კვეზერელის წინასწარმეტყველება არ ახდა

მთავარი თემა

კვეზერელის წინასწარმეტყველება არ ახდა

2011 აგვ 31 23:10:05
ამდენი ფული დავხარჯე და არაფერი, მომავალ წლამდე ჩემი ნალია დარჩა უსიმინდოდ. ნახეთ, ეს ხელით გადმოვრგე და აქ რა მოსავალს უნდა ველოდო", _ გვითხრა გლეხმა, რომელიც შეცქეროდა დამუშავებულ ყანას, სადაც სიმინდის ღეროს დათვლაც კი არ გაჭირდებოდა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, ბაკურ კვეზერელის ვარაუდით, შემოდგომაზე გურიაში ყვითელი სიმინდით დამძიმებულ ნალიებს ტორტმანი უნდა დაეწყო. დადგა შემოდგომა, თუმცა კვეზერელის წინასწარმეტყველება არ გამართლდა. არადა, წესით, გაზაფხულზე, გულზე მჯიღისცემით დაქადნებული, საცაა უნდა გამოჩნდეს და სიმძიმისგან "წაბანცალებული" ნალიები გვაჩვენოს. ჩვენი ინფორმაციით, ბევრი ოჯახის ნალია არა თუ დამძიმდება, შესაძლოა, სრულიად ცარიელიც დარჩეს.

როგორც "გურია ნიუსს" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, ლაშა ღლონტმა უთხრა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ჰიბრიდული ჯიშის სიმინდი 250 ჰექტარ ფართობზე დაითესა და მისივე თქმით, 30 ჰექტარზე დაზიანდა იმის გამო, რომ მოწესრიგებული არ იყო სადრენაჟო არხები, რამაც სიმინდის თესლის ლპობა გამოიწვია.

როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის რწმუნებულმა, აბესალომ ბოლქვაძემ თქვა, ზუსტად არ იცის, სოფელში რამდენ ჰექტარზე დაითესა აღნიშნული ჯიშის სიმინდი: "მოსახლეობამ, ვინც შეიძინა თესლი, ნაცვლად 1000 მეტრისა, 500 მეტრზე დათესა. დათესვა უნდა მომხდარიყო სპეციალური ტექნიკით, ხელით ვერ გაანაწილებ. ამოსვლას კი ხელი შეუშალა დაჭაობებულმა ადგილებმა _ სადაც მშრალი ნიადაგი იყო, იქ უფრო ამოვიდა. სადაც ნესტიანი _ იქ ჩალპა თესლი. ჩვეულებრივი, ჩვენებური სიმინდი, "აჯამეთის თეთრიც" მასეთ მდგომარეობაშია", _ გვითხრა მან.

სხვა რწმუნებულების მსგავსად, მანაც დათესა, ე.წ. ამერიკული ჯიშის სიმინდი, თუმცა, მისი თქმით, ძალიან ცუდ მოსავალს ელოდება.

"იმ ღამესვე გაწვიმდა, დამუშავებული ნიადაგი დაისიპა და ამოვიდა ძალიან მეჩხერი. ასეთ შემთხვევებში, ზოგიერთებმა ხელმეორედ გადათესა, ზოგმა გადარგო. სადაც ნორმალური პირობები იყო, ძალიან შედეგიანია. ის კი არა, ახლა კითხულობენ, მომავალ წელს თესლის შეძენა როგორ მოხდებაო(?!). ზოგს იდეალური მოსავალი აქვს, ზოგან კი საერთოდ არ ამოვიდა. ხალხს გამოცდილებაც არ ჰქონდა, ანუ არ იცოდნენ რა პირობებში უნდა დაეთესათ და როგორ", _ აშკარად სხვას ფიქრობდა და სხვას ამბობდა სოფლის რწმუნებული.

მისგან განსხვავებით, უფრო გულახდილია სოფლის მაჟორიტარი, მერაბ ხომერიკი. იგი ამბობს, რომ მოსავლის გარეშე დარჩა: "მხოლოდ რამდენიმე ძირი ამოვიდა, მის დამუშავებას აზრი არ ჰქონდა და თავი დავანებე".

მას, სხვებისგან განსხვავებით, არც გადათესვა უცდია: "თესვის დროს მინერალური სასუქს უნდოდა ჩაყოლება, მაგრამ სპეციალური ტექნიკა არ გვყავდა. 2000 მეტრზე, ზოგან ორი ტომარაც დასჭირდათ, რადგან ხელით მოხდა მისი ჩათესვა. რომ ნახოთ, დაჯერება გაგიჭირდებათ, რადგან ხალხმა გადათესა თავიდან სხვა ჯიშის თესლით, ზოგმაც კი ხელით გადარგო ჩვენებური ჯიშის სიმინდი", _ გვითხრა ხომერიკმა.

ჩვენ ის საყანე ფართობები მოვინახულეთ, სადაც დამუშავებული მიწა გლეხებს მოსავლის გარეშე დარჩათ, იქვე ვნახეთ გადარგული სიმინდიც.

აგრონომი მარინე სუნგულია ამბობს, რომ თესლის გავრცელება თავიდანვე დაძალებით დაიწყო, განწყობა სათესლე მარცვლის მიმართ ძალიან ცუდი იყო. სპონტანურად რიგდებოდა და ხალხს ინფორმაცია არ ჰქონდა, არ იცოდნენ, თუ რომელ ჰიბრიდთან ჰქონდათ საქმე: "ჰიბრიდებს ძალიან კარგი და დადებითი მომენტები აქვთ, მაგრამ იმისთვის, რომ მიიღო მაღალი მოსავალი, უნდა ფლობდე ინსტრუქციას. არის ჰიბრიდი, რომელიც ზეგანზე ითესება, ზოგიც _ ჭარბტენიან ნიადაგზე. მე ვფიქრობ, რომ ინსტრუქტაჟი არ ჰქონდა მიცემული იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს თესლი უნდა დაეთესათ. მინისტრი, როცა ჩამოსული იყო, თქვა, რომ ტექნიკა საკმარისია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არ იყო ასე. ამ ჰიბრიდის დათესვა ტექნიკის საშუალებით უნდა მომხდარიყო. უნდა იყოს სიღრმე განსაზღვრული. კუსტარულად დათესვამ გამოიწვია ის, რომ არ ამოვიდა თესლი. ჩემი ინფორმაციით, სიმინდის თესლი ჩამოტანის დღიდან ინახებოდა ცუდ პირობებში, სახანძროს შენობაში, ნესტიან ნიადაგზე დაყრილი. რა თქმა უნდა, ის ისე არის შეფუთული, რომ წყალს არ ატარებს, მაგრამ შენახვის პირობები აუცილებლად სჭირდება. არ არის გამორიცხული, რომ ის თესლი, რომელიც ძირს იყო მოქცეული, თავიდანვე იქნა განწირული იმისთვის, რომ არ აღმოცენდებოდა. საქმე გვაქვს არა თესლის უვარგისობასთან, არამედ შემოტანის დროს მისი შენახვის წესის დარღვევასთან, უნიათობასთან. აბა, როგორ შეიძლება, სამეზობლო ნაკვეთზე ერთგან ამოსულიყო და მეორეგან _ არა. ანუ, ტექნოლოგია იქნა დარღვეული უცოდინრობის გამო", _ გვითხრა მარინე სუნგულიამ.

ოზურგეთს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი გაზაფხულზე ეწვია და რამდენიმე საათის განმავლობაში, საჯარო მოხელეებთან ყვითელი სიმინდის აგიტაცია-პროპაგანდას ეწეოდა.

"სიმინდი, აბაშურია თუ აჯამეთური, ყველა ამერიკიდან არის შემოსული, ოღონდ, რომელიც აქამდე მოჰყავდათ, კომუნისტების გამოყვანილი ჯიშები იყო(?!), ახლა კი იგივეს გთავაზობთ, ოღონდ ჩვენ მიერ შემოტანილს და დისკუსია გვერდზე უნდა გადავდოთ! ეს ჯიშები იქნება შედეგიანი და თუ მოსავალი იმდენი იქნა, რომ ნალიაში ვერ შეინახავთ, გპირდებით, გაუყიდელი არ დაგრჩებათ. გაყიდვის ორგანიზებაში დაგეხმარებით, ოღონდ, თუ იქნება სოფელში, ვთქვათ, 200 ტონა. აბა, 100 კილოსთვის ხომ ვერ მოვალთ?!" _ ასე დაგვემშვიდობა გაზაფხულზე სტუმრად წვეული კვეზერელი.

მინისტრმა გლეხებს ასწავლა, რომ დიდ ფართობზე დათესილი სიმინდის მოსავლის დაზღვევაც შეუძლიათ და სასუქის შეღავათიანად შეძენაც.

ამასობაში კი, მოსავლის გარეშე დარჩენილ გლეხებს, საკმაოდ მაღალ ფასებში შეძენილი ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის თესლის საფასურის გადახდის დროც მოუახლოვდათ.




 ახალი ამბები
  • საირმის საკარანტინო ზონა მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვაიმერეთში, საირმის საკარანტინო ზონა დღეს მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვა. სასტუმროს დატოვებამდე მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს. მათი წასვლის შემდეგ საკარანტინო ზონის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად,  სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. საკარანტინო ზონები როგორც იმერეთში, ასევე საქართველოს სხვა მხარეებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითაა მოწყობილი. საკარანტინო სივრცეებში  არსებული განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან საკარანტინო სივრცეების მოწყობის შესახებ. ... ...
  • რომელი საწარმოები და ობიექტები გააგრძელებენ მუშაობას კარანტინის დროსრომელი საწარმოები და ობიექტები გააგრძელებენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ ისაუბრა. „აუცილებლად იმუშავებენ სააფთიაქო ქსელები და სურსათის მაღაზიები. რა თქმა უნდა სრული ხელმისაწვდომობა ექნება ჩვენს მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებაზე. იმუშავებენ მობილური კავშირგაბმულობის კომპანიები, ტელევიზიები, ბენზინგასამართი სადგურები ასევე საფოსტო მომსახურება იქნება ხელმისაწვდომი. ყველა ის მუნიციპალური სერვისი, როგორიც არის წყალი, დენი, გაზი. იმუშავებს სურსათის მომარაგების მთელი ჯაჭვი, რომელიც საჭიროა მაგალითად პურის საცხობები და თონეები“ - განაცხადა ცქიტიშვილმა. მინისტრის თქმით მზა კვების ობიექტები დისტანციური მიწოდების რეჟიმით იმუშავებენ, ასევე ფუნქციონირებას გააგრძელებენ მიტანის სერვისებიც. „ყველაფერი ის, რაც გარდაუვალი და აუცილებელია ჩვენი ფუნქციონირებისთვის, მასთან დაკავშირებული საქმიანობა, როგორიც არის თუნდაც სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობა, რომელიც არის საჭირო სასურსათო მაღაზიების უზრუნველყოფისთვის, ესეც ბუნებრივია იმუშავებს. გარდა ამისა, როდესაც უკვე ვსაუბრობთ ეკონომიკის სხვა მიმართულებებზე, სადაც შესაძლოა კითხვის ნიშნები არსებობდეს, ეს თუ ის საწარმო რამდენად სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ამ შემთხვევაში ასევე ჩვენ, მაგალითისთვის თუნდაც ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, სადაც უფრო მკაცრი საკარანტინო პირობები იქნა შემოღებული, იქაც კი სოფლის მეურნეობის და ეკონიმიკის სამინისტროს მიერ იყო განსაზღვრული ის ობიექტები, მაგალითად კონცერნი „მარნეული“ რომელიც საკონსერვო პროდუქციას აწარმოებს დ აგრძელებს მუშაობას“ - განაცხადა ცქიტიშვილმა. ... ...
  • ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 1000 ოჯახი საკვები პროდუქტების პაკეტს მიიღებს ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი 1000 ოჯახი საკვები პროდუქტების პაკეტს მიიღებს,- ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამომხმარებლო პროდუქტების შესაძენად ადგილობრივ ბიუჯეტიდან 50 000 ლარამდე დაიხარჯება. ხობის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები სოციალურად დაუცველ ოჯახებს პროდუქტებს სახლში ... ...
  • დედაქალაქში დამატებითი შეზღუდვები წესდებაქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დედაქალაქში დამატებითი შეზღუდვები წესდება. საგანგებო მდგომარეობის გამკაცრების გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. როგორც დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 31 მარტიდან ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, თბილისის „მეტროპოლიტენით“ გადაადგილება იკრძალება. აკრძალვა, როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის, ასევე, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე იმოქმედებს. „აღნიშნულ პერიოდში, დედაქალაქის მასშტაბით გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილით, მათ შორის ტაქსით, იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები სრულად იქნება გათვალისწინებული - ავტომანქანაში, მძღოლის ჩათვლით, უნდა მოთავსდეს მხოლოდ სამი ადამიანი. მათგან ორი ადამიანი, უნდა მოთავსდეს ავტომანქანის უკანა სავარძელზე, გარკვეული დისტანციის დაცვით. კიდევ ერთხელ შევახსენებთ ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი ტაქსის მძღოლებს, რომ მგზავრის გადაყვანის დროს, ავტომანქანის ფანჯრები დახურულ მდგომარეობაში არ უნდა ჰქონდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი ორგანოები კანონის ფარგლებში იმოქმედებენ“,_ ნათქვამია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ... ...
  • რა მნიშვნელოვანი შეზღუდვები წესდება ქვეყანაშისაქართველოში ხვალიდან საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდატის საათი ამოქმედდება. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა ცოტა ხნის წინ გააკეთა. რას ითვალისწინებს აღნიშნული მდგომარეობა ქვეყანაში, რა მნიშვნელოვანი შეზღუდვები უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობამ_ ამ საკითხზე „გურია ნიუსი“  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებულ პროფესორს, კონსტიტუციონალისტ კოტე ჩოკორაიას ესაუბრა. „პრემიერ-მინისტრის განცხადებას ვუსმინე, რაც გულისხმობს პირველ რიგში შეზღუდვებს გადაადგილებასთან დაკავშირებით, ანუ მნიშვნელოვანი შეზღუდვებია. იკრძალება ყველა ტიპის სატრანსპორტო გადაადგილება ქალაქებს შორის, გარდა ავტომობილისა, მათ შორის თბილისში მეტროთი და ავტობუსით მგზავრობა. გადაადგილება მხოლოდ ავტომობილით არის შესაძლებელი და იქაც თავისი წესებია. 3 ადამიანზე მეტი არ შეიძლება, რომ იყოს ავტომობილში. მნიშვნელოვანი შეზღუდვა, რაც აქამდე არ იყო 3-ზე მეტი ადამიანის შეკრების შეზღუდვაა და ასევე მნიშვნელოვანი შეზღუდვა ეხება  70 წელზე მეტი ასაკის მქონე ადამიანებს, რომელთაც პრინციპში ეკრძალებათ გამოსვლა და მეოთხე, ესაა ე.წ. კომენდატის საათი. ეს არის უბრალოდ გადაადგილების შეზღუდვა, საკარანტინო შეზღუდვის კომპონენტი, როდესაც ადამიანებს ეკრძალებათ საღამოს 9-დან დილის 6-ამდე გამოსვლა. იმისთვის, რომ უფრო მარტივი აღსაქმელი ყოფილიყო ამიტომ თქვეს ე.წ. კომენდატის საათი. კომენდატის საათი ცოტა სხვა რაღაცებს მოიცავს თავის თავში, თუმცა, შინაარსით ამას ჰგავს. ე.წ. კომენდატის საათი, ნიშნავს იმასაც, რომ ადამიანებმა მგზავრობა ისე უნდა დაგეგმონ, რომ გადაადგილება არ გახორციელდეს 9 საათის მერე“,_ გვითხრა ჩოკორაიამ. საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის კიდევ უფრო მკაცრი სახით ამოქმედება კორონავირუსთან ბრძოლას ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...