უგულავას 1 086 718 ლარიანი შეღავათი "სიტი პარკისთვის" და საიდუმლო ხელშეკრულებების ნუსხა

მთავარი თემა

უგულავას 1 086 718 ლარიანი შეღავათი "სიტი პარკისთვის" და საიდუმლო ხელშეკრულებების ნუსხა

2014 ივნ 30 19:08:54

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობის თანხების გაფლანგვის ბრალდებით გიგი უგულავა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. მას ბრალი დღეს, 30 ივნისს  წარედგინა.

"თბილისის მერმა გიგი უგულავამ ცენტრალური ბიუჯეტის განზრახ იგნორირებით კანონთან შეუსაბამო ბრძანების საფუძველზე სიტი პარკისთვის დამატებითი შეღავათების დაწესებით კომპანიის სასარგებლოდ მთლიანობაში გაფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა: 1 086 718 ლარი. საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს", - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

სიტი პარკსა და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა. სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებულ საკითხებზე ედავება საგამოძიებო სამსახური უგულავას.

ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" თბილისის მთავრობასა და კომპანია "C.T.PARK"-ს შორის დადებული ხელშეკრულების გასაჯაროებას მოითხოვს. როგორც ადვოკატებმა "გურია ნიუსს" განუცხადეს, კომპანიასა და თბილისის მერიას შორის, 2007 წლის 7 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, კომპანიას თბილისის მერიამ დედაქალაქში პარკირების სფეროს მართვის უფლება იჯარით 2024 წლის 31 დეკემბრამდე გადასცა, კონფიდენციალურია, რაც არღვევს საჯარო ინტერესს და კითხვებს აჩენს შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე.

"თბილისის მთავრობასა და კომპანია C.T.PARK“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მხარეები ვალდებულნი არიან არ გაამჟღავნონ ყველა დოკუმენტაციის შინაარსთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია." - ნათქვამია კომპანიის მიერ გამოგზავნილ  პასუხში.

 ორგანიზაციამ  ხელშეკრულების მოწოდებაზე თბილისის მთავრობასაც მიმართა, თუმცა მოთხოვნილი ინფორმაცია არც დედაქალაქის მერიამ გაასაჯაროვა.

 "ახალგაზრდა ადვოკატებმა" მონიტორინგის ფარგლებში, კომპანია C.T.PARK–ს შემდეგი მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით მიმართა:

  1. 2014 წლის იანვრის მდგომარეობით, რამდენი მოქალაქე ფლობდა ქ. თბილისის ტერიტორიაზე პარკირებისთვის დადგენილ ერთწლიანი მომსახურების პაკეტს, რომელიც შეადგენს 50 ლარს?!

  1. 2014 წლის იანვრის მდგომარეობით, რამდენი მოქალაქე ფლობდა ქ. თბილისის ტერიტორიაზე პარკირებისთვის დადგენილ 6 თვიან მომსახურების პაკეტს, რომელიც შეადგენს 25 ლარს?!

  1. 2014 წლის იანვრის მდგომარეობით, რამდენი მოქალაქე ფლობდა ქ. თბილისის ტერიტორიაზე პარკირებისთვის დადგენილ 1 კვირის  მომსახურების პაკეტს, რომელიც შეადგენს 4 ლარს?!

  1. როგორია შპს  "სი-ტი პარკ"–ის ერთი სტატისტიკური თვის მაჩვენებელი – არსებული მონაცემით, ერთი თვის მანძილზე, რამდენი ავტომობილის მიმართ ხდება საჯარიმო ღონისძიების გატარება?!

  2. არსებული მონაცემით, ერთი თვის მანძილზე, რამდენს შეადგენს  საჯარიმო ღონისძიების შედეგად მიღებული თანხა?

  3. გეგმავს თუ არა "სი-თი პარკი" 2014 წლის მანძილზე, თბილისში ახალი საპარკინგო ზოლის შექმნას, როგორია კომპანიის მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმა თბილისში საპარკინგო ზოლის განვითარებასთან დაკავშირებით და რამდენი პარკირების ადგილი არსებობს თბილისის მასშტაბით
    თბილისის მერიის წერილის თანახმად, კომპანია C.T.PARK–მა, 2011–2013 წლების მონაცემებით, ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ, 15 451 658,42 ლარი გადაიხადა.

 ასეთი ფინანსური მაჩვენებელი იმ რეალობის გათვალისწინებითაა, როდესაც თბილისში, ფაქტობრივად, პარალიზებულია საპარკინგო სისტემის ფუნქციონირება, მძღოლები ყიდულობენ პარკირების პაკეტს, თუმცა საპარკინგო ადგილი იმდენად მცირეა, შეუძლებელი ხდება მომსახურების მიღება.

 იურისტების განმარტებით, კამათის საგანს იწვევს კომპანიის მხრიდან მძღოლების დაჯარიმების ფაქტების სამართლიანობაც, მაშინ, როდესაც 2014 წლის 22 მარტის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, უკონონოდ იქნა ცნობილი სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ სადგომზე გადაყვანა და გაუქმდა საჯარიმო ქვითარი, რადგანაც C.T.Park-ი მხედველობაში არ იღებდა გარემოებას, ფერხდებოდა თუ არა საგზაო მოძრაობა, ან ექმნებოდა თუ არა პრობლემა გზის უსაფრთხოებას, რითაც მნიშვნელოვნად აზიანებდა სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეთა ინტერესებს, მათ შორის აყენებდა მატერიალურ ზიანს, რაც ცალსახად წარმოადგენდა კომპანიისთის შემოსავლის გაზრდის მთავარ საშუალებას.  

ამ კითხვებზე პასუხის გაცემა გიგი უგულავას მოუხდება. საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11  წლამდე ვადით.




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში - არის დაშავებულიზუგდიდის ცენტრში  ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ. ავარიის შედეგად ახალგზარდა ქალი დაშავდა, რომელიც მსუბუქ ავტომობილს მართავდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ  ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მედიკოსების შეფასებით, პაციენტის სოცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რა გახდა ავტოსაგზაო შემთხევის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.   შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • სამტრედიელი გოგონა მოსკოვში, აჭარულის ცეკვის დროს გარდაიცვალა20 წლის გოგონა თავის დაბადების დღეზე, მოსკოვში, აჭარულის ცეკვის დროს გარდაიცვალა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი ავრცელებს. „ანა ენგიბარიანს საშინელმა ბედისწერამ მოსკოვში საკუთარ დაბადების დღეზე  აჭარულის ცეკვისას მოუსწრო. ამ შემზარავმა და დაუჯერებელმა ფაქტმა შავებით შემოსა გარი ენგიბარიანის ლამაზი სამშვილიანი ოჯახი. წარმოშობით სამტრედიელი გოგონა ასე მძიმედ დაემშვიდობა მოსკოვს სადაც ბავშვობა გაატარა და ახლა მშობლიური სამტრედია ჩაიხუტებს მის ცხედარს..“_ წერს ის. გარდაცვალების მიზეზი უცნობია, ახლობლების თქმით, გოგონა სიცოცხლეში არაფერს უჩიოდა. ანა ენგიბარიანი წარმოშობით სამტრედიელია. მისი ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში, დაახლოებით, 15 წლის წინ გადავიდა. ენგიბარიანები მშობლიურ სამტრედიას ხშირად სტუმრობდნენ. გარდაცვლილ   გოგონას საქართველოში ხვალ ჩამოასვენებენ. ... ...
  • მოძველებული ინფრასტრუქტურა, სანიტარულ-ჰიგიენური პირობები_ რა ხდება “თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში“2020 წლის 14 თებერვალს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ შპს „თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“ მოინახულა. სახალხო დამცველმა დაათვალიერა დაწესებულების ქალთა და კაცთა განყოფილებები, სასადილო სივრცე; შეხვდა და გაესაუბრა სტაციონარში მყოფ პაციენტებს და ცენტრის პერსონალს. ვიზიტის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ პრობლემურია დაწესებულების მოძველებული ინფრასტრუქტურა, გადატვირთულობა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობები. ცენტრში არსებული მდგომარეობა არ ქმნის ხელსაყრელ თერაპიულ გარემოს. პაციენტები არ არიან უზრუნველყოფილი სათანადო საყოფაცხოვრებო პირობებით. არ აქვთ პირადი ნივთების შესანახი კარადები. განყოფილებებში არ დგას სკამები, რბილი ავეჯი. თამბაქოს მოსაწევი ადგილი არ არის იზოლირებული განყოფილების საერთო სივრციდან. შენობაში დგას მძაფრი სპეციფიური სუნი. პაციენტები მოკლებული არიან ყოველდღიური გასეირნების შესაძლებლობას. სველ წერტილებში არ მოდის ცხელი წყალი, რის გამოც მათ პირადი ჰიგიენის დაცვა ცივი წყლის გამოყენებით უწევთ. სტაციონარისთვის არსებული დაფინანსება აბრკოლებს პაციენტთა სათანადოდ მოვლის, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ხარისხს. ბენეფიციართა შორის ხშირია კონფლიქტისა და ძალადობის შემთხვევები. არ ხდება ასეთი შემთხვევების სათანადო მართვა, არ ხორციელდება ძალადობის პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებები. დაწესებულებას არ ჰყავს საკმარისი რაოდენობის პერსონალი. ამასთან, არც დასაქმებულებს აქვთ სათანადო სამუშაო პირობები. სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს გააძლიერონ ღონისძიებები ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიმართულებით. დროულად მოხდეს სფეროს დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის შემუშავება, თემზე დაფუძნებული და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისების რაოდენობის ... ...
  • „ახალგაზრდობა,რომელიც მამების თაობას უმოქმედობას არ აპატიებს“_ სამტრედიის მერი მოსწავლეებს შეხვდა,,მე რომ მუნიციპალიტეტის მერი ვიყო"- ამ ფორმატში დიალოგი შედგა დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეთა პარლამენტის წევრები სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან იმ ინიციატივებით შევიდნენ, რომლის განხორციელებაც ახალგაზრდების ინტერესში შედის. მოსწავლეების მიერ შეთავაზებული პროექტები  მოიწონა მერმა, ვალერიანე ფოცხვერიამ, განსაკუთრებით აქტუალურად მიიჩნია ქალაქში მომრავლებული მაწანწალა ძაღლების საკითხის მოგვარება და სპორტის სასახლის აშენება. მოსწავლეთა პარლამენტის წევრები ქალაქში დასუფთავების მიზნით ურნების დამატებას ითხოვენ. მათ გაუმართლებლად მიაჩნიათ ქალაქში საზოგადოებრივი ტუალეტის არ ქონა. მერმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ წინა წლებში ხელშეკრულება ჰქონდათ გაფორმებული, კონტრაქტორს გაყავდა ძაღლები, აცრიდნენ, ყურზე ბირკას ადებდნენ და უკან აბრუნებდნენ, რასაც  მისახლეობისთვის სასურველი ეფექტი არ მოუტანია. ფოცხვერიას განცხადებით, ძაღლის კბენის ეშინია მოსახლეობას და უკან დაბრუნებული, თუნდაც აცრილი, კბენის საშიშროებისგან ვერ იცავს ქუჩაში მოსიარულეებს ,,ოპოზიცია რომ იყოთ, ვიცით, რა პასუხსაც გაგცემდით, მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მაწანწალა ძაღლების პრობლემა ,,მოგვარებული" ჰქონდათ, შუაგულ ქუჩაში ხოცავდნენ ძაღლებს. სრულიად სამართლიანია თქვენი მოთხოვნა, თქვენი თვალით დანახული პრობლემები. ვეცდებით,  გავითვალისწინოთ და დროულად მოვაგვაროთ. მოდის ახალგაზრდობა, რომელიც მამების თაობას უმოქმედობას არ აპატიებს,“_  განაცხადა ... ...
  • ოზურგეთის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი „ბლექსი არენას“ უსასყიდლოდ გადეცემადღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  სხდომაზე განიხილეს საკითხი: „ოზურგეთის მუნციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსთვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. საკითხის ირგვლივ მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელმა, პელაგია  კალანდაძემ ისაუბრა და თქვა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 3724 კვ. მ და 502 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები გადაეცეს უსასყიდლოდ  საკუთრებაში სახელმწიფოს შემდგომში   შპს „ბლექსი არენას ჯორჯიას“-სთვის  გადაცემის მიზნით. საკრებულოს დეპუტატებმა იკითხეს, რა დანიშნულებისთვის სჭირდება,რატომ უნდა გადაეცეს ეს მიწა „ბლექ სი არენას“. პელაგია კალანდაძემ უპასუხა, რომ ეს მიწის ფართი  იქ პარკირებისთვის ... ...

არქივი

ზაფრანი

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...

საუკეთესო თეთრ ღვინოებს შორის

Chateau d'Yquem მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...