“კი მინდოდა რომ ყოფილიყო რაიმე სახის ზეწოლა, მაგრამ არ დასტურდება არანაირად“

მთავარი თემა

“კი მინდოდა რომ ყოფილიყო რაიმე სახის ზეწოლა, მაგრამ არ დასტურდება არანაირად“

2014 ივნ 3 16:11:59



 ახალი ამბები
  • ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული ძებნილის სკანდალი: "პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ძალიან მეშინია" წინა ორი შეწყალებისგან განსხვავებით, მარიამობის შეწყალებაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და იუსტიციის სამინისტროს შორის კონტაქტი არ შემდგარა და ჩვენ პირდაპირ მივიღეთ პრეზიდენტის ხელმოწერილი აქტი, რის შემდეგაც, 24-დან 23 პირი საპატიმროდან გათავისუფლდა, ხოლო ერთი ვერ გათავისუფლდებოდა, რადგან ის დღესაც ძებნილია, _ ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა. გადაცემის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რა არის ამ ძებნილის დანაშაული და შეუძლია თუ არა მას, ამ ადამიანის გვარი თქვას, წულუკიანმა აღნიშნა, რომ დანაშაული იყო მითვისება-გაფლანგვა, ხოლო რაც შეეხება გვარს, ეს პერსონალური მონაცემია და მას ვერ დაასახელებს. „თუ სწორად მახსოვს, ეს მითვისება-გაფლანგვა უნდა იყოს. ეს ადამიანი დაახლოებით, 2009-2010 წლებიდან არის გაუჩინარებული და ძებნილია. რაც შეეხება გვარს, ეს პერსონალური მონაცემია და ვერ დავასახელებ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ძალიან მეშინია. ეს კანონით აკრძალულია და ამ ადამიანის ნებართვაა საჭირო იმისთვის, რომ გვარი გავამჟღავნო. რეალურად, იმ 24 მსჯავრდებულიდან უფრო მეტი იქნა შეწყალებული, მაგრამ დანარჩენები პრობაციონერები იყვნენ და ამიტომ, მათზე დღეს არ მისაუბრია“, – განაცხადა წულუკიანმა. შეკითხვაზე, არის თუ არა ეს პიროვნება პოლიტიკური ფიგურა, წულუკიანმა აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია არ აქვს.  „არა მგონია. ყოველ შემთხვევაში, ასეთი თვალშისაცემი გვარი არ იყო და ვერ გეტყვით“, – განაცხადა წულუკიანმა. იუსტიციის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ შეწყალების უფლება ულიმიტო და უსაზღვრო ვერ იქნება, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, ისეთ სამწუხარო შედეგებამდე მივალთ, როგორამდეც მარიამობის შეწყალებაზე მივედით, როდესაც მკვლელობის მუხლით სამი ადამიანი იქნა შეწყალებული. „დღეს, 2019 წელს, რა თქმა უნდა, არ ვცხოვრობთ ასლან აბაშიძის ბათუმში, რომ პრეზიდენტმა პატიმარი შეიწყალოს და იუსტიციის სამინისტრომ, როგორც მაშინ მოხდა, ასანიძეს ციხის კარი არ გაუღოს. როდესაც ჩვენ პრეზიდენტის შეწყალების აქტს ვღებულობთ, რა თქმა უნდა, ვაღებთ ციხის კარს“, – განაცხადა წულუკიანმა. მისივე თქმით, შეწყალებასთან დაკავშირებით რეფორმა საჭიროა. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტთან პირადად მას, თავად პრეზიდენტის ინიციატივით, რამდენჯერმე ჰქონდა ამ თემაზე საუბარი. „არა მხოლოდ პარლამენტის ტრიბუნიდან, არამედ ჩვენთან საუბარშიც, მისი მხრიდან პირველი დღიდანვე ისმოდა, რომ ეს სისტემა რეფორმას საჭიროებს. ალბათ, ყველანი ვთანხმდებით, რომ ხარვეზები არის. პროცედურა არც თუ ისე გამჭვირვალეა. პრეზიდენტი თვლიდა, რომ კომისიის შემადგენლობა გადასახედი იყო. მან ამის შესახებ პარლამენტშიც განაცხადა და შეწყალების ნამდვილად ქმედითი კომისიაა საჭირო. სალომე ზურაბიშვილმა მარგველაშვილის დროინდელი კომისია იანვარში გააუქმა და მას შემდეგ კომისია არ არსებობს“, – განაცხადა წულუკიანმა. იუსტიციის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რეფორმამდე, ის ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების გათავისუფლებაზე უფრო იზრუნებდა, ვიდრე იმათზე, ვინც სიცოცხლე მოსპო და სასჯელის შესაბამისი ხანგრძლივობა არ მოუხდია. „თუმცა, ჩემი პოზიცია არ არის ისეთი აბსოლუტური და დრაკონული, როგორიც შეიძლება, სხვა პირების იყოს, რომ თუ ადამიანმა ადამიანი მოკლა, ის დღის შუქზე არასდროს არ უნდა გამოვიდეს და 20-40 წლის გასვლის შემდეგაც ციხეში უნდა იჯდეს დაკეტილი. ეს ჩემი პოზიცია არ არის, მაგრამ როდესაც ადამიანმა სიცოცხლე მოსპო, მხოლოდ ერთი-ორი წელი მოიხადოს და გარეთ, ქუჩაში სიარული დაიწყოს, რა თქმა უნდა, ეს საზოგადოებისთვის მძიმე ასატანია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. ... ...
  • მკვლელები, ყაჩაღები და ახლა უკვე ძებნილი _ ვინ შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმასაქართველოს ვიცე-პრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ადასტურებს, რომ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთაგან სამი პირი მკვლელობის ბრალდებით იხდიდა სასჯელს. ამის შესახებ მან საქართველოს პირველ არხს იმ ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის მიხედვითაც, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა შორის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც არის. იუსტიციის მინისტრს კონკრეტული მსჯავრდებულის გვარი არ დაუდასტურებია, თუმცა აღნიშნა, რომ შეწყალებულებიდან სამი პირი სწორედ 109-ე მუხლით იხდიდა სასჯელს. „მესამე ალბათ ეს არის. არ ვიცი გვარები ზეპირად. ოთხმეზურის საქმე ვიცი კარგად და ამიტომ შემიძლია, დავადასტურო, რომ მისი მკვლელი არის შეწყალებული. ჩვენდა სამწუხაროდ, ასევე პოლიციელის მკვლელობაზე მსჯავრდებული დევაძეა. მესამე მსჯავრდებულის გვარი არ მახსოვს, მაგრამ სამი პირი იყო 109-ე მუხლით ვინც იხდიდა სასჯელს და შეწყალებულია მარიამობის დღესასწაულზე“, – განაცხადა წულუკიანმა. მისივე თქმით, შეწყალების აქტთან დაკავშირებით, რომელიც პენიტენციურმა სისტემამ მარიამობის წინა დღეს მიიღო, პრეზიდენტის ადმინისტრაციას „სამწუხაროდ, არავითარი კომუნიკაცია იუსტიციის სამინისტროსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და სხვა შესაბამის უწყებასთან არ ჰქონია.“ „ეს აქტი როდესაც ვიხილეთ, ვნახეთ, რომ საუბარი იყო 24 შეწყალებულ პირზე პატიმარზე. აღმოჩნდა რომ ერთ-ერთი მათგანი პატიმარი არ იყო და იყო 2009-2010 წლებიდან ძებნილი. დანარჩენი 23 პატიმარიდან სამი იყო მკვლელობის მუხლით. დანარჩენი, სხვადასხვა მუხლები გახლდათ – ნარკოტიკული დანაშაული, ძარცვა, ყაჩაღობა და სხვა ამგვარი ტიპის ქმედებები. ასევე, შეწყალებული იქნენ პრობაციონერები. მათთან დაკავშირებით რაიმე კითხვები არ გაჩენილა საბედნიეროდ და შეწყალების ეს აქტი შევიდა პრობაციის სააგენტოში ასევე მარიამობის წინა დღეს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. საქართველოს ვიცე-პრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ადასტურებს, რომ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთაგან სამი პირი მკვლელობის ბრალდებით იხდიდა სასჯელს. ამის შესახებ მან საქართველოს პირველ არხს იმ ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის მიხედვითაც, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა შორის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც არის. იუსტიციის მინისტრს კონკრეტული მსჯავრდებულის გვარი არ დაუდასტურებია, თუმცა აღნიშნა, რომ შეწყალებულებიდან სამი პირი სწორედ 109-ე მუხლით იხდიდა სასჯელს. „მესამე ალბათ ეს არის. არ ვიცი გვარები ზეპირად. ოთხმეზურის საქმე ვიცი კარგად და ამიტომ შემიძლია, დავადასტურო, რომ მისი მკვლელი არის შეწყალებული. ჩვენდა სამწუხაროდ, ასევე პოლიციელის მკვლელობაზე მსჯავრდებული დევაძეა. მესამე მსჯავრდებულის გვარი არ მახსოვს, მაგრამ სამი პირი იყო 109-ე მუხლით ვინც იხდიდა სასჯელს და შეწყალებულია მარიამობის დღესასწაულზე“, – განაცხადა წულუკიანმა. მისივე თქმით, შეწყალების აქტთან დაკავშირებით, რომელიც პენიტენციურმა სისტემამ მარიამობის წინა დღეს მიიღო, პრეზიდენტის ადმინისტრაციას „სამწუხაროდ, არავითარი კომუნიკაცია იუსტიციის სამინისტროსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და სხვა შესაბამის უწყებასთან არ ჰქონია.“ „ეს აქტი როდესაც ვიხილეთ, ვნახეთ, რომ საუბარი იყო 24 შეწყალებულ პირზე პატიმარზე. აღმოჩნდა რომ ერთ-ერთი მათგანი პატიმარი არ იყო და იყო 2009-2010 წლებიდან ძებნილი. დანარჩენი 23 პატიმარიდან სამი იყო მკვლელობის მუხლით. დანარჩენი, სხვადასხვა მუხლები გახლდათ – ნარკოტიკული დანაშაული, ძარცვა, ყაჩაღობა და სხვა ამგვარი ტიპის ქმედებები. ასევე, შეწყალებული იქნენ პრობაციონერები. მათთან დაკავშირებით რაიმე კითხვები არ გაჩენილა საბედნიეროდ და შეწყალების ეს აქტი შევიდა პრობაციის სააგენტოში ასევე მარიამობის წინა დღეს“, – განაცხადა თეა ... ...
  • "რაც ვამპირის კბილები ჰქონდათ, დააძრეს, უკვე აღარ აქვს" _ ვოლსკი ოპოზიციასადამიანები, რომლებიც თავის კოლეგას მანდილოსანს მიმართავენ, გაგანადგურებ, ყველაზე სუსტ ადგილში დაგარტყამ, ეს მაზოხიზმია თუ სადიზმია, არ მესმის, – ამ სიტყვებით მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციას მიმართა. “მე ვერ გავიგე ადამიანები, რომლებიც თავის კოლეგას მანდილოსანს მიმართავენ, გაგანადგურებ, ყველაზე სუსტ ადგილში დაგარტყავ, ეს მაზოხიზმია თუ სადიზმია, არ მესმის. იმიტომ, რომ ზუსტად იცის, რომ პასუხი შეუბრუნდება. სადიზმის თემაც არ მესმის, იმიტომ, რომ ის კბილები, რაც ვამპირის კბილები ჰქონდათ, დააძრეს, უკვე აღარ აქვთ და ღმერთმა ნუ ქნას, რომ ახალი ამოუვიდეს”, – განაცხადა ვოლსკიმ. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე პლენარულ სხდომაზე რუსეთის თემასაც გამოეხმაურა. “რაც შეეხება რუსეთის თემას, იქ პარტიის ცეკას ინსტრუქტორი და აქ კარიკატურების გამოქვეყნება არ შველის იმ რეალობას, რასაც ჰქვია რუსეთის ხელშეწყობა და სერიოზულად: რუსეთის თემის ექსპლოატაცია საერთოდ მოდაშია, ადვილია სალაპარაკოდ, ცოტა ძნელია სალაპარაკოდ ვთქვათ ციფრები. არის საკითხები რაზედაც შეიძლება კამათი, შეიძლება კონსტრუქციული კამათიც, მაგრამ ეს თემა არ არის, კამათს არ ექვემდებარება. მოხდა ის, რაც მოხდა. რეალურად მოხდა ის, რომ ყველანაირი შეთავაზება, ყველანაირი სტრატეგიული გეგმა, რომელიც ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს ჩვენთან ერთად შემუშავებული, დაირღვა. რეალობაა ხალხო ეს. მე განსაკუთრებით ახალგაზრდებს მივმართავ იმიტომ, რომ სწორედ თქვენი ტვინის გამორეცხვისათვის არის მიმართული ყველა განცხადება და პროპაგანდისტული ნაბიჯი იმიტომ, რომ ის ემოცია არა გაქვთ, რაც 2008-ში იყო, 11-ში იყო, ბევრმა საკითხმა ისე ჩაიარა, რომ წლებმა გარკვეული მოშუშება უზრუნველყო ადამიანის გულებში და მახსოვრობაში, მაგრამ არის ათასობით ადამიანი, ვისაც ეს კარგად ახსოვს. მე ახალ პოლიტიკურ თემაზე მაქვს ყურადღება გამახვილებული. რაც შეეხება იმ უმტკივნეულო რეზოლუციას, ჯერ ეს ერთი უმტკივნეულო რეზოლუციები რატომ შემოგაქვთ, თუ არაფერს არ ნიშნავს და ნაჭუჭია კვერცხის, მაშინ ნუ შემოგაქვთ, ეს ერთი, მაგრამ არ არის უმტკივნეულო – ეს არის გათვლილი, საკმაოდ მზაკვრული გეგმა რომ ადრე თუ ხელი შეუწყვეს სამხედრო ინტერვენციას, ეხლა ეკონომიკური ინტერვენცია გაძლიერდეს და გამაგრდეს. წინა ხაზზე გაგიყვანონ მაშინ, როდესაც ხელში იარაღი არ გიკავია და იცი ზუსტად, რომ მტერი გაცილებით უფრო ეფექტური იარაღით დაგარტყამს. ეს იყო მიზანი, მთავარი მიზანი. რაც შეეხება საკითხებს, რომელიც ეხება განათლებას, სპორტს, ამ თემებთან დაკავშირებით ვიკამათოთ კი ბატონო, სახელმწიფოს დამსახურებაა თუ არა, რომ ბიუჯეტი იზრდება, ვთქვათ სპორტში. სახელმწიფოს დამსახურება თურმე არ ყოფილა ის, რომ, არ ყოფილა კი არა, თურმე მავნებლობა ყოფილა ის, რომ დედაენა დაბრუნდა სკოლაში. ეს ხომ ფაქტია და ამ ფასეულობებით ვეჯიბრებით ერთმანეთს და საზოგადოებამ ამ ფასეულობების აწონვით უნდა მოგვიჩინოს ის ადგილი პოლიტიკურ ასპარეზზე, რაც კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს, რისი პრეტენზიაც აქვს. აქედან გამომდინარეობს მთავარი თემა – დაველოდოთ არჩევნებს და გავაკეთოთ ყველაფერი, განსაკუთრებით მთავრობის მხარეს მოვუწოდებ, რათა საკითხი არ დარჩეს კითხვის ნიშნის გარეშე, რათა საკითხი არ დარჩეს პასუხგაუცემელი, თუნდაც თითოეული ადამიანის, კონკრეტული ადამიანის გაჭირვების თემას ეხებოდეს”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ ... ...
  • ჯურუყვეთელ პედაგოგს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭალანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჯურუყვეთის #1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის ღვაწლმოსილ  პედაგოგს, მიმოზა ბარამიძეს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის  წოდება მიენიჭა.  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის სიგელი დამსახურებულ პედაგოგს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ჩიტაძემ ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს ... ...
  • საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კინოლოგიური სამსახურის განახლებას იწყებსსაქართველოში სამუშაო ვიზიტით გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახურის (THW) შემფასებელი მისია იმყოფება. საერთაშორისო შემფასებლები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  კინოლოგიის სამსახურის მომზადების დონეს შეამოწმებენ და ქართულ მხარეს მაშველი ძაღლების სამსახურის განვითარების გეგმის შემუშავებაში  დაეხმარებიან _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამახური ავრცელებს. უწყების ცნობით, THW-ის  წარმომადგენლები განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების ბაზაზე იმყოფებოდნენ, სადაც ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძიება-გადარჩენის კინოლოგიური ოპერაციების იმიტაცია მოეწყო. გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახური INSARAG -ის კვალიფიკაციის მიღების პროცესში ქართული მხარის მენტორი ქვეყანაა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს რამდენიმე მიმართულებით ეხმარება. საძიებო-სამაშველო ოპერაციებისთვის გაწვრთნილი ძაღლები მნიშვნელოვნად შეუწყობენ ხელს სამსახურის ეფექტურობას  საძიებო სამუშაოების  დროს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ძაღლების გადამზადებას განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს. უახლოეს მომავალში დაგეგმილია კინოლოგიური სამსახურის გაძლიერება ახალი ცხოველებით. მოეწყობა და განახლდება ვოლიერები, გაუმჯობესდება მათი საცხოვრებელი და საწვრთნელი პირობები. გერმანულ მხარესთან კინოლოგიური სამსახურის  განვითარების კუთხით თანამშრომლობა მომავალშიც ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...