"პატრულის იმედზე ჩვენი მტერი იქნა _ ქართველებს უსაფრდებიან და უცხოელებს კი აჯეჯილებენ!"

მთავარი თემა

"პატრულის იმედზე ჩვენი მტერი იქნა _ ქართველებს უსაფრდებიან და უცხოელებს კი აჯეჯილებენ!"

21 სექ. 2011, 21:17:35
ჩვენი ინფორმაციით, ტრაილერს ტრანზიტული ტვირთი _ ტყვიაგამძლე მინები და ალუმინი გადაჰქონდა. ავარიის შედეგად მხოლოდ მინების უმნიშვნელო ნაწილი დაზიანდა, ხოლო ალუმინი გადარჩა. როგორც ამბობენ, ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მძღოლს ჩაეძინა. ავტომობილს 23 წლის ახალგაზრდა მართავდა. ის მძიმედ არ დაშავებულა. იმის გამო, რომ ტვირთი ტრანზიტული გახლდათ, ფოთიდან ჩამოვიდნენ საბაჟო სამსახურის თანამშრომლები, რომლებმაც ჯერ დალუქეს გადასატანი ნივთები, შემდეგ კი გააკონტროლეს მისი სხვა ტრაილერში გადატანა. ავტოშემთხვევის გამო, მაგისტრალის კონკრეტულ მონაკვეთზე მოძრაობა რამდენიმე საათით შეჩერდა, რადგან ამწეს ფოთიდან ჩამოყვანას და მანქანის ამოყვანას, დაახლოებით, 5 საათი დასჭირდა.

შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ, მაგისტრალის იმავე მონაკვეთზე ტრაგედია დატრიალდა _ ავტობუსისა, მინი-ვინისა და მიკროავტობუსის შეჯახებას ამ უკანასკნელში მჯდომი 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც გავარკვიეთ, მაშინაც ავტობუსს, რომელსაც თურქი მძღოლი მართავდა, მგზავრების გადაყვანასთან ერთად, ტრანზიტული ტვირთიც გადაჰქონდა და მისი დალუქვისა და აღწერის გამო, მაშინაც დაგვიანდა გზის გახსნა. რაც შეეხება ერთი კვირის წინანდელ ავარიაში დამნაშავედ ეჭვმიტანილ მძღოლს, ისიც თურქი ეროვნების გახლავთ და სამართალდამცველებმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისა და გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობის გამო, ავარიის ღამესვე დააკავეს.

ჩვენთან საუბარში ლანჩხუთის მოსახლეობა აღშფოთებას გამოთქვამს თურქი მძღოლების მიერ მოძრაობის წესების ხშირი დარღვევის გამო. მათი თქმით, პატრული ზედმეტად ლოიალურია უცხოელი მძღოლების მიმართ, არადა, სწორედ ისინი ქმნიან განსაკუთრებულ ხიფათს, როცა სატვირთო და გადამზიდავი მანქანებით დასახლებულ ტერიტორიებზე მაღალი სიჩქარით მოძრაობენ. მთავარი მაგისტრალის ლანჩხუთის მონაკვეთზე წინა კვირაში მომხდარი ტრაგედიის გარდა, თურქი მძღოლების დაუდევრობით, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ყველაზე გახმაურებული გახლდათ შუხუთში მომხდარი ავარია, რომელმაც მასწავლებლის სიცოცხლე შეიწირა.

_ სანამ ამ თურქმა მძღოლებმა მთლად არ ამოგვჟლიტეს, ხმა უნდა ამოვიღოთ, თორემ პატრულის იმედზე ჩვენი მტერი იქნა _ ქართველებს უსაფრდებიან და უცხოელებს კი აჯეჯილებენ! ვანო მერაბიშვილთან მიმიწვდინეთ ხმა, რომ რამენაირად კონტროლი გაამკაცროს, ამხელა ტრაილერები რომ დახრიგინობენ ასეთი სიჩქარით, ქუჩაში ბავშვები ვერ გადმოგვიშვია. უაზროდ დადიან, ფეხებზე ჰკიდიათ, ისეთ გასწრებებს აკეთებენ, გადაირევი! ერთი საათით დადექით მაგისტრალის ნებისმიერ ადგილზე და ნახავთ, როგორ მოძრაობენ თურქი მძღოლები. მაგათი გამოისობით რამდენი ადამიანი დაიღუპა. ახლა იტყვიან, უცხოელებს მისდევენო, მაგრამ აბა სხვა ქვეყანაში ადგილობრივზე წინ ქართველს ვინმე დააყენებს? ღორებს ვერ იტანენ, მისდევენ გზაზე და ამით სულ ქმნიან საავარიო სიტუაციებს, _ ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

ჩვენ თავადაც გავხდით შემსწრე და "მონაწილე", თუ როგორ გაეკიდა ღორს თურქი მძღოლი. მსუბუქი მანქანით მის საპირისპიროდ ვმოძრაობდით, როცა ვხედავდით, როგორ "დასდევდა" ტრაილერი შუა ხაზზე მოსიარულე ღორს. აშკარა იყო, მძღოლს მისი მოკვლა უნდოდა, "ღორთან თამაშში" გართულმა ჩვენ ვერ შეგვნიშნა და პირდაპირ წამოვიდა _ ავარია გარდაუვალი იყო, როგორღაც მოვახერხეთ წინა მხრიდან ტრაილერთან შეჯახების აცილება, თუმცა, მძღოლმა "მისია" შეასრულა _ ღორიც გაიტანა და გვერდითა მხრიდან შეჯახებით ჩვენც გზისპირა კვალში ამოგვატრიალა. მძღოლი მიმალვას ან მინიმუმ იმ ადგილიდან გასვლას ლამობდა, თუმცა მას ამის საშუალება არ მისცეს.

ყველა ზემონახსენებ შემთხვევაში, უცხოელი მძღოლები არ ისჯებოდნენ, წინა კვირაში მინი-ვინის მძღოლის დაკავება ამ კუთხით პირველი შემთხვევაა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ხშირია ტრაილერის გადაბრუნების შემთხვევებიც, რომელთაგან გამოსარჩევია ერთი შემთხვევა _ ავტომობილს უნიტაზები გადაჰქონდა და პატრულის მოსვლამდე მოსახლეობამ ტრალიერიდან გადმოყრილი უნიტაზების ნაწილი დაიტაცა.




 ახალი ამბები
  • "სასტუმროს მეპატრონეები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ" _ ჭიჭინაძე  "თუ ქვეყანაში ფორსმაჟორია, თუ ვირუსი მძვინვარებს, მაშინ ფორსმაჟორი უნდა გამოცხადდეს მცირე მეწარმეებთან მიმართებაშიც და ადამიანები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ!  მცირე სასტუმროების მეპატრონეებს იმ  დრომდე უნდა გადაუვადდეთ გადასახადი, სანამ არ აღდგება ის სიტუაცია, რაც იყო კორონამდე საქართველოში!“ - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და იმ უმძიმეს სურათზე და პრობლემებზე საუბრობს, რაც განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში ტრიალებს და განსაკუთრებით ტურისტული სეზონის ჩავარდნის შედეგად. „ხელისუფლება ვითომ პროცენტების რაღაც ნაწილი სუბსიდირების ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ შედეგად მივიღეთ ის, რომ აქიდანაც სარგებელს ისევ კომერციული ბანკები მიიღებენ. რადგან, 1. ადამიანი, რომელიც 200 ლარიან დახმარებას  იღებს, 6 თვის თავზე ბანკი საპროცენტო განაკვეთს 9%-დან 13%-მდე უზრდის! 2. თუ სექტემბრის ბოლოს არ აქვს ადამიანს ვალდებულების გადახდის საშუალება, ნოემბრის ბოლოს  როგორ ექნება, თან გაზრდილის?!“ - აცხადებს ჭიჭინაძე. ... ...
  • სასკოლო კრებებზე დაუშვებელია მოსწავლეების აკადემიური მოსწრებისა და ყოფაქცევის საჯარო განხილვასახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, რომ ბავშვების პერსონალური მონაცემების დაცვა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან ისინი ნაკლებად აცნობიერებენ რისკებს და შედეგებს, რაც შესაძლოა, მათი მონაცემების არაკანონიერ დამუშავებას მოჰყვეს. „ბავშვების პერსონალური მონაცემების არასწორი მოპოვება, გამოყენება, მესამე პირისთვის გაზიარება ან/და გასაჯაროება შესაძლოა, გახდეს ბავშვის დისკრიმინაციისა და ბულინგის მიზეზი. სწორედ ამიტომ სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და მშობლები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ბავშვის პერსონალურ მონაცემებს, პატივი უნდა სცენ მის პირად ცხოვრებას და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“, – აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს რეკომენდაციებს როგორც სკოლებისთვის, ასევე მოსწავლეებისა და მშობლებისთვის. აღნიშნულ რეკომენდაციებში განსაკუთრებით არის გამოყოფილი სასკოლო კრებების საკითხი. „სასკოლო კრებები ეფექტური საშუალებაა, რათა მასწავლებლებმა და მშობლებმა ერთობლივად განიხილონ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ზოგადი და საორგანიზაციო საკითხები. დაუშვებელია კრებებზე კონკრეტულ მოსწავლეებთან დაკავშირებული ისეთი საკითხების საჯარო განხილვა, როგორიცაა აკადემიური მოსწრება, ყოფაქცევა და ა.შ., რადგანაც ამ საკითხების განხილვამ შესაძლოა, შელახოს მოსწავლეების უფლებები. მაგალითად, მოსწავლის ქცევის ნეგატიურ კონტექსტში განხილვამ შეიძლება შელახოს მოსწავლის ღირსება, გამოიწვიოს თანატოლებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მის შესახებ სტერეოტიპული დამოკიდებულების ჩამოყალიბება, უარყოფითად იმოქმედოს მოსწავლის ჩართულობაზე სასწავლო პროცესში და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მისი უფლება მიიღოს განათლება თანაბარი შესაძლებლობების პირობებში. მეორე მხრივ, განსაკუთრებით პოზიტიურ კონტექსტში განხილვა შესაძლოა, გახდეს მოსწავლეთა შორის დაპირისპირების და ზოგ შემთხვევაში მოსწავლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზეზიც“, – აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ ... ...
  • ცესკო-მ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრაკორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 31 ოქტომბრის არჩევნების კენჭისყრის დღისთვის, საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილება გამოსცა. დადგენილების მიხედვით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი პირბადის გარეშე კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება, ხოლო კენჭისყრის შენობაში ყოფნა დასაშვებია მხოლოდ პირბადის გამოყენებით. ამასთან, ამომრჩეველი ვალდებულია, დროებით მოიხსნას პირბადე, კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის დროს; ამასთან, ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში ან საქართველოს მოქალაქის პასპორტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემების ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობის შემოწმების დროს; თუმცა, პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით. დადგენილების მიხედვით, ამომრჩევლებს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდებათ. ყველა სხვა პირს კი, ვინც კენჭისყრის შენობაში შევა, სავალდებულო თერმოსკრინინგის გავლა მოუწევს. ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში 5 წუთიანი განმეორებითი თერმოსკრინინგისას ცხელების კვლავ დადასტურების შემთხვევაში, პირი კენჭისყრის შენობაში არ ... ...
  • როგორ არის გაკრული "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის პლაკატები ნაძალადევშისაქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე სულ ცოტა დრო რჩება. „გურია ნიუსი“ გთავაზობთ, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე გადაღებულ ფოტოებს, სადაც "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის საარჩევნო პლაკატებია გამოსახული. ცნობისთვის,ყაველაშვილი ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად კენჭს ნაძალადევის რაიონში ... ...
  • როგორ უნდა მოიქცნენ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები31 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართება. ცესკო ინფორმაციას ავრცელებს იმის შესახებ თუ რა უნდა გაითვალისწინონ საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა  არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად: „საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის არჩევნებში. თქვენ 4 წლის ვადით ირჩევთ საქართველოს პარლამენტს. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად: თქვენ უნდა იმყოფებოდეთ საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყოთ რეგისტრირებული საზღვარგარეთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; თუ არ ხართ საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე და არ გაქვთ რეგისტრაცია საზღვარგარეთ, 2020 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაიაროთ რეგისტრაცია შესაბამის სახელმწიფოში არსებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში (საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა არ ითვალისწინებს მოსაკრებლის გადახდას); საარჩევნო უბანზე მისვლისას თან უნდა იქონიოთ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი”,_ აცხადებენ ცესკოში. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აღნიშნავენ, რომ  არჩევნების შესახებ ნებისმიერ საკითხზე დაგვიკავშირდით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ონლაინ ჩათის საშუალებით შეუძლიათ. გარდა ამისა, მოქალაქეებს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომასთან დაკავშირებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საკონსულო სამსახურის ვებგვერდზე შეუძლიათ, თუ ამომრჩეველი  ვერ აღმოაჩენს პირად მონაცემებს საკონსულო აღრიცხვის სიაში, მან უნდა მიმართოს ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებას. საქართველოს ის მოქალაქე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლიდან ექვსი თვის ვადაში არ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, საკონსულო აღრიცხვიდან ავტომატურად მოიხსნება. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...