"გურია ნიუსის" სტატიას გუბერნატორი გამოეხმაურა

მთავარი თემა

"გურია ნიუსის" სტატიას გუბერნატორი გამოეხმაურა

18 თებ. 2014, 16:26:06

ე. წ. "ჩოხატაურის სპორტკომპლექსში" მცხოვრებ შვიდ ოჯახს გუბერნატორმა პროდუქტები და სხვადასხვა სახის საჩუქრები გადასცა. ერთ-ერთ რესპონდენტს  _ 10 წლის ბიჭს კი ნატვრა აუხდა. კეთილმა ადამიანმა, რომელმაც ვინაობა არ გაახმაურა, ტელევიზორი გაუგზავნა. გუბერნატორმა კი სხვა საჩუქრებთან ერთად დივიდი და მულტფილმების დისკები მიუტანა. ამ ოჯახს, ჩოხატაურის გამგებლისგან, თამაზ ჯინჭრაძისგან სატელიტური ანტენაც გადაეცა.

ტელევიზორი, სხვა საჩუქრებთან ერთად ყარაჯაშვილების ოჯახსაც ერგო. ლუიზა ყარაჯაშვილს კი, რომელსაც ოპერაცია ესაჭიროება და მისი თქმით, დაზღვევა სრულად არ უფინანსებს, გიორგი ჩხაიძემ დახმარება აღუთქვა.

 _ ეს, რაც ვნახე, საშინელებაა. წარმოუდგენელია ამ პირობებში ადამიანების ცხოვრება. სახელმწიფო, შესაძლებლობების ფარგლებში, ყველანაირად დაეხმარება ამ ოჯახებს, _ აღნიშნა გუბერნატორმა და შვიდივე ოჯახს დროებით ქირით გადასვლა შესთავაზა:

_ გთავაზობთ, რომ გადახვიდეთ ქირით. სახელმწიფო გადაიხდის ქირას მანამ, სანამ არ მოხდება თქვენთვის ბინების შეძენა. სამწუხაროდ, უსახლკარო ოჯახების რიცხვი, გურიაში, 400-ს აღწევს. ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია _ ეტაპობრივად უნდა მოხდეს ყველა ოჯახის დაკმაყოფილება. ბიუჯეტს ამ ეტაპზე არა აქვს საშუალება, ყველა ოჯახი დააკმაყოფილოს, ამიტომაც მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, _ აღნიშნა გუბერნატორმა.

გიორგი ჩხაიძის ამ წინადადებას მხოლოდ ორი ოჯახი არ დაეთანხმა. ისინი შენობის გადახურვას და ფართის დაკანონებას ითხოვენ:

_ შენობის გადახურვას დიდი თანხა დასჭირდება. ამ თანხით სრულიად შესაძლებელი იქნება, თქვენთვის სახლების შეძენა. მე გთავზობთ, ხვალიდანვე გადახვიდეთ ქირით. სახელმწიფო აიღებს ქირის გადახდაზე პასუხისმგებლობას, ეს გაფორდება იურიდიულად და მაქსიმალურად ვეცდებით, უმოკლეს დროში შეგიძინოთ სახლები, _ აღნიშნა მხარის პირველმა პირმა.

_ ასეთი შემოთავაზება ამ დრომდე არ ყოფილა და ეს მისასალმებელია. ამ პირობებში წარმოუდგენელია ბავშვების გაზრდა, ცხოვრება. ყველას უნდა საკუთარი ჭერი და ეზო ჰქონდეს. თუმცა, ამ ეტაპისთვის ეს ძალიან კარგია და მადლობა თქვენ ამისთვის, _ აღნიშნა ლუიზა ყარაჯაშვილმა.

ნარგიზა ჩხაიძის თქმით, ეს შემოთავაზება მისთვის მისაღებია:

_ ყოველ ღამით იმ შიშით ვწვები, რომ ჭერი არ ჩამოინგრეს და ბავშვებს არაფერი დაუშავდეს. მადლობის მეტი რა მეთქმის. მადლობა თქვენს რედაქციას, რომ ჩვენი პრობლემით დაინტერსდით და იმ ადამიანებამდე მიიტანეთ, რომლებსაც ჩვენი პრობლემის მოგვარება შეუძლიათ. მადლობა გურიის გუბერნატორს, ჩემი შვილის ოცნების ასრულებისთვის და იმისთვის, რომ მექნება ჭერი, საიდანაც წყალი არ ჩამოვა, _ გვითხრა ნარგიზა ჩხაიძემ.

ავარიულ კომპლექსში მცხოვრებმა ადამიანებმა ისიც აღნიშნეს, რომ დაპირებები მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ დიდი ხანია, ესმით, თუმცა, 22 წელია, შედეგი არ ჩანს. ამის შესაბამისია, რომ მათ ხელისუფლების დაპირების არ სჯერათ:

_ მესმის თქვენი. წინა წლებში სახელმწიფოს არ ჰქონდა ამაზე ჩამოყალიბებული პოზიცია. 22 წლის განმავლობაში შეიძლებოდა ამის მოგვარება. თითო წელს ათი ოჯახი რომ დამაყოფილებულიყო, დღეს უსახლკაროების რიცხვი ბევრად დაბალი იქნებოდა, თუმცა, ასე არ მოხდა. რაც შეეხება დღევანდელს _ არა აქვს მნიშვნელობა მე ვიქნები გუბერნატორი თუ სხვა. სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ თქვენი ბინის ქირა გადაიხადოს მანამ, სანამ არ მოხდება თქვენი სახლებით უზრუნველყოფა. ეტაპობრივად ყველა უსახლკარო ოჯახს ექნება საკუთარი ჭერი, _ აღნიშნა გუბერნატორმა.




 ახალი ამბები
  • რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდარაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მორაგბე რამაზ ხარაზიშვილის დაჭრაში ბრალდებულ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა კალიჩენკომ იმსჯელა. 16 სეტემბერს რაგბის კავშირის შენობაში „შვიდკაცას“ ყოფილი კაპიტანი დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე რაგბის კავშირის ვიცეპრეზიდენტი მერაბ ბესელია დააკავეს. რაგბის კავშირის შენობაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ... ...
  • ქედის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვაქედის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, ძლიერი წვიმის შედეგად, მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასა საცხოვრებელ სახლებთან ახლოსაც ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ დააზიანა სავარგულები და წყალი სახლებშიც შევიდა. ამ დროისთვის სტიქიურ ზონებში შესაბამისი ტექნიკაა მობილიზებული და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ქედის მერის ინფორმაციით, სიტუაცია მართვადია და მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არის. მეწყრული პროცესებია დოლოგანში, ზუნდაგაში, ბზუბზუში, ცხემნაში, დაბა ქედასა და ... ...
  • ბოკერიამ ძალიან სამართლიანად უთხრა „ქოცებს“ - კანდელაკიროგორც გუშინ გიგამ ძალიან სამართლიანად უთხრა ქოცებს - ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე - "ევროპული საქართველოს" წევრი, გიორგი კანდელაკი, გიგა ბოკერიას გუშინდელ მიმართავს ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის მიმართ. გიორგი კანდელაკის თქმით, აგვისტოს ომის დროს ის ბრიტანეთში , დიპლომატიურ მისიაზე იმყოფებოდა და უცხოურ გავლენიან ტელევიზიებში რუსულ პროპაგანდას ებრძოდა. კანდელაკმა აღნიშნა, რომ ომის დროს რეგულარული ფრენებით დაბრუნება საქართველოში შეუძლებელი იყო, ამრიგად ლიეტუვური სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავით დაბრუნდა თბილისში და იმავე დღეს ოკუპირებულ გორში უცხოელ ჟურნალისტებთან  წავიდა სამუშაოდ. კანდელაკმა აღნიშნა, რომ გიგა ბოკერიამ ძალიან სამართლიანად მიმართა ქართულ ოცნებას შემდეგი ფრაზით -" ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე!" „ისე მოხდა რომ 2008 წლის ომის დროს ლონდონში ვიყავი. რადგან მაშინდელი ელჩი გელა ჩარკვიანი შვებულებაში იყო, ხან მისი მოადგილე და შემდგომში საქართველოს ყველაზე წარმატებული ელჩი გაერთიანებულ სამეფოში გიორგი ბადრიძე და ხან მე, როგორც პარლამენტის წევრი, სიენენზე, ბიბისიზე და ალ ჯაზირაზე ხშირად გამოვდიოდით და ვებრძოდით რუსულ პროპაგანდას. "რადგან რეგულარული ფრენებით საქართველოში დაბრუნება უკვე შეუძლებელი იყო წავედი ლიტვაში სადაც შაულიაის ნატოს საჰაერო ბაზიდან, ლიტვური სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავით „სპარტანი“ დავბრუნდი თბილისში 14 აგვისტოს და იმავე დღეს წავედი ოკუპირებულ გორში უცხოელ ჟურნალისტებთან სამუშაოდ. ჰოდა მართლაც, როგორც გუშინ გიგამ ძალიან სამართლიანად უთხრა ქოცებს - ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე!“ -განაცხადა გიორგი ... ...
  • წყალი მწყურვალისთვის ოთხას მეტრშია...შუახევის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი   სოფელი ბუთურაული   სასმელი წყლის პრობლემის წინაშე დგას.  ღობეებზე, ერთი შეხედვით სასაცილო (სატირალი რომ არ იყოს), ფირნიშებს  შეხვდებით. „აქ სასმელი წყალი ფაქტიურად არაა.   და ეს იმ აჭარაში,  სადაც ჭარბი წყლის პრობლემაც  კი არის“, - გვწერს ჩვენი კოლეგა ზურა ... ...
  • საქართველოს რკინიგზის განცხადება ქუთაისში, უბედური შემთხვევის გამო თანამშრომლების დაღუპვის შესახებქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მეცხრე ჩიხში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის დროს მოხდა უბედური შემთხვევა _  გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი (ელენტრომონტიორები), დამწვრობა კი მიიღო ერთმა თანამშრომელმა (ასევე, ელექტრომონტიორი). „საქართველოს რკინიგზა“ მწუხარებას გამოთქვამს რკინიგზის თანამშრომლების გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, უსამძიმრებს ოჯახებს და მაქსიმალურ თანადგომას აღმოუჩენს მათ. ამასთანავე, საქართველოს რკინიგზა განმარტავს, რომ პირველადი მოკვლევის შედეგების მიხედვით, სამუშაოების შესრულების დროს შრომის უსაფრთხოების პირობები სრულად იყო დაცული. სამუშაოების წარმოება წინასწარ იყო შეთანხმებული ელექტროგადამცემი ხაზის ტექნიკურ ოპერატორთან და ხაზი, რომლის აბონენტიც არა მხოლოდ საქართველოს რკინიგზაა, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო ძაბვის ქვეშ. ხაზის ძაბვის ქვეშ დადგომა არ წარმოადგენს საქართველოს რკინიგზის კომპეტენციას. შესაბამისად, კომპანია იმედოვნებს, რომ გამოძიებით დადგინდება მომხდარზე ობიექტური ჭეშმარიტება. რაც შეეხება, საქართველოს რკინიგზის კიდევ ერთ დაზარალებულ თანამშრომელს, მის მდგომარეობაზე ზრუნავს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება და პროცესში სრულად არის ჩართული საქართველოს რკინიგზის სამედიცინო სამსახური. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...