პროკურატურის პრესსამსახური: "ეს გოგას ჰკითხეთ ხაჩიძეს"

მთავარი თემა

პროკურატურის პრესსამსახური: "ეს გოგას ჰკითხეთ ხაჩიძეს"

2014 თებ 18 20:14:33

ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად პროკურატურის პრესსამსახურის უფროსს, თეიმურაზ დოლიძეს დავუკავშირდით.

_ ბატონო თემურაზ, ცოტა ხნის წინ გოგა ხაჩიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროკურატურამ ცსკო-დან გამოითხოვა ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც 2010 წელს, უკრაინაში, არჩევნებზე დამკვირვებლების სტატუსით იმყოფებოდნენ. რამდენად სწორი ინფორმაციაა?

_ ეს გოგას ჰკითხეთ ხაჩიძეს.

_ გოგა ხაჩიძე პროკურატურაში მუშაობს? თქვენ გეკითხებით, როგორც მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსს...

_ ჩვენ შეიძლება, ინფორმაცია გამოვითხოვოთ ან არ გამოვითხოვოთ. ეს პროკურატურაა. აქ არ არის საქმის აღძვრაზე საუბარი, მაგრამ რაღაც დოკუმენტი შეიძლება, გამოითხოვოს პროკურატურამ ან არ გამოითხოვოს. ამაში ჯერ ეს ერთი რა არის საკითხავი, მე ვერ ვხვდები და  მეორე _ ვთქვათ, გოგა ხაჩიძემ რაღაც ინფორმაცია გაავრცელა, რაზე დაყრდნობით ავრცელებს? _ მას ჰკითხეთ.

_ მე თქვენ გეკითხებით, როგორც პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელს. გამოითხოვეთ თუ არა აღნიშნული ინფორმაცია და თუ გამოითხოვეთ, რა მიზნით?

_ კითხვა რას ნიშნავს?! რომ გამოგვეთხოვა ან არ გამოგვეთხოვა, რა მნიშვნელობა აქვს.

_ გვაინტერესებს, თუკი გამოითხოვეთ, რა მიზნით... ძიებაა დაწყებული, მოკლვევას აწარმოებთ თუ რა ხდება?

_ შეიძლება, ძალიან ბევრი ორგანიზაციიდან პროკურატურამ რაიმე დოკუმენტი გამოითხოვოს და ამ ყველაფერზე თუ გოგა ხაჩიძემ წერა სტატუსები ფეისბუქზე, არ უნდა მივაქციოთ ყურადღება. ეს რას ნიშნავს, მე ვერ ვხვდები. გოგა ხაჩიძეს რატომ არ ურეკავთ და მასთან რატომ არ აზუსტებთ მე ვერ ვხვდები.

_ მე თქვენთან,  როგორც პროკურატურის პრესსამსახურთან დავრეკე ინფორმაციის გადასამოწმებლად. რა მნიშნელობა აქვს, ვინ გაახმაურა. ინფორმაცია გავრცელდა და, შესაბამისად, ჩვენ დავინტერესდით, რა ხდება...

_ რამეზე რომ იყოს გამოძიება დაწყებული გეტყოდით, ოფიციალურად გაგცემდით პასუხს, მაგრამ ყველა იმ ფურცელზე,  რაზეც შეიძლება პროკურატურა დაინტერესდეს, ჯერ არ იყოს მსვლელობა დაწყებული და სერიოზულად არ ვფიქრობდეთ რაღაცაზე, უნდა მირეკოთ და მე პასუხი უნდა გაგცეთ?

_ ინფორმაციის გადასამოწმებლად პრესსამსახურთან არ უნდა დავრეკოთ?

_ თქვენ შეგიძლიათ მკითხოთ, დაიწყო თუ არა გამოძიება, დაიწყო თუ არა მოკვლევა...

_ სხვა შეკითხვა მოისმინეთ ჩემგან?

_ ფარატინა ქაღალდი შეიძლება მილიონობით გამოვითხოვოთ და ყველაზე ვერ გაგცემთ პასუხს.

_ რატომ მეჩხუბებით? სხვა შეკითხვა დავსვი? ძალიან კონკრეტულად გკითხეთ _ გავრცელდა ინფორმაცია და რამდენად სწორია, ძიებაა დაწყებული აღნიშნულზე თუ მოკვლევა?

_ არ მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია, _ დაგვიზუსტა დოლიძემ.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიის საერთაშორისო განყოფილების უფროსმა, ეკა აზარაშვილმა, რომელიც ამავე დროს სპიკერია, ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში კი აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ.

გაზეთ "გურია ნიუსის" არქივში  (13 იანვარი, 2010 წელი) ამ საკითხზე ვრცელი სტატია გამოქვეყნდა სათაურით _ "როგორ მიემგზავრებოდნენ ჩოხატაურელი ჩინოვნიკები უკრაინაში".

გთავაზობთ სტატიას ჩვენი არქივიდან.

"უკრაინაში 17 იანვარს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე საქართველოდან 500-მდე დამკვირვებელი (ძირითადად - სახელისუფლებო წრეებიდან) 14 იანვარს უნდა გამგზავრებულიყო. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ქართველ დამკვირვებელთა შორის იყო ორი ჩოხატაურელი - საკრებულოს მმართველი ფრაქციის თავმჯდომარე, შოთა სირაძე (ამ ამბიდან მალე, სირაძეზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და წლების განმავლობაში ძებნილი იყო. ავტ) და გამგებლის მოადგილე, დიმიტრი კორიფაძე (კორიფაძე ამჟამად "ნაციონალური მოძრაობის" ჩოხატაურის ოფისს ხელმძღვანელობს. ავტ). ისინი 12-კაციანი სიიდან შეარჩიეს. როგორც მათი კოლეგები ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ - ალბათ, იმიტომ, რომ კარგი აღნაგობა აქვთ. ჩოხატაურელი ჩინოვნიკებისთვის უცნობია სხვა მიზეზი, თუ რატომ გადაწყდა კორიფაძისა და სირაძის უკრაინაში გამგზავრება.

12 იანვარს ქუთაისში უკრაინაში წამსვლელ დამკვირვებლებთან შეხვედრა მოეწყო და ინსტრუქციებიც დაურიგდათ. შეხვედრის დეტალები უცნობია. თუმცა, კულუარული ინფორმაციით, მათ არჩევნებზე დაკვირვება ზედმეტი ხმაურის გარეშე დაევალათ ერთი პრინციპის გამო: „იუშჩენკო საქართველოს პრეზიდენტის მეგობარი და ნათესავია“.

დიმა კორიფაძემ იცის, რატომ მიდის, მაგრამ ვერ გვეუბნება ვინ და რატომ შეარჩია მისი კანდიდატურა:

- 14 იანვარს მივდივართ მე და შოთა სირაძე.

რატომ თქვენ და შოთა? როგორც თქვენმა კოლეგებმა გვითხრეს, ალბათ, იმიტომ, რომ ფიზიკურად კარგად გამოიყურებით...

- ფიზიკურად ჩვენ, ყველანი, ჩოხატაურელები, კარგად გამოვიყურებით.

მაშინ ის გვითხარით, რატომ დიმა და შოთა და არა ვთქვათ, გია ან ზურაბი?

- ეგ არ ვიცი. მე არ ამირჩევია.
 
ვინ შეარჩია?

-  არ ვიცი.

კი, მაგრამ, თქვენი ინიციატივით ხომ არ მიდიხართ? ვინ გითხრათ, რომ უკრაინაში დამკვირვებლად უნდა გაემგზავროთ?

-  ვინ მითხრა და (რამდენიმე წამიანი ფიქრის შემდეგ (ნ.გ.)), ბატონმა გამგებელმა, მამუკა დოლიძემ.

დოლიძემ გადაწყვიტა, რომ თქვენ უნდაწასულიყავით?

- მან არა. სიები იყო და იქიდან აირჩა.

რა პრინციპით და ვინ აარჩია?

-  არ ვიცი.

ვისი ფულით მიდიხართ?

- მივდივართ, როგორც საქართველოს მთავრობის საერთაშორისო დამკვირვებლები . სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა ამის თანხა.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხა არ გაიცემა?

- მხოლოდ სადღეღამისო მივლინება გაიცემა.

ძალიან საინტერესოა, რამდენად კარგად დააკვირდებით არჩევნებს. გურიაში რომ იყოს, კიდევ ჰო... რაღაც ხერხები მშვენივრად იცით. უკრაინაში რა უნდა გააკეთოთ?

-  დამკვირვებლები დემოკრატიულად აკვირდებიან არჩევნებს. რაღაც პროცესები არ დაირღვეს და ა.შ.

დიმა კორიფაძე ამბობს, რომ უკრაინაშიც დემოკრატიას დაუჭერს მხარს?

-  რა თქმა უნდა. თითოეული ჩვენგანი ვალდებულია, დაიცვას კანონი და კონსტიტუცია.

თქვენიაზრით, ვინ გაიმარჯვებს? ცნობილი ფაქტია, რომ საქართველო იუშენკოს უჭერს მხარს...

- არ ვიცი. საქართველოში რომ იყოს არჩევნები, გეტყვით. უკრაინაზე კი, არაფრის თქმა არ შემიძლია. 

ჩოხატაურის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსის, ზურაბ ჩანტლაძის განმარტებით, სირაძეს და კორიფაძეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დღეში 35 დოლარი (პენსიონერის ერთი თვის პენსია) მხოლოდ კვებისთვის მიეცემოდათ. სასტუმროსა და მგზავრობის ხარჯებს კი ცენტრალური ბიუჯეტი დააფინანსებდა.

14 იანვარს უკრაინაში გასამგზავრებლად გაზადებულ ჩინოვნიკებს, რომლებსაც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ანკეტების შევსებაც კი გაუჭირდათ, ბარგის ამოლაგება მოუწიათ. უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, მათ მიღებაზე უარი განაცხადა.

ექსპერტთა განმარტებით, 2000 ჩინოვნიკის დამკვირვებლად გამგზავრების შემთხვევაში, საქართველოს მასშტაბით, მხოლოდ მათი კვებისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტებიდან დაახლოებით 4 მილიონი ლარი დაიხარჯებოდა.

 




 ახალი ამბები
  • შვიდ ბავშვში ერთი წონანაკლული იბადება_ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაყოველ შვიდ ბავშვში ერთი ნაკლები წონით იბადება_აღნიშნულ ინფორმაციას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, 2015 წელს 20 მილიონზე მეტი ბავშვი ნაკლები წონით დაიბადა, რაც 2 500 გრამზე ნაკლებ წონას გულისხმობს. წელიწადში მსოფლიოში 2.5 მილიონი ახალშობილის 80% ნაკლები წონის გამო იღუპება. ის მცირეწონიანი ბავშვები კი ვინც გადარჩებიან გაცილებით დიდი საფრთხის წინაშე დგანან, როგორიცაა განვითარების და ფიზიკური ჯანმრთელობის  პრობლემები, მათ შორის, დიაბეტი და კარდიოვასკულური დაავადება. დაბალი დაბადების წონის შემცირება მოითხოვს გლობალურ სტრატეგიას, რომელიც უნდა შეიცავდეს დედის კვების გაუმჯობესებას, ორსულობის დროს ისეთი დაავადებების მკურნალობას, როგორიცაა ჰიპერტონული დაავადება. სიკვდილიანობის, ავადმყოფობის და შეზღუდული შესაძლებლობების  შემცირება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება ახალშობილებში თუ ხელმისაწვდომი იქნება იაფი და სათანადო ჯანდაცვა. ... ...
  • კომუნიკაციების კომისიამ გლობალურ ინტერნეტზე ზედა ზღვრული ტარიფი დააწესაკომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფიქსირებული და მობილური სატელეკომუნიკაციო ბაზრის კვლევა დაასრულა და მომხმარებლების ინტერესების დაცვისა და ბაზრის განვითარების მიზნით, რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. პირველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გლობალური ინტერნეტის საბითუმო ბაზარს ეხება, საბითუმო მომსახურებაზე კომისიამ გლობალური ინტერნეტის ფასი რადიკალურად შეამცირა და ზედა ზღვრული ტარიფი დაადგინა. 2019 წლის პირველი ივლისიდან ერთ მბ/წმ ფასი 32 ლარიდან 9 ლარამდე შემცირდება. რაც შეეხება საცალო მომსახურეობის ბაზრის სეგმენტებს, კომისიის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, აღნიშნული ბაზარი კონკურენტულია და რეგულაციის დაწესების საჭიროება არ გამოვლინდა. კომისია კმაყოფილია ბაზრის კვლევის შედეგებით, ვინაიდან მიაჩნია, რომ საცალო ბაზარზე რეგულაციების შემოღება, სატელეკომუნიკაციო სფეროს განვითარებისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა და სფეროს განვითარებაში მნიშვნელოვან შეფერხებას გამოიწვევდა. შეგახსენებთ, რომ საცალო ბაზრის რეგულირების ალბათობა კომისიამ ორი მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორის მიერ ტარიფების გაზრდის შესახებ გავრცელებული განცხადების შემდეგ გააკეთა და მასშტაბური კვლევა დაიწყო. როგორც კომისია აცხადებდა, ბაზარზე ფასების გაზრდის საჭიროება არ არსებობს, რაც კვლევამ დაადასტურა. სწორედ კვლევის და კომპანიებთან აქტიური მუშაობის შედეგებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებმა აიღეს ვალდებულება, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ფასებს არ გაზრდიან, მობილური მომსახურებების არჩევანის მრავალფეროვნებას შეინარჩუნებენ და კომისიასთან მომავალშიც აქტიურ კომუნიკაციაში იქნებიან. ამის მიუხედავად, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ თუ რომელიმე კომპანიის მხრიდან მსგავსი ქმედების მცდელობას კვლავ ექნება ადგილი, კომისიას იმაზე მკაცრი რეაგირება ექნება, ვიდრე ეს წინა შემთხვევაში მოხდა და კანონით მინიჭებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს მომხმარებლების უფლებების დასაცავად. კვლევის შედეგად კომისიამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება და ხმოვან საცალო მომსახურეობაზე არსებული ზედა ზღვრული 24 თეთრიანი ტარიფი გააუქმა. კომუნიკაციების კომისია, როგორც ეს არაერთხელ აღუნიშნავს დარწმუნებულია, რომ სატელეკომუნიკაციო ბაზრის გაჯანსაღების ყველაზე სწორი გზა საბითუმო ბაზრის ლიბერალიზაციაა. მოგეხსენებათ, რომ ფიქსირებული საბითუმო ბაზრის ლიბერალიზაციის კუთხით, ბოლო წლების განმავლობაში, კომისია აქტიურად მუშაობს, კერძოდ, 2017 წლის 7 სექტემბერის გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე მობილური და ფიქსირებული ქსელის კომპანიებისთვის დადგენილი ურთიერთჩართვის მომსახურების ზედა ზღვრული ტარიფი მობილურ ქსელში 3,5 თეთრიდან 0,75 თეთრამდე, ხოლო ფიქსირებულ ქსელში - 2 თეთრიდან 0,28 თეთრამდე შემცირდა. ასევე, კომისიის გადაწყვეტილებით, 2019 წლიდან ამოქმედდა დადგენილება, რომლის მიხედვითაც, მნიშვნელოვნად შემცირდა მაგისტრალური არხებით მომსახურების საბითუმო ტარიფები. 2019 წლის 15 იანვრიდან მნიშვნელოვანი ძალაუფლების ოპერატორებს საკუთარ ინფრასტრუქტურაზე მცირე და საშუალო ოპერატორების დაშვების ვალდებულებაც დაეკისრათ. ასევე, კომისიამ საცალო ბაზარზე ინტერნეტის ხარისხის კონტროლის სისტემა დანერგა. ყველა ეს გადაწყვეტილება სატელეკომუნიკაციო ბაზრის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს ხელს უწყობს საშუალო და მცირე ოპერატორების განვითარებას, რის შედეგად გაიზრდება კონკურენცია, რაც ერთის მხრივ ხარისხს გაზრდის, მერეს მხრივ კი ფასების შემცირებას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება ფიქსირებული ინტერნეტს, ამ სეგმენტში კომისიას კვლევა ჯერ არ დაუსრულებია, ვინაიდან მოკვლევის შედეგად მიღებული ინფორმაცია საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ სეგმენტზე კვლევა გაგრძელდება და კომისია საერთაშორისო გამოცდილ კონსულტანტებთან ერთად გააგრძელებს მუშაობას, იმისთვის, რომ საცალო მომსახურების ცვლადი და ფიქსირებული დანახარჯების განცალკევებისა და გაანგარიშების მოდელი შეიმუშაოს, რომლის საშუალებითაც, ოპერატორის მიერ ფიქსირებული ინტერნეტის მომსახურებაზე დადგენილი ტარიფების მომგებიანობის საკითხი შეფასდება. რაც შეეხება გლობალური ინტერნეტის საბითუმო ბაზარის რეგულაციას, აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, მცირე და საშუალო ოპერატორებისთვის ინტერნეტის გლობალურ ქსელთან დაშვების მომსახურება „კავკასუს ონლაინის“ და „სილქნეტის“ ქსელის ტექნიკურად დასაშვებ ნებისმიერ წერტილში იქნება უზრუნველყოფილი, აქამდე კი ამ მომსახურების მიღება პატარა ოპერატორებისთვის მხოლოდ თბილისში იყო შესაძლებელი. ამავე გადაწყვეტილებით, 2019 წლის პირველი აგვისტოდან მცირე და საშუალო ოპერატორებს საშუალება ექნებათ ერთ მბ/წმ-ზე 50 თეთრად ჰქონდეთ წვდომა ამავე კომპანიების ქსელში განთავსებულ „YouTube“-ის, „Google“-ის და სხვა საერთაშორისო ვებ-გვერდების ქეშირებულ კონტენტზე. ამავე ტარიფით კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ პატარა ოპერატორების მათ ქსელში და მათთვის ხელმისაწვდომ სხვა ოპერატორის ქსელში განთავსებულ ადგილობრივი ინტერნეტის რესურსებთან დაშვება. კომუნიკაციების ეროვნული კომისია აქტიურად აგრძელებს მუშაობას სატელეკომუნიკაციო ბაზრის გაჯანსაღების მიზნით და 2019 წელს ამ მიმართულებით, რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ... ...
  • საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" თანამშრომლებს შეხვდა (R)საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" თანამშრომლებს შეხვდა. გიორგი ჭიჭინაძემ დასაქმებულებს დაგროვებითი საპენსიო სქემის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და განმარტა რომ საქართველოში ამოქმედებული რეფორმა ქვეყანას შემდეგ სარგებელს მოუტანს: ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფა საპენსიო ასაკში, სიღარიბის მაჩვენებლის შემცირება, მსხვილი საინვესტიციო კაპიტალის ბაზრის შექმნა, ადგილიბრივი კაპიტალის ბაზრის განვითარება და სტიმული მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის. სახელმწიფო ელექტროსისტემის დასაქმებულების შეკითხვები საინვესტიციო საბჭოს დაკომპლექტებას, საპენსიო დანაზოგებზე დარიცხულ სარგებელს, თანხების დაბრუნების პირობებსა და ინვესტირების რისკების საკითხებს შეეხო. პრეზენტაციის შემდეგ, კომპანიის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ყველა შეკითხვაზე მიიღეს პასუხები და ისინი ვისთვისაც სქემაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია, გააგრძელებენ ... ...
  • ოზურგეთში სავალუტო ჯიხურიდან ფული მოიპარეს _ მხილებული არიან არასრულწლოვნებიგუშინ ოზურგეთში გურიის ქუჩაზე მდებარე სავალუტო ჯიხურიდან 300 ლარი მოიპარეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტზე 4 არასრულწლოვანი ამხილა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 4 არასრულწლოვანი ქურდობის ფაქტზე ამხილეს. მხილებული არიან: 2002 წელს დაბადებული რ.კ., 2005 წელს დაბადებული რ.მ., 2003 წელს დაბადებული რ.ბ. და 2004 წელს დაბადებული ჯ.ქ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ არასრულწლოვნებმა, მიმდინარე წლის 21 მაისს, ოზურგეთში, გურიის ქუჩაზე მდებარე სავალუტო ჯიხურიდან 300 ლარი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებულები ცხელ კვალზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, მომხდარიდან რამდენიმე საათში ამხილეს. ოთხივე მხილებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ლანჩხუთში _ არიან დაშავებულებიცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ლანჩხუთში. სოფელ წყალწმინდაში ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანები შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად არიან დაშავებულები, თუმცა, მათ სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ მიუღიათ.​ ​​ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ... ...

არქივი

ზაფრანი

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია...

სულ რაღაც მილიონ ორასი ათასი...

დუმილი ოქროა

დუმილი ოქროა, მაგრამ ხშირად ვივიწყებთ...

ქალური მეხსიერების თავისებურება

მამაკაცებს შეუძლიათ, მეხსიერებიდან ამოაგდონ ის,...

რატომ უნდა დააკვირდეთ ხშირად თვალებს

თვალებზე დაკვირვებით, ადამიანის ჯანმრთელობის ამოცნობა...

რატომ უნდა დააკვირდეთ ხშირად თვალებს

თვალებზე დაკვირვებით, ადამიანის ჯანმრთელობის ამოცნობა...

რაციონში ხორცის არარსებობა ქალს აბერებს

ამერიკელ მეცნიერთა მტკიცებით, იმისთვის, რომ...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...