თავდაცვის სამინისტროს (ყველა დროის) პრემიები და დანამატები _ მინისტრი, მოადგილეები და სხვები...

მთავარი თემა

თავდაცვის სამინისტროს (ყველა დროის) პრემიები და დანამატები _ მინისტრი, მოადგილეები და სხვები...

19 თებ. 2014, 21:54:13

 " საპარლამენტო უმცირესობის წევრის ირმა ნადირაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით განვმარტავთ, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის მარტის თვეში მიღებულმა თანამდებობრივმა სარგომ შეადგინა - 3540 ლარი; სტაჟის დანამატი 25% _ 885 ლარი; საიდუმლოს დანამატი 15 % _ 531 ლარი; პრემიერ მინისტრის ბრძანებით დანამატი _  4335 ლარი; საკლასო ჩინის დანამატი 35 % _  1239 ლარი; იმის გამო, რომ საკლასო ჩინის დანამატზე ინფორმაცია წარმოდგენილ იქნა 2013 წლის მარტში, მოხდა მისი გადაანგარიშება დანიშვნის დღიდან და შესაბამისად შეადგინა:

2012  წლის ოქტომბერი 269,32 ლარი; 2012  წლის ნოემბერი 1239 ლარი; 2012  წლის დეკემბერი 1239 ლარი; 2013  წლის იანვარი 1239 ლარი; 2013  წლის თებერვალი 1239 ლარი; 2013  წლის მარტი 1239 ლარი; მარტის თვეში საკლასო ჩინის დანამატმა შეადგინა სულ 6464,32 ლარი. სულ მარტის თვის შემოსავალმა შეადგინა _  3540+885+531+4335+6464,32=15755,32 ლარი. სულ მარტის პრემია 4335 ლარი; სულ დარიცხული ხელფასი მარტის თვეში 15755,32+4335=20090,32 (აქედან საშემოსავლო 4 018,06 ლარი, ხელზე აიღო 16 072,26 ლარი).

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოველთვიური ანაზღაურება დანამატების და სტაჟის გათვალისწინებით, ხელზე შეადგენს 4946 ლარს. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით კი მინისტრის დანამატი შეადგენს 2168 ლარს." _ ნათქვამია  თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში

"ირაკლი ალასანიამ ერთ თვეში ხელფასისა და პრემიის სახით 20 090 ლარი აიღო - ინფორმაცია ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ირმა ნადირაშვილმა გაავრცელა. დეპუტატი უახლოეს დღეებში, თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის სამინისტროს ჩინოვნიკების ხელფასების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებასაც აანონსებს.

" მარტო მარტის თვეში (2013 წელს), ირაკლი ალასანიამ ხელფასისა და პრემიის სახით 20 090 ლარი აიღო. დაწვრილებით ინფორმაციას თავდაცვის მინისტრისა და ზოგადად თავდაცვის სამინისტროს ჩინოვნიკების ხელფასების შესახებ რამდენიმე დღეში გაგაცნობთ,"_ აცხადებს ირმა ნადირაშვილი.

რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს სხვა ჩინოვნიკების პრემიებს, "გურია ნიუსის" ინფორმაციით, მინისტრის პირველი მოადგილის ლევან დოლიძის დანამატმა იანვრისა და თებერვლის თვეში 1180 ლარი შეადგინა.

კიდევ ერთი მოადგილის, ირაკლი გეგეჭკორის დანამატმა  იანვრისა და თებერვლის თვეში 1224 ლარი შეადგინა.

"ნაციონალური მოძრაობის" პრემიები (2009-2012 წლები) .... 41 მილიონ 164 ათასი ლარი

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ პრემიების გაცემაში "ნაციონალურ მოძრაობასაც" საკმაოდ დიდი გამოცდილება ჰქონდა და კოლოსალურ თანხებს ხარჯავდნენ.  აღნიშნულთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ შიდა მოკვლევაც ჩაატარა. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ  საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და გაერთიანებულ შტაბში 2009 წლის სექტემბრიდან 2012 წლის ოქტომბრის ჩათვლით ფულადი პრემიის სახით 41 მილიონ 164 ათასი ლარია გაცემული, მათ შორის დაახლოებით 19 მილიონი ლარი გაცემულია საიდუმლო ბრძანებით.

ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გენერალური ინსპექციის უფროსმა ანდრია გოცირიძემ განაცხადა. მისი თქმით, პრემიებს იღებდნენ ერთი და იგივე მაღალი თანამდებობის პირები. სამხედრო მოსამსახურეებზე კი სულ ერთხელ იქნა გაცემული პრემია, მაგალითად ავღანეთში მყოფმა სამხედროებმა პრემია 2011 წელს აიღეს და მისი რაოდენობა შეადგენდა საშუალოდ 365 ლარს.

 2012 წლის 31 დეკემბერს IDFI-მა თავდაცვის სამინისტროდან მიიღო ოქტომბრის თვეში სამინისტროს სამოქალაქო ოფისის თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიების შესახებ ინფორმაცია.  ინფორმაცია გაცემული პრემიების შესახებ სამინისტრომ პირველად გაასაჯაროვა. როგორც დეკემბერში მიღებულ წერილში იყო მითითებული, გაერთიანებული შტაბის თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიების შესახებ ინფორმაცია არ იყო მოწოდებული. აღნიშნული ინფორმაცია, კერძოდ ოქტომბრის მანძილზე გაერთიანებული შტაბის თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიების შესახებ, IDFI-მ მხოლოდ 28 იანვარს მიიღო.

ოქტომბერში, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 21 თანამდებობის პირზე პრემიების სახით გაიცა 134 084 ლარი, ხოლო სხვა დანარჩენ სამხედრო მოსამსახურეებზე სულ – 266043,05 ლარი.

 გაერთიანებული შტაბის თანამდებობის პირებიდან ყველაზე მაღალი პრემიები ოქტომბერში, 12 500 ლარის ოდენობით, აიღეს გენერალური შტაბის უფროსმა და სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის პირველმა მოადგილემ. ასევე დიდი ოდენობის წახალისება მიიღო გაერთიანებული შტაბის უფროსის ერთ-ერთმა მოადგილემ – 10 839 ლარი. დანარჩენმა ორმა მოადგილემ 9 000 და 8 406 ლარის პრემიები აიღეს. ასევე მაღალი პრემია აიღო ადმინისტრაციული ჯგუფის თანაშემწემ – 7 220 ლარი. ოქტომბერში გაცემული პრემიებიდან ყველაზე მცირერიცხოვანი, 1 250 ლარის ოდენობით, დაერიცხა ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს. თუმცა, საშუალოდ გაერთიანებული შტაბის თანამდებობის პირებმა ოქტომბერში 5 000-6000ლარის ოდენობის პრემიები აიღეს. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია მხოლოდ თანამდებობებისა და გაცემული თანხის მითითებით შემოიფარგლება, ღია წყაროების გადამოწმების გზით არაერთი საინტერესო დეტალის მოძიება გახდა შესაძლებელი...

კერძოდ, როგორც ირკვევა, რამდენიმე მაღალჩინოსანი, ვინც ოქტომბერში მაღალი პრემია აიღო, ნოემბრის თვეში თავდაცვის სამინისტროში უფლებამოსილების გადამეტების გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით დააკავეს. გაერთიანებული შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი, გიორგიკალანდაძე ამ თანამდებობაზე 2012 წლის 8 ოქტომბერს დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე შეცვალა დევი ჭანკოტაძე. გიორგი კალანდაძე 2010 წლიდან იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე.

 IDFI-ის ინფორმაციით, გიორგი კალანდაძემ გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის პირველსავე თვეს, ოქტომბერში, პრემიის სახით 12 500 ლარი აიღო. ცნობილია აგრეთვე ის, რომ შემდგომში იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით 7 ნოემბერს გიორგი კალანდაძე დააკავეს და მას ბრალი წარუდგინეს 333-ე და 143-ე მუხლებით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. 9 ნოემბერს გიორგი კალანდაძე 20 000 ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. 10 ნოემბერს პრეზიდენტი სააკაშვილი შეხვდა გენერალ კალანდაძეს, რომელსაც გაერთიანებულ შტაბში დაბრუნება და სამსახურის გაგრძელება უბრძანა. თუმცა, თავდაცვის სამინისტროს 11 ნოემბრის განცხადებით გიორგი კალანდაძეს უფლებამოსილება შეუჩერდა.

 გიორგი კალანდაძე ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო, რომელიც შს ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასა და მეოთხე ბრიგადის მეთაურ ზურაბშამათავასთან ერთად დააკავეს. ზურაბ შამათავამ, რომელიც ოქტომბერში გაერთიანებული შტაბის სახმელეთო ჯარების სარდლობის მეოთხე ბრიგადას ხელმძღვანელობდა, იმავე თვეში პრემიის სახით 5 775 ლარი მიიღო. შტაბის უფროსის გარდა კიდევ ერთი ადამიანი, ვინც ოქტომბერში 12 500 ლარის ოდენობის პრემია აიღო, იყო სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე, ჩვენი ინფორმაციით აღნიშნულ პერიოდში ამ თანამდებობას იკავებდა რომანშამათავა, რომელიც დეკემბრის თვეში იქნა დაკავებული სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვის ფაქტზე.

 საინტერესოა, რომ თავად სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსს ამ თვეში პრემია არ აუღია.

 IDFI-მა ასევე მიიღო პასუხი თავდაცვის სამინისტროში გაგზავნილ სხვა წერილზე, რომლითაც ითხოვდა 2012 წლის 1 დეკემბრიდან თანამდებობის პირებზე გაცემულ პრემიებს. მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ რაც შეეხება 2012 წლის 1 დეკემბრიდან 2013 წლის 30 იანვრამდე გაცემულ პრემიებს, დეკემბერსა და იანვარში თავდაცვის სამინისტროს სრული სისტემის 175 თანამდებობის პირებზე პრემიების სახით სულ დაირიცხა 117 487 ლარი. რაც ოქტომბერში მხოლოდ გაერთიანებული შტაბის 21 თანამდებობის პირის პრემიებზე დახარჯულ 134 084 ლარზე გაცილებით ნაკლებია. თუკი ოქტომბერში გენერალური შტაბის თანამდებობის პირებმა პრემიის სახით საშუალოდ 6 000 ლარის ოდენობის პრემია აიღეს, დეკემბერ-იანვარში გაცემული პრემიებიდან თითო თანამდებობის პირმა პრემიის სახით საშუალოდ ათჯერ ნაკლები, მხოლოდ 600 ლარის ფარგლებში მიიღო.

თუკი, ოქტომბერში გენერალური შტაბის გარდა დანარჩენ თანამდებობის პირებზე დარიცხულ პრემიებს გავითვალისწინებთ, რაც დამატებით კიდევ 178 758 ლარს შეადგენს, გამოდის, რომ ოქტომბერში თავდაცვის სამინისტროს 78 თანამდებობის პირის პრემიებზე დაიხარჯა სულ 312 842 ლარი, რაც დეკემბერსა და იანვარში 178 თანამდებობის პირზე გაცემულ 117 487 ლართან შედარებით ორჯერ მეტია. საინტერესოა აგრეთვე ის გარემოება, რომ განსხვავებით ოქტომბრისგან, როდესაც მინისტრის პირველმა მოადგილემ 12 500 ლარი და მინისტრის მოადგილემ 7 344 ლარი აიღეს პრემიების სახით, დეკემბერსა და იანვარში მინისტრის მოადგილეებსა და მათ თანაშემწეებს პრემიები არ აუღიათ.

დეკემბერსა და იანვარში პრემია არ აუღია არც თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას და პრემიები ძირითადად ადმინისტრაციისა და დეპარტამენტის უფროსებსა და მათ მოადგილეებზე გაიცა. მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, იანვარში პრემია მხოლოდ ორმა თანამდებობის პირმა, მინისტრის მრჩეველმა და J-6 დეპარტამენტის უფროსმა აიღეს.




 ახალი ამბები
  • რა სახელდება ექსპერტიზის დასკვნით შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზად"მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგების შესახებ და, აქედან გამომდინარე, მიღებული სამართლებრივი გადაწყვეტილების თაობაზე. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამავდროულად, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება ინტენსიური გამოძიება. მიღებული ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარე, მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, შესაბამისი საექსპერტო კვლევით დასადგენია დასკვნაში აღნიშნულ დაზიანებათა წარმოშობის მექანიზმები და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები. ამავდროულად, მისაღებია ბიოლოგიური, ქიმიური, ტრასოლოგიური, საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სხვა პირთა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვები და უკვე მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი. მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, პროკურატურის მიერ მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება, რის შესახებაც გიორგი შაქარაშვილის ოჯახს და საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება დეტალური ინფორმაცია. საქართველოს პროკურატურა აღნიშნულ საქმეზე არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მომავალშიც მიაწვდის საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას, რის შესახებაც წინასწარ აუცილებლად გაიმართება კონსულტაცია გიორგი შაქარაშვილის ოჯახთან. საქმის სირთულის და სენსიტიურობის გათვალისწინებით, პროკურატურა სთხოვს ყველას თავი შეიკავონ გადაუმოუწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რათა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიეცეს შესაძლებლობა სრულყოფილი გამოძიების ჩასატარებლად და შესაბამისად, პროკურატურას სამართლებრივი გადაწყვეტილებების მისაღებად, რათა აღნიშნულ საქმეზე დადგინდეს ჭეშმარიტება და დანაშაულის ჩამდენმა პირებმა სრული სიმკაცრით აგონ პასუხი კანონის წინაშე. ასევე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურა ასაჯაროებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე ფოტოვიზუალური ნაწილის გარეშე", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში, რომელიც შაქარაშვილის გარდაცვალებასთან ჩატარებული ექსპერტიზის შედეგების გასაჯაროების შესახებ ... ...
  • ყველასთვის ხელმისაწვდომი და უფასო ენერგოწყარო, რომელსაც არ ვიყენებთმზის ენერგიის გამოყენების სარგებლიანობისა და საქართველოში მისი მაღალი პოტენციალის შესახებ ბევრი იწერება, ბევრი გადაცემაც მომზადდა და სამოდელო პროექტებიც გახორციელდა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში. მიუხედავად ამისა, მზეს ცხელი წყლის ან/და ელექტროენერგიის მისაღებად მხოლოდ რამდენიმე ასეული ოჯახი იყენებს ქვეყანაში. საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2018 წელს საქართველოს ენერგომოხმარების მხოლოდ 0.5% შეადგინა მზის, ქარის და გეოთერმული ენერგიების ჯამურმა წილმა. მოდით, კიდევ ერთხელ გავიაზროთ, ღირს თუ არა დახმარების გარეშე და საკუთარი სახსრებით დავიწყოთ მზის ენერგიის გამოყენება. რამდენად მზიანია საქართველო საქართველოში მზის ენერგიის გამოყენების პოტენციალი გაცილებით მაღალია, ვიდრე მაგალითად ცენტრალური ევროპის ქვეყნებში. შედარებისთვის: მზიანი დღეების რაოდენობა საქართველოში 250-280-ია, ევროპის ქვეყნებში კი 200-მდე. საქართველოში, წლის განმავლობაში მზე ანათებს 2000-დან 2200 საათის განმავლობაში. იგივე მონაცემი გერმანიისთვის 1800-1900 საათია. ბევრად მაღალია მზის გამოსხივება ერთ კვადრატულ მეტრზე. ეს მაჩვენებელი საქართველოში საშუალოდ 1550 კვტ/საათია, ხოლო გერმანიაში _ 1000 კვტ/სთ-მდეა. უფრო კონკრეტულად: ჩვენს ტერიტორიაზე მზის წლიური ჯამური ენერგია რეგიონების მიხედვით 1 კვადრატულ მეტრ ფართობზე მერყეობს 1250-1800 კვტ/სთ დიაპაზონში, ხოლო საშუალო ენერგია, იგივე 1 კვადრატულ მეტრ ფართობზე უტოლდება 4.2 კვტ/სთ დღეში. ანუ, თეორიულად, ერთი საშუალო ოჯახისთვის სამყოფ ენერგიას (ელექტროენერგია და ბუნებრივი ან თხევადი გაზი) მზე აფრქვევს დედამიწის 1.5-2 კვ.მ. ფართობზე. მზის ენერგიის გამოყენება შეარბილებდა ისეთ მნიშვნელოვან ადგილობრივ და გლობალურ პრობლემებს როგორიცაა: ენერგოსიღარიბე, ენერგოდამოუკიდებლობა, ადგილობრივი მიკროკლიმატის და გლობალური კლიმატის ცვლილება. ენერგოსიღარიბე: საქართველო ენერგეტიკულად ღარიბი ქვეყანაა. ჩვენს მიერ მოხმარებული ყველა სახის ენერგიის 65-67% იმპორტირებულია და ნავთობისა და გაზის შესყიდვაზე ყოველწლიურად ვიხდით ასეულობით მილიონ ლარს. თუ გავითვალისწინებთ ნავთობზე და ბუნებრივ გაზზე ფასების მკვეთრად გაზრდის პერსპექტივას, ადვილი წარმოსადგენია როგორ გაიზრდება ეს თანხები უახლოეს პერიოდში და ყოველწლიურად. ენერგოდამოუკიდებლობა: დღეს იმპორტირებული ნავთობისა და გაზის ერთადერთი მომწოდებელი აზერბაიჯანია, რაც ქვეყნის ენერგეტიკულ, ეკონომიკურ და თუ გნებავთ პოლიტიკურ დამოუკიდებლობას უდიდეს საფრთხეს უქმნის. ენერგოდამოუკიდებლობის მისაღწევად სახელმწიფო ერთადერთ გზად ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას სახავს და მის აგრესიულ ლობირებას ეწევა. ამავე დროს დუმილს ამჯობინებს იმ ფაქტზე, რომ ჰესების მშენებლობას დადებით მხარეებთან შედარებით პროპორციულად დიდი უარყოფითი მხარეებიც აქვს ბუნებრივი და ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს დეგრადაციისა და რისკის ქვეშ დაყენების სახით. ჰესების ნაცვლად მზის ენერგიის გამოყენების ხელშეწყობა იქნებოდა გარანტია ნამდვილი ენერგოდამოუკიდებლობისა კონკრეტული ოჯახების თუ სახელმწიფოს დონეზე, გარემოს მნიშვნელოვანი დაზიანების გარეშე. წყლის ენერგიისგან განსხვავებით, მზის ენერგიის გამოყენება ფაქტობრივად ყველა მსურველს შეუძლია. ყველას, ვისაც საკმარისი ფართობი აქვს სახურავზე ან ეზოში, სადაც მზე ანათებს, შეუძლია მზისგან (ფინანსური) სარგებელი მიიღოს და ამავდროულად გარემოს დაცვას შეუწყოს ხელი. ამ გზით შესაძლებელია თითოეულმა ოჯახმა შექმნას სუფთა ენერგია, გამოიყენოს ან/და გაყიდოს იგი. სწორედ ამგვარად არის შესაძლებელი ენერგოდამოუკიდებლობის გაუმჯობესება ოჯახების თუ სახელმწიფოს დონეზე. როგორ შემიძლია გავხდე უფრო ენერგოდამოუკიდებელი მზის ენერგიის გამოყენებით? მზის ენერგიას ყველაზე ხშირად ცხელი წყლის მისაღებად და ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად იყენებენ. ასევე ეფექტურია მზის ენერგიის გამოყენება, მაგალითად, ხილისა და ბოსტნეულის საშრობები. წინამდებარე სტატიაში გვინდა ყურადღება დავუთმოთ მზის ენერგიით ცხელი წყლის მიღებას და შესაბამის მოწყობილობას, რომელიც მზის კოლექტორების სახელითაა ცნობილი. მზის წყალგამაცხელებლებში, ანუ მზის კოლექტორებში მზის სითბური გამოსხივება აცხელებს წყალს, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია შხაპისთვის, სამზარეულოში და სხვა საყოფაცხოვრებო დანიშნულებით. მზის წყალგამაცხელებლების ფასი განსხვავდება ხარისხის მიხედვით. ქართველ მომხმარებელს უკვე შეუძლია არჩევანი გააკეთოს სხვადასხვა ხარისხის იმპორტირებულ თუ ადგილობრივი წარმოების პროდუქციას შორის. თუმცა, კვალიფიციურ მონტაჟსა და საგარანტიო მომსახურებას მხოლოდ ცალკეული კომპანიები სთავაზობენ. აღნიშვნის ღირსია ადგილობრივი წარმოების მზის კოლექტორები, რომლებიც ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადითა და საგარანტიო სერვისით გამოირჩევა. ამ სახის მზის კოლექტორების აგება და შეკეთება შედარებით მარტივია, მიეკუთვნება რა ე.წ. "low tech" ტიპს.  სხვადასხვა ორგანიზაცია სთავაზობს ტრენინგებს კოლექტორების ამ ტიპის აგების შესასწავლად. არსებობს სახელმძღვანელოებიც, რომელთა გამოყენებით მინიმალური დანახარჯებით ტექნიკური უნარ-ჩვევების (მაგ. შედუღება) მქონე პირები დამოუკიდებლად შეძლებენ მის აგებას.  მზის ამ ტიპის კოლექტორი არის კარგად იზოლირებული, მინით დაფარული შავი ფილა, რომელშიც განთავსებულია წყლის მილები. კოლექტორი შთანთქავს მზის გამოსხივებას, გარდაქმნის მას თბურ ენერგიად და ათბობს წყალს, რომელიც გროვდება თბოიზოლირებულ ავზში. ზაფხულის თვეებში კოლექტორები წყალს 70-80 გრადუს ცელსიუსამდე ათბობენ, ზამთრობით _ 35-50 გრადუსამდე. კვლევების თანახმად, ცხელი წყლის მისაღებად გაწეული ხარჯი  3-5-სულიანი ოჯახების ენერგობიუჯეტში საშუალოდ 11%-ს შეადგენს. მზის წყალგამაცხელებელი სისტემა 75-85%-ით ფარავს მომხმარებლის წლიურ მოთხოვნას ცხელ წყალზე. შესაბამისად, წყლის გაცხელების დანახარჯებიც იგივე თანაფარდობით მცირდება. 24-36 თვეში შესაძლებელი ხდება შესაბამისი დანადგარის საფასურის ანაზღაურება და მომდევნო წლებში (სულ ცოტა 8-10 წელი) უკვე უფასოდ, სრულიად მზის ხარჯზე გააცხელებთ წყალს. მზის წყალგამაცხელებლის დამონტაჟება შესაძლებელია არა მხოლოდ საცხოვრებელ სახლებში, არამედ საზოგადოებრივ დაწესებულებებშიც, სადაც დიდი რაოდენობით ცხელ წყალს მოიხმარენ, რაც საბოლოოდ მნიშვნელოვან ენერგეტიკულ დანაზოგს მოგვცემს. თანაც, ეს ეკოლოგიური თვალსაზრისითაც გამართლებულია _ მცირდება გამონაბოლქვი აირები. მზის წყალგამაცხელებლების გავრცელების ხელშესაწყობად საქართველოში ძირითადად საზოგადოებრივი ორგანიზაციები  მუშაობენ. მათ შორისაა არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე რეგიონები", რომელიც ამჟამად ფონდ "ურბისის" ფინანსური მხარდაჭერით ჩოხატაურისა და ხონის მუნიციპალიტეტებში განახლებადი ენერგიების და გარემოს დამზოგველი ენერგოტექნოლოგიების პოპულარიზების მორიგ პროექტს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, სამიზნე მუნიციპალიტეტებში განახლებადი ენერგიებით დაინტერესებული ადამიანების ე.წ. "მზის ელჩებად" გადამზადება ხდება, რომლებიც სამომავლოდ მზის ენერგიის გამოყენების შესახებ ადგილობრივ მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებაზე იმუშავებენ. მოეწყობა სადემონსტრაციო ობიექტები, სადაც ადგილობრივებს შეეძლებათ პირადად გაეცნონ მზის წყალგამაცხელებლების მუშაობის პრინციპს და დარწმუნდნენ მის ეფექტიანობაში.   მზის ტექნოლოგიების დანერგვითა და გავრცელებით შესაძლებელი გახდება ხე-ტყის საწვავად გამოყენების, ტყის გაჩეხვისა და სათბურის გაზების ემისიების შემცირება, ადგილობრივი ბუნებრივი გარემოს შენარჩუნება და კლიმატის ცვლილების შემარბილებელ ღონისძიებებში წვლილის შეტანა. სტატია მომზადებულია პროექტის "განახლებადი ენერგიების გამოყენების ხელშეწყობა  ჩოხატაურისა და ხონის მუნიციპალიტეტებში მზის ტექნოლოგიის შესახებ ცნობიერების ამაღლებითა და ფინანსური ხელშეწყობის მექანიზმებით" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე რეგიონები", ფონდ "ურბისის" ფინანსური ... ...
  • „ახლა კარგად ვარ“ : გურიის სამაშველო სამსახურის უფროსი ავარიის შემდეგ გვპასუხობსოზურგეთში, ავტოსაგზაო ავარიის შედეგად, გურიის სამაშველო სამსახურის უფროსი, პაატა ლომთაძე დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით,   სამაშველო სამსახურის ავტომანქანა და ცემენტმზიდი ერთმანეთს შეეჯახა, რაც ცემენტმზიდის მიზეზით  მოხდა.  პაატა ლომთაძე, რომელსაც ფეხის არეში ჰქონდა დაზიანება,   საავადმყოფოში გადაიყვანეს. _ახლა კარგად ვარ, ყველაფერი კარგადაა, ცოტა ხნის შემდეგ გესაუბრებით,  _ თქვა „გურია ნიუსთან“ გურიის სამაშველო სამსახურის უფროსმა, პაატა ... ...
  • აბიტურიენტებმა გამოცდაზე „შეცურეს“- რა ხდება ფოთშიუამინდობის გამო ფოთის საგამოცდო ცენტში შესვილისას აბიტურიენტებს პრობლემები შეექმნათ. როგორც etaloni.ge-ს ერთ-ერთმა აბიტურიენტის მშობელმა განუცხადა, მისმა შვილმა და სხვა აბიტურიენტებმა გამოცდაზე „შეცურეს“. მშობლის თქმით, მისი გოგონა ფეხშიშველი და მთლიანად სველი შევიდა ტესტირებაზე. ასე, რომ აბიტურიენტებს ფაქტობრივად დატბორილ ქუჩაში, წყალში გავლის შემდეგ მოუხდათ ტესტების დასაწერად შესვლა. ცნობისთვის, ძლიერი წვიმის შედეგად ფოთში ცენტრალური ქუჩები დაიტბორა. სტიქიის გამო, გადაადგილება უჭირდათ, როგორც ქვეითად მოსიარულეებს, ისე მსუბუქ ავტომანქანებს. წყალმა შეაღწია ... ...
  • ბახმაროს გზაზე ავტომობილი ხიდიდან გადავარდაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბახმაროსკენ მიმავალ გზაზე. სოფელ ქვაბღასთან ავტომობილი, რომლითაც ერთი ოჯახის 6 წევრი, მათ შორის 8 თვის ბავშვი მგზავრობდა, ხიდიდან გადავარდა. დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...