"ამ ქოხში ცხოვრებას, ხის ძირში ცხოვრება ჯობს"


მთავარი თემა

"ამ ქოხში ცხოვრებას, ხის ძირში ცხოვრება ჯობს"

30 ივნ. 2014, 15:54:38

"ღორი არ შევა, ისეთ სახლში მყავს ავადმყოფი შვილი. მთელ დღეებს გარეთ ვატარებთ. ერთი პატარა ოთახი გვაქვს, სადაც მხოლოდ ღამეს ვათევთ. ხშირად მიწევს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება, მაგრამ ექიმი სახლში ვერ შემყავს _ გარეთ ვაწვენ ავადმყოფ შვილს. აქ რომ შემოვიყვანოთ ვინმე, გაგიჟდება, ისეთი ამბავია", _შემოგვჩივლა 63 წლის მადონა გიორგაძემ.

მადონა გიორგაძე, თავის 41 წლის შვილთან ერთად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ნიგვზიანის თემში ცხოვრობს. ეზოს კუთხეში პატარა ფიცრულში დედა-შვილს უკიდურესად მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება. მათი საცხოვრებელი სახლი ერთი პატარა ოთახისა და მცირე მისაღებისგან შედგება. კედლებზე უზარმაზარი ნაპრალები და ჭუჭრუტანებია, ფიცრულს ერთი პატარა სარკმელი აქვს. "ოთახში" ორი საწოლი და ძველი მაგიდა დგას, მაგიდაზე წამლებია მიმოფანტული.

_ 4 წლის წინ 3 ათასი ლარი მომცა ხელისუფლებამ. სახლის აშენება დავიწყეთ, მაგრამ ეს ფული არ გვეყო, მერე ვალი ავიღეთ, მაგრამ სახლის აშენება მაინც ვერ მოვახერხეთ. სოციალურ დახმარებას და პენსიას ვიღებ, მაგრამ შვილის მკურნალობას ვერ ყოფნის _ რთულად აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობა. წვიმა ჩამოგვდის. ამ ქოხში ყოფნას, ხის ძირში ცხოვრება ჯობია. თუ რამეს შეძლებთ და დამეხმარებით, უფალი შეგეწევათ.

17 წლიდან სულ წამლებზე მყავს შვილი, ახლა 41 წლისაა. დავაგროვებ ცოტაოდენ ფულს, იქნებ, რამე მივამატო სახლს და გადავიდეთ,-მეთქი, მაგრამ მერე ისევ წამალში მეხარჯება, რამდენჯერ პურზე და ჩაიზე გადამიტარებია მთელი დღე ავადმყოფი ადამიანი. უწამლოდ მისი ყოფნა არ შეიძლება. საკვებზე რომ დავხარჯო პენსია და დახმარება, მერე რითი ვუყიდო წამალი?! _ გვითხრა მადონა გიორგაძემ.

როგორც ქალბატონი მადონა ამბობს, ასეთ მდგომარეობაში წლებია, უწევთ ცხოვრება; შეჰპირდნენ ერთი ოთახს გაკეთებას, მაგრამ არავინ დახმარებია.

ნიგვზიანის თემის რწმუნებულის ირაკლი გუჯაბიძის თქმით, გიორგაძის ოჯახი მართლაც უკიდურესად გაჭირვებულია:

_ რამდენიმე წლის წინ ,3 ათასი ლარი გადაეცათ სახლის ასაშენებლად, მაგრამ საკმარისი არ აღმოჩნდა. ამ ეტაპზე გიორგაძეებს მეორადი ფანჯრები მივუტანეთ. მართალია, ეს ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულია, მაგრამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან მეტი თანხის გაღება არ ხერხდება, _ ამბობს გუჯაბიძე.




 ახალი ამბები
  • „28 იანვარს ოზურგეთის მოსახლეობის დიდი გამოღვიძება უნდა მოხდეს!“: უარი მეტალურგიულ საწარმოსროგორც ჩვენთან, ისე არაერთ მედიასაშუალებაში, დიდი ხანია, აქტიურად ისმოდა და ისმის ხმა, ოზურგეთში მეტალურგიული საწარმოს აშენების წინააღმდეგ. ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ ეს საკითხი  აქ არ წყდება. 28 იანვარს,  გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ონლაინრეჟიმში აპირებს  შპს „არერსა მეტალის“ მიერ,  ოზურგეთში მეტალურგიული საწარმოს მშენებლობის პროექტის განხილვას. როგორც ვთქვით, აქმ საწარმოს აშენების და ექსპლოატაციის წინააღმდეგ, მოსახლეობამ არაერთხელ გამართა საპროტესტო აქცია. ასევე წერილობით არაერთხელ მიმართეს ხელისუფლებას. ცალკე საუბრის თემაა   ის ტერიტორია, სადაც კომუნისტური მმართველობისას მანქანათმშენებელი ქარხანა იდგა. ადგილი ოზურგეთში, თაყაიშვილის ქუჩაზეა, ექადიის დასახლების  დასაწყისში. ის  ოზურგეთს ეკუთვნოდა და  2004 წელს , საეჭვო მაქინაციით, სოფელ ლიხაურზე გადაფორმდა. ვინც არ იცის, ეგონება, რომ საწარმო სადღაც სოფლის განაპირას ან სულაც მისგან შორს შენდება, რადგან გზშ მასს განიხილავს, როგორც ლიხაურში მშენებარეს. იქვე, ოციოდე მეტრში კი ანასეულის წყალმომარაგების ჭაბურღილებია განლაგებული. მოსახლეობა სამართლიანად შიშობს, რომ ეს საწარმო უდიდეს ეკოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის როგორც ამ წყალმომარაგების სათავეს, ისე მთლიანად ოზურგეთის მუნიციპალიტეტშ მცხოვრებ თითოეულ ადამიანს.   სხვადასხვა სტატისტიკური კვლევებისას არაერთხელ ითქვა, რომ ოზურგეთის  მუნიციპალიტეტში მცხოვრებთა შორის ძალიან მაღალია ტყვიის შემცველობა. მცირეწლოვანებშიც კი. ახლა ოზურგეთის  მოსახლეობის წარმომადგენლები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ონლაინ რეჟიმში ამ საკითხის განხილვას. ირინა საჯაია, ანასეულის მკვიდრი:  28 იანვარს ოზურგეთის მოსახლეობის დიდი გამოღვიძება უნდა მოხდეს. არ შეიძლება ამ პროექტის ინლაინრეჟიმში განხილვა, მოსახლეობის ჩართულობის გარეშე. გაკეთდეს, აშენდეს, რაც ქვეყანას და ხალხს სჭირდება, თუმცა არა საშიში  ეკოლოგიური დაბინძურების ხარჯზე. როცა აცხადებენ, რომ უკვე განხილვა ხდება, ეს იმის მანიშნებელია, რომ ხალხს კვლავ არაფერს ეკითხებიან.   ამიტომ მიიღებენ უკუშედეგს-პროტესტს. ავთო ბერიშვილი, ადგილობრივი მკვიდრი: ყველაზე მეტად მეცნიერები იტყვიან თავის სათქმელს.  ეს საწამლავი ვერ მოვიშორეთ აქედან. 20 მეტრი მანძილია წყალსადენის ჭაბურღილებამდე. რა განხილვაზეა საუბარი? ინვესტორი კი უნდა მოვიდეს, მაგრამ საქმის საკეთებლად და არა გასაფუჭებლად. არ დაუშვებს ხალხი ამას. გააკეთონ, ააშენონ მოსახლეობისგან შორს და არა ქალაქში. „გურია ნიუსი“ მალე, კიდევ ერთხელ,  ვრცლად შემოგთავაზებთ სტატიას ამ თემაზე. ასევე თვალს მივადევნებთ 28 იანვრისთვის დაგეგმილ პროცესს, რომელსაც ხალხი კატეგორიულად ... ...
  • "რაღაც სიცოცხლის ნაპერწკალი იყო, მაგის იმედი გვაქვს!" _ როგორია თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობამომ­ღე­რალ თე­მურ წიკ­ლა­უ­რის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კვლავ სტა­ბი­ლუ­რად მძი­მე რჩე­ბა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ მომ­ღე­რალ­მა ნუგ­ზარ კვა­შალ­მა გა­ნუ­ცხა­და, თე­მურ წიკ­ლა­უ­რის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია 10 დღე­ში იქ­ნე­ბა ცნო­ბი­ლი. "10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ახალს ვე­რა­ფერს ვი­ტყვით. ექი­მე­ბი გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ მო­ვით­მი­ნოთ, სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა. კონ­სი­ლი­უ­მი თით­ქმის კვი­რა­ში სამ­ჯერ იმარ­თე­ბა. დრო სჭირ­დე­ბა, გვი­თხრეს, რომ 10 დღე­ში ყვე­ლა­ფერს დე­ტა­ლუ­რად მოგ­ვახ­სე­ნე­ბენ. რა­ღაც სი­ცო­ცხლის ნა­პერ­წკა­ლი იყო, მა­გის იმე­დი გვაქვს, მაგ­რამ ბო­ლომ­დე ვე­ლო­დე­ბით ექი­მე­ბის დას­კვნას", _ აცხა­დებს ნუგ­ზარ კვა­შა­ლი. შე­გახ­სე­ნებთ, ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი თე­მურ წიკ­ლა­უ­რი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. თე­მურ წიკ­ლა­ურს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და, მდგო­მა­რე­ო­ბის გარ­თუ­ლე­ბის შემ­დეგ კი, ის სტა­ცი­ო­ნარ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. წყარო: ... ...
  • ლანჩხუთელი ძაღლი „მარკუშა“, რომლის მოხერხებულობამ გერმანელებიც დააინტერესაყოფილი პარლამენტარის, ომარ ხუციშვილის ოთხფეხა მეგობრით, როგორც ჩანს  გერმანელი ჟურნალისტები დაინტერესდნენ. ძაღლი „მარკუშა“, რომელსაც სახელი ახლო წარსულში სახელოვანი  ჰოლანდიელი ფეხბურთელის საპატივცემულოდ შეურჩიეს,  პატრონთან ერთად ლანჩხუთში, სოფელ ჩოჩხათში ცხოვრობს და სოციალურ ქსელში საკმაო პოპულარობით სარგებლობს. ლანჩხუთელი „მარკუშა“ მართლაც სასწაულებს აკეთებს. შეუძლია გამოიცნოს ამა თუ იმ პოლიტიკოსის თუ პოლიტიკური პარტიის ფოტოები, პატრონისთვის მიაქვს ჩუსტები სახლიდან, გაზეთები ჭიშკრიდან, ლიმონი და მანდარინი ეზოდან... თამაშობს ფეხბურთს, კარში ისეთ ბურთებს იჭერს, მეკარეებსაც შეშურდებათ. ხუმრობენ კიდეც- საქართველოს ნაკრებს ამისთანა მეკარე რომ ჰყავდეს,   ევროპისა და მსოფლიო პირველობებზე მოხვედრა არ გაგვიჭირდებაო. მოკლედ, „მარკუშა“ საკმაოდ ჭკვიანი და მოხერხებულია. შესაბამისად, სოციალურ ქსელში მის შესახებ განტავსებული ვიდეოები ყურებადია, რომელსაც  გამოცდილი გელა პატარაია იღებს. ჰოდა, სწორედ  გელას მორიგი ვიდეოს, რომლის ნახვა მალე მილიონს მიუკაკუნებს, გავრცელების შემდეგ მოექცა „მარკუშა“ გერმანელი ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში. გელას ბერლინიდან დაუკავშირდნენ და სიუჟეტის გაკეთებაში დახმარება სთხოვეს. „დიახ, გერმანიიდან დამიკავშირდნენ, კონკრეტულად ბერლინიდან და დახმარება მთხოვეს სიუჟეტის მომზადებაში. ჩამოვლენ და დამიკავშირდებიან",_ ამბობს ლანჩხუთელი ოპერატორი. მარკუშას პატრონი, რომელსაც ყველაზე მეტი წვლილი მიუძღვის ოთხფეხა მეგობრის  პოპულარობაში, ყველაზე დიდი წვლილი მის პატრონს მიუძღვის _ ბატონი ომარი გახარებულია გერმანელთა დაინტერესებით.  „გელა პატარაია -ზუსტად ასეთი წარწერა აქვს  იმ ვიდეოებს სოციალურ ქსელში, რომელსაც დიდი რაოდენობით ნახვა და მოწონება გააჩნია. მშვიდი, გაწონასწორებული, ზრდილი, საღი აზროვნებით გამორჩეული, მუდამ კეთილად განწყობილი და თავისი საქმის მაღალი პროფესიონალი. ასეთ ადამიანად გავიცანი იგი, როცა მან ჩემს ძაღლს, მარკუშას რამდენიმე ვიდეო გადაუღო. ამ ბოლო ხანს ვირუსის გამო საოჯახო რიტუალებთან დაკავშირებული ღონისძიებები თითქმის აღარ იმართება. ამიტომ იყო, რომ მორიგი ვიდეოს გადაღების წინ გელამ ძაღლს ხუმრობით უთხრა-მარკუშა საქმე ისე მიდის, მგონი, შენს იმედად ვრჩებიო. ძაღლიც თითქოს მიხვდა რასაც ეუბნებოდა და თანაგრძნობის ნიშნად ყველაფერი დიდი პასუხისმგებლობით და მონდომებით შეასრულა. ვიდეო ერთ კვირაში თავს 700 000-მდე მნახველით იწონებდა. გელას გერმანიის დედაქალაქიდან დაუკავშირდნენ. თურმე ეს ვიდეო ბერლინშიც უნახავთ. ერთ-ერთი სატელევიზიო არხის წარმომადგენლებს აღფრთოვანება არ დაუმალავს და იმ ვიდეოში, სადაც მარკუშა კარებში ოსტატურად იჭერს ბურთს, ვრცელი სიუჟეტის მომზადება განუზრახავთ. ჰოდა, ამ საქმეში გერმანელებს დახმარება ვიდეოს ავტორისათვის უთხოვიათ,“ _ ამბობს ომარ ... ...
  • ლიხაურში დაჭრილი ყანჩა გადაარჩინესოზურგეთის მუნიციპალიტეტის  სოფელ ლიხაურში დაჭრილი ყანჩა გადაარჩინეს. ყანჩა ამ დროისთვის ადგილობრივი მცხოვრების ირმა გორდელაძის სახლშია. „ვიღაცამ ესროლა და დაჭრილია. ახლა ვაპირებ ბათუმის ზოოპარკს დავუკავშირდე და ისინი უპატრონებენ,“ - გვითხრა ირმა ... ...
  • ბუკნარის ცენტრში სამართალდამცავები იმყოფებიანბუკნარში მუსლიმთა სალოცავში პარასკევის ლოცვა იმართება. სოფლის ცენტრში სამართალდამცავები იმყოფებიან, ვითარებას აკვირდებიან და სიმშვიდეს იცავენ. ფოტოები: გიორგი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....