ჩოხატაურში მამაკაცი შიმშილისგან გარდაიცვალა!

მთავარი თემა

ჩოხატაურში მამაკაცი შიმშილისგან გარდაიცვალა!

2011 აგვ 30 09:38:19
ჩვენი გაზეთის არქივი ბევრ საინტერესო ფაქტს ინახავს _ საგაზეთო ინტერვიუები, სარეკლამო განცხადებები მოწმობს, რომ ამ ხელისუფლებას ყველაზე უკეთ ტყუილი გამოსდის. ტყუილი, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია, წარმატებით იგებს არჩევნებს.

"ჩოხატაური _ ჩვენი რაიონი, დღეს უკეთესად გამოიყურება ვიდრე 4 წლის წინ _ გაუმჯობესებული გზებით, განათების უკეთესი სისტემით და უფრო უსაფრთხო გარემოთი. ამ რაიონში ჩვენი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი იქნება ერთი საკითხი, რომელიც მოსახლეობისთვის ყველაზე მტკივნეულია _ ეს არის დასაქმება და ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა შევქმნათ სამუშაო ადგილები ("გურია ნიუსი", #2010 წელი, #39) _ ეს სარეკლამო განცხადება "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ეკუთვნის.

არადა, სწორედ ჩოხატაურია ის მუნიციპალიტეტი, სადაც არც გზაა, არც წყალი და არც სამუშაო ადგილები; ჩოხატაურს არც გურიის სხვა მუნიციპალიტეტები ჩამოუვარდებიან.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გურიაში დასაქმებულთა რიცხვმა საგრძნობლად იკლო _ 2005 წელს 4 911 ადამიანი იყო დასაქმებული, 2006 წელს _ 5 024; 2007 წელს _ 5 205, 2008 წელს _ 4 647; 2009 წელს ეს ციფრი შემცირდა და 3 411 გახდა, ხოლო 2010 წლის ბოლოს დასაქმებულების რიცხვთა რაოდენობამ მხოლოდ 3 402 შეადგინა. არადა, გასულ არჩევნებზე, ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პირობა სწორედ დასაქმება იყო.

ოზურგეთის, ჩოხატაურის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში, ათობით განცხადებას, დასაქმების თხოვნით, წლებია, მტვერი ადევს. მართალია, მათი გაცნობა გუბერნატორმაც მოინდომა და პირობაც დადო, რომ კადრებს გადახედავდა, მაგრამ ამ პირობამაც "ჩაილურის წყალი" დალია.

სამუშაო ადგილები მხოლოდ იმ ადამიანებისთვის გამოჩნდა, რომლებსაც "ზევით" გავლენიანი ნაცნობები ჰყავდათ. სწორედ ამ ნაცნობების ერთი სატელეფონო ზარიც კი საკმარისი აღმოჩნდა, რომ გამოუცდელი ადამიანები, ყოველგვარი კონკურსის გარეშე დანიშნულიყვნენ თანამდებობაზე. ოღონდ მათთვის ახალი შტატები არ გამოჩენილა _ მათ ძველი კადრები ჩაანაცვლეს, ის კადრები, რომლებიც ნაციონალებს თვალში არ მოსდიოდათ.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, ჩოხატაურში მცხოვრები შუა ხნის მამაკაცი, რომელსაც მარჯვენა ფეხის პრობლემა ჰქონდა და ინვალიდის სტატუსი მხოლოდ იმიტომ არ მიანიჭეს, რომ მეორე ფეხი ჯანმრთელი აღმოაჩნდა, შიმშილისგან გარდაიცვალა. როგორც გვითხრეს, ოჯახში 8 სული ცხოვრობდა, აქედან, 6 _ არასრულწლოვანი. მამაკაცი ერთ-ერთ სახერხზე მუშაობდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ, გაურკვეველი მიზეზების გამო, ყველა სახერხი დალუქა, ისიც უმუშევარი დარჩა. მეზობლების თქმით, ხან ყანაში, ხან მტვირთავად მუშაობით, ბავშვების გამოკვებასაც კი ვერ ახერხებდა და ის და მისი მეუღლე უმეტესად მშივრები იყვნენ. გამგეობისთვისაც ბევრჯერ მიუმართავს დახმარების თხოვნით, თუმცა, ყოველთვის უარს იღებდა _ ერთჯერადი დახმარებები გაუქმებული გვაქვსო. ვერც სოციალურ სამსახურში მიაღწია რამეს _ მინიჭებული ქულებით მხოლოდ სამედიცინო დახმარების პოლისი მისცეს.

უმუშევრობის და მძიმე სოციალური ფონის პარალელურად, ფასები მატულობს საკვებ პროდუქტებზე _ "საქსტატის" მონაცემებით, მიმდინარე წელს, საარსებო მინიმუმი ყველა თვეში სხვადასხვა იყო: იანვარში _ 152.7 ლარი; თებერვალში _ 158.7; მარტში _ 160.6; აპრილში _ 163.2; მაისში _ 166.4; ივნისში _ 158.6; ივლისში კი 153.0 ლარი.

მინიმალური სასურსათო კალათა ყველა იმ აუცილებელ პროდუქტს მოიცავს, რომლის მიღებაც ადამიანისთვის აუცილებელია: პური, ხორცი, რძის ნაწარმი, ბოსტნეული და ა.შ. აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოთვლილ საარსებო მინიმუმის კალათაში არ შედის არც კომუნალურ ხარჯები და არც აუცილებელი, პირადი მოხმარების საგნების ღირებულება.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ დღეს, საქართველოში საჯარო სამსახურში დასაქმებულთა მინიმალური ხელფასი 115 ლარია, ხოლო პენისია 90 ლარს არ აღემატება. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას საარსებო მინიმუმიც კი არ გააჩნია.

სამაგიეროდ, დიდი ხელფასები აქვთ ჩინოვნიკებს, რასაც ემატება სატელეფონო ბარათები და ყოველთვიური საწვავის ხარჯი, რომელიც არავინ იცის, ხმარდება თუ არა საქმეს, რადგან არც ერთ მუნიციპალიტეტში არ არსებობს შესაბამისი აღრიცხვის ჟურნალი და ძალიანაც რომ მოინდომოთ, ვერ გაიგებთ ვინ, როდის და რისთვის დახარჯა გამოყოფილი საწვავი და სატელეფონო ბარათი.

საყოველთაო სიდუხჭირის ფონზე იმართება ძვირად ღირებული ფესტივალები, სპექტაკლები, ზღვისპირეთში მილიონობით დოლარი იხარჯება ცნობილი ვარსკვლავების ჩამოყვანაზე: _ ენრიკეს კონცერტი შესანიშნავი გამოვიდა; "ქეთომ და კოტემ" დაგლიჯა; თიკოს სექსი მოუნდა; შორენამ გაიხადა... ეს ღონისძიება სულ "რაღაც" 2 მილიონი დაჯდა, სამაგიეროდ, იყო ბევრი გაღიმებული სახე, _ ასეთი ტიპის ფრაზები ხშირად ესმის გაჭირვებულ მოსახლეობას შედარებით შეძლებული მეზობლის ტელევიზორიდან. ამავე ტელევიზორიდან მათ შვილებსაც ესმით სასიამოვნო ხმა: _ "ბარამბო საუკეთესოა!" "გაიგრილეთ ზაფხული "კოკა-კოლასთან" ერთად!"

_ რა არის "ბარამბო"? "კოკა-კოლას" მიყიდი? _ მირბიან პატარები მშობლებთან, რომლებსაც თვალებში ცრემლები უდგებათ.

_ დაპირება პურს კარგა ხანია აღარ მაჭმევს! _ იტყვიან მშობლები დანანებით, თუმცა, მსგავსი დაპირება არჩევნების წინ იმედს ისევ ჩაუსახავს და საარჩევნო ყუთთან მითითებულ ნომერსაც დაუფიქრებლად შემოხაზავენ: _ ეგებ, ამჯერად მაინც არ მომატყუონ, _ თავს მოიტყუებენ, დაკეცილ ბიულეტენს ყუთში ჩააგდებენ და სახლში ნაყინს და ლიმონათს დანატრებულ ბავშვებს დაუბრუნდებიან.




 ახალი ამბები
  • ყიდულობს თუ არა ვანო ჩხარტიშვილი "რუსთავი 2"_ს _ ბიზნესმენის ექსკლუზიური კომენტარიგავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2_ს, რომლის გაყიდვის შესახებ განცხადება ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, მყიდველი უკვე გამოუჩნდა. როგორც ამბობენ, ტელეკომპანის ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ყიდულობს. თუმცა, გურია ნიუსისთვის მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში ჩხარტიშვილი ამას ურყოფს: _ სისულელეა და ამაზე არ გავაკეთებ კომენტარს, _ გვითხრა ჩხარტიშვილმა და დააკონკრეტა, რომ ტელევიზიის ყიდვას არ ... ...
  • შტორმი ზღვაზე _ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ზღვაზე დამსვენებლებს აფრთხილებსშავი ზღვის სანაპირო ზოლზე, აჭარის, გურიის და სამეგრელოს ტერიტორიაზე 3-დან 4 ბალამდე შტორმია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ზღვაზე გამოფენილია წითელი ალმები და მაშველები დამსვენებელებს აფრთხილებენ, რომ წყალში არ ჩავიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს, დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ, არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევზე, არ გასცდნენ უსაფრთხოების ტივტივებს, მაშველების მიერ გამაფრთხილებელი წითელი ალმების გამოფენის შემთხვევაში არ ჩავიდნენ წყალში. „მას შემდეგ, რაც ცურვა დასაშვები იქნება, გამოიფინება თეთრი ალმები“, - აცხადებენ ... ...
  • პრემიერმა ბახმაროში წასვლა გააუქმა _ ვინ ჩაანაცვლებს ბახტაძესპრემიერი მამუკა ბახტაძე, დღეს ბახმაროში ტრადიციულ დოღს არ დაესწრება. პრემიერის დაგეგმილი სტუმრობა ბახმაროში გუშინ საღამოს გაუქმდა, რისი მიზეზიც უცნობია. არაოფიციალური ინფორმაციით ბახმაროში პრემიერის ჩასვლის გაუქმება მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს უკავშირდება, რომლის მიხედვითაც მამუკა ბახტაძე პოსტს ტოვებს და მისი შემცვლელად ბიძინა ივანიშვილი ორ კანდიდატს შს მინისტრს გიორგი გახარიას და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილის კანდიდატურებს განიხილავს. იმ შემთხვევში თუ პრემიერის სავარძელში ვიცე-პრემიერი გახარია გადაინაცვლებს მისი პოსტი, შესაძლოა ალეკო ტაბატაძემ ან ირაკლი ღირბაშვილმა დაიკავოს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დღეს პრემიერი არც ფერიცვალების სადღესასწაულო წირვას არ ესწრება, რომლესაც მისი უწმინდესობა ილია მეორე აღავლენს. წყარო: ... ...
  • გედევან ფოფხაძემ პარტია დატოვა _ დაპირისპირება ბესელიას გუნდშიგავრცელებული ინფორმაციით, გედევან ფოფხაძემ ეკა ბესელიას პარტია “სამართლიანობისთვის” დატოვა. თუმცა, ინფორმაციას თავად ეკა ბესელია ამ ეტაპზე არ ადასტურებს. გუნდში შესაძლო დაპირისპირებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვა კი ბესელიამ უპასუხოდ დატოვა. შეგახსენებთ, რომ პარტია “სამართლიანობისთვის” ყრილობა 20 ივნისს გაიმართა, სადაც პარტიის თავმჯდომარედ - ეკა ბესელია, გენერალური მდივნად – გედევან ფოფხაძე, ხოლო პოლიტიკურ მდივნად ზვიად კვაჭანტირაძე ... ...
  • ბახმარო თანამედროვე მუსიკალურო ფესტივალის სამზადისში _ ის, რაც არ უნდა გამოტოვოთSunset Fest Bakhmaro 2019-ის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. უკვე მოწყობილია კარვების ქალაქი, მოსასვენებელი კუთხეები, კაფე-ბარები. ამ წუთებში, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე საკონცერტო სცენის აწყობა მიმდინარეობს. ბახმაროში, ხვალ, 19 აგვისტოს ბევრი სიურპრიზი და დიდი მხიარულება გელით. ტრადიციული დოღის დასრულების შემდეგ, 17 საათზე, მზის ჩასავალი გორის მიმდებარედ (ასასვლელი ვერტოდრომიდან) თანამედროვე მუსიკის ფესტივალი გელოდებათ არაჩვეულებრივი შემსრულებლებით _ Bedford Falls, LOUD speakers, Kordz & Dro, Pitter J, Anushka Chkheidze, Lua და Kraumur თქვენს შესანიშნავ განწყობაზე დილამდე იზრუნებენ. შეაგროვე მთელი წლის სამყოფი ენერგია და მოგონებები. სუფთა ჰაერი, ნისლი, წიწვოვანი ტყე, კოცონები, ვარსკვლავებიანი ცა, კარვების ქალაქი, კარგი მუსიკა, ზაფხულის მზესთან დამშვიდობება _ ეწვიეთ 19 აგვისტოს ბახმაროს! არ გამოტოვოთ დიდი მხიარულება. ფესტივალი „ჩექინ ჯორჯიას“ ფარგლებში იმართება და მისი თანადამფინანსებელია საქართველოს განათლების, კულტურის, სპორტისა და მეცნიერების სამინისტრო. გენერალური სპონსორია „წყალი მარგებელი“. სპონსორები და მხარდამჭერები არიან: „ზედაზენი“; “New Road”; „ორბი ჯგუფი“; „ვასაძის პური“; „სანდომი“; „თქვენი მარკეტი“ ასკანგელი“, ‘გზამშენი 18“, „ლიდერფუდი“, „ბითი ჩერითი ჯგუფი“, „ბახმარო ჰოტელი“; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია; „ენერგო პრო ჯორჯია“; საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური; საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი; ფესტივალის მედია პარტნიორი და საინფორმაციო მხარდამჭერია ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...