გია გიორგაძე გამგებლად აირჩიეს

მთავარი თემა

გია გიორგაძე გამგებლად აირჩიეს

2010 ნოე 28 03:28:31

ჩოხატაურელთა რჩეულებიდან გიორგაძის კანდიდატურას მხარი მხოლოდ ორმა ოპოზიციონერმა _ ვახტანგ გაჩეჩილაძემ და დავით შარაშიძემ არ დაუჭირეს.
გია გიორგაძემ მისი სამოქმედო პროგრამა საკრებულოს 29 ოქტომბერს წარუდგინა. ეს პროგრამა, რომელიც ჩოხატაურელმა კანონმდებლებმა მოიწონეს და მხარი დაუჭირეს, საკმაოდ ვრცელია და დიდ მუშაობას მოითხოვს. აწ უკვე გამგებელ გიორგაძის მთავარი დაპირება მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესებაა.
_ ჩემი მთავარი მიზანია მოსახლეობის დასაქმება და მათი შემოსავლების გაზრდაზე ზრუნვა, ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების წყაროს მოძიება. მაქსიმალურად შევეცდები, განვითარდეს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურა _ კერძოდ, მოწესრიგდება შიდა გზები. პირველ რიგში, შევეცდები კეთილმოეწყოს დაბის ტერიტორიაზე არსებული ქუჩები, _ ამბობს გამგებელი.
გია გიორგაძის განმარტებით, მომავალი წლისთვის  პრიორიტეტი მიენიჭება სოფლების: ქვემოერკეთი _ ერკეთის, ხიდისთავი _ ქვენობანის, ჩაისუბანი _ ხიდისთავის,  შუაგანახლება _ ზომლეთის, ქვემოერკეთი _ იანეულის და ბუკისციხე _ ზემოსურების მიმართულებით საავტომობილო გზების მოწესრიგებას, სადაც ძირითადად შავი საფარია დასაგები.
_ ვეცდები, ხელი შევუწყო დაბის წყალსადენის მშენებლობის დამთავრებას,  შიდა ქსელის მოწყობას და ტერიტორიულ ორგანოებში წყალმომარაგების გაუმჯობესებას. პირველ ეტაპზე მოეწყობა საკანალიზაციო შემკრები ქსელი დაბის ტერიტორიაზე, შერჩეულია ტერიტორია საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისათვის, _ აღნიშნავს გიორგაძე.
გამგებელი იმის პირობასაც დებს, რომ დაბის მთელი ტერიტორიის გაზიფიცირებისთვის ძალებს არ დაიშურებს.
_ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ყურადღებას მივაქცევ სკოლამდელი დაწესებულებების და ჯანმრთელობის ობიექტების შენობების რეაბილიტაციას და სოციალური პირობების გაუმჯობესებას; ხელს შევუწყობ კომუნალური მომსახურების განვითარებას და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ვგეგმავ დაბაში ავტოსადგურის ტერიტორიის კეთილმოწყობას; შევეცდები, მოვიძიო ინვესტიციები, რათა განმტკიცდეს განათლებისა და ჯანდაცვის სფეროს დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა; ხელს შეუწყობ კულტურის დარგისა და სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარებას, მუზეუმების განახლებას და ისტორიული ძეგლების მოვლა-პატრონობას, სპორტული მოედნების კეთილმოწყობას, _ გვპირდება რამდენიმე დღის არჩეული გამგებელი.
გიორგაძე ამბობს, რომ მისი მთავარი ამოცანა იქნება, გამონახოს გზები ინვესტიციის მოსაძიებლად, რათა დაბაში დაიწყოს კულტურის სახლის მშენებლობა.
საარჩევნო პროგრამაში გიორგაძემ, ყველა ჩვენი პოლიტიკოსის მსგავსად, ერთი ქვეთავი ბახმაროსაც დაუთმო და დაპირებებიც მოგვცა:
_ ხელს შევუწყობ საკურორტო სფეროს და ტურიზმის განვითარებას. კერძოდ, ყურადღება დაეთმობა საოჯახო ტურიზმის განვითარებას, ამ სფეროში  კადრების მომზადებას. აუცილებელია კურორტ ბახმაროს ინფრასტრუქტურის განვითარება. კერძოდ:  ყურადღება მიექცევა შიდა გზების მოწესრიგებას, წყალსადენის რეაბილიტაციას, საქუჩო განათების მოწყობას და სანიტარულ ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესებას, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა უკანონო მშენებლობებზე კონტროლს. კურორტ ბახმაროში არსებული პრობლემების აღმოფხვრისა და  მენეჯმენტის უკეთ წარმართვის მიზნით, ვიზრუნებ კურორტის ადმინისტრაციის იურიდიული პირის სტატუსით ჩამოყალიბებაზე, რომელიც წარმართავს კურორტის საქმიანობას.
გამგებელი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მისი პროგრამა დაპირებებად არ დარჩება და ის ძალებს არ დაზოგავს მათ შესასრულებლად.
გამგებელი პრესასთან ურთიერთობაზეც ამახვილებს ყურადღებას და გვპირდება, რომ ამ სფეროში თანმიმდევრული იქნება:
_ ვიქნები თანმიმდევრული მასმედიასთან. განსაკუთრებულ ადგილს დავუთმობ თვითმმართველობისა და მართვის დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებას. საკრებულოსა და გამგეობის ერთობლივი საქმიანობით, უახლოეს მომავალში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს ექნება მოწესრიგებული შიდა გზები, გამართული წყალმომარაგება, მოხდება სრული ელექტროფიცირება, გაზიფიცირება, განვითარდება აგრარული სექტორი და დასაქმდება მოსახლეობა, აღორძინდება ტურიზმი და კურორტები თავისი ინფრასტრუქტურით, _ ხმამაღალ დაპირებებს იძლევა გიორგაძე, რომელსაც ხალხის რჩეულთა ნდობა უკვე აქვს.
მოიპოვებს თუ არა მოსახლეობის ნდობას და შეასრულებს თუ არა დაპირებებს ახალი გამგებელი, ახლო მომავალში გაირკვევა, თავად კი გვარწმუნებს, რომ იმედებს არავის გაუცრუებს.




 ახალი ამბები
  • წალენჯიხაში ავტომობილი ამობრუნდა - არიან დაშავებულებიხუთი ადამიანი დაშავდა წალენჯიხაში, სოფელ ლიაში,რამდენიმე საათის  წინ  მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი  გზიდან   გადავადიდა  და ამობრუნდა. დაშავებულები ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები. ავარიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე  მუხლით ... ...
  • ჩოხატაურის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობსამ წუთებში, ჩოხატაურში ცენტრალური ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები  მიმდინარეობს. აღნიშნული ღონისძიება კორონავირუსის პრევენციის მიზნით ტარდება. როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურმა განუცხადა, სპეციალური ხსნარით მუშავდება და წყლის ჭავლით ირეხება ცენტრალური ქუჩები, ცენტრალური მოედანი, მაღაზიების და საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიები, ასევე საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორია. ქუჩების სადეზინფექიო სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის დანაყოფები და ჩოხატაურის მერიის დასუფთავების სამსახური. ადგილზე იმყოფება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, მოადგილეებთან, თამაზ ჯინჭარაძესთან და მინდია ჟღერიასთან ერთად. "გურია ნიუსის" შეკითხვაზე აღნიშნული ღონისძიება ერთჯერადია თუ უახლოეს დღეებში ისევ განმეორდება, მერიაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიხედვით ... ...
  • რატომ არ მივიდა პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან1989 წლის 9 აპრილიდან 31 წელი გავიდა. ჩვეულებრივი მოქალაქეებისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. თუმცა, საქართველოს პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან არ გამოჩენილა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდზე გავრცელებულ მიმართვაში წერია, ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელი დღის მნიშვნელობის გააზრება სახლშიც შეიძლება. „დღეს 9 აპრილია. ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული და ამავდროულად, უდიდესი გამარჯვების დღეა, რომელიც არ შეიძლება ერთად არ გავისხენოთ! ამავე დროს, დღეს 9 აპრილი სულ სხვა ვითარებაში გაგვითენდა - საგანგებო მდგომარეობის, შინ დარჩენისა და კარანტინის ვითარებაში და მთელი საზოგადოება 9 აპრილს სხვა განწყობით ხვდება. ბევრი ვერ მივიდა დღეს 9 აპრილის მემორიალთან, მე არ მივსულვარ მემორიალთან, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ მივიდოდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ დღეს ჩვენ ნაკლებად განვიცდით. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვახსოვს იმ გმირების თავდადება! ეს არ ნიშნავს, რომ რამენაირად დაკნინდა 9 აპრილის დღესასწაული და ტრაგიზმი! ეს ყველაფერი ჩვენთანაა და შეიძლება კიდეც სახლში უფრო გავიაზროთ - რას ნიშნავს ეს დღე ჩვენი დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოსთვის, რამდენად მძიმე, მაგრამ ამავდროულად, სიმბოლური დღეა დღეს”,_ წერია პრეზიდენტის ... ...
  • დაესწრება თუ არა სააღდგომო ლიტურგიას პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართვაში განაცხადა, რომ წელს აღდგომის დღესასწაულზე ტაძარში ვერ მივა, რადგან საზოგადოებას დაუმორჩილებლობის მაგალითს ვერ მისცემს. „სამ დღეში არის ბზობა, ათ დღეში კი – აღდგომა. მე არ მახსოვს ჩემი ცხოვრების არც ერთი წელი, როცა არ მივსულვარ ეკლესიაში აღდგომის წირვაზე ან თუნდაც ვნების კვირეულის რომელიმე ლიტურგიაზე. ეს იყო ჩვენს ოჯახში დიდი ტრადიცია, ეს იყო ჩვენი რწმენის გამოხატულება, თუმცა სხვა ვითარებაა ამ წელს და ამ წელს ვერ მივალ მე ეკლესიაში, ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რამეთუ ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია, დაარღვიოს ის, რაც არის კანონი და წესი. ქვეყნის პრეზიდენტი უნდა იყოს სამაგალითო ამ კუთხით და ვერ მისცემს საზოგადოებას დაუმორჩილებლობის რამე მაგალითს. ჩვენ, დარწმუნებული ვარ ამაში, ყველანი ერთად ვილოცებთ, ეკლესიაში მყოფი სასულიერო პირები ჩვენთვის ილოცებენ და ეს იქნება ასევე ჩვენი რწმენის დიდი გამარჯვება, ეს ერთიანობა, რომელიც არის ჩვენი მთავარი იარაღი დღეს ამ დიდ ბრძოლაში, რომელშიც ვართ ჩართული“, – განაცხადა სალომე ... ...
  • ევროკავშირის ელჩი: საქართველოზე შეყვარებული ვარ„საქართველოზე შეყვარებული ვარ და კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ეს საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ახლა ვიმყოფებოდე“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. ევროკავშირის ელჩმა კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოსთვის გამოყოფილ დახმარებაზე ისაუბრა მისი  თქმით, ადრეული და გაბედული ქმედებებით საქართველომ ძალიან კარგი პოზიცია დაიკავა. „იმედი გვაქვს, რომ გადავშალეთ ახალი გვერდი შემთხვევების კლების კუთხით, თუმცა ბრძოლა კვლავ მიმდინარეობს. საქართველოს რამდენიმე პროგრამით გათვალისწინებული ათეულობით მილიონი ევროთი ვეხმარებით, რაც ამ კრიზისულ პერიოდში მთლიანობაში დაახლოებით 250 მილიონიან დახმარების პაკეტს ქმნის. ჩვენ ეს თანხები გვინდა მივმართოთ ჯანდაცვის მწვავე საჭიროებებისკენ, ჩვენ ვიმუშავებთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, რათა შევიძინოთ აღჭურვილობა, ჩავატაროთ ტრეინინგი. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ დავეხმარებით ყველაზე უფრო მოწყვლად ჯგუფებს და გამოვყოფთ უფრო მეტ თანხებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ქვეყნის მასშტაბით, რათა მივცეთ საშუალება განახორციელონ ეს მნიშვნელოვანი სამუშაო. ასევე გამოკვეთილი ნაწილი გახლავთ მხარდაჭერა, რომელიც გვსურს აღმოვუჩინოთ საქართველოს ეკონომიკის საყრდენს, ესაა მცირე და საშუალო ზომის საწარმოები, რომელთა დახმარებაც გვინდა იაფფასიანი კრედიტების მიწოდებით, რათა აღიდგინონ საქმიანობა“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა „რუსთავი 2-ის“- ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...