხუდონჰესის პროექტი?

_ რა თქმა უნდა, მთლიანად მთავრობას ეხება და მათ შორის ეკონომიკის სამინისტროსაც. მიწების საკითხს რაც შეეხება, რაც თქვენ ბრძანეთ,  რა თქმა უნდა, თავის დროზე ეკონომიკის სამინისტრომ გასცა იმის უფლება, რომ ინვესტორს გადაეცა  1500 ჰექტარი მიწა.

 შეგახსენებთ, რომ ჩვენს მიერ გადაგზავნილ კითხვებზე არც ეკონომიკის სამინისტროს და არც ქონების მართვის სააგენტოს, პასუხი არ გაუცია.

კითხვები  მდგომარეობდა შემდეგში:

1.თუ შეიძლება გაგვიმარტეთ, ერთ-ერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის, ხუდონჰესის  განხორციელების პროცესში როგორ და რა ფორმატით მონაწილეობს ეკონომიკის სამინისტრო და კონკრეტულად რა ღონისძიებების განხორციელება წარმოადგენს ეკონომიკის სამინისტროს კომპეტენციას.

2.1988 წელს, მესტიის აღმასკომთან შეიქმნა ხუდონჰესის დირექცია. ჩვენს ხელს არსებული დოკუმენტების თანახმად,  ხაიშის თემის 130-მა ოჯახმა ხელი მოაწერა და სახელმწიფოსგან მიიღო კომპენსაციები. იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოს თავის დროზე გამოსყიდული აქვს და შესაბამისი კომპენსაციები გადახდილი აქვს ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ამავდროულად საქართველო წარმოადგენს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სამართალმემკვიდრეს, შეიძლება თუ არა განხილულ იქნას, რომ აღნიშნული მოქალაქეების კუთვნილი მიწა გამოსყიდული აქვს სახელმწიფოს და წარმოადგენს მის კუთვნილებას?

3.ხუდონჰესის ინვესტორი კომპანია, "ტრანს ელექტრიკა" აცხადებს, რომ ის მზად არის კომპენსაცია გადაუხადოს ადგილობრივ მოსახლეობას. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ქონება უკვე სახელმწიფოს კუთვნილებაა და მას გადახდილი აქვს შესაბამისი კომპენსაცია, ხომ არ გვაქვს საქმე იურიდიულ კაზუსთან?

4.ქონების მართვის სააგენტოს მონაცემებით, იხდის თუ არა ხაიშის თემის მოსახლეობა ქონებისა და მიწის გადასახადს?

ამ კითხვების პასუხად, ქონების მართვის სააგენტომ მხოლოდ ინვესტორ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება გადმოგვიგზავნა.




 ახალი ამბები
  • რომან გოცირიძე - მთავრობას ლარიც გაექცა და ვირუსიცპარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ეკონომიკასთან მიმართებით ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს და მთავრობას მოუწოდებს, ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარებიდან გამოსასვლელად ქმედითი ნაბიჯები გადადგას. „მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ წინასაარჩევნოდ გამოეყენებინა 5 მილიარდი ფული საარჩევნო მანიპულირებისთვის, ნაცვლად ხალხის მხარდაჭერისა. მთავრობას, რომელსაც დიდი დრო და რესურსი ჰქონდა უცხოეთის დახმარების სახით, ვერც ლარს მოუარა და ვერც პანდემია აიცილა თავიდან, ლარიც გაექცა და ვირუსიც. ეს არის ხელისუფლების მიერ გადადგმული პოლიტიზირებული ნაბიჯების შედეგი. დღეს, თუ სასწრაფოდ არ მიიღებს მთავრობა რადიკალურ ზომებს, თუ არ შეკვეცს კორუფციულ და უსარგებლო ხარჯებს, რომელიც „ქართულ ოცნებასა" და მასთან მიტმასნილ ბიზნესს ემსახურება, თუ არ გამკაცრდება პოლიტიკა, ამ შემთხვევაში, ლარი მიაღწევს ისეთ ნიშნულს, როდესაც ეკონომიკა გაჩერდება და მოქალაქეების შემოსავალი კატასტროფულად დაიკლებს. პირველ რიგში, მოვუწოდებთ მთავრობას, შეწყვიტოს ფულის ფლანგვა მათი პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად. მოვუწოდებთ ეროვნულ ბანკს, დაანებოს თავი უსაზღვრო ოდენობით რეფინანსირების სესხის გაცემას, მართოს ჯერ კიდევ მის ხელთ არსებული ბერკეტით ეს პროცესი“, - განაცხადა ... ...
  • „დავასახელებთ მომსყიდველების ვინაობას“ : " ჩვენი საქართველო, სოლიდარობის ალიანსი"-ს ბრიფინგი ოზურგეთშიოზურგეთში „ჩვენი საქართველო- სოლიდარობის ალიანსი"-ს  შტაბში , ბრიფინგი გამართეს. ბრიფინგის წამყვანმა, შტაბის წარმომადგენელმა ლელა ნაცვალაძემ განაცხადა, რომ გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინოშეწირული-გობრონიძე იქნება და სწამს, რომ ის გამრჯვებას მიაღწევს ამ საპარლამენტო არჩევნებში. __ჩვენ ვაპირებთ პატიოსან საარჩევნო კამპანიას. არ გვაქვს ფუფუნება, ვინმეს დავურიგოთ   კარტოფილი ან კვერცხი, თუმცა ჩვენ მზად ვართ, ვიბრძოლოთ ადამიანების პრობლემების მოსაგვარებლად და ჩვენი ხმა  გვქონდეს პარლამენტში, - თქვა ბრიფინგის წამყვანმა, შტაბის წარმომადგენელმა ლელა ნაცვალაძემ. მან თქვა, რომ ადგილი აქვს ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობას, როცა მათ პირდებიან ფულს, ასევე ოზურგეთის სპორტის სახლში ახლახან შეიტანეს დიდი ტრაილერით ბურღულეული, მათთვის დასარიგებლად, _ თქვა ნაცვალაძემ. ჟურნალისტების კითხვაზე, დაესახელებინა კონკრეტული პირები, ვინ ვის სთავაზობს ქრთამს, ნაცვალაძემ თქვა, რომ ამჯერად თავს იკავებს, თუმცა მალე დაასახელებს მათ ვინაობას. დეპუტატობის კანდიდატმა,    ნინო შეწირულმა ისაუბრა საარჩევნო კამპანიის თაობაზე, რომ  ამომრჩევლებს, კერძოდ, მის ნათესავებს და  ოჯახის წევრებს, ახლობლებს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები   ფულით მოსყიდვას უპირებენ, ჰპირდებიან თანხას, ოღონდაც კი  მათ მხარეს გადავიდნენ. _დღეს არ ვასახელბ მათ  გვარებს, თუმცა ამ ბრიფინგით  ვაფრთხილებთ   მათ. თუ კვლავ   გაგრძელდება მათი მხრიდან ასეთი საქციელი, აუცილებლად გადმოგცემთ   მათ სიას, სათანადო მტკიცებულებით, - უთხრა მან ... ...
  • სამტრედიაში ახალი სპორტული მოედანი საზეიმო ვითარებაში გაიხსნასამტრედიაში, კოსტავას ქუჩაზე, მრავალბინიანი კორპუსების მიმდებარედ ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი მოეწყო. ახალი სპორტული მოედანი საზეიმო ვითარებაში დღეს გაიხსნა. ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერიამ დააფინანსა. "მუნიციპალიტეტის მერია ინტენსიურად ახორციელებს სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციას, რაც ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, პოპულარიზაციას და განვითარებას", _ განაცხადა ,,გურია ნიუსთან" კომენტარში სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, დავით ... ...
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად თინათინ ბერძენიშვილი აირჩიესსაზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორად თინათინ ბერძენიშვილი ღია კენჭისყრით აირჩია. ბერძენიშვილის კანდიდატურას სამეურვეო საბჭოს რვა წევრმა დაუჭირა მხარი. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა. მაღლაფერიძის მტკიცებით, გადადგომის მიზეზი ის არის, რომ არ სურს წინასაარჩევნო პერიოდში გაჩნდეს კითხვები არხის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით. კონკურსის მეორე ტურში გადავიდნენ თინათინ ბერძენიშვილი, ირმა სოხაძე, ხათუნა ლაგაზიძე და ალექსანდრე ვახტანგოვი. თუმცა, ვახტანგოვმა კანდიდატურა მოხსნა და მხარი ბერძენიშვილს ... ...
  • "საგანგაშო ზღვართან ახლოს ვართ" _ ბიძინა კულუმბეგოვი"ასეთი რადიკალური ნახტომი, ეკვადორის გარდა არც ერთ ქვეყანას არ აქვს", _ აღნიშნულის შესახებს ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა. "საგანგაშო ზღვართან ახლოს ვართ, მაგრამ საგანგაშო სიტუაცია ჯერ არ გვაქვს. საქართველოში დაავადებული ადამიანების 80%-ს დაავადების ძალიან უსიმპტომო, მსუბუქი ან საშუალო მიმდინარეობა აღენიშნება. რეალურად, მათ სახლში მოვლაზე უნდა გადავიტანოთ აქცენტი, რაც აჭარის პირობებში უკვე ხორციელდება. თუ 600 ადამიანია ინფიცირებული, მათ 20-25%-ს სჭირდება საწოლი. ადამიანები 9 თვის განმავლობაში ძალიან დაიღალნენ, მაგრამ მაქვს გარკვეული განცდა, რომ ზაფხულის პერიოდში ხელისუფლების გარკვეულმა წარმომადგენლებმაც კი დაიჯერეს, რომ ჩვენ ინფექცია მოვითავეთ და მსოფლიოს სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით გამონაკლისი აღმოვჩნდით," - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls