"ხუდონჰესის აშენებით ადამიანთა უფლებები რომ არ უნდა დაირღვეს, ამას სრულად ვაცნობიერებთ"

მთავარი თემა

"ხუდონჰესის აშენებით ადამიანთა უფლებები რომ არ უნდა დაირღვეს, ამას სრულად ვაცნობიერებთ"

2014 თებ 25 22:45:52

  _ ბატონო დავით,   არსებობს თუ არა  ხუდონჰესისპროექტის ალტერნატივები და იყო თუ არა განხილული ეს ალტერნატივები  პროექტზე მუშაობის ფარგლებში? 

- ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მიუხედავად პროექტის მიმართ ამხელა ინტერესისა, მცირეოდენია იმ ადამიანების რიცხვი,  ვინც  საფუძვლიანადაა გაცნობილი ყველა გამოქვეყნებულ, საჯარო განხილვისთვის განკუთვნილ  სამეცნიერო და საპროექტო  ანგარიშებს ხუდონჰესის შესახებ.  ჩემი აზრით, ეს ძალიან სამწუხაროა. ახლავე მოგახსენებთ რას ვგულისხმობ: ხუდონჰესის კაშხლის განლაგების ალტერნატივები განხილული იყო  "გარემოზე ზემოქმედების შეფასების" იმ ვარიანტშიც, რომელიც საყოველთაო განხილვა მიმდინარეობდა 2013 წლის ივლისიდან.  გასული წლის აგვისტოს თვეში ჩაბარდა  გარემოს დაცვის სამინისტროს,  და  ამ ანგარიშზე მიღებულია შენიშვნები. სწორედ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ამ ანგარიშშია განხილული კაშხლის განლაგების შემდეგი ალტერნატივები: ალტერნატივა ხუდონი სადაწნევო გვირაბის სიგრძით- 300მ და 280 მ დღეს არსებული ვარიანტი (სამი ქვეალტერნატივით), ალტერნატივა ხაიში C - სადაწნეო გვირაბის სიგრძე  4315 მ (ხუთი- 3A,3B,4A,4B,5 ქვეალტერნატივით), ალტერნატივა  ხაიში B - სადაწნეო გვირაბის სიგრძე  6163 მ  (ოთხი -6A,6B,6C,6D ქვეალტერნატივით), ალტერნატივა ხაიში A -ზედა ბიეფი - სადაწნეო გვირაბის სიგრძე  8977 მ (ოთხი- 7A,7B,7C,7D ქვეალტერნატივით) და ალტერნატივა ხაიში A -ქვედა ბიეფი სადაწნეო გვირაბის სიგრძე  7570  მ (7E,7F,7G,7H ქვეალტერნატივით)  ფაქტიურად განხილული და შეფასებული  მრავალკრიტერიალური მეთოდოლოგიით 20 ალტერნატივა. ამ ალტერნატივებიდან  ალტერნატივები B, A-ზედა ბიეფი, A-ქვედა ბიეფი სწორედ მდინარე ენგურის ზედა წელშია განლაგებული მდინარე ნენსკრასა და მდინარე ენგურის  შესართავიდან მაღლა. კომპლექსურმა შეფასებებმა აჩვენეს, რომ დღეს არჩეული ვარიანტი ერთმნიშვნელოვნად საუკეთესოა. სხვათაშორის, ის ვარიანტიც  მეტად საფუძვლიანადაა განხილული, რომელსაც დღეს ალტერნატივად ასახელებენ. მეტსაც მოგახსენებთ, ენგურის ზედა წელში, სოფელ ხაიშის მაღლა ვარიანტები ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-80-იან წლებში ასევე საფუძვლიანად, ფუნდამენტურადაა  განხილული ხუდონჰესის პირველადი პროექტის ავტორის, ინსტიტუტ   "ჰიდროპროექტის" შრომებში. სპეციალისტებს ახსოვთ "ტობარი 1" და "ტობარი 2" ვარიანტები. იმ პერიოდშიც ძალიან დეტალურად იქნა შესწავლილი ენგურის ზედა წელში მთელი ტერიტორია 1040 მ ნიშნულამდე ზღვის დონიდან. ასეთი შესწავლები ჩაატარა ასევე კომპანია "შტუკემ" ბოლო 5-6 წლის განმავლობაში.

_ თქვენს ოპონენტებს ეჭვი შეაქვთ ამ პროექტის სარგებლიანობაზე. აცხადებენ,  რომ  თქვენი კომპანიის, ასევე ენერგეტიკის სამინისტროს მიერ დასახელებული  გადასახადები (მოგების,ქონების,საშემოსავლო), რომელიც სახელმწიფომ უნდა მიიღოს არ შეესაბამება სინამდვილეს და მოჰყავთ განსხვავებული რიცხვები. თქვენი კომენტარი როგორი იქნება ამასთან  დაკავშირებით?

      _  უკვე მრავალჯერ განვაცხადე, რომ ამ  საინვესტიციო  პროექტის   ეფექტურობა  შესწავლილი აქვს მსოფლიოში საუკეთესო და ცნობილ საფინანსო ინსტიტუტებს, ფინანსურ საკონსულტაციო ჯგუფებს, რომელთა კვალიფიკაცია და პროფესიონალიზი ეჭვს  არცერთ ქვეყანაში  იწვევს. მათ მიერ შექმნილ ფინანსურ გათვლებსა და მოდელებს ეფუძნება როგორც საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო, ასევე ჩვენ.  ნამდვილად არ გვაქვს არავითარი საფუძველი არ დავეყრდნოთ მათ მიერ წარმოდგენილ საბიუჯეტო გადასახადების ოდენობებსა და მოცულობებს. მითუმეტეს, ასეთი გათვლების შედეგები იდენტურია ამ ინსტიტუტების მიერ წარმოდგენილ ყველა ცალკეულ  დამოუკიდებელ მოდელში.

_ რიგ პუბლიკაციაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ამ პროექტის აუცილებლობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის.  არის თუ არა ასეთი ობიექტის შექმნა აუცილებელი საქართველოსთვის?

_ თუ ჩვენ ქვეყანას განვითარება უწერია, მისი ეკონომიკა სწრაფად  უნდა განვითარდეს. ყოველწლიურად, მინიმუმ 5%-იან ზრდაზე მეტით ან უფრო ამბიციურად  ორნიშნა რიცხვს მიახლოვებული ზრდით, რაც ყველა საღად მოაზროვნე მოქალაქის ოცნებაა. ამის მისაღწევად  ქვეყანამ აუცილებლად   უნდა განავითაროს  მისი ეკონომიკის ინფრასტრუქტურული საფუძველი _ ენერგეტიკა. საქართველოს მომავალი ენერგეტიკის განვითარების პრიორიტეტი საკუთარი ჰიდროენერგეტიკული რესურსის ათვისებაა და მათ შორის ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პროექტის განხორციელება, როგორიც ხუდონია. ენერგეტიკული სისტემის განვითარების დაგეგმისათვის  არსებობს დაგეგმვის მოდელები.  ასეთი მოდელის გამოყენებამ საქართველოში, ეკონომიკური ყოველწლიური  3% იან ზრდაზე მეტის   შემთხვევაში, ცალსახად აჩვენა ხუდონჰესის აუცილებლობა საქართველოს ენერგოსისტემისათვის. სხვა ასეთ პროფესიონალურ ნაშრომს საქართველოში მე არ ვიცნობ. ამიტომ ვუყურებ ოპონენტების განცხადებებს, სკეპტიკურად და მიმაჩნია, რომ მათი საუბრები ყოველგვარ დასაბუთებას მოკლებულია.

_ დღეს შენდება თუ არა ასეთი სიმძლავრის ჰიდროენერგეტიკული ობიექტები მსოფლიოში?

_ მსოფლიოში ძალიან ბევრი შენდება. იაპონიაში, მომავალი 10 წლის განმავლობაში,  150 კაშხალი  აშენდება წყალსაცავით.  მათი რიცხვი ამ მცირემიწიან, ძალიან მჭიდროდ დასახლებულ, მაღალ სეისმურ ქვეყანაში 2 500-ს აჭარბებს. მაგრამ მე ევროპას დაუბრუნდები, ჩვენსავით პატარა  ქვეყანას შვეიცარიას,   უამრავი ჰესი აქვს დიდი კაშხლით და წყალსაცავით ალპებში. ეს პატარა ქვეყანა ჰიდროაკუმულიაციური ელექტროსადგურების ინტენსიურ მშენებლობაშია,  მაგალითად, მშენებლობის პროცესშია ლინტჰალი 2015 - 1000 მგვტ, ნანტე დრანცე - 900 მგვტ, იგეგმება ბერნინა (ლაგო ბიანკო) - 1000 მგვტ და ასე შემდეგ. ასეთივე სიტუაციაა ავსტრიაში, ჰესების მშენებლობა მიმდინარეობს პორტუგალიაშიც.

 ზემოთ ჰიდროაკუმულიაციური  ელექტროსადგურები ვახსენე და ამ მიმართებაშიც მინდა ვთქვა, ხუდონჰესის დღევანდელი პროექტი და მისი ადგილმდებარეობა  ნამდვილად იძლევა ენგურჰესის წყალსაცავთან  ერთად  არსებული ამ ობიექტების ინფრასტრუქტურის ოპტიმალური გამოყენებით ჰიდროაკუმულაციური ელექტროსადგურის შექმნის საშუალებას. პიკურ ენერგიაზე მოთხოვნები მუდმივად გაიზრდება საქართველოშიც , მეზობელ ქვეყნებშიც და ევროპაშიც.

_ გარემოს დამცველები საუბრობენ  კლიმატის  მოსალოდნელ ცვლილებაზე. აორთქლების ზრდასა და აქედან  გამომდინარე, ნალექების ზრდაზე, ასევე  ღვარცოფებისა და მეწყრებისპროვოცირებასა და ეროზიული პროცესების  გააქტიურებაზე...

_ კლიმატის ცვლილების პროგნოზული მოდელებით მიღებულმა შედეგებმა 2020-2050 წლებში და 2100 წლამდე აჩვენეს, რომ ხუდონჰესის მშენებლობით გამოწვეული ცვლილებები მინიმალურია და  კლიმატის მნიშვნელოვან ცვლილებებს ადგილი არა აქვს. მაგალითად, გათვლებით: ზაფხულის საშუალო სეზონური ტემპერატურა 2020-50 წლებისათვის 0.4 გრადუსით-ით იზრდება, გაზაფხულზე ტემპერატურის  მაჩვენებელი ყველაზე ნაკლებად იზრდება _  0.5-1 გრადუსით 2020-2050 წლებისათვის, ზამთარში, მომავალი  2020-2050    წლების პერიოდისათვის, საშუალოდ ტემპერატურა 2 გრადუსით უფრო თბილი იქნება. 2020-2050 წლებისათვის საშუალო, საშუალო მაქსიმალური და მინიმალური ტემპერატურა შემოდგომაზე ყველაზე მეტად იმატებს (3.5-5 ).

 რაც შეეხება ღვარცოფებს, მეწყრებს, ეროზიულ პროცესებს, მათზე ხუდონჰესის მშენებლობის და ექსპლუატაციის მთელ პერიოდში განხორციელდება პერმანენტული ნატურული დაკვირვებები, რაც საშუალებას მოგვცემს დავგეგმოთ პრევენციული საინჟინრო ღონისძიებები და მინიმიზაცია მოვახდინოთ ან საერთოდ  ავიცილოთ თავიდან   ეს  მოვლენები.

_ არსებობს თუ არა არსებულ პროექტში გეოლოგიური, მარცხენა ფერდის პრობლემა?

_ ჩემი აზრით, კითხვა არ არის კორექტული, აქ  პრობლემაზე არ არის საუბარი. ალბათ კითხვა  ეყრდნობა  იმ ინფორმაციას, რომელიც  ჯერ კიდევ წინა საუკუნის 80-იან წლებში გაჟღერდა, საუბარი იყო   ჩატარებულ დამატებით კვლევებზე,  გარკვეულ ნიშნულზე, 670 მ-ს მარცხენა  ფერდზე  კლდის  სიმტკიცის მახასიათებლები მცირდებოდა ქვედა ნიშნულებთან შედარებით. ცნობისათვის, მდინარის კალაპოტის ნიშნული არის 530 მ. ეს არც მაშინ იყო აღქმული პრობლემად   და არც ახლა  ითვლება რაიმე საფრთხედ და  ანომალიურ მოვლენად. კაშხლის ფუძის კლდოვანი ქანების  მახასიათებლების ასეთი არაერთგვაროვნება იყო და არის მსოფლიოში აშენებული უამრავი თაღოვანი კაშხლის შემთხვევაში.  იმ პერიოდშიც იყო შემოთავაზებული  საინჟინრო გადაწყვეტა და ახალ პროექტშიცაა  შემოთავაზებული უკვე სხვა საინჟინრო  გადაწყვეტილება.  მინდა გითხრათ, რომ მსოფლიოს მრავალ ცნობილ ინჟინერ-გეოლოგს აქვს ხუდონჰესის გეოლოგიური კვლევის მასალები დეტალურად შესწავლილი  და  არც ერთი  მათგანი  გამოთქვამს შეშფოთებას ამ საკითხთან მიმართებაში  და არ მიიჩნევს ხუდონის კაშხლის ფუძის  გეოლოგიურ მონაცემებს პრობლემურად.

_განსახლების პრობლემა არის თუ არა ამ პროექტის "აქილევსის ქუსლი"? რას აპირებს კომპანია ამ მიმართულებით?

_ გეთანხმებით,  ეს მეტად მძიმე  სენსიტიური თემაა.  ხშირად, ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ  ხუდონჰესის აშენებით არ უნდა დაირღვეს ადამიანის უფლებები და ეს ნამდვილად ასეა,  ჩვენი კომპანია ამას სრულად აცნობიერებს. სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანებისა და მოსახლეობის უფლებების დაცვა და მათი მდგომარეობის გამოსწორება მთელი ქვეყნისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს.  ჩვენი მიზანი არის ღირსეული, უკეთესი ცხოვრების პირობები შეუქმნათ ამ ადამიანებს, მათ შვილებს, მომავალ თაობებს. კომპანია ამ პროცესს განიხილავს გრძელვადიან ჭრილში. ასეთი ობიექტის მშენებლობა საშუალებას მისცემს არა მარტო ხაიშელებს და სვანეთის მოსახლეობას, არამედ ათასობით ოჯახს საქართველოში გაცილებით უკეთესად, ეკონომიკურად უზრუნველყოფილად, ღირსეულად იცხოვრონ!




 ახალი ამბები
  • მოქალაქეები საჯარო სივრცის დასაცავადქაოტური განაშენიანების, რეგულირების გეგმების არარსებობის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საჯარო ინტერესის გაუთვალისწინებლობის პირობებში, მნიშვნელოვნად შემცირდა გამწვანებული ზონები და საჯარო სივრცეები, დაზიანდა კულტურული მემკვიდრეობა. შედეგად, ყოველდღიურად ილახება ჯანსაღ გარემოში ცხოვრების კონსტიტუციური უფლება. განსაკუთრებით ურბანულ დასახლებებში, უარესდება ეკოლოგიური მდგომარეობა, იზღუდება მოსახლეობის წვდომა საჯარო სივრცეებზე. ამდენად, მნიშვნელოვანია საზოგადოების ინიციატივები და აქტიური მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ისე, რომ მუნიციპალური საქმიანობის და ურბანული განვითარების პარალელურად, დაცული იყოს საჯარო ინტერესი. 20 ნოემბერს, ღია საზოგადოების ფონდმა საზოგადოებას კონკურსის „საჯარო ინტერესის დაცვა მუნიციპალურ საქმიანობაში“ კონკურსში გამარჯვებული ოთხი პროექტი წარუდგინა, რომელიც თბილისში, ბათუმსა და ოზურგეთში გახორციელდება.  ოთხივე პროექტის მიზანია საჯარო სივრცეების დაცვა ქაოტური განაშენიანებისგან, გამწვანებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და მდგრადი ურბანული განვითარების ხელშეწყობა. 1)      ახალგაზრდა მწვანეები- დიღმის ტყე-პარკში მრავალფუნქციური კომპლექსისა და ბათუმში „რივიერას“ კომპლექსის მშენებლობის წინაღმდეგ აქტივისტური ღონისძიებების განხორციელება. გარემოსდაცვითი აქტივისტური ჯგუფების გაძლიერება ბათუმში; 2)      სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი - ბათუმის გამწვანებისა და ეკოლოგიის პოლიტიკის კვლევა, ხარვეზების გამოვლენა და ხარვეზების გამოსასწორებლად რეკომენდაციების შემუშავება. გამწვანებითა და ეკოლოგიით დაინტერესებული ადგილობრივი ჯგუფების გაძლიერება; გარემოსდაცვით გადაწყვეტილებებში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა. 3)      საინიციატივო ჯგუფი „გადავარჩინოთ მთაწმინდა“- მთაწმინდაზე მიმდინარე მასიური მშენებლობის  წინააღმდეგ ეკოლოგიური, გეოლოგიური და სამართლებრივი არგუმენტების დამუშავება, სასამართლოში დავის წარმოება, აქტივისტური ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება მშენებლობის შესაჩერებლად; 4)      ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი- ოზურგეთში გენერალური გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების ადვოკატირების ... ...
  • თსუ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის "შემოდგომის ლეგენდა 2019" მეათე ფინალისტი ოზურგეთელიათსუ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის _ "შემოდგომის ლეგენდა 2019" მეათე ფინალისტი ხვიჩა ყაზაიშვილია _ ამის შესახებ ამავე უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდიდან ხდება ცნობილი. ხვიჩა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შემოქმედში დაიბადა და შემოქმედის საჯარო სკოლა დაამთავრა. “სწავლობს  _ განათლების სადოქტორო პროგრამაზე; კითხულობს _ რაც უნდა გასაკვირი იყოს, ახლა ჯაბა იოსელიანის "ლიმონათის ქვეყანას" ვკითხულობ. უფრო ხშირად სამეცნიერო ლიტერატურას ვეცნობი, ჩემი საყვარელი ჟანრი კი რეალიზმია;  წერს _  ადამიანებზე, რომლებიც ჩვენს რეალობაში ცხოვრობენ, თუმცა, მათ ვერც სიცოცხლეს და ვერც სიკვდილს ვერ ვხედავთ; ეშინია _ გველების; აშფოთებს _ უსამართლობა;  აბედნიერებს _ ფეხზე წამომდგარი ადამიანების დანახვა; ოცნებობს _ რომ ოდესმე ოზურგეთის "მერცხალი" ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს და გურიაში მადრიდის "რეალს" მოუგებს“, _ წერია ხვიჩა ყაზაიშვილის შესახებ “თსუ“-ს ფეისბუქგვერდზე. ერთი პერიოდი ხვიჩა ყაზაიშვილი საინფორმაციო სააგენტოს “გურია ნიუსის“ პრაქტიკოსი იყო. “გურია ნიუსი“ ხვიჩა ყაზაიშვილს წარმატებას და გამარჯვებას ... ...
  • ავღანეთიდან დაბრუნებული მამის შეხვედრა შვილთანსოციალურ ქსელში ვრცელდება ემოციური ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია ავღანეთიდან დაბრუნებული მამისა და შვილის შეხვედრა. „ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიიდან დაბრუნებული მშობლის მოულოდნელი და მონატრებული ვიზიტი თბილისის ერთ-ერთ ბაგა-ბაღში. ემოციური წუთები ყველაფრის მთქმელია„, _ წერია ფოტოს დასათაურებაში. წყარო: ... ...
  • "ივანიშვილი იძულებული იქნება სპეცრაზმის მეშვეობით მართოს ქვეყანა"- უგულავაამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები პროკურატურასთან აქციას მართავენ. მათ პროკურატურის ჭიშკარს პროტესტის ნიშნად ბოქლომი დაადეს. როგორც გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, აქციები გაგრძელდება. მისი თქმით, ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად ორშაბათს საღამოს შეიკრიბება, ღამეს გაათევს და მეორე დღეს პარლამენტის პიკეტირებას მოახდენს. "გამოიყვნენ სპეცრაზმს? გამოიყვანონ, კი ბატონო ეგ არის ჩვენი მიზანი. ივანიშვილი იძულებული იქნება ქვეყანა მართოს, გადაადგილდეს მხოლოდ სპეცრაზმის მეშვეობით, თუ ამას მართვა ჰქვია",- განაცხადა ... ...
  • აქციის მონაწილეებმა გენარალური პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადესამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები თბილისში, გენერალურ პროკურატურასთან აქციას მართავენ. მათ პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ პროკურატურის ღობეზე ბოქლომის დადებით ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?