ლალი მოროშკინა: "ბრძოლას ვაგრძელებ, სამშობლოში ვბრუნდები"

მთავარი თემა

ლალი მოროშკინა: "ბრძოლას ვაგრძელებ, სამშობლოში ვბრუნდები"

4 ივლ. 2014, 19:55:22

"ლალი მოროშკინას საფრანგეთმა პოლიტიკური თავშესაფარი შესთავაზა, რაზედაც მან უარი განაცხადა. ჩვენ არაერთი შეხვედრა გვქონდა საფრანგეთში, მათ შორის წამების კომისიაშიც, სადაც ლალის მოუსმინეს და მისი საქმით დაინტერესდნენ", _ ამის შესახებ რადიო "ფრანსის" ჟურნალისტმა გიორგი ფოფხაძემ განაცხადა.

"გურია ნიუსი" ლალი მოროშკინას პარიზში დაუკავშირდა. ის ადასტურებს მის მიერ საფრანგეთის შეთავაზებაზე უარის თქმას და რამდენიმე დღეში საქართველოში დაბრუნებას გეგმავს.

"ვადასტურებ, რომ მივიღე წინადადება პოლიტიკურ თავშესაფარზე, რადგან ძალიან სერიოზული საბუთები წარვადგინე იმ სამართალდარღვევებზე, რასაც ადგილი აქვს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში. ამ ეტაპზე უარს ვაცხადებ პოლიტიკურ თავშესაფარზე,  რადგან მიმაჩნია რომ 2-3 გარეწრის, ბიუჯეტის ქურდის და “ოცნებაში” გადმოპორტირებული ნაც.ზონდერის გამო, არ მსურს უარი ვთქვა საკუთარ სამშობლოზე", _ ამბობს მოროშკინა „გურია ნიუსთან“.

მისივე თქმით, ის კორუმპირებული ჩინოვნიკების წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებს და უკანონოდ მითვისებული მილიონების უკან დაბრუნებას აიძულებს.

"იმ კვირაში სოზარ სუბარის საბოლოო პასუხი მექნება და ამის მიხედვით გავაგრძელებ ბრძოლას. ვფიქრობ, რომ პენიტენციური სისტემა ერთხელ და საბოლოოდ უნდა გაიწმინდოს უმეცარი, გაღორებული, სადისტი ადამიანებისგან. იმედია, დარბაისელს დააბრუნებინებენ 3 კვირაში 3 მილიონამდე გახარჯულ საბიუჯეტო თანხებს, რომელიც ქალთა დაწესებულებაში პირადი პაემნების ოთახების აშენებას უნდა მოხმარებოდა. ჩვენს პატიმარ ქალბატონებს არ აქვთ საშუალება მეუღლეებთან და შვილებთან ერთად ღამე გაატარონ, რადგან ამ ჰუმანური იდეის განსახორციელებლად გამოყოფილი ფული დარბაისელმა შთანთქა. ვაკის პოლიციას კი მოუწევს პასუხს გაცემა რატომ არ არის რეაგირება ჩემს საჩივრებზე", _ ამბობს მოროშკინა, რომელიც ივლისის ბოლოს კიდევ ერთხელ შეხვდება წამების კომიტეტის თავმჯდომარეს.

"დიდი მადლობა საფრანგეთს, ნამდვილად დიდი პატივი იყო მათი მხრიდან ასეთი შეთავაზება, მაგრამ მე კომფორტის სანაცვლოდ ბრძოლის ველს არ დავტოვებ! საფრანგეთმა მომცა საშუალება დაუბრკოლებელი, გრძელვადიანი ვიზიტები განვახორციელო ევროკავშირის უფლებადამცველ სტრუქტურებში", _ ამბობს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი მრჩეველი.

ლალი მოროშკინა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მრჩევლის თანამდებობიდან დეპარტამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დიმიტრი დარბაისელმა მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც ამ უკანასკნელმა გასული წლის დეკემბერში დეპარტამენტში არასდეკვატურად მაღალი პრემიების გაცემა გააპროტესტა.




 ახალი ამბები
  • ამ ტკივილს როგორ გავუძლოთ, ჩვენო ღიმილა ბიჭო?! _ დღეს ჩოხატაურის თავის ლამაზ შვილს ემშვიდობებადღეს, ჩოხატაური 21 მაისს საკუთარ სახლში მოკლულ 26 წლის ავთო კალანდაძეს ემშვიდობება; ბიჭს, რომლის სიცოცხლე მნიშვნელოვანია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც თუნდაც ერთხელ მოუხდა მასთან ურთიერთობა. ბიჭს, რომლითაც არა მარტო თავისი პატარა რაიონი, მთელი საქართველო იამაყებდა; ბიჭს, რომელსაც მხოლოდ სიყვარული დაჰქონდა გულით და „საუკუნო საგზლადაც“ მხოლოდ სიკეთე გაიყოლა. დღეს ჩოხატაური თავის ლამაზ შვილს ემშვიდობება. შეგახსენებთ, რომ 26 წლის ავთო კალანდაძე, 21 მაისს, დაახლოებით, 13 საათზე საკუთარ ეზოში ვერაგულად მოკლეს. ბაღდათის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლები შ.ჯ. იმავე დღეს დააკავა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია და მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები, _ განუცხადეს "გურია ნიუსს" ... ...
  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდასაქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ სამი გამოჯანმრთელდა, _ ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 746 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა - 576. ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში სულ 12 პაციენტი გარდაიცვალა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში ... ...
  • უნდა გვახსოვდეს, რომ სხვებისთვის ვცხოვრობთ- ილია მეორედღეს ქრისტიანული სამყარო ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა  საღმრთო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა, შემდეგ კი იქადაგა. "ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ამაღლებას - ქრისტეს მიწიდან ზეცად ამაღლებას. ეს არის დღესასწაული, როცა მაცხოვარი განშორდა თითქოს მიწას, ხალხს და სინამდვილეში მაცხოვარი ჩვენთანაა. უფალი მოგვიწოდებს, რომ ჩვენც ავმაღლდეთ, ჩვენი ამაღლება უნდა მოხდეს, ჩვენ არ უნდა დავრჩეთ მიწიერნი, ჩვენ უფალთან უნდა ვიყოთ. მე მინდა გაგამხნევოთ, რომ ის მოვლენები, რომელიც წარსულში, ან დღეს, ან მომავალში არის მსოფლიოში, ეს გაჭირვება, განსაცდელი, ეს ყველაფერი გვიწყობს ხელს, რომ ავმაღლდეთ, ეს ჩვენთვის არის ყველაფერი. ადამიანი ცხოვრობს გარკვეული მისიით, გარკვეული მიზნით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანის ცხოვრება ეს არის წუთისოფელი. ჩვენ აქ დროებით ვართ. ჩვენ ვართ სტუმრები და ეს სტუმრობა ადრე თუ გვიან დამთავრდება. ჩვენ ვიცით თქმა - ღმერთს ებარებოდეთო, სანამ მიწაზე ვართ ღმერთს ვებარებოდეთ, მაგრამ მომავალში უფალთან უნდა ვიყოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი თავისთვის კი არ ვცხოვრობთ, არამედ ვცხოვრობთ სხვებისთვის. ადამიანმა უნდა გაახაროს სხვა, რომ იყოს ბედნიერი. ღმერთი არის სიყვარული, ასე რომ არ შეგეშინდეთ, არ დაითრგუნოთ თქვენი გონება და იმედი არ დაკარგოთ, ღმერთი მუდამ თქვენთან არის და ჩვენთან არის, გაიხაროს საქართველომ და მთელმა მსოფლიომ ", _ განაცხადა ... ...
  • დამცინებენ, დისტანციური ქორწილი არ გაგვიგიაო, მაგრამ შესაძლებელია- გამყრელიძედაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ზაფხულსა და სექტემბერში ქორწილის გადახდა ღია სივრცეებში იქნება შესაძლებელი. „მსოფლიო დადგა დიდი გამოწვევის წინაშე. შედარებით რომ მშვიდდება ჩვენთან სიტუაცია, ამის გამო არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ კორონავირუსი დავამარცხეთ. არა ბატონებო, კორონავირუსი კარგა ხანს იქნება ჩვენ გვერდით, ისევე როგორც ყველა ქვეყანაში. ამიტომ, მთელი რიგი წესების დაცვაა საჭირო, რაზეც ბოლო 5 თვეა ვსაუბრობთ. მთავარი, მათ შორის არის სოციალური დისტანცირება და ნაკლები თავყრილობა. დიდი კონგრესები, კონფერენციები, ყველაფერი ტარდება დისტანციურად. ახლა დამცინებენ, დისტანციური ქორწილი არ გაგვიგიაო, მაგრამ მცირე წრეში შესაძლებელია, როგორც მიღებული იყო, ოჯახში გვქონდა ყველაფერი ადრე. ზაფხულში და სექტემბერში ღია სივრცეებში თავშეყრა შესაძლებელი იქნება. ამას მოენახება თავისი გადაწყვეტის მეთოდი. მთავარია ბევრი ქორწილი იყოს ქვეყანაში და საქართველოში ბევრი ბავშვი გაჩნდეს“, - განაცხადა ... ...
  • მოეშვით ამ „ველიკოდერჟავულ“ ჩვევებს- გამყრელიძე გენადი ონიშენკოს„გენადი ონიშენკოს ვიცნობ ძალიან კარგად. როცა მე დიდი ხნის წინ სამინისტროში ვმუშაობდი მაღალ პოზიციებზე, ონიშენკო იყო მინისტრის პირველი მოადგილე რუსეთში. ბევრჯერ შევხვედრივართ ერთმანეთს. ბატონო გენადი, ხომ ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, არა? ძალიან კარგად ვიცი, რომ ამას გალაპარაკებენ, შენით ხომ არ ლაპარაკობ ამას. გეუბნებიან, გავალენებენ, ეს თქვიო. მოვეშვათ რა. სამჯერ გითხარით, პირდაპირ დაგპატიჟეთ, ბატონო გენადი. ვიცი, რომ ქართველები გიყვარს, ქართული ღვინო მოგწონს და კარგად იცი, რითიც ვართ დაკავებული ლუგარის ცენტრში, მაგრამ – მარტო ჩვენ, მოეშვით ამ „ველიკოდერჟავულ“ ჩვევებს. მარტო თქვენ ვერ ჩამოხვალთ. თუ გნებავთ, ჩამოხვალთ საერთაშორისო მისიებთან ერთად, გერმანელებთან, ბრიტანელებთან, ფრანგებთან, შვეიცარიელებთან ერთად, რომელიც ახლა მედიატორია ჩვენს ორ ქვეყანას შორის და ეს მოწვევაც გამოგზავნილი გაქვთ. ჩამობრძანდით მათთან ერთად და ნახეთ. სამხედროები რაში გჭირდებათ, მე ვერ გავიგე, მაგრამ თუ სამხედრო ექიმები გინდათ, კი ბატონო, არც ეგ არ არის პრობლემა“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ონლაინ ბრიფინგზე იმ კითხვის საპასუხოდ, რომელიც რუსული მხარის მოთხოვნას ეხებოდა ლუგარის ლაბორატორიის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?