"ვინც ხალხში მნიშვნელოვანი პროექტების საწინააღმდეგო პროპაგანდას ეწევა, მავნებელია!"

მთავარი თემა

"ვინც ხალხში მნიშვნელოვანი პროექტების საწინააღმდეგო პროპაგანდას ეწევა, მავნებელია!"

2014 მარ 12 19:07:33

მიუხედავად ექსპერტთა და დარგის სპეციალისტთა მიერ გაკეთებული განცხადებებისა, რომ ყველაზე მიმზიდველი დარგი საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისთვის ენერგეტიკაა, ჰესების მშენებლობა მოსახლეობის მხრიდან საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ "ძალიან მნიშვნელოვანია ქართულმა საზოგადოება იცოდეს რუსეთის ახალი ენერგოდოქტრინის შესახებ, სადაც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ უახლოეს წლებში, განვითარებული ბაზრის მოცულობა მცირდება და ამის ფონზე უნდა მოხდეს განვითარებადი ქვეყნების დამოკიდებულების გაზრდა რუსეთის ენერგომატარებლებზე, რაც მას მისცემს საკუთარი პოლიტიკის და გავლენების გამოყენების უფრო აქტიურ საშუალებას. რუსეთის ინტერესი საქართველოს არ გახდეს ენერგოდამოუკიდებელი, დიდია, შესაბამისად, მის ინტერესებშია არ მოხდეს საქართველოში ჰიდროპოტენციალის ათვისება."

რასთან გვაქვს საქმე რეალურად: მოსახლეობის შიშთან, რაც გამოწვეულია იმით, რომ შეიძლება მათ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან ქონებას და მატერიალურ დოვლათს საფრთხე შეექმნას, თუ ადამიანთა ჯგუფის მიერ დაგეგმილ აქციებთან, როგორია სახელმწიფოს პოლიტიკა და როგორ აპირებს ხელისუფლება ამ პრობლემების მოგვარებას?

"გურია ნიუსის" კითხვებს ვიცე პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე პასუხობს.

_ბატონო კახა,ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები მსხვილი ენერგოპროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით, ბევრი კითხვის ნიშანს აჩენს, რასაც მოწმობს სოფელ ღურტაში მომხდარი ინციდენტიც. მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, რომ მოსახლეობა ინფორმირებული იყო ჰესის მშენებლობის დაწყებაზე (იქ მანამდე თქვენ და ბატონი ბიძინა ივანიშვილიცბრძანდებოდით), მოსახლეობამ საპროტესტო აქცია მოაწყო და გზა გადაკეტა (იგივე სცენარით განვითარდა მოვლენები ხაიშში, აზომვითი სამუშაოების ჩატარების მცდელობისას). არსებობს მოსაზრება,რომ გარკვეული პირების (ანჯგუფის ) მხრიდან ადგილი აქვს საბოტაჟის მცდელობას. ამას დაემთხვა ისიც, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე, სასტუმროში, გარკვეულმა ჯგუფმა აქცია მოაწყო მოთხოვნით,რომ EBRD-ს ჰიდროენერგეტიკაში თანხები არ ჩაედოთ... რა კომენტარს გააკეთებდით ამასთან დაკავშირებით?

_ მსხვილ ენერგო პროექტებთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენები, გარკვეულწილად, მართლაც ჰგავს ერთმანეთს. ყველა შემთხვევა სპეციფიურია, მაგრამ ჰგავს ხელწერა. თითოეულ ამ შემთხვევაში მოსახლეობა საუბრობს ისეთი ტერმინებით და ფრაზებით, რომ აშკარად ჩანს, მათ უკან რაღაც დამრიგებელი ძალა, რომელიც მათ ასწავლის თუ როგორ უნდა მოიქცნენ. მოსახლეობას აქვს კონსტიტუციური უფლება, გამოხატოს პროტესტი კანონით დაშვებულ ფარგლებში ნებისმიერ საკითხზე. შესაბამისად, სახელმწიფოსა აქვს უფლება, ნებისმიერი უკანონო ქმედება აღკვეთოს კანონის ფარგლებში. ეს ამდენწლიანი შიშის და უკანონობის დემონსტრირების შემდეგ, ჯერ შეუჩვეველი მოვლენაა და არ გამოვრიცხავ ხალხში შიშის დაძლევის პროცესი ვინმემ თავისი ვიწრო ინტერესების გათვალისწინებით წარმართოს.

სამწუხაროდ, არის ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკოსებშიც და არასამთავრობოებშიც ისეთი მცირე ნაწილი, რომლებსაც ან პირადი ანგარებითი ინტერესი ამოძრავებს, ან კვალიფიკაცია აკლიათ. მათ აქვთ მხოლოდ ერთი მიზანი _ გააჩერონ პროექტი და ამას თვლიან საკუთარ წარმატებად, ყურადღების მიქცევის საშუალებად. არის შემთხვევები, როდესაც არასამთავრობოების წარმომადგენლები, ან რეპუტაციაშელახული პოლიტიკოსები მედიით გამოჩენის მიზნით განზრახ აკეთებენ სკანდალურ განცხადებებს.

დღეს, ხელისუფლება ისე თანამშრომლობს ხალხთან, როგორც არასდროს თითოეული ადამიანის ინტერესი საერთაშორისო ნორმების შესაბამისადაა გათვალისწინებული ჩვენი მხრიდან, ჩვენი სახელმწიფო გახდა ცივილური, ძალისმიერი უკანონო მეთოდებით და შიშით ხალხთან ლაპარაკის დრო წარსულს ჩაბარდა. შესაბამისად, მოსახლეობაც მოწოდების სიმაღლეზე უნდა იდგეს და გააცნობიეროს ახალი, მისთვის სასარგებლო და პროდუქტიული ახალი რეალობა.

_ ღურტაში განვითარებულ მოვლენებზე განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველის აპარატმა, სადაც ნათქვამია: "მოსახლეობის განცხადებით, გვირაბი რომელიცსოფელ ღურტას ტერიტორიაზე გაივლის, ინფრასტრუქტურას დააზიანებს და მეწყრული პროცესების გააქტიურებას შეუწყობს ხელს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მათ გვირაბის გაჭრის შესახებ არაფერი იცოდნენ, რადგან მათთვის არავის უცნობებია. მოსახლეობა შიშობს, რომ გვირაბის გაჭრის შემთხვევაში 5 სოფელს დიდი ზიანი მიადგება და ისინი ვეღარ შეძლებენ უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას." რამდენად შეესაბამება აღნიშნული ფაქტი სიმართლეს?

_ პროექტზე არსებობს მშენებლობის ნებართვა, პროექტს აქვს გარემოზე ზემოქმედების დადებითი შეფასება. მოსახლეობას ჰქონდა კითხვები, რომლითაც მიმართეს მთავრობას. მთავრობამ ინტერესის დასაკმაყოფილებლად პროცესში ჩარია დამოუკიდებელი ექსპერტები და გაიზიარა მათი რეკომენდაცია მშენებლობაზე აქტიური მონიტორინგის დაწესების შესახებ. რეკომენდაცია გავითვალისწინეთ და ვახორციელებთ დაკვირვებას. ამასთან, რასაკვირველია, ინვესტორი ვალდებულია, იზრუნოს პროექტის არეალში მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებაზე. არავინ დატოვებს მოსახლეობას იქ, სადაც შეიძლება მათ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან ქონებას და მატერიალურ დოვლათს საფრთხე შეექმნას. მნიშვნელოვანია , რომ მოსახლეობა იცოდეს - რაც უფრო ახლოს არიან პროექტის განხორციელების არეალთან - მით მეტ სარგებელს მიიღებენ. მაგალითად, მშენებლობის პროცესში ადგილობრივები დასაქმდებიან , რაც მიგრაციის შეჩერების აუცილებელი წინაპირობაა. ინვესტორს მათთვის სამსახური სახლთან მიაქვს, ოჯახის მარჩენლებს აღარ მოუწევთ სახლიდან შორს სამუშაოს ძებნა. ნებისმიერი სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტის განხორციელებისას ვითარდება მიმდებარე ინფრასტრუქტურა, სოციალური პირობები რეგიონში, ეს მთელს მსოფლიოში ასეა და ვინც ამის საპირისპირო პროპაგანდას ეწევა ხალხში არის მავნებელი.

_ რაც შეეხება ასევე მსხვილ ინფრასტრუქტურულპროექტს, ხუდონჰესს, როგორც კვლევებმა აჩვენეს და როგორც ექსპერტები ადასტურებენ, პროექტს არ აქვს პრობლემა გეოლოგიის, სეისმოლოგიის, ეკონომიკური სარგებლის, კულტურული მემკვიდრეობის და ა/შსაკითხების მიხედვით, მთავარი პრობლემა რაც იკვეთება, არის განსახლება და ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია. როგორ აპირებს სამინისტრო ამ საკითხის მოგვარებას?

_ ინვესტორს აქვს ვალდებულება მოახდინოს განსახლება 4X12 სტანდარტით, რაც მსოფლიო ბანკის უმაღლესი სტანდარტია.




 ახალი ამბები
  • საფრთხის მიუხედავად, მოქალაქეების ნაწილი აკრძალვებს არ ემორჩილება სოფელ ქვემო ბოლნისში გადაადგილება რამდენიმე საათის წინ სრულად შეჩერდა. ეს ადგილი ქვეყანაში ახლა ყველაზე მკაცრი საკარანტინო ზონაა. მაღალი ეპიდემიოლოგიური საფრთხის გამო, სოფელში შესვლა მხოლოდ ძალოვანი და ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს შეუძლიათ. კონტროლის გამკაცრების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ადგილობრივების და მარნეულში დაინფიცირებული ქალის კონტაქტები დადასტურდა. საყოველთაო კარანტინის ფარგლებში, ქვემო ქართლში, ამ დროისთვის, 16 ბლოკ-პოსტია განთავსებული. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადაადგილება მკაცრი შემოწმების შედეგად ხდება. სპეციალისტები ამოწმებენ ყველა მოქალაქეს, რომლიც მუნიციპალიტეტში შედის. კონტროლი გამკაცრებულია საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდეც, მაშინ, როდესაც ქვეყანაში კომენდანტის საათი იწყება. დადგენილი შეზღუდვების და ვირუსის გავრცელების საფრთხის მიუხედავად, მოქალაქეები რეგულაციებს მაინც არ ემორჩილებიან. საყოველთაო კარანტინის გამოცხადების მიუხედავად, დღეს დილიდან ოზურგეთის ცენტრში ხალხმრავლობა იყო. სოციალური დისტანციის დაცვის აუცილებლობას ვერ ხედავენ გურიის აგრარულ ბაზარში, ათეულობით ადამიანი დგას ბანკების, სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების წინ. ადგილზე იმყოფებიან მოხალისეთა ჯგუფები, ისინი, ვინც ადამიანებს დისტანციის დაცვას სთხოვენ. თუმცა აცხადებენ, რომ მათი მოწოდება არასაკმარისია და ადგილზე ძალოვანი უწყების წარმომადგენლების მისვლის და კონტროლის ზომების გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობენ. როგორც „რუსთავი 2“-თან საუბრისას, მოხალისე ტიტე ბაქანიძე ამბობს: „გვიჭირს არ გვიჯერებენ. ხშირ შემთხვევაში ცოტა უთანხმოებებიც მოგვდის. ძალიან ძნელია. რატომ არ ვიცი. ვერ გეტყვით.“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ირაკლი სირაძე კი აღნიშნავს, რომ „გავაძლიერეთ მოხალისეთა ჯგუფები ბაზარში. ხშირ შეთხვევაში ამან გაამართლა და გატვირთვა მოხდა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში იწვევს ადამიანების უკმაყოფილებას“. საგანგებო რეჟიმის რეგულაციების დარღვევაზე დღეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმაც გააკეთა. გომელაური დღეს ერგნეთში საოკუპაციო ხაზთან და გორის რაიონში იმ დროებით ბლოკ-პოსტებზე იმყოფებოდა, სადაც მოქალაქეებს თერმოსკრინინგი უტარდებათ. ძალოვანი უწყების პირველი პირი აცხადებს, რომ კომენდანტის საათის დარღვევისთვის ქვეყნის მასშტაბით 17 მოქალაქე დაჯარიმდა. მოქალაქეებს რეგულაციების წესის დაცვისკენ მოუწოდებენ აჭარასა და კახეთის რეგიონშიც, სადაც დილიდან ქუჩაში ხალხმრავლობაა, თუმცა ე.წ კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტი ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით არ გამოვლენილა. მუშაობს ცხელი ხაზიც, სადაც ხანდაზმულებს საჭიროების შემთხვევაში საკვებით მუნიციპალიტეტი მოამარაგებს. ორივე რეგიონში მუშაობს დროებითი ბლოკპოსტები, სადაც მოქალაქეებს სპეციალური შემოწმება უტარდებათ. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 21 აპრილამდე მოქმედებს. სამედიცინო პერსონალთან ერთად, დროებით ბლოკ-პოსტებზე იმყოფებიან ძალოვანი უწყების დანაყოფები და სამხედრო ექიმებიც. წყარო: ... ...
  • „გთხოვთ, მიიღოთ შემდეგი რჩევა"_ ილია მეორესაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მრევლისადმი საგანგებო მიმართვას ავრცელებს: „ნებისმიერი ადამიანი განსაცდელის ჟამს ეძიებს ხსნას და ნუგეშს. დღეს, როცა მსოფლიოში გავრცელებული ახალი ინფექცია საფრთხეს უქმნის მოსახლეობის სიცოცხლეს, ბუნებრივია, მრევლი განსაკუთრებულ სასოებას ღმერთზე ამყარებს და მიილტვის ტაძრისკენ. მორწმუნეთათვის სულიერი საზრდო ისეთივე მნიშვნელოვანი და აუცილებელია, როგორც ხორციელი საკვები; ამიტომ ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და იგი ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს, რათა მიიღოს მადლი ღვთისა და სულიერად განმტკიცდეს. სასულიერო პირთათვის ღვთისმსახურების აღსრულება სამღვდელო მოვალეობის განუყოფელი ნაწილია და მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მთელი ერისთვის. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მინდა მოგმართოთ, ჩვენო სულიერო შვილებო, და გთხოვოთ, მიიღოთ შემდეგი რჩევა: – ვიდრე განსაცდელი გაივლის, შეასრულეთ სათანადო მითითებები: – ადამიანებთან ურთიერთობისას, მათ შორის, ტაძარში და ტაძრის ეზოში ყოფნისას, დაიცავით დადგენილი დისტანცია; – საღმრთო ლიტურგიის (და სხვა საზოგადო მსახურებათა) შესრულებისას ეკლესიაში დარჩნენ სასულიერო პირები, მგალობლები და სტიქაროსნები, ხოლო დიდ საკათედრო ტაძრებში – შეზღუდული რაოდენობით მრევლიც; – საერთოდ, რეკომენდებულია, მრევლი იყოს ეკლესიის ეზოში, ანუ ღია სივრცეში და ასე მიიღოს ლოცვითი მონაწილეობა წმიდა მსახურებაში; – მცირე ზომის ტაძრებში დასაშვებია ასევე, წირვა-ლოცვა აღსრულდეს ღია ცის ქვეშ დროებით მოწყობილ ტრაპეზზე; – სასულიერო პირებსა და ტაძრის მსახურთ, კონკრეტული ვითარების გათვალისწინებით, მიეცემათ დამატებითი რჩევები; – მორწმუნეთა ის ნაწილი, რომელიც ასაკის ან უძლურების გამო რისკის ჯგუფს მიეკუთვნება, აგრეთვე ისინი, ვინც განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ ვირუსით დასნებოვნების გამო, დარჩნენ სახლში. სურვილის ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მათ თავისი მოძღვარი ადგილზე ჩაუტარებს საჭირო მსახურებას და ლოცვით კანონსაც განუსაზღვრავს. ყოვლადწმინდა სამება, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და წმინდათა დასი შეეწიოს ჩვენს ქვეყანას და მსოფლიოს, განსაცდელში მყოფ თითოეულ ადამიანს. ილოცეთ და გაძლიერდით! „უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით“,- აღნიშნულია პატრიარქის ... ...
  • პირველი ახალშობილი კომენდანტის საათებში შემოქმედელ ოჯახს შეეძინა იოვანე ჩხარტიშვილი პირველი ახალშობილია, რომელიც კომენდანტის საათის პირობებში დაიბადა. 31 მარტს, როცა მთელი საქართველოს მასშტაბით კომენდანტის საათი ახალი ამოქმედებული იყო, პატრულმა ოზურგეთიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავი RAV4-ის მარკის ავტომობილი გააჩერა. გაირკვა, რომ მძღოლს ზურაბ ჩხარტიშვილს ფეხმძიმე მეუღლე ბათუმის სამედიცინო ცენტრში სამშობიაროდ მიჰყავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსმა უზრუნველყო, რომ ავტომობილი დაუბრკოლებლად და დროულად მისულიყო სამშობიარომდე. ქალის მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭირო იყო დროის მოგება… ფეხმძიმე ქალბატონმა კლინიკაში მიყვანიდან მალევე იმშობიარა. 31-ში გვიან ღამით კომენდანტის პირველივე საათებში აჭარაში პირველი ბიჭი – იოვანე ჩხარტიშვილი დაიბადა. იოვანეს სახლში, სოფელ შემოქმედში უფროსი და, 2 წლის მარიამი ელოდება. ზურაბ ჩხარტიშვილს სამშობიაროს ეზოში აჭარის საპატრულოს თანამშრომლები გულშემატკივრობდნენ და მამამ პირველი მილოცვებიც მათგან მიიღო. ... ...
  • Euronews-მა გიგი წერეთლის სტატია გამოაქვეყნაEuronews-ი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, გიგი წერეთლის სტატიას აქვეყნებს, რომელიც, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული საერთაშორისო რეაგირების, პოლიტიკურ ინტიტუტების თანამშრომლობის და პარლამენტების აქტიური ფუნქციონირების საკითხებს ეხება. „კორონავირუსით გამოწვეული  კრიზისის დროს, ცხადი გახდა, რომ საზოგადოების მხრიდან თანამშრომლობის დონე   მთავრობებისა და ექსპერტების რეკომენდაციების გასათვალისწინებლად, მჭიდრო კავშირშია  დემოკრატიული ინსტიტუტების ნდობასთან. იმისათვის, რომ ამ ინსტიტუტების მიმართ ნდობა გაძლიერდეს, აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებს  სჭირდებათ უპრეცედენტო თანამშრომლობა,    ხშირად, პოლიტიკური განსხვავებების  გვერდზე გადადებით. მიუხედავად იმისა, რომ  მთავრობებს აქვთ წამყვანი როლი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მხრივ  რეაგირებაზე და  უმეტეს შემთხვევაში იმოქმედეს გადამწყვეტად და ეფექტურად,   უნდა არსებობდეს მჭიდრო კოორდინაცია პარლამენტებთან, და ისინიც, შესაბამისად, ფუნქციონალურნი  უნდა იყვნენ ამ კრიზისულ  პერიოდში. პარლამენტები რჩებიან ერთერთ  მთავარ ინსტიტუტად, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში ნორმალიზაციის გარემოს ქმნიან.  ისინი უზრუნველყოფენ ზედამხედველობას , რომ  საგანგებო ღონისძიებები სწორად არის განხორციელებული, რომ მოსახლეობის  ეკონომიკური დახმარებისთვის ფინანსები გაიცემა  საჭიროებისამებრ, რომ თავისუფლების შეზღუდვა პროპორციულია და დროებითი,  რომ დაცული იყოს უსაფრთხოება და სტაბილურობა. ამ სამუშაოს შეჩერება შეუძლებელია."-აცხადებს გიგი წერეთელი. „დღეს, მთავარ რისკებს სამედიცინო პერსონალი იღებს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს მათ დასაცავად, ასევე პოლიცია და სამხედროები, სასურსათო მაღაზიების,მომუშავე საწარმოების, მიწოდების ქსელების თანამშრომლები, ყველა ვინც სასიცოცხლო ფუნქციებს ასრულებს. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მხარს უჭერს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და ინსტიტუტს, რომლებიც ერთად მუშაობენ.  ახლა ერთიანობის დროა და არა პოლიტიკური ან ინსტიტუციური დაყოფის. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ლიდერები რეგულარულად აწყობენ ონლაინ ფორუმებს, რათა დაეხმარონ კრიზისზე საერთაშორისო რეაგირებას,  სოლიდარობისა და პასუხისმგებლობის გაზიარებას, რომ ექიმები და სამედიცინო აღჭურვილობა განთავსდეს იქ, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებათ,  რომ მიგრანტებმა და კონფლიქტში ზონებში მყოფმა ადამიანებმა მიიღონ  საჭირო დახმარება. ჩვენ ასევე უნდა ვებრძოლოთ დეზინფორმაციას, ხელი შევუწყოთ საკვებსა და წყლის უსაფრთხოებას და ადამიანის უფლებების დაცვას. რეაგირების ციმისათვის, რომ ეს  პასუხი იყოს ყოვლისმომცველი და ლეგიტიმური, პარლამენტარებმა უნდა ბრძოლის წინა ხაზზე  და შეასრულონ თავიანთი მთავარი ვალდებულება-ემსახურონ ხალხს!" - ნათქვამია ... ...
  • ქვემო ბოლნისში დამატებითი საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების მიზნით, ქვემო ბოლნისში დამატებითი საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო. პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს 24 საათიან რეჟიმში შეზღუდვების კონტროლს განახორციელებენ. პოლიცია ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებზე პირთა გადაადგილებას და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას უზრუნველყოფენ. ადგილობრივ მოსახლეობას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები რეგულარულად, განუმარტავენ საკარანტინო შეზღუდვებს და საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად დაეხმარებიან. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების მიზნით, თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთის, გორის, თელავის და ახალციხის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები უკვე ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...