ექსპერტთა ოთხეული: "ღურტას მსგავსი ინციდენტები საინვესტიციო გარემოს აზარალებს"

მთავარი თემა

ექსპერტთა ოთხეული: "ღურტას მსგავსი ინციდენტები საინვესტიციო გარემოს აზარალებს"

2014 მარ 10 12:08:33

 

მათი თქმით,  მსგავსმა ტენდენციამ, შესაძლოა, მსხვილი ჰიდროენერგეტიკული პროექტები მნიშვნელოვნად დააზარალოს, რაც საბოლოო ჯამში, ქვეყნის საინვესტიციო გარემოსა და   საინვესტიციო მიმზიდველობას გააუარესებს.

 "ახალი პოლიტიკური რეალობის პირობებში ინვესტიციების მხარდაჭერა, კანონის უზენაესობისა და კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფა განსაკუთრებული მნიშვნელობის გამოწვევაა. თავის მხრივ სწორედ კანონის უზენაესობისა და კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფა განაპირობებს საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობას და ინვესტორთა აქტიურობას. მთავრობა არის როგორც ინვესტორის პარტნიორი და ინვესტიციების დაცვის გარანტორი, ასევე მოსახლეობისა და ქვეყნის ინტერესების დამცველი, ყველაზე მძლავრი და სანდო შუამავალი მოსახლეობასა და ინვესტორს შორის.

საკუთარი პრობლემებისადმი საჯარო ხელისუფლების ყურადღების მიქცევის მიზნით მოსახლეობის საჯაროდ შეკრება თუ პროტესტის გამოხატვა დემოკრატიის მნიშვნელოვანი მექანიზმია, რომლის კანონიერი გზით განხორციელებაში ხელშეწყობა მთავრობის ფუნქციაა.

 ბოლო პერიოდს თუ გადავხედავთ დედაქალაქსა და სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის ყაზბეგში, მესტიასა და ხულოშიც, ფარავან ჰესის მშენებლობაზე, თუ დაგეგმილ ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის განხილვაზე, მოსახლეობა იკრიბებოდა ამჟამინდელი თუ სამომავლო პრობლემების საჯაროდ გამოხატვისთვის - ეს ნორმალურია. მაგრამ, გზის გადაკეტვა, სამართალდამცავთათვის თუ ხელისუფლების წარმომადგენელთათვის წინააღმდეგობის გაწევა და საქმიანობაში ხელის შეშლა კანონდარღვევაა, ეს არ არის დემოკრატიის სტანდარტი.

 გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ და ვშიშობთ, რომ ასეთი ფაქტების რეაგირების გარეშე დატოვება შექმნის სახიფათო პრეცედენტებსა და მასობრივ კანონდარღვევათა რეციდივს. ქვეყნისთვის  მნიშვნელოვანი  ჰიდროენერგეტიკული, ინფრასტრუქტურული თუ სხვა საინვესტიციო პროექტის განხორციელებისას იქნება დაინტერესებული პირების ანალოგიური მოქმედებების მცდელობა, რაც მნიშვნელოვნად დააზარალებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს, გააუარესებს საინვესტიციო მიმზიდველობას.

 შესაძლოა სახიფათო ტენდენციად ჩამოყალიბდეს პოლიტიკური თუ სხვა ჯგუფების მცდელობები საინვესტიციო პროექტების ხარჯზე მოიპოვონ პოპულარობა თუ პოლიტიკური დივიდენდები, და რაც უფრო სამწუხაროა არაინფორმირებული მოსახლეობის გრძნობებზე თამაშით გაიუმჯობესონ მატერიალური მდგომარეობა. არ არის გამორიცხული   და ამის მაგალითები მსოფლიოში უამრავია, თუნდაც უკრაინის მაგალითი თვალსაჩინო უნდა იყოს ჩვენი მოსახლეობისათვის, რომ არა კეთილად განწყობილი ქვეყანა იყენებდეს მის ხელთ არსებულ ყველა რესურს და არა მარტო ფინანსურს, რათა არ მისცეს ქვეყანას საშუალება საკუთარი ენერგეტიკული რესურსის გამოყენების  ხარჯზე შეამციროს ენერგეტიკულად  დამოკიდებულება სხვა ქვეყანაზე. იმის გათვალისწინებით თუ რა როლს თამაშობს ენერგეტიკის განვითარება ნებისმიერი ქვეყნისათვის მისი დამოუკიდებლობისათვის, ეკონომიკის აღმავლობისათვის, ზოგადად ქვეყნის მომავლისათვის, ასეთი რამის გამორიცხვის ფუფუნება საქართველოს ნამდვილად არა აქვს და ამ მიმართულებით გონივრულ, ქმედით ნაბიჯებზე, სახელმწიფოს სპეციალური სამსახურები დღენიადაგ აქტიურად უნდა ზრუნავდეს. სამწუხარო რეალობა უცხო არ არის დემოკრატიისთვისაც, მაგრამ საჯარო ხელისუფლების ფუნქცია კანონის სადარაჯოზე დგომა, მოსახლეობის ჯეროვანი ინფორმირება, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფა, პრინციპულობა და თანმიმდევრულობაა  სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესების დაცვაში.

 როგორც ჩანს არ შევმცდარვართ, როდესაც აღვნიშნეთ, რომ ხუდონჰესის პროექტი მთავრობის პირველი სერიოზული გამოწვევაა როგორც საინვესტიციო, ფინანსური და ეკონომიკური კუთხით, ასევე კანონის უზენაესობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და ადამიანის უფლებების უზრუნველყოფის თვალსაზრისით და ასევე რაც უმნიშვნელოვანესია, ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. ცნობისათვის მედიით გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით, აჭარაში ბოლო დღეების პროტესტის, გნებავთ რეალურად "საბოტაჟის" ნიშნების შემცველი პროცესის  ორგანიზება, სწორედ ხუდონჰესის პრეცედენტით მოხდა.

 აღნიშნულის გათვალისწინებით: (ა) მხარდასაჭერია ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მიმართულია კანონის წინაშე თანასწორობის, კანონის უზენაესობის, მოსახლეობის უფლებების გათვალისწინებისა და დაცვის, სახელმწიფოს ეკონომიკური უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებისა დაცვის, კერძო და საჯარო ინტერესების ოპტიმალური გათვალისწინების უზრუნველყოფისაკენ; (ბ) მოვითხოვთ სამთავრობო რეალური აქტივობებს, ინვესტორებთან და მოსახლეობასთან კომუნიკაციის თვისობრივად გაუმჯობესებას; (გ) მოვუწოდებთ საზოგადოებას, პირველ რიგში ადგილობრივ მოსახლეობას - გაიცნობიერონ მათი წვლილი და პასუხისმგებლობა სამშობლოს, სახელმწიფოს სასიცოცხლო  ინტერესების განვითარებაში თუ განვითარების ხელშეშლაში და ისე მიიღონ გადაწყვეტილებები; მთავრობისაგან, ინვესტორთაგან თუ მოსახლეობის "გულშემატკივრებისაგან" მოითხოვონ მეტი ინფორმაცია და ასე მიაღწიონ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებას." _ ნათქვამია ექსპერტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 შეგახსენებთ, რომ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გუშინ სახალხო დამცველის აპარატმაც გააკეთა:

 "2014 წლის 8 მარტს ხულოს რაიონის სოფელ ღურტაში 5 სოფლის დიდაჭარის, გელაძეების, დიაკონიძეების, ღურტასა და პაქსაძეების მოსახლეობამ "აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიერ ჰესის მშენებლობისთვის გვირაბის გაყვანის გადაწყვეტილება გააპროტესტა. მთელი დღის განმავლობაში სოფელ ღურტაში განვითარებულ მოვლენებს ადგილზე აკვირდებოდა სახალხო დამცველის რწმუნებული აჭარის რეგიონში.

მოსახლეობის განცხადებით, გვირაბი რომელიც სოფელ ღურტას ტერიტორიაზე გაივლის, ინფრასტრუქტურას დააზიანებს და მეწყრული პროცესების გააქტიურებას შეუწყობს ხელს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მათ გვირაბის გაჭრის შესახებ არაფერი იცოდნენ, რადგან მათთვის ამის შესახებ არავის უცნობებია." _ ნათქვამია განცხადებაში.

ვრცელ მასალას სოფელ ღურტაში მიმდინარე მოვლენების შესახებ "გურია ნიუსი" მოგვიანებით შემოგთავაზებთ.




 ახალი ამბები
  • ხუნდაძე: ტატუნაშვილი დასტურია, რომ საქართველოს მოქალაქეები არასოდეს შეეგუებიან ოკუპაციასსაოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლის  არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან დღეს ორი წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით სოფელ წილკანში, სადაც ეროვნული გმირის ოჯახი ცხოვრობს, მისი სახელობის ახალი სკვერი და სტადიონი გაიხსნა. ამ მოვლენის გამო წილკანში ჩავიდნენ პრემიერ-მინისტრი, მცხეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს მთავრობის  და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.  „მძიმე თარიღია, მძიმედ გასახსენებელია, მაგრამ ამ სიმძიმესთან არის სიამაყეც, როცა ჩვენი ახალგაზრდა კაცი არ შეეგუა ძალადობას და არ შეეგუა იმას, რომ საკუთარი ტერიტორია იქნას ოკუპირებული მუდმივად და ჩვენი მოქალაქეების უფლებები იქ ილახებოდეს. მისი  ეს მყარი პოზიცია არის დასტური იმისა, რომ საქართველო, ქართველი მოქალაქეები არასოდეს შეეგუებიან ოკუპაციას და ეს არის მხოლოდ დროებითი და ეს აუცილებლად დასრულდება", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ ... ...
  • "მოხვეტეს პირდაპირ და წაიღეს"_ ხმაური ოზურგეთის აგრარულ ბაზარშიხმაური იყო დღეს ოზურგეთის აგრარულ ბაზარში. ხმაური ოზურგეთის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების მისვლამ გამოიწვია, რომლებმაც თუთუნით მოვაჭრეებს დიდი რაოდენობით უაქციზო ნაწარმი ჩამოართვეს. როგორც მოვაჭრეები „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობენ, მათ სიტყვიერი გაფრთხილება მიიღეს, რომ ვაჭრობის უფლება არ აქვთ, თუმცა, სიტყვიერი გაფრთხილება, როგორც ჩანს მოვაჭრეებმა სერიოზულად არ აღიქვეს და ვაჭრობა უაქციზო ნაწარმით გააგრძელეს. დღეს კი ბაზარში შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ და უაქციზო ნაწარმი ჩამოართვეს. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ აჭარაში თამბაქოს მსგავსი სახით გაყიდვა ხდება. „50 კაცამდე იყო მოსული. არაფერი უთქვამთ. მოხვეტეს პირდაპირ და წაიღეს. დავალება გვაქვს ასეთიო. სასამართლოდან დაგიკავშირდებიანო.  თუ მაგრები არიან აჭარაში შევიდნენ და იქედან წაიღონ“,_ ამბობენ მოვაჭრეები „გურია ნიუსთან“ საუბრისას. როგორც შემოსავლების სამსახურის  ბრძანებაშია ნათქვამი, დათვალიერების პროცედურის გახორციელება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომელბს ევალებათ და 29 თებერვლის ჩათვლით უნდა გახორციელდეს და მიზნად ისახავს აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის წარმოებისა და მიწოდების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას. შეგახსენებთ, რომ თამბაქოს რეალიზაციაზე დაწესებულ ცვლილებებს საპროტესტო აქციები მოჰყვა ქედაში. როგორც ფინანსთა მინისტრმა მაშინ განაცხადა, თამბაქოს დაბეგვრაზე გამონაკლისის დაწესება არ ... ...
  • პრემიერ-მინისტრის კომენტარს სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოყვასაქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას,  რომ ქუთაისში მდებარე საქართველოს პარლამენტის შენობას გაყიდიან, სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოყვა. ქუთაისში სამოქალაქო მოძრაობის “დატოვე პარლამენტი ქუთაისში “ ინიციატივით აქციას გაიმართა. აქციის მონაწილეები მთავრობის გადაწყვეტილებას, ქუთაისში პარლამენტის შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით , აპროტესტებენ. მათი განცხადებით, პარლამენტის გაყიდვა საბოლოო განაჩენია ქუთაისისთვის. სამოქალაქო მოძრაობის წევრებს მიაჩნიათ, რომ „ქართული ოცნების” ხელისუფლება და პირადად ბიძინა ივანიშვილი მიზანმიმართულად ებრძვიან ქუთაისის განვითარების პერსპექტივას. აქციაზე გაჟღერდა მოძრაობის მოქმედების გეგმა. აქტივისტები იბრძოლებენ იმისთვის, რომ ქუთაისში წარმატებული საარჩევნო კამპანია აწარმოონ მხოლოდ იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც თავიანთ პროგრანაში ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაბრუნებას შეიტანენ. აქციის მონაწილეებს პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუერთდნენ. გიორგი გახარიამ ქუთაისის პარლამენტის შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან გუშინ კომენტარის გაკეთებისას განაცხადა. “ქუთაისში პარლმანეტის შენობის გაყიდვას ვაპირებთ და ეს პროცესი ეკონომიკის სამინისტროს დაწყებული აქვს. ქუთაისი სულ მალე იქნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც ქალაქისთვის იქნება ბევრად უფრო მეტი, ვიდრე პარლამენტი. გარდა ამისა, ამ შენობასაც ექნება დატვირთვა, მან უნდა შეიძინოს ეკონომიკურად უფრო მიმზიდველი ფუნქცია. ქუთაისისთვის მომავალი რა შეიძლება იყოს?  განათლება, მედიცინა, ტრანსპორტირება და კიდევ ბევრი რამე და არა მხოლოდ პარლამენტი“,_  განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრის დროს გიორგი ... ...
  • აჭისწყლის ხეობაში, კარიერის ირგვლივ, კვლავ ხმაურია ეკოდამცველი ირმა გორდელაძე, ფეისბუქგვერდზე, „გადავარჩინოთ გურიის მდინარეები“, კვლავ აქვეყნებს ინფორმაციას, რომ  ახლახან ლიხაურის ტერიტორიაზე,  მდ. აჭისწყლის ხეობაში,  შპს  „კავკაზ ცემენტ ჯორჯია" ჩუმად იპარავდა ქვიშას.   „დავადექი პირადად ფაქტზე.  გაჰქონდათ ინერტული მასალა და იქვე ახლო ტერიტორიაზე ასაწყობებდნენ.   ამ კომპანიას ლიხაურმა უარი უთხრა, არ დავუშვებთ, რომ გაიტანონ ინერტული მასალა“, _ წერს გორდელაძე. სოფელ ლიხაურის მკვიდრი, ქალბატონი თინა დობორჯგინიძე ამბობს, რომ აპირებენ სარჩელი შეიტანონ და პასუხი აგებინონ ყველას, ვისაც ეკუთვნის. _ ახლა აჭისწყლის ხეობაში, „კავკაზ  ცემენტ ჯორჯია“, როგორც მისი წარმომადგენელი გვეუბნება, ნებართვით არის შესული და მართლაც, მათ აქვთ ლიცენზია. თუმცა,  დაუშვებელია ახლა იქ ღორღის  ამოღება. გაფუჭდა, რაც გასაფუჭებელია. გავა ცოტა ხანი, ადიდებული მდინარე წალეკავს ყველაფერს და იტყვიან, სტიქიააო. ყველაზე დიდი სტიქია ადამიანია. ეს არის არა ღორღის ამოღება, არამედ ფულის ამოღება. მალე სარჩელს შევიტანთ, დოკუმენტაცია მოგროვებული გვაქვს და იმედია, მანამდე მაინც შეაჩერებენ მუშაობას, _ თქვა ქალბატონმა თინამ „გურია ნიუსთან“. ჩვენ ასევე დავუკავშირდით „კავკაზ ცემენტ ჯორჯიას“ წარმომადგენელს, გელა დუმბაძეს, რომელიც თავის მხრივ აცხადებს, რომ ის ფლობს ლიცენზიას,  შაბათ-კვირას ისვენებს, ორშაბათიდან კი აჭისწყლის კარიერზე მუშაობას გააგრძელებს. _შპს „კავკაზ ცემენტ ჯორჯია“ ამერიკული კომპანიაა. გვაქვს ლიცენზია, რომელიც ორი წლის წინ მივიღეთ. ვმუშაობთ წესების სრული დაცვით.  ჩვენ მოვიპოვებთ მასალას ქვის სამსხვრევი საამქროსთვის და ბეტონის ქარხნისთვის. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სკოლების თუ სხვა მშენებლობები რაც არის, ჩვენ  ვაკეთებთ.  ასევე ვეწევით  ქველმოქმედებასაც და არაფერს ვაშავებთ. ყველანაირ არგუმენტირებულ მოლაპარაკებაზე მზად ვართ, რასაც მოსახლეობა შემოგვთავაზებს. გამოჰყონ ჯგუფი, რომელიც მონიტორინგს  გააკეთებს, ნახავს, რას და როგორ ვიღებთ. მზად ვართ, დავაფინანსოთ კიდეც ისინი, -  გვითხრა გელა დუმბაძემ. დიდი ალბათობით, ორშაბათს, 24 თებერვალს,  აღნიშნულ კარიერზე დაპირისპირება კვლავ მოსალოდნელია, რადგან ლიცენზიის მფლობელი კომპანია მუშაობის გაგრძელებას გეგმავს. ... ...
  • ჩოხატაურში, სოფელ ონჭიკეთში სახლი დაიწვა_ რით დაეხმარება ადგილობრივი ხელისუფლება ოჯახს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ონჭიკეთში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი იყო მობილიზებული. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი კუჭავამ განუცხადა, ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებულ ოჯახს დაეხმარება. „ჩვენი წარმომადენელი უკვე შეხვდა დაზარალებულლ ოჯახს. ადგილობრივი ხელისუფლება პირველ რიგში აუცილებელი პირველადი მოხმარების ნივთების შესაძენად  დაეხმარება.  ამის შემდეგ კი, სამშენებლო მასალის გამოყოფაზე ვიმსჯელებთ“, – განაცხადა ირაკლი კუჭავამ. ჩოხატაურის მერის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახი უმეტესად ქუთაისში იმყოფება. „ოჯახში მამა იყო. შვილები ქუთაისში არიან, თვითონაც ხშირად ქუთაისშია. თუ თვითონ იტყვის, რომ სხვა საცხოვრისი არ გააჩნია, ამ შემთხვევაში გავიყვანთ ქირით“, _ გვითხრა ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...